მერკური VI სახლში

მერკური VI სახლში

სამუშაოს გააზრება

ასეთი ადამიანი პრაქტიკული, თავშეკავებული, სისტემატიური და ძალიან დაკვირვებულია. მისი ქმედებები ეფექტურია, უყვარს გონებრივი სამუშაო, აინტერესებს განათლება, ჯანდაცვის საკითხები, ლიტერატურა, მედიცინა და ჰიგიენა. იზიდავს საკონსტრუქტორო და საინჟინრო სპეციალობები. შრომისმოყვარე და შრომისუნარიანია, მხოლოდ ერთია, მიდრეკილება აქვს სამუშაოთი გადატვირთვისკენ. ასპექტი კეთილგანწყობილია ვაჭრობის, სამდივნო საქმიანობისა და ღონისძიებების სისტემური დაგეგმარებისთვის. ხშირად, ასეთ ადამიანებს მრავალი პროფესია აქვთ და მუდმივად სამუშაოთი არიან დატვირთულნი. შესაძლებელია გადაჭარბებული და ამაო მღელვარება, რომელიც მის გუნება-განწყობაზე ცუდად აისახება. დაავადებათა უმრავლესობა ფსიქომატურ ხასიათს ატარებს.

აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სწორ კვებას. ასეთი ადამიანი ადვილად იძენს საიდუმლო ცოდნას და ფლობს პროფესიულ სიახლეებს. მუშაობს საფუძვლიანად და მეთოდურად, ყოველთვის საქმის ყურშია მეცნიერებასა და ტექნიკაში იმ უახლოესი მიღწევების თაობაზე, რომელიც მის პროფესიასთანაა დაკავშირებული. საერთო ინტელექტუალური შესაძლებლობები მაღალია. მიდრეკილება აქვს საკუთარ კომფორტზე ზრუნვისკენ და პირადი ჰიგიენის წესების დაცვისკენ. აღმქმელობის სიფაქიზე განსაზღვრავს უწესრიგობისადმი მის უარყოფით დამოკიდებულებას. ქაოსში ცხოვრებამ შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიურ მოშლამდე მიიყვანოს. აღინიშნება სამუშაოთი გადატვირთვის, ასევე, ნახევარფაბრიკატების (თუნდაც ეს იყოს ინფორმაცია, ენერგია ანდა რაიმე საგანი, ნივთი) საბოლოო პროდუქტად გარდაქმნისა და სრულყოფის ტენდენციები.

ასეთი ადამიანები უნდა ერიდონ პათოგენურ ფაქტორებს (რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე), ნაკლებმნიშვნელოვანი დეტალების გადაჭარბებულად შეფასებას და ყველაფრისადმი უსაზღვრო კრიტიკას. ხელქვეითები და კოლეგები მრავალ წვრილმან საზრუნავსა და უსიამოვნებას უჩენენ. მისი ინტელექტი, გადაჭარბებული დაძაბულობის, გადაქანცვისა და შფოთვის გამო, დასუსტებისკენაა მიდრეკილი. გონებრივი აქტივობის გამოფიტვისა და გონების ელემენტარული გადაღლის გამო, შესაძლებელია, გარშემომყოფი პირებისა და პირობების გავლენის ქვეშ მოექცეს. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია, სერიოზული დარღვევები, შეფერხებები ინტელექტისა და ნერვიული სისტემის განვითარებაში. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები კარგი ბუღალტრები და შესანიშნავი შემსრულებლები არიან.

ხელმძღვანელად ყოფნა მათთვის რთულია, რადგან ხშირად შიში და შფოთვა უშლით ხელს. თუ ასეთი ადამიანი საპასუხისმგებლო ადგილს დაიკავებს და თან ექნება ფართო მასშტაბის დამოუკიდებლობა, მაშინ იშვიათად მივა ბანკროტის ზღვარზე, ამიტომაც მიზანდასახულად ახდენს სხვა საქმოსნებთან კოოპერირებას, ანდა მსხვილი ხელმძღვანელობის საწყისებისკენ წავა. მერკურის მეექვსე სახლში მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად ხდებიან წარმატებული სწავლულები, ადვოკატები, თარჯიმნები და ვაჭრები. ეს ასპექტი მიდრეკილია ვალდებულებასა და საქმეებში ჩახლართვისკენ, რაც ქმნის გადაჭარბებული ნევროზულობის საფუძველს.

