მერკური მე-7 სახლში

მერკური მე-7 სახლში

წყარო: www.aquarun.ru

ადამიანების გაგება

სავარაუდოდ, პარტნიორთან ურთიერთობა პატივისცემისა და გულწფელობის საფუძველზე იქნება აგებული. ქორწინება უფრო მეტად გონების საქმეა, ვიდრე გულის. არაა გამორიცხული მრავალი ქორწინება, ან/და ადრე დაიწყოს ოჯახური ცხოვრება, ან/და ცხოვრება ახალგაზრდა პარტნიორს დაუკავშიროს (იგულისხმება ასაკით უმცროსზე დაქორწინება). ასეთი ადამიანი მიდრეკილია საზრიანი, ნიჭიერი და გონებამხვილი ცხოვრების თანამგზავრის შერჩევისკენ. საერთოდ კი, ადამიანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ ადამიანის არსებობაში და თავადაც ძალიან კომუნიკაბელურია. ასპექტი კეთილგანწყობილია კონსულტანტის სამუშაოსთვის, ფსიქოლოგიისა და იურისპრუნდენციის სფეროსთვის, ასევე, იმ პროფესიებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ გამოსვლებთან. შესაძლებელია პარტნიორის შეხედულებების გამო ჭირვეულობა და გადაჭარბებული შეშფოთება. საჭიროა ეცადოს იურიდიული პრობლემების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე მოაგვაროს.

ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი საჭიროა მანამ შეისწავლოს ყურადღებით, სანამ ვალდებულებს აიღებს და შემდეგ მათ შესრულებას შეუდგება. ასეთი ადამიანი ისწრაფვის პარტნიორთან აზრების გაცვლისა და სულიერი თანამშრომლობისკენ. უყვარს კოლეგების გარემოცვაში მუშაობა, მოხერხებულია პუბლიკასთან ურთიერთობისას, შეუძლია დაკავდეს ვაჭრობითა და საზოგადოებრივი საქმიანობით. ასეთი ადამიანები არამარტო ინტერესდებიან სხვა ადამიანთა აზრებით, არამედ მიდრეკილება აქვთ შეარჩიონ სიღრმისეულად ინტელექტუალური პარტნიორი. ისინი წარმატებულნი არიან როგორც მოსამართლეები და შუამავლები. ენერგიის არასწორად გამოყენება სირთულეებს ქმნის ურთიერთობაში, წარმოშობს ქორწინებაში უთანხმოებას, შეთანხმებების დაუცველობასა და პარტნიორთან გაუგებრობას. ამ შემთხვევაში, პარტნიორი შეიძლება აღმოჩნდეს არაგულწრფელი, მერყევი, გადაწყვეტილებების მიღებებისას დაურწმუნებელი, ანდა ძალიან ახალგაზრდა.

შესაძლებელია ქორწინება კოლეგასთან, თანამშრომელთან ანდა ნათესავზე. საზოგადოებრივ საქმიანობაში აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას, ყველა იმ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია პუბლიკასთან, ფლობს ყველა საჭირო უნარს. ის წარმატებულია როგორც ლიტერატორი, იზიდავს ბრძენი ადამიანები. შესაძლებელია, პარტნიორი იყოს ავენიანი (ყიამყრალი) და კონფლიქტური, არაა გამორიცხული, მისი მხრიდან იყოს გადაჭარბებული კრიტიკა. მოულოდნელი მგზავრობები და მოგზაურობები, კაშკაშა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. აღინიშნება მიდრეკილება ფიქტიური ქორწინებისკენ. ყველა აქტიურობისა და “დახუნძლური” მეუღლეობრივი ცხოვრების მიუხედავად, შეიძლება, ქორწინებამ ბედნიერება ვერ მოუტანოს, თუ ვერ მოხერხდება ასპექტის ენერგიის ფლობა და გამოყენება. განსაკუთრებულ წარმატებას უნდა ელოდოს ახალგაზრდა ადამიანებთან თანაავტორობიდან და თანაშრომლობიდან. ძალიან მნიშნველოვანია _ დაიცვას მკაცრი მორალური ნორმები და იცხოვროს მოწესრიგებული ცხოვრების წესით, რადგანაც, ზოგადად, ასპექტი საპირსპიროს ალბათობაზე მეტყველებს.

