მარსის კვადრატი სატურნთან

მარსის კვადრატი სატურნთან

დამახასიათებელია: სიმძიმე, ანგარება, განსჯა, ემოციური გულგრილობა, საქმეებში მუდმივი იმედგაცრუება, რაც იწვევს ადამიანის აღშფოთებას, ცუდ განწყობას და დაღვრემილობას. ამბიციური გეგმები ხშიარად იმსხვრევა. სირთულეები ქორწინებასა და ურთიერთობებში.

ასპექტის დადებითი გამოვლინება და საშუალებები: სახიფათო სიტუაციაში სწრაფად და გაბედულად მოქმედების უნარი. ეს ასევე არის სახიფათო პროფესიის ასპექტი – კასკადიორები, მეხანძრეები.

მარსი სატურნის კვადრატურა ჰოროსკოპში საკმაოდ საფრთხილო ასპექტია. მოქმედების იმპულსი და საღი აზრი ერთმანეთთან კონფლიქტშია. დამახასიათებელია სახიფათო და კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრისკენ მიდრეკილება, დაუდევრობა, უბედური შემთხვევების ალბათობა. სიჯიუტე, მიდრეკილება ჩხუბისა და პროტესტის გამოხატვისკენ, მუდმივი დაუკმაყოფილებლობა, ამბიციები. გამოხატული მადა, ხანდახან “მგლის” მადა. შესაძლოა გამოვლინდეს მრისხანება, უხეშობა, ბოღმა, სიძულვილი. ვულგარულობა, აგრესიულობა, თავხედობა. ქალებში ეს მდგომარეობა შესაძლოა მარტოობაზე მიუთითებდეს.

გადამეტებული განსჯა და დისციპლინირება ხელს უშლის ნორმალურ, ჯანსაღ განვითარებაში. შესაძლოა გამოვლინდეს ფიზიკური ნაკლოვანება, ძალადობა, უბედური შემთხვევა, ძვლების მოტეხილობა, კარიერული დაღმასვლა. (ტრანზიტის შემთხვევაში).

ხშირად მძიმე, საშიში საქმეც აკისრია. პროფესიონალური რისკი შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს. ცივი, უგრძნობი, თავმოყვარე ადამიანია. სარგებლის გარეშე არ აქვს სხვების დახმარების სურვილი.

მეომრის ასპექტია, ადამიანს აკლია წონასწორობა და მიმართულების სიცხადე. სატურნი ხელს არ უშლის საქმეების განვითარებას, არც მართავს და არც მიმართავს მათ, ეს ხდება ჰარმონიული ასპექტირებისას. მოცემული ასპექტის შემთხვევაში საქმე ვერ მიჰყავთ ბოლომდე, აზრი არ აქვს საქმის დასრულებას.

ხშირად ადამიანი თავს უმწეოდ გრძნობს (ოპოზიციის შემთხვევაშიც), არ აქვს ძალა, საკუთარ თავში იკეტება ან სიზარმაცე და უსაქმურობა იპყრობს. სასოწარკვეთილ განცდებშია. მიდრეკილება ძალადობისა და მაზოხისზმისკენ.

შესაძლოა გამოვლინდეს მანიაკალურ -დეპრესიული ფსიქოზის მსუბუქ ფორმებში, იქედან გამომდინარე თუ რომელი პლანეტა დომინირებს, მარსი თუ სატურნი, ერთმანეთს ცვლის განსხვავებული ენერგოტალღები, ძალების დაქვეითება, აპათია.

ბავშვები ამ მონაცემით სასურველია დაკავდნენ სპორტით, ივარჯიშონ, ეს დაეხმარებათ დიდი უსიამოვნებებისთვის თავის არიდებაში, თუმცა სპორტშიც არის ტრავმირების საშიშროება.

ბავშვები მოცემული ასპექტით დიდი ამტანობითა და განსჯის უნარით გამოირჩევიან. შესაძლოა გამოვლინდეს ეგოიზმი, აუცილებელია შეათანხმონ თავისუფალი ნება სხვების ნება-სურვილებს, უჭირთ ბრაზისა და გაღიზიანების გამოხატვა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ფიზიკური ასევე ემოციური ხასიათის პრობლემები. დიდხანს დაფარული, გამოუმჟღავნებელი რისხვა ერთ დღეს შესაძლოა პატარებში ვულკანივით ამოიფრქვეს. არის ალბათობა, რომ მშობლები ბავშვს თვითდამკვიდრებაში ხელს უშლიდნენ. ამან კი შესაძლოა დაბლოკოს მათ შორის ურთიერთგაგების თავისუფალი პროცესი. ზრდასთან ერთად შესაძლოა სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით სიმორცხვისა და დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეთ. აუცილებელია მათ აუხსნან, რომ სექსუალური შეგრძნებები მოზარდობის პერიოდის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია.

მარსის კვადრატი: სამართებელი, რომელიც სამწერლო ენას ლესავს, კომბოსტოს საჭრელად არ გამოიყენება

მარსის კვადრატი პლანეტარული ენერგიის გამოვლენას უხეშობას, დისჰარმონიულ ენერგიას მატებს, რაც ფაქიზ გამოვლინებებში მის პრინციპებს არღვევს. ეს რღვევა  გარე და შინაგან დონეზე მიმდინარეობს. თუ ინდივიდი რამით არ ეწინააღმდეგება – გამოვლენა ძლიერია.

