მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის მზესთან
ეს ასპექტი მიუთითებს იმპულსურ ურთიერთობაზე. მამაკაცის ენერგიული თვისებები საპასუხო აზარტულ რეაქციას იწვევს ქალში. თუმცა მან თავისი ავტორიტეტი და ძალაუფლება (ანუ მამაკაცური მხარე) უნდა გამოიყენოს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ცოფიან თავდასხმებს თავისი რაინდის მხრიდან. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ურთიერთობაში რომანტიული ობერტონები ფიგურირებს, ეს მაინც მეორეხარისხოვანი იქნება ორი ეგოს შეტაკებებში, რისი მეშვეობითაც თითოეული მათგანი საკუთარ შემართებასა და დაჟინებულობას ამოწმებს.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის მზესთან
ეს ასპექტი იქვევს ძლიერ უთანხმოებას, რაც სერიოზულად უშლის ხელს მათ ურთიერთობას. მამაკაცი გრძნობს, რომ მისი მასკულინური ძალა, იმის ნაცვლად რომ პირდაპირ მისგან გამოსხივდებოდეს, ქალზე პროეცირდება. ქალი შეიძლება სასოწარკვეთილი ეძებდეს თავის ქლაურობას. ასპექტისთვის დამახასიათებელია ძლიერი სექსუალური ენერგია, მაგრამ ორმაგად პოზიტიური პოლარობის გამო (მზეც და მარსიც პოზიტიური/ მასკულინური ენერგიის პლანეტებია), ვერც ერთი პარტნიორი ვერ ხვდება, როგორ დააბალანსოს ეს ენერგია.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის მთვარესთან
ეს ასპექტი ხასიათდება ძლიერი სექსუალური დაძაბულობით. რადგან მარსი განასახიაერებს ახალგაზრდა მამაკაცს, მთვარე კი დედას, ამ ურთიერთობაში შესაძლოა დამალული იყოს ერთგვარი ინცესტური ცდუნება. ქალი იღებს თავის „ომის ღმერთს“, მაგრამ რეალურად არ შეუძლია იყოს ის, ვინც არის, რადგან ბუნდოვნად თუ ქვეცნობიერად გრძნობს, არღვევს იმ მისაღებ როლს, რომელსაც საზოგადოებაში ასრულებს. ამრიგად, ის ცდილობს დაირწმუნოს თავი, რომ არ თრგუნავს თავის პარტნიორს, მაშინ როდესაც, მამაკაცი, თავის მხრივ, გაბატონებისთვის იბრძვის. ეს ურთიერთობა ყოველთვის სავსეა ქვეცნობიერი შიშებით და ძლიერი დაძაბულობით.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის მთვარესთან
აქ მამაკაცი ქვეცნობიერად ებრძვის თავს, რადგან ქალს საშუალებას აძლევს, განახორციელოს მისი სურვილების უმრავლესობა, რაც წინააღდეგობაშია იმასთან, რასაც დედა ასწავლიდა. იმავდროულად, ქალი შესაძლოა გრძნობდეს, რომ პარტნიორი ხელს კრავს მას. მას ასევე უჭირს გაიგოს საკუთარი აგრესიული ტენდენციები ამ ურთიერთობაში, რადგან ქვეცნობიერად ის საკუთარ დედას ებრძვის, პარტნიორის მეშვეობით. ამის გამო, ქალი ცდილობს მორჩილ მდგომარეობაში ჩააყენოს მამაკაცი. მიუხედავად ძლიერი სექსუალური მიზიდულობისა, მათი სექსუალური კავშირი ხშირად თეატრალიზებული საომარი მოქმედებებს ჰგავს, სადაც ბავშვი ცდილობს განთავისუფლდეს მშობლების გავლენისგან.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის მერკურისთან
ამ ასპექტში ქალი ცდილობს ამოიცნოს ურთიერთობის ბუნება და თავისი როლი მასში, მაშინ როდესაც მამაკაცი სუბიექტურად გამოხატავს თავის ეგოს. ქალმა უნდა გაიგოს ის, რაც მამაკაცს არ ესმის. ამისთვის, მას შესაძლოა ორივე, ქალური და მამაკაცური, როლის შესრულება მოუწიოს. თუმცა როდესაც ის მამაკაცური როლის შესრულებას ცდილობს, პარტნიორის მხრიდან არამხოლოდ ზიზღს აწყდება, საკუთარ თავსაც ვნებს. შედეგად, ეს ასპექტი ანადგურებს ჰარმონიას, რომელსაც ადამიანები ურთიერთობაში ეძებენ.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის მერკურისთან
