ლილიტი მორიელში

ლილიტი მორიელში

უდიდესი ენერგია (უკიდურესობა – ტირანი ან მსხვერპლი)

წარსულ ინკარნაციაში ადამიანმა გამოსცადა ყველანაირი მანკიერება. ეს დამნაშავე – მაფიოზი, მოძალდე, სადისტი, სექსუალური მანიაკია.

წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:

აქტიური ადამიანის შემთხვევაში – უჩნდებათ სურვილი გარე სამყარო საკუთარი ნების შესაბამისად შეცვალონ. უყვართ მძაფრი შეგრძნებები, რისკი, საკუთარი თავის გარშემო თვითონვე ჰქმნიან კრიტიკულ სიტუაციებს და ცდილობენ ამაში სხვებიც ჩაითრიონ, შეუძლიათ საკუთარი აზრი თავს მოახვიონ სხვებს. ლილიტი მორიელი აძლიერებს ინტერესს ყველაფრის მიმართ, რაც უკავშირდება სექსს, ხდება ჰიპერსექსუალობისა და გარყვნილების განვითარება, შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ძალადობისადმი მიდრეკილება.

პასიური ადამიანის შემთხვევაში – ადამიანი უნებისყოფოა, ადვილად ექვემდებარება შთაგონებას, ხშირად ხდება სხვადასხვანაირი მანიპულირების, ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მაგიისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეჭვიანობის გრძნობა ხდება მანიაკალური, გამძაფრებულია დამოკიდებულების გრძნობა. ხშირად სუსტი სექსუალური მოთხოვნილება, რაც იწვევს სექსის მიმართ ინტერსის ნაკლებობას.

გამოსყიდვის გზაზე – საბედისწერო ვნება ან სიყვარული, რომელსაც მოაქვს საბედისწერო შედეგები. ორივე შემთხვევში შეიძლება მოხდეს სასქესო ორგანოების სხვადასხვა სახის დაავადებები, სირთულეები ორსულობის და მშობიარობის დროს. ქალებისთვის და მამაკაცებისთვისაც გაუპატიურების საფრთხე.

რეკომენდებულია: უნდა მოერიდონ მძარცველებს, მოძალადეებს, მანიაკებს, აფეთქებებს. არის დახრჩობის საფრთხე.

9 წლამდე ბავშვებს უნდა შთააგონონ სიკეთის ცნებები და გააფრთხილონ მოსალოდნელ საფრთხეებზე. მანკიერებას ეს ბავშვები ღრუბელივით ისრუტავენ.

©შესტოპალოვი

შავი მთვარე მორიელში

ლილიტი მარსის და პლუტონის დღის სამფლობელოში, ურანის ეგზალტაციის ნიშანში, წყლის სტიქიაში.

ეს ლილიტის საკმაოდ ძლიერი მდებარეობაა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველა საზღვარს არღვევდა, მიაჩნდა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია, ყველა ეჯავრებოდა, შურს იძიებდა, აცდუნებდა. ის შეიძლებაშავი ჯადოქარი იყო, ბოროტად იყენებდა საკუთარ ცოდნას, შეგნებულად იყენებდა კოსმოსურ კანონებს ზიანის მისაყენებლად, თავისი შავბნელი მიზნების მისაღწევად.

პირველ დონეზე ადამიანს ლილიტი მორიელში აძლევს ყველაზე ძლიერ ცდუნებებს, ადამიანი ხდება სექსუალური მანიაკი, სადისტი ან დამნაშავე. ცხოვრება აღსავსეა – საყოველთაო ზიზღითა და შურისძიების სურვილით. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ინტერესი უჩნდებათ შავი მაგიის მიმართ.

მეორე დონეზე როცა ადამიანი იწყებს კარმული ვალების გასტუმრებას, მას თან სდევს სიკვდილის შიში და თვითმკვლელობაზე ფიქრები. ადამიანი ხდება შურისძიების და ზიზღის ობიექტი. იზიდავს ყველანაირ დამნაშავეებს, მოძალადეებს და სექსუალურ მანიაკებს. ქალებს და მამაკაცებს ლილიტის ასეთი მდებარეობით ემუქრებათ გაუპატიურების საფრთხე. სხვადასხვანაირი შიშები თან სდევთ მთელი ცხოვრება. მაფიის გავლენის ან შავ მაგიური ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის ალბათობაა. ლილიტის ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია მუდმივი დაძაბულობის გრძნობა. შეიძლება საბედისწერო სიყვარული ან ვნება ჰქონდეთ, რომელსაც ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს.

პარტნიორული ურთიერთობები ხშირად დამღუპველია, მამაკაცებისთვის – „საბედისწერო ქალის“ სახით, ქალებისთვის მანკიერება ყველანაირი ფორმით მიმზიდველია.

იძულებული არიან ხშირად იცვალონ სანაცნობო წრე. გარშემო შანტაჟისტები არიან, რომლებიც ფარულად და ხანგრძლივად პარაზიტობენ მათ ხარჯზე, გარემოცვაში ბევრია ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები (შეშლილები, გიჟები).

საფრთხე მოდის დამნაშავეების, მძარცველებისა და მოძალადეებისგან. არსებობს აფეთქების საფრთხე, არ შეიძლება მუშაობა გამნაღმველად, განსაკუთრებით დაზიანებული ურანის შემთხვევაში. ემუქრებათ დახრჩობის საშიშროება.

