პაველ გლობა
მარსი X სახლში : (+) — წინსვლის აქტიური სწრაფვა, პატივმოყვარეობა , ადამიანი დაჟინებით და ჯუტად მიდის დასახული მიზნისკენ, ძალაუფლებისკენ , ცხოვრებისეული პოზიციის დასაკავებლად. ხშირად ძალაუფლებას აღწევს ერთი იერიშით , ერთი იმპულსით , რაშიც დებს მთელ თავის ნებისყოფას, ენერგიას და ჟინს (წარმატებული სამხედრო კარიერა) . მწერლები, მხატვრები ხშირად წარმატებას აღწევენ სკანდალების(სკანდალურობის) ხარჯზე. შეუძლიათ დაწინაურდნენ სხვების გვერდზე გაწევით (სხვებზე გადავლით) . ხშირად ხდება პირველაღმომჩენი, პიონერი, ვინც დამოუკიდებლად მიაღწია მიზანს და რაზეც დახარჯა უდიდესი ენერგია და ნებისყოფა.
(-) — ფესვებიდან მოწყვეტილი მარტოხელა , რომელიც იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, გარშემომყოფებს არ ესმის მისი, ბევრი ხმაური და იმედგაცრუება, დაწინაურების მცდელობა და წარუმატებლობა, გავლენიანი მტრები.
ფრანსის საკოიანი
დიდების და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობისკენ სწრაფვა. კარიერაში ავლენენ ამბიციურობას და დებენ დიდი ენერგიას, სურთ მიაღწიონ მწვერვალებს პოლიტიკის, მმართველობისა და ტექნოლოგიურ სფეროებში.
გარშემომყოფებისთვის ალბათ კარგად შესამჩნევია მათი შეუპოვრობა, ენერგიულობა , ამბიციურობა კონკურენტული ბრძოლის ჟინი. წარმატებული კარიერა აქვთ ისეთ სიტუაციაში სადაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა, ლიდრობა ან გაიბრწყინონ ფიზიკური ენერგიითა და სიმამაცით. ყველგან და ყოველთვის სურთ გამარჯვება და ამისთვის ძალას არ ზოგავენ .
ავესალომ პოდვოდნი: “ბედისწერის დარტყმა შუბლში , იმის ნიშანია , რომ პანჩურმა შედეგი არ გამოიღო”
დისპოზიტორი X სახლში , კულმინაცია (ეგზალტაცია)
დაბალ დონეზე ეს ადამიანი დაისახავს მიზნებს და ამოცანებს, რომელიც მოითხოვს გაცილებით მეტ შრომას და ენერგიას , ვიდრე თავიდან ვარაუდობდა.
დამუშავების შემდეგ , პირიქით- მეტ ძალისხმევას დახარჯავს სწორი ამოცანის დასახვაზე , რისი გადაწყვეტაც შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება.
თუ მარსი ძალიან დაზიანებული არ არის , უფროსთან და ხელქვეითებთან საუბრისას ის საქმიანი და გაბედული იქნება. ხოლო მარსის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ერთის მხრივ უფროსების წინაშე შიში და დამცირება , ხოლო დაქვემდებარებულებთან უხეშობა და სასტიკი მოპყრობა .
სუსტი VI სახლის შემთხვევაში, ადამიანს ემუქრება საფრთხე გახდეს ერთგვარი პროჟექტორი , მან შეიძლება მთელი თავისი მუშაობა მიმართოს საკუთარი მიზნების ფორმირებაზე და თან არ იზრუნოს მათ განხორციელებაზე.
დამუშავება იძლევა მომავლის ხედვას , საკუთარი თავისთვისა და სხვებისთვის დაძაბული მაგრამ განხორციელებადი გეგმების დასახვის უნარს. ამ ადამიანს შეუძლია რჩევის მიცემა , თუ როგორ შეარჩიონ ყველაზე სწორი გზა, სად მიმართონ ძალისხმევა, ხოლო თუ X სახლს ასპექტები აქვს II სახლთან – მისი რჩევები ეფექტურია ფულის საკითხებშიც.
პრინციპში საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობის გრძნობა საკმაოდ ძლიერია , თუმცა , განსაკუთრებით მარსის დაზიანების შემთხვევაში , მას ექნება ცდუნება გადააბრალოს დანაშული სხვებს , თან გააკეთებს ამას მით უფრო ენერგიულად, რაც უფრო მეტად დამნაშავეა თვითონ. რჩევებს იძლევა ენერგიულად და ასე ენერგიულადვე ცდილობს დაუმტკიცოს ნებით თუ უნებლიე მრჩეველებს, რომ მათ არაფერი არ ესმით (არ შეუძლიათ გაიგონ) მისი პრობლემების.
