მარსის შეერთება: „ნამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”
მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.
აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.
მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.
ნეპტუნის შეერთება „სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს“
ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.
მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.
გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.
ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.
დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.
Het Monster
დადებითი ასპექტებისას, თერაპიული ძალა (როგორც დიდი ენერგეტიკული პოტენციალის ნამატი). ინტერესი მაგიის, ოკულტური ცოდნის გამოყენების მიმართ. ზედმეტად რომანტიული და არაპრაქტიკულია.
ნეგატიური ასპექტებისას, უყვარს სულელური საიდუმლოებები. ხშირად ხდება მუხანათობის მსხვერპლი იმ სახლის სფეროში, სადაც შეერთება დგას.
კატრინ ობიე
ამ ადამიანის ქცევებს შთაგონება ხელმძღვანელობს. მას უწევს თავისი იდეალებისთვის ბრძოლა და ხშირად ცდილობს სხვებიც ჩართოს ამ პროცესში. მისი აღფრთოვანებული და ხშირად სრულიად არასაქმიანი მოქმედებები მოუწესრიგებელი და ქაოტურია, რადგან სრულიად არ ითვალისწინებს მიმდინარე მომენტის მოთხოვნებს. მისი ძალა რწმენაში და აბსოლუტურ გულწრფელობაშია. თუმცა ყოველთვის არ ესმის იმ საქმის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რომელსაც კბილებით იცავს.
ფრენსის საკოიანი
თერაპიული ხასიათის ძალა, როგორც ჭარბი ფსიქოლოგიური ენერგია. შეუძლია მნიშვნელოვან სულიერ შედეგებს მიაღწიოს. დამახასიათებელია არაპრაქტიკულობა, გადაჭარბებული რომანტიზმი. ამიტომ, მათ მოქმედებებს ყოველთვის არ აქვთ მკაფიო მიმართულება. მათი ქცევები ქვეცნობიერი იმპულსებით არის ნაკარნახები, რაც არც ისე იშვიათად სრულდება სრული კატასტროფით. მისი საქმიანობა ყოველთვის ბურუსით არის მოცული.
სერგეი შესტაპალოვი
შეპყრობილობა, ფანატიზმი, ფსიქოლოგიური სიბრმავე. ადამიანი მოქმედებს სუბიექტურ-იდეალისტური მოცემულობიდან გამომდინარე. მოწყვეტილია რეალობას. არ სურს ან არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს გარემოებებს. მანიაკალური მდგომარეობა, ნერვოზები, აკვიატებული აზრები. მიდრეკილება ტყუილების და თვითმოტყუებისკენ. შეიძლება გახდეს ქურდობის მსხვერპლი ან თავად იყოს მიდრეკილი სხვისის მითვისებისკენ. მწვავე ფორმებში, არ არის გამორიცხული კლეპტომანია. მარტივად „იღებენ თვალს“.
დადებით მხარე _ მაღალი სულიერი მისწრაფებები. მსხვერპლის გაღების უნარი. რელიგიურობა. ეს თავგანწირვის ასპექტია.
სხვა წყაროები
მათი გარესამყაროსთან ურთიერთობის სტილი უჩვეულო, ირიბი და, შეიძლება ითქვას, ბუნდოვანი ხასიათისაა. მათი რბილი შარმი მარტივად იზიდავს ადამიანებს და თუ არ იფრთხილეს, ეს შეიძლება მათი დაცემის მიზეზადაც იქცეს. ახალგაზრდობაში მათი თვითშეფასება პირდაპირ გადაჯაჭვულია სხვების შეფასებაზე, ანუ ეს ადამიანები თავს აიგივებენ იმ დახასიათებებთან, რასაც სხვებისგან ისმენენ: „კაი ტიპი“, „სასიამოვნო ადამიანი“ და ა.შ. ასეთი მიდგომით, ისინი ხშირად ხდებიან სხვებისგან მიწებებული იმიჯის მსხვერპლნი და შესაძლოა მის შესანარჩუნებლად ტყუილებსაც მიმართონ. მეორე პრობლემა უკვე თვითმოტყუებაა. მათი უმდიდრესი წარმოსახვა უამრავ ირეალურ სახებას გენერირებს, რის გამოც, მათ უჭირთ რეალობის და ფანტაზიების ერთმანეთისგან გარჩევა. ტყუილი მათთვის მარტივი და ბუნებრივია. პრობლემაც ზუსტად ამ თემას უკავშირდება, იცხოვრონ „კაი ტიპის“ ან სხვა ნებისმიერი იმიჯის შესაბამისად თუ თავი გაინთავისუფლონ ტყუილების ქსელისგან.
