მერკური მერწყულში

მერკური მერწყულში

აზროვნება + ცვლილება = აზროვნების გარდასახვა

ასეთი ადამიანი უპირობოდ ყველას კეთილდღეობაზე ფიქრობს და სოციალურ ცხოვრებაში ყოველი მოქალაქისთვის პოზიტიური ცვლილებების შესატანისკენ ისწრაფვის. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ანტისაზოგადოებრივი ამბოხების სტილის აზროვნება და ქმედებები. როცა ადამიანი იწყებს არარეალური მიზნების დევნას, ხდება უცნაური და სხვების შეხედულებებს უპატივცემულოდ ეპყრობა. ინტელექტის ჰარმონიული განვითარებისას საშუალება ეძლევა იაზროვნოს ფართე კატეგორიებით და უყურადღებოდ დატოვოს ყველა უმნიშვნელო წვრილმანი. ვითარდება განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სიზუსტე და აღქმელობის სიცხოველე, ყალიბდება აღმოჩენებისადმი, გამომგონებლობისა და რეფორმებისადმი მყარი ინტერესი. დამახასიათებელია იდეების სიუხვე და თვითგამოხატვის ორიგინალური საშუალებები. უეჭველად ექნება ორგანიზატორული ნიჭი, გამოხატული სოციალური ამბიციები, გულმოდგინება თვითგანათლებაში, ამაღლებული იდეალიზმი და აბსოლუტური სულიერი დამოუკიდებლობის წყურვილი.

უმაღლესი სწავლა ერწყმის შესანიშნავ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. გაგება/აღქმა ყოველთვის ყველაფერს საკმაოდ სპეციფიკურად, არასტადარტულად და ორიგინალურად ითვისებს. ასეთი ადამიანისთვის არაა ადვილი საკუთარი აზრები გააფორმოს ისეთი სახით, რომ ისინი ადექვატურად აღიქვას თანამოსაუბრემ. დამახასიათებელია აზროვნების “მხტუნავი” სტილი, გეგმების მოულოდნელი ორიგინალურობა, უიშვიათესი გონებამახვილობა, ირონიისა და გათამაშებებისკენ მიდრეკილება. ასეთ ადამიანებზე ამბობენ , რომ „სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არასდროს იყოფენ“. ასეთ ადამიანს ყველაზე მეტად უყვარს რევოლუციები, რეფორმები და სიახლეები, აქტიურად კავდება მათი პროპაგანდითა და განხორცილებით. ხანდახან აზროვნების ექსცენტრიულობა ახასიათებს (ხშირად კი, ამას გამიზნულად აკეთებს) და თავად ადამიანის  მიერ როგორც თვითმიზანი ისე აღიქმება. მრავალსახეობისა და პოლიფონიის უდიდესი მოთხოვნილება აქვს. ხანდახან ჩანაფიქრების განსახორციელებლად მოთმინება არ ჰყოფნის.

არცთუიშვიათად ასეთი ადამიანები ისეთი კატეგორიებით აზროვნებენ, როგორიცაა _ სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანები; გაუგებარ მისწრაფებას ავლენენ შავი იუმორისადმი და გაგებებით ჟონგლიორობისკენ არიან მიდრეკილნი, რასაც ჩიხში შეჰყავთ (ცუდად გააზრებული მოტყუებების მცდელობისა და ტერმინების შეცვლის გამო). ექსპერიმენტატორული ინტერესისა და გამომგონებლობის ვნებით შეპყრობილები საკუთარი მრავალი იდეის გამო აბსურდამდე მიდიან, უხარიათ ამ იდეების არაჩვეულებრიობა და „არანორმალურობა“. მათ აზროვნებას შეიძლება ეწოდოს ანარქიული. მერკურის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი, ყოველთვის შთაგონების ცეცხლით აალდება, დგება ყველაზე მოულოდნელ გზაზე და მიდის სრულიად მოულოდნელ და წარმოუდგენელ დასკვნებამდე. იგი შესანიშნავად ფლობს მეტყველებას, დიდებულად ითვისებს უცხო ენებს, შეუძლია თითქმის მაგიური ზემოქმედება მოახდინოს მსმენელზე. ურთიერთობაში ვლიდნება ისეთი შტრიხები, როგორიცაა: ექსცენტრიზმი და ექსტრავაგანტულობა, საუბრის ახალ ტალღაზე თამამად გადაყვანის ანდა ჩვეულებრივი კითხვის მოულოდნელი რაკურსით დასმის უნარი. დამახასიათებელია გამიზნული ცნობისმოყვარეობა და სიცივენარევი ალერსიანობა.