ეს ასპექტი ძლიერ განხეთქილებებს, უთანხმოებებსა და გაღიზიანებას იწვევს. ქალი შეიძლება ქვეცნობიერად აიგივებდეს თავს ანიმუსთან, რის შედეგადაც, ის შეეცდება გაიმარჯვოს საკუთარ ინტელექტუალურ მხარეზე, რისი სიმბოლოსაც წარმოადგენს ეს მამაკაცი. ხშირად ის ინსტინქტურად იქცევა და რეაგირებს, როდესაც რჩეულის აზრებს სტიმულად აღიქვამს და არა იდეების გაზიარების შესაძლებლობად. ამიტომ, მამაკაცი ამ ურთიერთობაში კომუნიკაციის ნაკლებობას განიცდის.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის ვენერასთან
უკიდურესად ძლიერი სექსუალური მაგნიტიზმის გამო, ეს ასპექტი ძალზედ ვნებიან და ინტენსიურ ურთიერთობას აყალიბებს. ქალის სასიყვარულო ინსტინქტებს მამაკაცის დაუმუშავებელი, ველური ინსტინქტების პროცოვირება შეუძლია, რადგან ორივე პარტნიორი უმდაბლეს დონეებზე ურთიერთობს (ვენერაც და მარსიც პერსონალური,“მიწიერი“, ლიბიდო პლანეტებია). თითოეული მათგანი მშვენივრად ხედავს პარტნიორში საკუთარი სექსუალური ვნებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ ერთმანეთთან ცილიზებული და კეთილგონიერი კონტაქტის დამყარება. ამიტომ, როგორც წესი, ამ ურთიერთობას ის ზნეობრივი სტანდარტები აკლია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა პარტნიორში პიროვნება დაინახოს.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის ვენერასთან
ეს როლთა გადანაცვლების ასპექტია, რადგან კონტაქტის დამყარების მცდელობაში, პარტნიორები მიდრეკილნი არიან ერთმანეთის როლების შესრულებისკენ და ამგვარად აღმოაჩენენ ერთმანეთის ქვეცნობიერ მოთხოვნებს. მამაკაცი, ცდილობს რა თავის გაიგივებას ქალის ენერგიულ ნატურასთან, იძულებულია შეეჯახოს საკუთარ პასიურობას. ვინაიდან ის ხედავს, რომ ამ ქალს მასში სწორედ მისი სირბილე მოსწონს, მას შესაძლოა გაუჭირდეს იმის გაგება, რომ ქალიც, თავის მხრივ, მისი მეშვეობით ცდილობს საკუთარ ქალურობის მიღწევას. მართალია, ეს ასპექტი ძალიან ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას იწვევს, მაგრამ თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, ორივე ორიენტირებული უნდა იყოს მეტ ურთიერთგაგებასა და კომპრომისზე.
მარსების კვადრატი
ვნებათა ხანძარი. ორივე პარტნიორი ძლიერ დაძაბულობას განიცდის, რადგან თითოეულის მოთხოვნები ერთმანეთს ეჯახება. ქალს უწევს იყოს ზედმეტად დაჟინებული, რომ პარტნიორის მხრიდან გამოცხადებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ორივე საკუთარი ინდივიდუალობისთვის იბრძვის. ეს ძალზედ მასტიმულირებელი, შეიძლება ითქვას, საომარი განწყობის პარტნიორობაა, რაც თითქმის ყოველთვის ორმხრივ გაღიზიანებას იწვევს, რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ გრძნობს საკუთარი ძალის კანონიერ უპირატესობას. ლოგიკურია, რომ ხანგრძლივი ურთიერთობა, ქორწინებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მეტად გართულებულია.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის იუპიტერთან
ეს ასპექტი ძლიერ, თუმცა კი უაზრო აქტიურობას განაპირობებს. მამაკაცის ინსტინქტები და იმპულსები ქალის იდეებსა და ფილოსოფიას უპირისპირდება. მამაკაცი დაჟინებულად იცავს თავის უფლებას, რადგან არც ისე კარგად ესმის ქალის ხედვის წერტილი. ამრიგად, მამაკაცი ცდილობს შეწვდეს ქალს, რომლის ცხოვრებისეული პოზიციები მისი წვდომის არეალს სცდება. ლოგიკურია, რომ მათი შეხედულებები დიდად განსხვავებული იქნება, რაც ძალიან ართულებს ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქალი მიდრეკილია განსაჯოს პარტნიორის მოტივები. იმედგაცრუებები და გაღიზიანება კი თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი გზის ძიებისკენ უბიძგებს და არა პარტნიორობის შენარჩუნებისკენ.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის იუპიტერთან
