მარსი – დამუშავება

მარსი – დამუშავება

მარსის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი აღიქვამს და ენერგიის ტრანსლირებას ახდენს მხოლოდ უხეშ გამოვლინებებზე, გარდა ამისა, ინდივიდი ცუდად მართავს საკუთარ ენერგიას და დიდი წილად მისი მარიონეტია. როცა ბავშვებში ხდება მარსის ენერგიის გააქტიურება (დაახლოებით 14 წლის ასაკში- სატურნის ოპოზიციის პირველი კრიზისული სიტუაცია), ეს არც ისე სასიამოვნოა მშობლებისთვის, რადგან ამ დროს მოზარდი ხდება უმართავი (მარსის პრინციპი ხდება უფრო ძლიერი, სატურნის დისციპლინასა და შეზღუდვებზე) და ძირითად ავტორიტეტად ვაჟისთვის ხდება ფიზიკური ძალა. ზრდასრულ ასაკში ფიზიკური ძალის იდეალის ტრანსლირება შეიძლება მოხდეს პოლიტიკური ძალაუფლების სახით. გოგონები მარსის „გამოღვიძების“ პერიოდს განიცდიან დედისგან მკვეთრად გაუცხოების სახით, თავისუფლდებიან მისი დიქტატისგან, როგორც სრულუფლებიანი, ყოვლისმცოდნე და მმართველი ფიგურისგან.

მარსის დამუშავების პირველ ეტაპზე ადამიანი მოზარდს ჰგავს: მასზე გავლენის მოხდენა შეიძლება მხოლოდ უხეში ზემოქმედებით, მუქარით და ძალადობით. ჰარმონიულ ვარიანტში ის იოლად ემორჩილება თავისზე ძლიერს, თუმცა ემორჩილება მხოლოდ ძლიერს, ხოლო სუსტ ზემოქმედებს ვერც კი ამჩნევს. ასეთივეა მისი სამყაროზე პირდაპირი ზემოქმედების პრინციპებიც, ირიბი ზემოქმედების ხერხებს ის ვერ ხედავს. ამ დონეზე თვითგამოხატვა ხდება მხოლოდ პირდაპირი მოქმედებით, ძალისხმევით; კმაყოფილების გრძნობა მოაქვს – ფიზიკურ შრომას, ისეთი მოქმედებებს, რომელსაც არ სჭირდება მოძრაობის კოორდინირება, ელემენტარული ჩხუბი ან ძალისმიერი შეჯიბრი, მაგალითად მკლავჭიდი ან თოკის გადაწევა. ამ ადამიანებს უჭირთ პირადი მენტალური კონტროლი საკუთარ ქმედებებისა და ძლიერ ემოციურ მოძრაობებზე. თუ მათ მოქმედება დაიწყეს ძალა და ნებისყოფა არ ჰყოფნით გაჩერდნენ. ამ შემთხვევაში მარსი მზეზე და მერკურზე უფრო ძლიერი ხდება. თუმცა ეს გამოვლინებები იმართება მკაცრი საზოგადოებრივი ქვეცნობიერი პროგრამებით – ასეთი ადამიანების ბრბოს შეუძლია ყველაზე ენერეგიულად და შეთანხმებულად მოქმედება, მაგალითად ლინჩის წესით გასამართლება. შემდეგ შეიძლება სათითაოდ ყველას გაუკვირდეს და საკუთარ თავს ჰკითხოს _ „ეს რამ მომიარა?“

