როდესაც მარსი ხვდება გამორჩეულად პრაქტიკულ და დისციპლინირებულ თხის რქას ნიშანში, ხასიათის გამოკვეთილი თვისებებია- მოთმინება და თავშეკავება, ასევე მიზანდასახულობა და ფიზიკური ძალა. ამ ადამიანებს შეუძლიათ მუდმივად გაუწიონ დახმარება გარშემომყოფებს სასარგებლო რჩევებითა და საქმით. მარსით თხის რქები შეპყრობილი არიან ძალაუფლების იდეით, თუმცა ეს განწყობა სხვადასხვა ინდივიდებში სხვადასხვანაირად ვლინდება. ერთი კატეგორიას, რომელსაც გააჩნია გამოკვეთილი ამბიცია, ცდილობენ მიაღწიონ არჩეული პროფესიის მწვერვალებს, შესამჩნევი გაბედულებით და დაუნდობლად მიიწევდნენ დასახული მიზნისკენ. მეორე ნაწილი, ხელებჩამოშვებული, ფიქრობს რომ მწვერვალისკენ გზას რამდენიმე წელი დასჭირდება, არასაკმარისად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, მაშინაც კი, როდესაც გარშემომყოფები თვლიან, რომ აშკარაა მათი დაწინაურება ან უფროსად გახდომა. მესამე ვარიანტი ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ქედმაღლურად იქცევიან და მოითხოვენ, რომ ყოველთვის მათზე იყოს საბოლოო სიტყვა. ყველაზე მბრძანებლობენ, რითაც იმდენად უარყოფითად განაწყობენ გარშემომყოფებს საკუთარი თავის მიმართ, რომ მათთან შეიძლება გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა.
მისწრაფება კონტროლის და ძალაუფლების (ე.ი უსაფრთხოების) მიმართ ყველა საქმიანობაში, მათ შორის ურთიერთობებში, არის მარსი თხის რქას მთავარი მოტივატორი. ყველაფერს უდგებიან მეთოდურად (ზედმეტი დაგეგმვის გამო ხშირად იკარგება უშუალობა და სპონტანურობა) და ყოველთვის განწობილი არიან სერიოზულად. ამ ადამიანებისთვის აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული იყოს სერიოზული პასუხისმგებლობა; მათ ეს მოსწონთ. დაკისრებული მოვალეობის სირთულე და სერიოზულობა მათთვის სტიმულის მიმცემია. უყვართ დაბრკოლებები, თუნდაც ვერ აცნობიერებდნენ ამას. რთული გამოცდები აუცილებელია მარსი თხის რქას ფიზიკური კეთილდღეობისთვის.
მარსი თხის რქას არსი
- თავს ავლენენ როგორც ფრთხილი, სერიოზული, ძალაუფლებისმოყვარე, ამბიციური და დისციპლინირებული ადამიანები.
- გაბედულება შერწყმულია დეტალურ დაგეგმვასთან, წინასწარ გათვლასა და მოთმინებასთან. ფიზიკური ენერგია ხშირად მიმართულია პირადი მატერიალური კეთილდღეობისა და ხანგრძლივი წარმატების მოპოვებისკენ.
- მეთოდურად და მიზანდასახულად მიიწევენ სასურველი ობიექტისკენ, იყენებენ ტრადიციულ არხებს, სქესობრივი მიზიდულობა ძლიერია და მართვადი.
თუ მას უარი სტკიცეს, სულიერი ჭრილობების მოშუშებას დიდ დრო დასჭირდება, სანამ მომდევნო მცდელობას განახორციელებს. თუ გაუმართლა და სასურველ ადამიანთან ახლო ურთიერთობა გამოუვიდა,დიდი ხნით ინარჩუნებს ინტიმურ კავშირს.
სექსში კონსერვატულია. სიახლის მისაღებად და პრაქტიკაში გადასატანად, დრო სჭირდება, რომ კარგად „გადახარშოს“ ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია. როგორც კი სიახლის აღარ ეშინია, მზადა აკრძალული ხილი დააგემოვნოს და კიდევ და კიდევ სცადოს. კარგი ვარიანტია, თუ მისი პარნტიორი ოდნავ დაკომპლექსებულია. მაშინ მარსიანელი თხის რქა საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას და თავად ცდილობს პროცესის გამრავალფეროვნებას. თავისუფალი და უკოპლექსო ადამიანები მას აშინებს. განსაკუთრებით ისეთები, ვინც მზადაა, დაუყოვნებლივ შეითრიოს ლოგინში.
გარემოს მისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის არაა მზად დაკავდეს სექსით სადაც და როგორც მოხერხდება. მას ამისთვის მოდუნება და კონცენტრაცია სჭირდება. მაგალითად, სახლში, საკუთარ საძინებელში, ღამის 10 საათის შემდეგ თავისუფალია და არავინ შეაწუხებს_მისთვის იდეალური ვარიანტია.
გულის სიღრმეში ის ისურვებდა, სექსუალური კონტაქტების მყარად დადგენილი გრაფიკი ჰქონდეს, მცირედი გამონაკლისებით, დღესასწაულების სახით.