თავისუფლების შეზღუდვა მტკივნეულად აღიქმება, განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს თუ იზღუდება უშუალოდ მისი აქტივობა და პრქატიკული მიზანმიმართული საქმიანობა.
ბორის იზრაიტელი
– მიანიშნებს კარიერიზმზე, დიდი პატივმოყვარეობაზე. ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას , ცდილობს დაიკავოს ლიდერის პოზიცია. მოწოდებაა – გაკვალოს ახალი გზები ნებისმიერ მოღვაწეობის სფეროში. პიონერია თავისი საქმიანობაში. ზემდგომებთან ურთიერთობა არათანაბარია.
შეესაბამება: მეხაძრე , მტვირთავი, მანქანათმშენებლობის მრეწველობის მუშა , სპორტსმენი, ბიზნესმენი, სტომატოლოგი.
კოლექტიური პასუხისმგებლობა. აქვს ძლიერი სურვილი შეაღწიოს კოლექტიური პასუხისმგებლობის სივრცეში. სურვილი იმდენად მძლავრია, ენერგიული და ბობოქარი, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების მოპოვებისთვის მას არაერთი ბრძოლის გადატანა უწევს. სურვილი დაამტკიცოს საკუთარი სიმამაცე წინააღმდეგობას აწყდება. შეიძლება მას ბრალი დასდონ უპასუხისმგებლობაში ან რაც უფრო სავარაუდოა, უბრალოდ არ მისცემენ საკუთარი თავის სრულმაშტაბიანად გამოვლენის საშუალებას. ის იმდენად მიზანსწრაფულია, რომ ხანდახან ქმნის ოპოზიციას. საბოლოო ჯამში უწევს რთულად გადასაწყვეტ პარადოქსთან დაპირისპირება. ამოცანაა – გამოიჩინოს პასუხისმგებლობის გრძნობა ისე, რომ არ მოუწიოს დათმობებზე წასვლა. მან არ უნდა შეწყვიტოს მიზნისკენ სწრაფვა, ხოლო სასურველის მიღების შემდეგ აგრესია უნდა ჩაანაცვლოს მოთმინებით. არის დრო ბრძოლისთვის , რასაც ჩაანაცვლებს სიმშვიდის პერიოდები.
პროფესიული პატივმოყვარეობა. ადამიანი თავდაუზოგავად მუშაობს წარმატების მისაღწევად, ცდილობს დაძლიოს ყველა დაბრკოლება რომელიც გადაეღობება მის ამბიციებს. კარიერულ საკითხებში, შეიძლება მიიღოს შემთხვევითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის იმიჯზე. თუმცა პატარა შავი ლაქა მის რეპუტაციაზე, არ შეაჩერებს მას მოიპოვოს სასურველი. პროფესია ხელს უნდა უწყობდეს მისი ბობოქარი ენერგიის გამოსვლას . არ შეეფერება ერთფეროვანი საოფისე სამსახური , ის სწრაფად უნდა გადაადგილდებოდეს ერთი მიღწევიდან მეორეზე. ამოცანაა – მიაღწიოს მიზანს , წარმატებას, შემდეგ მოდუნდეს და დატკბეს შედეგით.
მისია და გზავნილი. მის ქცევაში სხვებისთვის საგრძნობია გამოკვეთილი შეუპოვრობა. ესაა მებროლის არქეტიპი. სხვა ადამიანები აღიქვამენ მის სურვილებს, ფრუსტრაციას და კონფლიქტებს – მისი ბუნების მამაკაცურ საწყისებში. ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენებსაც აუცილებლად ის სურს რაც ამ ადამიანს , ან მისაღებია მისი თვითგამოხატვის მეთოდი. მარსის ამ მდებარეობის სიმბოლიზმი არ განაპირობებს , რომ ადამიანის სურვილები დაკმაყოფილდება, რადგან მარსი არ აკეთებს აქცენტს სურვილების შესრულებაზე. ის განასახიერებს ახალგაზრდულ აღტკინებას , ძლიერ და მყიფე ენერგიებს , რომელიც ადამიანის სიმამაცეს აჩვენებს სამყაროს წინააღმდეგ დაპირისპირებაში. ამას სწავლობენ დანარჩენები მის მაგალითზე.
