მოტივაციის გაგება-შეცნობა
ეს იდუმალი და საკმაოდ მჭვრეტელი, გამჭრიახი ადამიანია, ფლობს ექსტრასენსულ უნარებს და ინტუიციას, რის გამოც მიდრეკილება აქვს ეზოთერიკით გატაცებისკენ. ის, შეიძლება იყოს ეშმაკი და სარკასტული, შეუძლია სიამოვნება მიიღოს ინტრიგებისგან და კულისებს მიღმა მაქინაციებისგან;მართოს სხვისი ქონება, მოხერხებულად უხელმძღვანელოს სხვების სამუშაოს, ამიტომ, არცთუ იშვიათადაა ბანკის წარმატებული მოხელე და იმ ოპერაციებით კავდება, რომელიც დაკავშირებულია დაბეგვრასა და დაზღვევასთან. ეს ასპექტი კეთილგანწყობილია პოლიტიკით დაკავებისთვის, მაგრამ არა ადამიანების მართვის კონტექსტში, არამედ მათთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის კუთხით.
ასეთი ადამიანი პირველ სექსუალურ გამოცდილებას ადრეულ ასაკში იღებს. ახლობლების გარდაცვალებას შეუძლია ძალიან დიდი ჭრილობა მიაყენოს (ძალიან ატკინოს გული). ენერგიის არასწორად გამოყენება სკანდალურ პიროვნებად აყალიბებს. საჭიროა მოერიდოს მოწევას, რადგანაც ფილტვებს სჭირდება დიდი როდენობით ჟანგბადი. მიდრეკილება აქვს დაკავდეს უაზრო საიდუმლობებით და ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციას განიხილავს როგორც საკმაოდ მნიშვნელოვან რამედ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვებისთვისაა დაფარული. უყვარს საიდუმლო გეგმების დაგეგმვა და ყველა შესაძლო გათამაშებისა და ოინების გამოგონება. აღმერთებს დეტექტივებს, უყვარს ინტრიგები და გამოცანები.
შეუძლია გამოიცნოს სხვა ადამიანთა ქცეევის მოტივაციები, ამიტომაც ყოველთვის საკითხის არსამდე უღრმავდება. ნათესავებისა და ნაცნობების გარდაცვალება ხშირად აიძულებს ერთ ადგილს მოსწყდეს და მოგზაურობაში წავიდეს. შესაძლებელია, მემკვიდრეობით მიიღოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები და საიდუმლო მონაცემები. გადატვირთვისას ნერვული სისტემა სწრაფად იფიტება. ენერგიის არასწორი გამოყენება ხელს უწყობს გულღრძოობის, შურისძიებისა და განაწყენების განვითარებას. ამის გამო შეიძლება მიდრეკილება გამოავლინოს ჭორების გავრცელებისკენ, მაგრამ ჭორისა და ცილისწამების გამო თავადაც დაზარალდება.
შესაძლებელია, ფულის გამოყენების გამო წარმოიშვას სერიოზული ჩხუბი და უთანხმოებანი ცხოვრების თანამგზავრთან. ასეთი ადამიანები, გარშემომყოფთა ფინანსურ საქმეებთან დაკავშირებით, არანაკლებ შფოთავენ. არცთუ იშვიათად, ისინი ინტერესით შეისწავლიან ლიტერატურას სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სავანეების შესახებ. სიკვდილს ნათელი ცნობიერებით და სრულ ჭკუაზე ხვდებიან. იდეები და გეგმები იქმნება და გამოიყენება უპირატესად პირადი მიზნებისთვის, არცთუ იშვითად, სხვა ადამიანების და, მთლიანად საზოგადოების ხარჯზე. ეს ადამიანი ფლობს „ფხიზელ გათვლას, შიშველ მსჯელობებს და ცივ გონებას“. პარტნიორის ფინანსური საქმეების არასწორმა მართვამ, შეიძლება, სასამართლო პროცესებში დამარცხებამდე მიიყვანოს. ახალგაზრდობაში, ეს ადამიანი, შეიძლება არაერთხელ დადგეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
პაველ გლობა
(+) დადებითი მხარე _ გონება კრიზისულ სიტუაციებში იწრთობა, ინტერესი ოკულტიზმისადმი, სპირიტიზმისადმი, გარდაცვლილებთან ურთიერთობისადმი. უნარიანი დეტექტივი _ სიმართლემდე, ჭეშმარიტებამდე უღრმავდება; საიდუმლო გეგმები. იღებს მემკვიდრებობას.
