მერკური თევზებში

მერკური თევზებში

წყარო: www.aquarun.ru

აზროვნება+მოლოდინი=ფილოსოფიური გონებამიმართულება

ეს _ სიმპატიური ადამიანის ტიპია, რომელიც ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება სუსტი ბუნება, რომელიც ყოფითი პრობლემებისგან თავშესაფარს ყველგან ეძებს, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს განიცდის, ადვილად ექცევა და იკეტება საკუთარი შეზღუდულობის ჩარჩოებში. ასეთი ადამიანის გრძნობები ძლიერი და ამორფულია. შესაძლებელია ენერგიისა და დროის ბოლომდე გაცამტვერება. გეგმები ვერ რეალიზდებიან კონცენტრაციის, ამტანობისა და მიზანდასახულობის უკმარისობის გამო. ამ ადამიანის ხედვები ხშირად დამახინჯებულია, სამყაროს სურათი სავსეა ილუზიებითა და დეფორმაციებით. ნებისმიერი შთაბეჭდილება იწვევს აზრების მერყეობას. არასაკმარის ძალებს (ხასიათის სიმტკიცის ნაკლებობას) ადამიანი იქამდე მიჰყავს, რომ იგი სხვებს მისით მანიპულირების უფლებასა და საშუალებას აძლევს. მგრძნობიარობა გადაჭარბებული ხდება, არცთუიშვითად, სირთულებებზე ფიქრისას იციკლება ნეგატიურ განცდებზე.

ასეთი ადამიანები მოწინააღმდეგეებთან და უბედურებების წინაშე ადვილად და სწრაფად მარცხდებიან. ხასიათის ჰარმონიული განვითარებისას შეუძლია დაამშვიდოს და ყველა იმ ადამიანს თანაუგრძნოს, ვინც თანაგრძნობას საჭიროებს და ახლობელს გვერდით ამოუდგეს (ამ შემთხვევაში, თავგანწირვასაც არ მოერიდება). მისი აზრები კონცენტრირებულია გარშემომყოფების პრობლემებზე, ამასთანავე, შეუძლია ნებისმიერი კონკრეტული ადამიანის უბედურებები და სირთულეები დაინახოს და იგრძნოს. იგი სავსეა ნათელი გეგმებით და “ნათელ მომავალს” დაძაბულად ელოდება. თითქმის ტელეპატიურად შეუძლია სხვების აზრებისა და განწყობის, ასევე, მაგალითის მომცემი შეთავაზებების აბსოლუტურად ზუსტად აღქმა. მისი ინტუიცია ყველგანმწვდომია, ხოლო ფანტაზია კოსმიურად მდიდარია. ასეთი ადამიანი, როგორც წერით, ასევე ზეპირად, ადვილად გამოხატავს საკუთარ აზრებს, თითქმის დაბადებიდან ფლობს მრავალ უნარს, კერძოდ: მუსიკის, ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის სფეროში. აზროვნება ხატოვანი, ფანტაზიური და ცოცხალია, თუმცა კი, შესუსტებულია ანალიზის და სინთეზის, დასაბუთების ლოგიკური გამოხატვის უნარები. ამ ადამიანის სურვილის მიუხედავად, აზროვნება მიედინება ქვეცნობიერ დონეზე, უფრო ხშირად ინფორმაცია აღიქმება ინტუიციურად. მენტალური სტრუქტურები დაზეთილი და გადარეცხილია, ბუნდოვანი და განუსაზღვრელია.

ნებისმიერ ინფორმაციაზე გადამეტებული ემოციონალურობით რეაგირებს, რამაც შეიძლება სასარგებლო გამოყენება ჰპოვოს ხელოვნების სფეროში. ამ ადამიანის მთავარი ღირსება _ ფანტაზირობისა და თავგანწირული კონცენტრირების უსაზღვრო შესაძლებლობა. ღრმა განცდებისკენ მიდრეკილებამ შეიძლება წარმოშვას ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების საშიშროება. ასეთი ადამიანის ყურადღება მთლად მყარი არაა, ამიტომ, ის ხშირად გატაცებულია რაიმეთი და მიზანდასახულად წინ სვლის მაგივრად, გზას ცდება. აზროვნებაში სასარგებლო შედეგების მისაღწევად აუცილებელია წყნარი გარემო და მეგობრულად განწყობილი გარშემომყოფები, რაც, ნაწილობრივ, მიიღწევა საცხოვრებელი და ოჯახური პრობლემების დადებითად გადაწყვეტის შემდეგ. ამ ადამიანის ცნობიერების არხებს არ აქვთ ზუსტი ორიენტირები. მისი ფორმულირებები ბუნდოვანი, ხოლო მეტყველება _ გაფორმებულია. მისთვის ძალიან ადვილია საკუთარი აზრები და განცდები სიტყვებით გადმოსცეს. მართალია, ეს პრობლემა, არცთუიშვიათად, გადაწყვეტილია მდიდარი წარმოსახვით _ აზროვნების მკვეთრი ხატოვანება ეხმარება შესაბამისი მეტაფორებისა და ალეგორიების შერჩევაში. ურთიერთობის სტრუქტურა მოუწესრიგებელია, დიალოგს შეიძლება ახასიათებდეს ნაკადობა. ამ ადამიანს გამუდმებით არ ჰყოფნის სიზუსტე, სამაგიეროდ ინფორმაციის გადატანა ადვილია _ ის ძალიან ბევრს ურევს ერთმანეთში, ინფორმაციას ჰაერში იჭერს და წამიერად უცვლის მიმართულებას ცნობიერიდან ქვეცნობიერისკენ.