წყარო: პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ მუდმივი სწრაფვა თანამშრომლობისკენ, აზრებისა და იდეების გაცვლისკენ, პუბლიკასთან ურთიერთობისკენ. გონება გამოწრთობილია კამათებში, გამარჯვებები სასამართლო პროცესებში, ხშირად საზოგადოება მასზე მუშაობს, კარგი კონტაქტები, ჭკვიანი მეუღლე, კარგია იურისტებისთვის.

(-) უარყოფითი მხარე _ ქორწინებასთან მიმართებაში გაუგებრობები, სულელი მეუღლე _ უთანხმოებები, სასამართლო პროცესები, ურთიერთობების გარკვევა, კამათები, ჭორი, ცილისწამება, ცუდი პოპულარობა (სკანდალები), საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება. ადამიანი იძულებულია მუდმივად იმართლოს თავი, ამტკიცოს, გამოიწრთოს კამათებში, იძენს გამოცდილებას.

(+) ესენინი, ძერჟინსკი, გარსია ლორკა, შუმანი.

(-) პავლე I, ჯონ ლენონი, დე სადი.

წყარო: ფრენსის საკოიანი

აზრების გაცვლისა და სულიერი თანამშრომლობისკენ სწრაფვა, უყვართ მუშაობა პარტნიორებთან ერთად. მოხერხებულნი არიან პუბლიკასთან ურთიერთობაში, შეუძლიათ იყვნენ გამყიდველები, დაკავდნენ საზოგადოებრივი სამუშაოთი, იურისპრუდენციით, ინტერესდებიან ადამიანთა აზრებით. ქორწინდებიან ინტელექტუალებზე. ქორწინება თანამშრომელზე, ნათესავზე. ხშირად ერთვება აზრების გაცვლაში, დისკუსიებში, მსჯელობებში, იძლევა რჩევებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გადასცემს ანდა იღებს შეტყობინებებს და სხვებს უზიარებს ინფორმაციებს. ისწრაფვის კომუნიკაბელური და ჭკვიანი ადამიანებისკენ, რომლებთანაც შეძლებს ურთიერთობას და რაიმეს სწავლას. უყვარს აუდიტორიასთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი იდეების გაზიარება და აფასებს სხვების მჭერმეტყველებას.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი

“მთელი საბრძოლო მემუარები არა სიმართლის აღდგენას, არამედ მტრის მეორეჯერ განადგურებას ემსახურება”.

ეს ადამიანი საკუთარი რაციონალური გონებით იბრძვის; მერკურის განვითარების დაბალ დონეზე საკუთარ სისულელესთან ბრძოლაში გაატარებს. გარეგნულად ეს შეიძლება ჩანდეს სხვადასხვაგვარად. მაგალითად, მერკურს შეუძლია მატერიალიზება მტრის სახით, რომლისგანაც, დადებითი კუთხით, ადამიანმა შეიძლება ისწავლოს გონიერება, ლოგიკა, მეტყველება ანდა უკიდურეს შემთხვევაში, საქმეში მოხერხებულობა, მაგრამ ადამიანი მას (“მტერს”) აღიქვამს როგორც კონკურენტს ანდა მოწინააღმდეგეს, სრულიად ანტაგონისტური მიზნებით და, რომელიც მხოლოდ განადგურებას ანდა განდევნას ექვემდებარება. და მაინც, ომის მსველობისას ადამიანს მოუწევს ფიქრისა და კომბინირების (ხანდახან მოტყუება და მოხერხებულობა) სწავლა, რაც საშუალო დონეზე დამუშავებისას, მისთვის ზუსტად ამ არსაც მოიცავს.

