მერკური ლომში

მერკური ლომში

წყარო:  www.aquarun.ru

აზროვნება+გაფორმება=შემოქმედებითი გონება

ეს ფაქტორი იმაზე უთითებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში მბრძანებლობს ინტელექტი, რომელიც ყველაფერს, რაც მისი ყურადღების ცენტრში ხვდება,  საკუთარი ნათებით აცისკორვნებს. ადამიანის ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში იგი ყურადღების კონცენტრაციას მთლიანად საკუთარ თავზე ახდენს და ყველაზე მეტად გარშემომყოფთა აზრებსა და შეხედულებებზე მბრძანებლობისკენ ისწრაფვის. შესაძლებელია ახასიათებდეს ყალბი დაპირებების სიუხვე, აზარტული თამაშებისა და სპეკულაციებისკენ მისწრაფება, მფლანგველობისკენ მიდრეკილება, უსინდისობა, უღირსობა და მაბეზღარობა _ „იდეის სახელით!“. ხასიათის პოზიტიური განვითარების შემთხვევაში გონება გარშემო ყველაფერს ნამდვილად ანათებს და ადამიანის ხელმძღვანელობის უნიკალური უნარების შესახებ იუწყება. ვითარდება მიზანდასახული აზროვნება, გულღიაობა და კეთილსინდისიერება, აღფრთოვანების უნარი და ფლობისკენ მისწრაფება. გონება გადაჭარბებულად აქტიურია _ ამავდროს წინდახედული, გამჭრიახი, შორს გამჭრიახი და ზუსტი, ნათელი და წინასწარ განჭვრეტისუნარიანია. ფორმირდება საკუთარი ღირსების მყარი გრძნობა, რომელიც, ხანდახან, ელემენტარულ თვითიმედოვნებაში ვლინდება. დამახასიათებელია ცხოვრების ფართო პრაგმატული აღქმა, მეწარმეობასა და მსგავს სფეროებში მმართველობითი ნიჭის გამოვლინებისკენ მიდრეკილება.

ადამიანს შეუძლია მიღებული ცოდნა შემოქმედებითად გამოიყენოს, მიღებული ინფორმაცია ადვილად გარდაქმნას ორგინალურ და მყარ მენტალურ კონსტურქციად. ხანდახან იმდენად ეფექტურად იყენებს უკვე არსებულ მონაცემებს, რომ უარყოფს იმ ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას, რომელიც მას აინტერესებს. ინტელექტი ფლობს სინთეზირების გამოკვეთილ უნარს და კვლევა-ძიებისას იმ ყველაზე მოულოდნელი დასკვნების აღმოჩენა-გამოტანის უნარს, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ბანალურად ეჩვენებოდა. ასეთი ადამიანის აზრებისთვის დამახასიათებელია სიამაყე, და თავდაჯერებულობა, ისინი, მთლიანად მის პიროვნებასთან იდენტიფიცირდება. საკუთარი თავის გამოხატვა, ხანდახან, განდიდებისა და პატივმოყვარეობის სულითაა გაჟღენთილი. ასეთი ადამიანი ადვილად და სწრაფად იჭერს გლობალურ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს, შეუძლია სტრატეგიული დაგეგმვა, აუცილებლობის შემთხვევაში წარმატებით ხედავს მომავალს. ორგანიზატორული უნარები უბრალოდ შესანიშნავი აქვს და საშუალებას აძლევს უხელმძღვანელოს რამდენიც უნდა იმდენ პროექტს, მაგრამ ამასთანავე ის არასდროს ივიწყებს საკუთარ ინტერესებს. თუ მაინცდამაინც, მას არავინ შეაქებს, ის თამამად და დაჟინებით შეიქებს თავს. აზროვნებისთვის დამახასიათებელია მოზაიკის მთლიანად ხედვა და შინაგანი ლოგიკის გაგება და მთავარიდან მეორეხარისხოვანის ზუსტი დანაწილება-გაყოფა.

