მარსი V სახლში: თვითგანახლების ძლიერი ნება, აქტიური შემოქმედებითი უნარები. დაპყრობა სიყვარულში. ქალები მარსის ამ მდებარეობით სასიყვარულო ურთიერთობებში ავლენენ აქტიურ (მამაკაცურ) ინიციატივას. ხშირად ჰობი გადაიზრდება პროფესიაში. აღწევენ მხოლოდ იმას რაც გულით უნდათ. ავანტურიზმი სიყვარულსა და შემოქმედებაში. ბავშვების დამოუკიდებლად აღზრდა.
© გლობა პ.პ.
მარსი V სახლში
აქტიურად ერთვება თამაშში, უყვარს თამშები შეჯიბრის ელემენტებით და სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობები. ხშირად ინტერესდება ათლეტიზმითა და სხვა მსგავსი რამეებით. ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ინიციატივა როგორც სპორტში, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. დაჟინებით მიილტვის იმისკენ რაც სურს. აქვს წთვნის (მწთვნელის) უნარები.
©ფრენსის საკოიანი.
მარსი V სახლში
ჩხუბისთავი
ეს ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ შექმნას გარეგნული ენერგული „მე“-ს გარეგნული გამოხატულები.
მარსის ძლიერი ასპექტების შემთხვევაში ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია კარგი უნარები სპორტში, მიუხედავად იმისა რომ მარსი ფიზიკურად ძლიერი უფრო პირველ სახლშია. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს გარკვეული გამოსახულება (ფორმა) საჭიროა საკმოდ დიდი ძალისხმევა, თუმცა ეფექტი გადააჭარბებს მოლოდინს. მეორე მხრივ , მარსის ასეთი მდებარეობა მიანიშნებს, რომ ადამანი ხშირად განიცდის ზეწოლას გარემოს მხრიდან, მის პიროვნებაზე და საკუთარი „მე“-ს მძლავრი გამოხატულება შეიძლება წარმოადგენდეს თავდაცვით რეაქციას ასეთ ზეწოლაზე.
ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბედის მიერ ადამიანზე განხორციელებული ზეწოლა, იმისთვის, რომ მან ჩამოაყალიბოს ესა თუ ის გამოსახულება გაცილებით ძლიერია, ვიდრე თვითონ ეს ადამიანი ისურვებდა, რადგან ადამიანის პირველი რეაქცია არის – მიიღოს ზემოქმედება, ჩართოს პირველი სახლი და მოახდინოს მისი პროგრამების ადაპტაცია, ანუ მოახდინოს პიროვნების მოდიფიცირება. და მხოლოდ მაშინ, როცა ეს შეუძლებელია, ხშირად მხოლოდ თავდაცვის მიზნით, რათა დაიცვას ფსიქიკა გაორებისგან და ნგრევისაგან, ადამიანი რთავს თავის ყველაზე მძლავრ იარაღს გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების დროს – „მე“-ს გარეგან გამოსახულებას, ანუ ირგებს იმ როლებს, რომელთანაც საკუთარ თავს არ აიგივებს.
იუპიტერის დამუშავების დაბალ დონეზე, ადამიანი მძლავრად ზემოქმედებს გარშემომყოფებზე, ხშირად ვერც კი ამჩნევს საკუთარი ძალის გამოვლინებებს , არც ზემოქმედების შედეგებს (უფრო სწორედ არ აკავშირებს ამას საკუთარ პერსონასთან)
დამუშავება ხდება გამოსახულებების დახვეწის საშუალებით, მათი აყვანით უფრო მაღალ ვიბრაციებზე და დახვეწილ ზემოქმედებამდე , ასევე სიტუაციის უფრო ადექვატური აღქმით.
სიყვარულში აქტიური, ენერგიულია, შეიძლება ითქვას უხეშიც კი, მაგრამ ძლიერი დამცველია.
მისი შემოქმედება თვითონვე ამბობს სათქმელს, უნდა ეცადოს გამოიჩინოს მეტი დახვეწილობა წინააღმდეგ შემთხვევაში არის ტენდენცია ორიგინალურობა შეიცვალოს ძალით.
©აბესალომ პოდვოდნი
მარსი V სახლში- იძლევა დიდ აზარტს , თავგადასავლების სიყვარულს. პლანეტის ეს მდებარეობა ავანტურიზმის მაჩვენებელია. რაც უფრო დაზიანებულია მარსი, მით უფრო სახიფათოა თავგადასავლები. ამ ადამიანს უყვარს სპორტული შეჯიბრი და ზოგადად შეჯიბრი. ბავშვებთან ურთიერთობაში -ბრძოლა პირველობისთვის. ურჩი ბავშვი.