(-) უარყოფითი მხარეები _ მუდმივად აწყდებიან სიკვდილს და ბოროტებას, მათ დევნიან, წყევლიან, აბრაზებენ. უბედურებები ხანმოკლე მგზავრობისას. ნათესავების გარდაცვალება. ცუდი წინათგრძნობები, უღიმღამო (ცუდი) აზრები, ეჭვიანობა, შიშები.
რახმანინოვი, შექსპირი, შელლი, რემბრანტი, ანდროპოვი, ბეთხოვენი, ბლოკი.
წყარო: ფრენსის საკოიანი
უდიდესი დამოკიდებულება რაციონალურ აზროვნებაზე და საკუთარი საკმარისად განვითარებული ინტუიციის მიმართ უნდობლობა. ძლიერი მგრძნობიარობა და ხათრიანობა (დამყოლობა) გარეგანი ემოციონალური იერიშის მიმართ. აუცილებელია ყური მიუგდოს შინაგან ხმას და სარკაზმი ნებაზე არ მიუშვას (თავი შეიკავოს).
საზოგადოების ფულის, ვალების და დაზღვევების, ასევე, მემკვიდრეობის (და ამ სფეროებში მუშაობისადმი) ინტერესი. მიდრეკილება _ უაზრო, ამაო, ცარიელი საიდუმლოებებისადმი, განსაკუთრებით, იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვნად ეჩვენება. უყვარს გამოცანები, ინტრიგები, დეტექტივების კითხვა ანდა წერა. არ ივიწყებს წყენას.
ხიბლავს ყველაფერი იდუმალი და უცნობი, შეუძლია დაკავდეს საგამოძიებო საქმიანობით (ზებუნებრივ, დაფარულ და აკრძალულ სფეროში). მისთვის აუცილებელია იცოდეს, რა ხდება სცენის მიღმა. იტერესდება ეკონომიკით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალებით, დიდი ბიზნესით, ასევე, იმ მოტივებითა და ძალებით, რომლებიც ქმედითობენ საზოგადოების ფასადის მიღმა.
ავესალომ პოდვოდნი „სიკვდილი არათუ აუხსნელია, არამედ ძალიან ეგზისტენციალურია“
ამ ადამიანის აზრი გამოვლინდება მკვეთრ სიტუაციებსა და დაძაბულ მდგომარეობაში, ხოლო ძლიერი მერვე სახლის შემთხვევაში _ სხვა სამყაროში გადასვლის პრობლემებსა და სულის სიცოცხლის შემდგომ მოგზაურობაში. მსგავსი აზრები იქნება პროდუქტიული არამარტო სუფთა ინტერესით, არამედ კონკრეტული ცხოვრებისეული გარემოებებით, რომლებიც დაკავშირებულია დაბადებასთან, გარდაცვალებასთან ანდა ძირითადი ეგრეგორების ცვლილებებთან (ოჯახი, სამუშაო, სოციალური წრე), რომლებიც ითხოვენ მომხდარის გააზრებას სრულიად კონკრეტული პრობლემების გადაჭრისთვის.
ძლიერი მერკურის შემთხვევაში, ადამიანს მიდრეკილება ექნება _ მარგინალურ მდგომარეობას მოეკიდოს ზედმეტად მენტალურად, მომხდარის პროფანაცია* მოახდინოს ძალიან უხეში სქემებით, იმ დროს, როცა მისი გაგებისა და წარმოდგენების სისტემა ნამდვილად სუსტია მომხდარის, თუნდაც, მაგალითებით (შედარებებით) აღწერის დროსაც კი. უკანასკნელი ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებმაც მოახერხეს სამყაროზე ოკულტური და მაგიური ხედვის ელემენტების ათვისება, რამდენადაც ადამიანის ნებისმიერ გადასვლას ეგრეგორიდან ეგტრეგორში თან ახლავს სიღრმისეული ცვლილებები ფსიქიკაში, შედეგი კი ყოველთვის წინასწარგანუსაზღვრელია, ხოლო თავად გადასვლის პროცესი გარემოცულია იდუმალების ღრუბლით (მერვე სახლის სიმბოლური მმართველი _ მორიელი), რომელია რაციონალურად აზროვნება და რაციონალური გონი, ამის ჩაწვდობა მის (ამ ადამიანის) ძალებს აღემატება.
