მერკური მე-11 სახლში

მერკური მე-11 სახლში

წყარო:www.aquarun.ru

საზოგადოებრიობის გაცნობიერება

ასეთი ადამიანის გონება აქტიური და ორიგინალურია. უყვარს ახალი იდეები და ცდილობს საქმე ჰქონდეს მხოლოდ კულტურულ და მაღალგანვითარებულ მეგობრებთან. ფლობს ფაქიზად განვითარებულ ინტუიციას. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ხშირად იდეალისტია. მისთვის მეგობრებს და ნაცნობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ; მეგობრობს საერთო მიზნების მიღწევის გამო. მეგობრებისთვის ცოდნის გაზიარება უყვარს, ამიტომაც, მეგობრობა უფრო მეტად ინტელექტუალურია, ვიდრე ემოციონალური. ძალიან კომუნიკაბელურია, მოკლებულია ცრურწმენებს და ცრუმორწმუნეობებს, უპირატესობას ანიჭებს ახალგაზრდობასთან და თავისუფალი პროფესიის ადამიანებთან მეგობრობას.

ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში მიდრეკილება უჩდება კრიტიკულობისკენ, ცინიზმისკენ, ექსცენტრიულობისკენ და არაპრაქტიკულობისკენ. თუ ამასთანავე ყურადღებით არ შეარჩევს მეგობრებს, შესაძლებელია სერიოზული პრობლემები (სკანდალებიც კი) წარმოეშვას. ასეთი ადამიანები ბრწყინვალედ გრძნობენ თავს საზოგადოებაში, ინტერესს ავლენენ ურთიერთობებისა და გამოცდილების გაცვლისადმი, ასწავლიან სხვებს და სიამოვნებით სწავლობენ ყველასგან. სიმართლის მოყვარული და მიუკერძოებელია, აზროვნება ორიგინალურია და ორიენტირებულია სამეცნიერო კვლევებზე, ჰუმანიტარულ იდეალებზე დ ფილოსოფიურ კონცეფციებზე. ხშირად, ასეთი ადამიანები გატაცებულნი არიან ასტროლოგიით და ეზოთერიკით.

ჩვეულებრივ, მეგობრები იზიარებენ მათ ინტერესებს, ამიტომაც ურთიერთობები თანასწორი და მისაღებია. შეუძლიათ მეგობრობა ყველასთან, არ აქცევენ ყურადღებას ადამიანის წარმომავლობას და აზროვნების სახეს. მთელი კაცობრიობისადმი გახსნილობა აფართოებს მათ მსოფლმხედველობას და შესაძლებლობას აძლევს სხვების საჭიროებანი და მოთხოვნილებანი გაიგონ. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, რეალობას სწყდებიან, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იწყებენ ზრუნვას, ჯგუფთან კონტაქტში რთულად შედიან, მეგობრებით მანიპულირებენ და ავლენენ უცნაურ სიბრმავეს სხვების ეგოიზმსა და ანგარებაზე. ასეთი ადამიანები მრავალ ნაცნობს იჩენენ, მაგრამ მუდმივი, ერთგული მეგობრები არც ისე ბევრი ჰყავთ. მეგობრებს ჭეშმარიტი სარგებელი მოაქვთ, რაც ამ ადამიანის შთაგონების და მისი ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა. არცთუიშვიათად მეგობრობენ ლიტერატორებთან, ჟურნალისტებთან და მეცნიერებთან.

დაზიანებული პლანეტა ნაცნობობას უაზროს, მოუსვენარს, არასაიმედოს ხდის. ამ შეთხვევაში, მეგობრები აღელვების და კრახის მიზეზად იქცევიან, ისინი ფაქტების განმარტებისას (გაშიფვრისას) უცნაურ თავქარიანობას ავლენენ, მიცემულ პირობებს არ ასრულებენ და არასწორ რჩევებს იძლევიან. აქედან გამომდინარე, ასეთ მეგობრებზე დაყრდნობა არ შეიძლება და რთულ წუთებში მათი მხრიდან დახმარების გაწევის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ასეთი ადამიანები ფლობენ კარგ ორგანიზაციულ ნიჭს და შეუძლიათ მოიფიქრონ ფულის მიღების (შოვნის) ახალი წესები, რომელთა რეალიზაციისას ჭკვიანი მეგობრები უდიდეს დახმარებას აღმოუჩენენ. დაზიანებული პლანეტისას ვლიდნება მიდრეკილება გაცხარებული დისკუსიებისკენ, კამათისკენ და სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის დაუსრულებელი ბრალის წაყენებისკენ.