უმეტესად სპონტანურად მოქმედებენ და ყოველთვის პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ თავზე. მათთვის რთულია წინასწარ რამის დაგეგმვა, გეგმის შესრულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. შესაბამისად, მათი მომავალი, ისევე როგორც შეფასებები, ყოველთვის ბუნდოვანია. სწორედ ამიტომ სწამთ ბედისწერის, რადგან ძალიან უჭირთ საკუთარი ცხოვრების კონტროლი. გარკვეულ სიტუაციებში ეს კარგია, თუმცა აუცილებლად უნდა ისწავლონ წინ დახედვა, სანამ ნახტომს გააკეთებენ. ასევე საჭიროა გამოიმუშავონ სიტუაციის რეალისტურად შეფასების უნარი.
მათი მაგიური ენერგია მარტივად იზიდავს ადამიანებს. მათი აქტიური წარმოსახვა აღაფრთოვანებს და შთააგონებს სხვებს. სასიყვარულო ურთიერთობებში ხშირად იტანჯებიან მრავალგზის განმეორებადი იმედგაცრუებით, სანამ არ ისწავლიან პარტნიორის უფრო რეალისტურად შეფასებას. თითქოს ვარდისფერ სათვალეს იკეთებენ და რჩეულის პიროვნების მხოლოდ მათთვის მისაღებ მხარეებს ხედავენ. ბუნებრივია, თავიდან ეს ძალიანაც სასიამოვნოა, მაგრამ, ამგვარი თვითმოტყუება მომავალში აუცილებლად აგემებთ მწარე იმედგაცრუებას, როდესაც აღმოაჩენენ, რომ პარტნიორის რეალური პიროვნება არ შეესაბამება მათ იდეალურ მოლოდინებს.
მაშინაც კი, როდესაც პერსონალურად არიან ჩართულები სიტუაციაში, ძალიან უჭირთ მოვლენების ცხადად დანახვა. მათ ძალისხმევა არ უნდა დაზოგონ, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ ადამიანებთან და ასეთივე დამოკიდებულება მოითხოვონ მათგანაც. ძალიან ფრთხილად უნდა აირჩიონ ის ადამიანები, ვისაც ნდობას უცხადებენ.
უდიდესი სიფრთხილე მართებთ წამლებთან, განსაკუთრებით ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებისას. ზოგადად, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ჯანრმთელობას, რადგან ამ ასპექტის მფლობელები სხვებზე ბევრად მეტად მიდრეკილნი არიან ინფექციური დაავადებებისკენ. უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან ასევე სექსის დროსაც.
ეს ასპექტი მიჯნურ-საყვარელს უფრო გვაძლევს, ვიდრე მებრძოლს, რადგან ისინი დაჯილდოებულნი არიან უზარმაზარი წარმოსახვით, შეიძლება ითქვას ყველაზე სენსიტიური პარტნიორები არიან და ასეთივე დამოკიდეუბლებას ელიან საკუთარი რჩეულისგანაც. ისინი ისურვებდნენ, სექსუალურმა პარტნიორმა სრულიად განსაკუთრებულად აგრძნობინონ თავი და არავითარ შემთხვევაში არ გაიხსენონ მათთან წარსული სექსუალური გამოცდილება.
ცნობილი ადამიანები მარსი-ნეპტუნის შეერთებით: William Blake, Napoleon Bonaparte, Sylvia Browne, Carol Burnett, Albert Camus, Bill Clinton, Morgan Fairchild, Peter Gabriel, John Gray, Robert Guillaume, Quincy Jones, Evel Knievel, Michael Landon, Janet Leigh, Vivian Leigh, John Lennon, John Malkovich, Howie Mandel, Jayne Mansfield, Charles Manson, Yoko Ono, Carl Sagan, Erik Satie, Cybill Shepherd, Mark Spitz, Richard Strauss.