მარსის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი ნაწილობრივ მართავს თავის ქმედებებს და ძლიერ ემოციურ რეაქციებს. მაგალითად აგრესიის და სიბრაზის ტალღა შეიძლება წარმატებით ჩაახშონ. ამ შემთხვევაში ნება (მზე) უკვე აღარ იმყოფება ძალის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. გარეგნულად და შინაგანად ადამიანს ჰყოფნის ნებისყოფა რათა წინააღმდეგობა გაუწიოს საკმაოდ ძლიერ ცნობიერ და ქვეცნობიერ წნეხს. შესაბამისად მას უკვე შეუძლია საკუთარი (ან სხვისი) ენერგია მიმართოს მის მიერ არჩეულ მიმართულებით. ფართოვდება ენერგიების სპექტრიც, რომელსაც აღიქვამს ან ასხივებს ინდივიდი. ახლა უკვე ის რეაგირებს არამარტო ძლიერ პირდაპირ ზემოქმედებაზე ან ანალოგიურ მუქარაზე, არამედ ის უკვე აღიქვამს ნეიტრალური ტონით ნათქვამ შეფარულ მტრულ განწყობასაც კი. შესაბამისად გარე სამყაროზე ზემოქმედებაც ხდება სოციალურად მისაღებ ჩარჩოებში, თუმცა ამ ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად კომფორტული არის მხოლოდ ის მდგომარეობა, როცა ის გრძნობს საკუთარ უპირატესობას, ღიად (ან ფარულად) ის ყოველთვის ამისკენ მიისწრაფვის. დამუშავების ამ დონეზე მარსისთვის დამახასიათებელია შეგრძნება, რომ სიტუაციის კონტროლის ერთადერთ ყველაზე საიმედო საშუალება პირდაპირი ძალაუფლებაა, რომელიც უზრუნველყოფილია ძალისმიერი კონტროლით. ამ დონეზე მიდის ბრძოლა რათა ინდივიდმა მოახერხოს ენერგეტიკული ნაკადების კონტროლი. იდეალად მიიჩნევა ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაუმოჩილოს საკუთარი პიროვნება და ცხოვრება ერთ კონკრეტულ მიზანს, ამის საშუალებით მიაღწოს რეზულტატს და მოიპოვოს ძალაუფლება არჩეულ სფეროში.

მარსის დამუშავების ამ დონეზე, ემოციური ცხოვრება ნაკლებად პრიმიტიულია, რადგან აღქმადი ხდება უფრო ფაქიზი სულიერი მდგომარეობები, თუმცა სიყვარულში ძირითადი დადებითი გრძნობა მაინც რჩება საყვარელ ადამიანზე ძალუფლების ან პირიქით მისი გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი. მიუხედავად ამისა, სადო-მაზოხისტური კომპლექსი (დამახასიათებელია დაზიანებული მარსისთვის) აქ არ ჩანს ისე ღიად და ფსიქო-ემოციური კუთხით ფაქზიად ვლინდება, უფრო ფსიქოლოგიური თამაშების სახით და არა ფიზიკური აგრესიის ფორმებით.

მარსის დამუშავების მესამე დონეზე ადამიანი ამყარებს კონტროლს საკუთარ ძლიერ აფექტურ მდგომარეობებზე, ანუ იცის მათი დათრგუნვის მეთოდები, რაც ზოგჯერ იწვევს სხვადასხვა სახის ნევროზებს, ფრუსტრაციას და ემოციური დაუკმაყოფილებლობის განცდას, ამიტომ წარმოიქმნება და აქტუალური ხდება ენერგიის მენტალური კონტროლის პრობლემა, ფსიქოლოგიური ეფექტებსა და გარე ქმედებებზე. ადამიანი აცნობიერებს, რომ ენერგიის ნაკადების მართვა მართალია შესაძლებელია, მაგრამ რთულია და ნაკლებად ეფექტური- როგორც არ უნდა გააძლიერო ნებისყოფის უნარი, მოერიო საკუთარ თავს. მშვიდობა ამის წყალობით ხანმოკლეა. მარსის ამ დონეზე დამუშავებისას ადამიანი უფრო ფაქიზ ენერგიების აღქმას იწყებს და ფსიქიკური ენერგიას საკამოდ შეიგრძნობს; სიტყვის ძალა, შთაგონება, დარწმუნება, სიყვარული, მოფერება და ყურადღება აღარ არის მოჩვენებითი მეტაფორები. ინდივიდი იწყებს სიტუაციის, კოლექტივის და თანამოსაუბრის ენერგიის აღქმას (რომელიც მანამდე ნათლად არ ჩანდა), მოქმედებების კონსტრუქციულობას და ნგრევას. სხვადასხვა სიტუაციებში და მრავალი სხვა. რასაც რუხი ფერის მშფოთვარე რეალობაში ფერები შემოაქვს, მრავალფეროვნება და სასრული დაფარული აზრი.

