მერკური თხის რქაში

მერკური თხის რქაში

წყარო:www.aquarun.ru

აზროვნება+კონცენტრაცია=აზრების კონცენტრაცია

ეს ფაქტორი იუწყება, რომ ადამიანი პატივმოყვარე და ანგარიშიანია, წარმოსახვის სიმკვეთრე (მკაფიოობა) აქვს და გამოხატვის საშუალებებში ძუნწია. ხასიათის უარყოფითი განვითარებისას ყალიბდება საკუთარ თავზე კონცეტრირებისა და მატერიალური სიკეთის შეძენის გადაჭარბებული მოთხოვნილება. ადამიანი ყურადღებით და ზუსტად თვლის მაღალი სოციალური მდგომარეობის მიღწევისა და ქონების დაგროვების შესაძლებლობებს. შესაძლებელია განვითარდეს ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა და ეშმაკობა, გადაჭარბებული ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა, ასევე, შენელებული მიხვედრილობა, გულღრძოობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება. ინტელექტის ჰარმონიული განვითარებისას  ყალიბდება ამაღლებული, ეფექტური და მოწესრიგებული, შორსმხედველი და შორსმჭვრეტელი გონება. გარშემომყოფების მიერ ასეთი ადამიანი აღიქმება როგორც სიღრმისეული, სერიოზული გაგებისა და მოთმინების უნარის მქონე პიროვნება. ამ შემთხვევაში ინტელექტისთვის დამახასიათებელია საფუძვლიანობა, ობიექტურობა, უიშვიათესი რეალიზმი, ლოგიკის მწყობრი განვითარება, მიზანდასახულობა, ვალდებულობის გაცნობიერების და განვითარების სტრატეგიის ნათლად გაგების უნარი.

იგი ამტანია, ცხოვრებაში ყველაფერს სერიოზულად ეკიდება, წარმატებას აღწევს საკუთარი შრომისა და პირადი გულმოდგინების წყალობით. აზროვნება ეკონომიური, სისტემატიური, შეკავებული აქვს, ვლინდება მათემატიკისა და დიპლომატიისკენ, ადმინისტრირებისა და ხელმძღვანელი საქმიანობისკენ მიდრეკილება. მიღებულ ცოდნას ყოველთვის პრაქტიკულ გამოყენებას უძებნის. აზროვნება მკაცრად სტრუქტურული და პრაგმატულია. ინტელექტი მშრალი, მაგრამ მთლად მოქნილი არაა, მკვეთრადაა მიმართული კრიტიკისკენ და სიტუაციის ზუსტი ანალიზისკენ. ადამიანის ქცევებში ვლინდება, რომ იგი ამტანი და გაწონასწორებულია, რეაქციები ზუსტი და კონცენტრირებულია. უყვარს მოწესრიგებული და გრძელი ფორმულირების გარემოებანი.

შეუძლია უხელმძღვანელოს მსხვილ პროექტებს, ფლობს დიდ ლიტერატურულ ნიჭს. შეუძლია საკუთარი მარცხიდან მიღებული გამოცდილება გამოიყენოს, ასევე, ისწავლოს სხვების შეცდომებზე. ასეთი ადამიანისთვის მთავარ რეზერვუარს გამოცდილება წარმოადგენს. ყოველთვის აქტიური და მკაცრია, უხეში და ხისტია, დაუშრეტელი მისწრაფება აქვს ნათლად განსაზღვროს და დასახოს მიზანი. შეინიშნება არჩეული მიმართულების ზოგიერთი შეზღუდულობა, ამავდროს დამახასიათებელია ყველაფრის (რაც მისი ინტერესების სფეროს განეკუთვნება) სიღრმისეული და საფუძვლიანი გაგება. მისი ყველა ქმედება და მსჯელობა გამოიხატება პიროვნული ინდივიდუალური შეფერილობით.

კონტაქტების სფერო დასახული მიზნების მიღწევის აუცილებლობითაა მოწესრიგებული და შეზღუდული. ასეთი ადამიანები ურთიერთობებში ორგანიზებულნი და ზუსტები არიან, ყოველთვის ისწრაფვიან ზუსტად გადასცენ ის ინფორმაცია, რაც სურთ რომ სხვებს აუწყონ. არ უყვართ ის ადამიანი, ვინც იძლევა უსაფუძვლო პირობებს და სიტყვებს ჰაერზე ისვრის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი სირთულეები წარმოიშვას საკუთარი აზრებისა და განწყობის გამოხატვისას. აზროვნება მთლიანად კონცეტრირებულია პრაქტიკული შედეგის მიღწევის ვალდებულებაზე. განვითარებლი აქვს მათემატიკური და ლოგიკური უნარები, ხშირად მისი ხუმრობები გადამღლელი და სარკასტულია.

