ლილიტი ლომში

ლილიტი ლომში

თვითგამოხატვა (უკიდურესობები – ამბიციურობა ან შენიღბვა)

წარსულ ინკარნაციაში – უსაზღვრო სიამაყე და პატივმოყვარეობა. ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობდა, შეიძლება იყო ბავშვების მკვლელი (აბორტი), გარყვნილი, ბავშვების შემაცდენელი და ა.შ.

წარსულის უარყოფითი კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:

აქტიური ადამიანი – თავს თვლის „სამყაროს ცენტრად“, რომლის გარშემოც ცხოვრება ბრუნავს. ძალაუფლებისაკენ მისწრაფება აქვს, ცდილობს სხვებზე გაბატონდეს, შთააგონოს მათ თავისი იდეები, საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღების და პატივისცემის მოთხოვნილება აკვიატებული იდეა ხდება. მასისგან გამორჩეულობის სურვილი იწვევს დემონსტრაციულობას და ბაქიაობას. უყვარს ძალაუფლება. მტკივნეულად რეაგირებს როცა თავმოყვარეობაზე ეხებიან. ახასიათებს სიყვარულით „დამონებულის“ როლის თამაში ან ცდილობს ეს ამპლუა მოარგოს საყვარელ ადამიანს. ჩაციკლულია სიყვარულის ობიექტზე, ხშირად მზადაა აიტანოს მისი მხრიდან ნებისმიერი დამცირება და ტანჯვა. შეიძლება პარტნიორის მხრიდან დამცირება სიამოვნებასაც კი ანიჭებდეს, სამაგიეროდ მასზე შეყვარებულ ადამიანებს აბუჩად იგდებს.

პასიური ადამიანი – არ გააჩნია ინდივიდუალიზმი, ადვილად მართვადი და უნებისყოფოა. გაურბის გარშემომყოფების ყურადღებას, ცდილობს შეერიოს ხალხის მასას. იტანჯება დაბალი თვითშეფასებისა და ღირსების გრძნობის არარსებობისგან. თუ მაინც ცდილობს შემოქმედებით პოტენციალის გამოვლენას, ამისთვის ვერ პოულობს ადეკვატურ საშუალებას, თვითგამოხატვის ყველა საშუალება მითვისებულია სხვებისგან. როლში იმდენად იჭრება, ინდივიდუალიზმს კარგავს. მთელი ცხოვრება ატარებს სხვა ადამიანების ნიღაბს. ხდება მლიქვნელი და თვალთმაქცი.

გამოსყიდვის დროს ხელს უშლიან შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში (შეიძლება გახდეს შურის, ინტრიგების მსხვერპლი გარშემომყოფებისგან). შესაძლოა ბავშვებთან (შვილებთან) დაძაბული ურთიერთობები ჰქონდეს.

რეკომენდირებულია: საკუთარ თავზე უნდა მიიღოს ცხოვრებისეული დარტყმები, ბავშვების აღზრდით დაკავდეს.

უნდა მოერიდოს ცეცხლს, მზის დარტყმას, ემუქრება ინსულტის საფრთხე.

© შესტოპალოვი

შავი მთვარე ლომში

შავი მთვარე მზის სამფლობელოში, პლუტონის ეგზალტაციის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში.

ბნელი კარმა დაგროვილია შემდეგი მოქმედებებით: წარსულში ახასიათებდა ძალაუფლების გადამეტება, იყო ეგოცენტრული, პოზიორი, ახდენდა სხვების გარყვნას საკუთარი შემოქმედებით, საყვარელ ადამიანებს აწამებდა, აწვალებდა ან რყვნიდა ბავშვებს. შეიძლება იყო ბავშვების მკვლელი.

პირველ დონეზე ლილიტი ვლინდება როგორც თვითმარქვიობა, მეტიჩარობა, იზიდავს ვულგარული, გარყვნილი ნაწარმოებების შექმნა. თუ ადამიანი კვლავ იმეორებს წარსულის შეცდომებს შეიძლება მანკიერი მიდრეკილებები ბავშვების მიმართ, მეტიჩრობა, დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა, შურიანობა ყველა მასზე ნიჭიერი ადამიანის მიმართ. ძლიერი ურანის შემთხვევაში იზიდავს ბანქოს (კარტის) თამაში. უმეტეს შემთხვევაში ცხოვრება მიმდინარეობს როგორც ჩაკეტილი სისტემა, უკუკავშირის გარეშე.

