მარსი სასწორში

მარსი სასწორში

მარსი ჰაერის სტიქიაში

როცა აგრესიის და თვითდამკვიდრების პლანეტა ხვდება ურთიერთობების და თანამშრომლობის ნიშანში, ადამიანის სულში აუცილებლად წარმოიშვება დინამიური დაძაბულობა. მან არასოდეს არ იცის ზუსტად რა უნდა და როგორია მისი მიზანი. ბუნებრივად დამახასიათებელი გაუბედაობის გამო მისთვის რთულია საკუთარი სურვილების ასრულება, რის გამოც გროვდება გაღიზიანება და სიბრაზე. მაგალითად შეიძლება სასიამოვნო საუბარი შეიცვალოს თვითგამოხატვის განმაიარაღებელი უკმეხი პირდაპირობით. მისი ფიზიკური ენერგიასა და გონებრივ მდგომარეობაზე გავლენას ახდენენ სხვა ადამიანები ვისთანაც აქვს ახლო ურთიერთობები. ხოლო მათი მარადიული სამართლიანობის ძიების გამო ეფლობიან დაუსრულებელ ფიქრებში.

მარსი მიისწრაფის კონფრონტაციისკენ, იმ დროს როცა სასწორი (ვენერის ნიშანი) ეძებს თანამშრომლობას. ეს ადამიანები სიამოვნებას იღებენ (ვენერა) კამათით და დებატებით (მარსი). მარსის ეს მდებარეობა მიუთითებს არაჩვეულებრივ მახვილგონიერებაზე, რაც ხშირად ვლინდება ინტელექტუალურ დაპირისპირებაში და პროფესიულ ამბიციებში. შეუძლიათ იყვნენ დამაჯერებლები ან ბუზღუნები, გააჩნია რომელ მხარეს იხრება სასწორის პინები. ზოგადად ისინი ძალიან ამოუცნობები არიან, განწყობა მუდმივად ეცვლებათ. ისინი გონებაში სწონიან ყველაფერს, მათ შორის სხვების წარმოსახვით რეაქციებს მათ შესაძლო მოქმედებებზე.

უხეში მარსი რაფინირებულ და კეთილგანწყობილ ნიშანში წარმოადგენს მიზეზს სხვა კონტრასტებისთვისაც: ცხელი ვნება შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს ცივი ჩაკეტილობით; ფაქიზი მხატვრული გემოვნება ერთ სიტუაციაში, კონტრასტშია ღია ვულგარულობასთან მეორეში. ასეთი კონტრასტები პიროვნებებში მარსით სასწორი განპირობებულია იმით, რომ ისინი მუდმივად იდეალური ბალანსის ძიებაში არიან ცხოვრებაში, სიყვარულსა თუ სექსში. მათი გაურკვევლობა და გაუბედაობა გამაღიზიანებელია როგორც მათთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის.

მარსი სასწორის არსი

  • თავს ავლენენ როგორც კომუნიკაბელური, მომხიბვლელი, თანამშრომლობისადმი მიდრეკილი ადამიანები, გამორჩეული პირდაპირი და ენერგიული ინტერესით პიროვნებათშორისი ურთიერთობებით ერთი – ერთზე.
  • მიზნად აქვს – მიაღწიოს სამართლიანობასა და ჰარმონიას.
  • ფიზიკურ ენერგიაზე და გაბედულებაზე ძლიერ გავლენას ახდენს ახლობელი ადამიანები, ასევე ესთეტიური შეხედულებები; პრაქტიკული მოქმედებების მიღებას ხელს უშლის სურვილი აწონონ ყველა შესაძლო ვარიანტი.
მარსიანელ სასწორს სექსუალურად ლამაზი გარეგნობისა და დახვეწილი მანერების ადამიანები იზიდავს. ტრფობისა მოხიბლვის პროცესი ჭეშმარიტ სიამოვნებას ანიჭებს. მისი მომხიბვლელობის წინაშე ყველა უძლურია და ადრე თუ გვიან მის სარეცელში აღმოჩნებიან. თუ ასე არ მოხდა, დიდად არც განიცდის და მყისვე ახალი კანდიდატურის ძიებას იწყებს.
რაც უფრო მრავალფეროვანი სექსი აქვს, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს ინტერესს ერთი პარტნიორის მიმართ. ხანგრძლივი ურთიერთობისთვის დადებითად მოქმედებს ასევე გარემოს ხშირი ცვლა და სიახლეები.
როგორც კი პარტნიორული ურთიერთობები მყარდება, მარსიანელი სასწორი მაშინვე ურთიერთობების გარკვევას იწყებს. ამ „გასართობი რიტუალის“ გარეშე,რჩეულთან თანაცხოვრება მოსაწყენად ეჩვენება.

ყოველთვის ცდილობენ დაიცვან იდეალური ბალანსი და ამ პრინციპს იყენებენ საკუთარ შეხედულებებში იდეალურ ურთიერთობებზე. თუმცა მთავარი პრობლემა მამაკაცებისთვის და ქალებისთვის მარსის ასეთი მდებარეობით არის ის, რომ მუდმივად ადარებენ (გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად) თავის პარტნიორებს საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენლებს. ეს ძალიან ურთულებს მათ ცხოვრებას, ხელს უშლის იმ ადამიანის დაფასებაში, რომელიც შეიძლება განიცდის მათ მიმართ ჭეშმარიტ გრძნობას. ორივე სქესის წარმომადგენლები, როგორც წესი, ძალიან ინტერესდებიან რომანტიული ურთიერთობებით და ზოგჯერ გატაცებულიც არიან მისი დეტალური შესწავლით. გარდა ამისია, ისინი დამოკიდებული არიან სხვა ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობებზე (იქნება ეს პარტნიორი თუ ახლო მეგობრები) როგორც სასიცოცხლო ენერგიის წყაროსა და სახელმძღვანელოზე.