ასეთ ადამიანებს არ უყვართ უხეში იუმორი, მათ მიერ გამოთქმული მინიშნებები (იუმორისა და ხუმრობების სახით) ყოველთვის დახვეწილი და შეუმჩეველია. აუცილებლობის შემთხვევაში ინტელექტი ზედმეტი შრომისა და ძალისხმევის გარეშე ახშობს ვნებებსა და გრძნობებს დისციპლინის გავლენის ქვეშ აქცევს. სახიფათოა უგულობის და სიცივის განვითარება, დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობის უკმარისობა, ასევე აზროვნების ჩაციკვლა დასახულ მიზნებზე. ადამიანს შეიძლება ეწოდოს უნდობი, კრიტიკული, მომჭირნე, მზრუნველი, ტაქტიანი, თავშეკავებული და დიპლომატიური. ის მიდრეკილია სიღრმისეული კვლევა-ძიების ინტერესის გამოავლენისკენ და ყოველთვის მხოლოდ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების იმედის ქონისკენ. სიტუაციის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ფიქსაცია მოხდეს სიძულვილზე, აკვიატებაზე, მომაბეზრებლობაზე, გადაქანცვასა და სიძუნწეზე. გონება გამჭვრეტი, გამჭრიახი, მკვეთრი და მახვილი აქვს; არასდროს კმაყოფილდება პირველად მიღებული გადაწყვეტილებებით და გამუდმებით მოუსვენრად ეძიებს მიზნის მისაღწევ უფრო ეფექტურ გზებს.

ფედერიკო ფელინი - მერკური თხის რქაში

ეს ადამიანი ყურადღებიანი, ეკონომიური და ბეჯითია, სიამოვნებით სრულყოფს საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს, გამუდმებით რაიმეთია დაკავებული. მისი ბუნება სერიოზული, განმსჯელი და განმჭვრეტია. ასეთ ადამიანზე ზეგავლენის მოხდება მხოლოდ გულწრფელი მეგობრობის მეშვეობითა და გულისხმიერებით შეიძლება. ძალიან დაკვირვებულია და ყველაფერში ერკვევა, ამის გამოცაა მისი მოტყუება ძალიან რთული. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად მთლიანად ეფლობიან საკუთარ კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაში. აქტიურად გამოიმუშავებენ ფულს და ისწრაფვიან მაღალი სოციალური მდგომარეობისკენ ანდა ხშირად მიდიან სიყალბესა და გაორებულობაზე, უარს არ ამბობენ  ფარულ, კულისებს მიღმა მოქმედებებზე, მაგრამ თუ ეს ადამიანი სულიერ პრაქტიკას მიმართავს, მაშინ ის საკუთარი თავის სრულყოფის გზაზე მიზანდასახულად ივლის. ასეთ ადამიანებს შეიძლება ეწოდოთ უკიდურესად ჯიუტები და მყარები, შრომისუნარიანები და შრომისმოყვარეები, მომთმენები და ამტანები. ლოგიკის, ცნობისმყვარეობისა და ინტუიციის ურთიერთშერწყმა აჯილდოებს ფილოსოფოსის, ფიზიკოსის, პოლიტიკოსისა და დიპლომატის ნიჭით. მუშაობისას ყოველთვის ობიექტურები და საფუძვლიანები, მეთოდურები და სისტემატურები არიან, მაგრამ  ნამდვილად არ ჰყოფნით წარმოსახვა და ფანტაზია.