მერკურის დამუშავება იძლევა საკუთარი თავის მართვის უნარს და, გარკვეული დოზით, გარეგანი გარემოებების, სასაზღვრო მდებარეობისა და დაძაბული სიტუაციებისას, გამოიყენება აზრების ძალა, წინასწარგძნობა და მომავლის მენტალური დაპროგრამება (უკანასკნელი, უმრავლეს შემთხვევაში, წარმოადგენს შავი მაგიის აქტს, რამდენადაც ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას როგორც თავად ადამიანის ცხოვრებაში, ასევე, ნაწილობრივ, სამყაროშიც).
ფსიქოლოგიური კრიზისი ხშირად გამოიხატება სააზროვნო შესაძლებლობების დარღვევაში, ნაწილობრივ, უარყოფით მენტალურ მედიტაციებში, როცა ერთი და იგივე აზრი ტრიალდება რამდენიმეჯერ, არ მოაქვს არანაირი შედეგი, მაგრამ ართმევს უკანასკნელ ძალებსაც კი.
მერკურის დაზიანებამ შეიძლება მიდრეკილება გაუჩინოს დეპრესიულ-დესტრუქციული აზროვნებისკენ, სიკვდილზე მუდმივად ფიქრისკენ და ა.შ.
დამუშავება რთულია, რამდენადაც პირველ რიგში, ითხოვს ცხოვრებისეული პოზიციების ცვლილებას და მხოლოდ ამის შემდეგ _ აზროვნების სქემების კორექტირებას.
კოლექტივის ეთიკა გაგებულია და გამოხატულია ძალიან რაციონალურად; ამიტომაც ხშირად დამახინჯებულია: აქ მნიშვნელოვანია ნიუანსები და ფაქიზი მიდგომები და, თუმცა, გარეგნულად ხშირად ისმის ლოზუნგები, მოწოდებები, ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ სწორად გაგება (კოლექტივის სულის), და არა პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით.როცა ადამიანი ამას ისწავლის, შეუძლია გახდეს მსხვილი იდეოლოგი, ხოლო პირად რუკაში თუ დამატებითი მითითებებია (ასპექტები სხვა პლანეტებთან, სახლების კუსპიდებთან და ა.შ.), მაშინ _ საფინანსო სფეროში კარგი სპეციალისტი.
ადამიანს ფსიქიკური ენერგიების მენტალურად მართვის უდიდესი შესაძლებლოები აქვს, ასევე აქვს შთაგონების ძალა (და ასევე ჩაგონებისაც) და ადამიანთა ნების მანიპულირების უნარი; მაგრამ, ამავე დროს, არის იმის რისკი, რომ იგი აღმოჩდეს იმ ადამიანის ძალაუფლებაში, რომლის ნათალური მზე შეერთებაში იქნება მის მერკურთან (ანუ სინასტრიული რუკის გაშიფვრისას თუ აღმოჩდება, რომ მერკური, რომელიც იმყოფება მერვე სახლში, შეერთებაშია სხვა, მეორე ადამიანის მზესთან).
*პროფანაცია Lit.-Book.L. profanatioუპატიური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული მოვლენის (მაგ., იდეის, მოძღვრების, ხელოვნების ძეგლის და სხვ.) მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა.Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749] )
ბორის იზრაიტელი
ეს მერკური იძლევა მჭვრეტელობას, გონებაგამჭრიახობას, ყველანაირი საიდუმლოებებისადმი ინტერესს, კვლევა-ძიების უნარებს. ადამიანს აქვს ძალიან ინტენსიური აზროვნება, ინტელექტუალური სამუშაოს დროს ღრმად ახდენს კონცეტრირებას. მიდრეკილია ჰქონდეს ექსტრემისტული აზრები, შეხედულეები, საკუთარი აზრების ფორმულირებას ძალიან მკვეთრი ფორმით ხდენს.
ფლობს სხვა წესრიგის (განზომილებების) არსებებთან კომუნიკატორულ ურთიერთოებში ჩართვის; გაშიფრის, დაფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების უნარს. კარგი მდებარეობაა ბუღალტრისთვის, ფინანსისტისთვის, სანოტარო საქმიანობისთვის. მერკური ამ სახლში ხშირად გვხდება ბიოლოგების, ფიზიოლოგების, ფსიქოლოგების, ოკულტისტების პირად რუკებში.