©ბ. იზრაიტელი
მარსი მეხუთე სახლში
შეგნებული ადამიანი. მარსის მდებერეობა მე-5 სახლში აჩვენებს , რომ ადამიანის პიროვნების შეგნებული მხარე სპონტანურია, უშუალო და ძალიან მამაცია. ეგოს პროეცირება იმდენად ავტონომიური და შეუპოვარია, რომ ადამიანის მოქმედების მთავარი მიზანი შეიძლება გახდეს სხვა ადამიანებზე (მაყურებლებზე) ზემოქმედება. ეს ინდივიდი შეიძლება თვითდამიზნების თავაკიან რაკეტას შევადაროთ. ის საკუთარ თავს სცენაზე გატყორცნის და მოექცევა ყურადღების ცენტრში. საკუთარი პიროვნების აღიარების მოთხოვნილება და კრიზისულ სიტუაციებში იმპროვიზაციის უნარი მისი გამორჩეული თვისებებია. მის ეგოს სიამოვნებს მაღალ დონეზე ყოფნა. მახეა – ძალადობრივი შეჭრა, მაშინ როცა ამოცანა მდგომარეობს – მოახდინოს კონცენტრაცია როგორც ლაზერის სხივმა, რათა განახორციელოს აქტიური მოქმედებები.
რომანტიზმი, სიყვარულის გაცემა. მისი რომანტიზმი ვნებით აღსავსეა. დამახასიათებელია მძლავრი მოტივაცია და გააზრებული სურვილი. გრძნობას აქვს შეჯიბრის ელფერი, ეს მისთვის გამოწვევასავით არის, იფეთქებს აგრესია. სასიყვარულო ურთიერთობები ამ შემთხვევაში უფრო მეტად გამორჩევა პირდაპირობით ვიდრე სხვა პლანეტების სიმბოლიკა ამ სახლში. ეს უფრო ფიზიკურ დონეზე ვლინდება და დამახასიათებელია სიფიცხე. ხშირად რომანტიულ ურთიერთობებში ინდივიდს უჭირს „არა“-ს თქმა, რაც მახეა მისთვის. ამ ადამიანის ამოცანაა – შექმნას წარმატებით სასიყვარულო ურთიერთობები, მისი შინაგანი „ცეცხლის“ ადრენალინის ზემოქმედების მიუხედავად. სურვილი ეს ყველაფერია მისთვის.
სექსუალური სპექტაკლი. მარსი შეავსებს ვენერას, 5-ე სახლში ის გვამცნობს სექსუალურობის მამაკაცურ ასპექტებს. ეს „მამაკაცურობა“ სექსუალურ ურთიერთობაში არსებობს სქესის მიუხედავად. ეს უჩვენებს შემაგულიანებელ სტიმულზე სასიყვარულო ურთიერთობებში, თითქოს ის მებრძოლია რომელმაც უნდა შტურმით გაარღვიოს დაბრკოლება.
თუ ვიტყვით მარსის ამ მდებარეობაზე, რომ მიანიშნებს მგზნებარე ბუნებაზე – ეს შეფასება საკმაოდ თავშეკავებული იქნება. სექსუალური ურთიერთობა შეიძლება დავახასიათოთ ფიზიკური ტერმინებით, ასეთით მაგალითად- „სხეულების შერწყმა გულის დახმარებით“ მახე მდგომარეობს იმაში, რომ ცდილობს სწრაფად განახორციელოს საკუთრი ჩანაფიქრი და წავიდეს, რა დროსაც ძალიან სწრაფად კარგავს საკუთარ თავს. ხოლო ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გახსნას სურვილების ყველა ზღვარი, რაც კი დამახასიათებელია ამ ურთიერთობებისთვის, დაე სურვილი გამოვლინდეს მთელი ძალებით.
პირადი შემოქმედება. შემოქმედება – ეს მნიშვნელოვანი საკითხი და მოწინავე სფეროა ამ ადამიანის ცხოვრებაში. როცა ის ქმნის – ეს გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ თვითგამოხატვა. ის თითქოს თავიდან იშვება ყოველ ახალ შემოქმედებით გამოვლინებაში და როგორც წესი მისი ეგო, უფრო და უფრო ღრმად იჭრება შემოქმედებით პროცესში, რაც განაპირობებს იმას, რომ უფრო და უფრო მოწყვლადი ხდება წარუმატებლობის შემთხვევაში. საბედნიეროდ წარუმატებლობების დროს მიღებული დამანგრეველი ზემოქმედების მიუხედავად, აქვს უნარი ფერფლიდან აღდგეს, როგორც კი დაინახავს, რომ ახალი თავგადასავალები ელოდება. ამოცანა არის – გამოიყენოს შემოქმედება თვითგანახლებისთვის.