ასეთი ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის, მატერიალური საშუალებების მეშვეობით, უზრუნველყოს საპატიო ადგილით საკუთარი თავი. ფიქრობს და მოქმედებს მეთოდურად, შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს მიზანს. აზროვნება თანმიმდევრული და მოწესრიგებული, არგუმენტაცია დაფუძნებული და კარგად მოფიქრებული, თუმცა ყოველთვის ორიგინალურობით არ გამოირჩევა. საფუძვლიან გამარჯვებას აღწევს სიმყარისა და უიშვიათესი თვითდისციპლინის წყალობით. მათი პოლიტიკური მრწამსი კონსერვატორულია, ისინი ისწრაფვიან ყველაფერში მხარი დაუჭირონ დამყარებულ ტრადიციულ წესრიგს და უფრო მეტად პატივს სცემენ იმ შეხედულებებს, რომლებიც რეკომენდირებული (მისაღები) იყო წარსულში. მათ აინტერესებთ ის იდეალები, რომლებსაც პრაქტიკული აზრი აქვთ და დაკავშირებულნი არიან შეხებით/მატერიალურ ფასეულობებთან. დასახული მიზნებისკენ მიდიან ფხიზლად და რაციონალურად, არ უშვებენ მხედველობიდან საქმის რეალურ მდგომარეობას და ცრუ იდეალებს ყურადღებას არ აქცევენ. განვითარებულია მკვეთრი და მახვილი დაკვირვებულობა, რაც საშუალებას აძლევთ დაინახონ ყველაფერი, რასაც აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა. არსებობს იმის საშიშროება, რომ გადაჭარბებულ სერიოზულობასა და უხეშ თვითდისციპლინას მოჰყვეს გადამეტებული სისასტიკე, სიცივე ფა ირონიის უკმარისობა. არის იმის ტენდენციაც, რომ გარშემომყოფები გამოიყენონ საკუთარი მიზნის მიღწევისთვის. ხანდახან ქონებრივი და ფინანსური ინტერესები რისკის ქვეშ აყენებენ იმას, რომ დაიჩრდილოს მაღალი ადამიანური ფასეულობანი.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ეს მერკურისთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მდებარეობაა. აქ ის იმყოფება სატურნთან სტუმრად, მიწის ნიშანში.

ის ფლობს გონებრივი კონცენტრაციის ძალიან დიდ შესაძლებლობას. მას, ალბათ, აქვს ძალიან ზუსტი, ლოგიკური, პროგრამული აზროვნება, კარგად გამოკვეთილი მათემატიკური უნარები. ასევე, ასეთი მერკურის მქონე ადამიანებში ხშირად გვხდებიან ძალიან კარგი პროგრამისტები.

ალბათ, ეს ადამიანი ძალიან წინდახედულია, მანიაკალურადაა მიდრეკილი დაგეგმარებისკენ. ყოველთვის აქვს მიზანი, იცის, რა არის საჭირო გამოიმუშაოს, მოიფიქროს მის მისაღწევად; უმიზნოდ აზროვნება არ შეუძლია, რადგან თითქმის ყოველთვის მიმართულია რაიმე წერტილზე. ამასთანავე, ძალიან პრაქტიკული და რაციონალური გონება აქვს, პრობლემების გადაწყვეტისას განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და არჩევს იმას, რომელიც ნებისმიერ გარემოში მიზანის მიღწევის საშუალებას იძლევა.

ამ თვისებებს სხვა, მეორე მხარეც აქვს _ ის ყველა ინფორმაციას მხოლოდ დასახული ამოცანიდან გამომდინარე აგროვებს, ანუ თუ ის დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან, მაშინ იღებს მხედველობაში და თავის ადგილს აკუთვნებს სისტემაში, ხოლო თუ არა – მაშინ უბრალოდ უსარგებლოდ ჩათვლის და აგდებს. იგი ფლობს შესანიშნავ და სიღრმისეულ, მაგრამ არა ძალიან ფართო გონებას. ხშირად შეიძლება ვერ შენიშნოს გარემოებების ცვლილება ანდა მხედველობიდან გაუშვას ის ვარიანტები, რომლებიც მისი მიზნისგან შორს დგას.

მერკური თხის რქაში ურთიერთობისას ვლინდება ნაკლებად კეთილგანწყობილი სახით. ამ ადამიანთან ურთიერთობა, უფრო ხშირად, გასანზღვრული მიზნით ხდება, ყოველი მის სიტყვა გააზრებულია, სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა იმიტომ რომ, მნიშვნელოვან თემაზეა საუბარი, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად გადასცეს თქმულის არსი. ამიტომ არცთუ ძალიან უყვარს უმიზნო ანდა უაზრო ურთიერთობა და შეიძლება გაბრაზდეს იმ ადამიანზე, რომელიც სიტყვებს ჰაერზე ისვრის, ხანდახან ამის გამო ურთიერთობაში განიცდის სირთულეებს, მაგრამ თუ კუთხეში მიიმწყვდევენ, მაშინ შეიძლება დაიწყოს ბოროტი და ფაქიზად აღსაქმელი ხუმრობა, თავადაც კარგად იგებს ფაქიზად ნათქვამ, დახვეწილ იუმორს, ხოლო სიუხეშეს ყოველთვის არ მიესალმება. როგორც ჩანს, როცა საჭიროა, შეუძლია ინტელექტით დათრგუნოს საკუთარი გრძნობები.

