მერკური ვერძში

მერკური ვერძში

აზროვნება + ძლიერი სურვილი = სულიერი აქტიურობა

   არასწორი განვითარების შემთხვევაში, ამ ადამიანის სწრაფი, ცოცხალი და ენერგიული გონება მიდრეკილია ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისკენ.  შეიძლება უმიზეზოდ ეჭვიანი და სარკასტული იყოს. ხშირად მერყეობს საკუთარ მოსაზრებებში.  უზომოდ იმპულსური და აგრესიული აზროვნება უვითარდება. ამის გამო, შეიძლება გონებრივად გადაიტვირთოს და ნერვული აშლილობაც არ დააყოვნებს.

   ინტელექტის ჰარმონიული განვითარებისას, ყალიბდება შორს ჭვრეტის უნარი, საოცრად გამჭრიახი, მოქნილი და ნათელი გონება, რაც საშუალებას მისცემს დაინახოს ის, რასაც სხვები ვერც ამჩნევენ. ის შემოქმედებითად აზროვნებს.   ინტელექტუალური აღმოჩენები და შედევრები მის გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს. ძალიან უყვარს და სწრაფად ითვისებს სიახლეებს. ყოველთვის სიამოვნებით სწავლობს რაიმე ახალს. ის თვლის, რომ ცოდნა  ძალაა და საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებაც არანაკლებ ხელეწიფება. ამიტომ, ძალიან არ უყვარს ცარიელი ლაქლაქი და ლაყბობა. საკუთარ იდეებს თითქმის ფანატიკურად ერთგულობს.

  დინამიური ენერგიის წყალობით, საოცრად ძლიერი ინტელექტუალური აღქმა აქვს. ის არამხოლოდ სწრაფად აზროვნებს, საკუთარი აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბება და გამოხატვაც შეუძლია. განსაკუთრებული დაკვირვების უნარი აქვს, რაც საშუალებას აძლევს შეამჩნიოს გარშემომყოფთა ნაკლოვანებები, რასაც  კრიტიკის დაუოკებელ სურვილამდე მიჰყავს. კამათსა და დისკუსიებში ისე მჭახედ აყალიბებს ფრაზებს, ხშირად აყენებს წყენას თანამოსაუბრეს. ახალი ინფორმაციის ათვისებისას, წინააღმდეგობრივად მოუთმენელი და ბეჯითია_ თუ მატერიალს (ინფორმაციას)  მყისვე „ჰაერში ვერ იჭერს“, ბრაზდება და ღიზიანდება. თავი ჭკვიან და შეგნებულ ადამიანად მიაჩნია და  ასეც არის. მისი მეტყველება სავსეა კოლოსალური ენერგიით, ის ძალზედ  ექსპრესიულად და ცეცხლოვნად საუბრობს. ამიტომ, მერკური ვერძში შესანიშნავი ორატორია, რომელიც  მარტივად შთააგონებს ადამიანებს საკუთარ იდეებს.

იმანუელ კანტი – მერკური ვერძში

      მისი ინტლექტისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ძალიან სწრაფი გადამუშავბა, თუმცა რადგან დეტალებს არ უღრმავდება,  მისი აზრები ხშირად ზედმეტად პირდაპირი და ხისტია. ინფორმაციის დაჭერა, აღქმა და გაგება არათანმიმდევრულია. ის ყოველთვის მთელი მატერიალის  მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე სვამს აქცენტებს და უკეთესად იმახსოვრებს, ვიდრე დანარჩენებს. აზროვნება იმპულსური და სინთეზურია. ის ინტელექტუალური მეომარია, იუმორის მკვეთრი გრძნობით. დებატებში საკმაოდ ირონიულია. მისი  არგუმენტებისგან დაუშრეტელია. ის მარტივად პოულობს ოპონენტის ლოგიკაში  შეცდომებსა და სუსტ ადგილებს. მისი გონებისთვის დამახასიათებელია სიცხოველე, დინამიურობა, გადაჭარბება და უკიდურესობები. იმავდროულად, ტენდენციური და ბუტიაა. მისი სიანჩხლე შეიძლება ცბიერებასთან იყოს დაკავშირებული. ცოდნის წყურვილი დაუშრეტელია. მას წინააღმდეგობრივ და ყოველ სიტყვაზე გამომკიდებელ მოკამათედ თვლიან.  სამაგიეროდ, როგორც მოაზროვნე, ყოველთვის ინოვაციური და საინტერესოა. ის ადვილად აგებს გეგმებს და სწრაფად იცვლის აზრებს. უყვარს კითხვა და წერა. დიდ პატივს სცემს ინტელექტუალებს. მთლიანობაში, მისი აზროვნება საკმაოდ არასტაბილური და  მოუსვენარია, რის გამოც ეს ადამიანი  ერთდროულად ურთიერთგამომრიცხავ აზრებსა და პოზიციებზე დგას. ის აზარტული და რისკიანია. შესაძლებელია მიდრეკილი იყოს  მოტყუებისა და მანიპულაციისკენ.

