მარსი მშვილდოსანში

მარსი მშვილდოსანში

მარსი ცეცხლის სტიქიაში

როცა მარსი იმყოფება იდეალისტურ, მომავალზე ორიენტირებულ მშვილდოსნის ნიშანში, ინდივიდს საყოფაცხოვრებო წვრილმანი მოთხოვნილებები ურთიერთობებში ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი შორს მიმავალი მიზნები და მაშტაბური მომავლის ხედვები. მათთვის აუცილებელია თავგადასავლები, სჭირდებათ გაიგონ რამე ახალი და ყოველმხრივ გამოავლინონ თავისი ინტელექტუალური და ფიზიკური დამოუკიდებლობა.

პიროვნების უარყოფით გამოვლინების შემთხვევაში, შეუძლიათ იყვნენ უხეშები, გაუთლელები, მკვეთრი და თავხედები საკუთარი აზრების გამოთქმისას და უგრძნობი იმის მიმართ, თუ როგორ რეაგირებენ გარშემომყოფები მათ უტაქტო და უკომპლექსო განცხადებებზე. თითქმის ყველა მათგანს აქვს მისწრაფება რაიმე გაცნობიერებული ან გაუცნობიერებული იდეალისაკენ. უნდათ გამოჩნდენ უფრო იდეალისტები და სულიერად განვითარებული, ვიდრე „უბრალო“ ადამიანები, რომლებიც არაფერზე ოცნებობენ. თუმცა საზოგადოების წინაშე ხშიარად განასახიერებენ გულკეთილობას და ტოლერანტურობას. მათთვის დამახასიათებელია სიამაყე და საკუთარი უპირატესობის განცდა – რაც ზოგადად დამახასიათებელია ცეცხლის სტიქიისთვის.

პიროვნების დადებითი გამოვლინების შემთხვევაში აღსავსე არიან ენთუზიაზმით, პოზიტიური აზროვნებითა და სულიერებით. ხშირად მათთვის დამახასიათებელია ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. მარსი მშვილდოსნების ფსიქოლოგიური და ემოციური ბუნება ისეთივე გაორებულია როგორც მშვილდოსნის სიმბოლო -კენტავრი, ნახევრად ცხენი და ნახევრად ადამიანი. ცხოველური საწყისის მოთხოვნილებაა – თავისუფალი მოქმედებები იმ დროს, როდესაც მათი ადამიანური ბუნება მიისწრაფის ეთიკური იდეალებისაკენ. მათი თანდაყოლილი ტოლერანტულობა წინააღმდეგობაშია მათ სურვილთან – ყოველთვის იყვნენ მაღალ დონეზე ზნეობრივ ურთიერთობებში. ეს წინააღმდეგობები ვლინდება მათ საქციელში. მაგალითად: უყვართ სიმართლის ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, ეწყინება და შეურაცხყოფს თუ არა ეს სხვა ადამიანებს, ამავე დროს თვითონ ვერ იტანენ სიმართლის მოსმენას საკუთარ არასრულფასოვნებაზე და ხშირად ძალიან აგრესიულად რეაგირებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლიათ იყვნენ სწორხაზოვანი და კრიტიკული თუ სხვა ადამიანი არ შეესაბამება მათ სტანდარტებს, მაგრამ საკუთარ ნაკლოვანებებს (რომელიც თვალსაჩინოა ნებისმიერი გარე დამკვირვებლისთვის) ვერ ამჩნევენ.

თავმდაბლობა არ შედის მარსი მშვილდოსნების დადებით მახასიათებლებში (თუმცა ეს არ შეიძლება ითქვას ზოგადად მშვილდოსანზე) როცა ეს ადამიანები არ არიან საკმარისად დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, სახალხოდ ცდილობენ დაამტკიცონ საპირისპირო – ხშირად გადაჭარბებულადაც კი ცდილობენ სხვები დაარწმუნონ საკუთარი თავის რწმენაში.