აზროვნება ვოლუნტარისტული  (Phil.L. voluntarius”ნებისყოფისა” იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს; უარყოფს ობიექტურ კანონზომიერებას და აუცილებლობას. 2. იდეალისტური მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს არა გონებას, არამედ ნებისყოფას. 3. პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: თვითნებური, სუბიექტივისტური გადაწყვეტილებანი, რომლებიც უგულებელყოფენ ობიექტურად არსებულ პირობებესა და კანონზომიერებებს) და პარადოქსალურია, თითქმის ყოველთვის მიმართულია მსოფლიო რუკის ცვლილებებზე. სხვათა და/ან უცხო შეხედულებების მიღების ან უარყოფის დროს, ხანდახან, ავლენს კაპრიზულობას. ადამიანი ფლობს ბრწყინვალე მახსოვრობას, მართალია, არაა მიდრეკილი მისი განვითარებისაკენ და, საერთოდაც, დიდ იმედებს არ ამყარებს ტვინში შეგროვებულ არქივებზე. სიახლეებისთვის ყოველთვის გახსნილია _ და ამით ცოცხლობს.

ჟიულ ვერნი – მერკური მერწყული

ასეთი ადამიანების გაგება, არცთუ იშვიათად, რთულია, რამეთუ, ჭეშმარიტება საპირისპირო (პარადოქსალური) ფორმით ვლინდება და მათი აზრების მიდევნება არც ისე ადვილია. ისინი შესანიშნავი ორატორები და კონსტრუქტორები არიან, შეიძლება ვუწოდოთ სერიოზული და ზრდილობიანი ადამიანები, რომლებიც ფლობენ აბსტრაქტული აზროვნების უიშვიათეს ნიჭს და მიდრეკილნი არიან ინტუიციური ჭვრეტისკენ. შესანიშნავად აკეთებენ კოლექტიური ღონიძიებების ორგანიზებას, ხანდახან ურთიერთობაში შესაშურ ეშმაკობას და მოხერხებულობას ავლენენ, პრობლემაზე წამიერად კონცენტრაციის გასაოცარ ნიჭს ფლობენ. მთლიანობაში, ადამიანებზე პოზიტიურად ფიქრობენ, თუმცა ხანდახან ივიწყებენ მათ ყოფით მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, მთლიანად ეფლობიან საკუთარ რეფორმატორულ მისწრაფებებში. ხანდახან ფანტაზია დაუმორჩილებელი ხდება, ბევრი ადანაშაულებს გადამეტებულ და უაზრო მეოცნებეობაში და წარმოსახვის შფოთიანობაში. ასეთებზე ამბობენ _ „არაამქვეყნიურნი“.

გონება დახვეწილი, ადვილად იჭერს ახალს, სიახლეს, გამჭრიახი, განმჭვრეტი, ორიგინალური და კრიტიკული. ადამიანთა სულების ბუნებაზე მსჯელობებში ვლინდება უიშვიათესი დაკვირვებულობა და გასაოცარი უნარი ყურადღება მიაქციოს ერთდროულად მთლიანობაზეც და დეტალებზეც. ყოველდღიურ საქმეებში ავლენენ უიშვიათეს გონიერებას. სიამოვნებით ეცნობიან ადამიანებს, ადვილად შედიან კონტაქტში. უყვართ წარმოება, ისწრაფვიან მსოფლმხედველობის გაფართოებისკენ, აღმერთებენ პოლიტიკურ სამუშაოს და თანამოაზრეთა კოლექტივის ხელმძღვანელობას.  ეს _  ურთიერთობის მოყვარულის, კეთილი და ღრმა მოაზროვნის, ჰუმანიზმის პრინციპების აქტიური გამავრცელებლის ტიპაჟია. ისინი ყოველთვის ისწრაფვიან ინტელექტუალური კომპანიებისკენ და უყვართ უფროს ადამიანებთან და აღიარებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა. ასეთი ტიპის ადამიანები, ჩვეულებრივ, ამაყები და მართალნი, გულწფელები და დისკუსიებისკენ მიდრეკილნი არიან. მათი სიღრმისეული ხედვა და აზრი საკმაოდ მყარია, შეხედულებები და მსოფლმხედველობა გამომუშავებული, დამუშავებული და მთლიანია.

აღინიშნება პირადი თავისუფლების ძლიერი მოთხოვნილება, მატერიალური და ფინანსური დამოუკიდებლობის ძლიერი წყურვილი. მათი ნებელობითი და თავისუფლებისმოყვარე გონება ვერ ითმენს ვერც მორჩილებას, ვერც იძულებას და ვერც ძალადობას. ძლიერად არის განვითარებული ინტუიცია და ფსიქოლოგის ნიჭი; არაა გამორიცხული პროფესიული წარმატება ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში. სახიფათოა თავქარიანობისა და ქარაფშუტობის, გაღიზიანებულობისა და არამყარობის, გადაჭარბებული აღგზნებულობის, არამდგრადობისა და წყენის განვითარება. ნებისმიერი სიახლისთვის გონება ყოველთვის ღიაა, აზროვნება ჭეშმარიტად ობიექტური და მიუკერძოებელია. ჭეშმარიტება – ყველაზე მთვარია. ასეთი ადამიანები არ იდრეკენ ქედს ტრადიციებისა და საერთო საზოგადებრივად მიღებული იდეების წინაშე, თუ ეს უკანასკნელნი ეწინააღმდეგებიან ფაქტებსა და უშუალო ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ზუსტად ამაში მდგომარებს მათი ორიგინალურობის საიდუმლოც. მათთვის უცხოა სუბიექტურობა, ამიტომაც არაფერი აოცებთ. ისინი იგებენ ისეთ საგნებსაც კი, რომლებიც სხვებისთვის საშინელებაა და გაუგებარი.