ასეთი ლილიტის მქონე 9 წლამდე ბავშვებს, ლილიტის პირველ მობრუნებამდე უნდა განუმარტონ სიკეთის და ბოროტების მცნებები და წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია უსაფრთხოებაზე, იმის შესახებ თუ რასთან შეიძლება მოუწიოთ დაპირისპირება. წინააღმდეგ შემთხვევში ყველანაირ მანკიერებას ისრუტავენ ღრუბელივით.

ბავშვებს ლილიტის ასეთი მდებარეობით შეიძლება შეემთხვათ საშინელი ისტორიები, როგორც გამოსყიდვა წარსულის ცოდვებისთვის.

ლილიტი მორიელის ცნებებია: განიწმინდე, „ახლიდან დაიბადე“ , დაღი მოიშორე.

მესამე დონეზე – უვითარდებათ უნარი მაშინვე შენიშნონ მანიაკები, მოძალადეები, გარყვნილი, სადისტი ადამიანები და შავი ჯადოქრები. უნდა ისწავლონ ამ ყველაფრისგან განზე გადგომა, ძალადობრივი სიტუაციებისთვის, შავ მაგიური ზემოქმედებისა და ცდუნებებისთვის თავის არიდება.

© პ. გლობა

ლილიტი მორიელში: ურთიერთქმედების დარღვევა ფსიქიკისა და ინსტიქტების სტიქიურ გამოვლინებებთან. იდუმალ ძალებთან კავშირი.

  • დაბალ დონეზე – სადიზმი, ფარული მანკიერებები, ადამიანური ბუნების წინააღმდეგ დანაშაული, ძალადობა.
  • საშუალო დონეზე – ძალადობის მსხვერპლი, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, გაუპატიურების საფრთხე.
  • უმაღლეს დონეზე – ზებუნებრივი ზემოქმედებისგან განთავისუფლება , ძალადობისა და დამცირებისთვის თავის არიდება.

შავი მთვარე (ლილიტი) მორიელში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარულ თვისების აქცენტირებას, ახდენს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს), ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

მორიელის ნიშანი დაკავშირებულია ტრანსფორმაციასთან, რომელსაც გადაჰყავს განსხვავებულ მდგომარეობაში, ის განასხიერებს კრიზისს, სიკვდილს, ჩასახვასა და დაბადებას.

როცა შავი მთვარე რთავს ნიშნის აქტიურ პოლუსს უაზღვროდ იზრდება თვითნებობა და შეუპოვრობა მიზნის მიღწევის დროს. როცა ადამიანს რამე უნდა, მორიელის უდიდესი შინაგანი ენერგია, დარტყმის ქვეშ აყენებს და ანგრევს ყველანაირ დაბრკოლებას საკუთარ გზაზე. ლილიტ მორიელებს უჩნდებათ ცდუნება მთელი სამყარო საკუთარ ნებას დაუმორჩილონ, შეუძლიათ სხვებით მანიპულირება, შთაგონება და მათი საკუთარ ნებაზე დამორჩილება. საერთოდ არ იღებენ საკუთარი მსოფმხვედველობისგან განსხვავებულ აზრს, შეუძლია საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის თავსმოხვევა. აქვთ ცვალებადი განწყობა, რაც ვლინდება მოულოდნელ აგრესიულ გამოვლინებებსა და მრისხანების შემოტევებიში. შავი მთვარე მორიელში ხშირად უღვიძებს ინტერესს შავი მაგიის მიმართ. ლილიტი მორელისთვის საინტერესოა ყველაფერი რაც სექსს უკავშირდება, ხშირად დამახასიათებელია ჰიპერსექსუალურობა და გარყვნილება, შეიძლება გაუჩნდეთ ძალადობისადმი მიდრეკილება.

თუ შავი მთვარე ააქტიურებს ნიშნის პასიურ პოლუსს, მაშინ ადამიანი არის უნებისყოფო, იოლია მისით მანიპულირება და შთაგონება. ხშირად ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების, შავ მაგიური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. შავი მთვარის გავლენით ეჭვიანობისა და მესაკუთრეობის გრძნობა ხდება მანიაკალური, ვითარდება ღვარძლიანობა. ლილიტი აძლიერებს მორიელის ენერგიის დაგროვების უნარს, რაც იწვევს ნორმალური ენერგომიმოქცევის დარღვევას და ავითარებს ენერგეტიკულ ვამპირიზმს. ლილიტი მორიელში ზოგჯერ იწვევს სექსუალური სურვილების ნაკლებობას.

ორივე შემთხვევაში შავი მთვარე მორიელში შეიძლება გახდეს სასქესო ორგანოების დაავადებების, ორსულების და მშობიარობის დროს პრობლემების მზეზი.

©გ. ვოლჟნა

ლილიტი მორიელში

ადამიანი ამართლებს საკუთარ ქმედებებს, თუნდაც ძალისმიერს, ცდილობს აიძულოს დანარჩენები შეასრულონ მისი სურვილები, თან ამის მისაღწევად არ ერიდება სიტუაციის უკიდურესად დაძაბვას, შემოაქვს ქაოსი და არეულობა, რათა გარკვეულ მომენტში სხვები აიძულოს მყისიერად დაიწყონ მისი პრობლემის მოგვარება. სირთულეების დამოუკიდებელი გადაწყვეტა მათთვის უბრალოდ უინტერესოა, უფრო მეტიც გააკეთებს საქმეს ისე რომ რეზულტატი შექმნის დამატებით პრობლემას. უყვარს სხვებით მანიპულირება, ამასთან ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის.

©ს.ვ ევტუშენკო

სტატიის ავტორი : რუსა


About Rusa

Scroll To Top