მარსს შეესაბამება:
სტიქია -ცეცხლი, თბილი და მშრალი
ზოდიაქოს ნიშანი – ვერძი და მორიელი
ფერი – ალისფერი წითელი, სისხლისფერი, ჟანგისფერი , იასამნისფერი.
რიცხვები – 5, 25, 65, 325
ჰორიზონტის მხარე – სამხრეთი
დღე – სამშაბათი
გემო -მწარე და ცხარე
ადგილები -სამჭედლო, სასაკლაო, ბრძოლის ველი, ქარხნები, მეტალურგიული წარმოება, ყველაფერი რაც უკავშირდება რკინას, ცეცხლს და სისხლს.
მეტალები -რკინა, მადანი
მინერალები -ალმასი, მარგნეტიტი, ლალი
მცენარეები -ნიორი, ხახვი, თამბაქო, ბარდა ბოლოკი, მდოგვი, ჭინჭარი, ნარშავი, რძიანა, ისპანახი , ბელადონა კანაფი, მრავალძარღვა, შავი წიწაკა და ა.შ მცენარეში – ღერო
ცხოველები – მგელი, მამალი, სკაროსი, კატა, მტაცებელი ცხოველები, შხამიანი მწერები, ცხენი, სვავი, არწივი, მიმინო, ყვავი.
პერიოდი – 19 წელი
ადამიანზე გავლენა:
ასაკი – 42-56 წელი.
ორსულობა – 3 თვე, თავის ჩამოყალიბება, სქესის გამორჩევა.
ტემპერამენტი და ორგანიზმში სითხეები – ქოლერიკი, ნაღველი.
გრძნობა ( გრძნობის ორგანოები) – შეხება.
ტვინი -სიამოვნების ცენტრი, ნგრევისადმი მიდრეკილებები, ბუზღუნი, სექსუალურობა, კდემამოსილება და ცოდვა, ძალა და ბრაზი.
ხასიათი – პრაქტიკული ჭკუა, ენერგიული ადამიანი, ძლიერი, მამაცი, ძალადობისადმი მიდრეკილი, მართალი და ბუზღუნა, უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში – უზნეო, შურისმაძიებელი, სასტიკი, მოულოდნელობით აღსავსე, წინააღმდეგობრივი.
აღნაგობა (გარეგნობა) – ძლიერი სხეული, საშუალო სიმაღლე, მყარი ძვლები, კარგად განვითარებული მუსკულატურა, მოწითალო შეფერილობის თმა და კანი, წაწვეტებული ნიკაპი, მახვილი მზერა .
სხეულის ნაწილები – ნაღველი, სისხლძარღვები, მუსკულატურა, გენიტალიები, ცხვირი, შუბლი, მარცხენა ყური, თირკმელები, შარდის ბუშტი, ნაღვლის ბუშტი .
დაავადებები -ეპიდემიები, ჩუტყვავილა, თავის ტკივილი, სისხლდენა, დიარეა, სიყვითლე, სიმაღლიდან ვარდნა, დაავადებები, რომელიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ჭრილობები.
მარსი როგორც სიგნიფიკატორი:
წარმატებული სამხედრო კარიერა, ყასაბის პროფესია, ნაღრძობი, ჭრილობები, მოტეხილობა, მტრობა, უბედურება, ნგრევა, სიმაღლიდან ვარდნა, ტყვედ ჩავარდნა, კამათი, დაშორება, მოულოდნელი ცვლილებები და მოულოდნელი ძალადობრივი სიკვდილი. აბორტი.
მოქმედებებსა და მოვლენებში – სწრაფი მოქმედებები, მოლაპარაკებები, პრქატიკული სამუშაო, ჩხუბი და ძალადობა, მკვლელობა, ქურდობა, ჭორები.
მარსის პროფესიები – მებრძოლი, ქირურგი, ექიმი, ქიმიკოსი, ინჟინერი, აფთიაქარი, ფლოტის ოფიცერი, ყასაბი, მექანიკოსი, მეტალურგი, მჭედელი, ტექნიკოსი, ზეინკალი, რკინიგზის თანამშრონელი, შოფერი, ელექტრიკოსი, მეიარაღე (მესაჭურვლე) ფიზიკოსი.
მარსი-მზე: მზარეული, ლითონის ჩამომსხმელი, სპილენძზე გრავიორი, დურგალი, ტყისმჭრელი. მარსი-სატურნი: წყალსადენის მილების მწმენდავი, დღიური მუშა, მიწის მთხრელი,მეშახტე, მექისე. მარსი-იუპიტერი: მებრძოლი, მსახური, მებაჟე, ფინანსისტი, სასტუმროს მეპატრონე, ფოსტალიონი, მნათე.