შეჯიბრი. ეს ადამიანი ძლიერი კონკურენტი და ღირსეული მოწინააღმდეგეა. ეს მდებარეობა მიანიშნებს ახალგაზრდულ ბაქიაობისკენ მიდრეკილებაზე, ყველგან გამოწვევებს ხედავს – „გათაკვეთე ეს ზღვარი, თუ გეყოფა გამბედაობა“ – და ეს ვლინდება როგორც პიროვნულ ასევე ტერიტორიალურ დონეზე. უყვარს საკუთრი თავის გამოცდა სხვადასხვა სფეროებში, რადგან ყველა სარისკო სიტუაცია, აძლევს შანსს არამარტო გამოსცადოს საკუთარი ოსტატობა, არამედ დაამტკიცოს თავისი არსებობის კანონიერებაც. ავანტურა ხშირად ისეთი სატყუარა რომელსაც თვალს ვერ აშორებს, ისევე მოქმედებს როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. თუმცა შეიძლება უშუალოდ მოქმედების დაწყების მომენტში განიცდიდეს დაუძლეველ შიშის გრძნობას. ამის დახასიათებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სამხედრო მეტაფორა : ჯილდოს არ იძლევიან უმნიშვნელო რამეზე, ჯილდო მამაცების ხვედრია – იმ მოქმედებებისთვის რომელიც შესრულდა შიშის მიუხედავად. რაც უფრო მაღალია მთა, მით უფრო ძლიერია მისი დალაშქვრის სურვილი.
©ბილ ჰერბსტი
მარსი V სახლში – სპორტული ჟინი, დამორჩილების სურვილი; სიამოვნებების მოთხოვნილება. სიმკაცრე აღზრდაში. ცხოვრებისეულმა სიამოვნებებმა შეიძლება გადაფაროს ჭეშმარიტი საქმიანობა. პლანეტის ასეთი მდებარეობა ხელსაყრელია თვითრეალიზებისთვის სპორტის, ხელოვნების აღმზრდელობით სფეროებში მოღვაწეობისათვის. თუმცა დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში ხშირად ავლენენ სულსწრაფობას, ასე რომ თუ მოთმინების უნარი ბავშვობიდან აღზრდის შედეგად არ გამოუმუშავდათ, ამაზე მუშაობა საჭიროა მუდმივად.
მარსი V სახლში
სახიფათოა ქალებისთვის – არის მძიმე მშობიარობის და შემდგომი გართულებების ალბათობა. შვილს ჯანმრთელობის პრობლემა 1 წლამდე ასაკში, ბავშვის მიდრეკილება გაციებისკენ. მამაკაცის ჰოროსკოპში – ოჯახური გარჩევები, ფინანსური დანაკარგები ან ავადმყოფი შთამომავლობის ალბათობა.
©Het Monster.
მარსი მე- 5-სახლში
მე- 5 სახლიში მარსის მქონე ადამიანები არიან ძლევამოსილი და მუშაობენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამ მდებარეობას გაჩნია გარკვეული ნაკლი, მარსი მე-5 სახლში შეიძლება მიანიშნებდეს შვილებთან დაკავშირებით პრობლემებზე ან ამ მდებარეობის მქონეს შვილები მცირე რაოდენობით ჰყავდეს. ეს მდებარეობა ხელსაყრელია ისეთ სფეროებში მოღვაწეობისთვის როგორიცაა – განათლება, სტრატეგიული დაგეგმარება, სამხედრო საქმე, სპორტი და ა.შ ხშირად იტანჯებიან წყენის გამო. არ ჰყოფნით მგრძნობიარობა, ზოგჯერ კარგავენ მაღალ სტატუსს, შიძლება გამოვლინდეს წყლულოვანი დაავადებები, მეტეორიზმი.
©ინდუბალა
მარსი მე-5 სახლში: მგზნებარება
ეს იმპულსური ცვალებადი ხასიათის ადამიანია სპორტული მიდრეკილებებით. უყვარს შეჯიბრი, მაგრამ არ შეუძლია წაგება. შეუძლია იყოს კარგი აღმზრდელი, რადგან ადვილად პოულობს საერთო ენას ბავშვებთან. კომუნიკაბელურია, საზრიანი, შეუძლია სხვების დარწმუნება. ხშირად მიდრეკილია გადაჭარბებული სიამოვნებებისკენ და არაგონივრული სიმამაცისაკენ.
ის ძალიან სექსუალური და რომანტიულია, იდეალისტი და აზარტული. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საფონდო ბირჟაზე და აზარტულ თამაშებთან. ძალიან აგრესიულად და ემოციურად მიილტვის სიყვარულისა და სიამოვნებიებისკენ. არშიყობს აქტიურად და გამალებით. სექსუალური ურთიერთობების დროს ეჭვიანი და მოუთმენელია. მიდრეკილება აქვს შემოქმედებისა და ხელსაქმისკენ. იზიდავს ათლეტიზმი, სიამოვნებს სუფთა ჰაერზე ყოფნა.
