მარსი ქალწულში

მარსი ქალწულში

 

მარსი მიწის სტიქიაში

როდესაც მარსი ხვდება ანალიტიკური აზროვნების მქონე ქალწულის ნიშანში, ეს მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. საქმეში ავლენენ დიდ მოხერხებულობას, იგონებენ ახალ მეთოდებს, რათა მიიღონ სასურველი რეზულტატი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ყურადღებას აქცევენ უმცირეს დეტალებსაც კი, რითაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალწულის ქმედება განსხვავდება მორიელისგან (ქალწული აანალიზებს, ხოლო მორიელი უფრო ეყრდნობა ინტუიციას), ისინი ერთმანეთის მსგავსი არიან იმაში, რომ სიღრმისეულად ახერხებენ ჩაწვდნენ საქმის ყველა დეტალში და გარემოებაში.

ქალწული ზოგადად ოსტატის ნიშანია, ადამიანები მარსის ამ მდებარეობით არ ზოგავენ დროს იმ საქმის თითოეული დეტალის დახვეწაზე (გამოჩარხვაზე), რომლითაც დაკავებული არიან. მარსით ქალწულები ცნობილი არიან შრომისმოყვარეობით, რის გამოც ხშირად სამსახურს (საქმეს) უჭირავს უპირველესი ადგილი მათ ცხოვრებაში, ხოლო ყველაფერი სხვაზე, მათ შორის პირადი ურთიერთობებზე ზოგჯერ დრო თითქმის არ რჩებათ. რადგან ამ ინდივიდებს ნამდვილად შეუძლიათ საქმის შესრულება სხვებზე უკეთესად , საკუთარი პრაქტიკული ჭკუის წყალობით (და იმის გამო რომ მუდმივად მზად არიან შეასრულონ ისეთი სამუშაოც კი, რომელზეც სხვები უარს ამბობენ) ისინი ხშირად საკუთარ თავს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ, სამუშაოს უზადოდ შესრულების უნარის გამო მათ უფრო და უფრო მეტ საქმეს ავალებენ. არიან ძალიან დისციპლინირებული და და კრიტიკულად უყურებენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს არა არის დამახასიათებელი, ამის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემა ურთიერთობებში. მაშინაც კი როდესაც მარსი ქალწული არაკომპეტენურია რაიმე საკითში, ის მაინც მონდომებით უკირკიტებს სხვის ნამუშევარს რათა გამოძებნოს შეცდომები და დაჟინებით მოითხოვს გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც მას სურს! ეს ადამიანები ყველაფერში მიისწრაფვიან წესრიგისა და კანონზომიერებისაკენ, რაც მათი უმთავრესი თვისებაა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – სამეცნიერო დისციპლინებში. თუმცა ეს არაა კარგის მომტანი ემოციურ ურთიერთობებში. მსგავსი პერფექციონიზმი (სრულყოფილებისკენ სწრაფვა) მათ უბიძგებს შეცვალონ სხვა ადამიანი, ამასთან ქალწულ მარსს თავში აზრადაც არ მოსდის რომ ზუსტად კრიტიკა და ნაკლის ძებნა- ეს არაა ყველაზე ეფექტური მეთოდი გავლენა მოახდინო გარშემომყოფების აზროვნებასა და ქცევაზე.

