სახლისა და ოჯახის შეცნობა-გაცნობიერება
ეს გაბედული (გადაწყვეტილების გაბედულად მიმღები) და საზრიანი ადამიანია, რომელიც კარგი მახსოვრობა აქვს. ის ამაყობს საკუთარი ოჯახით, უყვარს წიგნების, მონეტების, საფოსტო მარკებისა და ანტიკვარიატის კოლექციონერობა. მისი მშობლები შეიძლება იყვნენ საკმაოდ განათლებულნი და კულტურულები. მიდრეკილია საცხოვრებლი ადგილის ხშირად ცვლისკენ, უყვარს საკუთარ სახლში აქტიური საქმიანობით დაკავება. შესაძლებელია, მოუწიოს ცხოვრება რომელიმე ნათესავთან. რამდენადმე დაძაბულია და ადვილად ღიზიანდება. ასპექტი კეთილგანწყობილია სავაჭრო მოქმედებებში შუამავლობის, აგრარული შრომის, ეკოლოგიით დაკავების, არქეოლოგიისა და გეოლოგიის მიმართ. ოჯახური ცხოვრება გაჟღენთილია ინტელექტუალური სულით და ორიენტირებულია აღზრდაზე.
მერკურის ასეთი მდებარეობით ადამიანი სიამოვნებით იძიებს გვარის ისტორიასა და მიდრეკილია გამოიკვლიოს ოჯახის გენეოლოგიური ხე. მისი სახლი _ სამუშაო ადგილია, აგროვებს დიდ ბიბლიოთეკას და ბევრ დროს ატარებს ოჯახურ წრეში (სადაც ეწევა ინტელექტუალურ საქმიანობას). სახლი წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობის ცენტრს _ ყოველთვის სავსეა საუბრებით, დიალოგებითა და სატელეფონო მოლაპარაკებებით. შესაძლებელია, მომთაბარე ცხოვრების სტილი (გადაადგილებები), ნებისმიერ შემთხვევაში, აღინიშნება მრავალი გადაადგილება და თავისებური სახის “ცხოვრება ბორბლებზე”. ენერგიის არასწორად გამოყენებისას შეიძლება ოჯახის წევრებთან კამათები და შეხედულებებში განსხავევებების წარმოშობა.
ასეთი ადამიანის სამეწარმეო საქმეები საკმაოდ არამყარი და არამუდმივია, სამაგიეროდ ხშირად უწევს გადაადგილება და მოგზაურობა. შესაძლებელია, სრულიად საფუძვლიანად იყოს შეშფოთებული საოჯახო საქმეებში წონასწორობის დარღვევის გამო; ასევე, შეიძლება იყოს კერძო სკოლის მფლობელი, დაკავდეს რეგისტრაციით ანდა იყოს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი. საერთოდ, ასეთი ადამიანის ცხოვრებაში არასაკმარისია სიმყარე და მუდმივობა. შეპყრობილია შუამავლისა და ვაჭრობის სულით, აქვს მრავალი საზღვარგარეთული კავშირი, ბოლო დღეებამდე ინარჩუნებს სულიერ სიახლეს.
ასეთი მდებარეობა კეთილგანწყობილია აგრონომიითა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებისთვის. არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანები ხდებიან თავისუფალი პროფესიების წარმომადგენლები. ამ ფაქტორის გავლენის დიაპაზონი ძალიან დიდია, ამიტომაც, შესაძლებელია, მის განმარტებასა და ახსნებში შეცდომები და ცდომილებები _ ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს. არცთუ იშვიათად, ასეთი ადამიანები აღმოჩდებიან საკმაოდ განათლებულები, კარგად აღზრდილნი და ინტელექტუალები. ისინი ინტერესდებიან საკუთარი მსოფლმხედველობის გაფართოებით და დიდ დროს უთმობენ სულიერ ძიებებს.
პაველ გლობა
(+) დადებითი მხარე: _ ადამიანის სახლი _ ურთიერთობის ცენტრია. მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგება კარგი განათლება და ინფორმაცია. ხშირად გონება მიმართულია წარსულისკენ _ ისტორიკოსების, არქეოლოგების, გენეოლოგიის მკლევარების ნიშანია. აქვთ კვლევის ოკულტური საფუძველი, მისტიკური ინტელექტი, ღრმავდებიან წარსულის მიზეზებამდე. ხშირად სახლის განახლება _ დიდი ხნით არ ჩერდებიან ერთ ადგილზე.
