მერკურის, ვენერასა და მარსის დაავადებები

მერკურის, ვენერასა და მარსის დაავადებები

                    მერკურის დაავადებები

ეს პლანეტა დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან განაგებს ნერვულ სისტემას, ტვინს. წამყვანია იმ დაავადებების განვითარებაში, რომლებიც სწორედ ამ სისტემებს აზიანებს.

ძირითადი გავლენა უკავშირდება ნერვებს, ისეთი პორობლემები, როგორიცაა თავის ტკივილი, ნევრალგია, უძილობა სწორედ პლანეტა მერკურის მიერაა პროვოცირებული.

ამის გარდა ვლინდება უსიცოცხლობა, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, თავბრუსხვევა, კონვულსიები და ნერვული ხასიათის ყველა ტკივილი, რომლებიც იმ სხეულის ზონას შეესაბამება, რომელსაც ამა თუ იმ ნიშანში მყოფი მერკური შეესაბამება.

მერკურის მდგომარეობა სხვა პლანეტებთან მისი ასპექტების გათვალისწინებით უნდა განიხილოს, მაგრამ თუ ის იმყოფება მე 6 სახლში ეს არის ნერვული დაავადებების ჭეშმარიტი ნიშანი, რომელიც შფოთვისა და გადაღლილობის შედეგად წარმოიქმნება.

ქვევით ჩამოთვლილია დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა ნიშანში მყოფ მერკურს უკავშირდება.

ვერძი – თავის ტკივილი, სახის ნერვის ნევრალგია, უძილობა და თავის ნერვული დაავადებები.

კურო – ხმის ჩახლეჩვა, ნერვებიდან გამომდინარე ყელის, ხმასთან დაკავშირებული პრობლემები, კონვულსიები კბილების ამოჭრისას.

ტყუპები – ნერვული ტკივილები მხრებში, ზედა კიდურებში, ხელის მტევნებში. დამახასიათებელია – ბრონქიტი, სასუნთქი სისტემის დეფექტები.

კირჩხიბი – კოლიკა, სპაზმები, მეტეორიზმი (გაზების დაგროვება), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ღელვისა და შიშების გამო.

ლომი – გულის რითმის დარღვევა, გულის სპაზმები, გულყრა, ზურგის ნერვული ზონების ტკივილები.

ქალწული – ნაწლავური გაუვალობა, დიაერა, ჭიები, ნაწლავის გაღიზიანება.

სასწორი – შარდსადენის დახშობა (ქვებით და სხვა) თირკმელების ნევრალგია.

მორიელი – ნევრალგია ზოგადად და რეპროდუქციული სისტემის დაავადებები. ქალებში – ციკლის დარღვევა, სასქესო ორგანოების ნერვული ხასიათის პრობლემები.

მშვილდოსანი – იშიაზი, ნევროზულობა, მენჯ-ბარძაყის ზონის სისუსტე.

თხის რქა – რევმატიზმი, ნიკრისის ქარი (პოდაგრა), შეკრულობა, ნაწლაური დაავადებები ღელვისა და მელანქოლიური მდგომარეობის შედეგად.

მერწყული – ისტერია და ნერვული სისტემის ზოგადი სისუსტე.

თევზები – შეკრულობა, ქვედა კიდურების გაცივება, კოჟრები.

                  ვენერას დაავადებები

მართალია ვენერა კეთილი პლანეტაა თავისი ბუნებით, მაგრამ სწორედ ის არის არაერთი წვრილმანი დაავადების მიზეზი, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. მას დამამშვიდებელი ბუნება აქვს მაგრამ მისი მავნე გავლენა გამოიხატება ზოგადად სისტემის სისუსტეში, რთულდება მოშვება, ხშირია – ხახის, ვენური სისტემის და თირკმელების პრობლემები. ასევე დამწვრობები, ნუშურა ჯირკვლების გადიდება(გლანდები), სიმსივნეები, თირკმელების დაავადებები – თავშეუკავებლობის გამო ( დიეტებსა და ჩვევებში).

ვენერას ზოგადი გავლენა მე 6 სახლში ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება, მაგრამ ძლიერი დაზიანებისას ან ცუდი ასპექტებისას მთვარესთან ან ასცენდენტთან იძლევა იმ ნიშნის შესაბამის დაავადებებს, რომელშიც ის იმყოფება.

ვერძი – ეგზემა, კანის დაავადებები, სახის მოყვითალო ელფერი, კოსმეტიკური საშუალებებით გაღიზიანება.

კურო – ყელის პრობლემები, ყბაყურა, ჩიყვი, ანგინა, აბსცესები.

ტყუპები – გარემოსთან, ტემპერატურასთან არაადეკვატური და მოჭერილი სამოსის ტარებით გამოწვეული, სუნთქვის დარღვევები და ზოგადად სასუნთქი სისტემის პრობლემები.