მარსი ქალწულის არსი

  •   თავს ავლენენ როგორც მორიდებული, ანალიტიკურად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, ზოგჯერ მეწვრილმანე და კრიტიკული ადამიანები.
  •  ყველაფერში ესწრაფვიან სრულყოფილებას; გაბედული და ინიციატივიანები არიან, თუმცა თვითკრიტიკულობამ და დეტალებისადმი გადამეტებულმა ყურადღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს.
  •  უმთავრესი ფაქტორი რომელიც გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ ენერგიაზე და ნებისყოფაზე არის სურვილი – ემსახურონ ადამიანებს; უყვართ და კარგად გამოსდით მუშაობა. აქვთ პრაქტიკული ჭკუა.
ამ მარსის სექსუალური ურთიერთობები წვრილმანებისგან შედგება. ის ადამიანს ხვდება, ესაუბრება, იცნობს და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ უჩნდება სურვილი. მას ყველაზე მეტად უყვარს ხანგრძლივი პრელუდიები, რაც საჭირო კონდიციის მიღწევაში ეხმარება. მაგალითად, აბაზანაში ჭყუმპალაობა, ლოგინში კოტრიალი, სარელაქსაციო-ეროტიული მასაჟები და ა.შ. სანამ „მთავარზე“ გადავა, მან აუცილებლად უნდა იგრძნოს პრაქტიკული და სრულიად მიწიერი ტიპის მზრუნველობა.
ყველაფერი აუჩქარებლად უნდა მოხდეს. მას საკუთარი სურვილის მიხედვით უყვარდება და გულის სიღრმეში ვერ იტანს ამაღელვებელ ემოციებს. ურთიერთობები ხანგრძლივი იქნება, თუ პერიოდულად შორდება საყვარელ ადამიანს.
თუ რაღაც დროის შემდეგ მარსიანელმა ქალწულმა მოიწყინა, სექსი მისთვის ერთგვარი სავარჯიშო ხდება. იმისათვის რომ თავი სტაგნაციიდან გამოიყვანოს, ახალი ობიექტის ძიებას იწყებს.

ამ მარსის მქონე ქალებისთვის და მამაკაცებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული ჭკუა თავს ავლენს სექსშიც კი. წინასწარ ფიქრობენ, აანალიზებენ ამ ქვეყნად ყველაფერს, ეჭვი ეპარებათ და ღელავენ. ამ ადამიანებისათვის დამახასიათებელია ინტიმური ურთიერთობების მიმართ წინასწარ განსაზღვრული „ცივი“ მიდგომა, რაც ხშირად იწვევს მათ ინტერეს სხვადასხვაგვარი ტექნიკური ასპექტისა და სამეცნიერო -პოპულარული წიგნების მიმართ -სქესობრივი ცხოვრების შესახებ. იმდენად შეიძლება გაიტაცოს მათთვის საინტერსო საგნის შესწავლამ, რომ დაკარგონ ურთიერთობებში უშუალობა, რადგან ყველაფერი წინასწარი გათვლების, გეგმის მიხედვით მიმდინარეობდეს და არა სიღრმისეული განცდებისა ან ვნების გავლენით. მიწის მარსის მქონე ადამიანები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, მაგრამ ამასთან ზედმეტად ინტელექტუალები. ერთ–ერთი ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ დაამყარონ ისეთი ურთიერთობა, სადაც მგრძნობიარობა შერწყმული იქნება კარგ ვერბალურ ურთიერთობასთან. შრომისმოყვარეობის გამო ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ მოვალეობის შესრულებაზე და მიმართავენ მას წარმატების მიღწევაზე. როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის მარსის ამ მდებარეობით, დამახასიათებელია ზომიერი სექსუალური მიზიდულობა, ამასთან ქალწულში ეს უფრო ნაკლებ მდგრადია ვიდრე სხვა მიწის ნიშნებში.

