მერკური XII სახლში

მერკური XII სახლში

ქვეცნობიერი

ასეთ ადამიანს შეუძლია გაანალიზოს სხვების პრობლემები, აინტერესებს ექსტრასენსორიკა და ფლობს თავისებურ იდუმალ აზროვნებას. მისი გონება განმჭვრეტელი და ფაქიზია, უყვარს მუშაობა მარტოობაში, რადგან ადამიანებთან თავის გამოხატვა უძნელდება. ნაკლებადაა საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ ცდილობს ამის დაფარვას. მისი ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია გრძნობებზე და არა გონებაზე, ამიტომაც საჭიროა ერიდოს ცხოვრებაში გამოგონებულს, წარმოსახვით სამყაროს. პლანეტის დაზიანებისას შესაძლებელია ბავშვობაში აღინიშნებოდეს სირთულეები კითხვისას, სხვის ოჯახში ანდა ინტერნატში (სასწავლებელთან არსებული საერთო საცხოვრებელი მოსწავლეთათვის. სკოლა-ინტერნატი – დახურული ტიპის სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ კიდევაც სახელმწიფოს ხარჯზე) ბავშვობის გატარება. აზროვნება ქვეცნობიერის გამოკვეთილი გავლენის ქვეშ იმყოფება. ასეთი ადამიანები ნაწილობრივ მორცხვები არიან, ამიტომ იშვიათად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.

არა ეშმაკობის გამო, მაგრამ განაწყენებისა და ტკივილის მიღების შედეგად, ხშირად ფარავენ საკუთარ ნამდვილ განწყობას და შეხედულებებს. ფლობენ კარგ ინტუიციას და მდიდარ ფანტაზიას. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, ნევროტიკული ფიქსაცია წარსულ განცდებზე და გარემოებსა და სიტუაციების მიმართ შემგუებლობის გართულება. ასეთი ადამიანები ხშირად იწყებენ ეზოთერიკის ანდა მედიცინის შესწავლას. მიდრეკილებას ავლენენ იმ სარისკო თავგადასავლებისკენ, რომელიც დაკავშირებულია საიდუმლობასთან და ხიფათთან. უყვართ უჩვეულოზე ფიქრი, აღმერთებენ საიდუმლობებსა და იდუმალს, ასევე მიდრეკილება აქვთ უცნაური საგნებისა და ამოუცნობი გარემოებების შესწავლისადმი. ფლობენ შესაშურ ნიჭს, მაგრამ ამ ნიჭის სასიკეთოდ გამოსავლენად ხშირად არ ჰყოფნით ძალა. ადრე თუ გვიან, წარმატებას აღწევენ, განსაკუთრებულ სარგებელს იღებენ დასვენებისგან, მოდუნებისგან, სიწყნარისა და განმარტოებისგან.

ასეთი ადამიანები ხშირად არათანმიმდევრულები და არამყარები აღმოჩდებიან, რაც მათი თვითრეალიზების შესაძლებლობებს ზღუდავს. საკმაოდ მჭერმეტყველები არიან და შეუძლით თავი გამოავლინონ როგორც ნიჭიერმა ორატორებმა, თუ, რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტენ რაიმეს თქმას და შეძლებენ გარშემომყოფებს აუხსნან საკუთარი პოზიცია. მიდრეკილნი არიან მედიტაციისა და მისტიური გამოცდილების მიღებისკენ. მათი საიდუმლო მტრები საკმაოდ გავლენიანნი არიან, თავად კი, არცთუიშვიათად, ეჭვებისა და განვითარების გზის შესახებ შეხსენებების წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში მოტყუებისკენ, გათამაშებისა და სიყალბისკენ მოდრეკილებას ავლენენ.