სიკვდილის გარემოებები: ჰარმონიული მარსის შემთხვევაში – სიკვდილი მაღალი სიცხის, სიმსივნის, მოტეხილობის, აბორტის, ოპერაციის, ცეცხლის, დარტყმის, ან სისხლის ამონთხევსგან, უარყოფითი ასპექტებით მზესთან – სიკვდილი ცხოველისგან, დარტყმისგან, მეტალის საგნისგან, მარსი ჰაერის ნიშანში – ჩამოხრჩობა, იუპიტერთან უარყოფით ასპექტებში სიკვდილი ცნობილი ადამიანის ხელისგან, მართლმსაჯულებისგან, შეჯიბრის დროს. მარსი თავისი ნიშნის გარეთ უარყოფითი ასპექტებით მზესთან და მთვარესთან: ომში, სიმაღლიდან დაცემისგან, მტრულად განწყობილი ადამიანებისგან სიკვდილი, ვენერასთან ასპექტის დროს სიკვდილი ქალის მიზეზით. მერკურისთან უარყოფითი ასპექტების დროს – მკვლელობა.
მარსი მოქმედების და ენერგიის პლანეტაა, უჩვენებს მამაკაცურ საწყისებს, გამბედავ, პირდაპირ, მამაც, წრფელ და პირდაპირ ხასიათს.
მარსი – ძალას, სიმამაცეს, გამბედაობას, ენერგიას, ბრძოლისუნარიანობას განასახიერებს და ნებისყოფას, რომელიც მიმართული მომავლისკენ. მარსი ესაა – ბრძანებების გაცემა (მბრძანებლობა). ამ კუთხით მარსი ანალოგიურია მზის ბუნებასთან ისევე, როგორც ვენერა-მთვარესთან.
მარსის თვისეებებია სიმამაცე, შურისმაძიებლობა, ცინიზმი და სკეპტიციზმი.
მარსი მართავს – თავს, ფიზიკურ ძალას, მუსკულატურას, თმიან საფარველს, პლუტონთან ერთად – მამაკაცურ ჰორმონებს. ასევე ჭრილობებს, სარისკო ოპერეციებს და ჰემოგლობინს სისხლში.
ზოდიაქოს ნიშნებიდან შეესაბამება – ვერძს და მორიელს ასევე I და VIII სახლს.
ასტროლოგიურად მარსი თავის ასტრალურ გამოვლინებაში არის სიმბოლო და განასახიერებს – ნგრევას და სისასტიკეს. ჭეშმარიტი „მარისანელი“ ეს არის ნამდვილი მებრძოლი, რომელიც მხოლოდ მაშინ მოიპოვებს სიმშვიდეს, როცა ბოლომდე გაანადგურებს მოწინააღმდეგეს.
ინტელექტუალური კუთხით მარსი აქტიურობა, ენერგია და სიმამაცეა. ნამდვილ „მარსიანელებს“ აქვთ უსაზღვრო ენერგია და დიდი ნებისყოფა.
ფიზიკურ დონეზე მარსი მიუთითებს ყველა იმ სფეროებზე, რომელიც დაკავშირებულია რკინისა და ფოლადის დამუშავებასთან. პლანეტა მარსით მართული ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ საქმიანობას, რომლის დროსაც გამოიყენება მახვილი, მჭრელი საგნები, ცეცხლი და რკინა.
გარეგნულად , აღმავალ მარსის დროს დაბადებულებისთვის დამახასიათებელია საშუალო სიმაღლე, ჩაფსკვნილი, კარგი აღნაგობა, სახის და თმის მოწითალო შეფერილობა, ამაყი მზერა და დგომის მანერა, გამოკვეთილი მახვილი ნიკაპი და ცოცხალი, ენერგიული ხასიათი.
კოსმობიოლოგიური კუთხით მარსის დაკავშირება მხოლოდ ბრძოლასა და ომთან არასწორია, შეიარაღებული კონფლიქტები მარსის უკიდურესი გამოვლინებებია. უპრიანი იქნებოდა თუ მარსს აღვიქვამთ როგორც ენერგიას, რომელიც ვლინდება ნებისყოფის და შრომისუნარიანობის სახით.
ნებისყოფა ვლინდება როგორც დასახული მიზნის მიღწევის სურვილი. სურვილი, რომელიც იწვევს მოქმედებას. რაც ძირითადად დაკავშირებულია მიზიდულობასა და შიშებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მარსი უკავშირდება მიზიდულობას, ამასთან არ იგულისხმება მხოლოდ სექსუალური მიზიდულობა. რა სახის მიზიდულობაზეა საუბარი ამას ჰოროსკოპში მარსის სხვა პლნეტებთან ასპექტები გვიჩვენებს. მაგალითად: ვენერა-მარსის შეერთება უჩვენებს საპირისპირო სქესის მიმართ განსაკუთრებულ ლტოლვას ან შემოქმედებით მიზიდულობას (ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებში). მზესთან შეერთებაში – ქმედითობის და თვითგადარჩენის სურვილია. იუპიტერთან შეერთებისას -ადამიანი მიილტვის დაფასებისა და სიმდიდრისკენ. მარსი-მერკურის შეერთება – ცოდნისა და დისკუსიების სურვილია. მთვარესთან – თავისუფლების (რევოლუციონერობის) ხოლო სატურნთან – ნგრევის სურვილია. ასპექტების გარეშე ცალკე აღებული მარსი – ენერგია, ჟინი და ნებისყოფაა.