მარსი მშვილდოსნის არსი

  •  თავს ავლენენ როგორც პატიოსან, იდეალისტ, ენერგიულ, იმპულსურ და ხშირად უტაქტო ადამიანებად.
  •  გაბედული და საქმიანები, მოტივირებული და მართული საკუთარი შეხედულებებით იდეალზე, ნათელ მომავალსა და მორალურ ღირებულებებზე.
  •  ფიზიკურ და სექსუალურ ენერგიის სტიმულირებას ახდენს თავგადასავლები და საინტერესო საქმიანობა. მუდმივად განიცდიან თვითსრულყოფილების მოთხოვნილებას.
„სექს-ტურისტი“
საზოგადოებაში მოხვედრილი მარსი მშვილდოსანში ერთდროულად რამდენიმე სექსუალურ პრეტენდენტს უმიზნებს. რა თქმა უნდა, ყურადღება არავისთვის ენანება და თანაბრად ანაწილებს გალანტურ ჟესტებს. დაე, ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას! ის თვითონაც არ იქნება წინააღმდეგი, მოწონებული პოტენციური პარტნიორისთვის იბრძოლოს, მაგრამ ეს ჩუმად და შეუმჩნევლად უნდა მოხდეს. ზედმეტად მღელვარე ემოციები გარკვეული დროის შემდეგ მას ღლის. ხანდახან შეიძლება  ყველაფერი სწრაფად მოხდეს, რომ უცებ გაირკვეს, ვინ მოიგო.
წარმოქმნილი სექსუალური სურვილები აუცილებლად უნდა რეალიზდეს, აშლილი ვნებები დაცხრეს. თუ პარტნიორი აყოვნებს, მშვილდოსან მარსს ენთუზიაზმი უნელდება. დაე, შემდეგ სხვამ იზრუნოს ჩამქრალი კოცონის კვლავ გაღვივებაზე.
მარსი მშვილდოსნის ლიბიდო ამისათვის შეუფერებელ ადგილებში აქტიურდება. გარემოს და გარშემომყოფებს შეუძლიათ როგორც ხელი შეუწყონ, ისე შეუშალონ ამაში. ერთიდაიგივე პარტნიორის მიმართ ინტერესი არც ისე დიდხანს გრძელდება, თუ ურთიერთობაში რაიმე ამაღელვებელი სიახლეები არ ფიგურირებს.
ტრანსპორტი ის ადგილია, სადაც დროდადრო საკუთარ თავს სექსზე ფიქრებში იჭერს. განსაკუთრებით, თუ მისთვის მიმზიდველ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან მგზავრობს. მდედრ მარსიანელ მშვილდოსნებზე მომაჯადოებელი ეფექტი აქვს პილოტის უნიფორმაში გამოწყობილ მამაკაცზე, მამრებზე_ბორტგამცილებლის უნიფორმას. აეროპორტი, რკინიგზა, პორტი ასევე მათი საყვარელი ადგილებია ვნებათაღელვისთვის.

მამაკაცებიც და ქალებიც მარსით მშვილდოსნები, არიან გულახდილი სექსის საკითხებში და ელოდებიან მსგავს დამოკიდებულებას პარტნიორისგანაც. რადგან სქესობრივი ცხოვრების აღქმა მეტწილად დაფუძვნებულია მათ აბსტრაქტულ ფილოსფიაზე და არა რჩეულის ინდივიდუალური თავისებურებების გაგებაზე, ეს ადამიანები ხშირად ძალიან უგრძნობები არიან და ვერ აღიქვამენ (ყოველ შემთხვევაში სხვა მარსებთან შედარებით უფრო ნაკლებად) პარტნიორის სექსუალურ მოთხოვნილებებს და მასთან დაკავშირებულ ემოციებს. მარსით მშვილდები შეიძლება უდიერად მოეპყრონ სხვა ადამიანის ემოციებს, მათგან წამოსული დაუფიქრებელი შენიშვნები შეიძლება გარშემომყოფებმა მტკივნეულად აღიქვან. თვითგამოხატვის სრული თავისუფლების რწმენა იწვევს ზომიერების და თავმდაბლობის ნაკლებობას, რამაც შეიძლება უფრო ტრადიციული ესთეტიზმით განწყობილი ადამიანები უკუაგდოს.

ქალებს, მარსით მშვილდოსანში, უყვართ მოგზაურობა, სპორტი, ლაშქრობაში სიარული. რაც განაპირობებს იმას, რომ არიან არაჩვეულებრივი პარტნიორები სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავებული მამაკაცებისთვის. სექსის საკითხებში არიან საკმაოდ სწორხაზოვანი და მიზანდასახული . ძალიან ღიზიანდებიან თუ დასახულ მიზანს ვერ აღწევენ. რადგან არ არიან სენტიმენტალურები, ცდილობენ დროზე „მოამთავრონ საქმე“ და გადერთონ სხვა საკითხებზე. მარსით მშვილდოსან ქალებს იზიდავთ ისეთი მამაკაცები, ვისგანაც შეუძლიათ რამე ისწავლონ ან ვინც ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდას. ის მოითხოვს პარტნიორისგან მაღალ იდეალებთან და მორალურ პრინციპებთან შესაბამისობას, ხოლო თუ ის არ შეესაბამება მის იდეალებს და ზნეობრივ სტანდარტებს, მის მიმართ პატივისცემას კარგავს. ამ ქალბატონებს უყვართ ათლეტური, ოპტიმისტი, ენერგიული მამაკაცები, რომლებსაც აქვთ მკაფიო და მაშტაბური მომავლის გეგმები.

კაცები: მამაკაცები მარსით ამ ნიშანში, ცდილობენ სასურველ ადამიანზე შთაბეჭდილება იუმორით, გულკეთილობით, გულწრფელობითა და იდეალიზმით მოახდინონ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი თავს მართლა კარგად და მხიარულად გრძნობდეს თავს მათ გვერდით. ეხმარებიან საყვარელ ადამიანს სრულყოფილებაში – ეს მარსი მშვილდოსნის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მიუხედვად იმისა, რომ ზოგჯერ ზედმეტად დაჟინებული და ქედმაღალია. ამ მამაკაცებს უყვართ ხანგრძლივი საუბარი იმაზე, თუ რას ფიქრობენ და რისი სჯერათ. თუ ქალს ეს მისი აღიარება არ დააინტერესებს ურთიერთობის განვითარების შანსი არც ისე დიდია. რაც შეეხება სექსუალურ მხარეს, მარსის ამ მდებარეობის მქონე პარტნიორები, არიან ყველაზე მოქნილი სხვა მარსებს შორის. მაშინაც კი, როდესაც ქალი თავს იკავებს ახლო სექსუალურ ურთიერთობებზე, მარს მშვილდოსანს (კაცს) შეუძლია მისი პირდაპირობის დაფასება.


About Rusa

Scroll To Top