მერკურის კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

მერკურის კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  მერკური კვადრატში ქალის მზესთან

ეს ასპექტი მშვენივრად მუშაობს პლატონურ ურთიერთობაში, რადგან ქალი შეიძლება ქვეცნობიერად განიხილავდეს მამაკაცს, როგორც ძმის სახებას. ქორწინებაში ან ხანგრძლივ სექსუალურ ურთიერთობაში მამაკაცის მოლოდინები შეიძლება არ გამართლდეს. მოსალოდნელია დაძაბულობა, რომლის გამოხატვაც რთული იქნება. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ემოციური დაკმაყოფილების ნაკლებობას, რაც იმედგაცრუებით დასრულდება. თუმცა სამუშაო ან პლატონურ ურთიერთობაში ამ ასპექტმა შეიძლება შექმნას უამრავი საინტერესი იდეა და სამუშაო ენერგია, იმ შემთხვევაშიც, თუ შინაგანი ჰარმონია, რაც საერთო საქმიანობისთვის დასჭირდებათ, არასრულყოფილი აღმოჩნდება.

ქალის  მერკური კვადრატში მამაკაცის მზესთან

მამაკაცი ქალს „რთულ ამოცანად“ განიხილავს. მან შეიძლება მოისურვოს გავლენა იქონიოს მისი ქალურობისა და სექსუალობის განვითარებაზე. თავის მხრივ, ქალი შეიძლება პარტნიორზე  რეაგირებდეს როგორც მამის სახებაზე. დაძაბულობა, რაც იდეების ურთიერთგაცვლით არის განპირობებული, მართალია, შეიძლება ხელს უწყობდეს პიროვნულ  ზრდას, თუმცა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისთვის საჭირო სინაზე, ამ ასპექტით, რთულად მოიპოვება.

მამაკაცის  მერკური კვადრატში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი იწვევს ძლიერ დაძაბულობას ქალის ბუნებრივ დედობრივ ინსტინქტებსა და მამაკაცის  კონტაქტში შესვლის უნარს შორის. ამიტომ, მათი კომუნიკაცია საკმაოდ  გართულებულია, რაც ხელს უშლის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ქალი ვერ გრძნობს მამაკაცურ ძალას, რომელსაც ეძებდა, და იმედგაცრუებული საკუთარ თავში იკეტება. შესაძლოა საერთოდაც გაწყვიტოს კონტაქტი, თუ იგრძნო , რომ მის ქვეცნობიერს პარტნიორის მხრიდან საფრთხე ემუქრება.

ქალის  მერკური კვადრატში მამაკაცის მთვარესთან

მამაკაცი, ქვეცნობიერად, თავიდან ათამაშებს ბავშვობის სირთულეებს, მაგრამ ამჯერად ის მიდრეკილია შეასრულოს თავისი დედის როლი ქალთან მიმართებაში. ქალი კი ისე იქცევა, როგორც მოზარდობის პერიოდში. იმავდროულად, პარტნიორს საკუთარ დედას ამსგავსებს, რომელთანაც აზრობრივი უთანხმოება ჰქონდა.  ამ ასპექტით გამოწვეული სირთულეები დაკავშირებული  მათ ბავშვობის და მოზარდულ ასაკში გადატანილ  პრობლემებზე. ქალმა უნდა მოახერხოს და მენტალურად გადაჭრას ის ჭიპლარი, რაც საკუთარ დედასთან აკავშირებს. და ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი, თავისი დედის როლში, სიმბოლურად იბრძვის საკუთარი ბუდის დასაცავად და შესანარჩუნებლად.

 

მერკურების კვადრატურა

ეს ასპექტი ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, რადგან ორივე პარტნიორი განსხვავებულად აზროვნებს. ინდივიდუალური იდეების გამოხატვა შეხლა-შემოხლის საბაბი ხდება. ურთიერთობის დინამიურმა ხასიათმა შესაძლოა განაპირობოს თითოეულის პიროვნული ზრდა, თუმცა მუდმივი კინკლაობა უბრალო კომუნიკაციის დროსაც კი ძალიან ართულებს ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

