„მაღალი წრის ქალბატონი“ (უკიდურესობები – ანგარება ან დამოკიდებულება)
წარსულ ინკარნაციაში ინდივიდი შეიძლება იყო კანონისდამცველი, მოსამართლე, რომელიც კანონებს არღვევდა, ქრთამს იღებდა, საკუთარ სულმდაბალ ქცევას უზენაესი სამართლიანობით ამართლებდა. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლიდნეს შემდეგი უკიდურესობებით:
აქტიური ადამიანის შემთხვევაში – ყველაფერში ხედავენ არასრულყოფილებას, ხშირად გარშემომყოფების მიმართ მოთხოვნები გადაჭარბებული და უსამართლოა. არჩევანი, მათ შორის პარტნიორების, ხდება ზედაპირულად მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით ან ელიტარულ წრესთან კუთვნილების გამო, ღირებულებათა სისტემა დაფუძნებულია სუბიექტურ ესთეტიურ კრიტერიუმებზე, მიზნის განსაზღვრა ხდება პრესტიჟულობიდან გამომდინარე. ლილიტი სასწორის შემთხვევაში სამართლიანობაზე წარმოდგენა დამახინჯებულია (გამრუდებულია), შეუძლიათ იოლად შემოიკრიბონ თანამოაზრეები, რათა შემდგომ ისინი საკუთარი ანგარებიანი მიზნებისთვის გამოიყენონ.
პასიური ადამიანის შემთხვევაში – არჩევანს გაჭირვებით აკეთებენ, მუდმივად მერყეობენ ერთი გადაწყვეტილებიდან მეორეზე. პარტნიორულ ურთიერთობებში დამოკიდებული ხდებიან, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება, ადვილად ემორჩილებიან და ეთანხმებიან ყველაფერს, რასაც ეუბნებიან. პასუხუსმგებლობის სხვებზე გადააბრალებისკენ მიდრეკილება აქვთ, შეიძლება ანგარებით დაქორწინდნენ და ა.შ ცდილობენ მატერიალური მდგომარეობა პარტნიორის საშუალებით ან სულაც მის ხარჯზე გაიუმჯობესონ.
გამოსყიდვის გზაზე შეიძლება ინდივიდს მოუწიოს სასამართლოში საქმის განხილვებმა, მეუღლესთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნას. პარტნიორები – მისი უბედურებების სათავეა, ღალატობენ, გარშემო არასაიმედო, უნამუსო ადამიანები არიან, მართლმსაჯულებასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. შეიძლება ციხეში უდანაშაულოდ აღმოჩნდნენ.
რეკომენდებულია: მოერიდონ საწარმოო ტრავმებს, ელექტროობას, თვითმფრინავით ფრენას, ხმაურიან სკანდალებსა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.
© შესტოპალოვი
ლილიტი სასწორში
ლილიტი ვენერას და ქირონის სამფლობელოში, სატურნის ეგზალტაციის ნიშანში, ჰაერის სტიქიაში.
წარსულ ცხოვრებაში დაგროვლი ბნელი კარმა დაკავშირებულია სამართლიანობის დარღვევასთან, ან სამართლიანობასთან ბრძოლასთან. შეიძლება ინდივიდი კანონდამრღვევი მოსამართლე იყო, არ ასრულებდა პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს, მოღალატე, ალფონსი, ინტრიგანი იყო.
პირველ დონეზე ეს იგივე მოღალატე, არამზადა, მაცდუნებელი (შემაცდენელი), მლიქვნელი, ორპირი და ინტრიგანია.
ამ ცხოვრებაში მისი ხვედრი – მოდავეობა, არასაიმედოობა, კამათი, ურთიერთობების გარკვევა, ყველას და ყველაფრის ერთმანეთზე წაკიდება და საიდუმლო შავბნელი საქმეებია.
ჩვეულებრივ, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. მუდმივად მერყევნი არიან, ადამიანებს საკუთარი ანგარებიანი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ, ამასთან, ამ ყველაფერს სამართლიანობის დაცვის სახელით აკეთებენ, რაც მათ კარმას კიდევ უფრო ამძიმებს.
მეორე დონეზე და გამოსყიდვის გზაზე ადამიანი შეიძლება სასამართლოებზე „ათრიონ“, უდანაშაულოდ დააპატიმრონ. პარტნიორებთან ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს, რომლებიც შეიძლება მისი უბედურებების სათავე გახდნენ. წარსულ ინკარნაციაში ღალატის გამო, შეიძლება მეუღლემ უღალატოს. ბინძურ ისტორიებში მხილების ალბათობა ემუქრება.
ინდივიდი გარშემორტყმულია არამზადა და არსაიმედო ადამიანებით. დაძაბული ურთიერთობა აქვს კანონთან, ექმნება იურიდიული პრობლემები, ბევრი რთული სიტუაცია, ცრუ ბრალდებები. შეიძლება ხშირად გაქურდონ.
წარუმატებელი ქორწინება, პარტნიორმა შეიძლება დააბეზღოს და ციხეში ჩასმა სცადოს. დიდი სირთულეები საზოგადოებასთან, რეკომენდებული არავითარ შემთხვევაში არ არის საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჩარევა, უნდა ერიდონ ზედმეტ ხმაურს და საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიპყრობას.
