მარსის და ურანის შეერთება

მარსის და ურანის შეერთება

მარსის შეერთებანამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ  კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას  ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას  კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა  გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

 

ურანის შეერთება  მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

ეს იმპულსური და სულსწრაფი ბავშვები ვერ იტანენ ერთფეროვნებას, დაძალებას და ნებისმიერი ტიპის შეზღუდვებს. შესაძლოა ძლიერი მიდრეკილება ჰქონდეთ რისკიანი თავგადასავლების მიმართ (მაგ: პარაშუტით ხტომა ან თხილამურებით სწრაფად დაშვება). მშობლემა არ უნდა აუკრძალონ, არამედ აუხსნან, რომ ამ ყველფრის გაკეთება მხოლოდ სერიოზული ინსტრუქტაჟისა და მომზადების შემდეგ შეიძლება. შესაძლოა აინტერესებდეთ ტექნიკა, მანქანებზე ექსპერიმენტები, ელექტრობა, კომპიუტერები.

კარგი იქნება ამგვარი ბავშვების სწავლება მოხდეს ინდივიდუალური გეგმით, თავისი უნარების შესაბამისად, რადგან მათ სრულებით არ აინტერესებთ სასკოლო პროგრამის სხვებთან ერთად შესწავლა. ადრეულ ასაკში შესაძლოა გაუჩნდეთ ინტერესი სექსის შესახებ. კარგი იქნება, თუ მშობლები სათანადო დახმარებას გაუწევენ სქესობრივი საკითხების მართებულად აღქმაში. ასევე უნდა ასწავლონ თავიანთი ქმედებების პოტენციური შედეგების გააზრება.

 

Het Monster

დაბადებით რევოლუციონორები. ვერ იტანენ ერთფეროვნებას, ყოველთვის საფრთხესა და თავგადასავლებს ეძეცენ. ნებიმსიერი დაძაბულობას მათთვის კმაყოფილების გრძნობა მოაქვს. ინტერესი მეცნიერების, ტექნიკის, ექსპერიმენტების, ელექტრობის მიმართ.

ცუდი ასპექტებისას,  უბედური შემთხვევების ალბათობა. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ავტომობილის მართვისას. თუ შეერთება ჰაერის ნიშნებშია, ვლინდება ინტერესი ავიაციისა და კომპიუტერულ სფეროში.

 

ფრენსის საკოიანი

იმპულსურობა, სულსწრაფობა ქმედებაში.  სიმამაცე და გამბედაობა. მათთვის უცხოა სიფრთხილე. ნერვული სისტემა დიდი წნეხის ქვეშაა. ენერგიის აღსადგენად, საჭიროა ისწავლონ მოდუნება. ნებისმიერი დაძაბულობა სიამოვნებას ანიჭებთ. ინტერესები – მეცნიერებების, ტექნიკის, მანქანებზე ექსპერიმენტების, ელექტრობის სფეროში.

ცუდი ასპექტებისას, დაუნდობლობა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისას და ექსპერიმენტების ჩატარებისას.

 

კატრინ ობიე

ადამიანი, რომელზეც ბატონობს ბრძოლისა და დაპყრობის სურვილი. მიდრეკილება გმირული ქცევების, ხიფათისა და ექსტრემიზმისაკენ. მას აინტერესებს არა ძალაუფლება, არამედ დასახული მიზანი, რადგან სურს დაინახოს თავისი შესაძლებლობების ზღვარი, ისიც იმიტომ, რომ  გადალახოს. ძალიან აქტიურია. ხშირად საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. პირდაპირ მიიწევს მიზნისკენ.

თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, არაკეთილგონიერება, სულსწრაფობა საქმეში, ქედმაღლობა. ხშირად საკუთარ მიზნებს დამახინჯებულად აღიქვავენ, რასაც წარუმატებლობა და გაუგებრობები მოაქვს. მოუქნელი ხელმძღვანელის მაგალითი, რომელიც თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, „ლოკალური მასშტაბის რევოლუციონერი“. ის არამდგრადია, მისი ქმედებები არაპროგნოზირებადი.