რუდოლფ შტაინერი - მერკური თევზებში

ასე რომ, ამ ადამიანს შეიძლება თამამად ვუწოდოთ კარგად ნასწავლი, ადამიანებსა და სამყაროზე ინფორმაციის სხვადასხვა სახეობრივად ამხსნელი და აღმქმელი სუბიექტი. მის აზროვნებას შეიძლება ვუწოდოთ სიმბოლური, მითებსა და ფუნდამენტური კულტურების არქეტიპებზე დაფუძნებული. სახიფათოა გადაჭარბებული ირაციონალურობა, ამაღლებული შთაგონება და სამყაროს ქაოსური სურათები. ასეთი ადამიანისთვის არაა ადვილი გამიჯნოს, გაჰყოს სინამდვილე ილუზიისგან, რეალურად არსებული ფანტაზიისგან, რამეთუ თავად ამ განსხვავებების განსჯისთვის საჭირო ობიექტურ კრიტერიუმებს არ ფლობს. უფრო ხშირად, მისი ინტელექტი ეყრდნობა განსახილველი საგნის არსის ინტუიციურ გრძნობელობას, რამეთუ ტრადიციისა და ავტორიტეტების აზრებზე დგება. მაღალი მგრძნობელობა (მედიუმამდე დასულიც კი) და გრძნობები ბატონობენ გონებაზე, სამაგიეროდ, აღინიშნება გარშემომყოფების აზრებისა და განწყობის უშუალო აღქმელობა. ფანტაზია რომ არ ჩაითვალოს, პრაგმატისტებისა დ რეალისტების მიმართ ხშირად ავლენს ნეგატიურ დამოკიდებულებას, აქედან – აქვს მიდრეკილება მარტოობისკენ და სულიერად ახლობელ ადამიანებთან საიდუმლო კოოპერირებისკენ.

ხატოვანი აზროვნების სიღრმეების მიუხედავად, რაციონალური მსჯელობებისას, ხშირად აღინიშნება ზედაპირულობა და არაზუსტობა. შესაძლებელია, ზნეობრივ და მორალურ ფასეულებებთან მიმართებაში, საკმაოდ მრავალი უწესრიგობა, ხოლო სოციალური წეს-წყობილების სტრუქტურებში, ქაოსი შეინიშნებოდეს. მრავალსიტყვიანობა და საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც მიმართულია თვითგამოხატვის არასრულყოფილებაზე, ხშირად ახლობლებში დიდ უარყოფით რეაქციას იწვევს. შესაძლებლია ახასიათებდეს გადაჭარბებული და უაზრო კაპრიზულობა, გარშემომყოფების გონებრივ შესაძლებლობეზე არასახარბიელო და სათაკილო წარმოდგენები ჰქონდეს. სახიფათოა საკუთარი ბედით უკმაყოფილება და იმის ჩაპროგრამება, რომ ის უბედურია. ასეთი ადამიანი მიდრეკილია _ ცოდნა შეიძინოს პრობლემის არა სიღრმისეული და დეტალური შეწავლის ხარჯზე, არამედ უშუალოდ პირდაპირი ინტუციური აღქმით, თითქოსდა ინფორმაციას იღებს ახლობლების სულიდან ანდა უშუალოდ შინაგანი სამყაროს სიღრმიდან. ასეთი ადამიანის გაგება დაფუძნებულია არა წიგნისმიერ ცოდნაზე, არამედ ინტუიციურ გაცხადებაზე და სიზმრისეული ფაქტების უტყუარობაზე.