შესაძლებელია ისეთი ვარიანტიც, როცა მერკური, როგორც მტერი, მატერიალიზდება სასწავლო საგნის სახით და, მაშინ ადამიანი თავიდან მთელი სულით იძულებს მას, ცუდად ხდება ამ სასწავლო საგნის და/ან საგნის მასწავლებლის დანახვისას და ა.შ. ამ დროს საჭიროა შეიცვალოს სწავლების აქცენტი, ის უფრო მენტალური (ჩაღრმავება, მაგალითად, ძლიერად ირთვება წყლის სტიქიისას) გახადოს, მაგრამ მთავარია _ გაიგოს, რომ საჭიროა გადალახოს განსაზღვრული შინაგანი დაბრკოლებები, დათრგუნოს შინაგანი მტრის აქტიურობა, რომელიც ხელს უშლის ფიქრში ანდა, რომელსაც მიეწერება აზროვნება და ფიქრი განსაზღვრულ, კარგად შეთვისებულ ფორმებში _ ეს კი ქვეცნობიერის თავდაცვის პროგრამაა, რომელიც გამიზნულადაა მიმართული ზედმეტი ცოდნის (მისი აზრით და არა რეალურად) წინააღმდეგ, რთავს მენტალურ ბლოკს, წინაღობას და საჭიროა მისი მართვის სწავლა.

როგორც პარტნიორი, ეს ადამიანი ავლენს გონების სიცხოველეს, კომბინირებულ უნარებს, შესაძლებელია, საქმეში _ მოხერხებულობა, და მას მოსწონს ისეთი პარტნიორები, რომლებსაც იგივე თვისებები აქვთ; თუ მიეცემა შემთხვევა, შეუძლია პარტნიორს მოხერხებულად გადააკისროს პასუხგებლობა რაიმე ქცევაზე ანდა უბრალოდ განათლების ნაწილზე, მაგრამ თუ მერკური, მეშვიდე სახლი და მთლიანობაში ნატალური რუკა არაა ძალიან დაზიანებული, მაშინ ამით ბოროტად არ ისარგებლებს.

წყარო: ბ. იზრაიტელი

დიალოგის დროს ადამიანი წარმატებულად იყენებს ინტელექტუალურ საქმიანობას, ურთიერთობას სერიოზულად უდგება; უამრავი კონტაქტი აქვს, თუმცა ეს კონტაქტები არც ისე ღრმაა. ქორწინებაში გათვლა გრძნობებზე ზემოთ დგას. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ეძებს პარტნიორად კომუნიკაბელურ, ინტელექტუალური პროფესიის, სწრაფი გონებისა და იუმორის გრძნობის მქონე ადამიანს. ქორწინება ხშირად ადრეულ ასაკში ხდება, მაგრამ, შესაძლებელია, არამყარი აღმოჩნდეს, თუ მეუღლეები სხვადასხვა ინტელექტუალური განვითარებისანი არიან.

წყარო: ბილ ჰერბსტი

შეცნობის ანარეკლი. მერკურის მეშვიდე სახლში მდებარეობა მეტყველებს იმაზე, რომ ურთიერთქმედება წარმოადგენს პიროვნების აზროვნების “მიშვებულ მექანიზმს”. მას შეუძლია დამოუკიდებლად ჩართოს მენტალური აქტივობა. აი, სხვა ადამიანებთან კავშირი კი, ამ ადამიანის ცნობიერების მუშაობას სტიმულს აძლევს, ანვითარებს იმ რაციონალურ უნარებსა და შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას იძლევა საკუთარ თავსატეხებში გაერკვეს. ბუნებრივია, ამ ადამიანს მიიზიდავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ინტელიგენტებად ანდა ნათლად მოაზროვნეებად თვლის. ხაფანგი მდგომარეობს თავისებურ, გაუაზრებელ პლაგიატში. არ უნდა გადაიღოს სხვა ადამიანის აზროვნების სტილი, მიუხედავად ამ ადამიანისა და მისი აზროვნების სიკაშკაშისა და ბრწყინვალებისა. ამოცანა _ პარტნიორული ურთიერთობების მეშვეობით აზროვნების სტიმულაციების გამოყენება იმ აზრი-ფორმების გამოსამუშავებლად, რომლებსაც შეუძლია ნამდვილად და ჭეშმარიტად საკუთარი უწოდოს.

