მარსი I  სახლში

მარსი I სახლში

I სახლი – ენერგიულობა

მარსი პირველ სახლში:

(+) – უდიდესი ნებისყოფა, ენერგია, აქტიური მიზანდასახულობა, სიმამაცე, გამბედაობა, გამტანობა, ბრძოლის, რისკის მოთხოვნილება. მობილურობა, გარშემომყოფებზე ენერგიული ზემოქმედება, ადამიანი საკუთარ თავზე იღებს საპასუხო დარტყმებს. ასცენდენტთან ახლოს იძლევა მკვეთრ უხეშ ხმას. აქტიური ადამიანები მამაკაცური ძლიერი ხასიათით, ქალები – ამორძალების ტიპის.

(-) – მუდმივად ჩართულია კონფლიქტურ სიტუაციებში, უხეშობს, თავხედობს, თავს ესხმის, იღებს საპასუხო დარტყმას, ზარალდება თავშეუკავებლობის გამო. ხშირად უზღუდავენ აქტივობას .

©პ. გლობა

მარსი I სახლში  

დამახასიათებელია აგრესიულობა, ხშირად გამოდის წყობიდან. აქვთ ძლიერი კუნთები და აღნაგობა, ახდენს ძლიერი და უხეში ადამიანის შთაბეჭდილებას. არიან პატივმოყვარე, შეუძლიათ მძიმე შრომა, აქვთ აღიარების და აპლოდისმენტების მიღების სურვილი. უყვართ სპორტი და სხეულის გაკაჟების სხვა საშუალებები. მოითხოვენ აბსოლუტურ პირად თავისუფლებას, ვერ იტანენ მათ საქმეებში ჩარევას. ხშირია თავზე ან სახეზე იარაან რამე ნიშანი. ავადმყოფობების დროს – მაღლი ტემპერატურა.

ეს არის ადამიანი რომელიც მოქმედებს და აღწევს მიზანს. ენერგიული, მამაცი, ზოგჯერ სულსწრაფი, სხვების წინააღმდეგობის მიუხედავად, მონდომებით და მიზანდასახულად ახდენეს საკუთარი გეგმების რეალიზებას ცხოვრებაში . ხშირად აქვთ შეგრძნება რომ სხვა ადამიანები „ფეხებში ედებიან“, ამიტომ ურჩევნიათ დამოუკიდებლად მუშაობა. არიან აქტიური, გამტანი, ძლიერია შეჯიბრების სურვილი.

©ფრენსის საკოიანი

  მარსი I სახლში  

მარსი პირველ სახლში სიმბოლური მმართველია.

მარსის ეს მდებარეობა იძლევა დიდ ფიზკურ ძალს და კარგ აღნაგობას, ასევე თვითგამოხატვის და თვითდამკვიდრების ძლიერ სურვილს, იმ შემთხვაშიც კი თუ მარსი კირჩხიბშია.

ეს შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვანაირად, დამოკიდებულია მარსის მდებარეობასა და ასპექტებზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში (კარმულად) ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს – როგორც გარეგნულად ისე, შიდა დონეზე, განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა სჭირდება საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მუშაობას, ანუ თვითგამოხატვის და აღქმის საშუალებებზე. თუმცა „ვალდებულია“ არ ნიშნავს რომ ასე იქნება. ამ ადამიანს აქვს ძლიერი ენერგია და შეუძლია სხვების მარტივად მართვა, თუმცა პირველ რიგში საჭიროა საკუთარი თავის და ქვეცნობიერის მართვა ისწავლონ.

მარსის ამ მდებარეობას აქვს ცდუნება – აღქმა ჩაანაცვლოს ზემოქმედებით, რადგან ეს მას გამოსდის გაცილებით იოლად და ბუნებრივად; საჭიროა ერთის მხრივ ისწავლონ ენერგია მიმართონ ყურადღების კონცენტრირებაზე, მეორე მხრივ – გადავიდნენ უფრო დახვეწილ ენერგიულ ნაკადისა და ვიბრაციების აღქმაზე.

