მერკური X სახლში

მერკური X სახლში

მიღწევების გააზრება

ასეთი ადამიანისთვის ფაქტებს უდიდესი მნიშნველობა აქვს. მისი აზრები და ქმედებები ყოველთვის სწრაფი და მიზანდასახულია, მაგრამ ხშირად არაა საფუძვლიანი და პრაქტიკაში მყარი. ფლობს ნათელ აზროვნებას, გახსნილ ხასიათს და დიდ წარმატებულობას. უყვარს პროფესიების ცვლა, რამდენიმე პროფესიული განათლების მიღებისკენ აქვს მიდრეკილება. მისთვის კარიერული მიღწევები საკმაოდ მნიშვნელოვანია. იზიდავს პოლიტიკა და ნებისმიერი მასშტაბური სახალხო საქმიანობა. შესანიშნავი ორატორია, რომელსაც შეუძლია საკუთარი იდეებით ადამიანების დაინტერესება. ყოველთვის პრაქტიკულია, აქტიური და შესანიშნავი ორგანიზატორული უნარები აქვს. ისწრაფვის კარგი განათლების მიღებისკენ, რომელსაც, როგორც სამსახურში წინსვლისთვის (დაწინაურებისთვის) საჭირო იარაღს, ისე განიხილავს.

პლანეტის დაზიანებისას ადამიანი შეიძლება გახდეს უპრინციპო მანიპულატორი, რომელსაც საკუთარი ამბიციური მიზნების მიღწევის მიზნის გამო საეჭვო მაქინაციებისკენ ექნება მიდრეკილება. ცოდნას იძენს დიდებისა და სარგებლის მიღების მიზნით. შორსმჭვრეტელობა საშუალებას აძლევს დასახული მიზნების მიღწევისათვის დაგეგმოს მომავალი. ძალიან მოხერხებულია ამა ქვეყნის ძლიერთა მიმართ. იგი შესანიშნავი პოლიტიკური სტრატეგოსია, დამმუხტველი სიტყვების ავტორია. ორატორი, რომელსაც შეუძლია შექმნას საკუთარი თავი ბრწყინვალე იდეების გამოხატვის წყალობით. მოხერხებულია საზოგადოებასთან ურთიერთობაში და პოლიტიკურად გონებაგამჭრიახია. ისწრაფვის მჭიდრო კონტაქტებისკენ ჟურნალისტებთან, გამომცემლებთან და საგანმანათლებლო ელიტასთან.

ენერგიის გამოყენების მიმართულება აიძულებს დააყენოს პატივმოყვარეობა ეთიკურ ვალდებულებაზე მაღლა და, ამიტომაც ხდება არაგულწრფელი, გულგრილი და ანგარებიანი. შეუძლია დაიკავოს მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო თანამდებობა, მაგრამ, ამ დროს, იმდენად იერარქიული “პირამდის მწვერვალს” არ წარმოადგენს, რამდენადაც მთავარ მოადგილეს ანდა რეფერენტს. შესაძლებელია, წარმატებული იყოს როგორც ლექტორი, რეპორტიორი, ფსიქოლოგი, მწერალი-რომანისტი და მსხვილი წარმოების მენეჯერი („დისპეჩერი“). შეუძლია წარმატებულად აწარმოოს ვაჭრობა, კარგი მახსოვრობა აქვს და სწრაფად მეტყველებს. ხასიათი _ მოუსვენარი, მეტყველება _ იმპულსური, ძალიან საქმიანი და განათლებულია. ადვილად ერგება ნებისმიერ სიტუაციას. მისი ინტუიცია მუდამ მიმართულია კონკრეტული, პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაზე.

საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია, რომელსაც ფართე კავშირები აქვს, მაგრამ არ ფლობს სათანადო დამოუკიდებლობას. შეუძლია შემოსავალი მიიღოს სამეცნიერო საქმინობიდან და ენების შესწავლით. არცთუიშვიათად ხდებიან წარმატებული რეფორმატორები და პროდუქტიული სწავლულები. შესაძლებელია პროფესიაში უცაბედი ცვლილებები. არის შემთხვევები, როცა ასეთი ადამიანები ხდებიან კომპოზიტორები, მსახიობები ანდა მაღალი თანამდებობის პირები. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში ისინი მსხვილი სკანდალების ეპიცენტრში ექცევიან, ამხილებენ კორუფციაში და იჭერენ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო. მის იდებს, მიზნებს, გეგმებსა და ზრახვებს აქვს იმის შესაძლებლობაც და საფუძველიც, რომ აცხადდეს.