თანასწორი ურთიერთობები. სხვა ადამიანებთან კონტაქტს საკუთარი ცნობისმოყვარეობის წყალობით ამყარებს; ის დიდ დროს ხარჯავს პარტნიორულ ურთიერთობებზე ფიქრსა და გააზრებაში. ხაფანგი (საკმაოდ საინტერსო და ყურადსაღებია) მდგომარეობს კომუნიკაციურ სირთულეებში. არცთუიშვიათად, პარტნიორთან კონტაქტზე ძალიან პასიურად მიდის. ელოდება, მუდმივად ფიქრობს მასზე, იქანცება, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ მისი პარტნიორი პირველი გამოავლენს ინიციატივას. თუ მას უნდა რომ ურთიერთობა უფრო ცოცხალი, საინტერესო და ამაღელვებელი იყოს, მაშინ თავად უნდა მოახდინოს ამ ურთიერთობის სტიმულირება და არ უცადოს, როდის ააფორიაქებს მას. ამოცანა _ შეისწავლოს ადამიანებს შორის ურთიერთობა. გამოიკვლიოს ყოველი ურთიერთობა საკუთარ ცხოვრებაში და იმ ცხოვრებაშიც, რომელიც მის გარშემოა. შეისწავლოს, როგორ მუშაობენ ისინი, რატომ მიედინებიან ერთნი წარმატებით, ხოლო მეორენი _ იშლება და ინგრევა. გახდეს ექსპერტი.

კონტრაქტები, ვალდებულებები. კონტრაქტს დებს მხოლოს მას შემდეგ, როცა ყოველმხრივ ანალიზს ჩაუტარებს. მანამ დადებს მყარ შეთანხმებას, ის განიხილავს ყველა შესაძლებლობას, ურთიერთობას ყველა მხრიდან გამოიძიებს, მაგრამ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგაც არ წყნარდება მისი გონება. შემუშავებულ კონტრაქტებში მოსწონს წვრილი დეტალები; ხიბლავს თავად შეთანხმების სტრუქტურა. და, თუმცა ეს შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს _ უთანხმოება, რაღაც დოზით, ხიბლავს კიდეც, უკიდურეს შემთხვევაში, ნერვიული სისტემის სტიმულაციის აზრით მაინც. ხაფანგი _ ინფორმაციის მოცულობა უსაზღვროა, ხოლო ეს ადამიანი ცდილობს გაითვალისწინოს ყველა ფაქტორი. ამოცანა _ თავიდან გააკეთოს ანალიზი, მაგრამ შემდეგ არ დაივიწყოს გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა. პროცესის ყოველი ფაზა აუცილებელია. ერთი ფაზა მეორეს გარეშე არამარტო არაპროდუქტიულია, არამედ _ მოსაწყენიც; მსგავსი განსაზღვრება წარმოადგენს შეთანხმებებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზებს.