მამაკაცის მერკური კვადრატში ქალის ვენერასთან

ამ ასპექტში მამაკაცი ცდილობს ასწავლოს ქალს, როგორ უნდა გამოხატოს მან თავისი სიყვარული. ქალი შესაძლოა გაანაწყენოს ორსექსიანმა „მერკურისებრმა“ ვიბრაციამ, რომლითაც მისი რჩეული თავის ინტელექტს უფრო დემონსტრირებს, ვიდრე მამაკაცურ საწყისს. მამაკაცის დაშიფრული გზავნილები დაახლოებით ასე ჟღერს: „იყავი ისეთი, როგორც მე გეუბნები“. ამგვარი დაძაბულობის გამო, მარტივი და  ყოველდღიური ურთიერთობაც კი გართულებულია.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის ვენერასთან

ქალი თავის როლს იკვლევს, რადგან, ამ ასპექტის გავლენით, მამაკაცის მხრიდან  ქალურ როლს აწყდება. ამრიგად, ის ამ ურთიერთობას როგორც საკუთარი, ისე მამაკაცის თვალთახედვის წერტილიდან იკვლევს. ხანდახან  იღებს კიდეც იმ ქალურ როლს, რომელსაც მამაკაცი მასთან მიმართებაში ავლენს. არსებითად, ის სთხოვს მამაკაცს, ასწავლოს სიყვარული, თუმცა კი, ამ ასპექტით,  სიყვარული მას მხოლოდ მენტალურ დონეზე ესმის.

მამაკაცის მერკური კვადრატში ქალის მარსთან

ეს ასპექტი ძლიერ განხეთქილებებს, უთანხმოებებსა და გაღიზიანებას იწვევს. ქალი შეიძლება ქვეცნობიერად აიგივებდეს თავს ანიმუსთან, რის შედეგადაც, ის შეეცდება  გაიმარჯვოს საკუთარ ინტელექტუალურ მხარეზე, რისი სიმბოლოსაც წარმოადგენს ეს მამაკაცი. ხშირად ის ინსტინქტურად იქცევა და რეაგირებს, როდესაც რჩეულის აზრებს სტიმულად აღიქვამს და არა იდეების გაზიარების შესაძლებლობად. ამიტომ, მამაკაცი ამ ურთიერთობაში  კომუნიკაციის ნაკლებობას განიცდის.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის მარსთან

ამ ასპექტში ქალი ცდილობს ამოიცნოს ურთიერთობის ბუნება და თავისი როლი მასში, მაშინ როდესაც მამაკაცი სუბიექტურად გამოხატავს თავის ეგოს. ქალმა უნდა გაიგოს ის, რაც მამაკაცს არ ესმის. ამისთვის, მას შესაძლოა ორივე, ქალური და მამაკაცური, როლის შესრულება მოუწიოს. თუმცა როდესაც ის მამაკაცური როლის შესრულებას ცდილობს, პარტნიორის მხრიდან არამხოლოდ ზიზღს აწყდება, საკუთარ თავსაც ვნებს. შედეგად, ეს ასპექტი ანადგურებს ჰარმონიას, რომელსაც ადამიანები ურთიერთობაში ეძებენ.

მამაკაცის მერკური კვადრატში ქალის იუპიტერთან

ამ ასპექტში მამაკაცი ქალს საკუთარი ცნობიერების გასაფართოვებლად იყენებს.  ქალს შეუძლია აუხსნას მას თავისივე აზრები. თუმცა დიდი ალბათობით, მას ეს ახსნა არ მოეწონება. იმავდროულად, მამაკაცი თავს იმედგაცრუებულად გრძნობს ან საკუთარი იდეებში ეჭვი შეაქვს. ქალს ძალიან უჭირს იმ ინფორმაციასთან საქმის დაჭერა, რაც მის რჩეულს მნიშვნელოვნად მიაჩნია. ასე რომ, მამაკაცის უმდაბლესი და ქალის უმაღლესი გონებები კი არ ავსებენ ერთმანეთს, როგორც დადებით ასპექტების შემთხვევაში, არამედ პირიქით, ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის იუპიტერთან

ეს ასპექტი მეტად ართულებს კომუნიკაციას, რაც არც ისე მარტივი გადასალახია.  მართალია, ქალი ეყრდნობა მამაკაცს უმაღლესი ჭეშმარიტებების წვდომის უნარის თვალსაზრისით, მაგრამ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ჭეშმარიტების მისეული კონცეფცია არ ემთხვევა მის საკუთარ მოსაზრებებს. მამაკაცი შესაძლოა  წინასწარმეტყველისა და  ბრძენის როლსაც ასრულებდეს, როდესაც მას რამეს ეკითხება, მაგრამ მიღებული პასუხები ჭეშმარიტების ისეთ ასპექტებს უჩვენებს, რაც რეალურ ცხოვრებაში არავითარ სარგებელს არ მოუტანს მის აზროვნებას. შედეგად, ქალმა ან უნდა შეიცვალოს შეხედულებები ან შეეგუოს დაქვემდებარებულ მდგომარეობას ამ ურთიერთობაში.