აქტუალური პრობლემა ხდება გადაჭარბებული აქტივობა (განსაკუთრებით მამრობით ნიშნებში), რის გამოც ინდივიდი ხშირად ისჯება.

მათ უნდა გამოიმუშაონ საკუთარ ხასიათში ის, რომ პირველ დაძახილზე არ ჩაერთონ საქმეში, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ამის ცდუნება.

ამ შემთხვევაში დაუმუშავებელი მარსი იწვევს ზოგად დეპრესიას და ცხოვრებაზე იმედგაცრუების გრძნობას, სუსტ ენერგეტიკას და ძლიერ მამაკაცურ არასრულფასოვნების კომპლექსს – „მე არ შემიძლია არაფრის გაკეთება“. ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით სუსტი მთვარის დროს, რთულია საკუთარი ქალურობის აღქმა.

© ა. პოდვოდნი

  მარსი I სახლში   

ადამიანი ცხოვრებას ისე აღიქვამს როგორც ბრძოლის ველს, მისი ცხოვრების აზრი – შეჯიბრია. ის თამამია, ენერგიული, მუდმივად ცდილობს თვითდამკვიდრებას. წინააღმდეგობას ვერ უწევს საკუთარ დამანგრეველ იმპულსებს, სიბრაზეს, კონფლიქტური სიტუაციების გარეშე იწყენს, გამიზნულად ან გაუაზრებლად ახდენს მათ პროვოცირებას.

©ბ. იზრაიტელი

მარსი პირველ სახლში

მარსი პირველ სახლში ანვითარებს გრძნობების ინტენსიურ გამომსახველობას . დამახასიათებელია გამოკვეთილი „მე“ -ს გამოვლენა, ამასთან ეს ხდება ბუნებრივად ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე. სურვილები -უპირველეს ყოვლისა, მაშინაც კი თუ ეს ბოლომდე არ არის გაცნობიერებული. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ამ ადამიანებს გადაჭარბებულად ახასიათებთ ცხოვრების მიმართ წინააღმდეგობის სურვილი.

მუდმივად ჩართული არიან კრიზისულ სიტუაციებში, თვითდამკვიდრებას ცდილობენ, ხშირად აშკარად აგრესიული მანერით, თუმცა თავად ამას ნაკლებად ამჩნევენ. ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ მძაფრი პირადი სურვილების მიხედვით. „სიმამაცე“ – ეს თვითშემეცნების გასაღებია. რაც უფრო ძლიერია მათში თავდაჯერებულობა, მით უფრო ინტენსიურია სურვილი და უკეთესად ხდება საკუთარი ცენტრალური „მე“-ს საფუძველის შემეცნება. ანუ უნდა გამოვიდნენ საკუთარი თავის მიღმა, რათა შეიმეცნონ ის. რადგან მაშინ, როცა რამეს მიღების სურვილი ძლიერდება, ამით საკუთარ „მე“-ს „კარს უღებენ“ , როგორც კი გადააბიჯებენ ზღურბლს – ხდებიან ის, ვინც სინამდვილეში არიან .

შეჯიბრები, კომფრონტაცია და თვითგამოხატვის სურვილი არის კავშირი შიდა და გარე რეალობას შორის. უმოქმედობა ან პასიურობა წყვეტს კავშირს ამ ორ სამყაროს შორის. ხოლო სიფიცხე, აგრესია ან შეუპოვრობა იწვევს არასწორ აღქმას და შეცდომებს მსჯელობაში. ამოცანაა – სპონტანურად გამოავლინონ საკუთარი თავი გარემოში, ოღონდ დამანგრეველი სიტუაციების გარეშე. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი მძლავრი ენერგია – ეს არის კავშირი ორ სამყაროს შორის და არა დამანგრეველი რაკეტა, თუ ამას დაივიწყებენ სხვა ადამიანებისგანაც მიიღებენ საპასუხო დარტყმას იგივე იარაღით.

