მარსი მეოთხე სახლში
მარსი IV სახლში (+) – საგვარეულო ტრადიციების მატარებელია, პატრიოტია. თავად ჰქმნის საკუთარ სახლს, უხეშია ახლობლებთან ურთიერთობებში. შეიძლება ოჯახში იქცეოდეს ტირანივით, აიძულოს ახლობლები იმუშაონ მისთვის, ყველაფერში ჩაერიოს, ამასთან თვლიდეს რომ ყოველთვის მართალია. საჭირო მომენტში შეუძლია მოთოკოს საკუთარი სურვილები. აქვს ძლიერად განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიქტი, წინასწარ გრძნობს საფრთხეს.
(-) – დაძაბული ურთიერთობები აქვს ახლობელ ადამიანებთან, მათგან ხშირად მოდის მტრული განწყობა. აჯანყება მშობლების წინააღმდეგ, იდევნება სამშობლოში, უწევს მშობლების სახლიდან წავსლა, ემუქრება ემიგრაციის საფრთხე, მაწანწალობა და საკუთარი კუთხის (სახლის ) ძიება.
©პ. გლობა
მარსი IV სახლში
მოთხოვნილება აქვს იყოს ოჯახის უფროსი. დიდ ენერგიას ხარჯავს სახლის მოწყობასა და გაფორმებაზე. ყველაფრის გარემონტება უყვარს საკუთრი ხელით. დაინტერესებულია ეკოლოგიური პრობლემებით. მშობლიური ადგილებიდან გამგზავრება ეხმარება ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებაში. ხშირად მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს სახლს ან მიწის ნაკვეთს. აქვს კარგი / მყარი აღნაგობა და ენერგია ღრმა სიბერემდე.
გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების დროს მისთვის რთულია საკუთარი ბრაზის გამოხატვა, შეჯიბრში მონაწილეობა, იმ დროს როცა ახლობლელი ადამიანები ხშირად ხდებიან მისი მხრიდან მსგავსი საქციელის მომსწრე. ხშიარია გაღიზიანება, ფეთქებადობა, უსიამოვნებები ოჯახში ან რაიმე სახის კონკურენცია ნათესავებთან. სურვილი აქვს იყოს ოჯახის წინამძღოლი და ხარჯავს დიდი ენერგიას, რომ ყველაფერი მის ნება-სურვილს დაექვემდებაროს.
©ფ. საკოიანი
მარსი IV სახლში
მომუშავე (მუშაკი)
მარსი IV სახლში დაცემულია
აქვს აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია თუმცა აუცილებელია ადამიანი გაერკვეს ამის ჭეშმარიტ არსში.
დაბალ დონეზე ესაა გარე სამყაროს აქტიური და ენერგიული გამოყენება იმ მიმართულებით რომელზეც მიანიშნებს მარსის ასპექტები (მაგ. მე-10 სახლთან ოპოზიცია – წმინდა ეგოისტური გარე მიზნები, მე-7 სახლთან ასპექტის დროს – მტრების და პარტნიორის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება და ა.შ) ადამიანის ცხოვრებისეული პოზიციაა – “სამყარო თავისი მორალური სახით, მხოლოდ იმის ღირსია, რომ გამოვიყენო ჩემ სასარგებლოდ“ მსგავსი ქვეცნობიერი დამოკიდებულება არაცნობიერად ინიღბება, გაცნობიერებული და მსგავსი გამოხატული პოზიციით – “მე არარაობა ვარ“ რომლის მიღმაც მოიაზრება ნიჰილისტური განწყობა სამყაროს მიმართ და ეგოისტური დამოკიდებულება – “რადგან ღმერთი არის და მან მე შემქმნა, ჩემზე მისი ანაბეჭდია და მან მომცა გარკვეული დავალება, ამიტომ არარაობა ვერანაირად ვერ ვიქნები.”
შემდეგ დონეზე, ენერგეტიკული მოხმარების იდეას ცვლის სამყაროსთან დაპირისპირების სურვილი. “სამყარაოში მრავალი არასრულყოფილება, უსამართლობა და ბოროტი ძალებია, რომლებთანაც აუცილებელია მრისხანედ შებრძოლება” ამასთან მოიაზრება, რომ ბრძოლაში პირველ რიგში უნდა ჩაერთონ დანარჩენები. მთავარი ნაკლი ამ სიტუაციაში მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს არ სურს დაწვრილებით გაერკვეს ვის ან რის წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას. გავა დიდი დრო სანამ გააცნობიერებს, რომ ომი ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული არაკონსტრუქციულია, რადგან ბოროტების განადგურებას ჯობია მისი გარდაქმა სინათლედ და სიკეთედ.