ხშირად ასეთი ადამიანები ფლობენ კარგ მათემატიკურ უნარებს და შეუძლიათ კონსტრუქციულად აზროვნება. წარმატებულნი არიან როგორც შუამავლები, ვაჭრები, თარჯიმნები, ადვოკატები, სწავლულები, მედიცინის მუშაკები და ბანკირები. ენერგიის არასწორად გამოყენებისას ეხვევიან სკანდალურ სიტუაციებში, დაუფიქრებლად აკრიტიკებენ სოციალურ ინსტიტუტებს და ხდებიან ქურდობის, ჭორებისა და ცილისწამებების მსხვერპლნი. ასეთი ადამიანები ასევე მიდრეკილნი არიან დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში კულისებს მიღმა იმ ფარული საქმიანობისკენ, რომელიც გარეშე პირთა თვალთახედვისგან და საზოგადოების ზეგავლენისგან დაფარულია. უყურადღებობის გამოჩენისას მიდრეკილებას ავლენენ უბედური შემთხვევებისკენ, ქედმაღლობის გამო მრავალ მტერს იჩენენ;

არსებობს განდევნის, დავალდებულების, ძალადობისა და იძულებითი დამწყვდევის საშიშროება. ასევე, ტენდენციაა, რომ მიდრეკილება გამოავლინონ ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის სფეროებში ჩაღმავებისკენ. ძალიან ხშირად ფლობენ გამოკვეთილ პარანორმალურ უნარებს. არცთუიშვიათად, აღმოჩდებიან საიდუმლო შეთქმულებების, ინტრიგებისა და ანონიმური ხაფანგების მსხვერპლნი. ძალიან სახიფათოა სისხლის სამართლის დამნაშავეებთან და ცუდ ადამიანებთან ურთიერთობა. ცხოვების მეორე ნახევარი უფრო წარმატებულია, ვიდრე _ პირველი, რაც ცხოვრებისეული გამოცდილებისა და სიბრძნის წყალობით მოდის და მისი მეშვეობითი ადამიანი საკუთარ ქონებრივ თუ ფინანსურ პრობლემებს წყვეტს.

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ ემოციონალური ინტელექტი, განვითარებული აზროვნება და შემოქმედებითი უნარები საიდუმლო საქმეების ზეგავლენის ქვეშაა. არ ავლენენ ნამდვილ აზრებსა და გრძნობებს, საიდუმლო კავშირები და საქმიანი ნაცნობობა, იდუმალი მფარველები, ოკულტური საქმიანობა, საიდუმლოებებისა და იდუმალების გახსნა.

(-) უარყოფითი მხარე _ ავადმყოფური გონება, რომელიც მიმართულია წარსულზე, სირთულეები ინტელექტუალურ განვითარებაში, სწავლისას. ნევროტიკული რეაქციები. საკუთარ თავზე გამოცდიან შურსა და ჭორს, მრავალი ფარული მტერი, შეზღუდული კავშირები. აფექტისას _ ცუდი მეტყველება, ცუდად კითხულობენ, გაუმართავად წერენ. ჭორისა და ცილისწამების გამო ციხის, საავადმყოფოს საშიშროება.

რუსსო, ბრეჟნევი, არაკჩეევი, სოლჟენიცინი, გარიბალდი, კონან დოილი, მახათმა განდი, ვაგნერი, ჰემენგუეი, ომარ ხაიამი.

ფრენსის საკოიანი

აზროვნება ქვეცნობიერის ზეგავლენის ქვეშაა. გადაწყვეტილებები მიიღება ემოციების შედეგად და არა ლოგიკაზე დაყრდნობით, ფარავენ საკუთარ ნამდვილ აზრებსა დ გრძნობებს, ხშირად _ მორცხვები და იშვიათად საუბრობენ იმას, რასაც ფიქრობენ.

ძალიან დიდი მოსაუბრე არაა, მაშინაც კი, როცა სათქმელი აქვს. გარდა ამისა, მისი გონება მიდრეკილია გაურკვევლობებისკენ და ფერთა და წარმოსახვის თამაშის გარეშე უძნელდება წმინდა ფაქტიური მასალის შესწავლა. მისი ინტუიცია და პირველი შთაბეჭდილება, დიდი ალბათობაა, ძალიან ზუსტი იყოს, გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლებელია, მიდრეკილი იყოს ინტუციითა და პირველი შთაბეჭდილებით იხელმძღვანელოს.

ავესალომ პოდვოდნი „თვითგამოცემა“

ეს ადამიანი შეიგრძნობს საკუთარ მარტოობას, როცა მისი სამყაროს მენტალური სურათი აწყდება გარე რეალობას, განსაკუთრებით, როცა სხვა ადამიანების და მთლიანად, სოციუმის ანალოგიურ სურათებს აწყდება. მისი სააზროვნო ენერგია მუდმივად მიმართულია ისე, რომ სხვები ვერ უგებენ ან უგებენ ცუდად, ხისტად ანდა დამახინჯებულად და ამ გაუგებრობის კედლის გარღვევა შეუძლებლად ეჩვენება.