უნდა მოერიდონ ტრავმებს, ელექტროობას, საჰაერო მოგზაურობებს, ციხეში მოხვედრის ალბათობა ემუქრებათ.
ლილიტი სასწორის ცნებებია – სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სამართლიანობა დაიცავი. ოჯახური ურთიერთობები მოაწესრიგე. არ იყო ინტრიგანი. არ განსაჯო სხვა ადამიანები.
მესამე დონეზე თუ ადამიანი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას და შეასრულებს მიცემულ სიტყვას, მას ეძლევა არასაიმედო ადამიანებისა და სიტუაციების გარჩევის უნარი. არ ექმნება პრობლემები მართლმსაჯულებასთან. ოჯახური ურთიერთობები სტაბილური ხდება.
ლილიტის ასეთი მდებარეობის დროს აუცილებელია საკუთარ თავზე დიდი მუშაობა და ყურადღება, რადგან სამართლიანობა ფაქიზი საკითხია და ინდივიდი მესამე დონიდან შეიძლება მარტივად დაქვეითდეს პირველზე, თუმცა შედარებით დახვეწილი ფორმით.
©პ. გლობა
ლილიტი სასწორი – სამართლიანობის, ჰარმონიის, წონასწორობის დარღვევა.
- დაბალ დონეზე – მართლმსაჯულების საკითხებში უსამართლობა, ღალატი, პირფერობა, ინტრიგანობა.
- საშუალო დონეზე – უსამართლობის, მოტყუების, სიყალბისა და ჭორების მსხვერპლი . საზოგადოებაში, ოჯახში გაუგებრობები.
- უმაღლეს დონეზე – სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. გამოკვეთილი, ნათელი პოზიცია. ადამიანიების სულის მსაჯული , ჰარმონიისა და სამართლიანობის მატარებელი.
შავი მთვარე (ლილიტი) სასწორში
შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც ძლიერ ემოციებსა და სურვილებს იწვევს, გონებას მისი გავლენის გაკონტროლება უჭირს. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარულ თვისების აქცენტირებას, ახდენს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს აძლიერებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.
შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში – აქტიურს, მდედრობითში – პასიურს). ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) – ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.
სასწორი განასახიერებს ჰარმონიას, წონასწორობას, არჩევანს.
თუ შავი მთვარე სასწორში გააქტიურებს ნიშნის აქტიურ პოლუსს, ადამიანი ცდილობს ლიდერი იყოს პარტნიორულ ურთიერთობებში, პარტნიორი მართოს, ინიციატივა ხელში ჩაიგდოს, რაც ხშირად უადგილოა. შავი მთვარის ზემოქმედებით სასწორისთვის დამახასიათებელი არჩევანის გაკეთების პრობლემა უკიდურეს ფორმას იღებს. ინდივიდი ყველაფერში არასრულყოფილებას ხედავს, მისი მოთხოვნები გარშემომყოფების მიმართ ხშირად გადაჭარბებული და უსამართლოა . პარტნიორების არჩევა ხდება ზედაპირულად, მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებით ან ელიტარულ საზოგადოებასთან კუთვნილების გამო. შავი მთვარე ამრუდებს სამართლიანობის ჭეშმარიტ აღქმას. ადამიანს შეუძლია თანამოაზრეების მოზიდვა, რომ შემდეგ საკუთარი ანგარებიანი მიზნებისთვის გამოიყენოს.
თუ შავი მთვარე მოქმედებს ნიშნის პასიურ გამოვლინებაზე, ადამიანი გაჭირვებით აკეთებს არჩევანს, მუდმივად მერყეობს ერთი უკიდურესობიდან მეორეზე. პარტნიორთან ურთიერთობაში ის დამოკიდებული ხდება, მორჩილია, დამყოლი და ყველაფერს ეთანხმება რასაც ეუბნებიან, ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. შავი მთვარე სასწორში ხშირად ადამიანს უბიძგებს ანგარებით დაქორწინებისკენ.
©გ.ვოლჟინა
ლილიტი სასწორში
საკუთარ გრძნობებს აღიქვამს როგორც ძალიან ფასეულს. ლილიტი სასწორი მიიჩნევს რომ სხვებს უნდა ჰქონდეთ მადლიერების განცდა, რადგან მათ საშუალება მიეცათ მის „ამაღლებულ“ გრძნობებს ეზიარონ. ინდივიდი გულწრფელად ფიქრობს, რომ თვითონ მასთან ურთიერთობის ფაქტი უკვე დიდი ჯილდოა გარშემომყოფებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობაში მათი მხრიდან უბრალოდ მონაწილეობაც კი – მიაჩნიათ, როგორც შეუფასებელი ღვაწლი. მუდმივად აქვთ იმის განცდა, რომ სხვა ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ და შესაბამისად არ ექცევიან. გამძაფრებულია ელიტარულობის გრძნობა. ის მუდმივად მაღალი წრის „ქალბატონის“ (ან ბატონის) როლს თამაშობს.
©ს.ვ ევტუშენკო
დამატებით ლინკი – ლილიტი სასწორში
სტატიის ავტორი : რუსა