მერკურის კვადრატი პლუტონთან

მერკურის კვადრატი პლუტონთან

დამახასიათებელია: წინააღმდეგობრიობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, თაღლითობისკენ მიდრეკილება. დადებითი კუთხით: ძლიერი მეტყველება, დარწმუნების უნარი, მტკიცე გადაწყვეტილებები, მებრძოლობა, ბრძოლისა და გამარჯვების უნარი. უარყოფითი კუთხით: პარანოია, აკვიატება.

ნებისმიერ სიტუაციაში საქმის არსში ერკვევა. საკუთარ აზრს პირდაპირ აფიქსირებს და სხვების რეაქციაზე არ ფიქრობს, რაც სამწუხაროდ ხშირად კამათით მთავრდება. მოსწონს ინტრიგა, შესაძლოა მზაკვრული მეთოდები გამოიყენოს იქ, სადაც პირდაპირაც შეუძლია მოქმედება. შეუძლია სხვებს საკუთარი იდეების შთააგონოს, თავს მოახვიოს, თან ისე, გარშემომყოფებს დამოუკიდებლად მოფიქრებული ეგონოთ.

სიღრმისეულ პასუხებს ეძებს; ზედაპირული ინფორმაციით, ცოდნით, საქმით არ კმაყოფილდება. პროვოკაციული ქცევები ახასიათებს, რამაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ურთიერთობებში. იზიდავს ყველაფერი დაფარული, ტაბუდადებული, განდევნილი. წარმატების მიღწევა შეუძლია კვლევის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის სფეროებში.

ასპექტის მქონე ადამიანი ხშირად საკუთარ უნარებს და გონებას სხვებზე გავლენის მოსახდენად იყენებს; მიდრეკილია მწარე სიმართლის თქმისკენ. ქვეცნობიერი და ჟინი (ვნება) წინააღმდეგობაში მოდიან და ინდივიდი ცდილობს გამოდევნოს, დაძლიოს ქვეცნობიერი კატეგორიული მსჯელობების დაფიქსირების გამო. შესაძლოა ახასიათებდეს „გარყვნილი“ იუმორი.

 

მერკურის კვადრატი: “თუ აზრი გონებაში მომწიფდა, მაგრამ სიტყვებში არ გამოვლინდა – ე.ი. ცუდად მოიწვიეს”

მერკურის კვადრატი იძლევა დიდ სირთულეებს პლანეტის პრინციპების ქმედებების დროს რაციონალურ აზროვნებასა და მეტყველებაში. აქ მნიშვნელოვანია რომელი პლანეტა იქნება ძლიერი. თუ მერკურია ძლიერი, პლანეტის სფეროებში ადამიანის აზრი და წარმოსახვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჩანს მიუხედავად მეორე პლანეტის პრინციპების უარყოფისა. ან ადამიანი რაციონალურად მის პრინციპებს ვერ იგებს (სიღრმისეული აზროვნების მიუხედავად). თუ კვადრატში მეორე პლანეტაა ძლიერი, აზროვნების პროცესი მისი დისჰარმონიული გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული (ნიშნისა და სახლის მიხედვით. სახლი, რომელშიც პლანეტაა მეტ გავლენას ახდენს სახლზე, რომელშიც მერკურია; ნიშანი, რომელშიც პლანეტაა უცერემონიოდ ერევა იმ ნიშნის გამოვლენის სტილში, რომელშიც მერკურია).

საერთოდ, მერკურის კვადრატისთვის დამახასიათებელია ძლიერი მენტალური დაინტერესება პლანეტის სფეროებში. პირველ რიგში ეს ვლინდება პლანეტით მართულ საქმეებში დამახინჯებულ წარმოდგენაში, ფრაგმენტულ ხედვასა და გაგებაში. თავად ადამიანს ამის დაჯერება უჭირს, მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისა.