(-) უარყოფითი მხარე _ სახლში მრავალი ცვლილება, საცხოვრებელი სახლის გაცვლასთან დაკავშირებული ისეთი კონტაქტები, რომელიც მას არ აწყობს. ხშირი გადაადგილებები, მომთაბარე ცხოვრების სტილი. ოჯახის წევრების შეხედულებებისგან განსხავებული შეხედულებების ქონა. ცუდი ინტელექტუალური აღქმელობა, რომელიც მიიღო მშობლებისგან ანდა ცუდი მემკვიდრეობა ინტელექტუალური მიზეზებით (თუ გვარში “სულელები” ჰყავს, მაშინ მათგან მემკვიდრეობით მიიღებს იგივე სისულელეს) _ საჭიროა ბავშვობიდან აღიზარდოს, რათა განეიტრალიზდეს ეს.
პიკასო, ბლავატსკაია, ემილ ზოლა, ჰაიდნი, პაგანინი, რემარკი, კროული.
ფრენსის საკოიანი
ოჯახში ინტელექტუალურ-აღმზრდელობითი სამუშაო, ხშირად ისინი განათლებული მშობლების შვილები არიან. უყვართ ოჯახის გენეოლოგიური ხის და ისტორიის კვლევა-ძიება. ხშირად მათი სახლი _ სამუშაო ადგილია. ხშირად აგროვებენ დიდ ბიბლიოთეკას, დიდ დროს ატარებენ ოჯახის წრეში, ინტელექტუალურ საქმიანობაში. ინტერესი აქვთ: მიწათმოქმედებითი ნაკვეთების და მიწათმოქმედებისა, მეცნიერებებისა, გეოლოგიისა, ეკოლოგიისა. სახლში _ მრავალი ცვლილება, გადაადგილება, ცხოვრება ბორბლებზე. აქვთ საკმაოდ დიდი გონებრივი ბაზა, შეიძლება მოსწონდეთ საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ოცნებების შესახებ დღიურის წარმოება ანდა შეისწავლონ ფსიქოლოგია, ისტორია, ასევე საკუთარი ცხოვრების შინაგანი პროცესები და ემოციონალური საფუძვლები. ის გულმოდგინეა და იძირება წიგნებში, ამ დროს ივიწყებს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება.
ავესალომ პოდვოდნი “მოაზროვნე”
საერთოდ, პირად რუკაში მერკურისთვის მთლად სასიამოვნო მდებარეობა არაა. აქ მერკური ქვეცნობიერის სიღრმეებშია განდევნილი. მერკური ვალდებულია ადამიანს მისცეს ძალიან ბრძნული ცხოვრებისეული პოზიციები (და ისიც დამუშავების შემთხვევაში), ხოლო ჩვენს ცივილიზაციაში მას (მერკურის) მოეთხოვება, როგორც წესი, სულ სხვა სახის მომსახურების გაწევა _ მეტად ოპერატიული და პრაქტიკული; ამიტომ, ალბათობაა მძიმედ ფიქრის კომპლექსი, განსაკუთრებით თუ მერკური კუროში ანდა თხის რქაშია, ხოლო დაზიანებისას _ შეიძლება გარშემომყოფებმა ეს ადამიანი დამუხრუჭებულად ანდა გულუბყვილო სულელად ჩათვალონ. ამასთან ერთად, საკმაოდ რთულად და ძნელად გაცნობიერებული ცხოვრებისეული პოზიცია ითხოვს, ზუსტადაც ადამიანის შინაგანი და გარეგანი სამყაროს შეცნობას, იდეალში _ ენერგიებით მენტალური მართვის ათვისებას, რომელსაც ადამიანის ფსიქიკა და გარეგანი რეალობა მოძრობაში მოჰყავს.
დაბალ დონეზე დამუშავებისას ცხოვრებისეული პოზიცია იზიდავს ცხოვრების გონიერი საწყისის უარყოფას: “ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება _ სისულელეა”; უფრო კულტურულ ვარიანტში: “სამყარო ამოუცნობი და მიუწვდომელია”.
დამუშავება ცვლის ცხოვრებისეულ პოზიციას უფრო კონსტრუქციული კუთხით: “საჭიროა სამყაროს შეცნობა” და მისი გამყარება იძლევა რელიგიური გრძნობის პირველ სხივს; უმაღლეს დონეზე ღმერთი უბრალოდ საუბრობს ადამიანთან, მაგრამ ისე, რომ ამ უკანასკნელს საერთოდ აღარ რჩება ათეისტური ეჭვები.
