მარსის და იუპიტერის შეერთება

მარსის და იუპიტერის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მარსის შეერთებანამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ  კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას  ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას  კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა  გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

 

იუპიტერის შეერთება  „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ

შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.

მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.

იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა მეტად ენერგიული ენთუზიასტია, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს ყველაფრისთვის, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. უყვარს სპორტი. დარწმუნებულია საკუთარ თავში და გამარჯვებაშიც.  მას ვერ დააფრთხობს წარუმატებლობა ან უარი. ეს გულწრფელი, ღია და გულუხვი ბავშვია, რომელიც მზადაა ყველას უწილადოს თავისი უზარმაზარი ენერგია. სწორედ ამ ენერგიის ზედმეტად ინტენსიური გამოხატვა ხდება კიდეც პრობლემა ბრაზის, ძალის და რისხვის მეშვეობით. მშობლებმა არ უნდა დასაჯონ ძალის ზედმეტი გამოვლენის გამო, არამედ უჩვენონ, რომ ასეთ ნეგატიურ თვითგამოხატვას შეუძლია ტანჯვა მიაყენოს სხვებს. ასევე კარგ სამსახურს გაუწევენ, თუ მის ენერგიას კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართავენ, სპორტის, ცეკვის ან სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობების მეშვეობით. კარგი ასპექტია სამხედრო კარიერისთვის.

 

Het Monster

უზომოდ ენერგიული. უზარმაზარი ენთუზიაზმი. მათთვის დამახასიათებელია ბრძოლიუნარიანობა ხშირად ფანატიზმს ესაზღვრება (სხვა ასპექტების გათვალისწინებით. სამხედრო კარიერა ან კავშირები სამხედრო წრეებთან. ქალის შემთხვევაში ხშირად მიუთითებს სამხედრო პირთან ქორწინებაზე. შესაძლებელია უადგილო შოვინისტური პატრიოტიზმი. უყვართ ფუფუნება.

 

კატრინ ობიე

მკაფიოდ გამოხატული დამპყრობლის ასპექტია, რომელიც ძალიან დაჟინებულად და აქტიურად გამოხატავს თავს. ადამიანს მტკიცედ სწამს საკუტარი შესაძლებლობების, სიამოვნებით და ხშირად გამოხატავს თავის გამბედაობას, რაც, როგორც წესი, სათანადოდ ჯილდოვდება, რადგან მას უნარი აქვს ინსტინქტურად აირჩიოს ისეთი გზები, სადაც მისი ტალანტები საუკეთესოდ გამოვლინდება. მას ადამიანთა ხელმძღაავნელობის უდაო ნიჭი აქვს.

 

ფრენსის საკოიანი

ეს მშვენიერი ასპექტია ისეთ საქმიანობებში, სადაც მთავარი ინიციატივა და სიმამაცეა. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _ ანგარება, მიდრეკილება ძალადობის მიმართ, დევიზით „ძალაუფლება_უფლებაა!“

 

სერგეი შესტაპალოვი

გაბუქების, წინდაუხედაობის, პირდაპირობის, მფლანგველობის, თავნებობის ტენდენციები. მიდრეკილია რისკის, კონფლიქტების, უაზრო სიმამაცისკენ. მარტივად აღგზნებადია და ფეთქებადი ხასიათი აქვს.  უზომოდ თავისუფლებისმოყვარეა და სრული დამოუკიდებლობისკენ მიილტვის. უშიშარია და ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, მიუხედავად იმისა, ვის ელაპარაკება. აქიდან კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან.

დადებითი მხარე _ შეუძლია ზემდოგმებთან შებრძოლება, გაბედული და ტამამია, ძლიერი ნება და დიდი ენერგია აქვს. თანაუგრძნობს ავადმყოფებს, ღაარიბებს, უბედურებს. შეუძლია ქმედითი დახმარების აღმოჩენა.

