მერკური III სახლში

მერკური III სახლში

გააზრებული კომუნიკაცია

ძალიან ჭკვიანი, გონიერი და ფხიზელი ადამიანია, ნებისმიერთან შეუძლია საერთო ენის გამონახავა. შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რადგან მისი აზრები ნათელი და ზუსტია. ფლობს ლიტერატურულ ნიჭს, წარმატებულია როგორც მდივანი და ჟურნალისტი. ინტერესდება კვლევა-ძიებით, მოწიფულ ასაკში იწყებს ვრცელ მიმოწერას. ხშირად ეს ადამიანი საკუთარ ნათესავზე მუშაობს, რადგან მისთვის (ნათესავისთვის) იგი „იდეების გენერატორს“ წარმოადგენს. მისთვის ბავშვებს და ნათესავებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აინტერესებს ცხოვრების ყველა ასპექტი, მისი მოუსვენარი ბუნება ითხოვს ისეთი სამუშაოს პოვნას, რომელიც საშუალებას მისცემს იყოს მუდმივად მოქმედებაში. პლანეტის დაზიანებისას აღინიშნება გადატვირთვისკენ, სხვებზე გადაჭარბებული მზურველობისკენ და არასაჭირო, ამაო მღელვარებისკენ მიდრეკილება. ასეთი ადამიანისთვის ძალიან ძნელია ზღვარის დაცვა, შედეგად _ ხშირად იღლება, იტვირთება და იქმნება იმის საფუძველი, რომ იძულებული გახდეს სხვები მოატყუოს.

მისთვის მოწევას მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს. საჭირო და აუცილებელია _ ნებისმიერი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხელისმოწერამდე სამჯერ მაინც გადაამოწმოს. ასეთი ადამიანი შესანიშნავ ინტელექტუალურ უნარებს ფლობს, აინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობები და ურთიერთობებში მნიშვნელოვან მოხერხებულობას ავლენს. ისინი კარგი მწერლები და ორატორები არიან, განსხვავდებიან ორიგინალური და მოძრავი გონებით. ხშირად გადაადგილდებიან და გაცხოველებულად კონტაქტობენ ნათესავებთან და მეზობლებთან. დიდ დროს ატარებენ ტელეფონთან და ტექსტებზე მუშაობაში. პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტილების მიგნებას ძალისხმევის გარეშე ახერხებენ. წარმატებული რეპორტიორები, გამომცემლები, პატივცემული მდივნები და პოპულარული სპეციალისტები არიან. ენერგიის არასწორად გამოყენებისას შეიძლება არ შეასრულონ მიცემული პირობები, ვერ გამოიყენონ დადებული შეთანხმება და ვერ მიიღონ მოგება ხელმოწერილი კონტრაქტიდან. ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან და მთელი ძალებით ისწრაფვიან საკუთარი განათლების დონის ამაღლებისკენ. უყვართ სწავლა და საუბარი, სიამოვნებით ესწრებიან ლექციებს და უყვართ წიგნების კითხვა.

გონება სწრაფი, აღმქმელი და რამდენადმე შეშფოთებული აქვთ. მრავალი მოუსვენრობა დაკავშირებულია მიმოწერასთან, პირობის შესრულების შეუძლებლობასთან ანდა შეტყობინების არასწორად გადაცემასთან. ეს ადამიანები განსხვავდებიან გონების სამეცნიერო ბაზით და ასტროლოგიისადმი ინტერესით. ისინი საკმაოდ პოპულარულები არიან, მათი შესაძლებლობები ფართოა, ხოლო კავშირები – პერსპექტიული. ისინი სიამოვნებით მუშაობენ ფოსტასა და ტრანსპორტში, ასევე, სიამოვნებით კავდებიან კომუნიკაციური პრობლემებით. ცოცხლები და სიცოცხლის მოყვარენი, მოძრავნი და სიცოცხლის უნარიანნი, მოქნილები და ფაქიზები არიან, სწრაფები _ კავშირებსა და მიზანდასახულნი _ კონტაქტებში. ასეთი ადამიანის ინტერესები ყოველთვის მრავალმხრივია, ამიტომაც მიდრეკილია რამდენიმე პროფესიის ათვისებისკენ. უფრო ხშირად, მათ უყვართ ინფორმაციასთან მუშაობა, რადგან ეს საქმიანობა უმყარებთ მეხსიერებას, ამდიდრებს ფანტაზიასა და აცხოველებს წარმოსახვას.