მარსი ბრძოლის სიმბოლოა. ის უკავშირდება ადამიანის სურვილს მოიპოვოს გამარჯვება ცხოვრების ყველა სფეროში. მარსის პოზიციის შეფასებას ჰოროსკოპში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან მარსის მდებარეობა ნიშნებსა თუ სახლებში, გვიჩვენებს ინდივიდისა და გარესამყაროს ურთიერთდამოკიდებულებას. ამ პლანეტის კარგი მდებარეობა მიანიშნებს ადამიანის დიდ პოტენციალზე, რომელიც ეხმარება მას ცხოვრებისეულ სიტუაციებში. უარყოფითი მდებარეობის შემთხვევაში ინდივიდს არ ჰყოფნის ნებისყოფა და ქმედითუნარიანობა, ამასთან მიდრეკილია თვითგანადგურებისკენ, რითაც შეუძლიათ დააზარალონ საკუთარი თავი და სხვა ადამიანები. დამნაშავეების ჰოროსკოპში მარსი უმეტესად დაზიანებულია ან მდებარეობს ისეთ ნიშნებსა თუ ასპექტებით, რომლებიც ადამიანის ენერგიის დადებითი კუთხით რელიზების შესაძლებლობის პარალიზებას ახდენს.
ა. პოდვოდნი
მარსი წარმოადგენს აქტიურობის, მოქმედების, ენერგიის გამოვლენის და ძალის პრინციპს. ეს ყველაფერი ვლინდება ქვეცნობიერ დონეზეც -აქ მარსი მართავს ისეთ ინსტიქტებს და ქვეცნობიერ პროგრამებს, რომელიც იწვევს და რეაგირებას ახდენეს აქტიურ მოქმედებასა და ადამიანის ენერგეტიკაზე. კერძოდ – მარსი მართავს ძლიერ ემოციურ რეაქცებს და შემდეგ ეფექტებს: მრისხანება, გაცოფება, ბობოქარ ვნებებს და ეჭვიანობას (უფრო ზუსტად მათ ენერგეტიკულ გამოვლინებას; რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვენერა და მთვარე ფონად გასდევს ამ ყოველივეს ან მარსთან ერთად მოქმედებს) აგზნებას, შეპყრობილობას (აზარტი, ვნება ) და ა.შ. ძლიერი პოზიტიური ემოციებს (რომელიც მარსით იმართება) – მიეკუთვნება ზეიმი, თვითდამკვიდრების მომენტები, სექსუალური სტრესები. სუსტ მარსს ან მისი დროებით „გათიშვას“ ტრანზიტების ზეგავლენით, შეუძლია გამოიწვიოს ენერგიის ნაკლებობა, დეპრესია, იმედგაცრუება და ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა.
მარსის ენერგეტიკული აქტივობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დროის (ეპოქის) ფაქტორი. ახლანდელ დროში მარსის პრინციპების განსაზღვრა მნიშვნელოვნად განსხვავდება 200 წლის წინ ასტროლოგიაში მიღებული მნიშვნელობებისგან. ადრე აქტივობაში პირველ რიგში იგულისხმებოდა გარეთ მიმართული ქმედებები. განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითი იყო -ბრძოლის ველი, ათლეტების გამოსვლა შეჯიბრებებზე ან ეტლებით რბოლა. წარსულში ადამიანის უჭირდა საკუთარი თავის მართვა, ჰქონდა სუსტი მენტალური სხეული და დაუცველი იყო მარსის ქვეცნობიერი დისჰარმონიული გამოვლინებებისგან, ანუ მისი აგრესიული ინსტიქტები აუცილებლად ნახავდა გარეთ გამოსასვლელს – თუ ინდივდი განიცდიდა ძლიერ გაღიზიანებას, გამოხატავდა შეურაცხყოფის სახით, სიბრაზის შემთხვევაში -კლავდა მოწინააღმდეგს (ან თვითონ იღუპებოდა). შესაბამისად ადამიანი დაუცველი იყო გარე ზემოქმედებისგან, რის გამოც მარსს მიიჩნევდნენ „ბოროტ პლანეტად“ . თუმცა XX საუკუნეში მერკურის და ტყუპების ძლიერი დამუშავების შედეგად სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა. თანამედროვე ადამიანები გახდნენ ბევრად უფრო კულტურული, ადამიანი სამყაროს აღიქვამს განსხვავებულად, ის ჯერ აზროვნებს, შემდეგ გრძნობს, იგივე ხდება მოქმედებების დროსაც, ჯერ ხდება კარგად გააზრება შემდეგ – ქმედება (თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანი ყოველთვის კარგად უფიქრდება რას აკეთებს) ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ხშირად მარსის მოქმედება დაკავშირებულია მერკურთან, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ჰოროსკოპის განხილვისას, მაშინაც კი თუ ამ ორ პლანეტას შორის არ არის ასპექტი.