მხოლოდ სახლის და მარსის დამუშავების მესამე დონეზე, კონსტრუქციული მუშაობის იდეა გარე და შიდა სამყაროზე ხდება ძირითადი ცხოვრებისეული პოზიცია.
მარსის დაზიანების შემთხვევაში ძლიერია შიდა ფრუსტრაცია, სიღრმისეული ფობიები, დაფარული (განდევნილი) აგრესია. ნებისმიერ დონეზე ძლიერია საკუთარი ცხოვრებისეული პოზიცების გამყარების სურვილი და შესაბამისად მოწყვლადობაც. ადამიანი ზოგჯერ ძალიან აუტანელია. აქვს ძლიერი რელიგიური გრძნობები.
საკუთარ სახლში (ოჯახში) ადამიანი აქტიურია, მიდრეკილება აქვს „ომში გამოიწვიოს“ ის ვინც არ არის საჭირო, რომ გამოიწვიოს და თან უდროო დროს. თუმცა შეიძლება გამოავლინოს კონსტრუქციული აქტივობაც, განსაკუთრებით თუ მარს აქვს ჰარმონიული ასპექტები, მაგალითად: დაამზადოს ჩარჩო ფოტოებისთვის ან ფული შეაგროვოს ხუთსართულიანი სახლის შესაძენად, გააჩნია მე-4 სახლის ასპექტებს მე-6 ან მე-8 სახლებთან.
©ა. პოდვოდნი
მარსი IV სახლში
ადამიანი ენერგიას ხარჯავს სახლში, ოჯახში, დაკავებულია საცხოვრისის განახლებით. კონფლიქტური ურთიერთობები აქვს ოჯახის წევრებთან სახლთან. ტრადიცებთან სუსტი კავშირი აქვს.
თუ მარსი დაზიანებულია ემუქრება ხანძრის და გაქურდვის საფრთხე, საყოფა-ცხოვრებო ტრავმები.
©ბ. იზრაიტელი
მარსი მეოთხე სახლში
მიკროკოსმოსი. მარსის მდებარეობა მე-4 სახლში მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ქვეცნობიერი საკურთხეველი აგებულია საკუთარ სურვილებზე დაყრდნობით. ის რაც მას უნდა ხდება თითქმის წმინდათა წმინდა. ქვეცნობიერი კონცენტრირებულობა სამართბელივით ბასრია. თუმცა ადამიანი იჩენს სიფრთხილეს სასურველის მიღებისკენ მიმართულ მოქმედებებში. ხაფანგი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს უჩნდება მიდრეკილება გადადოს მოქმედება , რის შედეგადაც რთული ხდება სასურველის მიღება. სანამ დაიწყებდეს მოქმედებას ამ ადამიანს უნდა, რომ დარწმუნდეს საკუთარ უსაფრთხოებაში. ამოცანა მდგომარეობას – განახორციელოს სურვილი სიღრმისეულად, ისეთი სახით როგორსაც ის იმსახურებს.
პირადი უსაფრთხოება. უსაფრთხოება ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა რთული მისღწევია, პირველ რიგში იმის გამო, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ინდივიდი უკიდურესად ეჭვიანი და მომაბეზრებელია. იმდენად ბევრის მიღება უნდა მათთან ურთიერთობებისგან და ერთობლივი სამუშაოს შედეგად, რომ ერთად თანაცხოვრება და მუშაობაც კი არ არის საკმარისი. ეს ადამიანი ცდილობს იყოს სენტიმენტალური და მზრუნველი (მფარველი) მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ზოგჯერ ზედმეტმა მზრუნველობაც შეიძლება დაღალოს ადამიანი. ზრდასრულ ასაკში დაკავებულია წარსულში მიღებული იარების შესწავლით. ცდილობს გადაახალისოს ოჯახური ატმოსფერო, ერთი ხელის მოსმით დაამყაროს საკუთარი წესები, რათა საბოლოოდ შეძლოს ჩამოაყალიბოს ურთიერთობები ოჯახის წევრებთან მისთვის სასურველი ფორმით. ხაფანგი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ერთი წუთით არ შეუძლია დამშვიდდეს და ჭეშმარიტად მოდუნდეს, ხოლო ამოცანა მდგომარეობს – გაიაზროს განსხვავება მგზნებარებას და აგრესიას შორის.
