მარსი ლომში

მარსი ლომში

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ჰარმონიული მარსი ლომში: ძლიერი ნება, ენერგია, უშიშრობა, შინაგანი პატიოსნება. ღირსების განცდა და პატივმოყვარეობა. სამართლიანობის გამძაფრებული შეგრძნება.  გამბედაობა. ურყევი თავდაჯერება. შეუძლია ნებისმიერ გარემოებაში დაიცვას საკუთარი ინტერესები და შეხედულებები. უშუალობა და უბრალოება ურთიერთობებში. სწრაფვა ლიდერობისკენ კოლექტივში. სიყვარული სპორტის და გონივრული რისკის მიმართ. ცხოვრების მეორე ნახევრისკენ უკვე საკმაოდ კარგად გამოიმუშავებს.

დაზიანებული მარსი ლომში: უაზრო აქტივობა. იმპულსურობა. თავშეუკავებელი, კონფლიქტური და სკანდალაურია. ჭირვეული და მტრულად განწყობილია და ყველგან  პაექრობას ხედავს. გადაჭარბებულად დემონსტრაციული გრძნობების გამოხატვაში. მიდრეკილება ავანტიურიზმის, თაღლითობისა და გამოძალვისადმი.  ის არათუ საერთოდ ვერ აკონტროლებს საკუთარ იმპულსებს, პირიქით, თავს იქეზებს სიამოვნების და გართობის ყველა ფორმით. ძალაუფლებისმოყვარე დიქტატორი. არ არის გამორიცხული ძალადობა.

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

მარსი მზეს სტუმრობს, ცეცხლის სტიქიაში და ეს მისი ერთ-ერთი უძლიერესი მდებარეობაა, რაც ლოგიკურად გვაძლევს ძლიერ ნებას, დინამიურობას, დაჟინებულობას და უშიშრობას. ხანდახან უგუნურებამდე მისულ სიმამაცესაც.

ნატივის ავტორიტარული დებულებები მკაფიოდ ჩამოყალიბებულია _ თუ ვინმეს ემსახურება, ბოლომდე მისი ერთგული იქნება. ის სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და პატიოსნად ზიდავს მის ტვირთს. როგორც წესი, უზომოდ თავდაჯერებულია, რაც განპირობებულია შინაგანი შეზღუდვების არარსებობით.

მიუხედავად ძლიერი იმპულსებისა, სტრატეგიულია. მაგალითად, შეუძლია მოიცადოს, სანამ სხვები ერთმანეთს დახოცავენ და შემდეგ დაეუფლოს საწადელს.მტრების მიმართ სასტიკი და შეუბრალებელია. დამარცხებულ მეტოქეებს მხოლოდ იმ პირობით დაინდობს, თუ დარწმუნებულია, რომ მომავალში არავითარ საფრთხეს არ შეუქმნიან. მართალია, ის დიდსულოვანია, მაგრამ გარკვეული პირობებით.

როგორც წესი, ფრიად სიცოცხლისმოყვარე და ხელგაშლილია, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანების მიმართ. თუმცა ეს შეიძლება ცოტა უცნაურად გამოვლინდეს. მაგალითად, ის იბრძვის მხოლოდ პირადი ინტერესების ან ან საკუთარი საქმისთვის.

„ბოროტი“ მარსი ლომში თავნებობით და უსაფუძვლო ამბიციურობით ხასიათდება. შეუძლია ახლო მეგობრების სასარგებლო რჩევებიც უგულვებელყოს.

მზიური მარსი აქტიურ ინტერესს იძლევა შემოქმედებისა და ხელოვნების მიმართ. შესამჩნევია ფიქსირებული ჯვრის დინამიკაც _არის სრული უძრაობის პერიოდები, როცა ნატივი „გამორთულია“. შემდგომ კი მყისიერი ჩართვა და ენერგიის მოზღვავება, როგორც ლომის ნახტომი გალიიდან, რის შემდეგაც ხანგრძლივი და ინტენსიური შრომა იწყება. საერთოდაც, ეს მდებარეობა მეტად ნაყოფიერია, შემოქმედებითა და სექსუალური აქტივობით დაწყებული, მრავალშვილიანობით დასრულებული. „ბოროტი“ მარსი შვილებთან ურთიერთობას გაამწვავებს.