მამაკაცის მერკური კვადრატში ქალის სატურნთან

აქ მამაკაცი თავის ინტელექტს იმისთვის იყენებს, რომ ქვეცნობიერად გამოწვევა გამოუცხადოს თავისი მამის სახებას, რის სიმბოლოსაც ქალში ხედავს.  მისთვის ეს ქალი მიზანდასახულობას, ნაყოფიერი მიზნებისკენ ნელ მოძრაობას განასახიერებს და როგორც წესი, ამ თვისებებს თავისუფალი თვითგამოხატვის შემაფერხებელ ფაქტორებად აღიქვამს. თუ ის ყურს დაუგდებს მას,  უფრო დაფიქრებული გახდება და ისწავლის იმის ზუსტად გადმოცემას, რასაც სინამდვილეში გულისხმობს.  თუ ასე არ მოხდა, ქალი შესაძლოა მისი იდეების კარმული ეფექტების მსხვერპლი გახდეს. ეს ურთიერთობა ან ცამხრივია, ან ძალიან მნიშვენლოვანი, იქიდან გამომდინარე, როგორ იყენებს მამაკაცი ქალის პრაქტიკულ და ფხიზელ შეხედულებებს ცხოვრებაზე.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის სატურნთან

ქალი ქვეცნობიერად  მამაკაცს განიხილავს, როგორ ძალაუფლებისმოყვარე მამის ფიგურას, რომელიც მასში გამოხატვის მოთხოვნას თრგუნავს. ის ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის, რადგან მისი იდეების უმეტესობა წინააღმდეგობებს აწყდება. მამაკაცი თავის პასუხისმგებლობას გრძნობს მის იდეებზე.  აქ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა, მკაფიოდ გამოხტული „უფროს-უმცროსი“ ფორმულით, სადაც თითოეული მათგანი არაფერზე დაიხევს უკან, რომ პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ფარული ურთიერთდამოკიდებულების გამო, ეს ძალზედ რთული ასპექტია ჰარმონიისთვის. ორივე პარტნიორი ხშირად უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას, რა როლს ასრულებს ამ ურთიერთობაში. ქალს შესაძლოა ეშინოდეს კიდეც მისი, რადგან მამაკაცი პატივისცემის გრძნობას მის შიშზე აგებს. თუმცა რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება ის ქალის იდეების გამოხატვას, მით უფრო ძლიერდება ქალი, სანამ ერთხელაც საერთოდ აღარ დასჭირდება მისი ზღვარგადასული მფარველობითი დამოკიდებულება.

მამაკაცის მერკური კვადრატში ქალის ურანთან

ეს ასპექტი განაპირობებს აქტიურ მენტალურ ურთიერთმიზიდულობას. შესაძლოა ძლიერ აღგზნებასაც, მაგრამ მოულოდნელობებითა და მშფოთვარე განცდებითაც ხასიათდება, რაც ქალის არატრადიციული პოზიციებით არის განპირობებული.   მამაკაცი მის ორიგინალობას და გამომგონებლობას ისე უყურებს, როგორც საკუთარი ინტელექტის გამოხატულებას. თუმცა მისი უცნაური იდეები ხშირად შოკს უფრო იწვევს მის აზროვნებით პროცესებში, ვიდრე აღფრთოვანებას. ის სტაბილურობას ეძებს თავის პარტნიორში, თუმცა უმცირესი დაკვირვებითაც ხვდება, რომ ის მუდმივად იცვლება.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის ურანთან

დამახასიათებელია აქტიური, ცოცხალი ურთიერთობა, მაგრამ საკმაოდ თვალსაჩინო სირთულეებსაც წარმოშობს კომუნიკაციის პროცესში. ქალს ეჭვი შეაქვს საკუთარ ინტელექტში, რადგან მამაკაცი თავის აზრებს მასზე გაცილებით უფრო უნიკალური და ორიგინალური საშუალებით გამოხატავს. რაც უფრო ეძებს მამაკაცი ეგზისტენციურ ცხოვრებას, მით უფრო მეტად ანადგურებს ქალის სწრაფვას, გაიგოს მიწიერი რეალობა. ქალი თვლის, რომ ამ მამაკაცს ამაღელვებელი ხასიათი აქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ის ფიქრობს, რომ მას გაუგო, მამაკაცი რაღაც ახალ სურპრიზს ამატებს. ამიტომ, ქალს ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს კოლეიდოსკოპურ ურთიერთობაშია, რომელიც დაუსრულებლად მისი გაგების მიღმა ტრიალებს.