ემოციური შაბლონები. ცხოვრებისეული მოვლენები გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ ამ ადამიანის შთაბეჭდილებებზე, ვიდრე სხვა პლანეტების სიმბოლურ მდებარეობაზე ამ სახლში. მაქსიმალურად დაძაბული სიტუაციებში მიღებული გამოცდილება უფრო დასამახსოვრებელია მისთვის ვიდრე შედარებით დახვეწილი ფორმის. ბავშვობაში მიღებული ტრავმა, განსაკუთრებით განშორებით გამოწვეული (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი) ძლიერ გავლენას ახდენს ამ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ტერიტორიული პრეტენზიებისთვის ბრძოლებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ადამიანზე, მან უნდა დაიცვას “თავისი საკუთრება“ . ადამიანი გრძნობს რომ მას აფასებენ “მამაკაცური სტანდარტებით“ ანუ მისი სურვილის, ზეწოლის უნარის და თვითნებური ქცევების მიხედვით.
მშობლები ქვეცნობიერად დაკავშირებული არიან ამ ადამიანთან. აქ ჩვენ გვხვდება წინააღმდეგობრიობა: მამრობითი პლანეტა ხვდება, მდედრობით ნიშანში. ეს მდებარეობა მიუთითებს ერთმანეთისგან ძალიან განსხავებულ ცხოვრებისეულ სიტუციებზე. მაგალითად : დედის ქალური გარეგნობის მიუხედავად, ინდივიდი გრძნობს მისი მხრიდან მამაკაცურ ზეწოლას . შეიძლება ის იყოს საკმაოდ ენერგიული ქალი, ოჯახის წინამძღოლი, ადამიანი რომელსაც კარგად გამოსდიოდა საკუთარი ნიჭის გამოყენება საზოგადოების მართვის სფეროებში. ხოლო მეორეს მხრივ მამა ასრულებდა ზოგიერთ კლასიკურ დედობრივ ვალდებულებებს. პლანეტის მსგავსი მდებარეობა ხანდახან მიანიშნებს მშვობლებთან ხანგრძლივ უთანხმოებას ან უხეშობას მშობლებთან ურთიერთობებში .
პრივატული ინტუიცია. ეს ადამიანი უკავშირდება ქვეცნობიერ მმართველს ენერგიული და იმპულსური გზავნილით. უღრმავდებიან საკუთარ თავს რათა მოიკრიბონ ძალები, დაიმუხტონ ენერგიით, აენთონ სურვილით. დაბრკოლებებთან და წინააღმდეგობებთან დაპირისპირების დროს გაურბის გარე სამყაროს, რათა შემდეგ ბუმერანგივით უკან დაბრუნდეს და სრულიად განსხვავებული მიდგომით შეეჭიდოს პრობლემას. ქვეცნობიერი აძლევთ პასუხს კითხვაზე თუ რა სურთ სინამდვილეში.
©ბილ ჰერბსტი
მარსი IV სახლში
ადამიანს უჭირს საკუთარი მრისხანების გამოვლენა, პაექრობა და დაპირისპირება გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, მაშინ როცა ახლობელი ადამიანებს მუდმივად უხდებათ ხასიათის ამ თავისებურებასთან შეხება. დამახასიათებელია გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა ოჯახურ ურთიერთობებში, ხშირად კონკურენციის მომენტი ნათესაურ ურთიერთობებში. სურვილი აქვთ გახდნენ ოჯახის უფროსი, ხარჯავენ დიდი ენერგიას, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობდეს როგორც მათ სურთ.
მარსი 4 სახლში
უცნაური ადამიანები არიან, რთულია ახლობლური ურთიერთობის შენარჩუნება.არიან გულისხმიერები, თუმცა უყვართ კონკურენცია. ფლობენ საკუთრებას. ზოგჯერ ემუქრებათ ფინანსური დანაკარგები სარისკო საქმეებისგან. ხანდახან მიანიშნებს განქორწინებაზე ან ორმაგ ქორწინებაზე.
©ინდუბალა
მარსი 4 სახლში: საფუძვლიანობა
ეს ადამიანები განიცდიან საიმედოობისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებას, რაც დაკავშირებულია საკუთარ საცხოვრისთან. დომინანტი მშობლის გამო შეიძლება დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეთ ოჯახურ ურთიერთობებში და რამაც შეიძლება უბიძგოთ მშობლიური სახლიდან გამგზავრება. შეიძლება ამ ადამიანებს ხშირად უწევდეთ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. ზოგჯერ ერთერთი ახლო ნათესავი სამხედროა.
აუცილებელია ამ ადამიანმა ისწავლოს ემოციების მართვა, თვითკონტროლი და დისციპლინა. დაზიანებული მარსის დროს არის ხანძრის საშიროება. ხშირად ასეთი მარსის მფლობელი არ არის ქორწინებისკენ მიდრეკილი. დიდი ენერგია ეხარჯება საოჯახო საქმეებზე და ოჯახის უფროსის პოზიციის გასამყარებლად. მათი მხრიდან ენერგიის არასწორმა მართვამ შეიძლება მოახდინოს ოჯახური კონფლიქტების პროვოცირება. უყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით შეკეთება, დიდ ენერგიას ხარჯავენ სახლის მოწყობაზე /გაფორმებაზე. უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მართვა წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ვერ აარიდებს ოჯახურ კონფლიქტებს. მარსის ამ მდებარეობის მქონე ინდივიდებს ხშირად უჩნდებათ ინტერესი ეკოლოგიის პორობლემების მიმართ. სერიოზულად ზრუნავენ უზრუნველყოფილი სიბერის შექმნაზე, ხშირად მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგებათ მიწის ნაკვეთი ან სახლი.