ამავ დროს, ეს ამსუბუქებს სხვადასხვა საქმიანობაში ადაპტაციის შესაძლებლობას და ხელობაში მოხერხებულობას და ეშმაკობას ამძაფრებს. გონებამახვილობა ერწყმის მოხერხებულობას, სიმარჯვესა და შეცნობის შესაძლებლობებს. მთავარი პრობლემა _ შინაგანი და გარეგანი შფოთვა, მიდრეკილება მოტყუებისკენ და ამაო შიშები. პლანეტის დაზიანება ხელს უწყობს ინტერესებისა და მიზნების გაცამტვერებას, უთავბოლოობასა და ბინდოვანებას, გაურკვევლობასა და აურზაურს, ხელქვეითებთან სახლაფორთო სიტუაციებსა და თაღლითების გამო დანაკარგებს. აქვს აზრი მგზავრობებსა და მოგზაურობებს, ჯანმრთელობის გაკაჟების გამო.

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ კარგი სამუშაო, პროფესია. ნებისმიერ პირობებში შეუძლია კარგად მუშაობა, აგვარებს სამსახურეობრივ კონფლიქტებს. სამსახურში კონტაქტებისა და კავშირებისგან ყველა შესაძლებლობას იყენებს. კარგი პრაქტიკული შესაძლებლობები, გონების მუდმივად სრულყოფისკენ სწრაფვა და სამსახურშიც ზუსტად გონებრივი და საქმიანი თვისებების გამო აფასებენ. შეუძლია დაავადების წინასწარ გრძნობა, ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. შეუძლია დიდი ხნით ნაყოფიერი მუშაობა, საკუთარ თავს განსაზღვრულ სისტემაში აქცევს.

(-) უარყოფითი მხარე _ მუდმივად სხვებზე მუშაობენ, აჭარბებენ უმნიშვნელო დეტალების შეფასებისას, არ ითმენენ უწესრიგობას, ყველას აკრიტიკებენ და ცდილობენ სრულყოფას. უთანხმოებები და წვრილმანი კონფლიქტები სამსახურში, გაურკვევლობა, ჭორები. საკუთარი ჯანმრთელობის გამო გამუდმებულ შიშში არიან.

ლევ ტოლსტოი, ციოლკოვსკი, ვოლტერი, სპინოზა, ხლებნიკოვი.

ფრენსის საკოიანი

განსაკუთრებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც ეხმარება პროფესიაში. მუშაობენ საფუძვლიანად და მეთოდურად, მეცნიერებებისა და ტექნიკის დარგში მიღწეული სიახლეების საქმის ყურში არიან. წარმატებული მდებარეობაა მედიცინისთვის, საინჟინრო საქმიანობისთვის, მეცნიერებისთვის. ზრუნავენ ვალდებულებაზე, პირად ჰიგიენაზე. გრძნობების სიფაქიზე, აქედან გამომდინარეობს უწესრიგობის აუტანლობაც. ტენდენციაა ყველაფრის გადამუშავებისა, სრულყოფისა.

ეს ადამიანი საკუთარ გონებას ორგანიზაციისთვის, კლასიფიკაციისა და საკუთარი გარემოს წესრიგში მოყვანისთვის იყენებს. დაინტერესებულია საკუთარი ტექნიკური უნარ-ჩვევების სრულყოფით და ძალიან ყურადღებიანია დეტალების მიმართ. შეიძლება მისთვის დამახასიათებელი იყოს ორგანიზატორული და სამდივნო უნარ-ჩვევები, სხვების სწავლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და საერთოდ, ისეთი სამუშაო, რომელიც, ზოგადად, სწავლებასა და ინფორმაციის გაცვლას მოიცავს.

ავესალომ პოდვოდნი მგელს საკუთარი ფეხები კვებავს”

მერკური მეექვსე სახლში წარმოადგენს სიმბოლურ მმართველს.