  ეს იდეის ადამიანი ცოცხალი სულით გამოირჩევა. მას განსაკუთრებულად თბილი პირადი დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ, რაც ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და  ზრდას იწყებს (თუნდაც მენტალურ დონეზე), მაგრამ წარმატებული მომავლის იმედს იძლევა. მისთვის დამახასიათებელია ლიდერობის წყურვილი, ზუსტი ლოგიკა, ფაქტებით მოხერხებული მანიპულაცია და  ოპონენტის უდავო არგუმენტებით დამარცხება.  საკუთარი შეხედულებები, აზრები, მრწამსი და მსოფლმხედველობა ამ ადამიანის ცხოვრებაში პირველხარისხოვანია.

  ის იმპროვიზატორია, რაციონალური და ნოვატორი, გამომგონებელი და მეომარი. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარ იდეალურ სახებას და  შინაგან ჭეშმარიტებას ეძებს. აქტიური და მოხერხებულია, შემოქმედებითი და ენერგიული.

   უნდა ერიდოს  წინდაუხედავობას, ნაჩქარევ დასკვნებს, სიტყვასა და საქმეს შორის შეუსაბამობას. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მრავალი იდეა რთულად რეალიზდება პრაქტიკაში. ამ ადამიანს ასევე უჭირს ობიექტური თვითშეფასება. მას ხშირად არ სურს შეიცნოს საკუთარი ხასიათის სუსტი და ურყოფითი მხარეები. იმპულსური მსჯელობა და სუბიექტური დასკვნები _ მისი მთავარი პრობლემებია. უკიდურეს მოუთმენლობას ავლენს შეფერხებებისა და დაბრკოლებების გადალახვისას  .

   ის სავსეა ორიგინალური იდეებით, სიამოვნებით კამათობს, რადგან ძალიან სწრაფად ფიქრობს არგუმენტების ძიების პროცესში. თუმცა მან უნდა ისწავლოს   მტკიცებულებათა ჯაჭვის ბოლომდე, ლოგიკურ დასასრულამდე  მიყვანა. ეს  იდეალისტი ავანტურისტი ისწრაფვის ყველაფერი ერთდროულად  გაიგოს  და  დაუყოვნებლივ გამოიყენოს.

პაველ გლობა “პლანეტები ნიშნებში”

აქ მერკური მარსს სტუმრობს, ამიტომ, აზრი მოულოდნელად წარმოიშვება და  მთლიანად იპყრობს ადამიანს. ასეთი მდებარეობა  იმპულსურ აზროვნებას იძლევა.  ამ ადამიანს შეუძლია საოცრად მოკლე დროში გადაამუშავოს და აითვისოს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია.  მაგრამ ასევე შესაძლებელია, არც ისე თანმიმდევრულად გაიგოს ყველაფერი, რადგან მისი წვდომა სხვადასხვა სიჩქარეს ავითარებს. გარდა ამისა, მისი მენტალური ენერგია მოკლევადიანია, რის შემდეგაც  დგება აპათიის პერიოდი, როდესაც ადამიანს ყველაფერი უინტერესოდ ეჩვენება. თუ ამასთანავე მისმა იდეებმა წარუმატებლობა განიცადა,  შეიძლება დეპრესიაშიც  ჩავარდეს.