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ ორიგინალური, მოძრავი გონება, მრავალი გადაადგილება, მივლინება, მგზავრობა. ადამიანი ყველაფერს სწავლობს, მრავალი კონტაქტი, ინფორმაციას ისრუტავს _ საერთო ცხოვრებისეული მოძრაობა (ჟურნალისტი, იურისტი, მწერალი, იმპრესარიო და ა.შ.).

(-) უარყოფითი მხარე _ ცრუ ინფორმაცია, გამოსვლებთან დაკავშირებული პრობლემები, მრავალი უაზრო კავშირი და კონტაქტი, ყოველთვის სიტყვებზე იჭერენ. მოტყუებები მგზავრობისას, ნათესავებთან პრობლემები.

პუშკინი, გოგოლი (ორივესთვის დები მძიმე ტვირთი იყო), კ. მარქსი, ჯ. ნერუ, ლისტი, ლეონარდო და ვინჩი.

ფრენსის საკოიანი

უბრწყინვალესი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მოხერხებულობა და ადამიანებთან ურთიერთობების ინტერესი. კარგი მწერლები, ორატორები, განსხვავდებიან ორიგინალურობით, ცოცხალი, მოქნილი გონებით. დამახასიათებელია ხშირი მგზავრობები, გაცხოველებული კონტაქტები ძმებთან, დებთან, მეზობლებთან. დიდ დროს ატარებენ ტელეფონთან ანდა წერილებზე. სხვადასხვა პრობლემებისთვის პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს პოულობენ. კარგი მდივნები, ტელეფონისტები, რეპორტიორები, გამომცელები. აქვთ კარგი, ყველაფრის მსრუტავი და კომუნიკაბელური გონება, თითქოსდა, ყოველთვის საქმეში არიან ჩაფლულნი; მუდმივად აგროვებს ინფორმაციას და სხვებს უზიარებს იდეებს. მისი ყურადღება შეიძლება საკმაოდ არამყარი იყოს: აქვს მრავალი სხვადასხვა ინტერესი, ადვილად იტაცებს სხვა რაღაცეები, ხანდახან შეიძლება გადაჭარბებულად დიდხანს ილაპარაკოს. აქვს სწავლის და სწავლების უნარი, ისწრაფვის სწავლისას ანდა ფიქრისას ახალ საგანზე სწრაფად გადავიდეს.

ავესალომ პოდვოდნი „ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება ისე და ისეთი რამ თქვას, რომ ათი სულელი გაჩუმდება“

მერკური მესამე სახლში წარმოადგენს ამავე სახლის სიმბოლურ მმართველს. ეს მდებარეობა აღნიშნავს ადამიანებთან ურთიერთობაში უდიდეს აქტიურობას და მოხერხებულობას. ძლიერი მერკურისას (განსაკუთრებით ჰაერის სტიქიის ნიშანში), ეს იძლევა მანიპულაციის შესაძლებლობას, ადამიანის აზრები იპყრობენ გარშემომყოფებს. მესამე სახლის წყლის ნიშანში მდებარეობისას _ ჰიპნოზური უნარები. დაზიანებული მერკური იძლევა წვრილმან ნაცნობობას, ზედაპირულობას (მოძრავი ჯვარი) ანდა, პირიქით, ურთიერთობაში აზროვნების გაჭედვას (მუდმივი ჯვარი). აქ იქმნება მთლიანად სოციალური წრის რაციონალიზაციის ძლიერი ხიბლის საშიშრება, ანუ ადამიანებს აღიქვამს როგორც მოაზროვნე ავტომატებს.

მერკურის მარსთან ასპექტებისას, ამ ადამიანს შეუძლია ნებისმიერის გადარწმუნება, რითაც ბოროტად არ უნდა ისარგებლოს. თუ მეცხრე სახლი არ არის ძლიერი, მაშინ მესამე სახლი გადაწონის მეცხრე სახლს და ადამიანს დასჭირდება ჯგუფური სოციალური ეთიკის მუდმივად მხედველობაში ქონის სწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანში მოხერხებული რაციონალური ‘პირადი” სწრაფად იწყებს დაბალი საწყისის მსახურებას. საერთოდ, როდესაც სხვა ადამიანების გარემოცვაშია, აზროვნება გაცხოველებულია _ სურს რაიმე მოუყვეს, რაიმე ასწავლოს და ა.შ. ხოლო ადამიანური რესურსების _ საზოგადოების გარეშე ვარდება აპათიასა და დეპრესიაში.