ეს ასპექტი გვხვდება კარგი მწრთვნელების , ფიზკულტურის მასწავლებლებისა და პედაგოგების ჰოროსკოპში, რომლებსაც ახერხებენ განავითარონ დადებთი მხარეები საკუთრ მოსწავლეებში და ხელი შეუწყონ მათ წარმატებში. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში ვლინდება დიქტატორობის ტედენცია, უბედური შემთხვევების რისკი და პრობლემური ურთიერთობები ბავშვებთან.
სპორტი და ფიზიკური დატვირთვა ანიჭებს სიამოვნებას. სექსუალური ურთიერთობები იმპულსური და ნაჩქარევია, რის გამოც ხშირად სრულდება ფრუსტრაციით. სიყვარული ძალიან ვნებიანია და შეიძლება თან ახლდეს საკუთარ სისუსტეების წაქეზება, რასაც მიჰყავს ფიზიკურ ტრავმებამდე, ფინანსურ და პრესტიჟის დაკარგვამდე.
ხშირად ასპექტი მიანიშნებს რთულ მშობიარობაზე პირველ შვილზე. ბიზნეს საქმიანობაში ეს ადამიანი ავლენს სიმამაცეს, თუმცა გადაჭარბებული თავდაჯერებულობა შეიძლება გახდეს ზიანის მომტანი. საკმაოდ ხშირად წუწუნებენ ბავშვობაში მიღებული აღზრდის ნაკლებობაზე.
სიყვარულის მიმათ აქვს ავანტურისტული დამოკიდებულება და თავაწყვეტილია, გართობამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმები და დანაკარგები. ხშირად ეს ასპექტი გვხვდება იმ ადამიანების ჰოროსკოპში ვინც ჩაიდინა დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე. ამ ადამიანის ცხოვებაში ხშირია შემთხვევითი და ხანმოკლე კონტაქტები საპირისპირო სქესთან. უყვარს სხვების შეცდენა და თვითონაც ხშირად არის ცდუნების მსხვერპლი. პლანეტის ჰარმონიული მდებარეობა ხელს უწყობს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებას, შემოსავალს შოუ-ბიზნესის სფეროდან.
ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.
მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.
V სახლი ხასიათდება დემონსტრაციული ქცევით , აშკარა სექსუალური ქვეტექსტით. თუმცა ჩვენ დროში მე-5 სახლი შეიძლება ვლინდებოდეს განზრახ სექსუალური ქცევით, შოკისმომგვრელი გამოვლინებებით, შურაცმხყოფელი იერითა და მანერებითაც კი. ბევრი ვისაც მე- 5 სახლში ლიბიდო პლანეტები დაზიანებული აქვს ნეგატური ასპექტებით, ამას შეიძლება თვლიდეს საკმაოდ მახვილგონივრულად და თანამედროვედ. ჰოროსკოპში მე-5 სახლის ლიბიდო პლანეტების გავლენა გარეგნულ გამოვლინებებში ძალიან კარგად სჩანს ქალების შემთხვევაში. დადებითი ასპექტები განაპირობებს კარგ გემოვნებას და მომხიბვლელობას, ქალის მოვლილ იერს. ხოლო უარყოფითი ასპექტები იწვევს სიფეთხუმეს ჩაცმულობაში, უგემოვნო სტილს და ხშირად ადამიანი შეიძლება ვერც აღიქვამდეს ამას.
მარსი მე-5 სახლში უფრო ნაკლებად დამოკიდებულია თავის ასპექტებზე ვიდრე ვენერა. მამაკაცი მარსით მე-5 სახლში ყოველთვის ახდენს საკუთარი ეგოს გამოვლენას სრული მოცულობით. ის ცდილობს საკუთარი თავის სექსუალურად გათვითცნობიერებულობის დემონსტრირებას. ამ ტენდენციის უკიდურეს გამოვლინებებში სექსი წარმოადგენს ურთიერთობების მთავარ ფაქტორს – პარტნიორი მნიშვნელოვანია მხოლოდ როგორც სექსუალური ობიექტი. 11-ე სახლთან ოპოზიციის შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ეს მიანიშნებდეს სექსუალურ სიცივეზე, რომელიც მორალურად მოტივირებული თავშეკავებაა. ამ შემთხვევაში პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ მორალურ და ესთეტიურ სტანდარტებს, თავშეკავების და ყველანაირი სექსუალური ფუნქციის უარყოფის დონემდეც კი.
©ბ. ჰუბერ
სტატიის ავტორი : Rusa Archer