(+) —საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს იცავს მგზნებარედ და აქტიურად. აქტიური მოგზაური, ენერგია და ნება მიმართულია მგზავრობასა და გადაადგილებაზე. საკუთარი ინიციატივის წყალობით ქმნის კეთილდღეობას და წარმატებას, მაგრამ უმეტესად სახლიდან (მშობლიური ადგილებიდან ) მოშორებით.
(-) — ემიგრაციის ერთერთი მაჩვენებელია: მუდმივი გადაადგილება, რყევები, არ შეუძლია ერთ ადგილზე ცხოვრება, ხმაური, კამათი და ხიფათი მგზავრობის დროს, უსიამოვნებები უცხოელებთან ურთიერთობებში.
©პ.პ გლობა
მარსი IX სახლში
ინტერესი მოგზაურობის, ქუჩის სპორტის სახეობების, ფილოსოფიის, სოციალური, რელიგიური, აღმზრდელობითი პრობლემების მიმართ. ესაა რაინდი რომელიც იდეალებს ეთაყვანება. ეძებს ახალ ყოვლისმომცველ ცოდნას, რაც იწვევს მოგზაურობებს შორეულ ქვეყნებში, ფილოსოფიისა და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართ ინტერესს. ხშირად ხდება სამხედრო გაერთიანებების წევრი.
ახასიათებს უჩვეულო შეხედულებები და ყოველთვის იბრძოლებს მათთვის. ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი იდებისა და იდეალების მიმდევარია, არამედ მზადაა იბრძოლოს საკუთარი ღირებულებებისთვის და იმოქმედოს მათ შესაბამისად. ზოგჯერ იმდენად შეპყრობილია საკუთარი იდეებით და აიგივებს თავს მათთან, უჭირს იმ ადამიანების აღქმა ვინც არ იზიარებს მის ფილოსოფიურ შეხედულებებს.
©ფრენსის საკოიანი
მარსი IX სახლში
იდეალის ძალა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ შეაჩერონ ადამიანი.
„მე“-ს იდეალი ადამიანში ენერგიულია; დაბალ დონეზე ეს ძალის იდეალია (წარმოდგენილია მე-9 სახლის კუსპიდის ნიშნის სტილში) ეს ადამიანი ენერგიულად ახდენს თავისი იდეალის ფორმირებას, ხოლო შემდეგ ეს იდეალები ახდენენ აქტიურ გავლენას მისი ცხოვებისეული სიტუაციების ფორმირებაში, რაც უსიამოვნოა მისი „ეგოსთვის“. თავის მხრივ ისიც (ეგო) აქტიურ მონაწილეობას იღებს იდეალის ფორმირებაში – ან გამოყოფს თავის კომპეტენციის სფეროს, ან კიდევ მაქსიმალურად აახლოვებს მას (იდეალს) საკუთარ თავთან.
დაზიანებული მარსის შემთხვევაში „მე“-ს იდეალი უბიძგებს ისეთი სიტუციეებისკენ, სადაც ექცევა ძლიერი კრიტიკის ქვეშ, რომელსაც ის ძალიან განიცდის, ამან შეიძლება გამოიწვიოს არათავდაჯერებულობის კომპლექსის საკუთარი სულიერ შეხედულებებში.
დამუშავება იძლევა ენერგიულ და აქტუალურ რეალობაზე მიმართულ „მე“-ს იდეალს. ეს ეხმარება ძლიერი და კონსტრუქციული „მე“-ს ჩამოყალიბებაში.
შორეული მოგზაურობებისას, სულიერ მასწავლებლებთან ან მოწაფეებთან ურთიერთობების დროს ადამიანი ძალიან ენერგიულია; შთაგონების ძალა იმდენად გადაავსებს მას, რომ ხელს უშლის სწავლაში, რაც ძირითადად უნდა მიმდინარეობდეს მაღალ ვიბრაციებზე მაგრამ სუსტი ენერგეტიკით.
ცნობიერების გაფართოება და „მე“-ს იდეალის გაცნობიერება, ძლიერი ფსიქოლოგიური კრიზისებისგან თავიდან აცილებისთვის, არ შეიძლება გადამეტებულად და ზედმეტად ინტენსიურად.