იგი მიდრეკილი არაა ახსნას საკუთარი შეხედულებების წყაროები და ფესვები, ამიტომაც, არცთუ იშვიათად, ახლობლებების მხრიდან გაუგებრობას ეჯახება, მითუმეტეს რომ, ის სამყაროს ხედავს სრულიად განსაკუთრებულ _ ზღაპრულ _ სამყაროში. წარმოსახვა გადაჭარბებულად მდიდარი აქვს, გონება _ შთამბეჭდავი, დამახსოვრების შესაძლებლობა _ დაუჯერებლად მაღალი. ადამიანი კარგად ერგება მოცემული მომენტის მოთხოვნებს, განსაკუთრებით თუ ამაში სხვები ხელს არ უშლიან. ბუნებრივი ზეაღქმელობა შეიძლება სახიფათოდ გამოვლინდეს ემოციონალური და ყოფითი გადატვირთვისას. ასეთ ადამიანს აუცილებლად სჭირდება ხშირი და ბევრი დასვენება, უფრო მეტი მოგზაურობა და იმის მუდმივად შეხსენება, რომ ყურადღება მიაქციოს საკუთარი სხეულის მოთხოვნილებებს. ალბათობაა, მრავალი უნარების ქონის გამო საქმიანობის ხშირი ცვლა. ასეთი ადამიანები შესანიშნავად ერკვევიან სხვების განწყობასა დ მრწამში. გონება _ დიპლომატიური, თავაზიანი, სამართლიანი, მარდი, მარჯვე, გულკეთილი, გულითადი და ცვალებადია. ხანდახან ადამიანი დაუზარელი ხდება და მთლიანად ემორჩიელება სურვილს _ დახმარება აღმოუჩინოს მათ, ვისზეც დამოკიდებულია მათი კეთილდღეობა. ინტელექტი გადავსებულია გრძნობებით და გამძაფრებულია სიღრმისეული ინტუიციით. ბუნებით ადამიანი გულღია და მხიარულია, მგრძნობიარე  და გრძნობებით აღსავსეა, კეთილი და მშვიდობის მოყვარეა.

სიღრმისეული სამყაროს მიმართ, მისტიკური განცდების, ყველაფერი დაფარულისა და ამოუცნობისადმი დაბადებიდანაა აინტერესებული. მისი აზროვნების გადაჭარბებული ხატოვნობის გამო ხშირად იბნევა და სხვებსაც აბნევს. სამაგიეროდ, როგორც საზოგადოების განწყობის ინდიკატორი და სოციალური დაძაბულობის საზომი – შეუცვლელია. ის არამარტო ექცევა გარშემომყოფების ზეგავლენის ქვეშ, არამედ თავადაც შეუძლია საკუთარი აზრები და გრძნობები შთააგონოს გარშემომყოფებს. უდიდესი გატაცება _ საიდუმლო კავშირები, ორგანიზაციები, საზოგადოებები და მათში გაწევრიანება. ასეთი ადამიანისთვის სახიფათოა ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა: ქედმაღლობა, საკუთარი თავის იმედოვნება, უნებისყოფობა, დაუდევრობა, არააკურატულობა, ფეთხუმობა, უსუფთაობა, დაუდევრობა, უწესრიგობა და ცხოვრების ზნეობრივი ნორმების უპატივცემულობა. არცთუიშვიათად, ირაციონალისტის სული მას კვებავს ილუზიებითა და ფანტასმაგორიებით. აზროვნების სტილი არამარტო შემოქმედებითი და პროდუქტიულია, არამედ მაგიური _ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ასეთი ინტელექტი გახსნილია უნარით _ პირდაპირ აღიქვას კოსმოსისა და ცხოვრების სიღრმისეული ჭეშმარიტებები. ასეთი ადამიანების მგრძნობიარობა იმდენად მაღალია, რომ ფლობენ, პირდაპირ რომ ითქვას _ საკუთარი აზრებისა და აღქმების “ფოტოგრაფირების” უნარს, აღბეჭდავენ მათ შინაგანი ხედვის ეკრანზე. მათი შთაგონება დაკავშირებულია მიდრეკილებასთნ _ ქვეცნობიერად შეერწყას გარშემომყოფების აზრებსა და  განწყობას.

აზრები ყოველთვის შეფერადებულია ცუდად გაცნობიერებული გრძნობების ნახჭებით, რომლებიც ფესვგადგმულნი არიან წარსულში გადატანილი განცდებით. არის იმის საშიშროება, რომ მოექცნენ მოგონებების ძალაუფლების ქვეშ, რამაც შეიძლება დააზიანოს რეალობის ადექვატური აღქმა. მენტალური და ფიზიკური გადატვირთვა ხელს უწყობს ნევროზულ აფეთქეებს. ზემგრძნობელობის წყალობითა და წარმოსახვის სიმძლავრით, ასეთი ადამიანები, უეჭველად ფლობენ პოეტურ და მხატვრულ ნიჭს. ისინი ყოველთვის შედიან ახლობლის მდგომარეობაში, რამეთუ თავად მოწიფულ ასაკში მოასწრეს ყველა შესაძლო რთულ სიტუაციაში ყოფნა. ისინი ძალიან თანამგრძნობნი და სიბრალურის გამომხატველნი არიან, რაზეც ხშირად წარმატებულად თამაშობენ უსინდისო მანიპულატორები. გონების ეჭვები, მერყეობა და წინააღმდეგობრობა, შეიძლება, აზროვნების არამუდმივობისა და გადაწყვეტილების გართულების მიზეზად იქცნენ, იგივე შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობაზეც ითქვას. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, ჩუმად არიან და მიდრეკილება აქვთ საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში შეინახონ აზრები, რაც ხშირად აღიქმება სიმორცხვედ და ჩაკეტილობად. ხშირად წარმოიშვება იმის საშიშრება, რომ ავადმყოფურად გამძაფრებული წარმოსახვა და დევნის მანია ჩამოყალიბდეს. ისინი ზემგრძნობიარენი და წყენიები არიან, ამიტომ ნებისმიერი დაცინვა აღიქმება როგორც მკვეთრი კრიტიკა. მთვარია, ცხოვრებაში აუცილებლად ისწავლონ _ რაც შეიძლება მეტად იყვნენ ობიექტურები.