ასეთი ადამიანები ადვილად ეფლობიან კოლექტიური ქვეცნობიერის სიღრმეებში და ადამიანური ბუნების არქეტიპებთან ძალდაუტანებლად იწყებენ კონტაქტს. საკუთარ ცნობიერებასაც კი განსაკუთრებული სახის ორგანიზებული ენერგეტიკული სტურუქტურის ფორმით აღიქვამენ. მაღალი ენერგეტიკული მდგომარეობის უშუალო გამოცდილება საშუალებას აძლევთ ჩაწვდნენ იმ ფსიქოლოგიური პროცესების არსს, რომლებიც მართავენ მატერიალური სამყაროს ცხოვრებას, სიცოცხლეს.  ავლენენ სულიერი სინთეზის უნარებს და შეუძლიათ საგნები და მოვლენები ფართე კონტექსტში განიხილონ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გონების ჰუმანისტური განწყობისა და ადამიანის სულიერი განვითარების ინტერესს. მეგობრობა შთააგონებთ, ამიტომაც უყვართ მონაწილეობის მიღება ყველა შესაძლებელი ჯგუფის, გაერთიანებისა და ორგანიზაციის საქმიანობაში.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური აქ ჰაერის ნიშანშია, სტუმრად ურანსა და სატურნთან.

ამ ადამიანს, შეიძლება, მიდრეკილება ჰქონდეს პარადოქსალური აზროვნებისკენ, გადატრიალებებისკენ და საზოგადოებრივი აზრების ცვლილებებისკენ; აქვს თავისუფლების უდიდესი მოთხოვნილება. ინფორმაციის შერჩევა _ უფრო მეტად ვოლუნტარისტულია: ეს მოსწონს, ეს არ მოსწონს. აქვს იმპროვიზირების უნარი, წამიერად წვდომის, გაელვებული განჭვრეტის შესაძლებლობა, შეუძლია მოულოდნელად რაიმეს გაგება ანდა წამიერად მთელი ინფორმაციის ათვისება. ეს თითქოსდა თავისით ხდება, ყველაფერი ელვისებური სისწრაფით გამოსდის (განსხვავებით მერკური-ვერძისგან), ამასთანავე, შეიძლება გამიზნულად არც კი ისწრაფვოდეს ამისკენ.

მახსოვრობა შეიძლება ძალიან უცნაური ჰქონდეს, წინასწარ ვერ განსაზღვრავს რას დაიმახსოვრებს. მაგალითად, შეუძლია დაივიწყოს ელემენტარული საგნები, მაგრამ დაიმახსოვროს უდიდესი მოცულობის ინფორმაცია, მართალია, ხშირად საკმაოდ დამახინჯებული სახით. რამდენადაც მერკური მერწყულში იძლევა არაჩვეულებრივისა და უცნაური კავშირების ხედვას, მისი ლოგიკური რგოლები და სისტემები შეიძლება უჩვეულო იყოს. შესაძლებელია ჰქონდეს მთლიანი ტექსტის ნაწილების წარმოშობისა და მოფიქრების უნარი, წამიერად მოახდინოს იმპროვიზირება. თუ ის გზა და გზა ყვება რაიმეს, მაშინ სხვებს უჩნდებათ ისეთი შეგრძნება, თითქოს ეს მასალა დიდი ხნის მანძილზე მუშავდებოდა. შეიძლება მოთხრობები წამიერად გამოუვდეს, თითქოსდა უკვე დაწერილს კითხულობს.

მაგრამ აქ სხვა მხარეცაა: შესაძლებელია ჰქონდეს არაკონცეტრირებული გონება, ალბათ, ძალიან ადვილად გადახტება საგნიდან საგანზე, ხანდახან გაფანტულიცაა. სწავლობს არცთუ ისე კარგად, მაგრამ ამასთან ერთად აქვს თვითსწავლისთვის უდიდესი შესაძლებლობა. აი, რაიმეს გაკეთების იძულება მისთვის შეუძლებელია, სანამ თავად არ მოისურვებს, შანსი არაა იძულებით რაიმე გააკეთოს. მერკური მერწყულში ხშირად იძლევა რადიკალურ ცვლილებებს, სრულ გადატრიალებას შეხედულებებში, ამიტომაც ასეთი მდებარეობა ხშირად გვხდება მრავალი სწავლულის, მეცნიერისა და გამომგონებლის, პირველაღმომჩენის პირად რუქებში, რომლებიც ზუსტად მერწყულის მეშვეობითა და გავლენით გადიან სიახლეზე. თუ იგი მუშაობს შესაბამის სფეროში, მაშინ, ალბათ, ექნება საქმე სრულიად ახალ, ცინცხალ ინფორმაციასთან, სამყაროში შემოიტანს ახალ ცოდნას. ურთიერთობაში შეიძლება იყოს საკმაოდ ექსტავაგანტული და ორიგინალური, ექსცენტრიული და, შეიძლება ითქვას, უცნაურიც კი, შეუძლია მოიქცეს გაუგებარი სახით. განსაკუთრებით ეს ეხება მეტყველებას, შესაძლებელია აღენიშნებოდეს სიტყვების დამახინჯება, მათი უცნაური გამოხატვა და პარადოქსალური მსჯელობებისკენ მიდრეკილება. ერთი ასო–ბგერის ანდა მახვილის შეცვლით, შეუძლია სიტყვებისა და ფრაზების შემადგენლობა და შინაარსი სრულიად შეცვალოს. შესაძლებელია მიდრეკილება ჰქონდეს სიტყვების მნიშვნელობის გადატრიალებისკენ. უფრო ხშირად, თავაზიანია, ცოტათი სიცივეშეპარული ალერსიანი, შესაძლებელია შეეძლოს საუბრის შებრუნება ანდა კითხვის სრულიად მოულოდნელი რაკურსით დასმა.