ამ ადამიანის გონება მოქნილი და მსუბუქია, მოძრავი და საქმიანი, შორსმჭვრეტელი, გამჭრიახი და გამომგონებელია. ადვილად ერგება საქმეებსა და სიტუაციებს და შეუძლია მოკლე დროში განავითაროს საკუთარი პიროვნება და გახსნას თანდაყოლილი უნარები. ასეთ ადამიანზე მთლიანად დაყრდნობა რთულია, ამიტომ ვალდებულია ჰყავდეს ზურგის გასამაგრებლად მსხვილი ხელმძღვანელი ფიგურა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მისი გათვლებისა და შეცდომების (მარცხის) კომპენსირებისთვის.

 

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ ჭკვიანი სტრატეგი, ორგანიზატორული ნიჭი, მჭვრეტელობა, გონებაგამჭრიახობა, შორსგათვლილი გეგმები, პატივმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, კარიერაში საქმიანი, პრაქტიკული უნარი, იკეთებს კარგ, სარგებლიან კარიერას. კარგი დემაგოგი, პოლემიკი, მოხერხებულად იყენებს მრავალრიცხოვან საქმიან კავშირს, ინტრიგებს, ინფორმაციულ საშუალებებს, მფარველობას, საკუთარი გეგმებისა და იდეებისთვის მხარდაჭერას პოულობს.

(-) უარყოფითი მხარე _ უპრინციპობა, ინტრიგების მსხვერპლი, ადამიანი შეიძლება იქცეს შემცვლელ ფიგურად, მოტყუებული დარჩეს ამა ქვეყნის ძლიერების მხრიდან, არაშორსმჭვრეტელური გეგმები. მისი იდეები საზოგადოების მხარდაჭერას ვერ იღებენ (მაშინაც კი, თუ ისინი ბრწყინვალეა და გააკეთა საჭირო აღმოჩენა).

(+) ლენინი, ტიტო, კერენსკი, იგორ სტრავინსკი.

(-) ნიკოლოზ II, გიმლერი.

 

ფრენსის საკოიანი

უმაღლესი განათლება პროფესიული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების გამო. ცოდნა _ პატივის, კარიერის, სარგებლის გამო. ორგანიზატორული ნიჭი, შორსმჭვრეტელობა. მოხერხებულობა ამა ქვეყნის ძლიერთა მიმართ. დაკავშირებულნი არიან ინფორმაციასთან, ბეჭვდით გამოცემებთან, გამომცემბლობებთან, სწავლებასთან.

ფიქრობს საკუთარ კარიერაზე, რეპუტიაციაზე და იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ საზოგადოებაში; სურს სამყაროში საკუთარი კვალის დატოვება ანდა შესამჩნევი წვლილის შეტანა. ალბათობაა, მასებთან ურთიერთობა ანდა რაიმე სახის ინფორმაციის გაცვლა, მის სამუშაოში მნიშნველოვან ადგილს იკავებდეს.

 

ავესალომ პოდვოდნი

„როცა ირჩევ, არამხოლოდ იფიქრე, არამედ საგულდაგულოდ შეარჩიე _ რაზე ფიქრობ“.

მერკურის ეს მდებარეობა სამსახურეობრივი ინტრიგების დიდ შესაძლებლობებს იძლევა; ნებისმიერ შემთხვევაში, კარიერაზე, უფროსებთან და ქვემდგომებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობებზე აზრები ხშირად უტრიალებს თავში. ჰარმონიული მერკური ძალიან სასარგებლო და კონსტრუქციულია, დაზიანებისას _ გამომწვევი და იმ იერარქიულ პრინციპებთან წინააღმდეგობრივია, რომელშიც ადამიანი იმყოფება.

ძლიერი მერკურის შემთხვევაში, შესაძლებელია, მენტალური ქედმაღლობა: ადამიანს ეჩვენება, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთ იცის _ უკიდურეს შემთხვევაში, რაც ეხება პრაქტიკულ მიზნებსა და ამოცანებს და ასევე, ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. ნამდვილად, ამ ურთიერთობებში კომბინატორული შესაძლებლობები მართლაც უნიკალური აქვს, მაგრამ ისინი არ მუშაობენ აბსოლუტის შემოქმედებით მომენტებში, როცა ძალიან ნაკლებად სავარაუდო (საზოგადოებრივი ცნობიერების შეხედულებით) პროცესები და მოვლენები ხდება.