წყარო: პაველ გლობა (ნიშნები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ, როგორც ჩანს, მერკურის ყველაზე სუსტი მდებარეობა აქვს, რამდენადაც იგი იმყოფება წყლის ნიშანში, სტუმრად ნეპტუნთან და იუპიტერთან, ასევე, აქ ძალიან ძლიერი გავლენაა იდელოგიური წეს-ჩვეულებებისა (იუპიტერი) და აზროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ, უფრო ძლიერი გავლენაა იდეალურ, ინტუიციურ და გრძნობელობით სფეროში (ნეპტუნი).

ზუსტად ამიტომ ამ ადამიანის აზროვნება რამდენადმე “გადარეცხილი” იქნება, რადგანაც ოპერირება გადატრიალებულ, გადაბრუნებულ სტრუქტურებზე კი არ ხდება, არამედ _ ზოგიერთ ხატოვნებაზე, უფრო მეტად და ხშირად _ მითოლოგიურზე. როგორც წესი, ეს ადამიანი ღიაა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ხოლო აზრების კრიტიკულობასთან რამდენადმე უმნიშნველოდაა საქმე.

გარდ ამისა, მას შეიძლება ჰქონდეს მაღალი შთაგონება ანდა ბავშვობაში ჩადებულ წეს-ჩვეულებაზე ძლიერად იყოს დამოკიდებული. აქედან წარმოიშობა ტრადიციული აზროვნებაც. ხანდახან მისთვის ძნელია ფანტაზიის რეალობისგან განსხვავება, ამიტომაც აუცილებელია მუდმივად ამოწმოს აზრების მსვლელობა რეალურ ცხოვერებაში, ყველაფერი შეამოწმოს ცხოვრებისეული გამოცდილებით. იმ სიტუაციებში, რომელსაც არ აქვს ობიექტური კრიტერიუმები, უნდა დაეყრდნოს ტრადიციებსა და ავტორიტეტებს.

საერთოდ, ეს მდებარეობა იძლევა კარგ მოსწავლეებს. უფრო ხშირად აქვს სწავლის შესაძლებლობა, რადგანაც მისთვის მახასიათებელია ნებისმიერი ინფორმაციის ინტუიციური წვდომა. თევზებში მერკური შეიძლება იყოს მეგზური-გზამკვლევი იფორმაციის სიღრმეებისკენ, ამდენად ადამიანს საკუთარი იდეალების და სულის სიღრმეების გარეთ გამოტანის უნარიც ექნება. ასეთი მდებარეობა დამახასიათებელია უდიდესი მუსიკოსების, მხატვრების და მსახიობების პირადი რუკებისთვის. ხანდახან შეიძლება უბრალოდ ინტუიციურად გაითვალისწინოს ინფორმაცია, ანდა მისი მიღების საკმაოდ უცნაური არხები ჰქონდეს, შესაძლებელია, განსაზღვრული ექსტრასენსული უნარებიც, ის კარგად გრძნობს, რომელ ინფორმაციას აქვს სიღრმე, საიდუმლოება, დაფარულობა, ბოლომდე სად რა არ არის თქმული. საკმარისია ვინმემ რაიმე მცირე მოცულობით აცნობოს, რომ დანარჩენს თავად, ინტუიციურად შეიგრძნობს. ამასთანავე, ის ხედავს არა ტექსტს ანდა სიმბოლოებს, არამედ სურათს, ანუ ინფორმაციას იღებს მედიტაციის, ინფორმაციის წყაროში შესვლის მეშვეობით.

“ბოროტი” მერკური თევზებში იძლევა _ სიზარმაცეს, მოდუნებულობას, სიძაბუნეს, მეოცნებეობას (როცა რთულია რეალობის ილუზიისგან და ფანტაზიისგან გარჩევა), სამყაროსგან მოწყვეტას. ამასთან ერთად, იგი საკმაოდ რბილი ადამიანია ურთიერთობაში, მართალია, ხანდახან, ისე ჩანს, თითქოს აქ არაა, არამედ ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ სამაგიეროდ, ნამდვილად იგებს სიღრმისეულ არსს, თუნდაც ირიბ მეტყველებაში, ანუ გრძნობს, რაც სიტყვებს მიღმა დგას, თუმცაღა, ამისთვის ის ჯერ რეალობას უნდა შეეხოს.

ის მიდრეკილია იდეალიზმისკენ, ხშირად ცუდად გრძნობს იმ გარემოს, რომელიც მას აკრავს, ასევე, იმას, თუ ვინ როგორ ეპყრობა, ვისთან, როგორ და რანაირ ურთიერთობაში იმყოფება. თუმცა ეს გრძნობა, რა თქმა უნდა, მას აქვს, მაგრამ საკმაოდ გადარეცხილია და არ შეუძლია ზუსტად გამოხატოს ის. ანუ ის გრძნობს ამ ურთიერთობას შინაგანად, მაგრამ ვერაფრით ახერხებს მის გონივრულად დადასტურებას. ამიტომაც შესაძლებელია გაუჩნდეს სინდისის ქენჯნის გრძნობა _ რომ ცუდად ფიქრობს ადამიანებზე, ხოლო სინამდვილეში უბრალოდ გრძნობს იმას, რაც ურთიერთობის სიღრმეებში დევს.

