მერკურის კვადრატი სატურნთან

მერკურის კვადრატი სატურნთან

დამახასიათებელია: საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, კონცენტრირების ნაკლებობა, ინფორმაციის ნელი გააზრება, აზრების გამოხატვის დროს სირთულეები, ცუდი მახსოვრობა, პედანტურობა, პირდაპირობა, ეგოიზმი, პატივმოყვარეობა, სიცივე, ამპარტავნება, სიმხდალე, უნდობლობა, ეჭვიანობა, ტყუილი, გასაიდუმლოება, მელანქოლია, მერკანტილურობა, დაგვიანება, მცდარი ინფორმაციის მიღება, მეტყველების პრობლემები (ბავშვობაში). დადებითი კუთხით: შრომისმოყვარეობა, გონებრივი მუშაობა; პედანტიზმი გარდაიქმნება წესრიგში, სიზუსტესა და პუნქუალურობაში.

ასპექტის მფლობელს ახასიათებს ყოველდღიურობით შეწუხება, უმნიშვნელო დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა, წარმოსახვის უნარი დაბალია, მეტადაა ორიენტირებული რეალობაზე. თუ ახალი იდეები უჩნდება – მათი შესრულება დროში იწელება.

ბავშვობაში მკაცრად ზრდიდნენ, რის შედეგადაც დისციპლინირებული, მოწესრიგებულია. სხვა, უარყოფითი ასპექტების გავლენით – შეზღუდულობა, სხვების გაკრიტიკება, ცვლილებების შიში და წარუმატებლობის მოლოდინი ახასიათებს. ძალიან დაზიანებული რუკის შემთხვევაში – მის ცხოვრებაში ბევრი ინტრიგა და უპატიოსნობაა.

ცვლილებების შიშს გამო ცოდნით და ახალი იდეების განხორციელების მხრივ ერთ ადგილზეა „გაყინული“. ასპექტის მქონე ადამიანს არ უყვარს სიახლეები, შემოქმედებითი მუშაობა, მომავალზე უარყოფითად ფიქრობს.

თუ ასპექტის სირთულეს გადალახავს, წარმატებას მიაღწევს მეცნიერებაში, განათლებაში, პოლიტიკაში, ბუნებრივი რესურსების სფეროში. სასურველია ყურადღებით იყოს ოფიციალური დოკუმენტების შედგენის დროს, ხელმოწერამდე ბოლომდე გაეცნოს.

 

მერკურის კვადრატი: თუ აზრი გონებაში მომწიფდა, მაგრამ სიტყვებში არ გამოვლინდა - .. ცუდად მოიწვიეს

მერკურის კვადრატი იძლევა დიდ სირთულეებს პლანეტის პრინციპების ქმედებების დროს რაციონალურ აზროვნებასა და მეტყველებაში. აქ მნიშვნელოვანია რომელი პლანეტა იქნება ძლიერი. თუ მერკურია ძლიერი, პლანეტის სფეროებში ადამიანის აზრი და წარმოსახვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჩანს მიუხედავად მეორე პლანეტის პრინციპების უარყოფისა. ან ადამიანი რაციონალურად მის პრინციპებს ვერ იგებს (სიღრმისეული აზროვნების მიუხედავად). თუ კვადრატში მეორე პლანეტაა ძლიერი, აზროვნების პროცესი მისი დისჰარმონიული გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული (ნიშნისა და სახლის მიხედვით. სახლი, რომელშიც პლანეტაა მეტ გავლენას ახდენს სახლზე, რომელშიც მერკურია; ნიშანი, რომელშიც პლანეტაა უცერემონიოდ ერევა იმ ნიშნის გამოვლენის სტილში, რომელშიც მერკურია).

საერთოდ, მერკურის კვადრატისთვის დამახასიათებელია ძლიერი მენტალური დაინტერესება პლანეტის სფეროებში. პირველ რიგში ეს ვლინდება პლანეტით მართულ საქმეებში დამახინჯებულ წარმოდგენაში, ფრაგმენტულ ხედვასა და გაგებაში. თავად ადამიანს ამის დაჯერება უჭირს, მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისა.