მას ე.წ. „სინთეზური გონება” აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სააზროვნო კონსტრუქციიდან, ცოდნიდან, თეორიიდან, იდეიდან ცალკეული  ელემენტების ამოკრებას  და მათგან ახალი იდეის შექმნას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისთვის უცხოა თანმიმდევრულობა, რადგან  ვერძი  ის ნიშანია, რომელიც  წამიერი გამონათებებით, „მოკლე ჩართვებითა” და აფეთქებებით ხასიათდება. ასეთი აღტკინების დროს ეს ადამიანი ყველაფერს შტურმით აიღებს, მაგრამ  გონების სისტემატიური მუშაობა –  მისთვის არ არის. სავარაუდოდ, ის ძალიან გატაცებულია საკუთარი პროექტებით, იდეებითა და აზრებით.  თუ რამე  თეორია მოიფიქრა,  მთლიად ამით იქნება გატაცებული და შეპყრობილიც კი. ამ დროს მისთვის სხვა არაფერი იარსებებს. გარდა ამისა, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, ვერძის  პოლარული შეფასებებისკენ მიდრეკილება _ ყველაფრის შავად და თეთრად დაყოფა. მაგალითად, თუ მან რაღაც თეორია ,რომელიც თავად არ შეუქმნია, გადაამოწმა და მოეწონა, დანარჩენს, რაც არ მოსწონს, დაუფიქრებლად  მოისვრის გვერდზე,  რადგან მას ძალიან უჭირს  შუალედურ პოზიციაზე დგომა.

შესაძლებელია, ვერძის ნიშანში მყოფმა მერკურიმ, ადამიანს, შემოქმედებითი პერიოდის მომენტში, ერთდროულად მისცეს ძალიან დიდი რაოდენობის აზრები. უზარმაზარი ენერგია, რომელიც ამ ადამიანის მეშვეობით მოდის,  მრავალ სხვადასხვა იდეასა და  ინტელექტუალურ ფასეულობას ბადებს, თანაც იმ რაოდენობით, რომ  მათი გამოხატვა ხანდახან არც ისე თანმიმდევრულია. ამ შემთხვევაში ადამიანი იწყებს სწრაფად და ცეცხლოვნად საუბარს. ის ცდილობს ჩაითრიოს თანამოსაუბრე საუბარში, შთააგონოს საკუთარი იდეები. მას სურს მთლიანად დაიპყროს, დაიქვემდებაროს და დაამარცხოს თანამოსაუბრე. უფრო ხშირად, ასეთი ადამიანი მოსაბეზრებელი მოკამათეა, უშრეტი ენერგიითა და და ირონიასთან გათანაბრებული იუმორის გრძნობით. დიახ, მას ძალიან უყვარს ინტელექტუალური კამათი.

კამათისას, უფრო ხშირად, ბუტიაა.  კონტქტებში ლიდერობისკენ ისწრაფვის. ჩვეულებრივ, მისთვის საკმაოდ რთულია თანასწორი ურთიერთობის დამყარება, რადგან შეეკამათებისას, მყისვე იწყებს საკუთარი სიმართლის მტკიცებას. მას გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი შეხედულებების საყრდენი წერტილი  ყველაზე გონივრული და მართებულია. მხოლოდ ერთია, მისთვის დამახასიათებელია მახვილი დაკვირვების და ოპონენტის ლოგიკაში სუსტი ადგილების პოვნის უნარი. უფრო ხშირად, ეს ადამიანი ფიცხი და დაუმორჩილებელია და ურთიერთობებში გადაჭარბებისკენაა მიდრეკილია. რამეთუ ასეთ ადამიანებს შავ-თეთრი ხედვა აქვთ, ინფორმაცია, რომელიც ცნობიერების მეშვეობით გადის დამუშავებას, იქნება „პოლარიზებული“.