კულტურის პირველი მონაპოვარია ის რომ ადამიანმა როგორღაც ისწავლა საკუთარი აგრესიული ინსტიქტების მართვა, პირველ დონეზე – მათი დათრგუნვა მაინც, ხოლო მეორე დონეზე – ქვეცნობიერში გამოაცალკევება. ამან არ გახადა ის უფრო ბედნიერი, თუმცა უფრო მეტად უზრუნველყო მისი ფიზიკური უსაფრთხოება. რადგან აგრესია იწვევეს შემხვედრ აგრესიულ ქმედებებს, ხშირად უფრო სასტიკს, წარსულში მსგავსი გამოვლინებები სავსებით საკმარისი იყო „წინაპრების მოსანახულებლად“ გასტუმრებისთვის. სხვა უფრო პროგრესული საშუალებაა საკუთარი საომარი განწყობილების მართვისთვის, არის აგრესიული ენერგიის იმ ენერგიაში სუბლიმირება რომელიც მოხმარდება კონსტრუქციულ საქმიანობას. მარსი მართავს ყველა სახის ენერგიას, გარდა ატომური ენერგიისა (მას მართავს პლუტონი). ის ირთვება ნებისმიერი ენერგიული ქმედებების დროს, მის გარეშე არ ხდება არანაირი სამუშაო, როგორც ფიზიკური, ასევე აქტიური გონებრივი შრომა. სუბიექტურად მარსის ჩართვა კონსტრუქციულ ვარიანტში აისახება როგორც სირთულე, სიმძიმე ან წინაარმდეგობა. მაგალითად თუ თქვენ უბრალოდ საუბრობთ ამხანაგთან ათას წვრილმანზე, ამ დროს ორივეს გააქტურებული გაქვთ მერკური, მაგრამ თუ საუბრის თემა შეიცვალა და დაიწყეთ მისთვის რაიმეს ახსნა, ის ვერ გებულობს და მისი სახე გამოხატავს ტანჯვას (განცდებს) – ეს იმის ნიშანია რომ მას მარსი ჩაერთო. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გიჭირთ საკუთარი აზრის სწორად ფორმულირება, აზრის გამოხატვა, დაიძაბეთ და ცდილობთ რაღაც გაიხსენოთ, ეძებთ შესაბამის სიტყვებს და იღლებით საუბრისგან – ე.ი მარსი თქვენ ჩაგერთოთ.
მერკურის ჰიპერტროფირებული აქცენტი ჩვენ დროში იწვევს იმას, რომ მარსი იძულებულია შეასრულოს საქმე რომელიც მისთვის უჩვეულოა. ნებისმიერი კონკრეტული აქტიური ქმედება კარგად სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ის იმართება ქვეცნობიერით. თუმცა, ხშირად ჩვენი აქტიურობა (მარსი) რეგულირდება არა ქვეცნობიერით (მთვარე), არამედ გონებით (მერკურით)-როცა ენერგიისა და ქმედების ტრანსლირება ხდება სიტყვების საშუალებით. თუ ვინმეს დარწმუნებას ცდილობთ, აგიტაციას უწევთ, სთხოვთ ან უბრალოდ ენერგიულად საუბრობთ – ყველა ამ შემთხვევაში მარსია აქტიური, ხოლო მერკური ასრულებს თარჯიმანის ფუნქციას. თუ ამ პლანეტებს შორის არის ასპექტები (უკეთესია მაჟორული) ადამიანს ექნება კარგი უნარები გადასცეს ენერგია სიტყვის საშუალებით (საუბრით). ასპექტების არარსებობის შემთხვევაში სიტყვას იშვიათად აქვს „წონა“, ნაკლებ სავარაუდოა პირველივე ჯერზე გაიგონ მისი ნათქვამი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსი, თუმცა ამავდროულად იძლევა თვითსრულყოფილების ძლიერ იმპულსს. რადგან აუცილებლობა ინდივიდს აიძულებს მოიძიოს ზუსტი სიტყვები ან ისწავლოს ეფექტური მუშაობა დაბალ ენერგიაზე.