ალბათობაა, რომ აზრებისა და სიტუაციების ფაქიზ გარდატეხებთან მიმართებაში დაუკვირვებლობის განვითარება მოხდეს: ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელი იქნება მასშტაბურობა, მაგრამ არა იუველური ინტელექტუალური საქმიანობა. ზეპირი და წერითი საუბრისას ეს ადამიანი ამოუწურავია, ის ბწყინვალე ორატორია, დაუღალავად მუშაობს პუბლიკაზე (მაყურებელზე). ასეთი გონება მიჩვეულია გაასხივოს და გასცეს, და არა ჩაყლაპოს, შთანთქას და მოიხვეჭოს _ ამაშია მისი „მზიურობაც“. თანმდევია დრამატული ეფექტებისკენ მიდრეკილება, საუბარში აქვს ბწყინვალების სურვილი და კამათში ეფექტურად გამარჯვებისკენ მისწრაფება. საუბრებისას შესანიშნავად ახერხებს სხვათათვის რაიმეს შთაგონებას და პაუზების, მიმიკების და ხმის მოდულირების გამოყენებას. ურთიერთობასა და სამსახურში უპირობოდ იკავებს ლიდერის მდგომარეობას, მას არამხოლოდ სიამოვნებით უსმენენ, არამედ სიამოვნებით უჯერებენ კიდეც. მისი ინტელექტის ენერგეტიკა ძალიან დაძაბული და დინამიურია, დამახასიათებელია სინთეტიკური ცნობიერება (ლოგიკასთან თანმხვედრი).

ჰემინგუეი - მერკური ლომში

ასეთი ადამიანი უეჭველად შესანიშნავი მთხრობელია, რომელსაც შეუძლია არამარტო მიიპყროს და დაიპყროს მსმენელის ყურადღება, არამედ ისინი ენთუზიაზმით დამუხტოს და მისცეს შთაგონების ცეცხლიც. ინტელექტუალური და სულიერი განვითარება ყველაზე ეფექტურად ზუსტად კონტაქტებისას ხორციელდება. მას აუცილებლად ურთიერთობა მუდმივად უნდა ჰქონდეს როგორც ცალკეულ ადამიანებთან, ისე ფართო აუდიტორიასთან, საჭიროა სხვებს ბევრი რამ მოუთხროს და ახსნას, უანგაროდ გასცეს ის, რაც აქვს, რაც საკუთარი სულის სიღრმეში დააგროვა. მთავარი პრობლემები _ ცბიერება, ეშმაკობა, მზაკვრობა, სიჯიუტე და ქედმაღლობა. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისეული ზუსტი პოზიცია, წარმატებაში, ლიდერობისკენ სწრაფვასა და საკუთარ ღირსებაში დარწმუნებულობა. ის ყოველთვის სავსეა ენთუზიაზმით, მაგრამ შეუძლია გამოავლინოს შესაშური სიფრთხილე ხელმძღვანელობასთან და მეწარმეებთან მიმართებაში. შეიძლება იყოს ინტელექტის ამაო, ფუჭი აღგზნება, ჭირვეულობა, ტრაბახი და სწრაფი გადაღლა. გონება პატივმოყვარე, დაჟინებული, მუდმივი, თავდაჯერებული, გაბედული, შეუპოვარი და ამაღლებულია, ფიცხი, ფხუკიანი და მგზნებარეა, გულკეთილი, გულთბილი, მახვილი და ალღოიანია.

მის ინტელექტს შეიძლება ეწოდოს დიდებული, საკუთარი ღირსებით გაჟღენთილი. ადამიანი ინტუიციურად გრძნობს ცხოვრების სიმართლეს და სავსეა კეთილშობილი, ამაღლებული იდეალებით, ამიტომაც არ მცირდება უღირსობით, და პირდაპირი მოტყუებით. გონების ზუსტი და მკაფიო მოწყობა საშუალებას აძლევს ორგანიზებისთვის, კონტროლისთვის და ნებისმიერი წარმოებითი ანდა საშუამავლო პროცესისთვის მიმართულების მისაცემად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დამახასიათებელია დიდი ნებისყოფა და საგანზე ყურადღების ზღვრამდე მოკრების უნარი. არის თვითპატიებისა და საკუთარი სისუსტეების ნებაზე მიშვების ტენდენციის ალბათობა. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თეატრი, მუსიკა და სიმღერა, სიამოვნება და სახალხო გამოსვლები. გონებრივი საქმიანობა არცთუიშვიათად დაკავშირებულია იმ ენერგიასთან, რომელიც საწყისს ძლიერი სექსუალური გატაცებიდან იღებს.

