მერკური IX სახლში

მერკური IX სახლში

განათლების მნიშვნელობის გააზრება

ეს გულწრფელად მორწმუნე ადამიანი დაინტერსებულია კარგი განათლების მიღებით, ფილოსოფიის მოყვარულია და სიამოვნებით შეისწავლის სხვა ქვეყნებისა და ერების (ეთნოსების, ხალხების) კულტურასა და რელიგიას. უყვარს მოგზაურობა და მრავალ უცხო ენას თავისუფლად ფლობს. შეუძლია იყოს წარმატებული როგორც რეკლამის შემქმნელი, უნივერსიტეტის პედაგოგ-მასწავლებელი (ლექტორი), ისტორიკოსი და პედაგოგ-ანთროპოლოგი. ინტუიცია იმდენად ძლიერ აქვს განვითარებული, რომ ხანდახან მრავალი ადამიანი ნათელმხილველად თვლის. ენერგიის არასწორად გამოყენებისას ეჭვების ზეწოლის ქვეშ ექცევა, რის გამოც შეიძლება გახდეს ზედმეტად დოგმატური, ჯიუტი და მსჯელობებისას გადაჭარბებული სიხისტე გამოავლინოს, ასევე, შესაძლებელია, შეხედულებების ხშირი ცვლა. უკეთესია იცხოვროს მარტო, ნათესავებისგან შორს, რადგანაც თანაცხოვრებისას, შესაძლებელია, მრავალი უთანხმოებანი წარმოეშვას.

ისწრაფვის მაღალი სასწავლო დონისა და ტიტულების მიღწევისკენ. გონება მუდმივადაა დაკავებული იურისპრუნდენციაში, მეტაფიზიკასა და (სულიერი) ფსიქოლოგიის სფეროებში გაბატონებული იდეებით. მისი გადაწყვეტილებები დაფუძნებულია ჯანსაღ პრაგმატიზმზე, რომელიც დაკავშირებულია ზნეობრივ-მორალურ შეხედულებებთან. მრწამსი გამყარებულია ფაქტებით, რომლებსაც თავად ადამიანი საკმაოდ მნიშვნელოვნად თვლის. მას არ ეშინია დიდი მანძილის გადალახვა, თუ ეს დაეხმარება რაიმე პრინციპულად ახლის გაგებაში. ხშირად ასეთი ადამიამები ხდებიან რელიგიური ზედამხედველები ანდა სექტების გურუები. ჰოროსკოპში კეთილგანწყობილი მაჩვენებლების შემთხვევაში, შესაძლებელია, წინასწარმეტყველების ნიჭი.

გონება ორიგინალური, გემოვნებიანი და ბეჯითი აქვს. ლიტერატურული ნიჭი თანხვედრაშია ხელოვნებისადმი მისწრაფებასა და ცოდნის სიყვარულთან. ამ ადამიანს უყვარს იგავ-არაკების, ლეგენდების და გადმოცემების დაფარულ აზრებში წვდომა. შესაძლებელია, წარმატების მიღწევა გამომცემლობით საქმიანობაში. ეს ადამიანი ბევრს კითხულობს, ხშირად დაკავებულია ლიტერატურული შემოქმედებით, აგროვებს ცოდნას ყველა მხრიდან (ამასთანავე საკმაოდ განსხვავებული ხასიათის ინფორმაციებს). ენერგიის არასწორად გამოყენებისას იტანჯება წინააღმდეგობრიობებით, რომლებიც მის მრავალმხრივ ინტერესებს ეხება და საკუთარ ძალებს ფლანგავს ერთდროულად ბევრი რამით დაკავების გამო (იმის მაგივრად, რომ აღკვეთოს ენერგიის ფანტვა, ყურადღება მიმართოს ერთ საქმეზე და დაასრულოს ის).

ფლობს ჯანსაღ კომერციულ უნარს, რამდენადმე აჩქარებულია და ადვილად იძლევა პირობებს, რომელთა შესრულებაც მომავალში უძნელდება. ფლობს კარგ უნარებს, რომელიც სულიერ პრაქტიკაში გამოსაყენებლად აუცილებელია. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, ეს ადამიანი ორჭოფად და მზაკვრად ყალიბდება. შესაძლებელია ზეკრიტიკულობა, მიდრეკილება პურიტანობისკენ და ფანატიკოსთა მოძრაობის მეთაურობისკენ. ხშირად ასეთი ადამიანები წარმატებული ასტროლოგები, კარგი მწერლები, ორიგინალური მათემატიკოსები და წარმატებული მოქმედი ექიმები ხდებიან. გონება აქტიური და პრაქტიკულია. პლანეტის დაზიანებისას აღინიშნება უაზრო მგზავრობისკენ და თვითკონტროლისკენ მიდრეკილება. წინასწარგრძნობის ნიჭი აუცილებლად უნდა განივითაროს. შესაძლებელია წარმატება ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში. ძალიან მნიშვნელოვანია _ საკუთარ ინტუიციას დაამატოს მკაცრი სამეცნიერო ფაქტოლოგია და ფართო კონცეპტუალური ცოდნა.

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ კარგი განათლება, ფილოსოფიური გონება, საკუთარი თავისთვის სარგებლის მოტანის მიზნით (2 უმაღლესი მაინც) გაფართოებული განათლება, შორეული მგზავრობები, მრავალი სიახლის გაგება, საქმე და სამსახური საზღვარგარეთ, კონტაქტები უცხოლებთან ანდა ნათესავებთან, რომლებიც საზღვრგარეთ არიან.