ადამიანი ცდილობს ოჯახთან ურთიერთობა ააგოს რაციონალურ საფუძვლებზე, მოლაპარაკებების მსვლელობისას აშორებს წინააღმდეგობებს. მას სჯერა გონების ძალის, მაგრამ მიდრეკილია არ დააფასოს ემოციურ-ემპატიური საწყისი (თუ მეოთხე სახლის კუსპიდი წყლის ნიშანშია, ანდა ვენერა მეოთხე სახლშია _ ეს არბილებს სიტუაციას).
მერკური _ უხეში ინსტრუმეტია ფაქიზი, წმინდა მისტიური პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც დამახასიათებელია მეოთხე სახლის ნებისმიერი გამოვლინებებისთვის, ამიტომ საჭიროა გათვალისწინდეს აზროვნების სიფაქიზე და ადამიანი ეცადოს ყოველთვის მხედველობაში ჰქონდეს საკუთარი გაგების საზღვრები; დევიზი: “ჭკვიანი ადამიანი განსხვავდება ბრძენი ადამიანისგან მზაობით _ უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას”.
ბორის იზრაიტელი
ეს მდებარეობა იძლევა კარგ ასოციატურ მეხსიერებას _ ინფორმაცია ღრმად ჯდება. სახლი _ შეხვედრების ადგილი. კავშირი ოჯახის წევრებს შორის რამდენადმე ზედაპირულია. ადამიანი არაა მიჯაჭვული სახლთან. მემკვიდრეობით ერგება დიდი ბიბლიოთეკა. საყრდენი _ ერუდიცია.
ბილ ჰერბსთი
მიკრო-კოსმოსი. მერკურის მეოთხე სახლში მდებარეობა უთითებს, რომ ამ ადამიანის აზრები, იდეები და ყველა სახის კავშირი დაკავშირებულია უფრო პიროვნული დონის “მე”-სთან. ის ბევრ დროს ხარჯავს საკუთარ თავსა და მისთვის საყვარელ ადამიანებზე ფიქრში. რაც მისთვის ცნობილია, ინახავს საიდუმლოდ და, თუმცა, სრულიად ბუნებრივია, არსებულ ინფორმაციას კონსერვატორულად მოექცეს, ხანდახან ასეთი ქცევა შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. ამოცანა _ გააცნობიეროს და შეიცნოს, რომ მისი აზრები _ პირადია, არასაიდუმლოც შეიძლება იყოს და ისწავლოს ზოგიერთი ამ აზრების იმ ადამიანებისთვის გაზიარება, ვისაც უფრო ენდობა, რის შედეგადაც მიიღოს სიამოვნება.
პირადი უსაფრთხოება. სახლი წარმოადგენს მისი მენტალობის სტიმულაციისთვის, საკარნავალო, ცვალებადი იდეებისა დ ფიზიკური ცვლილების ადგილს. მისთვის მნიშვნელოვანია მობილურობა, რამეთუ მოწყენა და ნაცრისფერი ცხოვრება არ თვლემენ, ყოველთვის მზად არიან თავს დაესხან მაშინ, როცა მოძრაობა უცბად უძრაობით იცვლება, ამიტომ საკუთარ თავზე შეუძლია იფიქროს როგორც ადამიანზე, რომელიც “ზურგით საკუთარ სახლს ატარებს”. მერკური იმყოფება მზის ბუნებრივ დაქვემდებარებაში, ხოლო ამ შემთხვევაში შეინიშნება ისეთი ტენდენციები, როცა ხშირი გადაადგილება დამოკიდებულია მზეზე, ასევე მთლინად კარტაზე/რუკაზე. მხოლოდ ერთია, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ძაფები: საუბრები ტელეფონზე ანდა ურთიერთობა წერილებით. ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთა დახმარებით, ეს ადამიანი, დაუსრულებელი უსაფრთხოების გრძნობას იქმნის. ხაფანგი _ ოჯახის ფესვებისა და საფუძვლისგან მოშორება, ანდა ამის უფლება სხვა ადამიანებს მისცენ; ამოცანა _ აქცენტების შერევით საკუთარი უსაფრთხოების თემის განვითარება, დამუშავება და ერთდროულად მისი განვითარების ცვლილების მოთხოვნების გათვალისწინება.