საერთოდ, ასეთი ადამიანები ესწრაფვიან იმეგობრონ მხოლოდ საიმედო, ერთგულ და წესიერ სუბიექტებთან, ყოველგვარი უღირსობა და უსინდისობა მათში თითქმის ფიზიოლოგიურ ზიზღს იწვევს. გონება აქტიური და დინამიურია. დამახასიათებელია იშვიათი გულახდილობა და პირდაპირობა, კეთილგონიერება და ლოგიკურობა, ნებისყოფის სიმყარე და ურყეობა. მან ყოველთვის იცის რისი მიღწევა სურს, რა საფუძველი და შესაძლებლობა აქვს ამისთვის, და როგორ უნდა გააკეთოს ეს. შესაძლებელია გაუფრთხილებლობა და დაუფიქრებლობა გამოიჩინოს სპეკულაციურ საქმიანობაში _ თანმდევი დანაკარგებითა და კრახით. უდიდესი ალბათობაა გაუფრთხილებლობა გამოიჩინოს კავშირებსა და კონტაქტებში, განსაკუთრებით უფროსობასთან და ზემდგომ ადამიანებთან. მიდრეკილება აქვს ხანგრძლივი და ამაღლებული მეტყველებისკენ, გადაჭარბებული _ გამაღიზიანებლობამდე მისული _ ქედმაღლობისკენ, ჭირვეულებისკენ და წყენიაბოსკენ, სიფიცხისკენ, ფხუკიანობისკენ.

გონება სავსეა ნებისყოფითა და ძალით, ყოველთვის მიმართულია მიზნისკენ და კონცეტრირებულია მის მიღწევაზე. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს საკუთარ სფეროში ავტორიტეტს მიაღწიოს, რასაც მისი ძლიერი სამსახიობო ნიჭი ძალიან უწყობს ხელს. პრობლემების გადაწყვეტისას ვლინდება ჯანსაღი ოპტიმიზმი და საკუთარ ძალებში ფხიზელი თავდაჯერებულობა. ახასიათებს _ პრობლემები გადაწყვიტოს დეტალებსა და ფაქიზ ასპექტებში ჩაღრმავების გარეშე. ასეთი ადამიანი არაა მიდრეკილი საქმეში ის ფაქტები შეამჩნიოს, რომლებიც მისი ინტერესების ფოკუსში არ ხვდებიან. უეჭველია, მას ექნება პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ნიჭი. შესაძლებელია შეინიშნებოდეს იპროვიზატორისა და იდეების გენერატორის ნიჭიც, რადგანაც გონება პირდაპირ არის დაკავშირებული შთაგონებასა და შემოქმედებით თვიგამოხატვასთან. დიდებული კავშირი აქვს პუბლიკასთან (მაყურებელთან) – ასეთი ადამიანი ყოველთვის ცოტათი დემაგოგი, ცოტათი პროპაგანდისტი და ცოტათი აგიტატორია.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მერკური ცეცხლოვან ნიშანში მზესთან სტუმრად იმყოფება, რაც იძლევა სინთეტიკურ ცნობიერებას და გონების შემოქმედებით ბაზისს (ლოგიკასთან თანხვედრით).

ეს ადამიანი და მისი ფიქრი ყოველთვის მაქსიმალურადაა მიმართული საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გახსნისკენ, საკუთარი ინდივიდუალურობის სიტყვის, მეტყველების მეშვეობით რეალიზაციისკენ. შეუძლია ისინი ყურადღების მისაქცევად გამოიყენოს ანდა ეცადოს საკუთარი ინტელექტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს. უფრო ხშირად,  მიდრეკილება აქვს დრამატული ეფექტების გამოყენებისკენ, საუბარში, კამათებში ბრწყინვალების სიყვარულისა და მკვეთრი ჟესტებისკენ, პაუზების გამოყენებისკენ, პუბლიკაზე მუშაობისკენ. ჩვეულებრივ მას სჭირდება სხვების ყურადღება, რომელიც მის აზრებზე, თეორიებზე, სიტყვებზე იქნება მიჯაჭვული, ფიქრისა და ინტელექტუალური მუშაობისთვის აუცილებლად სჭირდება მსმენელი, ხოლო მისი ინტელექტუალური და სულიერი განვითარება მხოლოდ კონტაქტების მეშვეობითაა შესაძლებელი.

თუ კონტაქტები და  ურთიერთობა არაა, და ეს ადამიანი ვერ მიიღებს აღფრთოვანების, თაყვანისცემის რაღაც დოზას, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც სიძულვილს, მაშინ ასეთი სიტუაცია მისი განვითარებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. მაგალითად, თუ ის ბავშვობაში იგრძნობს, რომ მის აზრებს უყურადღებოდ ეპყრობიან, მაშინ გამოუმუშავდება აზრი, რომ ფიქრი – არასასიამოვნო საქმეა და აზროვნების გემოვნება შეიძლება საერთოდ დაკარგოს. ხოლო თუ ის უკვე ზდასრულია _ მაშინ, თუ არ გამოავლენენ ინტერესს მისი აზრების მიმართ ანდა უყურადღებოდ უსმენენ შეიძლება ძალიან გაბრაზდეს და ეწყინოს.