წყარო: პ.პ. გლობა

(+) დადებითი მხარე _ ორიგინალური აზროვნება, მაღალი ინტელექტი, სიახლისადმი ინტერესი, გამოცდილების გაცვლისკენ მისწრაფება. გარშემომყოფ ადამიანებთან კარგი, თანაბარი ურთიერთობა, მრავალი მეგობრული კავშირი და კონტაქტი. მიუკერძოებელი სიმართლის მოყვარე; მეცნიერი, პირველაღმომჩენი (პიონერი), რეფორმატორი (მრავალი ასტროლოგი, გამომგონებელი, სწავლული, მეცნიერი).

(-) უარყოფითი მხარე _ ცრუ მეგობრები, მანკიერი კავშირები და კონტაქტები. მოტყუება, ჭორები. მეგობრებისგან გაკოტრება, უაზრობა, რეალური გეგმებისა და პროექტებისგან მოწყვეტა (ზოგადად, რეალობისგან მოწყვეტა).

ლიბიხი, კაირატი (ასტროლოგი), ფონ ბრაუნი, ნელსონი, ჩაიკოვსკი, შტრაუსი, ალექსანდრე დიუმა.

წყარო: ფრენისის საკოიანი

ურთიერთობისა და გამოცდილების გაცვლის ინტერესი, საზოგადოებაში კარგად გრძნობს თავს; ასწავლის სხვებს და სწავლობს სხვებისგან. სიმართლის მოყვარული, მიუკერძოებელი, ორიგინალური და ობიექტური აზროვნება, სამეცნიერო კვლევების, ასტროლოგიის, ფილოსოფიის, ჰუმანიტარული იდეებისა და მიზნების ინტერესი. მეგობრული, არ აქცევს ყურადღებას ადამიანის წარმომავლობასა და აზრების სტილს. კარგად ესმის ჯგუფის ინტერესები, პოლიტიკა, მასობრივი მოძრაობები და საზოგადოებრივი საქმეები. ადამიანთა ჯგუფებთან იდეების გაცვლა – ეს ზუსტად ისაა, რაც მას გამოსდის, და ალბათობაა, ზუსტად ამით იყოს დაკავებული. ბრწყინვალედ თანამშრომლობს კოლექტიურ საქმეებში და შეიძლება იყოს რაიმე ჯგუფის ანდა ორგანიზაციის წევრი.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი

„ჭეშმარიტად სახალხო აზრს აქვს ჭეშმარიტად სახალხო ნაცრისფრის (უღიმღამო) შეფერილობა“

მერკური მეთერთმეტე სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია.

ეს ადამიანი კოლექტივში ძალიან აქტიურია: ბევრს ლაპარაკობს, დადის (სულ მოძრაობაშია), საუბრობს, მოლაპარაკებას აწარმოებს, განკარგულებებს იძლევა, და მთავარი, მუდმივად ფიქრობს ჯგუფზე და მის პრობლემებზე. შეუძლია იყოს ძალიან სასარგებლო ჯგუფში, მის გარე საქმიანობაში (ყველა შესაძლო მოლაპარაკება და კონტაქტები), და ასევე შიდა საქმიანობაში _ დაწყებული ჯგუფის სტრუქტურის სრულყოფით და დასრულებული ურთიერთქმედების დეტალურად გააზრებით.

მერკურის დაბალ დონეზე განვითარებისას ყველაფერი ზემოთქმული ერთიანდება აქტიურ ლაყბობაში, მოუსვენრობასა და პრობლემაზე სააზროვნო ძალისხმევის კონცეტრირებაში და ჯგუფის სიკეთესა და კეთილდღეობას პირადი მიზნებისთვის საუკეთესოდ იყენებს.

დაზიანებული მერკური იძლევა მიდრეკილებას _ თაღლითობისკენ, გაიძვერობისკენ; როგორც ჯგუფის შიგნით, ასევე გარეთ, თითქოსდა, მის ინტერესებს იცავს, ფაქტიურად კი, ყოველთვის საკუთარი ინტერესების მიზნით მოქმედებს; ჰარმონიული ასპექტებისას _ ჯგუფში მუშაობის ორგანიზაციის და გარესამყაროსთან ურთიერთქმედების მოწესრიგების უნარები.