როგორც ჩანს, უყვარს სხვების შოკში ჩაგდება. ურთიერთობაში გრძნობს, თუ რას მოელიან მისგან ადამიანები. ხოლო მას ყოველთვის სურს შეესაბამებოდეს მოთხოვნებსა და გაამართლოს მოლოდინები, ხანდახან შეუძლია საკმაოდ უცნაურად მოიქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან საპირსპიროს ელიან. და კიდევ, ვერ ითმენს ურთიერთობაში შეზღუდვას, რუტინასა და ჩვეულ ფორმებს. საერთოდ, ის ყველაფერ ახალზეა მიჯაჭვული, ურთიერთობას ხშირად ოროგინალურობის პრინციპზე აგებს: სწავლულიდან მაწანწალამდე _ ალბათ, მისთვის მთვარია, ადამიანი სხვების მსგავსი არ იყოს. ხანდახან შეუძლია ურთიერთობების ახალი ფორმების გამოგონებით იყოს დაკავებული, ჩაატაროს ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რის გამოც შესაძლება ჰქონდეს უსიამოვნებანი (ჩვეულებრივი შეხედულების წერტილიდან), მაგრამ ურთიერთობას ის თითქოსდა გვერდიდან, რამდენადმე გაუცხოებული უყურებს.

თუ მისი ექსპერიმენტატორული ურთიერთობის ფორმა დასახულ მიზანს მიაღწევს, მაშინ ურთიერთობა მყარდება, თუ არა _ მაშინ ყველაფერი წრეზე დატრიალდება. შეუძლია საკუთარ წრეში გარემოებები ცვალოს, მაგრამ ეს მუდმივად არ ხდება, რამდენადაც მერწყული _ უძრავი ჯვრის ნიშანია. ამ ადამიანში ასეთი გადასვლის დინამიკა ტალღისებურად ხდება: არის პერიოდები, როცა მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება ხდება, სამაგიეროდ, შემდეგ იწყება წამიერი გადატრიალება, რომლის დროსაც მკვეთარდ ვლინდება მზაობა ბევრი ექსპერიმეტის ჩატარებისთვის. ამასთანავე, ეს მდგომარეობა გაგრძელდება საკმაოდ დიდ ხანს, ანუ გადასვლის შემდეგ უძრავი ჯვრის ყველა ნიშანი ძალიან დიდი ინერციით ქმედითობს. ამის შემდეგ, სიტუაცია გარკვეულ დონეზე მყარდება და თავიდან იწყება “გაყინვის”, დაგროვების ფაზა. ასეთი განვითარება კიბეს ჰგავს, ხდება საფეხურეობრივი განვითარება.

„ბოროტი“ მერკური მერწყულში შეიძლება იძლეოდეს კავშირებში ცვალებადობას და არამდგრადობას, მსუბუქი და აბსოლუტურად მოულოდნელი კონტაქტების შეწტყვეტისკენ მიდრეკილებას. რა თქმა უნდა, ადამიანები ასეთ ქცევაზე ძალიან ბრაზდებიან. ამ შემთხვევაში, საკუთარი ექსტრავაგანტულობით, შეიძლება, ნორმალური ადამიანური ურთიერთობების ზღვარს გადავიდეს. თუ ასეთი გამოვლინება ეთიკის ჩარჩოებშია მოქცეული, მაშინ შეიძლება საკმაოდ ჰარმონიულად ჩაითვალოს, მაგრამ თუ მაინც გასცდება ამ საზღვრებს, მაშინ ძალიან უარყოფით შედეგს მიიღებს. ხანდახან მისი გაგება ძალიან ძნელია, რამეთუ თანამოსაუბრეები ვერ ასწრებენ მისი აზრების აღქმას. მის ინტელექტში ჭეშმარიტება შეიძლება დაფარული იყოს წინააღმდეგობრიობაში.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი

განვითარებული მერკური მერწყულს აძლევს შესანიშნავ კომუნიკატორულ უნარებს და ნებისმიერ სფეროში მენტალურ იდეებს, როგორც რეალურ გარემოსთან, ასევე უშუალოდ ფაქიზ სამყაროსთან გონებამახვილური სინთეზისა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას.