მაშინაც კი როცა ისინი სიმართლეს ამბობენ, მისი ეს პოლარული შეფასებები გარშემომყოფების მიერ აღიქმება როგორც გადაჭარბება (ანუ ამ ადამიანების გადმოცემაში ძლიერად არის არეული აქცენტები). აზროვნებაშიც ვლინდება, ასე ვთქვათ, ერთმხრივობა, თუმცა მათთვის შესაძლებელი და დამახასიათებელია პოზიციების საპირისპირო მხრით წამიერი ცვლილება. გაგება, რომელიც შეიძლება ნეიტრალური იყოს, ასეთი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ისინი დაუოკებელნი, მოურჯულებელნი არიან და ხანდახან გარშემოყოფებისთვის მათთან ურთიერთობა რთულია, თუმცა კი პირდაპირები, გახსნილები არიან და დიდი ხნით ლაპარაკის გარეშე ვერ ძლებენ. ასევე, ისინი ენამწარენი, ხისტები არიან, განსაკუთებით, თუ გაბრაზდებიან, შეუძლიათ ეგრევე გამოხატონ და თქვან ყველაფერი, რასაც ოპონენტზე ფიქრობენ  და ამასთანავე ძალიან გადააჭარბონ დ გადაამლაშონ შეფასებაში, ამის შემდეგ კი დაივიწყონ ყველაფერი, რადგან გულღრძოები და ბოღმიანები არ არიან. მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ამოთქვეს და ამოხეთქეს, უჩნდებათ ადექვატური აღქმის უნარი, მანამდე კი მათთან კამათი და რაიმეს გაპროტესტებას აზრი არ აქვს.

ვერძში მერკურის ყველაზე დამახასიათებელი გამოვლინებაა – აზროვნების მეშვეობით გადაჭარბებისკენ და თვითუარყოფისკენ, წინააღმდეგობრიობისკენ სწრაფვა.

წყარო: აბესალომ პოდვოდნი

მერკური ვერძს აძლევს უდიდეს მოძრაობას, აქტიურობას და საკუთარი ენერგეტიკული არხების მანიპულირების უნარს, განსაკუთრებით იმ ენერგიისას, რომელიც მეტყველების მეშვეობით მოდის. მერკურისეული ვერძი რეალობაში მომხდარ ცვლილებებს მსუბუქად აღიქვამს და მათთან შესაბამისობაში საკუთარ ენერგეტიკას სწრაფად გადააწყობს, რითაც შეუძლია ისარგებლოს მოხერხებულ მანიპულატორს, რამეთუ ასეთი ვერძის მოტყუება ადვილია: ენერგეტიკული არხების მისი „აღქმა-ყნოსვა“ შესაშურია, მაგრამ მისსავე გონებას შეუძლია, ვერძის  საერთო (ქვეცნობიერ) მიდრეკილებით შთაგონებას (ვენერა ტყვეობაში) გაუწიოს ცუდი სამსახური. მერკურის ეს მდებარეობა მხოლოდ ძალიან მაღალი განვითარებისას იძლევა მენტალურ გაცნობიერებას და წყაროების მართვას.

წყარო ს. ვ. შესტოპალოვი

მერკური ვერძის ნიშანში: იმპულსური აზროვნება. ინტერესი და ინფორმაციის გამოყენება, რომელიც ეხმარება გამოყოფასა (იგულისხმება მასიდან, სოციუმიდან გამოყოფა და ინდივიდუალობის გამოკვეთა) და ლიდერობაში. ჩანაფიქრები ამბიციურია. უპირატესობა ენიჭება აქტიურ ურთიერთობას, კამათისას მებრძოლ ხასიათს და იუმორის (რომელიც ირონიით ხასიათდება) კარგ გრძნობას. ახასიათებს მიკერძოებულობა და ბუტიაობა ურთიერთგაგებაში. კარგ შემთხვევაში (რაც დადებით ასპექტებზე, სახლებზეა დამოკიდებული) – ინფორმაციის წამიერი შეფასება, სწრაფი, ზუსტი გონება. ცუდ შემთხვევაში (უარყოფითი ასპექტებისას და ზოგიერთ სახლში მდებარეობისას) _ უაზრო სიჯიუტე, მოურჯულებლობა, ზომიერების გრძნობის არქონა.