მარსი განასახიერებს მამაკაცურ საწყისებს: მამაკაცების ჰოროსკოპში, ასპექტებიდან გამომდინარე ესაა -მტერი ან მოწინააღმდეგე, ქალის ჰოროსკოპში – თაყვანისმცემელი ან საყვარელი (განსაკუთრებით თუ მარსს ასპექტი აქვს ვენერასთან) ან (დაზიანების შემთხვევაში) მჩაგვრელი.
მარსი მართავს ვერძს და მორიელს, კულმინაცია ხდება თხის რქაში. ვერძისგან მარსში ვლინდება აწყვეტილობა და თავგანწირულობა, სიშმაგე და უპირობო ერთგულება; ხოლო მორიელისგან მარსი იძენს – ფსიქიკური ენერგიების ზოგადად მართვის უნარი ქვეცნობიერის ძალით. თხის რქა მარს ანიჭებს მიზანდასახულობას და შესაძლებლობას (დამუშავების შემთხვევაში!) გაანაწილოს საკუთარი ძალები რთულ და ხანგრძლივ გზაზე.
მარსის სიტუაცია საკმაოდ მომხიბლავია ბევრისთვის, თუნდაც მის დაბალ ოქტავაზე. ენერგია,ძალა, აქტიური ქმედება – ესაა ცხოვრება, მათი არ ქონა- არსებობა, რუხი და უღიმღამო – ყოველ შემთხვევაში ასეთია საზოგადოებრივი ქვეცნობიერი შეხედულება. მარსის დაბალი ოქტავა ვლინდება სისხლისმღვრელი ომის, სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლის დროს. როცა აქტიური ხდება ქვეცნობიერის პროგრამა – ცხოვრების ინსტიქტი, ხოლო ყურებში ჩაესმის განგაშის ხმა – „გაიმარჯვე რათა გადარჩე“. უარყოფით გამოვლინებაში იგივე პროგრამა ვლინდება როგორც სიკვდილის შიში, აქტიურებს ქვედაკიდურებს და დევიზს „გაიქეცი რომ გადარჩე“ პანიკა, პანიკური შიში და გულის წასვლაც უკავშირდება მარსის დაბალ ოქტავას. მმართველი (თუმცა მეორე პლანის) მორიელი იძლევა მინიშნებას რომ სიკვდილის ინსტიქტიც დაკავშირებულია მარსთან, თუნდაც რაღაც დონეზე, თუმცა ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში მარსი ჩართულია ნებისმიერი გრძნობებისა და ქმედებების აქტიურ გამოვლინებებსა და დაძაბულ სიტუაციებში, იქნება ეს ნათესავებთან ან თანამშრომლებთან კონფლიქტები, ფიზიკური თუ მორალური ტრავმა და ა.შ მწვავე ტკივილი, ძალების ძლიერად მოზღვავება ან პირიქით მათი სრულად დაკარგვა მიანიშნებს მარსის დისჰარმონიულ ჩართვაზე. მარსი ყოველთვის მონაწილეობს საოპერაციოებში, ჩვეულებრივ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სასწრაფო და სახანძრო სამსახურებში, სისხლის სამართლის საქმეებსა და გამოძიებაში, განსაკუთრებით დევნის, სროლის ან ხელჩართული ბრძოლის სიტუციებში. მარსი ასევე ვლინდება სპორტული შეჯიბრებების დროს სადაც კარგად ჩანს მისი ორი გამოვლინება – მძიმე შრომა და ბრძოლა, ამ შემთხვევში უფრო ცივილიზებული ფორმით ვიდრე რომში გლადიატორების შერკინების დროს როცა ხდებოდა სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა, აღიარების, მედლის და ღირსების გამო. მარსი აქტიურია პოლიტიკური ბრძოლებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენერა და სატურნი – ზოგად მძიმე, არავის რომ არ ხელეწიფება პლუტონისეული განგების ფონზე .
„მარსის ადამიანი“ (ძლიერი მარსი), რომელსაც მარსი უფრო აქტიური აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენი პლანეტები, დანახვისთანავე ახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას. ხშირად ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელია შესაშური ფიზიკური ძალა, სიამოვნებთ არიან დაკავებული სპორტით და არ უჭირთ მძიმე ფიზიკური შრომა. ამასთან მათი ძალა და ენერგია ასე უფრო იზრდება, ხოლო ფიზიკური აქტივობის გარეშე უფრო სუსტდებიან და იწყენენ.