სწავლებისას ავლენს უდიდეს მენტალურ აქტივობას, ჰაერშივე იჭერს ყველაფერს, უკიდურეს შემთხვევაში, არც ისე რთული (ანუ მარტივი) აზრები აქვს (ათვისებისთვის სასურველია ძლიერი ტყუპების ნიშანი ანდა მერკური ჰაერის სტიქიის ნიშანში). უჭირს ემოციონალურად გადატვირთული ინფორმაციის აღქმა და, სავარაუდოა, სკოლაში სწავლისას არ იყოს ლირიკული პოეზიის მოყვარული (თუ, რა თქმა უნდა, მესამე სახლში, ანდა მერკურთან ასპექტით, არაა დაკავშირებული მთვარე ანდა ვენერა). მისთვის ადვილია ცოდნის ათვისება აქტიურ რეჟიმში, მასალის ნაწილის (და/ან ნაწილებად) დამოუკიდებლად დამუშავება (მაგრამ მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ), ამოხსნას ამოცანები და ა.შ.

მასწავლებლისთვის, მერკურის მესამე სახლში მდებარება იძლევა მოსწავლესთან შესანიშნავ მენტალურ კონტაქტს, ანუ ცოდნას _ როცა და რაც საჭიროა რომ ითქვას _ რათა გაიგოს მოსწავლემ; მხოლოდ ერთია, საშიშროება შეიძლება მოდიოდეს ცოდნის რაციონალურ-ლოგიკურ მხარეზე გადაჭარბებული აქცენტის გაკეთების ხიბლიდან; საჭიროა გათვალისწინდეს _ სწავლების ემოციონალური და სულიერი მხარეები და არ მოხდეს მისი გადატვირთვა სხვადასხვა შეხედულებებით.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ამყარებს მრავალ არასაჭირო კავშირს, ზეცნობისმოყვარეა. თუ მოახერხებს კარგად კონცენტრაციას, მაშინ შეუძლია მიაღწიოს დიდ ინტელექტუალურ წარმატებებს, ხოლო თუ არა _ იძირება ინფორმაციულ მორევში. აქვს დაბალი ინფორმაციული საფუძველი _ ნებისმიერი სიახლე ეჩვენება ფასეულად.

ინფორმაციის მუდმივად დამუშავება. ყველა მოვლენა იწყება ცნობის მიღებით _ ზარით, წერილით და ა.შ. სწავლისკენ მუდმივად ისწრაფვის, ყოველთვის მასწავლებლის ძიებაშია. კარგი დაწყებითი განათლება _ გადამწყვეტი მომენტია. ადამიანს შეუძლია გაანაწილოს ყურადღება რამდენიმე დავალებაზე, სწრაფად გადაეწყობა ერთი საქმიანობიდან მეორეზე, აფასებს სიტყვას და კავშირის საშულებებს.

ბილ ჰერბსტი

გარშემომყოფი ადამიანები და საგნები: მერკურის მესამე სახლში მდებარეობა უთითებს გარშემომყოფთა წრის მიმართ დაუშრეტელი ინტერესის ქონაზე. ნაწილობრივ, ეს ადამიანი თემიდან თემაზე, საგნიდან საგანზე დახტის, მისი ნერვიული სისტემის შეგრძნებები გაუმაძღარია მისწრაფებაში _ იპოვოს და “დააგემოვნოს” გარშემყოფთა წრის ახალი საზღვრები. მოცემულ შემთხვევაში აქტიურობა _ მენტალურიც და ფიზიკურიც, აქცენტირდება გარშემომყოფთა კვლევა-ძიებითა და აღქმით. ჩვეულებრივ, ის მუდამ ძიების პროცესშია, ეძიებს ყველა იმ ახალ-ახალ წყაროებს, რომელიც საშუალებას აძლევს ინტერესი გაუღრმავდეს. მერკურის ნებისმიერ სახლში მდებარეობა ამ სახლს აქტიურობის თვისებებს სძენს, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, იქმნება სიტუაცია, როცა ანათემას გადასცემს მოწყენილობას და მას სრულიად ართმევს სულის მხარდაჭერას. ამოცანა _ მარადიულად აქტიური ცხოვრების დახმარებით განავითაროს მოსაზრებულობა და ტვინის შესაძლებლობები.

კონკრეტული აზროვნება: მისი მენტალი მოძრავი, სწრაფია და ძალიან კარგად ერგება მოცემულობით მანიპულირებას. ცნობიერებას, როგორც კომპიუტერს, შეუძლია ისე მოქცეს; გამუდმებული ძიებისა და დახარისხების შეუწყვეტელ პროცესში მოცულობითი ინფორმაციით ჟონგლიორობა, რომელიც მიზანმიმართულია გაგების ახალი ფორმების შექმნაზე. აქ აქცენტირებულია სუფთა რაცინალიზმი, რომელიც საჭიროა აზროვნების სიცხადისთვის შესაბამის დონეზე შენარჩუნდეს. ხაფანგი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი მონაცემების (ინფორმაციების) დაუსრულებელი დევნის პროცესში შესაძლებელია მთლიანობის გაგების, შეგრძნების დაკარგვა, ხოლო ამოცანა _ აღიქვას ინფორმაციული ურთიერთქმედების უწვეტად ცვალებადი კალეიდოსკოპი.