მერკურის დაბალ დონეზე განვითარებისას ადამიანი გარშემომყოფებს სულელად ეჩვენებათ, ხოლო დროთა განმავლობაში თავადაც ამ აზრზე დგება, მითუმეტეს, რომ თავად ფიქრი ძალიან უძნელდება და თან ეს პროცესი მისთვის ძალიან მოსაწყენია და, საკუთარი აზროვნება შეზღუდულ სოციალურ შტამპებამდე დაჰყავს, რომლებსაც შემდეგ ბარბაროსულად ექცევა _ პროფანაციას უკეთებს იმ მენტალურ წყაროებზე, რომელიც მისი (ადამიანის) გავლით მიედინება და ამის შედეგად, საკუთარი თავი თავადვე მიაქვს მსხერპლად (დაზუსტებით, საკუთრ კრისტალიზებულ მენტალურ ეგრეგორს თავს მსხვეპლად სწირავს).

მერკურის დამუშავება მიდის დამოუკიდებელი აზროვნების, იდეებისა და პრინციპების გამომუშავების გზით, რომელიც საბოლოო ჯამში, ძალიან ორიგინალურია და საერთო-საზოგადოებრივის მსგავსი არაა, თუმცა, მათ თავიდან ვერავინ იგებს, მაგრამ ამან ადამიანს უხერხულობა არ უნდა შეუქმნას. მითუმეტეს, მისგან ისედაც ითხოვენ არანაკლებ მსხვერპლს, განსაკუთრებით, მძიმე და, ამავ დროს, უნაყოფო ინტელექტუალური სამუშაოს სახით _ სანამ საკუთარი აზრები და იდეები თავადვე არ მოეჩვენება საკმაოდ კონსტრუქციულად _ სხვების გაგებითა დ საჭიროებების მიხედვით. და აქაც, ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეჩერდეს ნახევარ გზაზე, განაგრძნოს მუშაობა, სანამ აზრები არ გაჩდებიან და თავად ადამიანის შეხედულებით საკმაოდ ორიგინალურად და ფასეულად არ ჩაითვლება. მაგრამ მათ მაინც არავინ აღიქვამს: ამ მომენტში ვლინდება მენტალური სიამაყის და პოზიციის ძლიერი ცდუნება (რომელსაც უნდა გაუძლოს): “რატომ უნდა ავუხსნა ამ ხელმოცარულებსა და სულელებს; დაე, თუ უნდათ საკუთარი ბანალურობისა და სიტუტუცის დაძლევა, თავად გაერკვნენ!” ეს ადამიანი ვალდებულია გააცნობიეროს, რომ ის იგებს სხვების აზრებს უფრო კარგად, ვიდრე _ საკუთარს გამოხატავს და, ასე თუ ისე, სხვებისთვის გასაგებად და ცხადად ვერ გადმოსცემს.

მერკურის დამუშავება იძლევა შესაშურ გონებრივ უნარებს, რითაც არ უნდა დაკავდეს ადამიანი, შეუძლია, არამარტო გადაწყვიტოს პრობლემა, არამედ სიტყვებში ცხადად გამოხატოს. უმაღლეს დონეზე წარმოიშობა ცდუნება _ გადაწყვიტოს მხოლოდ ის პრობლემები, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს დაუყენებს, იმის მაგივრად, რომ გადაწყვიტოს ისინი, რომელსაც ბედი უგზავნის.

საერთოდ, ამ მდებარეობას ახასიათებს, ცხოვრებაში ბევრი ინტელექტუალური ამოცანა, საიდუმლო, დაბალ დონეზე მუდმივი ინტრიგები და გაუგებრობები კონტაქტებში, ცუდი მეტყველება და აღმქმელობა.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ისწრაფვის რაციონალურად მიუდგეს ყველა კარმულ დატვირთვას. მას ძლიერი ოკულტური გონება აქვს. შიფრავს დაფარულ მნიშვნელობებს. საკუთარი ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფს არ აქვეყნებს, წერს “მაგიდაზე”, აწარმოებს საიდუმლო დღიურებს, ფარავს საკუთარ აზრებს. დაკარგული ცოდნის ძიების პროცესში იმყოფება. მხოლოდ მარტოობაში შეუძლია აზროვნება, ფიქრი, მეცადინეობა, ინფორმაციის მიღება.

ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. ამ ადამიანის რაციონალური აზროვნება შთაგონების იმ ღია, გახსნილ ეკრანს წარმოადგენს, რომელზეც მისი ოცნებების პროეცირება ხდება და ილექება მისი ქვეცნობიერის სიღრმესა და ქვეცნობიერის საზღვრებს მიღმა, კაცობრიობის კოლექტიურ ქვეცნობიერში. მოკლედ, ნაწილობრივ, კომუნიკაციას დაბნევამდე მიჰყავს და ქმნის გაუგებრობებს. ხანდახან არ იცის სიტყვიერად როგორ გამოხატოს საკუთარი თავი, სხვა ადამიანები ვერ იგებენ მისი მეტყველების სახეს. ძალიან ხშირად არასწორად განმარტავს იმას, რასაც სხვები ამბობენ, მათ სიტყვებს საკუთარი ქვეცნობიერის სახეებს უერთებს. ამოცანა _ გადასცეს საკუთარი აზრი-ოცნებები იმდენად ნათლად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. გააცნობიეროს, რომ ხანდახან მისი გონება მას არ ეკუთვნის, კომუნიკაციისთვის იპოვოს არავერბალური შესაძლებლობები.

განფოკუსირებული ინტუიცია. ინტუიციური შეტყობინებები აზრების ფორმით ვლინდება _ თითქოს მისი საკუთარი რაციონალური აზროვნების ცნობიერ პროდუქტს წარმოადგენდნენ, მაგრამ ეს ასე არაა; ისინი სიგნალებია, რომლებსაც გარდაქმნის აზრების ქარგად. მისი საკუთარი აზროვნება ვითარდება სინქრონულად _ საზოგადოების ქარგების ცვლასთან ერთად, ამიტომ ის წარმოადგეს იმ მოვლენების მაუწყებელს, რომელიც საზოგადოების ცხოვრების წინა მხარეს ატრიალებს. ის ბუნებრივი სახით იღებს ახალ, საზოგადოებრივ სიტყვობრივ ცვლილებებს, ხოლო მისი აზროვნება დროთა განმავლობაში იცვლება. იმისთვის, რომ შენარჩუნდეს აზროვნების სიცხადე და მინიმუმადე დაიყვანოს გაუგებრობების საფრთხე, სავალდებულოა ისწავლოს მენტალურად წყნარად ყოფნა. ამოცანა _ გაგება, რომ მისი გონება – ეს არამარტო რაციონალური მანქანაა. ყური მიუგდოს ინტუიციურ სიგნალებს და გახსნას ისინი _ საიდან მოდიან და რისთვისაა განკუთვნილი.

განცალკევება ანდა განმარტოება. განიცდის სხვა ადამიანთა ქაოტური აზრებისგან საკუთარი გონების გაწმენდვის მოთხოვნილებას _ მოთხოვნილება აქვს მენტალური ნაგავის გადაყრისა. ინფორმაციის ძალიან უხვმა მოვარდნამ, ანდა მძლავრმა ინფორმაციულმა გაცვლამ, შეიძლება გადაწვას მისი ტვინი. თუ დაძაბულობა ლიკვიდირებული არ იქნება, მაშინ მისი აზროვნება დამახინჯდება. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა გულის ძგერაც კი უნდა შეაჩეროს, მაგრამ შეუძლია აზრები დროებით გადართოს სხვა რამეზე. დაე, გონება მიედინებოდეს საკუთარი გზით, არ უნდა მიაქციოს ყურადღება და დაძაბულად არ უნდა უყუროს ამ დინებას. არ სჭირდება ყოველი აზრის “კითხვა”. დაე, მიმართოს საკუთარი ცნობიერება გარეთ, აზროვნების კაკაფონიის საზღვრებს მიღმა. დატოვოს რაღაც დროით და როცა დაბრუნდება, იპოვის მას განახლებულსა და ნათელს.