სიცოცხლისუნარიანები არიან, ძალების აღდგენას ადვილად ახერხებენ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაცებში. სავარაუდოდ აქვთ ნერვული აღგზნების მძაფრი აღქმა, რაც შემთხვევითი დაზიანებების, ჭრილობების, დაჟეჟილობის, სახიფათო ტენდენციას იწვევს, რომელიც შემდგომ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას იწვევს. უსიამოვნების მთავარი მიზეზი არის -სტრესი, რომელიც პროვოცირებას უკეთებს ხელოვნურ, მაგრამ დაძაბულ კრიზისებს. მათ უნდა ისწავლონ მოდუნება, თუმცა ეს არ ნიშნავს უმოქმედობას, პირიქით იგულისხმება დასვენება მოქმედებით. საჭიროა ფიზიკურ დონეზე მათი პიროვნული ენერგიის საკმარისად გათავისუფლება.

© ბილ ჰერბსტი

მარსი I სახლში – ლიდერობის პრეტენზია, მოქმედებაში აგრესიულობა, ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი. როგორც წესი, მიანიშნებს ადამიანზე ძლიერი კუნთებით. მთავარი ამოცანა, რომელსაც პლანეტის ამ სახლში მდებარეობა უწესებთ არის – მოთმინების გამომუშავება. თუ ამოცანა გადაწყვეტილი იქნება – ადამიანის ამბიციები რეალიზდება, ხშირად მძიმე შრომის შედეგად. პლანეტა ამ სახლში იძლევა კარგ სპორტულ მონაცემებს და ამტანობას. თუმცა, ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც სკანდალებისა და ჩხუბისკენ მიდრეკილება. როგორც წესი, ამ ადამიანებში ავადმყოფობა მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის ფონზე, ორგანიზმი ორიენტირებულია აქტიურ წინააღმდეგობაზე.

მარსი I სახლში – ხშირად მარსი პირველ სახლში ადამიანს თავზე ან სახეზე უტოვებს რამე ნიშანს. ხიფათი ემუქრებათ ცეცხლის ან ცეცხლსასროლი იარაღისგან.

მარსი პირველ სახლში: ენერგიულობა  

ესაა თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც მიდრეკილია საკუთარი თავი ნებისმიერ ფასად დამკვიდრებისკენ. მებრძოლი ხასიათის, ზეაქტიურობამ და უკონტროლო ქცევებმა შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევები. საკმაოდ დიდი ფიზიკური ძალის და კარგად გამოკვეთილი დინამიური ენერგიის წყალობით მყისერად იწყებს მოქმედებას. მან უნდა ისწავლოს მოთმინება და გააკონტროლოს საკუთარი ენერგია. ის პრაქტიკულია, საქმიანი, აქვს ორგანიზატორობის არაჩვეულებრივი უნარები. თუ პლანეტა დაზიანებულია არის – თავის ან სახის არეში ტრავმების ალბათობა. ეს აგრესიული ადამიანია, რომელიც „დუღს“ საკუთარი ენერგიისგან და რომელიც წყობიდან ადვილად გამოდის. ხშირად გამოირჩევიან კარგი აღნაგობით და ძლიერი კუნთებით. ახდენენ ძლიერი და უხეში ადამიანის შთაბეჭდილებას. მათ არ შეუძლიათ ხანგრძლივად დამკვირვებლის როლში ყოფნა, აუცილებლად აქტიურად უნდა ჩერთონ პროცესში. ბევრის მიღწევის საშუალება მხოლოდ იმის შემდეგ მიეცემათ, როცა ისწავლიან საკუთარი ძალის კონტროლს.