ძალიან მიჯაჭვული და კეთილი ადამიანია, ხშირად საჭიროებს კარგ ურთიერთობასა და დაცულობის შეგრძნებას.

აბრაამ ლინკოლნი - მერკური თევზებში

წყარო: აბესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკურიანული თევზები ცდილობენ ისაუბრონ და, საერთოდ, ურთიერთობა დაამყარონ ნაცნობი სისტემების დონეზე, თავიდან (მერკური ტყვეობაში) ეს ცუდად გამოსდით, ამ სახით მათი ჭეშმარიტი გრძნობა და ფაქიზი ენერგია წარუმატებლად გადაეცემა.

მერკურიანულ თევზებს უყვართ ხატოვანი, პლასტიური მეტყველება, ლექსები; თუ მერკური ასპექტირებულია, შეიძლება იყვნენ კარგი თარჯიმნები (ზეპირი და წერილობითი სახის). განვითარებული მერკური საშუალებას იძლევა ადამიანმა ისეთი ენები და ნიშნების სისტემა აითვისოს, რომლებიც თევზისთვის ორგანულად ფაქიზი კოსმიური ენერგიების არხების და ინფორმაციების ტრანსლიერების საშუალებას იძლევა; მერკურის ეს მდებარეობა დამახასიათებელია მქადაგებლებისთვის. დაზიანებისას _ მიდრეკილებაა ორაზროვანი მეტყველების მეშვეობით და სხვა საშუალებებით მოტყუებისკენ, საკუთარი აზრების ხეირიანად გამოხატვის შეუძლებლობისკენ, ყბედობისკენ და ასევე, ადამიანში ჭეშმარიტი ემპათიური (ემპათია (შთაგრძნობა) სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი – 2010 – პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი) მონაწილეობა შეიცვალოს უაზრო, ცარიელი საუბრებითა და განსჯით. მერკურთან ჰარმონიული ასპექტებისას – ენის (მეტყველების, უცხო ენების, კომუნიკაციების) გადაჭარბებული მოხერხებულობა და მისი მეშვეობით ნებისმიერი პრობლემიდან და უსიამოვნებიდან თავის დაძვრენის შესაძლებლობა; _ მერკურის მდებარეობა _ დამახასიათებელია სასახლის კარისკაცისა. მთლიანობაში მერკური ხაზს უსვამს თევზების პლასტიურობას, ამძიმებს (დაბალ დონეზე დამუშავებისას) ყველაფერ იმ დამახასიათებელ პრობლემებს (შინაგანი განიაზღვრულობა, გარემოებებსა და გარშემომყოფებზე დამოკიდებულება) რაც თევზების ნიშანს ახასიათებს, ხოლო მეთოდური დამუშავებისას აფართოებს მათ შესაძლებლობას, მნიშვნელოვან წილად უარი თქვან კოსმიური ენერგიის უაზროდ ხარჯვაზე _ განსაკუთრებით, მეტყველების მეშვეობით, თითქმის დუმილის აღთქმის დადების ჩათვლით.

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

აქ მერკური იმყოფება ერთდროულად წაგებაშიც და ვარდნაშიც, ამიტომ გამოვლინებისთვის დამახასიათებელია რამდენადმდე შესუსტებული პოზიცია, მაგრამ ჰარმონიულ ასპექტებში _ მდიდარი წამროსახვა, ფსიქოლოგიური, დახვეწილი შემოქმედებითი, ჰუმანიტარული გონება, რომელსაც შეუძლია დაინახოს პრაქტიკლული სარგებელი და თან იოცნებოს. ავლენს ინტერესს _ ფსიქოლოგიისადმი, პოლიტიკისადმი, სოციოლოგიისადმი, ფანტასტიკურ-დეტექტიური ლიტერატურისადმი, მისტიკისადმი და პარანორმალური მოვლენებისადმი.

თუ მერკური დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი დაბნეულია, ქაოტური, კრიტიკული, მატყუარა დემაგოგი, სკეპტიკური, ეჭვიანი, ეშმაკი, არანორმალურია. ქაოტურობა, უთავბოლოობა, არაგონივრულობა, არათანმიმდევრულობა მეტყველებაში.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ცოცხალი წარმოსახვა, გონება პასიური, მახსოვრობა კარგი, ტელეპატიის უნარები. ადვილად ექვემდებარება სხვის ზეგავლენას, რამეთუ ქვეცნობიერად ერწყმის გარშემომყოფების აზრებსა და გრძნობებს. მსახიობი _ შინაგან დონეზე. ქვეცნობიერის ძლიერი გავლენაა. მიდრეკილება აქვს ნევროზებისკენ და ნარკომანიისკენ. არამუდმივობა გადაწყვეტილებებსა და ადამიანებთან მიმართებაში, ასევე, მიდრეკილება ოცნებისკენ და გაფანტულობისკენ, ეშმაკობისკენ, არაგულწრფელობისკენ, მიმბაძველობისკენ, რამეთუ აქვს საკუთარი იდეების ნაკლებობა. ახასიათებს იდეების სახელით მსხვერპლად შეწირვა. მდუმარენი, მორცხვები, წყენიები. სჭირდებათ _ მეტად იბიექტურები იყვნენ.