ჰარმონიული ასპექტების მქონე მერკური სუბიექტს აძლევს გონების სიმახვილეს, ძალას, მძლავრ ინტელექტს. ახალი აზრები, ახალი იდეები. გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. მოწინავე აზროვნება, ურთიერთობა, კომუნიკაბელურობა, ნაცნობობის სწრაფად დამყარების უნარი, კავშირები. სწრაფვა პირველმა გაიგოს ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის მიღებას. შემოქმედებითობა, კომერციული უნარები, შესანიშნავი საქმიანი და ორგანიზაციული თვისებები. კარგი ხელმძღვანელი, ადმინისტრატორი (დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით). მგზავრობის, ახალი კონტაქტების და კავშირების სიყვარული. ენერგიულობა, სწრაფი მეტყველება, მჭერმეტყველება, დარწმუნების უნარი, ძლიერი არგუმენტაცია, ენერგიული ხელები, მოძრავი, ჟესტიკულაციისკენ მიდრეკილება. სპორტი _ ტენისი, ფრენბურთი, კალათბურთი. შესაძლებელია ტექნიკური ინტერესები, მათემატიკა. ყოველთვის აქვს საკუთარი ნაკლოვანებების შეცნობის (რამდენად აქვს ამის სურვილი, ეს სხვა საკითხია), საკუთარი თავის ხელში აყვანის (რამდენად აცნობიერებს ამ უნარის გამოყენების დროს, ესეც ცალკე საკითხია), ემოციების ალაგმვის უნარი.

დაძაბული ასპექტებისას _ გადაწყვეტილების მიღების, სიტყვებისა და ქმედებებისას სიჩქარე და წინდაუხედავობა, ფანტაზიორია, შეუძლია ხელების ქნევა და შეიძლება მოჩხუბრადაც კი გადაიქცეს, ფიცხ თანამოსაუბრესთან სწრაფად საუბრისკენ მიდრეკილია, დამცინავია, აქვს მრავალრიცხოვანი გეგმები და მიზნები, მკვეთრი და იმპულსურია.

აინშტაინი - მერკური ვერძში

წყარო: ფრენსის საკოიანი

გაბედული და მიკერძოებული აზრები, აზრების სისწრაფე და მოფიქრებულობა, გამჭრიახობა, სიამოვნებით კამათობს და არგუმენტირებას ახდენს, მახვილი დაკვირვების უნარიანია, ამიტომაც აქვს დაუოკებელი კრიტიკის წყურვილი, აქვს მრავალი ორიგინალური იდეები, მაგრამ შეიძლება გადაჭარბებულად იმპულსური იყოს, თუ საჭიროა გადაწყვეტილებასაც კი დაუფიქრებლად მიიღებს.

მერკურის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები თავებს იმაზე ჭკვიანებად თვლიან, ვიდრე არიან. არაობიექტურები და მოუთმენლები, საქმე ყოველთვის არ მიჰყავთ ბოლომდე. პირდაპირნი, რომლებიც საკუთარ აზრებსა და შეხედულებებს მკვეთრად, სიამოვნებით, ზუსტად, ყოველგვარი ზედმეტი მორცხვობის გარეშე გამოხატავენ. ყოველთვის უყვართ უმრავლესობის შეხედულებებისა და აზრების წინააღმდეგ წასვლა. აქვთ ახალი, ორგინალური იდეები და საკმაო ენთუზიაზმი ყველაფერი ახლისა და შეუმოწმებელის მისაღებად, გამოსაცდელად, გასატარებლად, მაგრამ როგორც კი სხვა სიახლეს გადაეყრებიან, ინტერესი უღვივდებათ მის მიმართ, ხოლო „ძველზე“ გულს იცრუებენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ადამიანებს ყველა სურვილის ასრულებისთვის არ ჰყოფნით დრო. პატიოსანი და ღია ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დარწმუნებით და მტკიცედ იმაზე, რისიც სწამთ. არ აქვთ მოჩვენებითი თანხმობის უნარი (ანუ პირფერნი არ არიან) და განიცდიან ზოგიერთ სირთულეს ადამიანებთან ტაქტიანად საუბრისა და ურთიერთობის წარმართვისას.