ქალი დაჟინებით დასდევს პარტნიორს, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფლებას ეძებს. ეს ასპექტი ანტაგონისტურ ურთიერთობაზე მეტყველებს, რადგან თითოეულ მათგანს აკლია მოთმინება ერთმანეთთან ურთიერთობაში. ურთიერთაღქმის ორმხრივი დეფიციტი მეტად ართულებს ჰარმონიულ და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის სატურნთან
ამ კარმული ასპექტით, ეს ქალი და მამაკაცი იმ გაკვეთილების გამო იზიდავენ ერთმანეთს, რომელიც ორივეს სჭირდება. მამაკაცი ძალისხმევას არ იშურებს, პარტნიორზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ამ მცდელობაში აღმოაჩენს, რომ ქალის სტანდარტები ძლიერ კონფლიქტშია მის ძალისხმევასთან. ქალი შესაძლოა ცდილობდეს მისი ეგოს კონტროლს, რადგან, მისი აზრით, ეს მამაკაცი მეტად მოუმწიფებელია. ქალი ამ ურთიერთობაში თავისი მამის როლს ირგებს და სწორედ ის აძლევს მიმართულებას მამაკაცის ძალას. სამწუხაროდ, მისი მოთხოვნები მამაკაცს უსაფუძვლოდ მძიმედ მიაჩნია, რადგან ეჭვქვეშ აყენებს მის სიბრძნის წყაროს, მართებულობას და ცხოვრებისეულ მიმართულებას, რომლითაც ქალი მოძრაობს. მარსისა და სატურნის კონფიგურაციები მიღწევების ასპექტებია. მაგრამ ვინაიდან კვადრატურა დაძაბულ ენერგიას შობს, პარტნიორები ერთმანეთს ხელს უფრო უშლიან, ვიდრე ეხმარებიან. თუ თითოეული მათგანი სწორად გაიგებს პარტნიორის ფუნქციის მნიშვნელობას (მიუხედავად თვალშისაცემი განსხვავებისა), ურთიერთობა მყარ ფუნდამენტზე აშენდება. ქალისთვის აუცილებელია მამისგან გადმოცემული სიბრძნის გამოყენება, ამ იმპულსური მამაკაცის “დასამიწებლად“. ის უნდა იყოს ამ ურთიერთბის ხერხემალი, რაც მის პარტნიორს მართალია აღაშფოთებს, მაგრამ ეს მისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, თუ ცხოვრებაში სანუკვარი მიზნის პოვნას და მიღწევას აპირებს.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის სატურნთან
ამ კარმული ასპექტით, მამაკაცი თავისი ახალგაზრდობის იმპულსური ბუნების განმეორებას ხედავს პარტნიორში. მამისგან გადმოცემული ტრადიციების მეშვეობით, ის ქალის ეგოს კონტროლისკენ ისწრაფვის. სინამდვილეში მისი ბრძოლის ქვეცნობიერი მიზეზი, რის გამოც ის ამ ურთიერთბაში ჩაერთო, ეფექტური თვითკონტროლის სწავლაა. როდესაც ის ამას მოახერხებს, მისთვის ეს პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის ურანთან
ეს ძალიან ამაღელვებელი და არასტაბილური ურთიერთობაა, თუმცა კი ძლიერი მიზიდულობით ხასიათდება. მარსის უკონტროლო ენერგია, არაპროგნოზირებად ურანთან კონფლიქტში, მოვლენების მოულოდნელ განვითარებაზე მეტყველებს. მამაკაცი შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს ქალის ცვალებადი სექსუალური ბუნებით. ეს ქალი ყურადღების მიპყრობის გამორჩეული უნარით ხასიათდება, თუმცა საერთოდ მოკლებულია თვინიერებას. მართალია, ეს ასექტი ნაპერწკლებს შობს, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის ურანთან