ამ დონეზე ადამიანი ფლობს ისეთი ენერგიას, რომ შეუძლია მართოს კოლექტივი; ესაა რასაც ჰქვია -ძლიერი პიროვნება. მისს ენერგიას შეუძლია გააქტიუროს ქვეცნობიერის ფარული პროგრამები (საკუთარი და სხვისი); ამიტომ ინდივიდს შეუძლია იყოს ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი ან ფსიქიატრი (თუმცა ამისთვის საჭიროა სხვა მინიშნებები ჰოროსკოპში) ადამიანი კარგად აცნობიერებს პრობლემას და ცდილობს ენერგიის მართვა მოახდინოს აზრით და არა ნებისყოფით, მას ეს სპონტანურად გამოსდის, თუმცა ის ამის რეგულარულად და დიდ ხანს სწავლობს სანამ შედეგს არ მიიღებს. ქვეცნობიერად ინდივიდი სწავლობს პრიმიტიული ინსტიქტების და პროგრამების სუბლიმირებას. მაგალითად, მას უკვე აღარ უჭირს გარეგნული აგრესია გარდაქმნას კონსტრუქციულ ენერგიად (დაახლოებით ასეთი ტიპის მსჯელობით: ეს ადამიანი ჩემში ბრაზს იწვევს ე.ი მე მაქვს ქვეცნობიერის დაბალი პროგრამა, რომელიც რეაგირებს ამაზე- ე.ი მე ის უნდა აღმოვაჩინო, გავაცნობიერო, დავძლიო და გარდავქმნა უფრო ამაღლებულად)

მარსის დამუშავების მეოთხე დონეზე ხდება საფუძვლიანი გარდაქმნა ენერგიის აღქმის ხასიათზე ადამიანს ესმის რომ ყველა სახის ენერგიები მხოლოდ მრავალფეროვნანი საფუძველია ერთი და იგივე რამის. სწავლობს მათ გარდაქმნას ერთმანეთში მენტალური კონცენტრირებით. ამ დონეზე იხსნება მტკიცებულების ჭეშმარიტი სფუძველი – რომ აზრი მართავს ენერგიას. ამის გამო ენერგიის ნებისყოფით გაკონტროლება საჭირო აღარ არის, და უმდაბლესი ნება საკუთარ ფუნქციებს უთმობს უმაღლესს, რომელიც მანამდე იძლეოდა ზოგად მისწრაფებას და გაურკვეველ იდეალებს.

სხვა ადამიანებთან ურთიერქმედების კუთხით ინდივიდი გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე მარსის დამუშავების დაბალ დონეებზე, უბრალოდ პიროვნებაზე ყურადღების და გარეგნული ქმედებების გარეშე, მაგრამ ყურადღების სწორი მიმართულებით წარმართვის პირობებში, მისდაუნებურად მიდის ძლიერი ენერგეტიკული ნაკადი მაღალ ვიბრაციებზე, რის გამოც თავისით ხდება აუცილებელი ქმედება. გარდა ამისა, ამ დონეზე ადამიანის ჩვეულებრივი სიტყვები და საქციელი ახდენს ძლიერ გავლენას გარე სამყაროზე, რადგან ისინი ძლიერი ენერგიის მატარებლები არიან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი ვიბრაციების ენერგია გაცილებით ძლიერია დაბალ ვიბრაციებისაზე. თუ ისინი ერთმანეთის მიმართ დისჰარმონიულია პირველი ანგრევს მეორეს. მაგალითად: ადამიანი მარსის დამუშავების მეოთხე დონეზე არ ამჟღავნებს არანაირ აგრესიას (ყოველ შემთხვევაში აგრესიას ზოგადი გაგებით), მაგრამ თუ მას მოუწევს სასტიკ ენერგეტულ თავდასხმასთან შეტაკება და უპასუხებს მას თავისი გამოსხივებით (მაგალითად უპასუხებს თავაზიანად) მოწინააღმდეგე მომენტალურად დამარცხდება, ის დაკარგავს თავის ენერგიას, საბრძოლო შემართებას და გაუქრება ჩხუბის სურვილი, გაუჩნდება პატივისცემის გრძნობა თანამოსაუბრის მიმართ, შეაწუხებს სინდისი და მოუნდება შეიცვალოს.

©aquarun.ru; პოდვოდნი

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top