ყველაფერი, რასაც აკეთებს ადამიანი დომინანტური მარსით, ის აკეთებს ენერგიულად, მან ყურადღებით უნდა მართოს საკუთარი ენერგია. რადგან არასწორად მიმართული ქმედების პასუხად დარტყმა შეიძლება მაშინვე კი არა, არამედ რამდენიმე წლის, ათეულობით წლების ან სულაც შემდგომი დაბადებების (ინკარნაციის) დროს დაბრუნდეს უკან. თუმცა, არასწორი მოქმედებების შესახებ ირიბი სიგნალი ვლინდება მაშინვე და გრძელდება მუდმივად, მთავარია ვისწავლოთ მათი დანახვა და სწორად ინტერპრეტირება, რაც არ ხდება მარტივად (სფეროები სადაც განსაკუთრებით საგრძნობია, არასწორი ქმედებები და დარღვეული ენერგეტიკა, განისაზღვრება მარსის ასპექტებით და მანდვე უნდა მოიძებნოს კარმის განსაკუთრებით თვალსაჩინო გამოვლინებები რომელიც მიანიშნებს დაძაბულ სიტუაციებზე)
მამაკაცები ძლიერი მარსით პოპულარობით სარგებლობენ ქალთა საზოგადოებაში, მას ექნება ჯანსაღი სექსუალური რეაქციები (თუ მარსი ძალიან დაზიანებული არაა), თუმცა სექსუალური სფეროთი ემოციური კმაყოფილებაზე პასუხისმგებელია ვენერა და მთვარე. დაზიანებული მარსის შემთხვევაში ადამიანის ქვეცნობიერში და მის გარშემო მუდმივად იქნება აგრესია, ბრძოლა, შეტაკებები და დაძაბული სიტუაციები. ჰარმონიული მარსის პირობებში საგრძნობი ხდება ფარული ძალა, რომელიც გაიხარჯება კონსტრუქციულად ან არანაირად. დომინანტი მარსი ქალის ჰოროსკოპში სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოკლებულია ქალურობას, ეს უფრო განისაზღვრება მისი მთვარის და ვენერის მდებარეობით, თუმცა ძლიერი მარსი ამ შემთხვევაში უჩვენებს რომ ის ძლიერია პიროვნება, რა თქმა უნდა, მის ევოლუციურ განვითარების დონესთან შეფარდებით. ზოგადად, ძლიერი მარსის მქონე ინდივიდი ძნელად ემორჩილება ზემდგომებისგან ზეწოლას, თუმცა შეასრულებს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას თუ მან ამოიცნო სულიერი ავტორიტეტი, რომელიც მას პირველ რიგში უნდა დაეხმაროს მართოს უხეში ინსტიქტები და ქვეცნობიერის ზედმეტად ენერგიული პროგრამები.
სუსტი მარსი ნიშნავს, რომ ადამიანზე ნაკლებად ხდება პირდაპირი ძალისმიერი ზემოქმედება გარედან, თუმცა თავად მას აქვს ნაკლებად ენერგიული აგრესიული რეაქციები. მისთვის ძნელია ისეთი ადამიანების გაგება, რომელებისთვისაც დამახასიათებელია ჟინი, ბობოქარი აქტიური რეაქციები, პატივმოყვარეები არიან, ავლენენ ძლიერ სექსუალურ სურვილებს და ა.შ. ყველა ეს გრძნობა მას ექნება ზომოერად, ზოგიერთს საერთოდაც სიმბოლურად, რამაც სოციალური კუთხით შეიძლება ჩამოუყალიბოთ არასრულფასოვნების კომპლექსი, განსაკუთრებით მამაკაცების შემთხვევაში, თუმცა სხვა მხრივ უხსნით მრავალ დაბრკოლებას სულიერი განვითარების გზაზე. სუსტი მარსის მქონე ადამიანისთვის სამყარო აღქმა არ არის ისეთი კაშკაშა, მიუხედავად ამისა, მისი სამყაროსაც აქვს ფერთა ყველა ტონალობა, ხოლო არამკვეთრი ფერთა აღქმის სწავლა შესაძლებელია. სუსტი მარსი, განსაკუთრებით რეტროგრადული, იძლევა საშუალებებს და აუცილებლობას – შეისწავლონ შინაგან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის დახვეწილი ფორმები. ამ მარსის არასწორი დამუშავების დროს, მცდელობა ეს მოხდეს სამყაროს მიმართ ყურადღების გაძლიერებით, საკუთარი მგრძნობიარობის გაზრდით უფრო ფაქიზი ენერგიების მიმართ, იმ სამყაროს სტანდარტული სქემების მიხედვით, რომელიც საზოგადოებაზე მორგებულია ძლიერი მარსის შესაბამისად, იწვევს იმას, რომ მარსის ფუნქცია დაგადის სხვა პლანეტაზე (ჩვეულებრივ იმაზე, რომელიც დაკავშირებულია მარსთან, ან უბარლოდ ძლიერ პლანეტაზე, თუ ასეთი არის ჰოროსკოპში) რის გამოც ცხოვრების რიტმი ირევა, რასაც ადამიანი ამას კარგად გრძნობს, ხშირად წუწუნებს რომ ვერ ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით ან იქ არაა სადაც უნდა ცხოვრობდეს. მაგალითად თუ ამ ინდივიდის რუკაში სუსტი მარსის პირობებში, მზე უფრო ძლიერია მის ცხოვრებაზე და ფსიქიკაზე ხდება (თითქოს და მოქმედებს) ძლიერი ზეწოლა, ის იქნება ინიციატივიანი (მზის ასპექტებიდან გამომდიარე) ან იძულებული იქნება მოახდინოს რეაგირება ბედის შემობრუნებაზე და დარტყმებზე, თუმცა ამისთვის საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდება.