მერკურიანულ მერწყულს შეუძლია შექმნას დიდი და დეტალური სიმბოლური ენები, რომლებზეც შესაძლებელია მანამდე აბსოლუტურად შეუძლებელი  ინფორმაციული შეტყობინებების (მათ რიცხვში სულიერი გეგმების) ეგრეგორიდან ეგრეგორში ტრანსლირება (გადაცემა). უნდა ითქვას, გადაცემისას მერკურიანულ სიმბოლოთა სისტემებს მისტიკურ-სულიერი გეგმა ცუდად ექვემდებარება, უფრო ხშირად ისინი ემსახურებიან იმ შესაბამის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ადამიანის მოწყობის/მიმართვის საშუალებებს, რომლებშიც აღქმა უშუალოდ ტელეპატიურად ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რამეთუ მისტიკაში ეს მისთვის არაორგანულ ენაზე ხდება. მხოლოდ ერთია, ასეთი სისტემები აუცილებელია და მათი შექმნა შესაძლებელია მერკურის მაღალ ოქტავაში.

ამავ დროს, მერკური მერწყულს სამყაროს წმინდა მენტალურ აღქმაზე აკეთებინებს ორიენტაციას და აიძულებს რეალობას უყუროს როგორც განსაზღვრულ თამაშს, რომელიც ექვემდებარება ფორმულირებით აღწერის (მაგალითად, მათემატიკური) მეთოდებს, და ცდილობს დავიწროებას,  რამეთუ მერწყულის არსობრივი და ემოციონალური აღქმელობის დიდი უნარები ძალიან კარგ კომპენსაციას იძლევა. რატომ უნდა ეცადოს რაიმეს შეგრძნებას, როცა თავში მენტალური სურათები ასე ადვილად წარმოიშობა, ყველაფერი ისე კარგად, ისე გასაგებად და მოხერხებულად აღიწერება და გასაგები ხდება? მერკურიანულ მერწყულს სჭირდება იმის გაგება, რომ ეს სურათები, ასევე ყველა შესაძლო ლოგიკური მსჯელობები, წარმოშობა იმდენად ადვილად, რომ შეუძლებელია პრეტენზია ჰქონდეთ ადექვატურ რეალობაზე. მხოლოდ ერთია, რაციონალური გონება, იმ მომავლის შეუცნობელი რეალობისკენ მიმართული, რომელთანაც მერწყულს საქმე აქვს, შეიძლება გააუხეშდეს და ფაქტიურად ვერ შეძლოს ყველა იმ სიახლის გაგება, რომლის გადაცემასაც ეგრეგორი ცდილობს. ამიტომ ამ მდებარეობისას უდიდესი საშიშროებაა _ ადამიანმა გონების მოძრაობა, ანუ კომბინატორული უნარები, მის სიღრმედ და სიფართოვედ მიიღოს, აღიქვას. ფაქიზ სამყაროსთან კავშირის პროცესში მერწყულს ურანის იმპულსურობა (წამიერი ონფორმაციული გაცხადება) ახასიათებს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მერკურიანული დამუშავება და გააზრება; აქაც წარმოიშობა იმის ცდუნება, რომ ეს ყველაფერი რაციონალურ პროდუქციად გასაღდეს _ დაე, იყოს ბწყინვალე, ურანისეული შთაგონების აზროვნება.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

მერკურის ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას აძლევს პროგრესულ, შემოქმედებით, ძალიან ორიგინალურ და გამომგონებლურ გონებას. ადამიანი თავდაჯერებულია, უანგარო, ჰუმანური, მეგობრული, დამოუკიდებელი, გულწრფელი, წინდახედული, კეთილგონიერი, ადვილად ეცნობა ადამიანებს, ამყარებს მეგობრობას, ავლენს ინტერესს საინჟინრო საქმისა და ტექნიკისადმი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი, გამომგონებლობისადმი, საზოგადოებრივი საქმიანობისა და პოლიტიკისადმი, ასტრონომიისა და ასტროლოგისადმი, ლიტერატურისამდი. თუ მერკური დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი მოუსვენარი, მახვილი, კრიტიკული, მკვეთრი, რადიკალური, არათანმიმდევრული, ავანტიურისტული, შენელებული, თავდაუჯერებელი, ჯიუტი, არაპროგნოზირებადი, ღრუბლებში მფრინავი იდეალისიტია.

სტივ ჯობსი – მერკური მერწყულში

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

გონება _ გახსნილი, ჭეშმარიტება მათთვის უმაღლესი კრიტერიუმია. იგებენ იმ საგნებს, რომლებიც სხვებს საშინელებად ეჩვენებათ. ჰუმანისტები. აქვთ სულიერი სინთეზის უნარი. მათემატიკისა და ტექნიკის ძლიერი ინტერესი, კავდებიან გამოგონებების, სიახლეების, რეფორმების ჩანერგვითა და პროპაგანდით. უყვართ კოლექტივში მუშაობა. ცუდი მოსწავლეები და კარგი აკადემიკოსები არიან. არ აღიარებენ და არ ცნობენ ტრადიციული განათლებისა და აღზრდის სისტემებს. დაკვირვებულნი. მიდრეკილება აქვთ შავი იუმორისკენ, მასხრობისკენ და გაცნობიერებულად მოტყუების მცდელობებისკენ, ზედაპირული მსჯელობისკენ, ცვალებადი განწყობისკენ, თეატრალური მოქცევისკენ. ფანტაზიორები არიან.

