ლილიტი ტყუპებში

ლილიტი ტყუპებში

კონტაქტურობა (უკიდურესობები – ყბედობა ან გაურკვევლი საუბარი)

ადამიანი წარსულ ინკარნაციაში იყო – მუდმივად „მოზარდი“, რომლის მოქმედება მიმართული იყო სხვების გასაღიზიანებლად, ამასთან ერთად ის არ განიცდიდა სინდისის ქენჯნას. ეს იყო ადამიანი, რომელიც ინტრიგებს ხლართავდა, ჩამშვები, უნამუსო და ქურდი იყო.

წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:

აქტიური ადამიანის შემთხვევაში – ზედმეტად კომუნიკაბელურნი არიან, მთელ დროს და ენერგიას ურთიერთობებსა და საუბარზე ხარჯავენ, რაც თანდათან თვითმიზანი ხდება. ეს იწვევს კონტაქტებში განურჩევლობას, გაფანტულობას და ზედაპირულობას. ეს ადამიანი ყბედია, სიტყვა „ენაზე არ უჩერდება“. ასეთი არაზომიერება ხელს უშლის სამყაროს ჰარმონიულ შემეცნებას.

 პასიური ადამიანის შემთხვევაში – ინდივიდს უჩნდება ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება. ვინმესთან განუწყვეტლად, უმიზნოდ, უსასრულოდ საუბრის სურვილი. მუდმივად ლაპარაკობს ტელეფონზე, უყურებს ტელევიზორს, კითხულობს. ამასთან არ აქცევს ყურადღებას რა სახის ინფორმაციას იღებს. როცა საკუთარი აზრები გამოხატვას ცდილობს, პრობლემა ექმნება და დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს.

გამოსყიდვა ხდება ნათესავების, მეგობრების მხრიდან მოტყუებით, ინდივიდი მუდმივად ჭორების და ინტრიგების მსხვერპლია, შეიძლება ადგილი ჰქონდეს წვრილმან ქურდობას (ნათესავების ან მეგობრების მხრიდან) ხანდახან აქვთ რთული ბავშვობა და სწავლაში პრობლემები.

რეკომენდირებულია: არ მოიტყუონ, არ იქურდონ, ჭორაობასა და ცილისწამებას მოერიდონ, ზედმეტი არ ილაპარაკონ, ინფორმაცია ყურადღებით შეარჩიონ, აზროვნებაში ქაოსს მოერიდონ. ფრთილად იყვნენ მომწამვლელ აირებთან, არის გაგუდვის, ავიაკატასტროფების ალბათობა.

©ს.ვ შესტოპალოვი

შავი მთვარე ტყუპებში 

ლილიტი მერკურის და პროზერპინას სამფლობელოში, პროზერპინას ეგზალტაციის ნიშანში, ჰაერის სტიქიაში.

ბნელი კარმა დაკავშირებულია – ქურდობა, დაბეზღება, მოტყუება, საშარო საქმეებთან, ჭორაობასა და თაღლითობებთან.

ამ ცხოვრებაში უნდა მოერიდონ მოტყუებას, ქურდობას, კლეპტომანიას, საკუთარ სიტყვებს ყურადღება მიაქციონ, არ უნდა ილაპარაკონ ზედმეტი, მოერიდონ ჭორაობას, ცილისწამებას.

პირველ დონეზე ადამიანს უსიამოვნებები ელოდება: მოტყუების, ქურდობის, ჭორების, ცილისწამების, სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამახინჯების, მაქინაცების, ნათესავებსა და მეზობლებთან დაპირისპირების გამო.

მეორე დონეზე გამოსყიდვა ხდება საკუთარ და-ძმებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან უსიამოვნების სახით. მოტყუება, ცილისწამება და ინტრიგები შურის გამო ადამიანს მუდამ თან სდევს. სულიერი განვითარების გზაზე გადასვლის მანიშნებელია, როცა ადამიანი არ არის გაბოროტებული და დამნაშავეებს პატიობს.

სტიქიის მხრიდან შეიძლება საფრთხე იყოს გაგუდვის, ავიაკატასტროფების ან მომწამვლელი აირებისგან.