უფრო მეტიც, მარსის ამ მდებარეობის მქონე ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არც უჩნდება სექსის სურვილი. თუ ეს ასეა, თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, მაშინ როცა აღიარებენ საკუთარ ბუნებას და ნაკლებად კარგავენ დროს გაუთავებელ თვითანალიზზე. ჰიპერაქტიური ანალიტიკური ჭკუა ხელს უშლის ურთიერთობებს; თუ ეს ინდივიდები ფოკუსირებას ახდენენ საკუთარ თავზე, იძირებიან ეჭვებში, გადაჭარბებულ სინანულში და დეპრესიაში. ხოლო თუ მათი ყურადღება მიმართულია სხვა ადამიანის მიმართ, ეს იშვიათადაა კეთილგანწყობა, რის გამოც სხვა ადამიანი გასაგები მიზეზის გამო, შორს იჭერს თავს და გადადის თავდაცვაზე. უნდა ვაღიაროთ , რომ ურთიერთობების ადრეულ სტადიებზე პარტნიორის შეფასებას ახდენენ სხვა ადამიანებიც, თუმცა მარსი ქალწულისგან განსხვავებით, არცერთი არ აღიარებს, რომ გააჩნია შეფასების გარკვეული შკალა. რადგან ამ მარსისთვის დამახასიათებელია ინტროვერტობა და არააგრესიულობა, მარსის ენერგია მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ , რაც იწვევს ნერვულ დაძაბულობას და სექსუალურობის დამუხრუჭებას. მარსმა ქალწულმა აუცილებელია ისწავლოს მოდუნება, ნაკლები იფიქროს და მეტად დაეყრდნოს გრძნობებს ; მხოლოდ ასე (ზოგადად ნაკლებად თავდაჯერებულები არიან) მიაღწევენ საკმარის გახსნილობას სასიყვარულო განცდების მიმართ და შეაფასებენ მას სათანადოდ.

ქალები: მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მარსით ქალწულები აქტიურები არიან , როცა დაკავებული არიან საოჯახო საქმეებით, ხელოვნებით რაშიც შეუძლიათ მიაღწიონ საკმაოდ დიდ წარმატებებს. სექსის მიმართ ჩვეულებრივ აქვთ პასიური დამოკიდებულება. მკაცრად აკონტროლებენ სექსუალურ ინსტიქტებს და იშვიათად არიან განსაკუთრებით ვნებიანები ( გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა მზე ან სხვა მაჟორული ფაქტორი აღმოჩნდება უფრო სექსუალურ ნიშანში) მოსწონთ როდესაც სასურველები არიან , გარდა ამისა უდიდეს სიამოვნებას იღებენ იმით, როცა თავს გრძნობენ პარტნიორისთვის საჭიროდ და იმისგან რაც პარტნიორს აღაგზნებს და არა საკუთარი ფიზიკურ-ემოციური განცდებისგან. უყვართ ჩახუტება და სხვა მგრძნობიარე გამოვლინებები, რაც ეხმარებათ დროებით დაივიწყონ ყველაფერი და დაეშვან მიწაზე. განსაკუთრებულად იზიდავთ კონსერვატული, პედანტი მამაკაცები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს სუფთად და დისციპლინირებულად. მათ ასევე მოსწონთ ინტუიციური მიხვედრილობა , მოხერხებული ჭკუა და ინტელექტი.

კაცები: ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მარსით ქალწულებს უყვართ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების დემონსტრირება, რათა ამით ქალებზე მოახდინონ შთაბეჭდილება. მათ შეუძლიათ ასევე შესთავაზონ პრაქტიკული დახმარება (დაჟინებითაც კი! ) მიუხედავად იმის, სათანადოდ დააფასებს თუ არა ამას მათი რჩეული. ქალწული ერთ–ერთი იშვიათი მარსის ნიშანია, რომელიც მიუთითებს მამაკაცის სიმორცხვეზე. ცდილობს თავის დემონსტრირებას როგორც „ნამდვილი მაჩო“ , რაც რეალურად დიდი პლიუსია ურთიერთობებში. მარსის ამ მდებარეობის მქონე ზოგიერთი მამაკაცისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული მღელვარება საკუთარ სექსუალურ ენერგიაზე. მარსი ქალწულებისთვის (განსაკუთრებით მამაკაცებისთვის) დამახაიათებელია მკვეთრი კრიტიკული რეაქცია თუ გრძნობენ, რომ მათ სურვილს აიგნორებენ.


About Rusa

Scroll To Top