ჩვეულებრივ, თუ მის აზრებს უწოდებენ სისულელეს, მონაჩმახს, შეიძლება უფრო მსუბუქად გადაიტანოს, ვიდრე ის, რომ უბრალოდ დააიგნორონ ისინი. მაგრამ ალბათ, ასეთი შემთხვევები იშვიათია, რადგანაც მას საინტერესო საუბარი შეუძლია, მისი მოსმენა სასიამოვნოა. მერკურის ასეთი მდებარეობა ხშირად გვხდება კარგი ორატორების ჰოროსკოპში.

ალბათ, მუდმივი მოთხოვნილება ექნება გამოხატოს, პუბლიკას ამცნოს საკუთარი აზრები და იშვიათად შეინახავს ინფორმაციას საკუთარ თავში. სანამ უსმენენ, შეუძლია მრავალჯერ მოყვეს ერთი და იგივე ისტორია. და თუ იგრძნობს, რომ არ უსმენენ და საერთოდაც შეწყიტეს მოსმენა, კიდევ რაიმე საინტერესოს მოიფიქრებს. უფრო ხშირად, ძალიან კარგი შემოქმედებითი უნარები აქვს.

კარგ შემთხვევაში, როცა მერკური ლომში „კეთილია“, ადამიანს ეძლევა ძალიან მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი. როგორც წესი, მისი ინტელექტუალური პროდუქტიულობა ძალიან მაღალი იქნება. მაგალითად, თუ ის რამეს დაწერს ანდა სიტყვას წარმოსთქვამს, მაშინ ამის შესახებ ისაუბრებენ და მისი შრომა ყურადღების მიღმა არ დარჩება. შესაძლებელია, მას საკუთარი ინტელექტუალური უნარების ცოტათი ამაღლებული შეფასება ჰქონდეს. მისი აზროვნება ყოველთვის ძალიან დამოუკიდებელია და ხშირად ორიგინალურია, თუმცა არაფერ ექსტავაგანტულს არ იგონებს.

ლომი – ეს ნიშანი „ანტი-ურანულია“, ანუ არაგამომგონებელია (ურანის განდევნის გამო), მაგრამ შეიძლება ყოველთვის რაღაც ახალი შექმნას: ახალი საზღვრები, ახალი კონსტრუქციები. ყოველთვის ინტელექტუალურ „თამაშს“ იწყებს ანდა ატარებს ინფორმაციულ სიუხვეს, რადგანაც მზე, როგორც პრინციპი (იგი ლომის სტრუქტურის ფორმირებას ახდენს), დაკავშირებულია დახარჯულ ენერგიასთან. უფრო ხშირად, მისი მეტყველება ყოველთვის სავსეა სიტყვების თამაშით, პარადოქსებით, ანდა ზოგადად ენერგიით. შეუძლია  ინტენსიური შემოქმედებითი სამუშაო, მაგრამ როგორც ჩანს, ყოველთვის არ ჰყოფნის სისტემატიზაცია ანდა მისი აზრობრივი პროდუქცია ხშირად არაა ღრმა, თუმცა მისი აზრები მკვეთრი და ბრწყინვალეა.

საერთოდ, ჩვეულებრივ, ის ძალიან შესამჩნევი ადამიანია, თითქმის გამუდმებით არის ყურადღების ცენტრში, შეუძლია ურთიერთობა ერთდროულად მრავალ ადამიანთან. მაგალითად, კომპანიაში თითოეულს გაუღიმებს, რაღაცას ეტყვის, მაგრამ ახლოს არ მიუშვებს არავის, ანუ ინტელექტის დონით ის ცოტას თუ თვლის თავის თანასწორად. თუ საკუთარ თავში ინტელექტის უკმარისობას იგრძნობს, მაშინ შეარჩევს ისეთ კომპანიას, სადაც ის იქნება ყველაზე ჭკვიანი. სიტუაციები, რომელშიც ვიღაც მასზე ჭკვიანი აღმოჩნდება, და მას არ შეეძლება ლიდერობა ანდა ის სხვა „ვიღაც“ მოექცევა ყურადღების ცენტრში, მისთვის ძალიან მძიმე ასატანია. საერთოდ, ასეთი სიტუაციები მისი (სიტუაცია მშვიდად, ობიექტურად და ნორმალურად რომ აღიქვას) განვითარების მაღალ სულიერ დონეს ითხოვს.