მერკურის დაბალ დონეზე დამუშავებისას ეს ადამიანი მიდრეკილებას იჩენს იმსჯელოს იმაზე, როგორაა საჭირო მუშაობა, რაც იმ ადამიანებში ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, რომლებიც ამ სამუშაოს ასრულებენ.

საერთოდ, მერკურის მეექვსე სახლში მდებარეობა იძლევა პროფესიას, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებასთან, ვაჭრობასთან, მოლაპარაკებებთან, ინფორმაციის გაცვლასთან და მართვასთან.

უფრო მაღალ დონეზე _ ეს ის ინტელიგენტური პროფესიებია, სადაც, ძირითად ინსტრუმენტად გამოყენებულია აზრი, რაციონალური მსჯელობები: ინჟინრები, კრიტიკოსები, მიმომხილველები, სწავლულები და სხვა.

მერკურის დაზიანება იძლევა აზრების, საქმეებისა და გარემოებების გამო საშინელ მოუსვენრობას, შფოთს, რომელიც წინააღმდეგობას უქმნის ნორმალურ მუშაობას და ეს არაა შემთხვევითი: ადამიანს სჭირდება მენტალური კონცენტრაციისა და საკუთარი შრომის მართვის, გარეგანი ცხოვრების ქაოსის გადალხვის სწავლა.

დაბალ დონეზე ეს ქაოსი ადამიანს ერთდროულად ათას საქმეს აყრის თავზე და არ ძლევს საშუალებას რომელიმე მათგანი შეასრულოს და თან, იმის გაგების საშუალებასაც კი არ იძლევა, თუ კონკრეტულად, რას ითხოვენ ამ ადამიანისგან.

მერკურის უმაღლეს დონეზე დამუშავებისას ეს ადამიანი სწავლობს ენერგიის მენტალურ მართვას, რაც იძლევა გამოჩენილ ორგანიზატორსა და პრაქტიკულ საქმოსანს ნებისმიერ სფეროში (დეტალები გამოჩდება მერკურის პირად რუკაში მდებაროებით, განსაკუთრებით, იმ პლანეტის მიხედვით, რომელიც მერკურთან, მეტ-ნაკლებად, ზუსტ მაჟორულ ასპექტშია).

ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მისი აზრების ხატება: შეიძლება იგი დაავადდეს ძალიან ბევრი უარყოფითი ფიქრისას, განსაკუთრებით, ერთ ადგილზე ტკეპნისას დიდი რაოდენობით ენერგიის დახარჯვის გამო (უარყოფითი მენტალური მედიტაციები); და პირიქით, სწორი აზროვნების ფორმა, კონცენტრირებული გამოჯანმრთელებისა და სხეულის ნორმალური ფინქციონირების აღდგენის იდეაზე, ხელს უწყობს განკურნებას.

როცა ეს ადამიანი ჯანრმთელია, ძალიან საქმიანია (ხანდახან მოუსვენრობამდეც კი) და შრომისუნარიანია, განსაკუთრებით სწრაფად აზროვნებს და მიდრეკილია ლაყბობისა და ქაქანისკენ (თუ არ ეწინააღმდეგება ასცედენტი და ნიშანი, სადაც მერკური და მეექვსე სახლის კუსპიდი მდებარეობს).

ბორის იზრაიტელი

ადამიანის უქეიფობის ძირითადი პრობლემა და მიზეზი _ მცირედი საქმეებით შეფიქრიანება (თუ საქმე არ აქვს, მაშინ მოიფიქრებს რამეს და საქმეს გამოძებნის). საჭიროა _ ან ისწავლოს პრობლემების გადაწყვეტა სწრაფად და კარგად, ან არ შეამჩნიოს ზოგიერთი პრობლემა. ადამიანს შეუძლია ხელი მოჰკიდოს მსხვილ საქმეს (ოღონდაც _ “დავასრულებ რამდენიმე წვრილ საქმეს და შემდეგ ავიღებ”). ადამიანს შეუძლია დაეხმაროს გამაჯანსაღებელი სუნთქვითი გიმნასტიკა და საერთოდ, ზოგადად გიმნასტიკა.

დიეტები, დიეტოლოგი.

ასეთი ადამიანები კარგი მკურნალები ხდებიან. პროფესიები: ექიმი, მეკავშირე, სატრანსპორტო საშუალებების მუშაკი, ჟურნალისტი, კომენტატორი, გამყიდველი.