წყარო: ინდუბალა (ინდუისტური ტრადიცია. პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკურისთვის ეს ნიშანი ნეიტრალურია; ასეთი მდებარეობა იძლევა გამომგონებლურ გონებას, სისწრაფეს აზრებსა და მეტყველებაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან მოუსვენრები, განიცადონ უკმარისობა მოწესრიგებულობაში, მიდრეკილება აქვთ აზარტული თამაშებისა და მოტყუებისკენ. მრავალი კლასიკური ტექსტის თანახმად, ისინი მიდრეკილნი არიან ათეიზმისკენ. მოსალოდნელია ჰქონდეთ ხატვის ანდა ფერწერის უნარი, შეიძლება ჩართულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის ბიზნესში და უყვარდეთ ყველაზე განსხვავებული ლიტერატურა.

წყარო: ჰეტ მონსტერი

მტკიცე, პატივმოყვარე, შეუძლია კამათი, სწრაფად ფიქრობს, ბევრი ორიგინალური იდეები აქვს. მხოლოდ ერთია, საგნებს უყურებს ზედმეტად სუბიექტურად. მოუთმენელია დაბრკოლების გადალახვისას. თუ ნიშანი არამუდმივია – საქმე იშვიათად მიჰყავს ბოლომდე.

წყარო: ბ. ვეტეში და სემირა

ინტელექტისთვის დამახასიათებელია აზრების სწრაფად გადამუშავება და დამუშავება, მაგრამ ამასთანავე _ მისი არასაკმარისი გულმოდგინებით გაფორმება და უაზრო გადაჭარბება. მეტყველება ექსპრესიულია და შეუძლია შთაგონება.

წყარო: კატრინ ობიე

ცნობიერი დაქვემდებარებულია ინსტიქტებზე და ხანდახან მისდევს ბრმა იმპულსებს.  გამომგონებლური, სწრაფი გონება მიზნის მიღწევას ჩქარობს; მისთვის დამახასიათებელია ფაქიზი ინტუიცია. უარყოფითი გავლენის შემთხვევაში – ფიქრის და მობილიზებულობის უკმარისობა, უკან დახევის, კონსესუსებზე წასვლის უუნარობა, ბუტიაობა.

საბავშვო ჰოროსკოპი

მარია კეი სიმმსი

მოდით დავიდეთ არსამდე_

მაგრამ დიდხანს ლოდინი არ შემიძლია:

წამსვე პასუხი არ შეგიძლიათ? _

მე დაგეხმარებით!