„ბოროტი“ მერკური თხის რქაში შეიძლება იძლეოდეს: უგულობას (გულქვაობას) დიდსულოვნების უქონლობას, დასახულ მიზნებზე აზროვნების ჩაციკლულობას. ცუდ შემთხვევაში ის შეიძლება პრაქტიციზმამდეც კი დავიდეს. საერთოდ, ასეთი მდებარეობისას, უფრო ხშირად, ადამიანი თავშეკავებულია, არაა უხვსიტყვიანი და დაფარულია. მისი გეგმები შეიძლება დაფარული იყოს და სიტყვები არ ასახავენ მის შინაგან მდგომარეობას. ჩვეულებრივ, ამ ადამიანის მეტყველება და მისი მიზანი (იგულისხმება, საუბრის მიზანი) წინასწარ განსაზღვრული და გააზრებულია.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური თხის რქას აძლევს სიმბოლური სისტემების აპარატის განლაგებას (პირველ რიგში მეტყველებას), რომელიც მერკურიანული თხის რქით შეიგრძნობა როგორც სრულიად მატერიალური და მისი ამოცანის შესრულების მძლავრი საშუალება.

ცუდი დამუშავებისას, ეს მდებარეობა იძლევა ცარიელი დემაგოგიით, უაზრო ცირკულარებით, შეუსრულებელი ბრძანებებით და ა.შ. ხელმძღვანელობისკენ მიდრეკილებას, ამასთანავე, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თავად თხის რქა-მერკურს გულუბრყვილოდ სჯერა მათი ძალის.

მერკურის განვითარების მიხედვით ადამიანი თანდათანობით იწყებს სიტყვების და დუმილის ჭეშმარიტი ძალის და ფაქიზ სამყაროსთან მათი ურთიერთკავშირის შესაძლებლობის შეგრძნებას.

აქ ევოლუცია შემდეგი წესით და რიგით ხდება: თავიდან ადამიანი სწავლობს იმ სიტყვების განსხვავებას, რომლებსაც შეუძლიათ რეალური ზემოქმედება მოახდინონ სამყაროზე. შემდეგ, იწყებს ამ სიტყვების ჭეშმარიტი წარმოშობისა და მიზეზების, მათი ზემოქმედების ძალის დაკავშირებას, ანუ აკავშირებს სიმბოლოებს ეგრეგორთან და საბოლოოდ, უკვე მერკურის განვითარების მაღალ დონეზე იღებს იმის შესაძლებლობას, რომ შეიმუშაოს ახალი სიმბოლური სისტემები და მათი დახმარებითა და მეშვეობით პირდაპირ ეგრეგორში იმუშაოს _ ეს დონე წმინდა ტექსტების შექმნის დონეა.

მერკური ყოფით დონეზე თხის რქას აძლევს მენტალურ და საქმიან კონტაქტებში უდიდესი მოხერხებულობის უნარს, პრაქტიკულ გონებაგამჭრიახობასა და თაღლითობის ნიჭს; მისი მოტყუება და გაცურება ძალიან რთულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მერკურის ძლიერი დაზიანებაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არის იმის შესაძლებლობა, რომ იყოს დირექტორი-აფერისტი-კარიერისტი).

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას მერკურის ასეთი მდებარეობა ადამიანს აძლევს დიდ ინტელექტუალურ შრომისმოყვარეობასა და კარგ მეხსიერებას; ძალიან ზუსტი და კონცენტრირებული, სერიოზული და დაკვირვებული, ყურადღებიანი და გამჭრიახი, უჩვეულოდ საზრიანი და მოხერხებულია, რაციონალური და ყაირათიანი, პრაქტიული და წინდახედული გონება აქვთ; ტაქტი და დიპლომატიურობა, ზუსტად დაგეგმვის შესაძლებლობა და საკუთარი ქმედებების გათვლა რამდენიმე სვლით ადრე, კარგი ორგანიზატორული და კომერციული უნარებით ხასიათდება. ეს შესანიშნავი მინიშნებაა ზუსტი მეცნიერებით, მინერალოგია, ქიმია, ლიტერატურა, პოლიტიკა, მეწარმეობა, ეკონომიკა, ფილოსოფია, ოკულტიზმი, ინტელექტუალური სპორტის სახეობებით (ჭადრაკი, შაში და ა.შ.) დასაკავებლად.