ეს ადამიანი უფრო პოეტია, ვიდრე ლოგიკურად მოაზროვნე სწავლული. მისთვის ადვილია (ზედმეტი დატვირთვის გარეშე) მუსიკალური ენის, ხელოვნების და პოეზიის ათვისება. ფლობს აბსტრაქტული და სიმბოლური სახეებით აზროვნების შესაძლებლობას. ხანდახან ყოფიერ ენაზე მათი აზრებისა და შთაბეჭდილებების გადაყვანა შეიძლება აღმოჩდეს რთული, ხოლო შედეგად _ იმაზე ნაკლები შთაბეჭდილება მოახდინოს, ვიდრე სხვა ინტელექტუალმა ადამიანმა. განსაკუთრებით ასეთი სიტუაცია ბავშვობაში წარმოიშობა. ლბათობაა, ხშირად ჩაეფლოს ოცნებებში. განვითარებული ინტუციის წყალობით, ადვილად იჭერს იმას, თუ რას ფიქრობენ  და გრძნობენ (ჯერ კიდევ იმ წამამდე, ვიდრე რამეს იტყვიან) სხვა ადამიანები. ხშირად ადამიანზე ანდა სიტუაციებზე წარმოდგენები იბადება ფაქტიური, დეტალური გაცნობის გარეშე და, ჩვეულებრივ, საბოლოოდ ეს წარმოდგენები სწორია. იგი შეიძლება იყოს გაფანტული _ იმდენად ღრმად ეშვება საკუთარ აზრებში, რომ ვერ ამჩნევს მის გარშემო მომხდარ მოვლენებს. მისი გონება ღიაა ყველაფრისთვის, სწამს, რომ არაფერია შეუძლებელი. არამატერიალური ანდა სულიერი ძალები მისთვის იმდენად რეალურია, როგორც ნებისმიერი სხვა რამ მატერიალურ სამყაროში. მას ორი უდიდესი ნიჭი აქვს _ წარმოსახვა და იმ ადამიანთა გაგება, რომლებსაც ცხოვრება ახვედრებს.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში – ინდური წყაროები)

მერკურის ეს მდებარეობა იმაზე უარესია ვიდრე სხვა რომელიმე ნიშანში; აქ ის დასუსტებულია. ასეთი ადამიანი შეიძლება ბრწყინვალედ ასრულებდეს უბრალო სამუშაოს, მაგალითად, რეწვით საქმიანობას, შეუძლია კარგი მსახურება, შეუძლია საკუთარი უფროსებისა და ხელმძღვანელების დავალებების შესრულება-დაკმაყოფილება. ეს ადამიანები შეიძლება იტანჯებოდნენ განათლების სიმცირის შედეგად, ნათესაური კავშირის გაწყვეტით, არაგონივრული გადაწყვეტილებებით ანდა აღიარების უკმარისობის გამო. შეიძლება, ასევე, აღენიშნებოდეთ ნერვიული შეტევები და ძლიერი წარმოსახვა.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ცოცხალი წარმოსახვა, “ფოტოგრაფიული” მახსოვრობა. კარგი ინტუიცია, ტელეპატიური უნარები, შთაგონება. ინფორმაციას ქვეცნობიერით აღიქვამენ. ცუდი ასპექტებისას _ საშიშროებაა მოგონებების ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ _ “წარსულით ცხოვრება”.

დადებითი ასპექტებისას _ ხშირად პოეტური და გამომგონებლური ნიჭი. მდუმარენი, ბევრს ინახავენ “საკუთარ თავში”. დაზიანებული მერკური შეიძლება აღნიშნავდეს ავადმყოფურ წარმოსახვას და დევნის მანიას.

წყარო: სამირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

აზროვნება გათხევადებულია, აზრების არხებს არ აქვთ მკვეთრი ორიენტირები. ბუნდოვანება მეტყველებისას, ხანდახან უძნელდებათ საკუთარი აზრების ნათლად გამოხატვა, მაგრამ ამ პრობლემას მდიდარი წარმოსახვით უმკლავდებიან: აზროვნების ხატოვანება ეხმარება მეტყველებას.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

ბუნდოვანი, მედიუმური გონება, მთლიანობაში დამოკიდებული გრძნობებსა და ინტუიციაზე. აზროვნების მოწყობა _ ხშირად არეულია და ცუდად ერგება ყოველდღიურ ცხოვრებას, მისთვის უცხოა მატერიალურ სარგებელზე მიზანდასახულობა. სულიერი სითბო, სხვების გაგების უნარი და სხვა ადამიანთა თვალებით საგნების ხედვა. წინასწარ ხედვის ნიჭი, ალტრუისტული იდეები, მისტიციზმი: გონება, შეიძლება მთლიანად რწმენაზე იყოს დამოკიდებული. პლანეტების უარყოფითი გავლენისას _ გადამეტებული მიმდობლობა, ირაციონალურობა მსჯელობებში. ქაოსი და ბუნდოვანება იდეებში. ამ ყველაფერში კი შეიძლება უცბად განათდეს გენიალობის ნაპერწკალი… დუმილის შეტევებს შეიძლება სიტყვების შეუჩერებელი ნიაღვარი მოჰყვეს: ან დუმს როგორც თევზი, ან კაჭკაჭივით გამუდმებით ლაპარაკობს!