ასპექტის დამუშავების დონე კარგად ვლინდება მეტყველების სტილში, როცა ადამიანი პლანეტის პრობლემებზე საუბრობს. დაბალ დონეზე მერკურის კვადრატის მქონეს მოსწონს სხვების სწავლება, მათ ხარჯზე თვითგანმტკიცება იმ დროს, როცა თემაზე წარმოდგენად არ აქვს.

დამუშავება ითხოვს მუდმივ მუშაობას პლანეტარული პრინციპების მენტალურ აღქმაზე, მასზე პირდაპირ მენტალურ ზემოქმედების მოხდენაზე უარის თქმა, სპეკულაციებზე უარის თქმა. შემდეგ უნდა გადალახოს არაბუნებრივი სისულელე (რაც ვლინდება პლანეტის სფეროებში ახლის გაგების დროს) და რაციონალური აზროვნების განვითარების წინააღმდეგ გამოვლენილ ემოციურ აფეთქებებს არ დანებდეს. გვახსოვდეს – მერკურის კვადრატი პლანეტის პრინციპების სიღრმისეული გაგების მქონე  ადამიანების პოტენციური ასპექტია.

სატურნის კვადრატი: ევოლუციური კიბის საფეხურები ხალიჩით არაა დაფარული

სატურნის კვადრატი პლანეტის სფეროებში ადამიანს აყენებს საკუთარ თავში ჩაყვინთვისა და შინაგანი დისციპლინის გამომუშავების; მშვიდად, კონცენტრირებულად სიმართლის ძიების წინაშე. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, ადამიანს იზიდავს პლანეტის პრინციპები, მისი სიღრმისეულად გაგება სურს, მეორეს მხრივ, ამის ოდნავ მცდელობაც კი ძლიერ წინააღმდეგობას აჩენს გარეგან და შინაგან დონეზე.

თავად შესწავლა რთულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე მეტ ზალისხმევასა და კონცენტრაციას ითხოვს, რამდენიც მოცემულ დროში ადამიანს არ გააჩნია; ამასთანავე ხელისშემშლელია გარეგანი და შინაგანი ქაოსური ძალა. შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ პლანეტის პრინციპები „იყინება“ და ინდივიდისთვის მიუღწეველი ხდება, რაც მას (ინდივიდს) დისჰარმონიულ სიტუაციაში აგდებს, რაზეც მისი არაცნობიერი განსხვავებუად რეაგირებს. მაგ: სხვადასხვა კომპლექსი და ნევროზი ჩნდება, რაც ადამიანს „იცავს“ პლანეტის პრინციპებით გააქტიურებული სიტუაციებისგან.

თუ კვადრატში პლანეტა სატურნზე ძლიერია, საკუთარი პრინციპების ნაწილით სატურნისეულ სფეროების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, განვიხილოთ ვენერა-სატურნის კვადრატი. ძლიერი სატურნის შემთხვევაში ვიღებთ უხეშობას სოციალურ კონტაქტებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში; ხოლო ძლიერი ვენერას შემთხვევაში – სოციალურ და სასიყვარულო კავშირებში განურჩევლობას.

სატურნის კვადრატი შეუძლებელს ხდის პლანეტის პრინციპების ძალდაუტანებელ გამოვლენას, ამ შემთხვევაში ინდივიდისგან მოითხოვება სიბრძნე და კარმული პროგრამის ზუსტი მიყოლა, რაც საკმაოდ ფაქიზი იქნება. სიტუაცია ჰგავს დიდი ცულით ხეზე ჩუქურთმის ამოჭრის მოთხოვნას. როცა ინდივიდი მუშაობას იწყებს, მისი ყოველი ქმედება უხეში, მოუხერხებელი და არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სწავლის სურვილი და პატივმოყვარეობა შეიძლება დიდი ჰქონდეს, აქ უკვე მთავარია ინდივიდის შინაგანი პატიოსნება, თვითრეალიზების სურვილი და ევოლუციურ პროცესში მონაწილეობის სურვილი.

სატურნის კვადრატის დამუშავება ინდივიდს პლანეტის სფეროებში სიზუსტეს, სიბრძნეს, დანახვისა და სხვების დახმარების უნარს ანიჭებს (შესაბამისი უნარების განვითარებაში).

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top