ამ ადამიანებს აქვთ ძლიერი/კარგი აღნაგობა, ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ ენერგიულობას. შეიძლება დანაკარგები ჰქონდეთ ხანძრის, ქურდობის ან უბედური შემთხვევევბის გამო. მშობლების სახლში ცხოვრება საკმაოდ რთულია მათთვის, მრავლად აქვთ დაბრკოლება და იმედგაცრუება. მემკვიდრეობით მიღებული ქონება მრავალ თავსატეხს უჩენთ, ხოლო უძრავ ქონებასთან სპეკულირებას მოაქვს დანაკარგები. ზოგჯერ მარსის ეს მდებარეობა მიანიშნებს უბედური შემთხვევისგან გადრაცვალებაზე ან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე რომელიც დაკავშირებულია დაბადების ადგილებთან.
მარსის ამ მდებარეობის მქონე ადამიანები მიდრეკილი არიან დამოუკიდებლობისკენ, შეხედულებებში სიჯიუტისკენ, ხშირად აქვთ კონფლიქტი მშობლებთან. უჭირთ უძრავი ქონების განკარგვა, არსებობს უძრავი ქონების დაკარგვის და სამშობლოდან გადახვეწის ალბათობა. პლანეტის ჰარმონიული ასპექტები შედარებით ანეიტრალებს ამ მაჩვენებლებს და ხელს უწყობს ოჯახურ ცხოვრებაში ჰარმონიულობას, ადამიანს ჰმატებს ენერგიას და ძალას, წარმატება მოაქვს უძრავი ქონების შეძენისას, იდეების, გეგმების და მიზნების რეალიზაციაში.
მარსი IV სახლში
ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.
მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი “მე“ს გამოსახულების ჩართვა.
IV სახლი ყურადღებას ამახვილებს ოჯახზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხდება – მოდუნების, დასვენების შესაძლებლობა, რომ ადამიანმა თავი ისე იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, ოჯახის, მეგობრების, ახლობლებისა და მსგავსი შეხედულების მქონე ადამიანების გარემოცვაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ ადამიანებს ვისაც საპირისპირო სქესის აღმნიშვნელი პლანეტა აქვთ IV სახლში, ცხოვრების თანამგზავრს ხშირად პოულობენ შორეული ნათესავების წრეში, ან რაიმე ინტერესთა კლუბებსა და ზოგად ისეთ ადგილებში სადაც თავს გრძნობენ როგორც “საკუთარ სახლში“ . ეს არჩევანი ხდება როგორც გააზრებულად, ისე ბუნებრივად, გარემოებიდან გამომდინარე.
იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდს IV სახლში “თავისივე სქესის“ აღმნიშვნელი ლიბიდო პლანეტა აქვს, მისი “მე“ განუყოფელია ოჯახური ტრადიციებისგან. ის შეიძლება აღარ იყოს თვითმყოფადი, არ განვითარდეს როგორც ცალკეული პიროვნება.
მარსი IV სახლში მამაკაცის ჰოროსკოპში უჩვენებს, რომ ის არ თვლის საჭიროდ გასაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საკუთარ გარეგნობას და მანერებს. ის ხშირად საკუთარი ოჯახის “პატრიარქად“ გვევლინება, განსაკუთრებით თუ მზის მდებარეობაც ადასტურებს ამას.
მარსი IV სახლში ქალის ჰოროსკოპში აჩვენებს, რომ მას იზიდავს ისეთი მამაკაცები, რომლებსაც გარკვეულწილად აქვთ დედობრივი თვისებები, ანუ მათთვის სასურველ მამაკაცს უნდა უყვარდეს ბავშევბი, უფრო მეტიც – უნდა აღმერთებდეს პატარებს. თუმცა თვითონ ეს ქალი შეიძლება არც ისე კარგი დედა იყოს და ამიტომ მას მეუღლედ სჭირდება ისეთი მამაკაცი რომელიც შეავსებს ამ დანაკლისს. ხშირად ქალები მარსის ამ დებარეობით უპირატესობას ანიჭებენ მგრძნობიარე , ქალური მანერების მქონე მამაკაცებს.
©ბ. ხუბერი
სტატიის ავტორი: Rusa Archer