მარსი ტყუპებში

მარსი ტყუპებში

მარსი ჰაერის სტიქიაში

მარსი ტყუპების ნიშანში დაბადებული ადამიანები დაჯილდოებული არიან კომუნიკაციის უნარით, ეხერხებათ საკუთარი აზრების თავისუფლად გადმოცემა, საუბარი და ხელსაქმე, რაც ეხმარებათ დიდი წარმატების მიღწევაში. მრავალმხრივ განვითარებულები არიან, ეს ხელს უშლით კონცენტრირებაში და შორს მიმავალი გეგმების დასახვაში.

მათი მოქნილი და უსასრულოდ ცნობისმოყვარე გონება დაკავებულია კავშირების ძიებით (ალბათ, საკვანძო სიტყვაა ტყუპებისთვის) ადამიანებს შორის, ადამიანებსა და განცდებს შორის. მათი ფსიქიკური ენერგია თითქოს ამოუწურავია, ზუსტად ამის გამო ისინი ყოყმანის გარეშე ცვლიან ინტერესის სფეროებს, მოძრაობის მარშრუტებს და ურთიერთობებს. თუმცა ასეთი ტენდენციის გამო ხშირად უხდებათ ენერგიის ხარჯვა უაზროდ და წვრილმანებზე, ზედაპირულ იდეებზე და არაფრისმომცემ ურთიერთობებზე.

მარსი ტყუპები ფაქტობრივად შეპყრობილნი არიან ურთიერთობების სურვილით. ეს არც ისე ცუდია თუ ნაკლებ აგრესიული და ზომიერები არიან საკუთარი იდეების დამტკიცებისას, რომლებიც ხშირად მიდის ჩვევამდე იკამათონ ნებისმიერ საკითხზე. თუ ისინი ახერხებენ დაძლიონ საკუთარ თავში უადგილოდ ლაპარაკის ტენდენცია და არ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში, შეუძლიათ მიაღწიონ დიდი წარმატებას სხვადასხვა პროფესიებში, რომელიც დაკავშირებული იქნება – ვაჭრობა, მარკეტინგის, პედაგოგიკის ან ლიტერატურულ საქმიანობასთან.

გამომგონებლი, ჭკვიანი და საზრიანი ხშირად კარგად ერკვევა მექანიკასა და ელექტრონიკაში. სანამ თქვენ მკითხაობთ, მარსმა ტყუპებმა უკვე იცის ვის მიმართოს პრობლემის მოსაგვარებლად ან პოულობს მის გადაწყვეტის არატრადიციულ მეთოდებს. ისინი ძალიან ამაყობენ საკუთარი მრავალრიცხოვანი მეგობრებით საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან და უყვართ ადამიანების ერთმანეთთან დამეგობრება. ძალიან სწყინთ თუ ვინმეს დროის ფუჭად დაკარგვად მიაჩნია ისეთი ადამიანების გაცნობა ვისაც კვლავ ან შეხვდება ან არა .

მარსი ტყუპებისთვის დამახასიათებელია მოქნილი ჭკუა, მათ შორის ხშირად შეხვდებით ცნობილ სპორცმენებს, რომლებსაც აქვთ სწრაფი რეაქცია, ფსიქოლოგიური სიმხნევე და ნერვული სისტემის ჰარმონიული წყობა, ინტელექტი და მოძრაობების კოორდინირება. ყველა ადამიანისთვის მარსით ტყუპებში რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობა, რათა გააწონასწორონ და დაამშვიდონ თავისი ბუნების მენტალური მხარე.

 მარსი ტყუპების არსი

  • ყველაფერს აღწევენ სიტყვებით, მოქნილი ჭკუით, საუბრისა და მრავალრიცხოვანი უნარების დახმარებით.
  • სურვილები სწრაფად ეცვლებათ, ადვილად ეფანტებათ ყურადღება, არიან ძალიან მეგობრული, ეხერხებათ ახალი კავშირების დამყარება.
  • ფიზიკური მიზიდულობის ენერგიისა და სექსუალური აღგზნება ხდება საუბრებით, გამოსახულებით და საინტერესო ახალი იდეებით. გახსნილები არიან ნებისმიერი სიახლის მიმართ.