ის პროგრესს ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, განსაკუთრებით ტექნიკურ მიღწევებს, მეცნიერების სფეროში ახალ, გადამწყვეტ აღმოჩენებს. ჯერა, რომ პრობლემები, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, შეიძლება გადაწყდეს შემოქმედებითი ინტელექტის, გამომგონებლური გონების მეშვეობით. გაღიზიანებით ეკიდება იმ ადამიანს, ვისი კონსერვატორული, სამყაროზე ფანტაზიას მოკლებული შეხედებულებები მოკლებულია უნარს დაინახოს განვითარების პროგრესიული პერსპექტივები. მას ასევე მოსწონს საქმის ყურში იყოს საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების შესახებ. როგორც ჰუმანისტი დარწმუნებულია, რომ ის, რაც ხდება ქვეყნის ერთ ნაწილში, ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მეორე ნაწილზეც. აქვს ორგანიზატორული უნარები და მოსწონს იმ კოოპერატიულ საწყისებსა ანდა კერძო მეწარმეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც ყველაფერს საუკუნით უსწრებენ წინ და ორიგინალურობით განსხვავდებიან.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

ეს მდებარეობა შეიძლება აღნიშნავდეს _ ღრმად მოაზროვნეს, მეტაფიზიკოსსა და მეცნიერს, სწავლულს. ასეთი ადამიანები ამაყნი, გულწრფელნი, მართალნი-სიმართლისმოყვარულნი, განათლებულნი არიან და შეუძლიათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავება. მოხერხებულნი, ფლობენ გონების ლოგიკურ ბაზას და მყარ შეხედულებებს, უყვართ კამათი; სიმაღლე – საშუალო, შეიძლება იყვნენ რამდენადამე მოშვებულნი.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნუშნებში)

გონება გახსნილი, აზროვნება მიუკერძოებელი; ჭეშმარიტება მათთვის – უმაღლესი კრიტერიუმია. გონებისთვის უცხოა სუბიექტივიზმი, ამიტომაც არაფერი აოცებთ. უმაღლესი ინტუიციის შესაძლებლობა, „ტელეპატია“; წამიერად გრძნობენ სხვების ენერგეტიკულ ველს. მიდრეკილება _ ასტროლოგიის შესწავლა, ოკულტური მეცნიერებებით დაკავება.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

აზრი რამდენადმე ანარქიულია და მუშაობს შთაგონების საწვავზე, სამაგიეროდ  შესაძლებლობა აქვს მოულოდნელ გადაწყვეტილებებამდე მივიდეს. მოხტუნავეა და კარგად ფლობს ენას (მათ შორის აქვს უცხო ენების ათვისების უნარი)

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

თავდაჯერებული, ლიბერალი, პროგრესული გონება, უკიდურეს შემთხვევაში თეორიებში მაინც. გამომგონებლური, ხანდახან ნოვატორული, რეფორმატორული სული; შესაძლებელია გონების ოროგინალობა ანდა ექსცენტრიულობა.

ცნობიერება უარყოფს იმ ფასეულობებს, რომლებიც დაკავშირებულია მზესთან (ასტროლოგიურად, ნატალურ რუკაში მზე – პიროვნება, ეგო, ცხოვრებისეული პოზიცია, ხასიათი, ნებელობა, ცხოვრებისეული ენერგია და ძალა), აქედან მოდის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰეროიკულობისადმი, ომისადმი, გმირობებისადმი, საზოგადოდ მიღებული დათქმების, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი… ინტლექტუალურ ცხოვრებაში _ პირობითობასა და შეზღუდულობაზე უარის თქმა, მიდრეკილება თავისუფალი, გახსნილი მსჯელობებისადმი. ინტერესი პროგრესისადმი _ როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში. უარყოფითი გავლენისას _ მიდრეკილება სისულეებისადმი, მოტყუებისადმი, ბოროტი ხუმრობის მოწყობისადმი _ და ამას აკეთებს არა მოგების მიზნით, არამედ სიამოვნების მისაღებად.

საბავშვო ჰოროსკოპი

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

თქვენ გეჩვენებათ, თითქოს იცით,

რას ვიტყვი ახლა მე:

მაგრამ ჩემი აზრი თქვენთვის გაუგებარია _

ეშმაკობით გაგაცურებთ თქვენ!