ასპექტის დამუშავების დონე კარგად ვლინდება მეტყველების სტილში, როცა ადამიანი პლანეტის პრობლემებზე საუბრობს. დაბალ დონეზე მერკურის კვადრატის მქონეს მოსწონს სხვების სწავლება, მათ ხარჯზე თვითგანმტკიცება იმ დროს, როცა თემაზე წარმოდგენად არ აქვს.

დამუშავება ითხოვს მუდმივ მუშაობას პლანეტარული პრინციპების მენტალურ აღქმაზე, მასზე პირდაპირ მენტალურ ზემოქმედების მოხდენაზე უარის თქმა, სპეკულაციებზე უარის თქმა. შემდეგ უნდა გადალახოს არაბუნებრივი სისულელე (რაც ვლინდება პლანეტის სფეროებში ახლის გაგების დროს) და რაციონალური აზროვნების განვითარების წინააღმდეგ გამოვლენილ ემოციურ აფეთქებებს არ დანებდეს. გვახსოვდეს – მერკურის კვადრატი პლანეტის პრინციპების სიღრმისეული გაგების მქონე  ადამიანების პოტენციური ასპექტია.

პლუტონის კვადრატი: ანგელოზის ფრთები ბედის ჯვრით გახეხილ ადგილებზე იზრდება

პლუტონის კვადრატი ვლინდება პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის იმ უსიამოვნო მსხვერპლის გაღებაში, რასაც მისგან ბედი ითხოვს (ყოველშემთხვევაში თავად ასე თვლის). მას უწევს იმ აზრის მიღება რომ შეუფერებელ დროს უსიამოვნო შედეგების გამომწვევი მსხვერპლის გაღება მისთვის უსარგებლო თვისებების მოცილებაში ეხმარება – ასეთია ამ კარმული პროგრამის აზრი.

გარემოში პლანეტის პრინციპების გამოვლენას  ინდივიდი რადიკალურად ვერ მოაგვარებს, სამყაროში წესრიგის დამყარების სურვილი უჩნდება რისთვისაც შესაბამისი ძალაუფლება დასჭირდება. კარმული ჩანაფიქრი ურთიერთსაპირისპირო ხასიათისაა: ინდივიდის ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში წესრიგისა და „სისუფთავის“ დამყარება პლანეტის სფეროების მიხედვით; ამისთვის კი ინდივიდს მოუწევს პლანეტის შესაბამის ქვეცნობიერ პროგრამებსა და ინსტინქტებზე ძალაუფლების დამყარება.

სანამ ინდივიდი ამას ვერ აცნობიერებს, არაერთხელ უწევს მძიმე მსხვერპლის გაღება და შევიწროვება იმ სტილით, რომლითაც ინდივიდი გამოიწვევს – განურჩევლად, ქვეცნობიერად ან ცნობიერად, განზრახ თუ შემთხვევით, საუკეთესო თუ უარეს გამოვლენით. პლანეტის სფეროებში ადამიანი ჩანს როგორც გამადიდებელ მინაში – მინიმალური ნაკლოვანებებითა და შეცდომებით.

ასპექტი იძლევა სულიერი განვითარებისა და თვითწმენდის დიდ შესაძლებლობებს; ასევე დიქტატორული პრინციპების მქონე „შავ მასწავლებლის“ ასპექტია პლანეტარული პრინციპების გამოვლენის დაბალ და საშუალო დონეზე ძალაუფლებით, გავლენით, ცეცხლითა და მახვილით მოქმედებით. საშუალო დონეზე დამახასიათებელია სხვებთან ურთიერთობაში სასტიკად მოქცევა ნიჰილიზმისა და უხეში ქცევის გამოყენებით, რაც პლანეტის პრინციპების შესაბამის სფეროებში ვლინდება.

შინაგანად ადამიანს სურს სამყაროს მისი ჭეშმარიტი სახე დაანახოს, მაგრამ  ერთმნიშვნელოვნად  არ გამოდის ან (მისი აზრით) სამყარო არ მისულა მისი რეალური, სრულყოფილი სახის დანახვის დონემდე.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top