კირჩხიბი – მოუნელებლობა, გადამეტება კვებისას, გულისრევა, მკერდის კისტა, თუ ძლიერი დაზიანებაა – ციკლის დარღვევა.

ლომი – გულის ტკივილი, გულყრა, გულის რითმის დარღვევები.

ქალწული – ნაწლავების გაღიზიანება, ჭიები, ნაწლავური პრობლემები, არასასურველი რაციონისა და კვების დროს ცუდი ჩვევების გამო.

სასწორი – თირმელების პრობლემა, დიაბეტი, ურემია, ეგზემა.

მორიელი – ვენერიული დაავადებები, სუსტი შარდის ბუშტი, საშვილოსნის, საკვერცხეებისა და საშოს დაავადებები. ალგომენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია)

მშვილდოსანი – ნიკრისის ქარი(პოდაგრა), ფილტვების დაავადებები.

თხის რქა – მუხლების პრობლემები, შეკრულობა, კანის დაავადებები, ჭიები, გულისრევა.

მერწყული – ანემია, ისტერია.

თევზები – სუსტი ტერფები, მოყინვა, სიმსივნეები, ძლიერი დაზიანებისას – თავშეუკავებლობის (ალკოჰოლისა თუ მავნე ჩვეებისგან) ნიადაგზე სხვადასხვა დაავადებები.

                             მარსის დაავადებები

ეს პლანეტა წამყვანია ციებცხელებითა და მწვავედ მიმდინარე დაავადებების განვითარებაში. მისი ბუნება ცხელი და ექსპანსიურია, იწვევს სხვადასხვა სახის ცხელებას, ინფექცურ და ანთებით დაავადებებს, მწვავე და მოულოდნელად წარმოქმნილი დაავადებებს, რომლებიც ცხოველმყოფელი სითბოს სიჭარბით ვითარდება, ასევე – ფისტულები, დამწვრობა, მოტეხილობა, სისხლდენა და სხვა. სწორედ მარსიანული ბუნებისაა.

როდესაც მარსი მე 6 სახლში იმყოფება ან დაზიანებულია სხვა პლანეტებით, მან შეიძლება გამოიწვიოს უამრავი მოულოდნელი და მწვავე დაავადება. როგორც სერიოზული, ისე მსუბუქი – პლანეტის ძალიდან გამომდინარე.

დაავადებები, რომლებიც ვლინდება მარსის შესაბამის ნიშანში ყოფნისას:

ვერძი – ტვინის სხვადასხვა სახის დარღვევები, ინსულტი, მკრეჭელი ლიქენი (სირსველა), თვალების ანთება, ყვავილი (ინფ. ვირუსული დაავადება).

კურო – დიფტერია, ტონზილიტი, ხორხის შეშუპება, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, წითელი ქარი.

ტყუპები – ბრონქიტი, ფილტვების ანთება, სისხლის მოწამლვა, გამონაყარი ზედა კუდურებსა და მხრებზე.

კირჩხიბი – კუჭის ანთებით, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, მუცლის ტიფი. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ორსულობისას, მშობიარობამდე და შემდეგ (მშობიარობის შემდგომი სეფსისი, მუცლის მოშლა და სხვა).

ლომი – გულის ჰიპერტროფია, გულის რითმის დარღვევები, მალარია, ანევრიზმა, გულყრა, პლევრიტი.

ქალწული – დიარეა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პერიტონითი, ქოლერა, თიაქარი, დიზინტერია, ენტერიტი.

სასწორი – თირკმელების ანთება, ხერხემლის ზონის ტკივილები, მიდრეკილება ციებ-ცხელებისკენ თირკმელების სხვადასხვა პრობლემის გამო.

მორიელი – ბუასილი, ფისტულები, ვენერიული დაავადებები, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, ნიკრისის ქარი (პოდაგრა), სეფსისი, ქალებში- საშვილოსნოს ყელის ანთება, სისხლდენა, თვითნებური აბორტი (მუცლის მოშლა), მენსტრუაციული დარღვევები.

მშვილდოსანი – იშიაზი, წყლულები მენჯ-ბარძაყისა და დუნდულოების მიდამოში, ციებცხელება, ფილტვების ანთება, აბსცესები და ანუსის დაავადებები.

თხის რქა – რევმატული ციებცხელება, მუხლის სახსრის ანთებითი და კანის დაავადებები. ასევე სიყვითლე, დიზინტერია.

მერწყული – ქვედა კუდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შენაცვლებითი ციებცხელება, სისხლის მოწამლვა, წყლულები ქვედა კიდურებზე, გულის ცემის დარღვევები.

თევზები – ტუბერკულოზი, სიმსივნეები, ინფექციები, დაავადებები თავშეუკავებლობის ნიადაგზე.

 

დამუშავებულია რაფაელის “სამედიცინო ასტროლოგიაზე” დაყრდნობით

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top