ვერძის ნიშანში მერკურის დახასიათება ბავშვების პირად რუკაში

თუ თქვენი ბავშვის პირად რუკაში მერკური ვერძის ნიშანშია, მაშინ პატარა ძალიან სწრაფად ფიქრობს და წარმოთქვამს სიტყვებს; ეს ნიშნავს, რომ შეუძლია ალაპარაკდეს ძალიან ადრე (ვერძს უყვარს იყოს პირველი!). ვერძის ნიშანში მერკურით, დიდი ალბათობაა, გამოხატვისას იყოს იმპულსური, არ დაფიქრდება იმაზე, თუ მის სიტყვებს სხვებზე რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ან მისი ნათქვამი რა მდგომარეობაში ჩააგდებს სხვებს, ის „წრეს არ დაარტყამს“ ადამიანს, პირიქით, პირდაპირ მიახლის ყვველაფერს. იქნება პირდაპირი, უხეში და დროდადრო უგრძნობიც კი.  ყოველთვის ჩქარობს, ცდილობს სწრაფად გაიჭრას წინ, ახალი აზრისკენ. მოთმინება და დეტალებზე ყურადღების გამახვილება მისი ხასიათის ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს. შესაძლებელია, ხშირად მოგიწიოთ მისთვის იმის შეხსენება, რომ სხვა ადამიანისთვის სიტყვის შეწყვეტა, უზდელობაა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უხეშია, უბრალოს ძალიან უჭირს ლოდინი. ეს ბავშვი უფრო სწრაფად სწავლობს აქტიურ გარემოცვაში, და ეს მნიშვნელოვანია არამარტო იცოდეთ, არამედ გაიგოთ, გაიაზროთ კიდეც, რადგან, როცა სკოლამდელი დაწესებულების შერჩევა მოგიწევთ, არ იფიქროთ და არ გათვალოთ იმაზე, რომ თქვენ ბავშვს შეუძლია წყნარად ერთ ადგილზე ჯდომა და მეთოდურად რაიმეს სწავლა. მაგრამ ერთია, თუ მას თვითგამოხატვის თავისუფლების საშუალებას მისცემთ, ის თქვენ აღგაფრთოვანებთ თავისი ცნობისმოყვარეობით, ენერგიით და ცოცხალი ინტერესით. მოგვიანებით შეგეძლებათ გააფართოოთ ასეთი საქმიანობის მხარე, როგორც დისკუსიებით ასევე დებატების მეშვეობით. ეს ბავშვი შეიცნობს უფრო მეტს მაშინ, როცა თავით ეშვება ბრძოლაში, იღებს გამოწვევას ანდა გააპროტესტებს რაიმეს, ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს წიგნებიდან სწავლით. არ გჭირდებათ გამოხატვისას მისი წააქეზება და წახალისება, უბრალოდ შეეცადეთ ეს ნიჭი მიმართოთ გამოხატვის შესაბამისი ფორმებისკენ.

წყარო: სამანტა დევისი

მერკური ვერძის ნიშანში

საგასაღებო სიტყვა: სიმამაცე, თანდევნა, სტიმული, ენერგია, ხელმძღვანელი, შეჯიბრი, გაბედული, აქტიური, ინიციატივა, დამამტკიცებელი, ბგერა, მოსმენა, გაგება, გამოცდილება.

ეს არის პლანეტის ძალიან საინტერესო მდებარეობა. ასეთი ბავშვები წამიერად აცნობიერებენ, გონებამახვილნი და გამომგონებლები არიან. მათ სურთ ყველგან პირველები იყვნენ და ხშირად ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას. აუხსენით მათ, რომ ასეთი სიჩქარე შეიძლება არასასიამოვნო შედეგებამდე მივიდეს, და ასწავლეთ მათ ათამდე დათვლა მანამ, სანამ პირს გააღებენ. დაეხმარეთ ჩაწვდნენ მარტივ ჭეშმარიტებას: პრობლემის ორიგინალური გადაწყვეტის მოძებნა – ეს კარგია, მაგრამ ყველაფერი მაინც არაა. იმისთვის, რომ მიაღწიონ ხილულ შედეგებს, საჭიროა ძალიან კარგად მომზადება და შრომა.

ისინი ძალიან სწრაფად ახდენენ ერთიდან მეორეზე გადართვას და უყვართ კამათი, უნდა ითქვას, რომ რასაც აკეთებენ, ყველაფერს ხარისხიანად და პროფესიულად აკეთებენ. მათთვის სასარგებლოა სხვადასხვა დებატებში მონაწილეობის მიღება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა ეძლევათ კონსტრუქციული საუბრის ხელოვნებას ეზიარონ.  თუ თქვენი პატარა იწყებს ჭირვეულობას, ყველაზე ბრძნული, რაც შეიძლება თქვენ, მშობლებმა გააკეთოთ, ეს ღიმილით მიიღოთ მისი გამოწვევა და უთხრათ: “აი, ხედავ, მოვიდა დრო ვისაუბროთ!”, ანდა რაიმე ამის მსგავსი.  ბავშვები, რომლებსაც მერკური ვერძის ნიშანში ჰყავთ, ძალიან ხშირად იწყებენ კამათს კამათის გამო, ამასთანავე აქედან იღებენ იმ მოსაზრების საწყის წერტილს, რომელიც თქვენი აზრის საპირისპიროა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ სწამთ ის, რასაც ამბობენ. უბრალოდ ისინი სიამოვნებას იღებენ დისკუსიიდან როგორც თავისებური სპორტული შეჯიბრიდან.