კარმულად მარსის კვადრატი პლანეტარული პრინციპების პირდაპირ გამოვლენის აკრძალვას (გამოვლენა ჰარმონიულად ან კონსტრუქციულად არ ხდება) და მის დამუშავებას ნიშნავს. ინდივიდი შინაგანად ძლიერადაა დაინტესებული პლანეტით მართული სფეროებით, მისკენ რაღაც ძალა „ექაჩება“ და მიუხედავად წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისა საკუთარ შესაძლებლობებზე (ამ სფეროებში) მისი წარმოდგენა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.

დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში ინდივიდი შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ მაქსიმალურ საფრთხეს მაინც საკუთარ თავს უქმნის. მარსის კვადრატის შემთხვევაში კარმის კანონებს სამყაროში დისჰარმონია შემოაქვს, ენერგიულად და სწრაფად მოქმედებს (ზოგჯერ საპასუხო დარტყმა ინდივიდის შინაგან სამყაროზე მოდის და შინაგანი ნგრევა შეიძლება გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ინდივიდის საერთო დონე ძლიერად იკლებს, ანუ დეგრადირდება).

შინაგანად ეს ასპექტი იძლევა ზრდის შესაძლებლობას, ქვეცნობიერი პროგრამების, მათ შორის ცხოველური ინსტინქტების, უხეში გამოვლენის გაცნობიერებას, რაც ტრანსფორმირდება უფრო ცივილურ და მისაღებ ფორმად, ანუ ენერგიის, ვიბრაციის გამოვლენის მაღალ საფეხურზე გადადის.

დამუშავება იძლევა ენერგიის მცირე მოცულობის გამოყენებით პლანეტასთან მუშაობის უნარს, მისი პრინციპების ფაქიზ გამოვლენას. ადამიანს  ყველაფერი ეცოდინება პლანეტის დაბალი ოქტავით გამოვლენის შემთხვევაში მისი დამანგრეველი ენერგიის შესახებ. ეს კი საბოლოოდ  სხვებში მისი გაგებისა და მათი დახმარების უნარს იძლევა პლანეტის პრინციპების დამუშავებაში. თუმცა, დაბალ დონეზე მისი ვიბრაციის თავისუფალი ნაკადის ფლობა არ შეუძლია; მაგ: ვენერა-მარსის კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია იყოს შესანიშნავი სექსოლოგი, მაგრამ არა სექსუალური ყოვლისშემძლე (ორიგინალი: სექსუალური გიგანტი).

სატურნის კვადრატი: ევოლუციური კიბის საფეხურები ხალიჩით არაა დაფარული

სატურნის კვადრატი პლანეტის სფეროებში ადამიანს აყენებს საკუთარ თავში ჩაყვინთვისა და შინაგანი დისციპლინის გამომუშავების; მშვიდად, კონცენტრირებულად სიმართლის ძიების წინაშე. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, ადამიანს იზიდავს პლანეტის პრინციპები, მისი სიღრმისეულად გაგება სურს, მეორეს მხრივ, ამის ოდნავ მცდელობაც კი ძლიერ წინააღმდეგობას აჩენს გარეგან და შინაგან დონეზე.

თავად შესწავლა რთულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე მეტ ზალისხმევასა და კონცენტრაციას ითხოვს, რამდენიც მოცემულ დროში ადამიანს არ გააჩნია; ამასთანავე ხელისშემშლელია გარეგანი და შინაგანი ქაოსური ძალა. შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ პლანეტის პრინციპები „იყინება“ და ინდივიდისთვის მიუღწეველი ხდება, რაც მას (ინდივიდს) დისჰარმონიულ სიტუაციაში აგდებს, რაზეც მისი არაცნობიერი განსხვავებუად რეაგირებს. მაგ: სხვადასხვა კომპლექსი და ნევროზი ჩნდება, რაც ადამიანს „იცავს“ პლანეტის პრინციპებით გააქტიურებული სიტუაციებისგან.

თუ კვადრატში პლანეტა სატურნზე ძლიერია, საკუთარი პრინციპების ნაწილით სატურნისეულ სფეროების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, განვიხილოთ ვენერა-სატურნის კვადრატი. ძლიერი სატურნის შემთხვევაში ვიღებთ უხეშობას სოციალურ კონტაქტებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში; ხოლო ძლიერი ვენერას შემთხვევაში – სოციალურ და სასიყვარულო კავშირებში განურჩევლობას.

სატურნის კვადრატი შეუძლებელს ხდის პლანეტის პრინციპების ძალდაუტანებელ გამოვლენას, ამ შემთხვევაში ინდივიდისგან მოითხოვება სიბრძნე და კარმული პროგრამის ზუსტი მიყოლა, რაც საკმაოდ ფაქიზი იქნება. სიტუაცია ჰგავს დიდი ცულით ხეზე ჩუქურთმის ამოჭრის მოთხოვნას. როცა ინდივიდი მუშაობას იწყებს, მისი ყოველი ქმედება უხეში, მოუხერხებელი და არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სწავლის სურვილი და პატივმოყვარეობა შეიძლება დიდი ჰქონდეს, აქ უკვე მთავარია ინდივიდის შინაგანი პატიოსნება, თვითრეალიზების სურვილი და ევოლუციურ პროცესში მონაწილეობის სურვილი.

სატურნის კვადრატის დამუშავება ინდივიდს პლანეტის სფეროებში სიზუსტეს, სიბრძნეს, დანახვისა და სხვების დახმარების უნარს ანიჭებს (შესაბამისი უნარების განვითარებაში).

ფ. საკოიანი; ჰ. მონსტერი; კ. ობიე; ს.ვ. შესტოპალოვი; ა. პოდვოდნი; ბავშვთა ჰოროსკოპი (სხვა და სხვა წყაროები)

ავტორ: ქეთი ოდიშელი


About Tamta

Scroll To Top