მშობელი გარეგნულად(ხილულად) გადაჯაჭვულია ადამიანთან. სავარაუდოდ ამ ადამიანის მამა ძალიან მამაცია. უხეშია მასთან ურთიერთობაში. ისინი მუდმივად ეჯიბრებიან ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, “დუელი” დაბადების მომენტიდან იწყება. ეს ინდივიდი იჩაგრებოდა და მუდმივად გრძნობდა ზეწოლას მამის მხრიდან , მან ისწავლა ისე ბრძოლა თითქოს ფსონი მისი სიცოცხლეა . მახეა – მამის მიმართ დიდ ხანს დაგროვილი ბრაზი , უკიდურეს შემთხვევაში -სიძულვილი. თუმცა შესაძლებელია სხვანაირი სიტუაციაც. შეიძლება მამასთან ურთიერთობებში გამოვლინდეს მკვეთრი ენერგო ურთიერთგაცვლა . ამოცანაა – ამ ენერგიის ყოველმხრივ გამოყენება.
ავტორიტეტი. მისი ავტორიტეტი აღნიშნულია სპონტანური , ბუნებრივი სწრაფვით ძალაუფლებისკენ . სავარუდოდ ინდივიდის ურთიერთობები ადამიანებთან გაჟღენთილია სამხედრო მობილობით, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორ მარტივადაც იღებს განკარგულებას ხელმძღვანელებისგან, ისე მოხერხებულადვე გასცემს ბრძანებებს დაქვემდებარებულებზე. მაგრამ თუ ამ ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება ფრუსტრირებულია , ცხოვრების გზა მიდის როგორც „ჯუნგლებში“ გზის გაკვლევა , შეიძლება გახდეს აგრესიული ძალაუფლებისთვის ბრძოლებში, მოახდინოს კონფლიქტების პროვოცირება გარშემომყოფებთან . მას უნდა ახსოვდეს , რომ ხალხი მტერი არ არის.
©ბ.ჰერბსტი
მარსი х სახლში – პატივმოყვარეობა პროფესიულ საკითხებში; აღიარების სურვილი; თავდაჯერებულობა, ორიენტირებულია გარე გამოვლინებებზე. ასეთი მდებარეობისთვის შეიძლება დამახსიათებელი იყოს აქიური აღმასვლა კარიერულ კიბეზე. ხშირად წარმატებულია პოლიტიკურ და ადმინისტრირების სფეროებში.
საქმეებში ავლენს მოხერხებულობას , სიჯიუტეს და ამტანობას. მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ შემოვლითი გზებით სასურველის მიღწევის სურვილი , გადამეტებული მატერიალური დაინტერესება და მორალური-ეთიკური ნორმების უგულვებელყოფა.
“მამოძრავებელი ძალა”
საზოგადოებრივ საქმიანობაში ეს ადამიანი საოცრად წინააღმდეგობრივია. ის აქტიური და სტაბილურია, ხელმძღვანელობს კეთილშობილური მოტივებით , გასაოცარი მამოძრავებელი ძალის წყალობით არაჩვეულებრივად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. კარიერული წინსვლისთვის მზადაა ბევრი იშრომოს და ჩადოს დიდი ძალისხმევა. ენერგიის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრესტიჟის დაკარგვა , ამიტომ მან აუცილებელია იზრუნოს საკუთარ რეპუტაციაზე. შეიძლება მიანიშნებდეს მამასთან განშორებაზე, რაც დაკავშირებულია მის გადაჭარბებულ დომინირებასთან. ასპექტი ხელსაყრელია სამხედროებისთვის და ტექნიკური საქმიანობისთვის . დაუძლეველი სწრაფვა სახელისა და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობისკენ. ადამიანი ცდილობს დაიკავიოს რაც შეიძლება მაღალი თანამდებობა პოლიტიკურ, მმართველობით ან ტექნიკურ პროფესიულ ასპარეზზე. კარიერული წარმატება განპირობებულია უდიდესი პატივმოყვარეობით და გასაოცარი ენერგიულობით. ის ინიციატივიანი, მოხერხებული და მიზანსწრაფული პოლიტიკური ლიდერია. პროფესიული პატივმოყვარეობა ადრე თუ გვიან უბიძგებს გახდეს ცნობილი.
პლანეტის დაზიანების შემთხვევაში ადამიანი ძალაუფლების მოსაპოვებლად იყენებს გარკვეულ მაქინაციებს , ღალატს, ბრძოლას წესების გარეშე. დაფარული ნეგატიური საქმეების გამჟღავნების შემთხვევაში, ემუქრება დამხობა და რეპუტაციის დაკარგვა, მასზე ბევრს ჭორაობენ. შეიძლება დამახასიათებელი იყოს გადაჭარბებული მატერიალურ-ფინანსური პატივმოყვარეობა, მიდრეკილება დაიგნოროს ჩვეულებრივი ადამიანური ღირებულებები და ნებისმიერი საშუალებით მოიპოვოს ძალაუფლება.
