ავესალომ პადვოდნი
მერკურის შეერთება: „საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც“
მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.
სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).
ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.
შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და პირდაპირი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა.
სატურნის შეერთება:
„დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო“
სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის სიღრმისეულად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურისთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის შეეცდება უგულვებელყოს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება, სიტყვა სიტყვით, გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციის სახით.
სატურნის შეერთება, დამუშავების საწყის ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იძლევა იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს. თუმცა, იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.
„საბავშვო ჰოროსკოპი“
თქვენი პატარა შესაძლოა იმდენად ენაწყლიანი მოსაუბრე არ იყოს, რამდენადაც აკურატული და ლოგიკური მოაზროვნე. მას ნათელი და საიმედო მეხსიერება აქვს. ყველაფერს საფუძვლიანად სწავლობს. თუმცა დროდადრო დარდი და მღელვარება იპყრობს. მეტყველებაში და წერის სტილში მკაცრად ლოგიკის ხაზს მიყვება. უყვარს და შეუძლია სხვების მოსმენა. მისთვის სასარგებლო იქნება ისწავლოს ყურადღების კონცენტრაცია პოზიტიურ ფიქრებზე.
Het Monster
აკურატული და ზუსტი აზროვნება. ბეჯითი მოწაფეა და დიდი პასუხისმგებლობით სწავლობს. მისგან კარგი კონსტრუქტორი ან არქიტექტორი დადგება. თუმცა ასევე დამახასიათებელია სკეპტიციზმი. ხშირად ეუფლება დეპრესიული აზრები.
კატრინ ობიე
მკაცრი, ლოგიკური, ფხიზელი გონება. კონცენტრაციის მაღალი უნარი. შეუძლია ჩაწვდეს ყველაფრის არსს. ინტელექტუალური პატიოსნება. ის მეცნიერულად აზროვნებს: ფრთხილად, სკეპტიკურად, დაფიქრებულად, წინდახედულად. ამიტომ, თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს ობიექტურობას. უყვარს და მარტივად უმკლავდება რთულ ამოცანებს, თავსატეხებს. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, წარმოსახვის და ფანტაზიების უკმარისობა. უკიდურესად მშრალად და სწორხაზოვნად აზროვნებს, მხოლოდ ფაქტებს მიყვება _ გონება ყოვლისშემძლე მსაჯული ხდება.
ფრენსის საკოიანი
მეცნიერული აზროვნება _ ტექნიკურ საგნებს უკეთესად უმკლავდება. წინდახედულია, შეუძლია ხელმძღვანელობა. ბეჯითად, შეიძლება ითქვას მძიმედაც შრომობს. ფორმის და სტრუქტურის ბრწყინვალე შეგრძნება. დიდი ამბიციები აქვს, თუმცა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაერთი სირთულე ელოდება. უარეს შემთხვევაში, ძალიან სკეპტიკური და კრიტიკულია, ძალიან ცუდად აღიქვამს ახალ და უჩვეულო იდეებს, რაც მისი აზროვნების ჩარჩოებში არ თავსდება.
სერგეი შესტაპალოვი
აძლიერებს გონებრივ აქტიურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას. ზუსტი, ლოგიკური, კონცენტრირებული, სიღრმისეული აზროვნება. ნათელი, მეთოდური, პრაქტიკული და მტკიცე გონება. კარგი ორგანიზატორული უნარები, საქმიანი თვისებები. შეუძლია დაკავდეს პოლიტიკით. ტაქტიანია, დიპლომატიური, წინდახედული და ფრთხილი. მენტალური შრომისუნარიანობა ძალიან ძლიერია.
ასპექტის ნეგატიური მხარე _ სიფრთხილემ შეიძლება შეანელოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, განაპირობოს სიზარმაცე მოქმედებებში.
სხვა წყაროები
ნებისმიერ პერსონალურ პლანეტასთან ასპექტით დაკავშირებული სატურნი ყოველთვის ცენზორის როლს ასრულებს. მერკურის შემთხვევაში, ეს აზროვნებით პროცესებს და მენტალურ თვითგამოხატვას ეხება. რისი თქმაც და დაწერაც არ უნდა სურდეს ადამიანს, ყოველთვის თვითცენზურის მარწუხებში ექცევა. ამიტომ, როგორ ემოციურ მოთხოვნასაც არ უნდა გრძნობდნენ შინაგანად, მათ ძალიან უჭირთ თავისუფალი თვითგამოხატვა, რადგან ყოველთვის ეშინიათ, რას იფიქრებენ და როგორ შეაფასებენ სხვები. ისინი ყოველთვის ფრთხილად არჩევენ სიტყვებს და საკმაოდ ნელა ლაპარაკობენ, რადგან საუბრის პროცესში თითოეულ სიტყვას კიდევ ერთხელ ატარებენ ცენზურაში. ამდენად, ამ ადამიანებს თავისუფლად მოაზროვნეებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ხშირად უარს ამბობენ კარგ შეთავაზებებზე. საკმაოდ სარკასტულებიც არიან, თუმცა პირდაპირი განზრახვის გარეშე. დამახასიათებელია ასევე უკვე დასრულებულ საუბარზე გადახვევა, და ამ გადახედვის რეჟიმში თავსაც კი კიცხავენ, თუ ისეთი რამ წამოცდათ, რისი თქმაც არ სურდათ ან რაიმე კითხვას ბანალურად უპასუხეს. ისინი ისურვებდნენ, ყველაფერზე ჰქოდეთ ენამახვილი (უფრო ხშირად კი სარკასტული) პასუხი.
