ლილიტი მშვილდოსანში

ლილიტი მშვილდოსანში

იდეოლოგია (განდიდების მანია ან შთაგონება (მართვადობა))

ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში შეიძლება თანამდებობრივი დანაშაული ჰქონდა, ცრუ მასწავლებელი იყო, ჭეშმარიტ ავტორიტეტებს ებრძოდა ან მსხვილი მაშტაბის ავანტურისტი იყო.

წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობების სახით:

აქტიური ადამიანის შემთხვევაში – თავშეუკავებელი ხასიათი, უგულვებელყოფენ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ვალდებულებებს. მუდმივად აქვთ სურვილი სხვებს ჭკუა დაარიგონ და მომაბეზრებლად თავს ახვევენ საკუთარ „ფასდაუდებელ“ რჩევა-დარიგებებს. გადაჭარბებული თვითშეფასება აქვთ, საკუთარ თავს რჩეულად, უზენაესი იდეების გამავრცელებლად მიიჩნევენენ. ვერ იტანენ საწინააღმდეგო მსოფლმხედველობას, ახასიათებთ ფანატიზმი.

პასიური ადამიანის შემთხვევაში– მისთვის იოლია შთაგონება. მსოფლმხედველობა, რელიგიური შეხედულებები და სოციალური ორიენტირები ნაკარნახებია გარემოცვის მიერ. ბრმად მიჰყვებიან მიღებულ სოციალური ეთიკისა და მორალის პრინიცპებს, არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულება და მოტივები. აქვთ დაბალი თვითშეფასება, არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ბოლომდე ეყრდნობიან მათთვის ავტორიტეტული ადამიანების შეხედულებებს. მიდრეკილნი არიან მოახდინონ საკუთარი მასწავლებლების, მოძღვრების გაიდეალება, ცდილობენ მათ მიბაძონ. თაყვანისცემის ობიექტს ან იდეალს ეძებენ, რომელსაც ემსახურებიან.

გამოსყიდვის გზაზე ზარალდებიან ცრუ მასწავლებლებისგან, მათ არ უსმენენ, მათი არ ესმით და ზოგჯერ ეჯავრებათ კიდეც. დაძაბული ურთიერთობა აქვთ რელიგიურ საკითხებთან, მერყეობენ, იბნევიან და არიან წინააღმდეგობრივი. ხშირად აქვთ პრობლემები უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

რეკომენდირებულია: ნაკლებად ჩაერიონ იდეოლოგიის საკითხებში, უნდა იყვნენ მოწაფის, მორჩილის ამპლუაში. თავი უნდა აარიდონ შორეულ მოგზაურობებს, უცხოელებთან კონტაქტებს და სხვადასხვა ავანტურებში ჩართვას. უნდა იყვნენ გამტარი და არა იდეის მატარებლები.

©შესტოპალოვი

შავი მთვარე მშვილდოსანში

ლილიტი იუპიტერის და ნეპტუნის სამფლობელოში, ქირონის ეგზალტაციის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში.

შავი მთვარის ეს მდებარეობა უჩვენებს წარსულის შემდეგ შეცდომებზე: ეს ადამიანი შეიძლება იყო ცრუ წინასწარმეტყველი, მსხვილი ავანტურისტი, თვითმარქვია – მასწავლებელი, ქადაგებდა მანკიერ იდეოლოგიას და ა.შ

ეს ყველაფერი დაკავშირებულია სულის გარყვნასთან.

პირველ, დაბალ სულიერ შემეცნების დონეზე, კვლავ გრძელდება იგივე ტენდენციები – ინდივიდი ნებისმიერ ფასად ცდილობს მოიპოვოს აღიარება, ჯილდოები და მოიხვეჭოს ძალაუფლება. ეს მდებარეობა მიანიშნებს ასევე გაბღენძილობასა და ყოყლოჩინობაზე.

განვითარების ამ დონეზე ადვილია მოექცნენ იდეოლოგიური ცდუნებების ქვეშ და სხვებიც ააცდინონ ჭეშმარიტების გზას. საკუთარ ნაკლოვანებებში დაადანაშულონ სხვების დადანაშაულების ტენდენციაა, საკუთარი თავი ყოველთვის მართალი ჰგონიათ. დამახასიათებელია ყველაფრის მიმართ სიძულვილი, დათგრუნვა და უსაზღვრო ამბიცებში გადავარდნა, ესაა განდეგილები, თვითმარქვია მასწავლებლები, რომლებიც სხვის დამსახურებას ითვისებენ.

მეორე დონეზე – გამოსყიდვის გზაზე, ადამიანი ზარალდება ცრუ მასწავლებელებისგან, იდეოლოგიაში გარკვევა უჭირს, სირთულეები ხვდება რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მუდმივად მერყეობენ და წინააღმდეგობრივები არიან.

უჭირთ ავტორიტეტის მოპოვება, მათ არავინ უსმენთ, იწვევენ სიძულვილს.

სირთულეები აქვთ შორეულ მოგზაურობებში და მიდრეკილება აქვთ მაწანწალობისადმი.