აქ მერკურის დამუშავება აღმქმელობისა და აზროვნების დაზუსტების გზით მიედინება, როცა ლოგიკა _ კარმის შეცნობის უშუალო-ინტუიციურ მიმართებაში _ დამხარე აპარატად იქცევა, რასაც საზოგადოებრივი ქვეცნობიერი ძალიან ეწინააღმდეგება. პლანეტები მეათე სახლში მინიშნებას იძლევიან არამარტო ხელმძღვანელებთან და დაქვემდებარებულებებთან ურთიერთქმედების ენერგიაზე, არამედ, ხშირად, პროფესიის ტიპზეც _ მოცემულ შემთხვევაში, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფორმაციასთან, კომერციასთან, იერარქიულ სტრუქტურებში მმართველობასთან. უმაღლეს დონეზე დამუშავებისას მერკურის ეს მდებარეობა შეიძლება იძლეოდეს მრავალ პოლიტიკოსს, რომელიც კარგად ხედავს ერის ბედს და იღებს სწორ, კონკრეტულ ზომებს ერის მმართველობისთვის. პასუხისმგებლობის გრძნობა რაციონალური აზროვნების გზით მიდის და საჭიროა ისწავლოს რაციონალური აზროვნების ნდობა, მაგრამ არა მისით სპეკულირება, სხვებზე პროექციის მოხდენა, ხოლო სასარგებლო რჩევების მიმართ იყოს ფრთხილი, ყოველთვის დაელოდოს, სანამ თავად არ სთხოვენ რჩევას და, ამასთანავე, საკმაოდ დაჟინებულად.

ასეთ ადამიანს სჭირდება იმ აზრების, ბეჭვდის, გადაადგილების სხდომების და მსჯელობების თავისუფლება, რასაც თავად თვლის აუცილებლად.

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანი _ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოპულარობას, ფლობს კავშირებს, ორატორულ ნიჭს. ეს სწავლულია, რომელსაც შეუძლია გადაამუშაოს უდიდესი მოცულობის ინფორმაციები, ანდა ადამიანი სწავლულის, მწერლის ამბიციებით. მისია _ ადამიანების ინფორმირება. თარჯიმანი, კომენტატორი, საინფორმაციო სერვიზის მუშაკი.

წყარო: ბილ ჰერბსტი

კოლექტიური პასუხისმგებლობა. შეიძლება იყოს, ან არ იყოს პასუხისმგებლობიანი, იმიტომ, რომ საკუთარ მისწრაფებებში მისი ნერვიული სისტემა ძალიან ცვალებადია, მაგრამ, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რას ნიშნავს და წარმოადგენს პასუხისმგებლობა. ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ პირობებში ანსხვავებს სულიერ გზავნილებს, უდიდეს მიზნებზე მითითებებს და ცდილობს არ გაუშვას არცერთი ფაქტორი, რომელიც, მისი აზრით, სავალდებულოა მხედველობაში მისაღებად. ხაფანგი _ რა თქმა უნდა, მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით საკმაოდ დიდი ენერგიისა და დროის ხარჯვა გათვლებზე და, ამ დროს, უყურადღებობის გამო ივიწყებს თავად ქმედებას. აუცილებლად დაიმახსოვროს _ უზომო მოცულობის ინფორმაცია სჭირდებათ, ალბათ, მხოლოდ კრიმინალისტებს. ამოცანა _ ყველას მოუთხრონ პასუხისგებლობაზე. არ სჭირდებათ ადამიანებისთვის ჩიჩინი, რამეთუ შეუძლიათ ასწავლონ _ რომელი ამოცანა უფრო შესაძლებელია ეფექტურად შეასრულოს თითოეულმა ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში. ბევრ რამეში მისი როლი _ დაეხმაროს სხვებს გაერკვნენ, თუ რაში მდგომარეობს მათი ბუნებრივობა.

პროფესიული პატივმოყვარეობა. საკუთარ კარიერაზე მუდმივად ფიქრობს. მოკლედ, ის საკმაოდ ხშირადაა გატაცებული კარიერის სამომავლო მომენტებით და, ამის გამო, შესაძლებელია, ხელიდან რაღაც მნიშვნელოვანი გაუშვას. ამიტომ, მიუხედავად სტრატეგიული გეგმებისა, მისი კარიერა ვითარდება თავის ნებაზე. შესაძლებელია ფლობდეს რამდენიმე პროფესიას ანდა ერთ პროფესიას, რომელიც ითხოვს სხვადასხვა სფეროებიდან ცოდნის შეძენას. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი სოციალური სტატუსის საფუძველი მენტალურია. ნებისმიერი პროფესია ითხოვს სპეციალიზირებული ენის ოსტატურ ფლობას, მხოლოდ ერთია, მისი მუშაობის სტილი დაფუძნებულია ინფორმაციული მოცულობების ხელმძღვანელობის უნარზე. კომუნიკაცია _ ეს მისი პროდუქტია, ინფორმაციის ტრანსლიაცია მისი ვალდებულება და სამუშაოა.