ვერ ვიტყვით, რომ მონადირის აზარტით ხასიათდება ან მისი წყობიდან გამოყვანა ადვილია. პირიქით, პროვოკაციაზე მარტივად არ წამოეგება. ამისთვის საჭიროა მეტად ხისტი ზეწოლა ან ექსტრემალური სიტუაცია. ეს იმიტომ, რომ ლომში ღირსების განცდა ჰიპერთროპირებულია და საკუთარ თავს უბრალოდ არ აკადრებს პრიმიტიულ „ძიძგილაობას“. შეგვიძლია იგავი გავიხსენოთ ცხოველთა მეფეზე, რომელსაც ძაღლმა შერკინება შესთავაზა და როდესაც მისგან უარი მიიღო, უთხრა: „ყველას ვეტყვი, რომ ლომს ჩემთან დაპირისპირების შეეშინდა“, რაზეც ლომმა მიუგო: „მირჩევნია ყველას ვძულდე, რადგან იფიქრონ, რომ შენი შემეშინდა, ვიდრე ლომებმა ამითვალწუნონ იმისთვის, რომ ძაღლს შევებრძოლე“.

 

ავესალომ პადვოდნი

მარსი ლომს გამორჩეულ ენერგიასა და ენთუზიაზმს აძლევს, ხშირად თავდავიწყებამდე. იმავდროულად ის აქცენტირებს თვითკონტროლის პრობლემაზე, რადგან ასეთი ენერგიის მოზღვავება უნდა გაითვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გადაბუგავს თავის გზაზე. მარსი ასევე გაამწვავებს ლომის სიჯიუტესაც, როდესაც უსიამოვნო შეპასუხებებზე (მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად ეწინააღმდეგებიან), მას მოწინააღმდეგისთვის თათის უხეშად მოქნევის ცდუნებას უღვივებს.

დაბალ ოქტავაში ეს მოგვცემს უხეშობას, დაუმორჩილებლობას, სისასტიკეს არამხოლოდ მტრების, საყვარელი ადამიანების მიმართაც კი.

ჰარმონიულ ვარიანტში, მარსი ლომში უზარმაზარი ენთუზიაზმით ასრულებს ურთულეს სამუშაოებს; შეუძლია ეფექტურად მართოს დიდი კოლექტივი, რომელსაც რთული ამოცანების გადაჭრა შეუძლია.

დაზიანებული მარსის შემთხვვევაში, ნატივი მძიმე დარტყმებს განიცდის, უპირველესად თავმოყვარეობაზე. მაგრამ თუ დაზიანების დამუშავება მოახერხა, წლებთან ერთად, უზარმაზარ სიბრძნეს შეიძენს ადამიანებთან და ენერგო დინებებთან მოპყრობის საკითხებში და მაშინ, სულიერ მასწავლებელს მივიღებთ.

 

 მარსი ცეცხლის სტიქიაში

როცა მარსი იმყოფება ექსტრავაგანტურ, დემონსტრაციულ ლომის ნიშანში, პიროვნება ამაყობს საკუთარი ხელგაშლილობითა და ერთგულებით ყველანაირ ურთიერთობებში. გარშემომყოფებს ისინი უყვართ სულგრძელობისა და მათი მზადყოფნის გამო ყოველთვის მოვიდნენ დასახმარებლად. თუმცა ზოგჯერ მარსი ენერგია ლომში ვლინდება შემდეგი სახით: ის ცდილობს გახდეს „სამყაროს ცენტრი“, ითხოვს აბსოლუტურ ყურადღებას და მბრძანებლობს სხვა ადამიანებზე. უყვართ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება. საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას და მძიმე ფიზიკურ შრომას არ გაურბიან. ჩვეულებრივ, ინდივიდები მარსით ლომები არიან მეგობრულები თეატრალიზებისადმი ტენდენციით, უყვართ და ეხერხებათ ხუმრობა, ამბების მოყოლა, ყველანაირად გართობა და ადამიანების მორალური მხარდაჭერა. მარსი ლომი მიუთითებს ლიდერის თვისებებზე, უკიდურეს შემთხვევაში ისინი სხვა ადამიანებს ენერგიითა და ენთუზიაზმით მუხტავენ ან მიუთითებენ ხელსაყრელ პერსპექტივებზე.