ზოგჯერ იმპულსურობა და ჟინი , მძლავრი ინსტინქტები და დაუმორჩილებელი ნება იმარჯვებს კეთილგონიერებასა და ინტელექტზე. დამოუკიდებლობისკენ გადაჭარბებული სწრაფვა და აგრესიულობა თვითგამოხატვის დროს , განაპირობებს მაშტაბურ დაპირისპირებებს და დიდი არეულობებს. თავისუფალი სული და დაპყრობების ჟინი დროდადრო უბიძგებს მას იმოქმედოს საკუთარი თავისთვის საზიანოდ. მიდრეკილია მფლანგველობისა და უკიდურესობებისკენ. არის მშობლებთან კომფლიქტური ურთიერთობების ალბათობა , ხმაური, სკანდალები და მოულოდნელი დისკრედიტაცია. არასოდეს რჩება უსაქმოდ . წარმატებულია მარსის პროფესიებში. საზრიანობა ეხმარება ფინანსურ წარმატებაში. ეფექტური კარიერული წინსვლა დაკავშირებულია სიმამაცესთან, ადმინისტრირებისა და სხვა ადამიანების დაინტერესების უნართან. მიანიშნებს მამის მხრიდან დიდი მემკვიდრეობის მიღებაზე. წარმატება დაკავშირებულია ინჟინერიასთან , ხუროთმოძღვრებასთან , კონსტრუქტორის , ქირურგის საქმიანობასა და ვაჭრობასთან. ხალხმრავლობაში , კრიტიკული სიტუაციის დროს ეს ადამიანი ყველაზე უშიშარი და გაბედულია. ის საკმაოდ პრეტენზიულია და მიდრეკილია დიქტატორობისკენ . სკეპტიციზმი და კრიტიკულობა შერწყმულია , სწრაფი მსჯელობის უნართან და მაღალ თვითშეფასებასთან.
წარუმატებლობის მთავარი მიზეზია – უკონტროლო აგრესია და მოუთმენლობა. დაპყრობებისა და პირადი თავისუფლების აკვიატებული მიდრეკილება მას აუძლურებს. ცხოვრება არათანაბარია, ხშირია აღმასვლა და დაცემა. ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. ეს ადამიანი კაპრიზული და ჟინიანია , ხშირად კამათობს ხელმძღვანელობასთან , რითაც რისკავ მიღწეულ მდგომარეობას. პროფესიულ სფეროში აქტიურია, არსებობისთვის ბრძოლა განაპირობებს ხშირ კონფლიქტებს. ის ახდენს თვითდამკვიდრებას ძალაუფლების საშუალებით .
მასში არის ძალადობისა და სხვების დამორჩილებისკენ მიდრეკილება, მისი ამოუწურავი სულიერი,ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია მუდმივად აშფოთებს მის შინაგან სამყაროს, რაც უბიძგებს ინტელექტუალური და ფიზიკური აქტივობისკენ. კოლექტივში მისი მოქმედება ხშირად დისჰარმონიულია და ხშირად აქვს კონფლიქტები. მცირე კონფლიქტიც კი შეიძლება დამანგრეველი და კატასტროფული შედეგებით დასრულდეს. პროფესიულ ასპერეზზე უწევს ბევრი ბრძოლა და დიდია კონკურენცია. ამ ადამიანს უჭირს მოძებნოს მისი შესაფერისი სამსახური და დიდიხანს გაჩერდეს ერთ სამუშაო ადგილზე.
აქვს დაუმორჩილებელი და რთულად კონტროლირებადი ხასიათი. მისთვის დამახასიათებელია მრავალმხრივი ინტერესები და შესაძლებლობების ფართო სპექტრი . ის სწრაფად ღიზიანდება , მომთხოვნია საკუთარი თავის და სხვების მიმართ. თითქმის ყოველთვის გადამეტებულად აფასებს შესაძლებლობებს და შესაბამის ძალას. უწყვეტი შინაგანი შფოთვა განაპირობებს მერყეობას: ცუდიდან კარგისკენ და პირიქით. როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა განპირობებულია შინაგანი ხასიათით. ამ ადამიანის ცხოვრებისთვის არ არის დამახასიათებელი სტაბილურობა .
ბრუნო ხუბერი
ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარიდამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.
მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.