მამაკაცის მერკური კადრატში ქალის ნეპტუნთან

აქ მამაკაცის აქტიური გონება შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს ქალის იდუმალებით. იმავდროულად, ქალი შესაძლოა გარკვეულ შეზრუდვებს გრძნობდეს რჩეულის ანალიტიკური პოზიციების გამო. ქალი შეეცდება დაეხმაროს მას ინტუიციის განვითარებაში, რითაც ის შეძლებდა ეგრძნო ის, რასაც გონებით ვერ წვდება. თუმცა როდესაც მამაკაცის გონება ნაკლებად ნაყოფიერი ხდება, ის ქალს აღიქვამს, როგორ ჩრდილს საკუთარ აზრებზე. ამ ასპექტით განპირობებული უნდობი ან რეალურად არაგულწრფელი კომუნიკაცია მეტად ართულებს ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის ნეპტუნთან

ამ ასპექტში ქალს არ შეუძლია იპოვოს თავისი მამაკაცის იდეალური სახება. მამაკაცი ოცნებაა, მაგრამ ქალი არასდროს არის დარწმუნებული, ის მისი ოცნებაა თუ იმის ილუზორული პროექცია, რისი დანახვაც, როგორც მამაკაცს ჰგონია, ქალს მასში სურს. მრავალსახოვანი ადამიანი მსგავსად, მამაკაცს შეუძლია იყოს ყველაფერი, რასაც ქალი მასზე გაიფიქრებს, იმის გამოკლებით, რაც ქალს მისგან მართლა სჭირდება. შედეგად, ამ ასპექტით გამოწვეული თვითმოტყუება, მარტივად ანგრევს ამ პარტნიორობის სხვა მტკიცე ნაწილებსაც.

მამაკაცის მერკური კვადრატში ქალის პლუტონთან

ამ ასპექტს ურთიერთობაში საკამათო ხასიათი შემოაქვს. თვითგამოხატვისთვის გამართული ფანატიკური შეჯიბრი, როგორც ჩანს, ორივე ინდივიდში უმდაბლეს თვისებებს ააქტიურებს, თუმცა კი თითოეულ მათგანს უნარი შესწევს გარდასახოს მეორე. მამაკაცი ცდილობს ჩაწვდეს ქალის სიღრმეებს და მართალია, ქალმა შესაძლოა ის სრულ წყვდიადში შეითრიოს, გვირაბის ბოლოს სინათლეს ჰპირდება.  თუმცა ამისთვის, ქალმა ქვეცნობიერად უნდა ისწავლოს იმის გაგება, რასაც მამაკაცისგან ისმენს. ეს ურთიერთობა გამოირჩევა დაძაბული მენტალური ენერგიით.

ქალის მერკური კვადრატში მამაკაცის პლუტონთან

ამ ასპექტში ქალს უჭირს გაიგოს მამაკაცის დაფარული მხარეები. ქალი მას „ტროას ცხენად“ აღიქვამს და შიშობს, რომ მამაკაცი მის გონებას მტრულად დააცხრება. იმავდროულად, ის დაინტრიგებულია ამ ბნელი და იდუმალებით მოცული ძალით, რომელმაც, როგორც ჩანს, ის ყველაფერი იცის, რაც ქალისთვის უცნობია. შედეგად, ქალი ერთდროულად განიცდის მიზიდულობას და უარყოფას. ამიტომ, მან თავისი გონება იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მამაკაცის მხრიდან გამოცხადებულ გამოწვევებს გაუმკალვდეს. ეს ურთიერთობა  ძლიერი ინტენსიურობით, ვნებიანი თავდაჯერებითა და სიჯიუტით ხასიათდება, რადგან თითოეული ინდივიდი თავგამოდებით ცდილობს გააგებინოს პარტნიორს საკუთარი აზრების მნიშვნელობა.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top