არასწორი ქცევა ამ შემთხვევაში იქნება მარსის ჩართვა მზის საშუალებით, ანუ ნებისყოფის გაძლიერებით აიძულოს საკუთარი თავი, ძალების ნაკლებობის მიუხედავად, გააკეთოს ყველაფერი რასაც ითხოვენ, თითქოს და ამისთვის საკმარისი ძალა და ენერგია აქვთ – ასეთი მცდელობა ხშირად ცუდად სრულდება და ხდება ფრუსტრაცია და არასრულფასოვნების კომპლექსის განვითარება. აუცილებელია მოხდეს იმპერატიული სიტუციების განცალკევება და იმის გააზრება, რომ მათი ნაწილი ილუზორულია, ხოლო დანარჩენი შეიძლება დამუშავდეს დაბალი ენერგეტიკული დანახარჯებით, ძალების დაკარგვის გარეშე (თუ ზოგადად რუკა არ არის ძალიან დაზიანებული). რაც შეეხება საკუთარ ინიციატივებს, რომელიც არაა გამყარებული საჭირო ენერგიით, საჭიროა მათი იგნორირება ან იქამდე სრულყოფა, სანამ ამის რეალიზაციისთვის საკმარისი ენერგია თავისით არ გაჩნდება.
ჰარმონიული მარსი ნიშნავს გამართლებას და იღბალს დაძაბული ენერგეტიკული სიტუაციების დროს, თუმცა ნამდვილ ბედნიერებას არ უზრუნველყოფს. ბედნიერების გრძნობას (ისიც არც თუ ისე დიდი ხნით) იძლევა მუდმივი შრომა ევოლუციის სასარგებლოდ, რისი საშუალებაც აქვს ნებისმიერ ადამიანს, მისი ჰოროსკოპის მიუხედავად და პროფესიონალი ასტროლოგი – ეს არაფერია იმაზე მეტი, ვიდრე რიგითი თანამშრომელი, აბსოლუტის კადრების განყოფილებაში და არანაირად არაა „დამსაქმებელი“ .
ადამიანს ჰარმონიული მარსით არასოდეს უჩნდება სურვილი ჩაერთოს ისეთ ჩხუბში სადაც მოწინააღმდეგე გაცილებით ძლიერია (თუ ამ შემთხვევაში მზე ან მთვარე დაზიანებულია, საინტერესოა დააკვირდეთ როგორ სწრაფად ქრება ქვეცნობიერი აგრესიული გამოვლინებები, რადგან ის ვერ იღებს ენერგეტიკულ იმპულსს, ადამიანი ამბობს: „მე ახლა ამას ვუჩვენებ.. “ და ბოლო სიტყვაზე მისი ენთუზიაზმი სადღაც ქრება) პირიქით, მასზე გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე რატომღაც ვერ ახერხებს „მისწვდეს“ და იმ შემთხვევაშიც თუ მოწინააღმდეგემ ეს შესძლო, უკანასკნელ მომენტში უქრება ყველანაირი სურვილი თავს დაესხას და პირიქით ცდილობს დაუმეგობრდეს კიდეც (აგრესია მყისიერად გადადის სიბრალულში და სიმპათიაში)
ჰარმონიული მარსი ადამიანს აძლევს დაცულობის განცდას, პოტენციურად მაღალ შრომისუნარიანობას და დიდ სიზარმაცეს; პოზიცია: „რატომ მოვიკლა თავი მუშაობით, როცა ვგრძნობ რომ ისედაც შევძლებ ამის გაკეთებას“ ჰარმონიული ასპექტების დამუშავება ითხოვს სიზარმაცის (მძიმე სამუშო ჰარმონიულ მარსზე, იმპერატიულად არ გაიცემა, მან ამას უნდა მოჰკიდოს ხელი საკუთარი სურვილით) და ერთგვარი თვითმოტყუების ტენდენციის დაძლევას – როცა ადამიანს ეჩვენება, რომ ის მუშაობს საკმარისად კარგად და დაძაბულად, სინამდვილეში კიდევ (კარმული თვალსაზრისით) უქნარობს და ახალტურებს.