საბავშვო ჰოროსკოპი

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ჩემთვის ძნელია სიტყვებით გამოვთქვა

რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ;

შეიძლება, სიმღერით ანდა ცეკვით

მე მოგიყვებით ჩემს ოცნებებს…

ასტროლოგები თვლიან, რომ მერკურის ასეთი მდებარეობისას სტუდენტს შეუძლია ისწავლოს იმდენივე ძილში, წიგნის ბალიშის ქვეშ ამოდებით, რამდენიც მისი კითხვისას. შეიძლება ეს გადაჭარბებულია, შეიძლება _ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ბავშვი იქნება ძალიან მგრძნობიარე და ინტუიციური, ის, გარშემყოფებისგან და გარემობებიდან, ღრუბლის მსგავსად შეისრუტავს ელემენტებს და დაამუშავებს მათ ინტუიციური გზით. უფრო მეტად ყველაფერს შთანთქავს ერთბაშად, ვიდრე ნაწილ-ნაწილ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანდა დეტალებად. სიის დამახსოვრებისას შეიძლება პრობლმები წარმოიქმნას: სამაგიეროდ კარგად გამოუვა ყველა მთვარი კონცეფციის ათვისება _ მართალია, შეიძლება იყოს სირთულეები, როცა მათი სიტყვებით გამოთქმა იქნება საჭირო, მაგრამ იგებს საკმაოდ კარგად.

ის ფლობს მდიდარ და მკვეთრ წარმოსახვას, რომელიც შესაძლებელია კონსტრუქციულად იყოს მიმართული პოეზიისკენ, ფერწერისა და მუსიკისკენ. ფლობს ღრმა გრძნობებსა და სახეების შექმნის ნიჭს; ამ ნიჭს სჭირდება გამოხატვის შესაძლებლობა. შეიძლება ჰქონდეს სამსახიობო ანდა სიმღერის ბუნებით მინიჭებული უნარი. ალბათობა, იყოს შემოქმედებითი პიროვნება. ბავშვი მერკურით თევზებში, ნაკლებად სავარაუდოა დაინტერესდეს აბსტრაქტული ანდა დეტალური საქმიანობით, მათემატიკის ანდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსგავსი სფეროებით, ის ბუნებით არ იქნება პრაქტიკული ანდა ლოგიკისკენ მიდრეკილი. მას მიიზიდავს ყველაფერი სულიერი, რომანტიკული ანდა საიდუმლობებით დაფარული. შეუქმენით ისეთი სასწავლო გარემო, რომელშიც მეფობს წარმოსახვა და შემოქმედებითობა და ეს გარემო სტიმულს მისცემს ღრმა გრძნობების გამოსახატად. სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენამ შეიძლება წაიყვანოს სამკურნალო ანდა დახმარების მიმართულებით.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: წარმოდგენა, შექმნა, მაყურებლობითი, გრძნობა, შეგრძნება, თანაგრძნობა, ინტუიცია, შთაგონება, გამომხატველობითი, დახმარება, გაერთიანება.

მერკურის თევზებში მდებარეობა სააზროვნო პროცესს აძლევს მკვეთრ ემოციურ შეფერილობას. ასეთი ბავშვები ერთდროულად ფიქრობენ და გრძნობენ. ისინი გადაჭარბებულად მგრძნობიარენი არიან და შეიძლება როგორც გარშემომყოფების, ასევე სხვა ადამიანების, ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. ეს ბავშვები, უნდათ ეს მათ თუ არა, სხვა ადამიანების შეხედულებებს იღებენ. აუცილებლად სჭირდებთ დაფიქრება და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ სხვების იდეებს და აზრებს და ყოველ ჯერზე გადაწყვიტონ რა არის მათთვის კარგი და რა _ არა.

გარშემომყოფები მათ აზრებზე და განწყობაზე იმ დონემდე მოქმედებენ, რომ ხანდახან, შეიძლება ჩავარდნენ დეპრესიაში ანდა ავად გახდნენ. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ უცხო გავლენებისაგან საკუთარი შინაგანი სამყაროს დაცვა და უფრო მეტი დამოუკიდებლობა, წინაღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება დაიტანჯებიან განწყობის დამტანჯველი ცვალებადობის გამო. მათ არამხოლოდ არ შეეძლებათ განწყობის კონტროლი, არამედ არც ეცოდინებათ ამ ცვლილებების მიზეზი. ამ ბავშვებს არ აწყენდათ ცივსიხლიანობის გარკვეული დოზა. თუ ისწავლიან სამყაროს უფრო ობიექტურად აღქმას, მათი ცხოვრება უფრო მეტად კარგი და ბედნიერი გახდება.