ლილიტის ასეთი მდებარეობის დროს უკეთესია ადამიანმა თავი შეიკავოს იდეოლოგიის სფეროში ჩარევისგან – უნდა იყვნენ მოსწავლე, მორჩილის როლში. თავი უნდა აარიდონ შორეულ მოგზაურობებს, უცხოელებთან, ავანტურისტებთან ურთიეთობებს . გახდნენ იდეის გამტარი, შუამავალი და არა იდეის მატარებელი.

სტიქიასთან მიმართებაში საფრთხე ემუქრებათ ცეცხლისგან.

ლილიტი მშვილდოსნის ცნებებია: არ ასწავლო, არ იყო ზედამხედველი (სულიერი მასწავლებელი), ისწრაფოდე რელიგიისაკენ, არ იწანწალო.

მესამე დონეზე როცა ეს ყველაფერი დამუშავებულია, ადამიანი მომენტალურად ამჩნევს ცრუ მასწავლებლებს, ავანტურისტებს, თავს არიდებს ავტორიტარულ პოზიციებს.

ეს ადამიანები ეცდებიან შეინარჩუნონ დუმილი, ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ აზრებს, არ ერევიან იდეოლოგიის საკითხებში. მათში გამომუშავდება მორჩილება.

© პ. გლობა

ლილიტი მშვილდოსანში: დარღვეულია ურთიერთობები ტრადიციებთან, სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. ცრუ მასწავლებლები, საფრთხე ემუქრებათ სამშობლოსგან მოშორებით.

  • დაბალ დონეზე – ცრუ მასწავლებლობა, ტრადიციების წაბილწვა, ავტორიტარულობა, ადამიანის მიმართ სიძულვილი.
  • საშუალო დონეზე – ცრუ მასწავლებელების, კოლექტიური სიძულვილის მსხვერპლი, საზოგადოებისგან დევნილი.
  • მაღალ დონეზე – ცრუ მასწავლებლების და სწავლებების ამოცნობის უნარი, დამოუკიდებლები არიან საზოგადოებრივი აზრისგან.

შავი მთვარე (ლილიტი) მშვილდოსანი 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

მშვილდოსანი განასახიერების მიზნის ძიებას, მსოფლმხედველობას, სოციალურ და სულიერ ორიენტირებს. ის დაკავშირებულია სრულყოფილებისკენ სწრაფვასთან, ცნობიერების გაფართოებასა და აბსტრაქტულ აზროვნებასთან.

თუ შავი მთვარე ახდენს ნიშნის აქტიური პოლუსის გააქტიურებას, ყველა მისი თვისება ხდება ექსპანსიური. ადამიანი შავი მთვარით მშვილდოსანში თითქოს ცდილობს საკუთარი თავით შეავსოს, მის გარშემო არსებული სივრცე. ძნელია ის არ შეამჩნიო, ლილიტის ზემოქმედება ინდივიდის სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე აისახები ისე, რომ ადამიანს აქვს ამაღლებული მიდრეკილებები ხოლო ყოველდღიურ მოვალეობებს უპასუხისმგებლოდ ეკიდება. დაუძლეველი სურვილი აქვს ყველას ჭკუა დაარიგოს, “უფასოდ” იძლევა რჩევებს, უზიარებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც სინამდვილეში არავისთვის არ არის საინტერესო. ხშირად თვითშეფასება ძალიან გადაჭარბებულია. შავი მთვარის ზეგავლენით მას შეუძლია სხვებს შთააგონოს იდეა და მახდინოს საკუთარი აზრების ფართოდ გავრცელება. ხშირად მისი ეს მოქმედება ძალადობრივია. ვერ იღებს საპირისპირო შეხედულებებს, მსოფლმხედველობას, დამახასიათებელია ფანატიზმი. აქვს აბსტრაქტული აზროვნება, უჭირს იდეის დაკონკრეტება და საკუთარი აზრის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობს.

თუ შავი მთვარის ზეგავლენით ჩართულია ნიშნის პასიური გამოვლინება, ადამიანი ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ, მისი მსოფლმხედველობა, რელიგიური შეხედულებები და სოციალური ორიენტირები ნაკარნახებია გარშემომყოფების მიერ. ბრმად მიჰყვება საზოგადოებაში მიღებულ ეთიკურ და მორალურ პრინციპებს. შავი მთარის ზეგავლენით ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება, არ გააჩნია საკუთარი აზრი, ბოლომდე ემყარება იმ ადამიანების შეხედულებას ვინც მიაჩნია ავტორიტეტულად. ამ ადამიანის მართვა იოლია, შეუძლია გახდეს ფანატიკოსი მებრძოლი, რომელიც შთაგონებულია გარემოს (სხვების) მიერ მოწოდებული იდეით.

ხშირად შავი მთვარე ამ ნიშანში ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიღებას. ლილიტი მშვილდოსნის გავლენით ხშირად ადამიანს უჩნდება ცოდნის მიღების დაუძლეველი სურვილი, თვალსაწიერის გაფართოების მიზნით. თუმცა შემდეგ ეს გადადის ინფორმაციის მიღების მექანიკურ პროცესში, ხოლო მშვილდოსნის მახასიათებლები იცვლება ტყუპების უარყოფით თვისებებით. ნიშნის პასიურ პოლუსზე ზემოქმედება უარყოფითად აისახება აბსტრაქტული აზროვნებისა და განათლების მიღების უნარებზე.

© გ. ვოლჟინა.

სტატიის ავტორი :  რუსა


About Rusa

Scroll To Top