სახლში ჰყავთ პატარა ცხოველები, ურთიერთობას ამყარებენ: მოლაპარაკე თუთიყუეშებთან და სხვა ფრინველებთან.

ბილ ჰერბსტი

დაავადება და მკურნალობა. კლასიკური ნერვიული მოშლილობების წინაშე ის ფიზიკურად დაუცველია. ტერმინი “გაუგებრობა”, მოცემულ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, რამეთუ აღქმის ანდა აზროვნების შეცდომები პასუხს აგებენ შაბლონურ ქცევაზე, რომელიც იწვევს ორგანიზმის მუშაობის შეფერხებას ანდა ფიზიკურ მოშლას. ხანდახან ეს გამოწვეულია ტვინის მუშაობით, ხანდახან კი _ თავად ადამიანის მიერ. ხაფანგი _ ყოველი არასრულყოფილების შემჩნევა, შედეგად _ ხდება პესიმისტური ანდა უყალიბდება ცუდი ხასიათი. ამოცანა _ შეაგროვოს და გაანალიზოს მოცემულობა ნებისმიერი სიტუაცის თაობაზე (მათ შორის საკუთარ თავზე ზრუნვაც შედის), ობიექტურად ადევნოს თვალყური, ხოლო შინაგანი ხედვის კონცენტრირება მოახდინოს მთლიანობის აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ავადმყოფობა _ ეს არის ორგანიზმის ორგანიზებული ფუნქციონირების გაჩერება-მოშლა და მკურნალობა გულისხმობს მისი (ორგანიზმის) მუშაობის განახლების გაგებას _ შეერთებების კავშირის სწორი შექმნა.

უთანასწორო ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთობაში არათანასწორობაზე აქცენტირება ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პლანეტების ამ სახლში მდებარეობის დროს. უთანასწორობას ამჩნევს არა საერთო ურთიერთქმედების, არამედ კომუნიკაციის სფეროში. განსხვავებას განსაკუთრებულად გრძნობს სხვა ადამიანთა გონებრივ შესაძლებლობებსა და განათლებაში. ხაფანგი _ საკუთარი თავის დათრგუნვა, რადგანაც სხვები უფრო მოაზროვნეებად ანდა უფრო მჭერმეტყველებად ეჩვენება. ამოცანა _ საკუთარი გონება გამოიყენოს სიტუაციებსა და ძალაუფლების უფლებამოსილებებში იმ განსხვავებების რეგისტაციისას, რომლებიც ყველა სოციალურ ურთიერთქმედებაში არსებობს.

ვალდებულება და მსახურება. მსახურება დაკავშირებულია გონებრივი უნარების გამოყენებასთან ანდა კომუნიკაციის სფეროსთან. ლოგიკური თავსატეხების გამოცნობისას, პრობლემების გადაწყვეტისას, სიტუაციის გაშიფვრისას _ ყველა ეს ამ ადამიანისთვის ბუნებრივი სიტუაციაა. მისი გონებრივი შესაძლებლობები ვლინდება გარეგანი სამყაროს იმ სიტუაციების ანალიზისას, რომლებიც ეხება როგორც ადამიანებს ისე “მანქანებს”. ბოლო სიტყვა აუცილებლად ბრჭყალებში უნდა იყოს, რადგანაც მანქანები (რომელთა ნაწილებად დაშლა და შემდეგ მათი თავიდან აწყობა ასე ძალიან უყვართ), შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით იყოს _ მეტალი, პლასტიკატი, ხრახნი, ჭანჭიკი ანდა, გადატანითი მნიშვნელობით _ მაგალითად, სოციალური ურთიერთქმედების მექანიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, მუდმივად ეძებს ხარვეზებს, მომძვრალ ნაწილებს ანდა უფუნქციო ბლოკებს. ამოცანა _ საკუთარი გონების მკურნალობა, სხვებისთვის პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების გაწევით. დახმარების აღმოჩენით უღრმავდება სამუშაო საგნებისა და ურთიერთობების პრინციპსა და მოწყობას, მაგრამ, აქვე _ არ უნდა დაივიწყოს, რომ დახმარების სურვილმა შეიძლება თავად ეს ადამიანი დაიქვემდებაროს. უნდა ახსოვდეს, რომ, თუ რაიმე არაა გატეხილი, არ უნდა შეეხოს და არ უნდა გამოასწოროს (არ უნდა დაშალოს და თავიდან არ უნდა ააწყოს). თუ რაიმე გაფუჭდა, ჯერ შეისწავლოს მისი კონსტრუქცია, გაერკვეს, როგორ მუშაობს ის და შემდეგ აღადგინოს მისი შრომისუნარიანობა.