როდესა ურთიერთობა უფერულდება და ძველებურად ბედნიერებისა და სიამოვნების მომტანი ვეღარ არის,მარსი თხის რქაში კიდევ დიდ ხანს იმედოვნებს და იბძოლებს ყველაფრის გამოსასწორებლად. მათ არ უყვართ დაშორების ინიცირება,დიდხანს ითმენენ,სანამ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგება. სექსუალურ ურთიერთობაში მნიშნველოვანია სტბილურობა და საიმედოობა. რჩეულს არც თავად ღალატობს და ვერც მას აპატიებს უმცირეს გადაცდენასაც კი.
სექსუალური ბუნება ორივე სქესის წარმომადგენლების მარსით თხის რქების მიმართულია არქეტიპულ ფიზიკურ ინსტიქტზე. გრძნობენ მის ძალას და ამიტომ ცდილობენ აკონტროლონ იქამდე სანამ, არ დადგება სათანადო მომენტი. ბევრი ვინც მიჩვეული ამ ადამიანების ცივ და განდეგილ შესახედაობას, აკვირვებს მათთვის დამახასიათებელი სიღრმისეული ვნება და სურვილის დემონსტრაციის ძალა, როცა ამის დრო დადგება. არიან ძალიან მომთხოვნები, რადგან ზუსტად იციან რა უნდათ. ამასთან უყვართ სექსში ინიციატივის აღება და შეიძლება გამოავლინონ უხეშობა სექსის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია შედარებით უფრო სათუთად მგრძნობიარე მარსი-ვენერის მქონე პარტნიორებში. უყვართ ყველაფრის მართვა, მათ შორის რომანტიული ურთიერთობების. სქესობრივი ცხოვრება მათთვის წარმოადგენს ინსტინქტს, რომელიც მოითხოვს პრაქტიკულ მოქმედებებს და სექსუალური სურვილებში, მათი აზრით, სულაც არაა აუცილებელი ჩაერთონ გრძნობებით და ემოციებით. თუ ისინი არიან მგრძნობიარე და ემოციური ეს განპირობებულია სხვა ფაქტორებით პირად რუქაში. მარსი თხის რქათვის ყველაფერი ეყრდნობა კონტროლს, ეს ადამიანები მკაცრად აკონტროლებენ საკუთარ სექსუალურ ენერგიას და შეუძლიათ წლობით იცხოვრონ სექსის გარეშე, თუმცა ეს მათ არ მოსწონთ.
ქალები, მარსით თხის რქაში, მიეკუთვნებიან ძლიერ და მოხერხებულ ქალებს. იგივე შეიძლება ითქვას იმაზე თუ როგორ ავლენენ სექსუალურ ენერგიას. თუმცა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია გარკვეული კონსერვატიულობა, რაც ეხება მათ საზოგადოებრივ იმიჯსა და გარეგნობას, ურთიერთობაშიც არასოდეს აინტერესებთ მხოლოდ სექსი; სურვილი აქვთ პატივს სცემდნენ და ჰყავდეთ ერთგული პარტნიორი. ქალებს მარსით თხის რქებს იზიდავთ ბიზნეს საქმიანობა და პრაქტიკული ურთიერთგაცვლა. როგორც წესი აინტერესებთ იდუმალი, წარმატებული, ამბიციური მამაკაცები. რაც უფრო თავშეკავებული და ძნელად მისაღწევი არიან მით უფრო მოსწონთ და უკეთესია.
მამაკაცები, მარსით თხის რქაში, ძალიან ფრთხილად გამოთქვამენ საკუთარი სურვილებს, რადგან ძალიან აშინებთ უარის მიღება ან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენის პერსპექტივა. თუ გრძნობენ რომ ექცევიან აგდებულად, მაშინვე გადგებიან გვერდზე. იმისათვის, რომ სრულად გამოავლინონ საკუთარი სექსუალური ენერგია სჭირდებათ იგრძნონ პარტნიორისგან პატივისცემა და ერთგულება. მათთვის ზოგადად რთულია გახსნილად ისაუბრონ საკუთარი გრძნობებისა და სექსუალური სურვილების შესახებ. თუ დარწმუნდებიან, რომ არ უარყოფენ მათი ენერგიის ნაკადი უწყვეტად მოედინება, რადგან ზოგადად ისინი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები და ამტანები არიან. ეს მამაკაცები, როგორც წესი, კარგად გრძნობენ აუცილებლობას განამტკიცონ ურთიერთობები და სურვილები მატერიალური კუთხით და არა მარტო სექსით. „კონტროლი“ აქაც უმთავრესია, პასიურობა ამ ინდივიდებისთვის უტოლდება საკუთარ ძალებში რწმენის ნაკლებობას. არიან ძალიან ავტორიტარულები და გარკვეულწილად მექანიკურები სქესობრივი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებასა და ვნებიანი სიყვარულთან მიმართებაში. სქესობრივ ცხოვრებაში საკმაოდ ტრადიციულები და კონსერვატიულები არიან, როგორც წესი, არ უყვართ გარისკვა – არც ურთიერთიერთობებში და არც ცხოვრებისეულ საკითხებში ზოგადად.