დაზიანებისას: ეშმაკი და მატყუარა გონება, ეჭვიანი, პედანტი და ჯიუტი, გესლიანი და კრიტიკული ენა, სუბიექტი ორხაზოვანი და გაფანტულია.

ოშო - მერკური თხის რქაში

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

პატივმოყვრული აზრები, გამჭრიახობა, მოწესრიგებული აზროვნება, მისწრაფებულია საკუთარი თავი, მატერიალური მიღწევების მეშვეობით, უზრუნველყოს საპატიო ადგილით. დადებითი შტრიხები _ კონცენტრირებულობის შესაძლებლობა და ასევე ორგანიზატორული ნიჭი. შეუძლია მიზნისკენ მანამ იაროს, სანამ არ მიაღწევს (დროს მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება დიდი ხნით იაროს მიზნის მისაღწევ გზაზე). კარგად დაწყობილი მეტყველება. აქვს მწერლის ნიჭი.

კონსერვატორები, ინტერესდებიან იმ იდეებით, რომლებიც პრაქტიკულ აზრს ატარებენ. ხარბები და რამდენადმე პირქუშნი. საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ყოველთვის აქტიურები, მუდამ საგუშაგოზე დგანან. ყოველთვის უკმაყოფილონი. შრომისმოყვარენი და ფრთხილნი, ფხიზელი აზროვნება აქვთ.

ზუსტად, ობიექტურად, რეალისტურად აზროვნებენ და არ წამოეგებიან კომივოიაჟორების გადაჭარბებულ პირობებზე. საპასუხოდ ითხოვენ ფაქტებით დადასტურებას.

ამ ადამიანის ბუნებრივი სკეპტიკურობა ხშირად ცინიზმამდეც კი მიდის. საქმეს ზუსტი და რაციონალური კრიტიკით უდგება, ინარჩუნებს თავდაჯერებულობას, შრომისუნარიანია კრიტიკის ქარცეცხლშიც კი. რჩევის მაძინებელი ამ ადამიანისგან მიიღებს იმ სიტუაციის რაცინალურ, ყოველგვარ ემოციებსა და სუბიექტივიზმს  მოკლებულ შეფასებას, რომელშიც იმყოფება და საჭიროებს რჩევას. ამიტომაც არბიტრაჟულ სასამართლოში მისგან შესანიშნავი, გამოცდილი მოსამართლე და თავმჯდომარე შეიძლება დადგეს. აქვს დისციპლინირებული ტვინი, ინდივიდუალური მეწარმეობის, ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული სამუშაოს უნარები. ასევე, შეუძლია სტრატეგიულ კატეგორებზე, რეალისტურ გეგმებზე მასშტაბურად აზროვნება და აღინიშნება მოთმინების უნარი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ _ არჩეული მიმართულებისკენ. ეს ადამიანი სერიოზული და გულმოდგინეა. როცა რაიმეზე ფიქრობს ანდა რამეს კითხულობს, უყვარს სიწყნარე, მარტოობა და სიჩუმე.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

ამ ადამიანთა დამახასიათებელი ნიშნებია _ არ არიან მაღლები, მოუსვენარი და არათანმიმდევრული ხასიათი, ჩაფლულნი არიან საკუთარ ბიზნესში. ფულის გამომუშავებისას შეიძლება მოხერხებულნი იყვნენ, შეიძლება ახასიათებდეთ საიდუმლო, კულისებს მიღმა ქმედებები. ისინი ვალს იღებენ, ხვდებიან ცოდვილ ადამიანებს. მაგრამ ნათელი, სულიერი ადამიანებისთვის ყურის მიგდების ანდა მათი ნაწარმოებების კითხვის წყალობით შეუძლიათ სულიერი ცხოვრებისკენ შემობრუნება.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