თვითუარყოფით დახმარება. მოსწონს გადაწყვეტილებების პოვნა იმ ფსიქოლოგიურ თავსატეხებში, რომელშიც სხვა ადამიანები მრავალ უხერხულობას აწყდებიან. მაგრამ ერთია, უნდა იყოს ყურადღებით _ არ გადაიქცეს მანქანად, რომელიც იძლევა რჩევებს. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენადაა სუფთა მისი მოტივები, შეიძლება სხვა ადამიანების პრობლემების გადაწყვეტის მცდელობამ გასრისოს. თუნდაც ეჩვენებოდეს, რომ სხვებს ნამდვილად სურთ, მათი საზრუნავით დაკავდეს, მოგებს, თუ ადამიანებს ნებას მისცემს საკუთარი გადაწყვეტილებები იპოვონ მხოლოდ მათთან საუბრისას. დარჩეს ნეიტრაული _ ეს მისი მსახურების არსობრივი მხარეა. დუმილის სპონტანური პერიოდები _ “უმეტყველობის აღქმა” _ ძალიან სასარგებლოა, რამეთუ ძალიან უხვმა ლაყბობამ შეიძლება დაანგრიოს მისი წესრიგის შეგრძნება.

“წასული ცხოვრება”. შესაძლებლობა, რომლითაც ის სამყაროს უღრმავდება, ფიქრობს და ურთიერთობს, დაკავშირებულია წარსული ცხოვრების ქარგებთან. მისი ნერვიული სისტემა უკვე დაპროგრამებულია ცხოვრების განსაკუთრებული შესაძლებლობების ინტერპრეტაციებზე _ შესაძლებლობებზე, რომლებშიც ვალდებულია ამჟამად გააცნობიეროს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში გაუგებრობების მიზეზები, არცთუიშვიათად დაფარულია წარსულ ინკარნაციებში. არაა საჭირო თავი დაიმშვიდოს და ჩათვალოს, რომ ურთიერთობის პროცესი მარტივი და ნათელია, განსაკუთრებით, კონფლიქტის ანდა გართულების შემთხვევაში. საჭიროა ივარაუდოს საპირისპირო, კერძოდ: მისი მხედველობისგან ურთიერთობა რაღაცას ფარავს; უნდა გამოიკვლიოს ეს ვიზუალიზაციის გზით, წარსული ცხოვრების გარემოში საკუთარი სახების და სხვა ადამიანების სახების ხილულად წარმოდგენით. რაც უკეთ გაავლებს საზღვარს წარსულსა და აწმყოს შორის, მით ადვილად მიაღწევს ურთიერთშეთანხმებას. ამოცანა _ გაერკვეს საკუთარ წარსულ ცხოვრებებში, იპოვოს უთანხმოებების ანდა გაუგებრობების წყაროები და შედეგად ისწავლოს შეცდომების გარეშე მიმდინარე ცხოვრების ნებისმიერი სიტუაციაში ფაქტების წვდომა.

ნეტ მონსტერი

გადაწყვეტილებები მიიღება არა ლოგიკის, არამედ ემოციის ზეგავლენის ქვეშ. ხშირად მორცხვები არიან და იშვიათად საუბრობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ბავშვები ცუდი მერკურით მეთორმეტე სახლში სწავლობენ რთულად, ცუდად კითხულობენ, გაუმართავად წერენ.

ინდუბალა

ამ ადამიანის ცხოვრებაში გამოვლინდება მნიშვნელოვანი ცოდნა ტრანსცედენტული საგნების შესახებ. ეს დიდსულოვანი ადამიანი, აკეთებს სიკეთეს საკუთარი მომავალი დაბადებების ხარჯზე. მატერიალურ ურთიერთობებში შეიძლება ჰქონდეს ვალი, დაუსრულებელი (არასრული) განათლება, კარგი პროფესიონალური შესაძლებობების უქონლობა, არამყარი გონება და ჰყავდეს მცირე ახლო მეგობრები. კლასიკური ტექსტები უთითებენ მეუღლეობრივი ერთგულების დარღვევის მიდრეკილებაზე და მცირე რაოდენობის შვილებზე.

სტატიის ავტორი:ნინო


About Tamta

Scroll To Top