ბავშვები მერკურით თევზებში არაჩვეულებრივად მგრძნობიარენი არიან, ფლობენ გასაოცარ წარმოსახვას და არიან პოეტურები, მეოცნებენი და ფანტაზიორები. შეუძლიათ ეს სამყარო გაამდიდრონ და გახადონ უფრო მშვენიერი, მასში სილამაზის უდიდესი ნაწილი შეიტანონ. ასწავლეთ ბავშვებს  მატერიალურ სამყაროში საკუთარი იდეებისა და სახეების გამოხატვა. ხშირად ფლობენ მედიუმის უნარს. უყვართ ფანტასტიკა და სასიყვარულო ისტორიები; როგორც წესი, საკუთარი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ფიქრებში, ოცნებებში ატარებენ, შეიძლება ეს ცუდი არაა, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ სასკოლო გაკვეთილების დროს ღრუბლებში არ იფრენენ. თქვენ ძალიან რბილად, ფაქიზად და ტაქტიანად უნდა აუხსნათ და რამენაირად დაეხმაროთ. ასეთი ბავშვებისთვის სასარგებლოა პოეზიის კითხვა და კარგი ლიტერატურა, ეს დაეხმარებათ _ ისწავლონ სიტყვიერ ფორმაში საკუთარი აზრების უფრო ზუსტად გამოხატვა. სრულიად შესაძლებელია, რომ მათგან გაიზარდოს შესანიშნავი პოეტი ანდა ნიჭიერი პროზაიკოსი.

მათ სჭირდებათ ისწავლონ _ იყვნენ ის, რაც არიან _ სამყაროზე საკუთარი შეხედულებით, იდეებით, ფასეულობებით და საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფიით. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ საკუთარი ცხოვრება უფრო სტაბილური გახადონ. ბავშვები, მერკურით თევზებში, ძალიან აღქმელნი არიან, მათ შეუძლიათ სხვა ადამიანთა აზრებსა და შეხედულებებს სიღრმისეულად ჩაწვდნენ. მუსიკა – ძალიან კარგი საშუალებაა მათ დასაწყნარებლად და მათთვის განწყობის ასამაღლებად, გარდა ამისა, ის უებარი საშუალებაა შთაგონებისთვისაც.

ყველა სასკოლო საგანი, რომელსაც შეხება შიშველ ფაქტებთან აქვს, ამ ბავშვისთვის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, მაგრამ ვერაფერს გახდებით, სკოლა სკოლაა, მოუწევს დაიმახსოვროს მრავალი უინტერესო საგანი, და კიდევ ისწავლოს მათემატიკა.

შეეცადეთ როგორმე დააინტერესოთ ბავშვი _ ეს თქვენს ძალებზეა დამოკიდებული. და მთვარი გახსოვდეთ, ბავშვები დაბადებულნი მერკურით თევზებში, ძალიან ემოციურები არიან, მათი სამყაროსეული გაგების გზა მხოლოდ გრძნობებზე გადის… ისაუბრეთ პატარასთან და ამ დროს დიდი ემოციები გამოხატეთ, რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ სიტყვა “შეგრძნება”, “გრძნობა”. ასეთ ბავშვებს ძლიერ განვითარებული მხედველობითი აღქმა აქვთ, ამიტომ თქვენი მონათხრობები შეავსეთ სახეობრივი აღწერილობებით. მოგიწევთ გახდეთ კარგი მთხრობელი, თუ გსურთ, რომ ბავშვმა ნამდვილად გაგიგოთ.

თუ ბავშვი ცუდად და უწესოდ იქცევა, უბრალოდ უთხარით, რომ ნაწყენი და გაბრაზებული ხართ. მასზე ეს უპირობოდ იმოქმედებს. ასევე შეიძლება ჰკითხოთ, რას იგრძნობდა ის თქვენს ადგილზე. მხოლოდ ერთია, მასთან იყავით რბილი _ მომთხოვნი, მაგრამ რბილი. თუ იმპულსური ხასიათი გაქვთ, საუბრისას შეეცადეთ საკუთარი თავის, ემოციების შეკავება. პატარას მიეცით შესაძლებლობა საკუთარი მდიდარი წარმოსახვისა და გასაოცარი შემოქმედებითი უნარების რეალიზება მოახდინოს. ბავშვები მერკურით თევზებში ნიჭიერნი არიან, მათ შეუძლიათ შექმნან ჭეშმარიტად უდიდესი ხელოვნების ნაწაროებები. შესაძლებლობისთანავე ავლენენ საკუთარ თავს, ისინი ბედნიერები იქნებიან ამით და მათთან ურთიერთობა თქვენც ბედნიერებას და უდიდეს სიხარულს მოგიტანთ.

სტატიის ავტორი:ნინო


About Tamta

Scroll To Top