ტექნიკური აზროვნება. ამ ადამიანზე ზემოქმედებს ორგანიზირებისკენ მისწრაფება, ფუნქციონირებული საგნებისადმი დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა. მისთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა: განკერძოებულობა, ნეიტრალობა, თითქმის კომპიუტერული მგრძნობიარობა. ის ამუშავებს უდიდეს მოცულობით ინფორმაციას, კონსტრუირებას უკეთებს ცნობიერების რთულ სქემებს და თან ამას, ნაწილობრივ, იმიტომ ქმნის, რომ სიამოვნებას იღებს დაუსრულებელი სტიმულირებული აზროვნებისგან. მისი ანალიზი მრავალ განშტოებად იტოტება, ამასთანავე, მენტალური პროცესები არ წყდება არცერთი წამით და არცერთი მიმართულებით. ხაფანგი _ შემაჯამებელი დასკვნის გადადების ტენდენცია, ამის ნაცვლად კავდება შეუწყვეტელი გამოთვლებით. ამოცანა _ მისი კვლევები პრაგმატულობიდან გამომდინარე, უნდა იყოს პროდუქტიული, ზუსტი ანალიზის შედეგად და კრიტიკული გააზრების მეშვეობით პრობლემის გადაწყვეტით სიამოვნების განცდა უნდა ისწავლოს.

დისციპლინა და შაბლონები. მისთვის რეგულარობა არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც მრავალსახეობა. სჭირდება აქტიური პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს მის ყოველდღიურ მოთხოვნილებას _ გადაწყვიტოს მრავალი საქმე. თავისთავად, პროდუქტიულობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც პრობლემების გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც საჭიროა გარკვევა და თავსატეხები, რომლებიც უნდა ამოხსნას. მერკურის მეექვსე სახლში მდებარეობის ანალიზისას, მზის მდებარობამ, ამ ადამიანის დისციპლიანასთან ურთიერთობას შეიძლება მნიშვნელოვანი მოდიფიცირება გაუკეთოს. ამოცანა _ იყოს დაკავებული საქმით, მაგრამ თან მხედველობაში ჰქონდეს საბოლოო მზიანი.

ნეტ მონსტერი

მუშაობენ სამედიცინო სფეროში, მათემატიკის განხრით, ნებისმიერ ზუსტ სფეროებში. ტენდენციაა ყველაფერი თავიდან გადამუშავდეს, სრულყოფილი გახდეს. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში მიღწეული სიახლეების საქმის ყურშია.

 

ინდუბალა

ეს პოზიცია უთითებს კონკურენცისადმი ანდა რაიმეთი დიდი გატაცებისკენ, საქმეში სიმყარისკენ, ცხოვრებაში მარტოობისკენ ანდა განმარტოების სიყვარულისკენ მიდრეკილებაზე. ამ ადამიანებს აქვთ შესვენებები განათლებაში, მოგზაურობენ საზღვარგარეთ, მონაწილეობენ ჰუმანიტარულ პროექტებში. აინტერესებთ რელიგია, სამართალი, კარგად წერენ, გაწაფულნი არიან კვლევა-ძიებით საქმიანობაში ანდა კომპიუტერთან მოპყრობაში. კლასიკური ტექსტები ამბობენ, რომ ისინი უნდა ერიდონ სიამაყის გრძნობას და/ან ქმედებას გამოჩენისთვის. მერკურის აღნიშნულ სახლში მდებარეობა უთითებს მრავალ მტერთან მუშაობაზე.

სტატიის ავტორი:ნინო


About Tamta

Scroll To Top