ეს ბავშვი თქვენ გაგაოცებთ და აღგაფრთოვანებთ თავისი ორიგინალური და გამომგონებლური იდეებით, მაგრამ თუ ტრადიციონალისტი ხართ, მოემზადეთ იმისთვის, რომ ზოგიერთი თქვენი იდეა ამ არაშაბლონურად მოაზროვნის მიერ გაპროტესტებული იქნება. თქვენ პატარას, მერკურით მერწყულში, ალბათ, მიიზიდავს არაჩვეულებრივი, არაშაბლონური, ფანტასტიკური სიახლეები. მას აქვს ბრწყინვალე გონება, რომელიც სიახლეს სწრაფად იჭერს (ხანდახან ინტუიციის გამოვლინების წყალობითაც). ის ფაქტი, რომ მისი მრავალი იდეა შეიძლება მშობლების ანდა მასწავლებლებისთვის შეუსაბამო ანდა მოუხერხებელი ჩანდეს, მასზე დიდ და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ მოახდენს. პირიქით, ამან შეიძლება სიამოვნებაც კი მოჰგვაროს და ამ იდეით, რბილად რომ ვთქვათ, შოკშიც კი ჩაგაგდოთ. პატარა პირდაპირ, დაუფარავად და საკმაოდ ღიადაც კი გაცნობებთ იმას, რასაც ფიქრობს. შეუძლია ზოგიერთი იდეა უბრალოდ იმისთვის გამოთქვას, რომ შეხედოს, რა რეაქცია მოჰყვება გარშემომყოფებში.

უკეთესია, განუვითაროთ ინტერესის გამოვლინებისას მოთმენის უნარი – ანუ უემოციოობაა, რამეთუ დიდი ალბათობაა, მოსახერხებელ იდეაზე ემოციონალურმა რეაქციამ, უფრო ძლიერად შთააგონოს ამ იდეის ღირსება, და მაშინ ის ბოლომდე დაიცავს მას. თუ მოინდომებს, მისი გონება მყარი და ჯიუტი იქნება. ამ პატარაზე ემოციური შთაბეჭდილებები გავლენას არ ახდენს, საქმეში საკმაოდ უემოციო და ცივსისხლიანია. ლოგიკა და ცნობიერება/გონი შეიძლება არწმუნებდეს რამეში, მაგრამ სხვების მიერ გამოხატული ემოციები (მითუმეტეს სტარდარტული) _ არა. მაგრამ იქონიეთ მხედველობაში, რომ გასაჩივრების ანდა ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენებისას თქვენი პატარა ყველაზე კარგი საშუალებით სწავლობს. უზრუნველყავით იმ შესაფერისი სასწავლო გარემოთი, სადაც წახალისებულია ინტელექტუალური თავისუფლება, სადაც სწავლება ახალი ტექნიკის ხდება და სადაც წინდახედული და დაკვირვებული მასწავლებლები ფართო მსოფლმხედველობას ფლობენ.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: უნიკალური, არაჩვეულებრივი, შექმნა, გამოგონება, აღმოჩენა, მიზანშეწონილი, ინდივიდუალური, დამოუკიდებელი, ორიგინალური, ექსპერიმენტი, ადამიანური, ახალი, სხვა, შეცვლა.

ეს ბავშვები განსხვავდებიან გონების სიცხოველით და ორიგინალური იდეებით. ისინი არ იღებენ ტრადიციულ მიდგომას, ყოველაფერი ახალი და არაჩვეულებრივი იპყრობს მათ ყურადღებას. ამ პატარების შეხედულებები და წარმოდგენები არ ეწერება არანაირ ჩარჩოში. თავისი მსოფლმხედველობით ისინი ახლოს დგანან ფუტურისტებთან (ფუტურიზმ-ი [< ლათ. futurum მყოფადი, მომავალი] – მე-20 ს. ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს და ცდილობდა შეექმნა ახალი, თითქოსდა თანამედროვეობისათვის შესაფერი სტილი.), რაღაცით კი – დისიდენტებთან (Polit.L. dissidens (dissidentis)”ვინც თანახმა არ არის” 1. პირი, რომელიც არ აღიარებს ქვეყანაში გაბატონებულ სარწმუნოებას; რჯულგანდგომილი. 2. პირი, რომელიც არ იზიარებს გაბატონებულ იდეოლოგიას; სხვაგვარად მოაზროვნე.). აღმერთებენ ყველაფერ არაორდინალურს _ იქნება ეს ადამიანი თუ საგანი. ბავშვები მერკურით მერწყულში ლოგიკოსები არიან. ხშირად გარშემომყოფებს აოცებენ და ამარცხებენ საკუთარი სიჯიუტით, რომლის მეშვეობითაც იცავენ საკუთარ იდეებს. მხოლოდ ერთია, საჭიროა მიაგოთ მათ პატივი, რამეთუ ნამდვილად ფლობენ განვითარებულ ინტუიციას. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ და ამით დაეხმაროთ _ ეცადეთ დაამუხრუჭოთ მისი აზრების ფრენა-მისწრაფება ისე, რომ ინტუიციამ მოასწროს ამუშავება. ყველაფერი არაჩვეულებრივი და მოულოდნელი როგორც მაგნიტი ისე იზიდავს ასეთ პატარებს. სამყაროს მოწყობისა და ადამიანების თაობაზე შექმნილ საკუთარ წარმოდგენებში ისინი, რა თქმა უნდა, იდეალისტები არიან. აუხსენით, რომ ტრადიციულ იდეებსა და წარმოდგენებში, არცთუიშვიათად, რაციონალური მარცვალია და არ შეიძლება მათი უპირობო უარყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთოდ არაა აუცილებელი ყოველ ჯერზე თავიდან გამოიგონონ ველოსიპედი.