X სახლში კვლავ ვხვდებით საზოგადოებრივ მდგომარეობის მნიშვნლობაზე შფოთვა. მაგრამ ამ შემთხვევაში არ ხდება მისი მოპოვებისკენ სწრაფვა, ადამიანი გრძნობს , რომ მას უკვე აქვს გარკვეული სტატუსი და უნდა შეესაბამებოდეს მას. რა თქმა უნდა ჩვენი წარმოდგენა თუ რა მოითხოვს ჩვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა , სუბიექტური და ფარდობითია. მთავარია, რომ ჩვენ ვიცავთ საკუთარ სტანდარტებს და არ დავუშვებთ ეჭვის შეტანას და მათზე შემოტევას სხვების მხრიდან. X სახლში აქტიურად ვმუშაობთ ძალუფლების მოპოვებაზე, გვსურს ლიდერის პოზიციის დაკავება, ან უკიდურეს შემთხვევაში , ვცდილობთ დავიკავოთ ისეთი მდგომარეობა სადაც სხვა ვერ მოახდენს ჩვენზე დომინირებას. X სახლში ადამიანი ცდილობს იყოს ძლიერი პიროვება და ჰქონდეს მყარი საფუძველი. მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება ხელქვეითების მდგომარეობის უგულვებელყოფა. X სახლში მუდმივად ვგრძნობთ სხვების ყურადღებას და ვამჩნევთ, რომ ახდენენ ჩვენ შეფასებას. სხვა გზა არაა, ყველა ძალაუფლების მქონე ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ამომრჩევლებს , ხელქვეითებსა და ქვეშევრდომებს.
მარსი X სახლში მამაკაცის ჰოროსკოპში და ვენერა ქალის ჰოროსკოპში მოითხოვს შესაბამის როლს , რომელიც მიღებულია სოციუმში. მაგალითად , მამაკაცმა უნდა გამოავლინოს სიმამაცე , მაგრამ არა იმდენად გრძნობითი , რამდენადაც სოციალური თვალსაზრისით . მან უნდა იცოდეს რას მოეთხოვება “ნამდვილ მამაკაცს “, ამ სახლში ეს არაა იმდენად სექსუალური მიმზიდველობა , რამდენადაც საქმიანი ეფექტურობა . ამ ადამიანმა იცის , რომ “ნამდვილმა მამაკაცმა“ წარმატებით უნდა მართოს საქმეები. როცა ის დაგეგმავს და იწყებს რამეს , სხვები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ის ამას ბოლომდე მიიყვანს. მისთვის შეუფერებელია გაითვალისწინოს სხვისი აზრი , რათა დარწმუნდეს საკუთარი ქმედებების სისწორეში.
ქალი მარსით X სახლში ეცდება შეარჩიოს ისეთი მამაკაცი , რომელიც სავარაუდოდ , მიისწრაფვის ქორწინებისკენ და რომელიც მას შემატებს გარკვეულ სტატუსს. მისი რჩეული უნდა იყოს სოციალურად პერსპექტიული , რათა მათი ცხოვრება წარმოადგენდეს წარმატების მიღწევის ისტორიას, ყველაზე უკეთესი იქნება – თუ ეს იქნება დიდებისა და სიმდიდრის მოპოვების თავბრუდამხვევი ამბავი.
ამ ტიპის მამაკაცებისთვის შესაფერისი პარტნიორია ქალი ვენერით VI სახლში, რომელიც გააკეთებს ყველაფერს რათა დაეხმაროს მეუღლეს წარმატების მიღწევაში. სამწუხაროდ მამაკაცმა მარსის ან პლუტონის ასეთი მდებარეობით შეიძლება დაივიწყოს ერთგული მეუღლის ღვაწლი , როგორც კი აღარ იქნება მისი დახმარების საჭიროება და დაიწყოს ახალი პარტნიორის ძებნა , რომელიც უფრო შესაფერისია მისი სოციალური მდგომარეობისთვის.
ორივე შემთხვევაში, როცა საპირისპირო სქესისი პლანეტა ხვდება X სახლში , ჩვენთვის მნიშვნელოვანია , რომ პარტნიორი იყოს დახვეწილი მანერების , სექსუალური აქცენტების გარეშე , არ იყენებდეს შეუსაბამო ფერებს ჩაცმულობაში . მამაკაცი მარსით მეათე სახლში და ქალი ვენერით მეათე სახლში მოითხოვს, რომ ჩაცმულობა იყოს კლასიკურ სტილის. საპირისპირო სქესის აღმნიშვნელი პლანეტა ამ სახლში მოთხოვს , რომ პარტნიორმა გაამყაროს ჩვენი სოლიდური , ღირსეული და საიმედო მოქალაქის ზნეობრივი სახე.