ცნობისმოყვარეობა: ის – პიროვნებაა, რომელიც ფლობს გაუმაძღარ ცნობისმოყვარობას, ამიტომაც, რაიმე, განსაკუთრებული ინფორმაციის დევნის პროცესზე უფრო მკვეთრად, აზროვნების მუშაობაა გამოხატული. ცოდნა არ წარმოადგენს ძიების საბოლოო პუნქტს, უფრო მეტად, ის მისი ნერვიული სისტემის დაწყნარება-დალაგების საშუალებაა. ხაფანგი _ ნამდვილად მნიშვნელოვანის შესწავლაზე კონცენტრაცია საკმაოდ დიდი ხნით არ ხდება, სამაგიეროდ უწყვეტი ნერვიული აღგზნებულობის მდგომარებაში ვარდება _ “ხიჭვი, რომლის ამოძრობაც არ შეგიძლიათ”. ამოცანა _ სიამოვნება მიიღოს ცოდნის სურვილით, და არა თავად ცოდნით.

განათლება: ბავშვს, მერკურის ამ მდებარეობით, ხშირად ბუნებისგან მინიჭებული სწავლის უნარები აქვს. კომუნიკაცების სიახლეებისკენ მიდრეკილება შეიძლება უფრო ადრეულ ასაკში განუვითარდეს, მართალია, ამ შემთხვევაში, მას მხარდაჭერა, სხვადასხვა სტიმულების მეშვეობით, მაღალ დონეზე უნდა აღმოუჩინოთ. მიღებული ენობრივი სიახლეები, შეიძლება, ასევე წარმატებით განვითარდეს. მოგვიანებით კი, ყველა პირობა არსებობს, რომ ამ ადამიანს ძალიან მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდეს _ “იცის ბევრი რამ, მაგრამ არაფერს ფლობს ოსტატივით”, რამეთუ საინტერესო თემაზე, მხოლოდ ზედაპირული ცოდნა ექნება.

კავშირი: ჩვეულებრივ, მერკური უთითებს, ძალიან მოლაყბე და სიტყვაუხვ პიროვნებაზე. თუმცა, ეს თვისება შეიძლება ადამიანის დამახასიათებელი არც იყოს, რადგანაც, მერკურის შემთხვევაში (ისევე როგორც სხვა პლანეტების შემთხვევაში), მნიშვნელობა აქვს ზოდიაქოს ნიშანს (რომელშიც მერკური იმყოფება) და მერკურის ასპექტებს (სახლებთან, პლანეტებთან), რომლებსაც შეუძლიათ არსობრიად შეცვალონ სიმბოლიკა.

მხოლოდ ერთია, ზემოთქმული შეიძლება გააწონასწოროს იმან, რომ მერკურის ჩვეულებრივი მდგომარებაა (ფუნქციაა) _ ინფორმაციის დამუშავება. როცა ინფორმაცია ადამიანამდე აღწევს, მაშინ მისთვის ფასეული ხდება თავად ინფორმაცია, და არა მისი სტილისტური გაფორმება, მაგალითად, ხმის ტონალობა. ურთიერთობისას, სხვა ადამიანებმა ყურადღებით უნდა მოუსმინონ თავად მის სიტყვებს და არა ხმის ტენბრსა თუ ჟესტიკულაციას. იმიტომ, რომ სიტყვები საფუძველს, გასაღებს წარმოადგენენ.

ნეტ მონსტერი

ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესი და მოხერხებულობა. გაცხოველებული კონტაქტები ძმებთან, დებთან და მეზობლებთან. კარგი მდივნები, მწერლები, სწავლულები.

ინდუბალა

ეს მდებარეობა ადამიანს აძლევს მწერლობის უნარებსა და შესაძლებლობებს, ასევე, შესაძლებლობას _ საქმე ჰქონდეს ციფრებთან და ფაქტებთან. ასეთი ადამიანიები სხვებს სიკეთეს უკეთებენ, მაგრამ თავად სამყაროს შეგრძნების უკმარისობას განიცდიან; მათ მრავალრიცხოვანი სანათესაო ჰყავთ. გაბედულნი არიან და საკუთარ სამუშაოს, დაბრკოლებების მიუხედავად, ბოლომდე ასრულებენ. უყვართ სწავლა, მეგობრობენ დიდ ბიზნესმენებთან, მიდრეკილნი არიან ნერვული დავადებებისკენ.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top