ადამიანების მიმართ წაყენებული მოთხოვნები (იგულისხმებიან ის სუბიექტები, რომლებსაც საკუთარი თავის, საკუთარი გონებისა და ერუდიციის დონემდე თანასწორად თვლის) ძალიან მაღალია. შესაძლებელია, ჰქონდეს კასტური დაყოფისკენ მისწრაფება ანდა მკვეთრად დაჰყოს და განასხვაოს ადამიანები „თავისებად“ და „სხვებად“ (შეიძლება ეს მისი ახლობლების წრეშიც კი გააკეთოს) და პრივილეგირებულ წრეში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც თანასწორებად თვლის. ხოლო დანარჩენში ყველას დიდსულოვნად მიუტევებს ყველანაირ სისუსტეს. ლომში „ბოროტი“ მზის შემთხვევაში შეიძლება ხანდახან გამოავლინოს სიჯიუტე, თვითაზრი – ანუ საკუთარი აზრის ქონა (ოღონდაც უარყოფითი აზრების) და ქედმაღლობა, ხოლო „ბოროტი“ მერკურის დროს – სიეშმაკე და გაქნილობა. მერკური ლომში, ინტელექტის მეშვეობით ყველა იმ უარყოფითისა და ნაკლის თაობაზე ტრანსლირების საშუალებას მისცემს,  რაც ლომს აქვს.

 ეს შეიძება ჩანდეს საკმაოდ პარადოქსულად: ერთი მხრივ, მასთან ურთიერთობა საინტერესოა, განსაკურებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან მუდმივად ცხოვრებისეულ სცენაზე დგომისკენ, ხოლო მეორე მხრივ, მას აქვს სუსტი ინტუიცია და თითქმის ვერ გრძნობს სხვა ადამიანის მდგომარეობას. შესაძლებელია, ყოველთვის ვერ ამჩნევდეს, ადამიანი ცუდად რომ არის, მაგრამ თუ მოინდომებს გართობას, მაშინ მასთან დროის გატარება ძალზედ სასიამოვნოა.

ფიდელ კასტრო - მერკური ლომში

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

მერკური წინ წამოსწევს ლომის ენერგეტიკული დინებების/არხების მენტალური ცნობიერების პრობლემას, ანუ მისი საქმიანობის ჭეშმარიტ არსს.

მერკურის ვარდნა ნიშნავს, რომ მხოლოდ მერკურის მაღალი ოქტავის მფლობელს შეეძლება ამ ენერგეტიკული არხების არსის გაცნობიერება და მისი კონტროლი. მერკურის ცუდი დამუშავებისას ის ქვეცნობიერადაა დაინტერესებული კონტაქტები გააფართოოს, ანუ საკუთარი იდეების სფეროს გაფართოება მოახერხოს, მაგრამ სამწუხაროდ, მას ეს ცუდად გამოსდის, რამეთუ, მართალია ძალიან ენერგიულია, მაგრამ სწორხაზოვანიცაა, და ეს ენთუზიაზმზი ხშირად სხვების მიერ გულუბრტყვილო-სულელურად აღიქმება.

მერკურიული ლომი მუდმივად ცდილობს საკუთარ საქმიანობაში ცნობიერება გამოიყენოს, მაგრამ ესეც ძალიან ცუდად გამოსდის, რამდენადაც ლოგიკას თავისი მიმართულება და დინება აქვს, ხოლო ცხოვრებას _ თავისი, ამასთანავე ერთიც და მეორეც „საშუალო ლომისთვის“ მიუწვდომელია.

ჰარმონიულ ვარიანტში ეს მდებარეობა იძლევა „ლომის“ მთავარი საქმიანობისთვის საჭირო ბევრ წარმატებულ კონტაქტსა და საუბარს, მაგრამ მომხდარის შინაგანი აზრის გაგება მაინც არ შეუძლია (და არც ცდილობს), დისჰარმონიისას _ ცნობიერება და კონტაქტები ენერგეტიკულ არხებთან ურთიერთწინააღმდეგობაში ვარდება, რასაც კონფლიქტებამდე და იმის მცდელობამდე მიჰყავს, რომ ეს მეტად ფაქიზი, დასამუშავებელი პრობლემები გადაწყვიტოს უხეში ზეწოლითა და ძალით.

წარუმატებლობებს იაზრებს კოლოსალური შრომის შემდეგ და მაშინაც ძალიან რთულად.

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას უთითებს, რომ პიროვნება არის თავდაჯერებული, ოპტიმისტი, გულახდილი, კეთილსინდისიერი, აქვს სწრაფი გონება, კარგი ორგანიზატორული უნარები, სწავლების და სწავლის უნარი, ხელოვნებისა და სპორტის ინტერესი.