ლილიტის დამუშავების მეორე დონეზე ინდივიდი თვითონ განიცდის ზეწოლას ძლიერი, ძალაუფლების მქონე, მუხანათი და შურისმაძიებელი მოწინააღმდეგეებისგან. შურს იწვევენ მეტიჩარა, პატივმოყვარეობა დაუკმაყოფილებელ ადამიანებში, შურის გამო იდევნებიან, განსაკუთრებით თუ ნიჭიერი და შემოქმედებითი პიროვნებაა. ასეთი მდებარეობა მიანიშნებს უიღბლო სიყვარულზე, ესაა საზღაური იმის გამო, რომ წარსულში ცუდად ეპყრობოდა საყვარელ ადამიანებს. შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას ბავშვებთან ურთიერთობებში, შვილები უარს ამბობენ მასზე ან სიბოროტეს უკეთებენ. მან უნდა აიტანოს მოწინააღმდეგებისგან დარტყმები, არ დაღონდეს უიღბლო სიყვარულის გამო, უნდა იზრუნოს შვილების აღზრდაზე, მათთვის ყველაფერი უნდა გაიღოს და არ ელოდოს საპასუხოდ მადლიერებას.

საფრთხე ელოდება ცეცხლის სტიქიისგან – ცეცხლის, იარაღის, მზის დარტყმა, ინსულტის სახით.

ლილიტი ლომის ცნებებია: არ მიისწრაფვოდეს ძალაუფლებისა და პოპულარობისაკენ, ყველაფერი გაიღოს ბავშვებისთვის და არ ელოდოს მადლიერებას.

მესამე დონეზე, პრობლემის გააზრების მაღალ საფხეურზე, ცხოვრებისეული სიტუაციები გარკვეულწილად დარეგულირდება – კარგი ურთიერთდამოკიდებულებაა შვილებთან, ყურადღების ცენტრში მოქცევის სურვილი ნაკლებად უჩნდება. აკვირდება საკუთარ დამოკიდებულებას ცხოვრებისეულ პოზიციასა და ძალაუფლების მქონე ადამიანების მიმართ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება აღარ აქვს, არ ძალადობს საყვარელ ადამიანებზე და ბავშვებზე.

© პ. გლობა

ლილიტი ლომში: დარღვევები შემოქმედებასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ულამაზო სასიყვარულო ისტორიები. ცუდი დამოკიდებულება ბავშვებთან.

დაბალ დონეზე – ბოროტად სარგებლობს ძალაუფლებით, ეგოიზმი, უქნარობა, მცირეწლოვნების გარყვნა, მანკიერი შემოქმედება.

საშუალო დონეზე – საყვარელი ადამიანისგან ღალატი, შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, უშვილობა.

უმაღლეს დონეზე – ფულის და ძალაუფლებისაკენ სწრაფვის არარსებობა. ბავშვების ჭეშმარიტი აღმზრდელი.

შავი მთვარე (ლილიტი) ლომში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

ლომი – ეს არის შემოქმედება. მისთვის დამახასიათებელია კეთილშობილება, დიდსულოვნება, მუდმივობა, ლიდერობა, საკუთარი თავის პატივისცემა, სიამაყე, დამოუკიდებლობა და უანგარობა.

როცა შავი მთვარიე გავლენა ახდენს ნიშნის აქტიურ პოლუსზე, ლომის პატივისცემის და დაფასების მოთხოვნილება ხდება აკვიატებულ იდეა. მასისგან გამოყოფის სურვილი ანვითარებს დემონსტრაციულობას, ბაქიაობას, მლიქვნელობას. მკვეთრად იზრდება ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი და ლიდერობისაკენ მისწრაფება. ლილიტის ზეგავლენით ადამიანი საკუთარ პიროვნებას აღიქვამს როგორც სამყაროს ცენტრს, რომლის გარშემოც სიცოცხლე ბრუნავს. შავი მთვარე აძლიერებს თვითნებობას, ეს გავლენა ვრცელდება შემოქმეებაზეც – ადამიანს სურვილი აქვს ღმერთს გაუტოლდეს.

თუ შავი მთვარე მოქმედებს ნიშნის პასიურ მხარეზე, მისი თვისებები თითქოს ამობრუნდება . ადამიანი კარგავს ინდივიდუალიზმს, ხდება მართვადი, უნებისყოფოა. გაურბის ყურადღებას და ცდილობს ხალხის მასას შეერიოს. არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული, იტანჯება დაბალითვითშეფასებისგან. იგი იმდენად ღრმად იჭრება როლში, საკუთარ „მე“-ს კარგავს და მთელი ცხოვრება ატარებს სხვების ნიღბებს, თამაშობს მისთვის უჩვეულო როლს, ხდება პირფერი და მლიქვნელი.

© გ, ვოლჟინა

სტატიის ავტორი:  რუსა


About Rusa

Scroll To Top