მერკურის და მთვარის კვანძების შეერთება

მერკურის და მთვარის კვანძების შეერთება

მერკურის შეერთება მთვარის აღმავალ (ჩრდილოეთ) კვანძთან

მათ შეუძლიათ საჭირო იდეების საჭირო მომენტებში გამოხატვა, რის გამოც გარშემომყოფთა პატივისცემით და საერთო პოპულარობით სარგებლობენ.  ხშირად ინტელექტუალურ მოდას კარნახობენ, ასე ვთქვათ, ტონის მიმცემნი არიან. მეტად ორიგინალურად აზროვნებენ და შეუძლიათ სხვებსაც დაეხმარონ  იდეების დახვეწა-რეალიზებაში.

მათი ემოციური უსაფრთხოების შეგრძნება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული აზროვნებით პროცესებთან. ეს ინდივიდები სულიერ საზრდოს წიგნების კითხვაში, სწავლაში, დისკუსებსა თუ გონებრივი ამოცანების შესრულებაში პოულობენ. ისინი მშვენივრად ახერხებენ საკუთარი შეგრძნებების წერით, მეტყველებით ან თუნდაც მიმიკებითა და ჟესტიკულაციით გამოხატვას.

მთლიანი ჰოროსკოპის დადასტურებით, საკუთარი იდეების მარტივად რეალიზების საშუალებაც ეძლევათ.

ნეგატიური ასპექტებისას _ ყველა მიმდინარე იდეას მარტივად ჰყვებიან და ყველას ყველაფერში ეთანხმებიან. ეშინიათ საკუთარი აზრების გამოთქმა, უჭირთ წერა-კითხვა.

 

 

მერკურის შეერთება მთვარის დაღმავალ (სამხრეთ) კვანძთან

ეს ადამიანები აზროვნებით ხშირად წინ უსწრებენ ან ჩამორჩებიან თანამედროვეობას. ამიტომ, ძალიან უჭირთ თანამოაზრეთა პოვნა და ინტელექტუალური მხარდაჭერის მიღება. თითქმის ვერასდროს ახერხებენ საჭირო დროს საჭირო სიტყვების მოძებნას, ან მათ უბრალოდ არ უსმენენ. ეს ადამიანები არც ისე დაცულად გრძნობენ თავს ინტელექტუალურ სფეროში. მაგალითად, შესაძლოა თავი სულელად მიაჩნდეთ, უცხო სატელეფონო ნომრებს არ პასუხობდნენ, ფობიები ჰქონდეთ სიტყვით გამოსვლისას, ეშინოდეთ მგზავრობისას, მტრული და უნდობი დამოკიდებულება ახასიათებდეთ მედიის და რეკლამის მიმართ და ა.შ. მათი ამოცანა სწორედ შინაგანი თავდაჯერების მიღწევაა აღნიშნულ სფეროებში.


About Qet

Scroll To Top