ჰარმონიული მარსის დამუშავების შემთხვევაში ადამიანი გარშემომყოფებზე ავრცელებს – საკუთარ იღბალს, წარმატებას და არაჩვეულებრივი მუშაობის უნარს (იმ სფეროებში რომეზეც მიანიშნებს მარსის ასპექტები) თუმცა დამუშავების გარეშეც კი, მამაკაცი ჰარმონიული მარსით ყოველთვის ისარგებლებს წარმატებით ქალთა საზოგადოებაში, ხოლო ქალი ჰარმონიული მარსით -მამაკაცთა საზოგადოებაში, არც მცირე სარემონტო სამუშაოების პრობლემა მას არ შეექმნება, მაგალითად თუ მეუღლე ან ყველა აქტიური თაყვანისმცემელი ერთდროულად დაკავებული აღმოჩნდება, კარის საკეტის პრობლემას ქალი დმოუკიდებლად გაუმკლავდება.
დაზიანებული მარსი ორასი – სამასი წლის წინ აუცილებლად ნიშნავდა საფრთხეებს, უსიამოვნებებს ცხოვრებაში და ფიზიკური ტრამვების მიღების საშიშროებას. ხოლო მე-8 სახლში დაძაბული ასპექტებით – ძალადობრივ სიკვდილს (ჰაერის ნიშანში -ჩამოხრჩობას, ცეცხლის ნიშანში – ცეცხლზე დაწვას და ა.შ ) თუმცა, ჩვენ ცივილიზებულ დროში მე-8 სახლი ნიშნავს არა იმდენად სიკვდილს, რამდენადაც ეგრეგორის შეცვლას, მაგალითად განქორწინებას, სამუშაო ადგილის შეცვლას, უარეს შემთხვევაში პარტიიდან გარიცხვას, ანუ მარსმა დაკარგა თავისი ძველებული პრიმიტიული და ბოროტი მნიშვნელობა.
დაზიანებული მარსი ბავშვობიდანვე ასწავლის სიფრთხილეს და ყურადღებას, რადგან მისი ქვეცნობიერი და გარე ცხოვრება სავსეა დისჰარმონიული ენერგიით. მას ქვეცნობიერში ტანჯავს ვნებები და აგრესია და იგივეა გარე სამყაროსთან ურთიერთობაშიც. ზრდასრულ ადამიანს (ანუ 30 წლის შემდეგ ) დაზიანებული მარსი ექნება ნაწილობრივ მაინც დამუშავებული, ზოგჯერ კი საკმაოდ დამუშავებული და მოთვინიერებული. დაზიანებული მარსის შეფასებისას, აუცილებელია სატურნის გავლენის განხილვაც, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ერთმანეთთან არ აქვთ ასპექტი. რადგან სატურნი – დაზიანებული ასპექტენის „მბრძანებელია“ (ის თხის რქას მმართველია, რომელიც (მთვარესთან ერთად) მართავს კვადრატებს, და კულმინაციას აღწევს სასწორში -ოპოზიციების მმართველი) მარსის დამუშავება დიდწილად ამოკიდებულია სატურნის განვითარების დონეზე; დაბალ გამოვლინებაში ხდება აგრესია, სხვა მსგავსი დისჰარმონიული სულიერი ძვრების ჩახშობა, რაც ხშირად განიდევნება ქვეცნობიერში, ეს იწვევს ფრუსტრაციას, დაფარულ გაუცნობიერებელ აგრესიას. კარმული გამოვლინების სახით ხდება- გარეგნული ასე ვთქვათ „შემთხვევით“ ტავმები, ჩხუბი, გაუპატიურება (განსაკუთრებით ვენერასთან ასპექტის შემთხვევაში) და ა.შ უფრო მაღალ დონეზე სატურნის დისციპლინა და სიბრძნე ეხმარება ინდივიდს ენერგია მიმართოს სრულყოფაზე და კონსტრუქციულ გარე ქმედებებზე, ამ შემთხვევაში ადამიანმა ძალიან ზუსტად აღიქვას, რომ მას მუდმივად სჭირდება (კარმულად) იმუშაოს საკუთარი ძალების უკიდურეს ზღვარზე,ზოგჯერ ამაზე მეტადაც კი და არ უნდა ორიენტირდეს სოციალურად მიღებულ საშუალო შედეგზე, განსაკუთრებით არ უნდა შეედაროს „იღბლიანებს“ ჰარმონიული მარსით, მთავარია – არ დაელოდონ რეზულტატს, რომელიც თავისით დადგება, გარკვეული დროის შემდეგ მათი შინაგანი უანგარობის წყალობით და დრო მოიტანს გარშემომყოფების ყველაზე თამამი ვარაუდების შედეგს.
სტატიის ავტორი : რუსა