მერკურის მერწყულში მდებარეობა ხელს არ უწყობს გადაჭარბებულ ემოციონალურ გამოვლინებას. ასეთი ბავშვები ფლობენ სუფთა, ნათელ, ლოგიკურ აზროვნებას. სრულიად შესაძლებელია, ადრე გამოავლინდეთ მათემატიკის, აბსტრაქტული მეცნიერების უნარები და, რა თქმა უნდა, ყველაფერი იმის მიმართ ინტერესი, რაც დაკავშირებულია კომპიუტერთან. თავად აზროვნების პროცესი სიამოვნებას ჰგვრით, ხოლო სამომავლოდ შეუძლიათ უდიდესი გამომგონებლები გახდნენ. ისინი ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და ყურადღებით უსმენენ თანამოსაუბრეს, განსაკუთრებით თუ მის სიტყვებში რაიმე იმ ახალსა და უჩვეულოს შეამჩნევენ, რაც შეიძლება ამ პატარების მსრუტავი გონების საკვები აღმოჩნდეს. უყვართ საინტერესო და არაორდინალური ადამიანები. შეიძლება მათი მეგობრები რამდენადმე უცნაურებად მოგეჩვენოთ. ასეთ ბავშვებს მსოფლიო მასშტაბის იდეები იტაცებთ, კაცობრიობის კეთილდღებისთვის მზად არიან დიად მსხვერპლზე წასასვლელად, ამასთან ერთად, ივიწყებენ არამარტო საკუთარ თავებს, არამედ იმათაც, ვინც მათ გვერდითაა. ამ “კოსმოსის ბავშვებს” არ აწყენდათ უფრო პრაქტიკულები გახდნენ (თუმცა კი, ხანდახან ციდან ცოდვილ დედამიწაზეც ეშვებიან). რამდენადაც ცხოვრობენ გონებით და არა გრძნობებით, უნდა ისწავლონ უფრო მეტი მოთმინებით მოეკიდნონ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძნობებისგან აზრების გამიჯვნა. ადრეული ბავშვობიდან მათში ამბოხების და რევოლუციონერების სული ცხოვრობს.  ადვილი შესაძლებელია, უფრო მოზრდილ ასაკში დაიცვან დამცირებულნი, შეურაცხყოფილნი და დაჩაგრულნი. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მზად არიან იბრძოლონ ნებისმიერი უსამართლობის, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. მათგან შეიძლება გაიზარდოს უმაღლესი ხარისხის ადვოკატი. მაგრამ დაიმახსოვრეთ _ ისინი მიდრეკილნი არიან გააპროტესტონ ნებისმიერ საფუძველზე ნებისმიერი რამ, ამიტომ ასწავლეთ _ დაფიქრდნენ საკუთარი ქმედებების არსსზე და ბრძოლაში მხოლოდ მას შემდეგ ჩაებან, როცა დარწმუნდებიან, რომ მიზანი ნამდვილად იმსახურებს ამას.

ასეთ ბავშვებს მოეწონებათ თვითმფრინავით ფრენა, ისინი დაინტერესდებიან ასტრონომიით, ასტროლოგიით და ყველაფერი იმით, რაც დაკავშირებულია სივრცესთან.

შეეცადეთ წყნარად აღიქვათ ამ პატარის საკმაოდ მოულოდნელი იდეები. თავადაც იცით _ მათი აზრების გადაკეთება შეუძლებელია, და ღირს კი? თქვენ კი აი, რა შეგიძლიათ (და აუცილებლად უნდა გააკეთოთ კიდეც), დაეხმაროთ პატარას გახდეს უფრო პრაქტიკული. გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ასწავლოთ კითხვა, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს დაიკმაყოფილოს ახალი ინფორმაციის მიღების გამუდმებული მოთხოვნილება. შეეცადეთ, შეავსოთ პატარას ცხოვრება ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებებით – ეფექტი შესანიშნავი იქნება: მკაცრ ფორმებში დასჯის აუცილებლობა კი თავისით მოიხსნება. ყველაზე მეტად გაგაოცებთ ახალი იდეებისადმი მისი არაჩვეულებრივად ძლიერი მისწრაფება და ამ ინტერესის, ასევე, სწრაფად ჩაქრობა, როგორც კი იდეები სიახლის შეგრძნებას დაკარგავს და მოძველებულად ჩათვლის.

არ იყოთ ძალიან სერიოზულები. იუმორის წვეთი ყოველთვის სასარგებლოა და ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი. ხუმრობები და მხიარულობა კარგად მოქმედებს ყველა ბავშვზე, ხოლო ამ ბავშვებზე – პირველ რიგში.

სტატიის ავტორი:ნინო


About Tamta

Scroll To Top