მარსი ლომები თავს საუკეთესოდ ავლენენ ვაჭრობასთან დაკავშირებულ პროფესიებში, მათთვის დამახასიათებელია უნიკალური თვისება – კოლექტივში ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნონ. თავდაჯერებულობა და თავშეკავების უნარი არ ღალატობთ ურთულესი გამოცდების წინაშეც კი. მათთვის დამახასიათებელია პირდაპირობა და პატიოსნება, ისინი ანალოგიურ დამოკიდებულებას ითხოვენ სხვებისგანაც. მარსით ლომებს უნდათ, რომ ლიდერები იყვნენ. ჩვეულებრივ, ისინი ინარჩუნებენ ღირსების გრძნობას რთული გარემოებების დროს – იმ შემთხვევაში თუ არ შეეხენენ მათ თავმოყვარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავშეკავების უნარი დაკარგონ და გარშემომყოფებს მათი მრისხანების ხილვის საშუალება მიეცემათ. მარსი ლომები განსაკუთრებით მათი დამცირების მცდელობას გამოჰყავს წყობიდან.

 მარსი ლომის არსი

  • საკუთარ თავს ავლენენ დრამატულად, თბილად, ექსპანსიურად, თავდაჯერებულად და ზოგჯერ ქედმაღლურად. სავსე არიან სასიცოცხლო ენერგიითა და ნიჭიერები არიან.
  • მოთხოვნილება აქვთ ენერგიულად და შემოქმედებითად დაიცვან საკუთარი უფლებები, რაც გარშემომყოფებისგან შეიძლება აღქმული იყოს როგორც ძალაუფლების მოყვარეობა და უტიფრობა. ფიზიკური და სექსუალური ენერგია სტიმულირდება ხელგაშლილობით. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფები აფასებდნენ მათ სექსუალურ, ფიზიკურ და შემოქმედებით „თავდადებას“.
„პორნო ვარსკვლავი“
ამ მარსს სექსუალურად, როგორც წესი,გამორჩეული გარეგნობის ადამიანები იზიდავს. ის იმდენად კონკურენტუნარიანია, ნებისმიერი პარტნიორის მონადირება შეუძლია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი სამიზნე იმ წუთისთვის დაკავებულია. მისი სექსუალური ურთიერთობები ბობოქრად და ვნებიანად ვითარდება აღფრთოვანებული პუბლიკის თვალწინ. ეს შეიძლება იყვნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები ან უბრალო გამვლელები.
ხშირად ფიქრობენ სექსზე მაშინ, როდესაც საყვარელი საქმიანობით ან შემოქმედებითი პროცესით არის გრთული. სექსისთვის მისაღებია ნებისმიერი გარემო, მთავარია გარშემომყოფებმა იცოდნენ, რის გაკეთებას აპირებთ მასთან ერთად. იდეალური ვარიანტია, რომელიმე ცნობისმოყვარე გითვალთვალებდეთ. ასეთ დროს არამიწიერ ნეტარებას განიცდის. შესაბამისად, მარსიანელი ლომი ხალხმრავალ ადგილებში იღგზნება: რესტორნები, კონცერტები, თეატრი, კინო; ერთი სიტყვით, ნებისმიერი სანახაობა და ეფექტური გარეგნობის პარტნიორი საღერღელს უშლის.
რაც უფრო დრამატულია ურთიერთობა, მით უფრო დიდხანს გასტანს ინტიმური კავშირი. ხანგრძლივვადიანი ურთიერთობის მთავარი მტერი მოწყენილობაა.
ფრთხილად იყავით, რადგან შეუკავებელმა ვნებებმა შეიძლება განურჩევლობამდე მიგიყვანოთ. ამას კი ლოგიკურად მოჰყვება ვენერიული დაავადებები, სექსუალური ძალადობა და სხვა საშიშროებები.
მარსიანელი ლომები დიდ  ყურადღებას აქცევენ საკუთარ იმიჯს. აღმერთებენ რომანტიული პაემნებისა და სასიყვარულო ურთიერთობების რიტუალებს. რადგან მარს ლომს უყვარს ხელმძღვანელობა და ძალაუფლების გამოვლენა ნებისმიერ სიტუაციაში, ინსტიქტურად ცდილობენ ანალოგიური „როლი“ ინტიმურ ურთიერთობებშიც ითამაშონ. თუ სურთ მოახდინოს შთაბეჭდილება, მაგრამ არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, შეუძლიათ იყვნენ ხმაურიანი, მიზანდასახული და მომაბეზრებელიც კი. მარსის ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია გულგრილი დამოკიდებულება სექსის მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,  რომ ისინი არ განიცდიან სითბოს და ენთუზიაზმს პარტნიორთან ურთიერთობებში. ამის მიზეზი შემდეგია: ამ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ხშირად სექსით ეძლევათ საშუალება კავშირი დაამყარონ შემოქმედებით, კოსმიურ, ცხოვრებისეულ ენერგიებთან. ეს მათ ბედნიერებას და იმის შეგრძნებას ანიჭებთ, რომ შემოქმედებითი ენერგია პიროვნულ საზღვრებს სცდება. ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის მარსით ლომებისთვის დამახასიათებელია ძლიერი სექსუალური მიზიდულობა.