პატივმოყვარეობა, გამჭრიახობა, მისწრაფება _ საკუთარი თავი უზრუნველყონ მყარი, საპატიო ადგილით. ორგანიზატორული ნიჭი. ფიქრობენ და მოქმედებენ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან მიზანს. შესაძლებელია მათემატიკური უნარების განვითარება; კონსერვატორები, პრაქტიკულები; არცთუიშვიათად – იუმორის გრძნობის უკმარისობა. მერკურის ცუდი ასპექტებისას _ სიხარბე, მატერიალიზმი.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

მსჯელობებში კონკრეტულობა და სიმკაცე, რომელთა უკანაც მკვეთრად განსაზღვრული მიზანი დგას. ეს იძლევა აზრების გარკვეულ შეზღუდულ მიმართულებას, მაგრამ ასევე მათ სიღრმეს და შესაძლებელია  _ მეცნიერებისკენ მიდრეკილებაც. ენის/სიტყვების მეშვეობით მკვეთრად ავლენს საკუთარ ინდივიდუალურ თვისებებს. შესაძლებელია, მისთვის სასარგებლო იყოს კონტაქტების სფეროს გაფართოება.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

მჭერმეტყველი, ფხიზელი, მკაცრი გონება: კონცენტრაციის, მიზანდასახულობისა და კვლევა-ძინების უნარი. უყვარს საკუთარი მსჯელობების ბოლომდე მიყვანა. იმისთვის, რომ ჩაწვდეს და ჩავიდეს არსამდე, შეუძლია მისცეს საკუთარ თავს აზრების უფრო ფართო ასპარეზე მოქმედების უფლება. აზროვნების მკაცრი სტილი, შთაგონებისკენ სუსტადაა მიდრეკილი. რეფლექსიისა და აბსტრაქტული აზროვნების შესაძლებლობა შეიმჩნევა. ერთდროულად მხოლოდ ერთ საქმეზე შეუძლია ფიქრი. პლანეტების უარყოფითი გავლენისას _ გესლიანი გონება, სიმშრალე, უგულობა, ფანატიზმი, მოუთმენლობა, ინტლექტუალური ქედმაღლობა.

საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მე ვიცი, რომ სერიოზული ვარ,

მე ვიცი, რომ ვიცი ამის შესახებ, _

მაგრამ ეს ხელს არ მიშლის

ვიმღერო სიმღერები და ვიყო პოეტი!

ეს აზროვნების ძალიან პრაქტიკული, დამიწებული, საქმიანი მანერაა, ასეთი ბავშვი სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება იმაში, რომ ის მართალია, მანამ არაფერს იტყვის და/ან დაწერს. ის აზრებს ნაჩქარევად არ გამოთქვამს. იგი ყოველთვის სერიოზულია, ზრდილობიანი, მოკრძალებულია და ზუსტად, წინასწარ არჩევს სიტყვებს. მხოლოდ ერთია, შეიძლება აღმოაჩნდეს იუმორის თავისებური გრძნობა, რომელიც დროდადრო გაგაოცებთ. ხშირად განსაკუთრებულად დახვეწილი იუმორი აქვს, რომელიც მიმართულია საკუთარ თავზე. შესაძლებელია, ეს მისთვის დამახასიათებელი სერიოზულობისგან დასვენების ერთ-ერთი ფორმაა.

არ ელოდოთ, რომ თქვენი ბავშვი რაიმე საგანს დიდი ინტერესით მოეკიდება, თუკი არ დაინახედავს პრაქტიკულ სარგებელს იმ “რეალურ სამყაროში”, სადაც ცხოვრობს ანდა აპირებს ცხოვრებას. აბსტრაქცია მის ყურადღებას არ იზიდავს. თუ ვერ ხედავს, როგორ და რაში შეიძლება რაიმეს გამოიყენება, მაშინ შესაძლებელია საერთოდ უარი თქვას _ თუ, რა თქმა უნდა, მხოლოდ საპატიო როლზე არაა ფოკუსირებული მისი სტატუსის შეგრძნება _ ამ შემთხვევაში შეიძლება შეისწავლოს საგანი, რათა შემდეგ მიიღოს კარგი შეფასება (თქვენგან, გარშემომყოფებისგან ანდა მასწავლებლებისგან). ყოველთვის იფიქრებს წინ წაწევაზე. ეს ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს ორგანიზებულ, მოწესრიგებულ გარემოში. დავალების მიღებისას _ შეასრულებს ძალიან ზუსტად და მობილიზებულად. თვითგამოხატვის პრობლემებს გადალახავს მხოლოდ ოსტატობის ზრდასთან ერთად. რაც უფრო მეტი იცის, მით უფრო ძლიერია მისი თავდაჯერებულობაც. იშვიათად იქნება სპონტანური და სტიქიური _ ესეც იმ შემთხვევაში, თუ პირად რუკაში მზე მშვილდოსნის ნიშანში იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ფრთხილი და პრაქტიკულად მოაზროვნეა. შეიძლება ლოიალურად განეწყოს ოცნებების მიმართ, მაგრამ მათგან სარგებლის მიღებასა და პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მაინც მიაგნებს.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: მოფიქრებული, პასუხისმგებლობიანი, პრაქტიკული, სასარგებლო, გეგმა, ორგანიზება, ეფექტური, მიღწევა, აღიარება, ავტორიტეტი, პატივისცემა, წარმატება, ხელმძღვანელობა, საიმედო, სტრუქტურა.