მერკურის დამუშავება ჯგუფის ეგრეგორთან პირდაპირი მენტალური კავშირის დამყარების შესაძლებლობას იძლევა _ უშუალოდ იქ (ეგრეგორში) მუშაობის შესაძლებლობას; წინასწარმეტყველების უნარები, რომელიც ეხება ჯგუფის კარმას. ზემოთქმულის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ჯგუფში თვითდამკვიდრება ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ დაბალ დონეზე მერკურის დამუშავების შემთხვევაში, ასევე იქნება აღიარებისა და კოლექტივისგან შექების მიღებისკენ მისწრაფება, ამისთვის კი არაფერს აკათებს, მენტალური სიამაყის თანაზიარია დევიზი: “მე – კოლექტივის გონება”.

მეგობრები ბევრი ჰყავს, შესაძლებელია მათთან საინტერესო ურთიერთობა (მეტ წილად, მენტალურ დონეზე) ჰქონდეს. საჭიროა ეცადოს მეგობრების ინტერესების ღრმად გაგება და არ დაივიწყოს, რომ მათ ასევე აქვთ გრძნობები და ემოციები.

წყარო: ბ. იზრაიტელი

ადამიანისთვის დამახასიათებელია ინტელექტუალური გატაცებები, გართობები. მეთერთმეტე სახლი პასუხისგებელია პროფესიულ ინტერესებზე, ჰობისა და ჯგუფზე. მერკური _ ესაა სადისკუსიო კლუბები, თამაშები, ვიქტორინები, რომელიც ითხოვს ერუდიციას. უდიდესი წყურვილი აქვს მომავლის გაგების, პროგნოზირების, მათ შორის – ასტროლოგიაცაა.

წყარო: ბილ ჰერბსტი

ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობა. ძალიან აინტერესებს ის, თუ რაზე ფიქრობენ ადამიანები, და უფრო მეტად ის _ თუ, რა არის ჯგუფის “კოლექტიური გონის” შიგნით. ასევე,Aაინტერესებს ყველაზე განსხვავებული და სხვადასხვა კულტურების ცხოვრება, ახასიათებს დაუოკებელი სურვილი მონაწილეობა მიიღოს ყველაზე განსხვავებული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმოადგენს კი კომუნიკაბელურ ადამიანს _ ეს დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე (ისეთებზე, როგორიცაა მზისა და ვენერას მდებარეობა), მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში აქცენტირება ხდება ურთიერთქმედების სივრცეზე. ამოცანა _ საკუთარი ურთიერთობა იმ ზომამდე გააფართოოს, სანამ თავად არ დაიწყებს ნებისმიერ სოციალურ ჯგუფთან ურთიერთქმედებას _ ასეთი სახით საკუთარი გონებისთვის ქმნის გიგანტურ საინფორმაციო პლატფორმას.

შესაფერისი ქცევა. ხიბლავს სოციალური შეთანხმებების სპექტრი. რომელი ჩანგლით მიირთვას მორთმეული საჭმელი, როგორ გაგზავნოს საქმიანი წერილი, რა შეარჩიოს გარდერობიდან კოქტეილისთვის _ სოციალური ცხოვრების ეს უმნიშვნელო დეტალები მისი ცნობიერებისთვის უსასრულოდ საინტერესოა. მათ შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია შეთანხმებანი კომუნიკაციის სფეროში: როგორ ისაუბროს კონკრეტულ ადამიანთან, რა არის საჭირო უთხრას და რა არ არის საჭირო. მოსწონს სხვა ადამიანების ინტერვიურება, გაგება რას და რაზე ფიქრობენ ისინი. არ აქვს მნიშვნელობა, მისდევს თუ არა ეს ადამიანი კორექტული ქცევის საკუთარ წესებს (ანდა სხვების მიერ გამომუშავებულს), მხოლოდ ერთია, არ უნდა დაივიწყოს მათი შესწავლა. ხაფანგი _ ჭორები, ხოლო ამოცანა _ ინფორმაციული ურთიერთობის პოლიტიკის ფლობა.