თანამშრომლობა. ის ყურადღებას აქცევს არა იმდენად თანამშრომლობას, რამდენადაც დაუსრულებელ მოლაპარაკებებს. ყოველთვის არაა მიდრეკილი თანამშრომლობისკენ, მაგრამ მუდამაა მზად იმსჯელოს კოოპერაციის შესაძლებლობაზე (ხანდახან უსასრულობამდეც კი). უფრო მეტად აღაგზნებს განსხვავებები, ვიდრე შეხედულებათა თანხვედრა. ხაფანგი _ დაუსრულებელი მოლაპარაკაბების სერიები _ წესების შეთანხმება, გამონაკლისებების განსაზღვრა, იმის განხილვა, რაც უკვე განიხილა ადრე და ა.შ. _ არ იწყებს პროდუქტიულ თანამშრომლობას. თუმცა, მასზე შთაბეჭდილებას ახდენს ლოგიკური არგუმენტაცია, შეიძლება მისი დარწმუნება მჭერმეტყველებით, ამიტომაც გამუდმებით უნდა ახსოვდეს ამოცანა _ საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა-აქცენტირება, დაუბრუნდეს საკუთარ თავს (ანუ არ დაკარგოს საღად, ობიექტურად შეფასების უნარი და არ მოექცეს ხიბლის ქვეშ), წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგად აღმოაჩენს, რომ ქმნის რაღაც ისეთს, რასაც თავად არ ეთანხმება.

პარტნიორები ანდა პარტნიორული ურთიერთობები. მის ბუნებრივ პარტნიორს აქტიური, მკვეთრად გამოხატული ინტელექტი უნდა ჰქონდეს; ეს ადამიანი ცნობისმოყვარე, აღგზნებული და კომუნიკაბელურია. მისი მეგობარი უნდა იყოს მაღალი ინტელექტის მქონე, უკიდურეს შემთხვევაში მის თვალში მაინც, და ვალდებულია ინტერესდებოდეს ადამიანთა ცხოვრებისეული მოვლენებით.

ბუნერივ პარტნიორულ ურთიერთობას აქვს მიბულური ბუნება _ ვერცხლის წყლის ბურთულების მოძრაობის მსგავსია. ისინი თავისუფლად უნდა გაწევრიანდნენ ასოციაციებში, ჰყავდეთ მრავალი მეგობარი, იყვნენ სოციალიზირებულნი და წარმოადგენდენ მენტალური სტიმულაციის წყაროს. ამ ადამიანმა საკუთარი ცნობიერება უნდა მიმართოს იმ ახალ, ამაფორიაქებელ, ამაღელვებელ სფერობზე, რომელთა შესახებ წარმოდგენა არც კი ჰქონდა. ხატება _ სწრაფი ავტომობილი, რომელიც მიჰქრის გადაჭედილი ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და ფართე ბულვარებზე.

წყარო: ჰეტ მონსტერი

უყვართ პარტნიორებთან მუშაობა. მოხერხებულები არიან პუბლიკასთან ურთიერთობისას. ქორწინდებიან ინტელექტუალებზე. კარგი ასპექტებისას _ მოსამართლეები, იურისტები, კომერსანტები. ცუდი ასპექტებისას _ ურთიერთობაში სირთულეეები, ქორწინებაში უთანხმოებანი, შეთანხმებების შეუსრულებლობა და არ დაცვა; პარტნიორი _ არამართალი, არაგულწრფელი, ორჭოფი, ხშირად ახალგაზრდა. ქორწინდება თანამშრომელზე, ნათესავზე.

წყარო: ინდუბალა

ეს გონიერი, სულიერი ადამიანია, რომელიც სხვა ადამიანებს უყვართ; შეუძლია დამაჯერებლად საუბარი. ეს ადამიანები კარგად იმოსებიან, ადრე ქორწინდებიან და აქვთ მეტ-ნაკლები წარმატება ბიზნესში. იცვლიან სამსახურს ანდა პარტნირებს ქორწინებაში. მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო; მარჯვე ხელები აქვთ, შეუძლიათ საგნების კეთება; ბავშვების მიმართ ყურადღებას ითხოვენ.

სტატიის ავტორი:ნინო


About Tamta

Scroll To Top