 

სერგეი შესტოპალოვი

იმპულსურობა, არაპროგნოზირებადი ქმედება, მოუთმენლობა, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა. ექსტრემიზმი, მიდრეკილება ნრგრევისკენ. სექსუალური ურთიერთობების გაწყვეტა. მძაფრი კრიტიკულობა, სარკაზმი, რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ სწრაფვა. თვითმკვლელობის ალბათობა. დაუდევრობა, უბედური შემთხვევების საფრთხე. ქალებში _ გაყრისკენ მიდრეკილება.

დადებითი მხარე _ სითამამე. ბრძოლა ინოვააციური და პროგრესიული იდეებისთვის. რევოლუციონერობა.  თავდადების უნარი. უშიშრობა. არ ახასიათებთ ზემდგომებთან პირფერობა.

 

სხვა წყაროები

Arnold Schwarzenegger ♂ ☌ ♅ _ ♊

ამ პროვოკატორებს ძალიან არ სიამოვნებთ დამორჩილებ. უპირატესობას საკუთარ წესებს ანიჭებენ. უარს აცხადებენ ჩარჩოების მარწუხებში მოქცევაზე, რადგან ამ ასპექტში  ბუნებრივად ჩანერგილია ამბოხების ლატენტური იმპულსი. როგორც მინიმუმ, კითხვებს მაინც დასვამენ, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც თხოვთ. ეს მეტად ორიგინალური, კრეატიული, ხანდახან მერყევი, ბრმა იმპულსებით მოქმედი ხალხია. მათ დამაინტრიგებლობას ნამდვილად ჰყავს თაყვანისმცემლები. ადვილად იწყენენ, თუმცა საკმარისად საზრიანებიც არიან იმისთვის, რომ, ახალ პროექტებში ჩართვით თუ ახალი გამოწვევების გამოძებნით, ცხოვრება გაიხალისონ.

უკიდურესად ნეგატიურად რეაგირებენ ზეწოლაზე და პირდაპირ მოთხოვნებზე. დიდად სიამოვნებთ ხალხის შოკირება, დადგენილი წესების თუ ტაბუების დარღვევით. ხშირად პიონერები ხდებიან იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ. მათ ნამდვილად შეუძლიათ ლიდერის როლის შესრულება, თუმცა ვინაიდან, მიზანზე ფოკუსირება მათი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, არც ისე ხშირად გვევლინებიან ხელმძღვანელის როლში.

ყველაფერს ისე უყურებენ, როგორც შესაძლებლობებსა და არჩევანს. ამიტომ, იშვიათად სჯერათ ბედისწერის. მიუხედავად მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმისა, თითქმის ყველა ადამიანთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. როგორც წესი, ყველაზე ადრე იღებენ ახალ ან გაუმჯობესებულ, მოწინავე პროდუქტებსა თუ იდეებს.

დინამიური, თავნება და დამოუკიდებელი ხალხია. უჩვეულო დრაივი და ენერგია აქვთ. როდესაც რამე სურთ, სურთ „ახლავე!“. ლოგიკურია, რომ მათი მოქმედებებიც სწრაფი და იმპულსურია. მოუთმენლობის გამო, ხშირად საკმაოდ უკმეხად ექცევიან ადამიანებს.

ისინი საჭიროებენ პიროვნულ თავისუფლებას, აკეთონ ყველაფერი თავისებურად. ამიტომ, არც ისე ბედნიერად გრძნობენ თავს წესების და შეზღუდვების რეჟიმში. ეს დაუმორჩილებელი ადამიანები მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტებს. ხშირად მათი თავისუფლების სიყვარული უხეშობასა და სისასტიკეშიც გადადის. ნერვული დაძაბულობა მუდამ თან სდევთ და ამიტომ, ფეთქებადსაშიში ტემპერამენტი აქვთ. მათ უჭირთ მოდუნება, დამშვიდება, შენელება. ყოველთვის დაქოქილები არიან და თუ მათ მოძრაობას რამე წინააღმდეგობა აბრკოლებს, მძვინვრედ ფეთქდებიან.

 

ცნობილი ადამიანები მარსი-ურანის შეერთებით:  Ava Gardner, Michael J. Fox, Arnold Schwarzenegger, H.G. Wells, Alfred Tennyson, Frank Sinatra Jr., Rihanna, Keith Richards, Jim Morrison, Paul Lynde, Johnny Depp…

 


About Kate

Scroll To Top