ორივე სქესის წარმომადგენლებს მარსით ტყუპებს იოლად ეფანტებათ გონება და უჭირთ იმის გარკვევა სინამდვილეში რას ელიან ურთიერთობებისგან. მათი რომანტიული ინტერესის საგანი შეიძლება სწრაფად იცვლებოდეს, ნაწილობრივ სექსთან მიმართებაში უსასრულო ცნობისმოყვარეობის , ”საქორწინო თამაშებისა” და სხვადასხვა ადამიანებთან სასიყვარულო დაპირებების გამო. ინდივიდებს მარსით ტყუპებს სჭირდებათ მენტალური და ვერბალური სტიმული, რათა მათ შინაგანი ცეცხლი არ ჩაქვრეს. აკმაყოფილებთ ისეთი პარტნიორები რომლებიც ბევრი რამით ინტერესდებიან, ცდილობენ მუდმივად ისწავლონ რაღაც ახალი, მოიქცნენ ყოველთვის განსხვავებულად, ან გამოთქვამენ ორიგინალურ დაკვირვებებს.

რადგან მთელი მათი მარსული ენერგია კონცენტრირებულია ფსიქიკურ საქმიანობაზე , სქესობრივი აქტივობა ჩვეულებრივ არც ისე ძლიერია. თუმცა შეიძლება დატოვონ შთაბეჭდილება, რომ განსაკუთრებულად ინტერესდებიან სექსით და ეროტიკის სხვადასხვა ფორმებით, განსაკუთრებით თუ პირად რუქაში აქცენტირებულია სხვა ფაქტორებიც.

ქალები მარსით ტყუპები განთქმული არიან ხელსაქმით, მუსიკალური სმენით და ზოგჯერ ინტელექტითაც. აქვთ ახალგაზრდული სული, რაც მათ ხდის კარგ აღმზრდელებად და მასწავლებლებად. არიან მოქნილები, ადვილად ახერხებენ ადაპტირებას, უყვართ მრავალფეროვნება და სურვილი აქვთ პარტნიორიც ჩართონ თავის საქმიანობაში. საკუთარი გრძნობების შესახებ ურჩევნიათ ისაუბრონ, ვიდრე გამოავლინონ ფიზიკურად. ზოგადად, მსუბუქი ფლირტი ურჩევნიათ მჭიდრო ურთიერთობებს. თუ მოხდა ისე, რომ ურთიერთობები ფლირტს გასცდა, მოვლენების შემდგომი განვითარება უჭირთ. ისინი დიდი მონდომების გარეშე აძლევენ მამაკაცს უფლებას მიუახლოვდეს მათ სხეულს. ქალებს მარსით ტყუპებს უყვართ ჭკვიანი, საინტერესო საუბარი, რომლითაც ეხერხებათ ძლიერი სქესის გართობა და ახლის სწავლა. განსაკუთრებით იზიდავთ იდუმალი და გონებამახვილი მამაკაცები.

მამაკაცები მარსით ტყუპები განთქმული არიან კეკლუცობით. თუ მათ დაძლიეს საკუთარ თავში ეს ტენდენცია და კონცენტრირება მოახდინეს მხოლოდ ერთ ქალზე, ცდილობენ მასზე მოახდინონ შთაბეჭდილება საკუთარი მიღწევებით, უნარებით ან ინტელექტით. ამ ტიპის მამაკაცებს ხშირად ახასიათებთ ყმაწვილური უცოდველობა, რაც ხშირად მომხიბვლელია კიდეც, თუმცა გამაღიზიანებელია მაშინ, როდესაც პარტნიორს სურს მათგან განზრახვის სიცხადე და რეალური ერთგულება.

სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში მათ ეხმარებათ – შეხება. ამასთან არამარტო საყვარელ ადამიანთან, არამედ ნებისმიერი სქესის მეგობრებთან, კონტაქტის დასამყარებლად მათთვის უბრალოდ აუცილებელია თანამოსაუბრეს შეეხონ.

წყარო:enigma-project.ru

სტატიის ავტორი : რუსა


About Rusa

Scroll To Top