მერკურის ასპექტები

მერკურის ასპექტები

მერკურით ასპექტირებული პლანეტა, მისი ნიშნის, სახლის და ასპექტის ხასიათის მიხედვით, ნატივის საერთო ფსიქოლოგიურ წყობაზე, ინტელექტუალურ თავისებურებებსა და ინფორმაციულ-ენერგეტიკული ინტერაქციის სფეციფიკაზე მიუთითებს, რომელზეც აგებულია მისი აზროვნებით-განსჯითი უნარები. თუ მერკური ასპექტებით გამორჩეულია, ადამიანი თვალშისაცემი ცნობისმოყვარეობით,  მრავალფეროვანი ფიქრებით და იდეებით ხასიათდება.

რადგან მერკური ენერგეტიკულად ნეიტრალური პლანეტაა, მას შეუძლია მთლიანად  იმ პლანეტის შეფერილობა და ხასიათი მიიღოს, რომელსაც ასპექტით უკავშირდება. (ისევე როგორც იმ ნიშნის და სახლის თვისებები, რომელიც უკავია).

კარგად ასპექტირებული მერკური ადამიანის ინტელექტუალური აქტივობის საკოორდინაციო მართვის ცენტრია _ ერთგვარი ლინზა, რომელიც ადამიანის უნარების ფოკუსირებას ახდენს.

 

მერკურის შეერთება პლანეტებთან

მერკურისთან შეერთება პლანეტის ძლიერ მენტალურ საწყისზე მეტყველებს. ამ ასპექტის წყალობით, პლანეტა გაძლიერებული განსჯის, ანალიტიკის და ლოგიკურად „აზროვნების“ უნარებს იძენს თავისი მმართველობის სფეროში.

 

 

მერკურის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

მერკურის სექსტილი ან ტრინი  ჰარმონიულ თვითგამოხატვაზე მეტყველებს, ინტელექტის მეშვეობით. ადამიანს შეუძლია ბევრი ისწავლოს და სულიერად განვითარდეს პლანეტით მართულ სფეროებში*, რის საშუალებასაც მისცემს გამორჩეული ინტელექტუალური უნარები. აღნიშნულ სფეროებში ადამიანი ძალიან საღად და ნათლად აზროვნებს, ლოგიკურად განსჯის მიმდინარე მოვლენებს. ჰარმონიული მერკური წერით და მეტყველებით ტალანტებსა და კომუნიკაბელობაზე მიუთითებს. ნატივი ძალიან მარტივად შედის კონტაქტში და ასევე მარტივად  უგებს ყველაზე განსხვავებულ ადამიანებს.  ამ თვისებების წყალობით, მის წინაშე უამრავი შესაძლებლობა იხსნება საკუთარი იდეების გამოხატვის და განხორციელებისთვის, სხვადასხვა ჯგუფის მეშვეობით. მის იდეებს თითქმის ყოველთვის  გაგებით და აღფრთოვანებით ხვდებიან. ისინი მოხერხებულად იყენებენ თავიანთ გონებას. სწავლას და ინფორმირებულობას მათთვის დიდი სარგებელი და წარმატება მოაქვს, სოციალური თუ პროფესიული წინსვლის კუთხით.

 

 

მერკურის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

მერკურის კვადრატი ან ოპოზიცია  ინტელექტუალურ საქმიანობასა და მენტალური გააზრების პროცესებში წარმოქმნილ სირთულეებზე მეტყველებს. დაზიანებული მერკური ნევროტულობის, გონებრივი დაძაბულობის წყაროა. არაერთი დაბრკოლება წარმოიქმნება ასევე სწავლის პროცესსა და კონტაქტებშიც.

ეს ადამიანები გონიერებიც არიან და მენტალურად აქტიურებიც, თუმცა ხშირად მიკერძოებულად და სუბიექტურად აზროვნებენ, რის გამოც ძალიან კომპლექსურ საკითხებსაც კი ცალმხრივად განიხილავენ.  თავიანთ ინტელექტუალურ უნარებს, ანგარებიანი მიზნებით ან სხვების საზიანოდ, არასწორად და დესტრუქციულად იყენებენ. შესამჩნევ სკეპტიციზმს და ღვარძლიან კრიტიკას ავლენენ. მათ უნდა იფრთხილონ ამ თვისებებთან, რადგან არაკეთილსინდისიერ არგუმენტაციას და ინტელექტუალური სნობიზმს არაერთი დანაკარგი მოჰყვება.

აღნიშნული დაზიანება ყველაზე მკაფიოდ პლანეტით მართულ სფეროებში ვლინდება. დაზიანებული მერკურის მფლობელებს  ხშირად უჭირთ სწორი არჩევნის გაკეთება ბევრ შესაძლებლობას შორს. ასევე უჭირთ მოლაპარაკებების წარმოება, საკუთარი აზრების და შეხედულებების ადეკვატურად გადმოცემა. საქმე ის არის, რომ ისინი საკუთარი შეხედულებებს ერთადერთ ჭეშმარიტებად განიხილონ, რაც, ბუნებრივია, ძლიერ დაძაბულობას წარმოშობს კონტაქტებში. ამიტომ, მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ  განსხვავებული აზრის მოსმენა, ადეკვატური აღქმა და პატივისცემა.

 

დამხმარე სტატიები

მერკური  მერკურის პრინციპები  მერკურის დამუშავება

 


About Qet

Scroll To Top