ბილ ჰერბსთი
კავშირი. რაც უფრო მეტია კონტაქტი, მით უფრო უახლოვდება საკუთარ ინტიმურ სამყაროს. მოკლედ, არაა აუცილებელი ურთიერთქმედება აგებული იყოს სრულ თანხმობაზე, თუმცა, მრავალი პლანეტის მერვე სახლში მდებაროების სიმბოლიკისთვის ურთიერთობებში კონფლიქტი არაბუნებრივია, მაგრამ აქ ეს ხელს უწყობს ამ ადამიანის აღგზნებას. რამდენადაც უთანხმოება სუფთა მენტალურია, და არა _ ემოციონალური, ამიტომაც შედეგად ურთიერთობა უფრო ინტიმური ხდება. მხოლოდ ერთია, მთლად არ უნდა დაეყრდნოს იმ იდეებს, რომლებიც პრტნიორის იდეებთან ვერ თანხვდება.
ასევე, არ უნდა დაივიწყოს სიახლოვის განხილვის ტენდეციაც _ ნამდვილ კავშირს მსხვერპლად არაფერი შესწრიოს; ამოცანა _ საკუთარი გონება სხვა, მეორე ადამიანის გონებასთან შესაერთებლად გამოიყენოს როგორც თავისებური “ინტუიციის რადარის ფიქსატორი”, რომელიც პარტნიორისა და მისი სულის რეალური შერწყმის გზას უჩვენებს.
ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი საკუთარ აზრებს თავის (საკუთარი პიროვნების) შეცნობის ზღვრამდე მიჰყავს და, თუმცა, ეს შეიძლება მოეჩვენოს რამდენადმე უცნაურად _ ის, რასაც გონებაში ხედავს საკუთარი თავის გარეთ, _ მაგრამ ეს სამყაროში ნამდვილად ყველაზე ბუნებრივი პროცესია. უნდა განივითაროს სწავლულის (მეცნიერის) ხედვა, უნდა გამოიკვლიოს ტრანსფორმაციის ყველა პროცესი, რომელიც სამყაროში, მის გარშემო ხდება. გამოკითხოს ადამიანებს მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების თაობაზე, შეისწავლოს ამ ცვლილების ენა და საკუთარი თავი ჩააყენოს იგივე პირობებში. და უნდა ახსოვდეს, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ტრანსფორმაციაზე ფიქრი. ის, რასაც ისწავლის და გაიგებს, აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარ ცხოვრებაში, აქცენტი გადაიტანოს მეცნიერიდან საცდელ ბაჭიაზე. ბოლოს და ბოლოს, ის თავადაა – მისი საკუთარი ექსპერიმენტი. საწყისი ამოცანა ადვილია: საკუთარი რაციონალური გონების დახმარებით ისწავლოს ტრანსფორმაცია. ნამდვილი ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი გონების შესაძლებლობებით საკუთარ გულს ასწავლოს.
სექსუალური შერწყმა. მისი ნერვული სისტემა მგრძნობიარეა სექსუალური კონტაქტისადმი, რადგან მთლიანად გადახლართულია საყვარელი ადამიანის ნერვიულ სისტემაზე. აღგზნება ნამდვილად დაკავშირებულია ნერვული სენსორების ბადესთან, რომლებიც საბოლოო ჯამში ტვინში “იყრიან თავს”. მისთვის საუბარი, ნაწილობრივ, უფრო მეტად სექსუალურია, ვიდრე შეხება, რადგანაც მას სურს შეერწყას საყვარელ ადამიანს გონებით. საკმაოდ სწრაფად გადადის აქტიური მდგომარეობიდან პასიურ მდგომარეობაში და პირიქით; და, თუმცა, ამან შეიძლება აღაფრთოვანოს მისი შეყვარებული, მაგრამ, იგივე დოზით ხელს შეუშლის მყარი დაძაბულობისგან გათავისუფლებაში (რომლისგანაც აუცილებლად, უპირობოდ უნდა განთავისუფლდეს). სექსუალური გრძნობა შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელად, უეცრად, შეუფერებელ სიტუაციაშიც კი. სექსუალური ურთიერთობის კულმინაციის შემდეგ, რამდენიმე წამშიც კი, შეუძლია გაიფიქროს რაიმე ხუმრობაზე და არაა აუცილებელი აღინიშნოს ის თუ რა და როგორი აზრები აფუჭებენ განწყობას. მან უნდა დაიკმაყოფილოს საკუთარი ცნობისმოყვარეობა კასრში ნიაგარის ჩანჩქერის გადაკვეთის თაობაზე – კასრი ეს მისი გონებაა, ხოლო სექსუალური ენერგია – ჩანჩქერი.