დაზიანებისას _ გონება დამაჯერებელი (ოღონდაც უარყოფითი გამოვლინებებით), ცუდად ორგანიზებული, მიდრეკილი გადაჭარბებისკენ, პატივმოყვარეობისკენ, განდიდების სურვილისკენ, გადაჭარბებულად გულახდილია, ავანტიურისტი, არასაიმედო, ეგოისტი, დამახასიათებელია ცუდი მახსოვრობა, სენსაციურობა, ყოყოჩობა, დიდგულობა, თავგასულობა, კუდაბზიკობა, ტყუილისმოყვარეობა, არარეალური, რადიკალური თავისუფლებისმოყვარე იდეები _ „საპნის ბუშტები“, „საჰაერო ბურთები“.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ნებელობითი მიზანსწრაფული აზროვნება, ერთ საქმეზე კონცენტრაცია, აქვს სურვილი იყოს ავტორიტეტი, ასევე ძლიერი მიდრეკილებაა თეატრალური ქცევებისკენ, ოპტიმისტი, მიდრეკილია ერთიანად გადაწყვიტოს საქმე ისე, რომ დეტალებს არ ჩაეძიოს და ჩაუღრმავდეს. ადამიანებზე შეხედულებებს ნელა იყალიბებს და შემდეგ არ უყვარს მისი შეცვლა;

ასეთი ადამიანები კარგი მასწავლებლები, აღმზდელები არიან. ახასიათებთ სიამაყე; დიდი ორგანიზატორული უნარი. საკუთარ თავს არასდროს ივიწყებენ.

ის არის ადამიანი, რომელსაც ეწოდება კატეგორიული, გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს ენერგიულად, ხშირად დიდი დრამატიზმითაც კი. საინტერესო ორატორი და მთხრობელია, შეუძლია შეაფერადოს საკუთარი გამოსვლა, რათა მიაღწიოს სასურველ ეფექტს, მაშინაც კი თუ სცენა, რომელზედაც გამოდის, სასკოლო ანდა საუნივერსიტეტო აუდიტორიაა, და ასევე, თუნდაც ეს იყოს სასადილო მაგიდა. მას არ უყვარს სამუშაო, სადაც ვერ შეძლებს საკუთარი შემოქმედებითობის გამოვლენას, სადაც მას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ხმა. მისგან შეიძლება დადგეს პოლიტიკური მოღვაწე, ბეჭვდითი საქმის წარმომადგენელი, ტურისტული ანდა რაიმე სხვა ჯგუფის ხელმძღვანელი, უფროსი, მწვრთნელი.

შესაძლო დაავადებები: გულისცემა და გულის კრუნჩხვები (სპაზმები), გულყრები, ზურგის არეში ნერვების ტკივილი.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

ეს ნიშანი მერკურთან მეგობრულადაა განწყობილი, მაგრამ უმრავლეს ტექსტებში საუბარია უარყოფითი გავლენის სიუხვეზე. ტექსტები გვაუწყებენ, რომ ეს ადამიანი იქნება ამაყი, ბაქია, სულელი, ბედის წყალობის ქვეშ არ მოექცევა. შეიძლება აღინიშნოს მოგზაურობის სიყვარული და ძლიერი სექსუალური გატაცება. ავტორის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ამ ადამიანებს აქვთ კომერციულ სფეროში ხელმძღვანელობის უნარი და გარკვეული შემოქმედებითი ნიჭი, მეგობრობა კარგ ადამიანებთან ექნებათ და სულიერ სფეროებში გამჭვრეტნი იქნებიან.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მიზანდასახულობა, კონცეტრაცია, ნება, და თეატრალური მიდრეკილება, არტისტიზმი, ხშირად ამის წყალობით საკუთარ სფეროში ავტორიტეტები ხდებიან. უარყოფითი ასპექტებისას _ ქედმაღლობა, პრობლემების „ერთი დარტყმით“ მოგვარებისკენ მიდრეკილება ისე, რომ დეტალებს ყურადღებას არ მიაქცევენ. ნელა აყალიბებენ სხვა ადამიანებზე შეხედულებს მერე კი არ უყვართ მათი შეცვლა.