სქესობრივი ცხოვრების მიმართ აქვთ ფაქიზი დამოკიდებულება, სურვილი აქვთ რომ სექსი იყოს ღრმად პირადული, სადღაც ”დახვეწილიც”, თან მასში გათვალისწინებულიც იყოს პარტნიორის სურვილები და არ იყოს კვალიც კი ღია ვნების. თუმცა მარსით სასწორები საკმაოდ სასიამოვნო ადამიანები არიან, პარტნიორს შეიძლება მოეჩვენონ ცივები თუ მოუნდებათ უფრო მეტი, ვიდრე სასიამოვნო მანერებია. როგორც დამახასიათებელია მარსებისთვის ჰაერის ნიშანში, მარს სასწორებსაც სექსუალურად აღაგზნებს წარმოსახვითი სურათები, ამასთან ლაპარაკია მხოლოდ გამოსახულებაზე რეალურ სიღრმისეული ემოციების და არა უშუალო განცდებზე.

 

ქალები, მარსით სასწორში, იხლიჩებიან აგრესიულ ქმედებას და პასიურობას შორის. მათ სურთ ხან ენერგიული სექსი, ხან ნაზი რომანტიკა. ენერგიული და თავისუფალი მარსი, შერწყმული დახვეწილობასთან, გულისხმიერ სასწორში, განაპირობებს განუსაზღვრელ პიროვნულ თვისებებს და ქცევას პიროვნებათშორის ურთიერთობებში, მაგრამ ამასთან მიანიშნებს მრავალ არაჩვეულებრივ ვერბალურ და მხატვრულ ნიჭზე .

მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მარსის ასეთი მდებარეობით მუდმივად განიცდიან ახლო ურთიერთობების მოთხოვნილებას, როგორც მათი ენერგო სტიმულაციის წყაროს მიმართ. ამასთან არსებული თვითდამკვიდრების მოთხოვნილება უბიძგებს მოახდინონ მხურვალე მოკლევადიანი ურთიერთობების ინიცირება, რადგან ხანგრძლივი ურთიერთობები მოითხოვს თვითდისციპლინას, პასუხისმგებლობას, ვალდებულების განცდას და დიდ ძალისხმევას, ეს მათ არ იზიდავთ. თუ ამ ქალებს სურვილი აქვთ იზრუნონ ხანგრძლივ ცხოვრებისეულ მიზნებზე და შეუსაბამონ საკუთარი ჩვევები ამას, აუცილებელია ”დაუშვან მიწაზე” საკუთარი ფანტაზიები და ხარჯონ ენერგია უფრო თანაბრად. მათ განსაკუთრებით იზიდავთ ინტელექტუალი, კულტურული, კარგად აღზრდილი მამაკაცები, სასურველია ლამაზებიც. თუ მათი რჩეული არ გამოირჩევა ორატორობით სასურველია, რომ მან ამის კომპენსირება მოახდინოს გარეგნობით ან ესთეტიური უნარებით . სამართლიანობა – ამ ქალებისთვის უმთავრესია, მოითხოვენ აბსოლიტურ თანასწორუფლებიანობას ურთიერთობებში, თავისუფალ სივრცეს – ურთიერთობებისთვის და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მიუხედავად იმისა რომ ახლო ურთიერთობების მოთხოვნილება აქვთ, არ უყვართ ძალიან ინტენსიური ურთიერთობები. ეს ასევე ეხება სექსს (თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ქალების ენერგეტიკა ბევრად დამოკიდებულია ჰოროსკოპის სხვა ფაქტორებზეც)

მშევნიერი სქესის წარმომადგენლები მარსით სასწორი გამოირჩევიან ესთეტიური დახვეწილობით, ეს ძლიერ გავლენას ახდენს მათ სექსუალურ მისწრაფებებზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სექსის დროს პარტნიორის დანახვა, ამიტომ უმეტესად უპირატესობას ანიჭებენ სექსს სინათლეზე, რათა ყურადღების კონცენტრირება მოახდინონ პარტნიორზე და არა მხოლოდ საკუთარ ფიზიკურ შეგრძნებებზე და ემოციებზე. მათ უყვართ პარტნიორის სიამოვნებით გამოწვეული განცდა.

მამაკაცები, მარსი სასწორში, აწონასწორებენ თავის მამაკაცურობას და თავმოყვარეობას საოცარი დახვეწილობით სხვა ადამიანების მოთხოვნილებებთან და რეაქციებთან შესაბამისობაში. მამაკაცებს მარსის ასეთი მდებარეობით ძალიან კარგად ესმით ქალების, არამარტო სიყვარულის და სექსის, არამედ ნებისმიერ სხვა ცხოვრებისეულ საკითხებშიც. უყვართ ქალთა საზოგადოებაში ტრიალი, მათ აღაფრთოვანებს სილამაზე. ეს ინდივიდები უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, სასიამოვნო ურთიერთობებს, ვერ იტანენ კამათს და ისტერიკას, რადგან ყველა საკითხი სურთ გადაჭრან რაციონალურად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იმის გამო რომ სურვილი აქვთ ასიამოვნონ პარტნიორს, ისინი მიჰყავს იქამდე რომ პარტნიორს აძლევენ საკუთარ თავზე დომინირების უფლებას და საერთოდ არანაირად არ გამოდიან ურთიერთობებში ქალის ხელმძღვანელი როლის წინააღმდეგ. ეს მამაკაცები უიმედოდ საჭიროებენ რომანტიულ ურთიერთობებს, რომელიც აღაგზნებს და მუხტავს მათ ფიზიკური და შემოქმედებითი ენერგიით.

 

 


About Rusa

Scroll To Top