ემოციონალური შტამპები. მისი ე.წ. “ბრენდი” (მისი ქცევები) უფრო მეტად ადამიანებისა და მენტალური ინსტრუქციების დაკვეთით იყო კონსტრუირებული. ის, რასაც ხედავს და ესმის, მისი სამომავლო ქცევის მოტივაციისთვის მძლავრ წყაროს წარმოადგენს, რამეთუ აქ მუშაობს იმიტაციური მოდელირების წესი: “რასაც დაინახავს, ის აუცილებლად უნდა გაკეთოს კიდეც”. გავლენა, რომელსაც გონება ახდენს, ან დადებითია, ან უარყოფითი (შუალედი უბრალოდ არ არსებობს). მოკლედ, მერკური _ ეს მნიშვნელოვანი პლანეტაა იმ ათი პლანეტიდან, რომელიც “ბრენდის” სტრუქტურის გახსნას ახდენს.
მშობელი _ “შინაგანი კავშირები” ადამიანთან. თუმცა მერკურის ზემოქმედება მზის გავლენის მოდიფიკაციას უფრო წარმოადგენს, ხოლო დამოუკიდებელ ზემოქმედებაზე, მისი მდებარეობა აქ უთითებს დედაზე, როგორც მასწავლებელზე, რომელსაც ძლიერი გავლენა აქვს ადამიანზე. მან (დედამ) ჩვილობის ასაკში ამ ადამიანის ნერვიული სისტემისა და მენტალური აპარატის სტრუქტუირება მოახდინა. თუ მაინც და მაინც, მისი მზე მესამე ანდა მეხუთე სახლში იმყოფება, მაშინ, შესაძლებელია, დედას ეჭვები ჰქონდა _ როგორც დედას რომელი როლი აერჩია, შეიძლება უპირატესობა მიანიჭა ცივ, მშრალ მენტალურ და არა თბილ, რბილ ემოციურ კონტაქტს.
ფარული (პრივატული) ინტუიცია. პირადი ინტუიციისათვის სააზროვნო პროცესები ბუნებრივ გასაღებს წარმოადგენს. პლანეტის მოცემულ მდებარეობისას ადამიანი ვალდებულია დაკავდეს ფაქტების გაშიფვრით, დიდი დრო იხარჯება შინაგან “მე”-სთან სიტუაციის, პრობლემების ანდა უფრო უკეთესი ვარიანტის შერჩევა-გარკვევის საუბრებში. პასუხები შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ კითხვის დასმა არა ჩვეულებრივ ფორმაში არამედ, როგორც სოკრატეს დაუსრულებელი დიალოგი, ისე წარიმართება: ის სვამს კითხვებს, ხოლო მისი “ხელმძღვანელები” პასუხებს სულ სხვა კითხვებზე იძლევიან. თუნდაც კითხვას პირდაპირი პასუხი გაეცეს, მაშინაც კი ახალი კითხვის დასმის სურვილი უჩდება. მისი ე.წ. “ზედამხვედვები” ითრევენ საუბარში, მხოლოდ ერთია, ადამიანი აუცილებლად უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კავშირის არხები გახსნილია, რადგანაც კონტაქტი მყარდება მის მიერ კითხვის დასმით. ეს ადამიანი უნდა “შევიდეს” შიგნით და შეეხოს “არაფერს”, თუნდაც ყოფიერებაში ეს “უსხეულო”, “არამატერიალურ” რამედ იქნეს აღქმული.
ნეტ მონსტერი
უყვართ ისტორიული, საერთოდ, ინტელექტუალური კვლევა. ხშირად _ აქვთ დიდი ბიბლიოთეკა. უყვართ საკუთარი ოჯახის გენეოლოგიის ძიება. სახლი – ურთიერთობის ცენტრია: აქვთ მრავალი სატელეფონო საუბარი. მრავალი ცვლილება: გადაადგილებები, ბორბლებზე ცხოვრება. ცუდი ასპექტებისას _ კამათები და შეხედულებათა განსხვავება ოჯახის წევრებთან.
ინდუბალა
ეს ადამიანები მიჯაჭვულნი არიან საოჯახო ცხოვრებას. ისინი განათლებულნი, გულწრფელად რელიგიურნი არიან. მათგან შესანიშნავი მშობლები, პედაგოგები, კრიტიკოსები დგებიან. ისინი შორ მოგზაურობებში მიდიან და ცხოვრობენ ფერწერულ, მწვანე ადგილებში, ფლობენ კერძო საკუთრებას და კარგ სატრანსტორტო საშუალებებს. მომთხოვნები და გარკვეულები არიან.
სტატიის ავტორი:ნინო