მისიები და გზავნილები. მისი სააზროვნო პროცესები სხვებისთვის განსაკუთრებულად შესამჩნევია. როცა საუბრობს ანდა წერს, მაშინ სხვებს ახსენებს ადამიანის ცხოვრებაში კომუნიკაციის მნიშვნელობას. არცთუიშვიათად, იმის წყარო, რასაც აღიქვამს, არის სამყაროში და ადამიანების ამოცანაა _ გააცნობიერონ ის, რასაც ეს ადამიანი უკეთებს ტრანსლირებას. ამიტომ ამ ადამიანმა უნდა გაახმოვანოს ყველაფერი, რასაც სურვილი გაუჩდება რომ მის გონებაში განსხეულდეს, _ გაახმოვანოს რაც შეიძლება ხარისხობრივად. უნდა ისწავლოს საკუთარი აზრების გამოხატვა და მაშინ მისი შეტყობინებები ადამიანთა ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენენ.

მშობელი, “გარეგანი კავშირები” ადამიანთან. საერთოდ არაა სავალდებულო, რომ ეს ადამიანი ფიქრობს ისევე, როგორც მისი მამა, მხოლოდ ერთია, მის გონებასა და მამის გონებას შორის არსებობს ურთიერთკავშირი. მამის ქმედებებმა ადამიანის სააზროვნო აპარატების სტიმულირება მოახდინა. საბოლოო ჯამში, მართალია, ეს პროცესი ყველა ადამიანში ხდება, მაგრამ კონკრეტულად მეათე სახლში მდებარე მერკურის მქონე ადამიანის შემთხვევაში გავლენა რამდენადმე უფრო მნიშნველოვანია. მამა, დროის უდიდესი ნაწილის მანძილზე გზაში, სახლიდან მოშორებით იმყოფებოდა და გარკვეული ხნის შემდეგ ბრუნდებოდა უკან. სად იყო ის? რით იყო დაკავებული? აი, ამ კითხვებით იყო მისი გონება და აზროვნება დაკავებული და მოხიბლული, დაახლოებით ისეთივე ეფექტს ახდენდა, როგორც უცხო ენები უცნაური და ჩახლართული სინტაქსით.

ავტორიტეტი. მისი საკუთარი ავტორიტეტი მეტნაკლებად ეფექტურად ვლინდება აზროვნების, წერისა და მეტყველების ქარგების მეშვეობით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალია, ანდა, რომ, რაც მისთვის ცნობილია, პრობლემის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა; ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებს, რომ მისი აზრების გადაცემის შესაძლებლობას ახასიათებს ძალაუფლების ხარისხი. ამოცანა _ ავტორიტეტულად გამოიყენოს საკუთარი გონება. ადამიანების ნერვიული სისტემა განსაკუთრებული სემანტიკური რიტმების აღმქმელია და ამ ადამიანის (ვისაც მერკური მეათე სახლში ჰყავს) ბრალი არაა ის, რომ სიტყვები ასეთ მაგნიტურ ზემოქმედებას ახდენენ სხვა ადამიანებზე. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ამ შემთხვევაში, ძალა, მუხტი დაფარულია არა თავად სიტყვებში, არამედ უშუალოდ ადამიანში (ამ შემთხვევაში, ადამიანში, რომელსაც მერკური მეათე სახლში ჰყავს), რომელიც ამ სიტყვის ძალას სხვებს აცნობებს.

 

ნეტ მონსტერი

ცოდნას იძენენ პატივის, კარიერისა და სარგებლის მიღების მიზნით. ინფორმაციის საშუალებებთან, გამოცემებთან, საგანმანათლებლო საქმიანობასთან კავშირი; შესაძლებელია იყვნენ საწარმოების, გაერთიანებების დირექტორები.

 

ინდუბალა

ამ ადამიანებს შეუძლიათ ბევრი რამ უთხრან (მოუთხრონ) სხვებს; საზოგადოებას რაიმე ცოდნას გადასცემენ. აქვთ ვაჭრობის ანდა ორატორული ხელოვნების უნარები. ასევე, შესაძლებელია ჰქონდეთ განათლების მიღების კარგი შესაძლებლობა; შეიძლება დადგნენ მწერლები ანდა ექიმები. ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების გამომუშავება შეუძლიათ საგამომცელო საქმიანობის, სამდივნო სამუშაოს, მედიცინის სფეროს მომარაგებით, კურიერისა და ფოსტალიონის მეშვეობით.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top