წყარო: სამირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

მთელი სურათის მთლიანობაში დანახვა, ლოგიკა და მთავარის მკვეთრად, ზუსტად ხედვა, ამასთან ერთად შეუძლია აზრების ფაქიზ ცვლილებებზე ყურადღების მიქცევა.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

სურვილი აქვს გონებით იბრწყინოს ანდა თანამოსაუბრეს გადააჭარბოს. სინთეტიკური გონება, შეუძლია გაგებისა და უბრალოებისთვის საუკეთესო სიღრმისეული ბაზა შექმნას. მიზანდასახულ გონებას შეუძლია სწორი გადაწყვეტილება იპოვოს. ასეთი ადამიანი ყოველთვის არაა მზად საკუთარი ინტელექტუალური უნარების საზრვრები სწორად შეფასოს და ვერ ითმენს როცა მის შეხედულებებს განიხილავენ და განსჯიან. აბსოლუტიზმი: მისი „მე“-ს გამოხტომები გონების სიფხიზლეს და სინათლეს ხელს უშლის. სწავლის ძლიერი სურვილი აქვს. დარწმუნების უნარი, რომელიც დაფუძნებულია საკუთარი სიმართლის ღრმა რწმენასა და საკუთარი აზრების სიღრმის თავდაჯერებულობაზე.

საბავშვო ჰოროსკოპი

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მომისმინეთ! მე თქვენთვის ერთი ისტორია

შემოვინახე!

თქვენ ვერ მოისმენთ სხვას

უფრო მართალს, ასეთ ლამაზს!

გადაჭარბება _ ასეთი ბავშვის სტილისთვის საგასაღებო სიტყვაა. თუ არსებობს საშუალება სიტუაციის დრამატიზირებისთვის, მაშინ ის აუცილებლად იპოვის და მიმართავს მას, ამასთან არც კი იგრძნობს უხერხულობის გრძნობას. ის პატიოსანია, უბრალოდ ცოტათი დეტალების გადაჭარბება „ეხერხება“. ასეთმა ნიჭმა შეიძლება კარგი გამოყენება ჰპოვოს. ამ ბავშვს შეუძლია რაიმე გაყიდოს. და შეუძლია სხვათა დარწმუნება! თუ მას თქვენგან რაიმე სურს, იყავით ფხიზელი! მას შეუძლია თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს იუმორი, კომპლიმენტები, სიტყვები შეიძლება სცენური ჟესტებით, მიმიკებით გააფორმოს. ის ფლობს ისეთ ბუნებას, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ნებისმიერი როლი, თუ იმ მომენტში მიზნის მისაღწევად სჭირდება. თუ საუბრის დროს არ დაეთმობა შესაბამისი ყურადღება, მერკური ლომს შეუძლია ტონის აწევა – უბრალოდ ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თქვენ არ გამოგრჩათ მთავარი. იმ იდეების გამო მისი ენთუზიაზმი და აღგზნება, რომელის გამოხატვასაც ცდილობს, არის გადამდები, მაგრამ შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს, მითუმეტეს, თუ მოცემულ მომენტში სიწყნარე და სიმშვიდე გსურთ. მოგიწევთ ასწავლოთ ის, თუ როდისაა საჭირო „სცენის დაკავება“, ხოლო როდისაა უკეთესი თავისზე წინ სხვა გაუშვას.

ასეთი ბავშვებისთვის საუკეთესო სწავლებად არის ის გარემო, რომელშიც წახალისებულია შემოქმედებითი გამოხატვა და უზრუნველყოფილია დადებითი ურთიერთქმედებითი კავშირი. მას სჭირდება შექება და წაქეზება. ის იფურჩქნება ამ დროს. რაც უფრო მეტად აღრთოვანდებიან და შეაქებენ მას, მით უფრო ეცდება უკეთესად მოიქცეს და უკეთესი გახდეს.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: შემოქმედებითი, გართობა, ამაღელვებელი, პატივისცემა, ფასეულობა, მზრუნველობა, ტალანტი, კეთილშობილი, ღირსეული, დიდბუნოვანი, მოსიყვარულე.

ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ყოველთვის ისწრაფვიან წარსდგნენ ყველას წინაშე, ისინი ძალიან დაჯერებულად გადმოსცემენ საკუთარ აზრებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვები, მერკურით ლომში, საკუთარ იდეებთან აიგივებენ თავებს. თუ ეჭვის ქვეშ დააყენებთ მათ მიერ გამოთქმულ აზრს, ისინი ამას როგორც მათ პიროვნებაზე თავდასხმას ისე აღიქვამენ. აუხსენით, რომ თუ არსებობს ორი სხვადასხვა აზრი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთი სწორია, მეორე კი არა, უბრალოდ ეს ორი სხვადასხვა შეხედულებაა ერთი და იგივე საკითხზე. მათ (საპირისპირო შეხედულებებს) აქვთ არსებობის უფლება. ასწავლეთ პატარას არ აღიქვას საწინააღმდეგო აზრი როგორც დუელში გამოწვევა.