ისინი მსუბუქად გამოხატავენ საკუთარ აზრებსა და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობენ, არ იცავენ დიპლომატიურ ეტიკეტს. აუხსენით, რომ პირდაპირობასა და თავხედობას შორის დიდი განსხვავებაა. ასწავლეთ მათ ყურადღებით მოეკიდონ გარშემომყოფების გრძნობებს. სიუხეშეს არასდროს და არავინ მიუყვანია დადებით შედეგამდე.  ეს ბავშვები ნებისმიერმა უმნიშვნელო წვრილმანმაც კი შეიძლება სიშმაგემდე მიიყანონ.  ასეთ მდგომარეობაში ისინი ნებისმიერ რამეს იტყვიან (რასაც სინამდვილეში სულაც არ ფიქრობენ და რის გამოც შემდეგ ინანებენ) და სისულეებს ჩაიდენენ. საბედნიეროდ, მათი მრისხანება ისევე სწრაფად გადის, როგორც ჩნდება. ისინი ფარავენ წყენას და სწრაფად ივიწყებენ მათ. ძალიან მგრძნობიარეები არიან ბგერების მიმართ (ვერძი მმართველობს სმენასა და მხედველობას), და იმის საფუძველია, რომ განუვითარდეთ მუსიკალური უნარები. სასიამოვნო წყნარი ბგერები, მელოდიური მისამღერები მათი იმპულსური ბუნების განეიტრალებას ძალიან დაეხარება.

მათ, ვისაც მერკური ვერძში ჰყავთ, კარგად ისწავლიან, თუ რა თქმა უნდა, თქვენ დაივიწყებთ ერთ პირობას: არ შეიძლება დაუწესოთ არანაირი მკაცრი ჩარჩო, შეუზღუდოთ საკუთარი ინდივიდუალობის განვითარებისა და გამოხატვის შესაძლებლობა. მათი უნარები შეიძლება სტიმულირებულ იქნას ახალი უდიდესი მატერიალებით, ინფორმაციული წყაროებით: მათი ტვინი მუდმივად ითხოვს ახალ ონფორმაციებს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ასწავლოთ ყოველთვის დაასრულონ ერთი, სანამ დაიწყებენ სხვა საქმეს! ასეთ ბავშვებს დისციპლინა სარგებელს მოუტანთ. ამ ბავშვებს აქვთ ნებისმიერი ახალი შესაძლებლობებისა და მეთოდების წყურვილი, მოთხოვნილება, რასაც ხარბად ეწაფებიან და პრაქტიკაში წარმატებულად იყენებენ კიდეც. მათთან ურთიერთობისას თქვენი გამოთქმები უნდა იყოს შთამაგონებელი, პოზიტიური და მოკლე, ლაკონური, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ყველაფერი მოსაწყენი იქნება და ან არ მოგისმენენ, ან ეცოდინებათ, რას იტყვით მანამ,  სანამ პირს გააღებთ. რაც უფრო დინამიურია თქვენი ქმედებები, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ მიიპყროთ მათი ყურადღება. მაგრამ აბა სცადეთ დაემუქროთ _ წამიერად გამოვლენ ბრძოლის ველზე. უყვართ მოძრაობა, ამიტომ უკეთესია მათთნ ერთად რაიმე განიხილოთ მაშინ, როცა ერთად ისეირნებთ ფეხით ან ველოსიპედით, ტენის ითამაშებთ ანდა ფიზიკური შრომით იქნებით დაკავებულნი. მთავარია, გამორიცხოთ მოწყენილობა და ყოველგვარი შეზღუდვა. და კიდევ: “ვერძებს” საერთოდ არ აინტერესებთ საგნების პრაქტიკული მხარე. დაიმახსოვრეთ! ეს ბავშვები დაიბადნენ, როცა მერკური იყო ვერძში, ისინი ნებისმიერ წამს მზად არიან გამოგიწვიონ ინტელექტუალურ ურთაბრძოლაში – ნება არ მისცეთ ჩიხში მოგიმწყვდიონ.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top