ამ ასპექტში ქალი ქვეცნობიერად მიდრეკილია მამაკაცური როლის შესრულებისკენ. ის მსხვერპლად იღებს თავის ქალურობას, რომ პარტნიორამდე მიაღწიოს. თუმცა მამაკაცის დისტანცირებული დამოუკიდებლობა და მიუკერძოებელი ფილოსოფია ძალიან აღიზიანებს, როდესაც გრძნობს, რომ მისი მამაკაცთან დაახლოების ყველა ძალისხმევა ფუჭად იხარჯება. მამაკაცი ყოველთვის ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას, მაშინ როდესაც ქალი, მის თავისუფლებისმოყვარე ინსტინქტზე გამარჯვების მცდელობაში, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ, ეს ურთიერთობა მკაფიოდ ცალმხრივი ხასიათისაა. მათ აკლიათ არამხოლოდ მტკიცე საძირკველი, არამედ ორმხრივი კომპრომისიც, რაც მყარი პარტნიორობის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის ნეპტუნთან
ეს ძალიან რთული ასპექტია, რადგან ურთიერთობის მიმართლება მეტად ბუნდოვანი და ჩახლართულია. როგორც ჩანს, ქალის ფანტაზიები ბურუსით მოსავს მისი პარტნიორის მისწრაფებებს. მამაკაცი ცდილობს ხელმძღვანელობას, მაგრამ ქალისთვის გაუგებარია მისი მიზნები. კომუნიკაციის დეფიციტი და საერთო მიზნების არარსებობა ორივე მათგანში იზოლაციის და გაუცხოების გრძნობას ბადებს.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის ნეპტუნთან
ამ ასპექტის გავლენით, ორივე პარტნიორი როლთა გადანაცვლებას განიცდის. ქალი მამაკაცურ როლს ირგებს, იმ ძალის საკომპენსაციოდ, რომელიც, მისი აზრით, პარტნიორს აკლია. შედეგად, ის ხშირად იწვევს მამაკაცის აღშფოთებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ქალი უხეშად იჭრება მის ფაქიზ ფანტაზიებში. რაც უფრო ინტენსიურია ქალის წინსწრაფვა, მით უფრო ხშირად სხლტება მამაკაცი თავის „პირად რეალობაში“. შედეგად, ქალმა შესაძლოა დაკარგოს მიმართულების ორიენტირები. მართალია, ეს სექსუალური ენერგიის ასპექტია, მაგრამ მას აკლია კონკრეტიკა, საიდანაც მყარი ურთიერთობა უნდა აღმოცენდეს.
მამაკაცის მარსი კვადრატში ქალის პლუტონთან
ეს ერთ-ერთი ურთულესი ასპექტია. თითოეული ინდივიდის „თვითგადარჩენის ინსტინქტი“ კონფლიქტში მოდის მეორესთან, რადგან ორივე ცდილობს კონტაქტის შენარჩუნებას საკუთარ „მესთან“. მამაკაცი ღიად იბრძვის თავისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ქალიც იმავეს აკეთებს, მხოლოდ ქვეცნობიერ დონეზე. ამიტომ, ამ ასპექტისთვის თვისებრივია საგრძნობი დაძაბულობა და კონფლიქტები, რამდენადაც ორივე მათგანი ერთმანეთის დამარცხებას ლამობს. ინტენსიურმა სექსუალობამ შესაძლოა გარდასახოს ქალი, რადგან ის მუდმივად ანგრევს თავის წარსულს. მამაკაცი კი ნიადაგს ამზადებს მომავლისთვის. თუ მათ სინასტრიულ რუკაში სხვა ძლიერი, კონსტრუქციული ასპექტები (განსაკუთრებით შეერთებები) არ აღმოჩნდა, მათ ძალიან გაუჭირდებათ გადაკვეთის წერტილების პოვნა ქალის წარსულისა და მამაკაცის მომავლის თანხვედრისთვის. ამიტომ, ეს ასპექტი თვითტრანსფორმაციის სასტიკ რეალობას ხნის, რაც ძლიერ დაძაბულობას ბადებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
ქალის მარსი კვადრატში მამაკაცის პლუტონთან
ეს ძალიან არასტაბილური ასპექტია, რადგან ქალი საკუთარი თავის ანიმუსის ფიგურასთან გაიგივებით, კარგავს პარტნიორის ყოლის ქვეცნობიერ მოტივებს. ორივე მათგანი ძალაუფლებისთვის იბრძვის და ორივე მათგანს გამარჯვების იმედი აქვს. შესაძლოა მამაკაცი ძალიან ჯიუტი იყოს, რადგან გრძნობს, რომ მისი ფარულ მოთხოვნებს ქალი აღკვეთს. ინტენსიური სექსუალობა შესაძლოა საომარი მოქმედებების მიზანსცენად იქცეს, რომელიც ამ კონფლიქტური ასპექტის გადასაწყვეტად გამოიყენება. საბოლოო ჯამში, მამაკაცი განიცდის ტრანსფორმაციას, როდესაც თავის ახალ სიღრმეებს აღმოაჩენს. თუმცა როგორც არ უნდა შეიცვალოს და გაიზარდოს პიროვნულად მამაკაცი, ის იშვიათად უახლოვდება ქალის ცნობიერებას.