უცხო კულტურა იწვევს დიდ ინტერესს, მაგრამ საჭიროებს ძალისხმევას გააზრებისთვის და ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სულიერი განვითარების პროცესში სისწრაფე და აქტიური შეტევა არ არის სასურველი.
©ა. პოდვოდნი
მარსი IX სახლში
დამახასიათებელია იდეოლოგიური კამათი რომელიც შეიძლება ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მოვიდეს. ადამიანი ძალიან აქტიურად ახდენს იდეების პროპაგანდირებას. თუ მარსი დაზიანებულია – იდეური ფანატიზმია. ღია კონკურენცია, შეჯიბრებები ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში. მოგზაურობა დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან (ტურიზმი). კონფლიქტები საზღვარგარეთ, მასწავლებლებთან. შეესაბამება: ტრენერი, აგიტატორი, კომვოიაჟორი, ექსკურსიამძღოლი, პედაგოგი.
©ბ. იზრაიტელი
მარსი მეცხრე სახლში
კონცეპტუალური სტრუქტურები. მარსის მდებარეობა მე-9 სახლში მიუთითებს მენტალური დაპირისპირების მიმართ ძლიერ ინტერესზე – აზროვნების პროცესი აძლიერებს მის მგზნებარებას. ცდილობს მოახდინოს საკუთარი გონების დიდსულოვნების დემონსტრირება. ყოველთვის როცა გაჩნდება კითხვა, მან უნდა იპოვნოს მასზე პასუხი რათა მოახდინოს შემდგომი განვითარება. თავიდან მისი დამოკიდებულება საკითხის მიმართ – ჩვეულებრივი თავზეხელაღებულობაა, შედეგად, შეიძლება მოცელოს ნებისმიერმა ეშმაურად დასმულა შეკითვამ. მაგრამ გამოცდილებასთან ერთად თავდაჯერებულობაც იზრდება. სწავლობს სულელურ კითხვებზე გამარჯვებას და უფრო შინაარსიან საკითხებთან დაპირისპირებას. მახეა – კამათი მხოლოდ კამათისთვის. ამოცანაა- იაზროვნოს ნათლად და ლოგიკურად, დაინახოს შენიღბული და ჩახლართული რელიგიური , ფილოსოფიური და მორალური ნიმუშების მიღმა. უბრალოება და სიცხადე – აი ესაა მისი გზა.
პერსპექტივა კულტურის სფეროაში. უცხო ტერიტორიების დაპყრობით ცდილობს დაიკმაყოფილოს მოგზაურობის სურვილი; შეიძლება თვალისდახამხამებაში მატოვოს ყველა საქმე და გაუდგეს გზას. რაც უფრო შორს და უცხო გარემოში იმყოფება, მით უფრო დიდი მოცულობის ადრენალინი გამოიყოფა მასში.
უნდა ეძებოს ნათესაური ადამიანური კონტაქტი უცხო გარემოცვაში. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი გამოვიდეს საკუთარი კულტურის საზღვრებიდან. მოგზაურობა პირდაპირი გაგებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოგზაურობა ფიქრებში – მან უნდა მოიაროს სამყარო.