„კოჭლი“ სატურნი გარკვეულ ნეგატიურ დაღსაც ტოვებს მასთან ასპექტით დაკავშირებულ პლანეტაზე. როდესაც ის კომუნიკაციის პლანეტას (მერკურის) უკავშირდება, ადამიანი ძლიერ მოწყვლადობას და დაუცველობას გრძნობს კონტაქტებსა და საუბარში. ისინი ზედმეტად ღელავენ იმაზე, რას ამბობენ და შემდეგ თავს ისჯიან, რომ შეეძლოთ უკეთესადაც ეთქვათ. ზოგიერთი ტექსტები გვამცნობენ სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. სწავლის პროცესი გარკვეულწილად დამუხრუჭებული და პრობლემატურია, თუმცა პრაქტიკაში უფრო იშვიათად გვხვდება და სავარაუდოდ, განპირობებილია სხვა დამატებით ასპექტებით. როგორც წესი, ამ ასპექტის მფლობელებს ბრწყინვალე აკადემიური მოსწრება აქვთ.
თვითცენზურა და შეფასებებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია აზრების გადმოცემაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდობაში. ამიტომ, მათ ნამდვილად წაადგებათ შეგულიანება და წაქეზება, რომ თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ და ნაკლებ შეზღუდულნი იყვნენ თვითგამოხატის პროცესში.
თუ თქვენ ეს ასპექტი გაქვთ რუკაში, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავი ძალიან მკაცრად არ უნდა განსაჯოთ. ამის ნაცვლად, თხოვეთ ობიექტური შეფასება თქვენს ახლობლებს. დიდი შანსია, რომ საკმაოდ ინტელექტუალურ, გამჭრიახ და გონიერ მოაზროვნედ გთვლიდნენ.
ჩვენ ხშირად ვასწავლით ჩვენს შვილებს „ნუ ღელავ იმაზე, რას იფიქრებენ სხვები“ , მსგავსი ფრაზით ამ ასპექტის მფლობელთან ვერაფერს გახდებით. ისინი მაინც ყოველთვის ღელავენ. ამის ნაცვლად, შეაქეთ მათი აზრები! ეს გაცილებით უკეთ დაეხმარებათ გახსნაში, ვიდრე ფუჭი რჩევა, რომ სხვების შეფასებებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ქათინაურებს გულთბილად და მარტივად იღებენ. ამიტომ, მათი ახლობლები თუ მეგობრები ხშირად წყვეტენ შექებას, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ.
ისინი არასდროს არაფერს აღიქვამენ თავისთავად, რადგან ყოველთვის საჭიროებენ ემპირიულ მონაცემებს, რომ გადალახონ თანდაყოლილი სკეპტიციზმი. არასდროს კმაყოფილდებიან ზედაპირული მონაცემებით და ყველაფერს სიღრმისეულად სწავლობენ. უმეტესობა მარტო ფიქრს და მუშაობას ამჯობინებს მშვიდ გარემოში. აბსტრაქტულ ცნებებს მათემატიკურად განსაზღვრულ სიდიდეებთან მუშაობა ურჩევნიათ. ფრთხილად, აკურატულად და მეთოდურად მუშაობენ. ძალიან ორგანიზებულნი არიან და შესანიშნავად გრძნობენ თავს მკაფიოდ განსაზღვრულ წესებსა და რეგულაციებში. ამ ასპექტის მქონე მწერლები გრამატიკის დიდოსტატები არიან.
ეს ამბიციური ადამიანები ბრწყინვალედ აკონტროლებენ თავიანთ აზრებს. თითქმის ყოველთვის დიდ და რთულად მისაღწევ მიზნებზე ორიენტირდებიან. გარშემომყოფები მათ გულწრფელ, ბეჯით და წინდახეულ ადამიანებად აღიქვამენ. ეს ასპექტი ხშირად გვხვდება მასწავლებლების, სამხედრო ლიდერების ან პოლიტიკოსების რუკებში.
თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, ეს ხშირად მიუთითებს თავდაჯერების უკმარისობაზე. ადამიანს უჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება. ხშირად მიდრეკილია დეპრესიისკენ. ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ სასკოლო მასალის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები. ხშირად პრობლემები ექმნებათ ცინიკურობის, ენამწარობის, გონებადახშულობის და ვიწრო მსოფლმხედველობის გამო. დაზიანებული შეერთებისთვის ასევე თვისებრივია სიმორცხვე და ასოციალურობა.
ცნობილი ადამიანები მერკური-სატურნის შეერთებით: Bo Derek, Robert Duvall, Bob Geldof, Boris Yeltsin, Anais Nin…