მერკურის ასეთი მდებარეობის მქონე ბავშვები საკუთარ ასაკთან შედარებით უფრო დიდები ჩანან. ისინი სერიოზულები და ფრთხილები არიან, არცთუიშვიათად პასიურებიც. საკუთარი პრაქტიკული და განმსჯელობითი საქმიანობის გამო სხვების მიერ შრომით შეპყრობილებად აღიქმებიან. არცთუ დიდი სიამოვნებით იცვლიან საკუთარ შეხედულებებს და რთულად იღებენ ახალ იდეებს, მხოლოდ ერთია, საკუთარ აზრსაც არ უშვებენ ხელიდან და არ უარყოფენ ბოლომდე.

ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მატერიალურ სამყაროსთან, მათ მიერ უფრო ადვილად აღიქმება, ვიდრე ის, რაც აბსტრაქტულია. ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ და განვითარებული აქვთ ამაღლებული გრძნობითი პასუხისმგებლობა: შეიძლება მსხვერპლად შეწირონ საკუთარი თავი ვალდებულებს, სამუშაოს ანდა სხვებს. ხშირად პირქუშები არიან, არ უყვართ მონაწილეობის მიღება ხმაურიან დღესასწაულებსა და გართობებში. მიეცით პატარას იმის საშუალება, რომ გაიგოს  რა არის “ფანტაზიის” ელექსირი და “თავქარიანობის” აბები, ხადახან ესენი მისი ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებებებია.

სცადეთ სრულყოთ მათი იუმორის გრძნობა. ჰაერივით სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ღიმილი და სიცილი. ამ პატარებს ხშირად ცუდი განწყობა აქვთ, რაც მათთან ურთიერთობას სრულიად ბუნებრივად ართულებს. დაეხმარეთ დაამუშაოს საკუთარი ცოტათი პირქუში და მოღუშული ხასიათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აისახება ჯანმრთელობაზე _ ფსიქიკურ და ფიზიკურზე.

ასეთი ბავშვები ძალიან არიან მიჯაჭვულნი მიწიერზე, მატერიალურ სამყაროზე. დაეხმარეთ მათ დაამყარონ წონასწორობა “მიწიერსა” და “ციურს”, ფიზიკურ რეალობასა და ამაღლებულ იდეალებს შორის. ასეთი ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განუვითარდეთ დაუკმაყოფილებლობის სინდრომი. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში სიამოვნების მიღების სურვილის გამო, დაიწყებენ მატერიალური საგნების ფლობისკენ სწრაფვას, დააგროვებენ უფრო მეტ და მეტ სიმდიდრეს და ამას საზღვარი არ ექნება. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთი საშუალებაა – ასწავლოთ ბავშვებს საკუთარი უნარების დაფასება და მათი მეშვეობით თავის დამკვიდრება.