უმაღლესი განათლება. ბევრის ცოდნის, შორს ხედვის სურვილი აფორიაქებს მის ცხოვრებას. რაც უკვე ცნობილია , ძალიან სწრაფად კარგავს თავის მომხიბვლელობას, ამიტომ უნდა ისწავლოს მხოლოდ ის რაც გამოაცოცხლებს მის ცნობიერებას. ტრადიციული საზოგადოებრივი ინსტიტუტები საკმაოდ შეეფერება მას, რადგან დიპლომები – მისი ჯილდოებია. როცა ეს ადამიანი გადაწყვეტს რაიმეს შესწავლას არ შეიძლება, რომ მან ეს შუა გზაზე მიატოვოს, აუცილებელია საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ძირეულად შეისწავლოს საკითხი ან უკიდურეს შემთხვევაში დაეუფლოს საფუძვლებს. დროდადრო მისი მიზანდასახულობა, პირდაპირობა მისწრაფებებში ხელს უშლის სათანადოდ შეაფასოს დაჭაობებული კონცეპტუალური სისტემები. ეს გულუბრყვილობა უბიძგებს მას სულ უფრო და უფრო მაღლა დალაშქროს ცოდნის მწვერვალები. ჭეშმარიტების ძიება და ჭეშმარიტების მოპოვება არ წარმოადგენს პრობლემას. თუ ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე წინ გადაეღობება კედელი, ის უბრალოდ გაანგრევს მას. ამ ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი დახვეწილობა და მოქნილობა ჭეშმარიტების ძიების პროცესში აიგნორებს გამონაკლისებს და პარადოქსებს, გზის გამრუდებას, ეძებს ბაზისურ ჭეშმარიტებას. მისი გონება ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას ანაწევრებს მარტივ კომპონენტებად – ჭეშმარიტებად და სიცრუედ. არაჩვეულებრივია თუ სიტუაცია ექვემდებარება ასეთ მარტივ დაყოფას. თუმცა ადამიანური ურთიერთქმედება ყოველთვის არ შეესაბამება ამ არქეტიპს და ამ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჭეშმარიტება რომელსაც ის ეძებს, შეიძლება თანაარსებობდეს სხვა ადამიანების ჭეშმარიტების გაგებასთან ერთად. ამიტომ სანამ მოწინააღმდეგის ჭეშმარიტებას დაასამარებს, რაც – მახეა, უნდა გაიაზროს ხომ არ არის ოპონენტის ჭეშმარიტება უფრო ღრმა და ვიდრე მისი. სანამ ეს ადამიანი “ნახტომის გაკეთებას დააპირებს“ ან გამოიყენებს „იარღს“ ჯერ უნდა დაფიქრდეს, ჩახედოს მოწინააღმდეგეს თვალებში და დააკვირდეს – ისინი შეიძლება მტრები კი არა მეგობრები აღმოჩნდნენ. რეალური ამოცანაა – ამოძირკვოს უხილავი სიბნელე საკუთარ პიროვნებაში. უნდა იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს , რომ ომი – ეს ფილოსოფია არაა , და მხოლოდ მშვიდობის დამყარების საშუალებაა, ჭეშმარიტება – ეს ხმალი და ფარია.
იდეალური საზოგადოება. ის ახდენს სიცხადის და უბრალო არქეტიპიური ზნეობრიობის იდეალიზებას, სადაც სიკეთე და ბოროტება მკაფიოდ განსაზღვრულია, ყველამ ზუსტად იცის თავისი ადგილი, ხოლო სამყაროს მართავს უძლიერესი. ამ ადამიანის სურვილია იცხოვროს ისეთ სამყაროში სადაც შეიძლება თავისუფლად გამოხატო საკუთარი სექსუალური მისწრაფებები, ხოლო სურვილები შეფასდება როგორც უზენაესი ემოცია, როგორც ყველაზე სუფთა სტიმული. ხოლო როგორც სამყაროს (იდეალური საზოგადოებოს) მმართველი ის იქნებოდა ამაყი სამურაის მსგავსად – ძლიერი, მგზნებარე და ღირსეული.
©ბ. ჰერბსტი
მარსი IX სახლში
თუ არ აქვს ცუდი კონფიგურაცია იუპიტერთან და მზესთან, ხელს უწყობს მოგზაურობას. ცუდი კონფიგურაციის შემთვევაში – ხიფათი მოგზაურობისას.
©Het Monster.
მარსი მე – 9 სახლში
ამ ადამიანმა შეიძლება დიდი ძალა დახარჯოს რაიმე საქმის ან მოძარობის მხარდასაჭერად. მას აწუხებს ბრაზი, აშფოთებს სახელმწიფო აპარატი, წარუმატებლად აბანდებს ფულს ქონებაში, მანქანებში და სხვა მსგავს საგნებში, რომელიც მარსის განასახიერებაა. დიდ ინტერესს იჩენს ფილოსოფიური დავების მიმართ და თავს ახვევს საკუთარ საზოგადოებას სხვებს. უნდა აღინიშნოს მისი ძალადობისადმი მიდრეკილება და ცივი ურთიერთობები მამასთან.
©ინდუბალა
მარსი მე-9 სახლში: სიმამაცე
ეს დამოუკიდებელი, ენთუზიაზმით აღსავსე და ძალიან მოუსვენარი ადამიანია, რომელიც მიდრეკილია აქტიური მოგზურობისკენ – როგორც ცხადში ისე საკუთარ წარმოსახვაში. ძალიან ცნობისმოყვარეა და უყვარს სწავლა. თუ არ აქვს განათლების მიღების საშუალება – ეწევა თვითგანათლებას. ხშირად ავლენს სკეპტიციზმს, რომელიც დაკავშირებულია ფანატიზმთან, მასწავლებლებსა და დოქტრინებზე დამოკიდებულებასთან.