 

სხვა წყაროები

Jon Bon Jovi ♂ ☌ ♃ _ ♒

მარსის ენერგია და  იუპიტერის ექსპანსია(გაფართოება)  მფლობელის ენთუზიაზმის, სიცოცხლის უნარიანობის, ფიზიკური ძალისა და ოპტიმიზმის გასაზრდელად ერთიანდებიან. მარსისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები კომფორტის და ფინანსური წარმატების მაჩვენებლებია. კონიუქცია (შეერთება) ენერგიულ, კრეატიულ, გულწრფელ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანზე მიგვითითებს. ისინი მტკიცედ დგანან თავიანთ შეხედულებებზე და ამიტომ საზარელი ოპონენტები არიან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირებასა თუ პაექრობაში. დიდი ალბათობით, ძალიან უყვართ მოგზაურობა, ფრენა, ქალაქგარე გასვლები, სპორტი ან თუნდაც  გამამხნევებელი ვარჯიშები. არც ისე იშვიათად ინტერესდებიან ფილოსოფიით, კანონმდებლობით, რელიგიით, მეცნიერებით და პოლიტიკით. არანაკლებ მშვენიერი უნარები აქვთ რისკიან საქმეებში.

მათ   ძალიან უყვართ ცოდნის შეგროვება და შემდგომ მისი გავრცელება. ეს თვისება წარმატებას მოუტანთ ტელე ან რადიომაუწყებლის, მასწავლებლის, პრომოუტერის, პროპაგანდისტის, პუბლიცისტის რანგრში. ასევევ კარგი საასპარეზო სფეროებია ტურიზმი და სარეკლამო ბიზნესი. მათ უყვართ თავიანთი ტალანტების დემონსტრირება. რეკომენდებულია ასევე „მარსიანული“ ანუ ისეთი საქმიანობები, რაც გაბედულებას და რისკს მოითხოვს: პოლიცია, სამხედრო კარიერა; ან ისეთი პროფესიები, სადაც შეხება აქვთ ცეცხლთან ან ისეთ  შრომის იარაღებთან, რომელიც ადამიანის სხეულში აღწევს: ქირურგია, აკუპუნქტურა და ა.შ.

თუ შეერთებას სხვა ასპექტები აზიანებს, შესაძლოა წარმოიქმნას ადიქციის პრობლემა (შეპყრობილობა/ დამოკიდეუბლება).

ეს უზომოდ თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები, ცხოვრების ყველა გამოწვევას  „დიახ, შემიძლია!“ დამოკიდებულებით ხვდებიან. ყოველთვის თვალსაჩინო წარმატებისკენ ისწრაფვიან, რომ  თავადვე დარწმუნდნენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი არასდროს შეჩერდებიან მიღწეულ წარმატებაზე. ისინი ყოველთვის წინ ისწრაფვიან, უფრო დიადი მიღწევებისკენ, რადგან ყოველთვის შორეულ მომავალში იმზირებიან და უზარმაზარი ენთუზიაზმით ხვდებიან ახალ პროექტებს. არც ისე ბედნიერად გრძნობენ თავს სიტუაციებში, რომელიც არავითარ გამოწვევას, ზრდის პოტენციურ საშუალებას  და მომავლის პერსპექტივებს არ სთავაზობს, (როგორი დამაკმაყოფილებელი და პატივსაცემიც არ უნდა იყოს სხვებისთვის).  ისინი სიამოვნებას იღებენ შეჯიბრისგან, იმდენად რომ ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ეჯიბრებიან, რომ შეამოწმონ, რამდენი რამის მიღწევა შეუძლიათ სინამდვილეში.

მათგან კარგი ლიდერები გამოდიან, რომლებიც პირადი მაგალითით შთააგონებენ სხვებს. როგორც წესი, კარგი ჯანმრთელობით და ძლიერი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.

გარკვეულწილად ფატალისტი ხალხია, რომელსაც სწამს, რომ ყველა დასაწყისი და დასასრული საბედისწეროა, რომლისგანაც სულიერი გაკვეთილების წარმატებით ათვისება შეუძლიათ.  თუმცა ხანდახან გაურბიან კიდეც გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა ძალიან ინფორმაციული ყოფილიყო მათთვის.

 

ცნობილი ადამიანები მარსი-იუპიტერის შეერთებით:  Willem Dafoe, Jon Bon Jovi, Lloyd Bridges, Chelsea Clinton, Amelia Earhart, Val Kilmer, Dean Martin, Margaret Mead, Gene Wilder, Shari Lewis…


About Qet

Scroll To Top