ქალები მარსით ლომები ამაყობენ საკუთარი მამაკაცებით, სიამოვნებას ანიჭებთ მათი დიდების სხივებ ქვეშ ნებივრობა, მათ სახალხოდ აქებენ და უძღვნიან კომპლიმენტებს. ამ ქალებისთვის მნიშვნელოვანია მათი საყვარელი მამაკაცის ჩაცმის სტილი და ის, თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი გარშემომყოფებზე. ამ ქალბატონებს განსაკუთრებით იზიდავთ თვალშისაცემი, ენერგიული და ხელგაშლილი მამაკაცები. ითხოვენ ერთგულებას და ვერ იტანენ დამცირებას. უყვართ მორთვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ბევრს საუბრობენ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. ყოვლმხრივ ხოტბას ასხამენ პარტნიორს და სანაცვლოდ თავადაც ბევრს ითხოვენ. ცდილობენ დომინირებას პარტნიორზე და თან ცდილობენ დაანახონ ის, რომ სხვა არცერთ ქალს არ შეუძლია ასევე გაუფრთხილდეს მათ ღირსებას და თავმოყვარეობას. ერთგულები არიან და მათ ერთგულება შეიძლება იმ შემთხვევაში შეირყეს, თუ მამაკაცი „კვარცხლბეკიდან“ ჩამოქვეითდა, აღარ შეესაბამება იდეალს, ან მეწვრილმანეობის, ნეგატიურობის, წარუმატებლობის გამო.

მამაკაცებს, მარსით ლომში, ყურადღების მიქცევისა და შთაბეჭდილების მოხდენის თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვთ. ასევე, სურვილი აქვთ თავი გამოიჩინონ საზოგადოებაში და ცდილობენ გააკეთონ ისე, რომ მათი მოსვლა ყველამ შენიშნოს. ეს ასევე ეხება ქალებთან ურთიერთობის სტილსაც. უყვართ პოზიორობა და ტრაბახიც კი. არიან უდაოდ მომხიბვლელები. შეიძლება იყვნენ ენერგიულები, მოუსვენრები, რომანტიულები და მიეკუთვნებიან იმ იშვიათ გამონაკლისებს, ვისაც ნამდვილად უყვარს სხვადასხვა სახის წვეულებებზე ყოფნა და რესტორნებში სიარული. ძალიან უყვართ ხალხთან ურთიერთობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჩვეულებრივ, დიდი ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნულ მხარეს, მოდით ინტერესდებიან იმაზე მეტად, ვიდრე სხვა მამაკაცები და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას დიდ ძალისხმევას ატანენ. რადგან მარს ლომებს დომინირება უყვართ, ინსტიქტურად ესმით, რომ მათთვის იდეალურია საკმაოდ პასიური პარტნიორი, რომელიც მათი პიროვნებით მუდმივად აღფრთოვანებული იქნება. უკიდურეს შემთხვევაში, შეუძლიათ თავი გამოავლინონ როგორც შოვინისტებმა, თუმცა ყველა შემთხვევაში ცდილობენ შეიქმნან ისეთი ადამიანის იმიჯი ვინც გულუხვად ჩუქნის სხვებს სიყვარულს.

წყარო:enigma-project.ru

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top