არიან პატივმოყვარეები, შეუძლიათ თავდაუზოგავად შრომა რათა მიიღონ აღიარება და აპლოდისმენტები. უყვართ სპორტი და სხეულის გაკაჟება. პლანეტების დაზიანების შემთხვევაში ხშირია აგრესიულობა, ჩხუბისადმი მიდრეკილება, მოულოდნელი „აფეთქება“ და სხვა ადამიანების უფლებების აბსოლუტური უგულვებელყოფა. ფიზიკური ძალა და ამტანობის სინთეზის გამო შეუძლიათ მიაღწიონ კოლოსალურ რეზულტატებს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ენერგია იხარჯებს სწორად. ჭკუის და დისციპლინის არსებობის დროს წარმატება ელოდებათ კარიერულ ასპარეზზე. ეს ადამიანი მოითხოვს აბსოლუტურ პიროვნულ თავისუფლებას და ვერ იტანს საკუთარ საქმეებში ჩარევას სხვების მხრიდან. შეუძლია და უყვარს მოქმედება. არ არის დიპლომატიური, თუმცა შეუძლია ხელმძღვანელობა, რადგან მამაცი და თავდაჯერებულია. ზოგჯერ აქვთ კინკლაობისა და ფიზიკური ძალადობისადმი მიდრეკილება.

მათი იმპულსურობა და მოუთმენლობა იწვევს უსაფრთხოების წესების დარღვევას. თუ ასცენდენტი ცეცხლის ნიშანშია შეიძლება ჰქონდეთ მოწითალო (ჟღალი) თმა და გამოიწვიოს ნაადრევი გამელოტება. დაავადებები მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურითა და თავის ტკივილით. ადამიანი მიზანდასახულია , თამამი და მოხერხებული. ის ქმნის საკუთარ ბედს თავისი ჟინის და თავისუფალი იმპულსის წყალობით. არის თავისუფალი, თამამი, ამტანი და პოზიტიური. ვერ იტანს დამარცხებას და არაფრად აგდებს საფრთხეს. ფეთქებადია, აგრესიული, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, ადვილად უყვარდება. დამაჯერებელი და თამამია, გაუფრთხილებელია და ადვილად ღიზიანდება . ჯიუტია და მიზანდასახული. აქვს მკაცრი ხასიათი და ახასიათებს სწრაფი მოქმედება . ადამიანების მიმართ მომთხოვნი და ძალაუფლებისმოყვარეა. უყვარს სატირა, სამხედრო საქმე . თავდაჯერებულობა შეხამებულია მონდომებასთან, გამტანი ძალა- საკუთარი სიმართლის რწმენასთან, სიმამაცე და გამბედაობა – ღირსებასა და დიდსულოვნებასთან.

 

მარსი I სახლში

ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი .

ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.

მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“-ს გამოსახულების ჩართვა. მამაკაცისთვის მარსით პირველ სახლში დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი, ასევე მოთხოვნილება დაიმკვიდროს თავი საკუთარი მამაკაცურობის დემონსტრირების საშუალებით.

ქალის ჰოროსკოპში მარსის ეს მდებარეობა უჩვენებს, რომ მას სჭირდება ძლიერი პარტნიორი , რომელსაც გამოკვეთილად აქვს მამაკაცური თვისებები. თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში ეს შეიძლება სულ სხვა რამეს ნიშნავდეს, ახლა ქალი თვითონ ცდილობს იყოს ემანსიპირებული და „გათავისუფლდეს“, ის სულაც არ ეძებს „სუპერმენს“, ამის მაგივრად არჩევს საკუთარ თავში განავითაროს მამაკაცური ხასიათის შტრიხები. იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ორი შესაძლებლობიდან რომელია წინა პლანზე, საჭიროა ჰოროსკოპის სხვა ასპექტების გაანალიზება.

ლიბიდო პლანეტების პირველ სახლში მდებარეობის დროს სექსუალურობა და აქცენტირებული სექსუალური როლი იკავებს მნიშვნელოვან ადგილს „მე“-ს განსახიერებაში. ამაში იხარჯება დიდი ენერგია. ეს თანაბრად ეხება ორივე ლიბიდო პლანეტას.

©ბ. ჰუბერი


About Rusa

Scroll To Top