ფოკუსირებული ინტუიცია. ის არამარტო მაღალი განვითარების ინტუიციის მქონე პიროვნებაა, არამედ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ინტუიციური გამოცდილებაც. ინტუიცია _ ეს უხილავია და ძალიან განუსაზღვრელი, გაურკვეველი პროცესია და, თუმცა, ამ ადამიანს აქვს ყველა საშუალება, რათა იყოს ფიზიკურად მგრძნობიარე, მაგრამ ის (ინტუიცია) ადვილად და სრულად იხსება თავად ამ ადამიანის ძალით. ეს ადამიანი დგას განკერძოებულად, სურს შეამოწმოს ინტუცია, დაამტკიცოს მისი არსებობა რაციონალურად და ობიექტურად. ხაფანგი _ უბრალო მსჯელობები და საუბრები შესაძლებლობებზე და არა რეალური გამოყენება საკუთარი ინტუიციისა. ამოცანა _ მომართოს მთელი თავისი ნერვული სისტემა ისე, რომ შეძლოს სხვა ადამიანთა აზროვნების მოსმენა, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, განასხვაოს სხვა ადამიანების აზრების კონტურები, თუ ვერ მოახერხებს თავად სიტყვების გაგებას.
საერთო ქონება. მისი გონება დაკავებულია უწვეტი ანგარიშული (ბუღალტრული) გათვლებით, რესურსების გადაადგილებით, ქონების გადანაწილებით. ეს შეიძლება სრულიად ბუნებრივი გამოცდილება იყოს, რომელიც მუხტავს ამ ადამიანის ნერვულ სისტემას და ამ შემთხვევაშიც კი ცვლილებებისგან სიამოვნებას იღებს, ანდა პირიქით _ ნერვულ სისტემას ფიტავს, და მაშინ თავს თრგუნავს საეჭვო კრიზისებით, საქმე იმაში კი არაა რამდენი აქვს, არამედ იმაშია, რომ განკარგოს და გადაანაწილოს ქონება. საჭიროა ფული ბრუნვაში გაუშვას – არ აქვს მნიშვნელობა საკუთრება მისია თუ ფულადი სახსრები, რომელსაც ის განკარგავს, სხვა ადამიანებისაა. ერთი რამ აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, როგორი შესანიშნავია დროის მნიშვნელოვანი ნაწილის რესურსებზე ფიქრში დახარჯვა, ანდა ფულთან და საკუთრებასთან ურთიერთობა – ეს თამაშია, რომელიც აუცილებელია მის დასამუხტად. ამოცანის არსი _ არა შეიძინოს ან დაკარგოს, არამედ ითამაშოს.
ნეტ მონსტერი
ოკულტური მეცნიერებისადმი ინტერესი _ განსაკუთრებით ურანთან, ნეპტუნთან, პლუტონთან ასპექტებისას. უყვართ გამოცანები, ინტრიგები; ხშირად კითხულობენ ან თავად წერენ დეტექტივებს. შესაძლოა სიკვდილი ნერვული სისტემის დარღვევის ანდა სასუნთქი გზების დაავადებების გამო. არცთ უიშვიათად მუშაობენ გამომძიებლებად ანდა საერთოდ იმ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია სხვების საიდუმლობებთან.
ინდუბალა
ადამიანი, რომელსაც მერკური მერვე სახლში აქვს, მისტიური ცოდნის კვლევის წყალობით შეუძლია ელოდოს სიცოცხლის ხანგრძლივობას, კარგ განათლებას, ბედნიერებას; თუმცა, შესაძლებელია ბევრი შვილი არ ჰყავდეს; მიიღებს მემკვიდრეობას; ქორწინებაში პარტნიორთან ადრეული განშორებები (არაა დაკონკრეტებული კერძოდ როგორი სახის). ასევე, სავარაუდოა, ნერვების გამო წუწუნი, მიდრეკილება გამოავლინოს სხვებზე ცუდის თქმისკენ, ცოტა მეგობრები ჰყავდეს და ფლობდეს რეინკარნაციაზე ცოდნას.
სტატიის ავტორი: ნინო