ენერგიის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შეზღუდვები და თავისუფლების დაკარგვა, რაც დაკავშირებული იქნება უცხოელებთან ან საზღვარგარეთ მოგზაურობასთან. არ არის გამორიცხული რთული ურთიერთობები ნათესავებთან.
ამ ადამიანს უყვარს სპორტული ღონისძიებები სუფთა ჰაერზე, აღმერთებს ფილოსოფოსობას და სხვებისთვის ჭკუის დარიგებას, მიდრეკილია მგზავრობებისა და ფართო სოციალური კონტაქტებისადმი.
თავი წარმოუდგენია იდეალების რაინდად, რომელიც იცავს მას რასაც ეთაყვანება. ეს ადამიანები ხდებიან გამორჩეული რეფორმატორები, რომელიც მხარს უჭერენ საგანმანათლებლო სისტემას, რელიგიურ ინსტიტუტებს და ა.შ
მათი ძალისხმევა წარმატებულია, რადგან ისინი ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი უზენაესი პრინციპების დეკლარირებას, არამედ ცდილობენ ცხოვრებაში განახორციელონ საკუთარი იდეები.
მიდრეკლი არიან შეისწავლონ ჰუმანიტარული მეცნიერებები საზღვარგარეთ. ასპექტი გვხვდება მგზნებარე რევოლუციონერებთან და გამორჩეულ რეაქციონერებთან რომელიც ჰგვანან ერთმანეთს სამყაროს სრულყოფილების იდებისთვის ბრძოლებში. საკმაოდ ხშირად ეს ადამიანები ახდენენ გადატრიალებას საზოგადოების ცნობიერებაში. ხანდახან ავლენენ ფანატიზმსა და გონებაშეზღუდულობას, რითიც იწვევენ ფართო შეხედულებების მქონე ადამიანების გაღიზიანებას.
არის უარყოფითი დამოკიდებულების ტენდენცია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ – არ სურთ მდგომარეობაში შესვლა და სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარება.
ხშირად საკუთარ თავს აიგივებენ რაიმე რელიგიურ, პოლიტიკურ ან ფილოსოფიურ დოქტრინასთან, რაც საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას უმძაფრებს. რელიგიური და იურიდიული დავების გადაწყვეტის საკითხებში მიდრეკილი არიან ძალადობისა და ბრძოლისკენ.
ხშირად აღნიშნებათ მტანჯველი ღამის კოშმარები და უცნაური შემაშფოთებელი ფანტაზიები.
რადაც არ უნდა დაუჯდეთ ცდილობენ განახორციელონ საკუთარი იდეალები, თუნდაც სხვების სიმშვიდის და წონასწორობის ხარჯზე.
ისინი უწესრიგო, მიკერძოებული, ცრუმორწმუნე და წინასწარ შთაგონებულნი არიან. საკუთარ უფლებებს იცავენ საქმიანად და გაბედულად, ხოლო თვითგანვითარებასა და აღებული მიმართულებისკენ სწრაფვაში ავლენენ შესაშურ სიმამაცეს და არ მიდიან კომპრომისზე. მუდმივად ერთვებიან იდეოლოგიურ, იურიდიულ, რელიგიურ დავებში, მიდრეკილი არიან განკითხვისა და უარყოფისკენ. დოგმატურები, ძნელად შესაგუებლები, ჭირვეულები, გამოირჩევიან მრავალნაირი ინტერესით და მიდრეკილებით გაამყარონ საკუთარი შეხედულებები ნებისმიერი საშუალებით. ასეთი ადამიანები ხდებიან ან თავგადკლული ათეისტები ან ფანატიკოსი სექტანტები. ისინი თვლიან, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ აუცილებლად უნდა მოახდინონ მათ მიერ აღიარებული იდეალების გატანა. აქედან გამომდინარეა – მათი შურიანობა, ეჭვიანობა და არაკეთილგანწყობილობა, ტყუილების, სიცრუის სექტანტობისა და შეურიგებლობისადმი მიდრეკილება.