ლილიტი ტყუპების მცნებებია: არ უპასუხო ბოროტებას- ბოროტებით, ჭორს -ჭორებით, ტყუილს -ტყუილით და ა.შ

 მესამე დონეზე გადასვლის შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებაში ასეთი სიტუაციები ნაკლებად ხდება. მაშინვე ანსხვავებენ თაღლითებს, ჭორიკნებს, მატყუარებს. შეუძლებელია მათი მოტყუება, ტყუილს მაშინვე ხედავენ. როგორც არ უნდა ეცადოს სხვამ გაუვრცელოს ჭორები ან ცილი დასწამოს -ეს არავის არ სჯერა და მათ რეპუტაციას ამით საფრთხე არ ემუქრება.

©პ. გლობა

ლილიტი ტყუპებში: დარღვევები ინფორმაციის გავრცელებაში. მანკიერი კავშირები და კონტაქტები. ცუდი დამოკიდებულება ახლობლებთან.

დაბალ დონეზე – ქურდი, ჭორიკანა, შუამავალი; ავსიტყვა.

საშუალო დონეზე – ჭორების და ქურდობის მსხვერპლი. დაჩაგრულია ნათესავებისა და მეზობლებისგან.

უმაღლეს დონეზე– მოუსყიდავი, ჭორებისგან თავისუფალი, მას აღარ ეხება ჭორები და ცილისწამება, არ ემუქრება გაქურდვის საფრთხე.

შავი მთვარე (ლილიტი) ტყუპებში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“ რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთერთი პოლარული თვისების აქცენტირებას , რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს , მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება) . ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

ტყუპები- ნიშანი რომელიც აღიქვამს და გარდაქმნის ინფორმაციას. მისი თვისებებია- კონტაქტურობა და ურთიერთგაცვლა, მოძრაობა, სიმსუბუქე, აქვს მისწრაფება მოიხვეჭოს ყველაფერი და არ გაუშვას ხელიდან არცერთი შესაძლებლობა.

თუ შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის აქტიურ მხარეს, ადამიანი ხდება ზედმეტად კონტაქტური, მთელი მისი დრო და ენერგია იხარჯება კომუნიკაციაზე, რაც საბოლოოდ თვითმიზანი ხდება. ურთიერთობენ განურჩევლად ყველასთან, არიან გაფანტული და ზედაპირული. ნიშნის აქტიურ პოლუსზე ზემოქმედება შეიძლება გამოვლინდეს როგორც პრობლემები ინფორმაციის აღქმასა და გაცნობიერებაში. ტყუპი – ესა არის ნიშანი, რომელიც განსახიერებს კონკრეტულ ჭკუას. შავი მთვარის ზეგავლენით ხშირად კონკრეტული, რაციონალური აზროვნება გადასწონის აბსტრაქტულს. ადამიანი ყველაფერს ასაბუთებს ლოგიკით, მისი გრძნობები ემორჩილება გონებას, რის გამოც თითქმის კარგავს ხატოვნად აღქმის უნარს.

შავი მთვარის ზეგავლენით პასიური პულუსის გააქტიურების დროს, ადამიანს უჩნდება ინფორმაციის მიღების და აღქმის მოთხოვნილება. ინდივიდი გაძლიერებულად „ისრუტავს“ ყველანაირი სახის ინფორმაციას მისი გარემოცვიდან. უჩნდება კომუნიკაციის დაუძლეველი სურვილი. ადამიანს ეწყება „ვამპირიზმის“ განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც ის სხვისი სიტყვებისა და აზრების ენერგიას ითვისებს. („იკვებება“) ნიშნის პასიური პოლუსის გააქტიურება ხელს უშლის ლოგიკურ აზროვნებას. ადამიანს უჭირს იდეების დაკონკრეტება, აზრები რჩება აბსტრაქტულ დონეზე.

შავი მთვარის გავლენის გამო ადამიანი სხვის სიტყვებს და აზრებს იღებს ისე როგორც საკუთარს, ადვილია მისთვის რაიმეს შთაგონება ამიტომ იოლად „ავადდება“ სხვადასხვა სახის იდეებით.

©გ.ვოლჟინა

ლილიტი ტყუპებში

ადამიანი აქცენტს აკეთებს საკუთარი სიტყვების წონადობაზე. ის თვლის რომ ყველაფერს მისგან თქმულს, როგორც ინფორმაციული კუთხით, ასევე ღირებული განკარგულების სახით ნათქვამს, აქვს დიდი ფასეულობა. ამ ადამიანს მიაჩნია, რომ გარშემომყოფებს ერთი სული აქვთ როდის გაუზიარებს ის საკუთარ აზრს, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის გადაწყვეტაში.

© ს.ვ ევტუშენკო

სტატიის ავტორი : რუსა


About Rusa

Scroll To Top