მეგობრობა, სოციალური წრე. მეგობრობა ფუძნდება გონებაზე და კომუნიკაციისთვის მზაობაზე. საერთოდ არ მოეთხოვება მას, რომ მისი მეგობრები იყვნენ მსოფლიოში ყველაზე სიღრმისეულად მოაზროვნეები, მაგრამ ძალიან კარგია, თუ მათ სწრაფი და მოქნილი გონება და მრავალმხრივი ინტერესები ექნებათ. თუ ისინი საუბრისგან სიამოვნებას არ იღებენ, მაშინ რეალურად არ არიან ამ ადამიანის მეგობრები. მოსწონს კონტაქტი ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებთან, რომელთა მრავალრიცხოვნების გამო შეუძლია კომპანიის შეკოწიწება, ამიტომ მისი სოციალური წრე ძალიან ფართე და მრავალსახოვანია. უფრო მეტად დაინტერესებულია მეგობრული ურთიერთობის განვითარების საფუძვლით და ისწრაფვის არ ჩამორჩეს მეგობრების ცხოვრების რიტმს. მას არ ახასიათებს სოციალური აღმქმელობა, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს, ისე არ გაიტაცოს ჭორებმა, რომ სიმართლეს ყურადღება აღარ მიაქციოს. თუ მხოლოდ მოცემული პლანეტის ეს მდებარეობა განიხილება, მაშინ შეიძლება აღინიშნოს მეგობრული ურთიერთობის ზედაპირულობაც. რა თქმა უნდა, არაფერი ცუდი არაა ასეთ ქცევაში, რადგან მისი, როგორც მეგობრის ამოცანაა _ ცხოვრების მოძრაობის შენარჩუნება, ადამიანებთან მენტალური კონტაქტის განვითარება. ეს ადამიანი უნდა იყოს მეგობრობაში აქტიური, მეგობრებთან ერთად გაემგზავროს სადმე, მათთან ერთად გააკეთოს რაიმე, მაგრამ ყველაზე მთავარი, ბრწყინვალედ გაატაროს დრო.

საერთო (ერთობლივი) შემოქმედება. მენტალური საერთო შემოქმედება. სულაც არაა სავალდებულო ეს აღნიშნავდეს იმას, რომ ეს ადამიანი ჯგუფის ტვინს წარმოადგენს; იგი ისრუტავს და ანვითარებს აზრებს, რომელიც ჯგუფის ლიდერის ახლოს “ფარფატებს”. ამ ადამიანის ჯგუფში ყოფნა ხელს უწყობს იდეების თავისუფლად გაცვლას, ასევე, უშუალოდ ფასეულობებზე დისკუსებს. მისი შემოქმედებითი როლი _ ჯგუფის იდეალური თვითგამოხატვის მიზნით იდეების გავრცელება და კონსტრუქციული კრიტიკის უზრუნველყოფა.

სიყვარულის მიღება. სურს, რომ სიყვარულის გრძნობა გამოიხატებოდეს სიტყვიერ ფორმაში. თუნდაც ჩვეულებრივი საუბარი, თუ ის საკმარისად მომხიბვლელია, შეიძლება ინტერპრირებულ იქნას როგორც სიყვარულის ნიშნების შემცველი, ასეთი ადამიანი თავაზიანობის მიმართ მგრძნობიარეა. რაც მისთვის მნიშვნელოვანია _ არის აღგზნების შეგრძნება, რომელიც ნერვიული სისტემის მიერ ჯგუფდება. სიყვარული შეიძლება წარმოდგენილ იქნეს დახუჭობანას აღმაფრთოვანებელი თამაშის სახით. სრულიად შესაძლებელია, გრძნობები ჰქონდეს საყვარელი ადამიანის მიმართ და იმავ დროულად მზად იყოს სხვა ადამიანისგან სიყვარულის ვნებიანად მისაღებად. ეს ადამიანი აკრობატია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად მრავალრიცხოვანი ზედაპირული რომანებით ჟონგლიორობა.

ამოცანა _ იმის გაგება, რომ სიყვარული გამოიხატება გონების მეშვეობით, მაგრამ მოდის გულიდან.

წყარო: ჰეტ მონსტერი

ურთიერთობის, გამოცდილების გაცვლის ინტერესი; თავადაც სწავლობენ და სხვებსაც ასწავლიან. ცუდი ასპექტებისას _ ექსცენტრიულობა, რეალობისგან მოწყვეტა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა ანდა, პირიქით, სიბრმავე ანგარებიან და ეგოისტ “მეგობრებთან” მიმართებაში.

წყარო: ინდუბალა

ეს გავლენიანი ადამიანია, რომელსაც აქვს მრავალ სფეროში ცოდნა. ფულს გამოიმუშავებს სოფლის მეურნეობის, დიდი ბიბლიოთეკის მეშვეობით, შეუძლია მეგობრობა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ალბათობაა, იყოს სიმართლის მოყვარული, რომელიც ფლობს საკმაო მდგომარეობას, მომგებიან ბიზნესს და შესაძლებლობას ცოდნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს სწორი წყაროებიდან; ამ ადამიანს სხვები ემსახურებიან.

სტატიის ავტორი:ნინო


About Tamta

Scroll To Top