აუცილებელია განავითარონ პატიოსნება, კეთილშობილება და სამართლიანობის გრძნობა. დაზიანებული პლანეტები უბიძგებთ მკრეხელობისა და მწვალებლობისკენ, ასევე ქმნის საფრთხეს სიცოცხლისთვის, მგზავრობის ან საზღვარგარეთ ცხოვრების დროს. ბოროტი მახვილგონიერება შერწყმულია, ნევროტულ ტენდენციებთან განუწყვეტლივ უმტკიცოს სხვებს რაიმე.
მარსი IX სახლში
ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.
მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.
IX სახლში, ისევე როგორც V სახლში, მარსი და ვენერა ვლინდება საკმაოდ ეფექტურად. მათთვის დამახასიათებელია სექსუალური მომხიბვლელობა, დაკავშირებული საკუთარი სექსუალურობისა და მგრძნობიარობის სრულ გაცნობიერებასთან, რომლითაც მათ აჯილდოებს პლანეტა იუპიტერი IX სახლის და მშვილდოსნის მმართველი. მეცხრე სახლში მარსისთვის არ არის დამახასიათებელი ავტომატურად ტრადიციების მიმდევრობა. ისინი შანსს არასოდეს გაუშვებენ ხელიდან, რომ ხაზი არ გაუსვან საკუთარ სექსუალურობას.
ამ ყველაფერში გარკვეული პარადოქსია: რადგან მე -9 სახლიდან მოყოლებული სქესთა როლებს შორის საზღვრები ბუნდოვანი ხდება. ქალი შეიძლება იყოს ცოტა წახნაგოვანი და მკვეთრი მანერებში, ხოლო მამაკაცებს აქვთ გარკვეული სიმრგვალე/ მომრგვალებულობა იქ სადაც ამას სხვები არ მოელიან, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სქესის ყველა მახასითებლები უფრო გადღაბნილია და შემდგომ სახლებში ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. თუმცა ზუსტად ეს განუსაზღვრელობა, ბუნდოვანება ხდის მათ მომხიბლავს სხვა ადამიანების თვალში. მარსიც და ვენერაც მე -9 სახლში აღმერთებს თამაშს. ისინი დახვეწილი კეკლუცები არიან და უყვართ შინაგანი მომხიბვლელობის დემონსტრირება. როცა მე-9 სახლში ხვდება საპირისპირო სქესის აღმნიშვნელი პლანეტა, ადამიანს სურს მსგავსი პარტნიორი: მოქნილი, არც ძალიან სერიოზული, უფრო სპონტანური. ამავდროულად საჭიროა ისეთი პარტნიორი რომელიც გამოიჩევა მოქნილი ჭკუით , დამოუკიდებელი და ფართოდ მოაზროვნეა – არაფერი მე-8 სახლის მსგავსი, რომელიც ითხოვს კონფორმიზს და წესების დაცვას. მე-9 სახლში ორიგინალურობის ოთხოვნილება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება პარტნიორის არჩევას. ხოლო თუ საკუთარი სქესის აღმნიშვნელი ლიბიდო პლანეტა იმყოფება მე-9 სახლში, ყოველივე ზემოთ აღწერილი არის ის თუ როგორი შთაბეჭდილების მოხდენა სურს ადამიანს თვითონ. მას არ უნდა იყოს სხვების მსგავსი – მიისწრაფვის გამორჩეულობისკენ.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ თორმეტივე სახლიდან, მე-9 სახლი ყველაზე მეტად გამოირჩევა უწესრიგობით სექსუალურ ცხოვრებაში. ყველა მუტაბელურ სახლში (3, 6, 9, 12 სახლი ) შეინიშნება ეს ტენდენცია, მაგრამ დანარჩენ სამში ადამიანი ცდილობს ამას არ მისცეს გასაქანი. მე-9 სახლში ადამიანს არ ადარდებს სხვისი აზრი, რადგან პოულობს საკუთარი ქცევის გამართლებას ფილოსოფიურ დასაყრდენში. ადამიანი საერთოდ არ საჭიროებს არანაირ შეფასებას, სავსებით ჰყოფნის საკუთარი სინდისის ხმა. ასეთი თვითკმარი დამოკიდებულება ტიპიურია მე-9 სახლისთვის.
©ბ. ჰუბერი
სტატიის ავტორი : Rusa Archer