ბავშვები, მერკურით თხის რქაში, ფლობენ შესანიშნავ ორგანიზატორულ უნარებს, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის ინსტიქტურად იყენებენ. საგნებსა თუ აზრებში ნებისმიერი უწესრიგობა მათ გააღიზიანებთ – ასეთი მოწესრიგებულები არიან! ურთიერთობებში დიპლომატიურნი, ავლენენ ტაქტს და ყოველთვის ზუსტად არჩევენ სიტყვებს, რათა, რაც შეიძლება ნათლად და გასაგებად გამოხატონ საკუთარი იდეები. ისინი ფლობენ ყურადღების კონცეტრაციისა და აზრების დისციპლინის შოკის მომგვრელ უნარს. ასეთი ბავშვები კარგი ხელმძღვანელები იქნებიან. ისინი სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები არიან. თქვენ დაგჭირდებათ _ მათ ასწავლოთ ცოტათი ნაკლები სერიოზულები იყვნენ, ადვილად აღიქვან ცხოვრება და მოთმინებით მოეკიდნონ გარშემომყოფებს. სამაგიეროდ შეგეძლებათ ბოლომდე დაეყრდნოთ პატარას. მიეცით პატარას შანსი გამოავლინოს საკუთარი ორგანიზატორული ნიჭი _ ბავშვი ამით ბედნიერი იქნება, ხოლო თქვენ დაკმაყოფილდებით შედეგით.

მათ უყვართ სწავლა და თან დროის სასარგებლოდ გატარება. როცა პატარას სთავაზობთ რაღაც ახალს, შეეცადეთ, პირველ რიგში, ხაზი გაუსვათ წმინდა პრაქტიკულ სარგებელს და მერე რიგში, შეთავაზების სასარგებლოდ რაიმე მოიფიქროთ. ზედმეტი ინფორმაცია ანდა აბსტრაქტული იდეები მისთვის რაიმე ფასეულობას არ წარმოადგენს.

ასეთ ბავშვებისთვის, მათი ბიზნესისადმი დამოკიდებულობის და ორგანიზატორული საქმიანობის გათვალისწინებით, საინტერესო და სასარგებლო იქნება წარმატებული ბიზნესმენების, ადამინების შესახებ წიგნების კითხვა. ამ ლიტერატურაში ისინი შეძლებენ შესაბამისი მისაბაძი მაგალითის პოვნას.

ცხოვრების მიმართ ასეთი სერიოზული მიდგომის გამო სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ბავშვები მოსაწყენ ადამიანებად ყალიბდებიან. ასწავლეთ ცხოვრებით გახარება და უბრალოდ იყვნენ ბედნიერები. მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი დავალების მიცემა. ეს ძალიან სასარგებლოა მისთვის – რამეთუ პასუხისმგებლობის გრძნობიდან ასე დიდ სიამოვნებას მიიღებს.

თუ თქვენი პატარა, დაიბადა მერკურით თხის რქაში, მოგიწევთ მუდმივად ადევნოთ თვალყური წესრიგს, რადგან ბავშვს ბუნებით აქვს განვითარებული თვითდისციპლინის უნარ-ჩვევები. სხვა მხრივ კი, ზოგიერთი სახის სიმკაცრე მაინც აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევში ის თქვენს პატივისცემას შეწყვეტს. მაგრამ აქაც ზღვარის დაცვაა საჭირო, რადგან აქაც საშიშროება იმალება _ ბავშვები მერკურის ამ მდებარეობით სიმკაცრის გარეშეც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ საკუთარ შეცდომებსა და წარუმატებლობებს, მიდრეკილნი არიან საკუთარი თავი განსაჯონ დაუნდობლად. ასწავლეთ პატარას (და რაც უფრო ადრეულ ასაკში მით უკეთესია) იყოს სამართლიანი. არ დაივიწყოთ შექება და არ იძუნწოთ გულწრფელ კომპლიმენტებზე. ეს მას დაეხმარება უფრო უკეთესად მოექცეს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

შეუძლიათ დაინახონ ახალ, და თითქოს, ერთი შეხედვით, შესანიშნავ იდეებში სუსტი ადგილები და შეუძლიათ დალაგებითა და გონივრულობით ახსნან რატომ ის ანდა სხვა ვარაუდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში. მათ სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ. შეეცადეთ აღიქვათ ბავშვი ისე, რომ მან იდეებისა და მოვლენების მხოლოდ უარყოფითი კი არა, პოზიტიური მხარეებიც დაინახოს. და კიდევ _ აუხსენით პატარას, ხანდახან როგორი შეუცვლელია ხუმრობები. ნებისმიერი იდეა, რომელიც იუმორითაა გადმოცემული, გარშემომყოფებისთვის უფრო ადვილი აღსაქმელია. და მთავარი, არ დაივიწყოთ როცა პატარასთან გაქვთ ურთიერთობა, მოექეცით მას იმ პატივსცემით, რომელსაც უსიტყვოდ იმსახურებს.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top