ასეთი ბავშვები ყოველთვის და ყველაფერში ისწრაფვიან ჭეშმარიტებადე მიღწევას, და სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ იპოვეს ის! მოგიწევთ აუხსნათ, რომ ჭეშმარიტება – ეს რაღაც შეუცვლელი, მუდმივი და სრულყოფილია ანდა მოცემულია „ზევიდან“ და, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი შეხედულება ჰქონდეს და ეს სულაც არ იყოს აბსოლუტური ჭეშმარიტება. დაეხმარეთ გახდნენ უფრო მოქნილები და ახალი იდეების აღქმელები. ეს არ ნიშნავს, რომ მათში ძალადობრივი გზით “ჩატენოთ” ყველაფერი ახალი, უბრალოდ შეეცადეთ მიაწოდოთ ინფორმაცია ტაქტიანად და მშვიდად _ ისინი თავად შეიცვლიან საკუთარ აზრს. ასევე, არ გაწყენდათ ასწავლოთ საკუთარი აზრის უფრო ტაქტიანად გამოხატვა. ისინი შეიძლება იყვნენ ქედმაღლები, რითაც გარშემომყოფებში გამოიწვიონ ან გაღიზიანება, ან არასრულფასოვნების კომპლექსი. ეს კი თავისთავად, იძლევა მათ იდეებთან და ამ ბავშვებთან ურთიერთობის სურვილის არქონას.

ბავშვები მერკურით ლომში ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებაზე და ნებისმიერი პრობლემის გადაწყეტაზე ხარჯავენ უდიდეს ენერგიას. მხოლოდ ერთია, არ უყვართ დეტალებში ჩაწვდომა და მათ რამდენადმე ზედაპირულად უდგებიან. ისინი უპირატესობას ანიჭებენ გრანდიოზულ საქმეებსა და წამოწყებებს. ასწავლეთ დისციპლინა და წვრილმანების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა. მათ აქვთ ურთიერთობის ნიჭი, მაგრამ ხანდახან არიან გადაჭარბებულად თეატრალურები. ასეთი ბავშვები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი შეხედულებებით, ასე, რომ უკეთესია მათი იდეების მიმართ შესაბამისი პატივისცემა გამოავლინოთ.

„მლიქვნელი სიტყვა… და გული ყოველთვის იპოვის შესაბამის კუთხეს“ შეუძლებელია განისაზღვროს ამ ბავშვების არსი. კომპლიმეტებით აქ, ალბათ, გადამლაშება შეუძლებელია _ რადგან, კომპლიმეტი რაც მეტია, მით კარგია. გულახდილი კრიტიკა იქნება დამღუპველი მათთვისაც და თქვენი ურთიერთობისთვისაც! გული მოალერსე და ფაქიზი აქვთ, და სიყვარულზე ყოველთვის სიყვარულითვე პასუხობენ. აუცილებლად სჭირდებათ კარგი ურთიერთობა გარშემოყოფებთან, აუცილებელია, ისინი დააფასონ, ასე რომ, არ იძუნწოთ შექებაზე. მიეცით საშუალება გამოავლინონ საკუთარი კარგი ორგანიზატორული უნარები, და ისინი უბრალოდ ბედნიერნი იქნებიან!

ამ ბავშვის „მოსარჯულებლად“ ერთი საინტერესო საშუალებაა: სთხოვეთ ითამაშოს მშობლების როლი ანდა ჰკითხეთ, როგორ მოიქცეოდა თქვენ ადგილას. მიეცით ამის ნება _ ეს მოეწონება! შესაძლებელია გაკვირვებულნი დარჩეთ თქვენი პატარის მოულოდნელი მიდგომით. არაფრის დიდებით არ გააღიზიანოთ მისი პირადი ღირსებისა და სიამაყის გრძნობა – ის ძალიან მტკივნეულად ეკიდება ამას. ყოველთვის აღიარეთ ბავშვის უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი _ მაგალითად, შეიძლება უთხრათ: „მე სრულიად მესმის, რატომ თვლი ზუსტად ასე და არა სხვაგვარად, მხოლოდ მე ვფიქრობ სხვანაირად. შეიძლება გაგიზიარო ჩემი აზრები?“. ასეთი მიდგომით, პირველ რიგში, არ აწყენინებთ პატარას (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია), მეორე რიგში კი, არ აიძულებთ თავდაცვის პოზიციაზე გადავიდეს. საუბრის დროს არ დაივიწყოთ კარგი წამოწყებისთვის ბავშვის წაქეზება და შექება, და მაშინ თქვენი ურთიერთობა ყოველთვის კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე იქნება.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top