(-) უარყოფითი მხარე _ დემაგოგი, სხვათა აზრების უგულველყოფა (თითქმის სიძულვილი), სიამაყე, ქედმაღლობა, უცხოლებისგან ცილისწამება და ჭორი, ცუდი საქმიანი მგზავრობები.

ტურგენევი, ბალზაკი, გოეთე, ხრუშოვი, მ. კიურე-სკლადოვსკაია, ბახი.

ფრენსის საკოიანი

ფილოსოფიის, იურისპრუნდენციის, უმაღლესი განათლების ინტერესი. გადაწყვეტილებას იღებენ ეთიკურ-მორალური მოსაზრებებით, ასევე, პრაქტიკულობით. არიან პროფესორები და მასწავლებლები, რელიგიური წინაძღვარები-ზედამხედველები. უყვართ მოგზაურობა, შორეული ქვეყნები, არ აშინებთ მანძილი, რათა გაიგონ სიახლეები.

მისთვის დამახასიათებელია დაუშრეტელი წყურვილი ცოდნის, სიბრძნის და ყველაფერი იმის, რაც ეხმარება საკუთარი ცხოვრების გაგების (შეცნობის) გაფართოებაში. მარადიული სტუდენტია, დაკავებულია უმაღლესი განათლებით, ფილოსოფიით და რელიგიით. გარდა ამისა, აინტერესებს იურისპრუნდენცია, რადიომაუწყებლობა, გამომცემლობითი საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა სახის კომუნიკაციების სფეროები. გულგრილი არაა სამყაროს გარშემო მოგზაურობისა და სხვა კულტურების შესწავლისადმი.

ავესალომ პოდვოდნი „უკეთესია იყო ჭკვიანი იდეალში, ვიდრე იდეალურად ჭკვიანი“

მერკური მეცხრე სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია. აქ ადამიანი იაზრებს საკუთარ იდეალ “მე”-ს და იგივე აზრის ფორმაში მისგან მითითებას იღებს, რაც მთლად ბუნებრივი არაა, სამაგიეროდ, კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოხერხებულია. იდეალი ფორმირდება მრავალი აზრი-ფორმის მეშვეობით, ანუ მენტალური მედიტაციის დროს, იმაზე ფიქრის დროს, როგორი სურს რომ იყოს, რაც საკმაოდ სახიფათოა და შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დამახინჯება, რამდენადაც იდეალის ღერძი განსაზღვრული უნდა იყოს სულიერი მისწრაფებით, ხოლო მენტალურ სპეკულაციებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას “ახეტიალოს”; გარდა ამისა, იდეალთან ურთიერთქმედებისას შესაძლებელია მიდრეკილება კამათისკენ და არგუმენტებისკენ, რაც ასევე არასასურველია: საჭიროა შექმნას საკუთარი თავი _ იდეალი “მე”, დაე, დიდი სირთულით, მაგრამ ამის შემდეგ უნდა დაემორჩილოს უსიტყვოდ, ხოლო თუ იდეალი არასრულყოფილია, გადააკეთოს ის და არა _ დისკუსიაში შევიდეს მასთან.

მერკურის დამუშავება იძლევა განხორციელების საშუალებას _ საჭიროა იდეალთან (რომელსაც საკუთრივ, განსაკუთრებული გონება აღმოაჩენს) ძალიან ფაქიზი შესაბამისობა მოხდეს.

დიდი მენტალური ინტერესი _ ფილოსოფიური აზროვნების, საკუთარი ცხოვრების, რელიგიური ფილოსოფიის, შორელი ქვეყნებისა და კულტურებისა, მაგრამ არსობრივი ცნობიერების გაფართოება გართულებულია, რამდენადაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს გაფართოებას, მაგრამ არა სამყაროს მენტალური კარტის გადაწყობას; მიდრეკილია საერთოდ ყურადღების გარეშე დატოვოს ემოციონალური და ეგზისტენციალური (ფსიქიკის თავდაცვის გამოვლინება), რასაც მიჰყავს მენტალურ პროფანაციამდე (ხანდახან ძალიან ძლიერადაც კი).

აქ დამუშავება მიდის თეზისების მიღებით _ „გაგება _ ნიშნავს საკუთარი თავის შეცვლას“, ასევე „ცოდნა არის შესაძლებლობა“. სულიერ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა, ასევე, ძლიერი მენტალური ფილტრის გავლით ხდება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას (ურთიერთობებს), უკიდურეს შემთხვევაში, მერკურის დამუშავების მესამე დონემდე მაინც.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ვერ ამჩნევს უეჭველ ფაქტებს, მაგრამ ინფორმაციის საერთო წყაროში მნიშვნელოვანს კარგად ცხრილავს (ხედავს). დაკავებულია იდეოლოგიით.

ნებისმიერ ურთიერთობას მსოფლმხედველობის გაფართეობამდე მიჰყავს. დიდ დროს ატარებს საერთო ფილოსოფიურ, აბსტრაქტულ მსჯელობებში. ანალიტიკური გონება კარგად ურთიერთქმედებს აბსტრაქტულ აზროვნებასთან. ის პრაგმატიზმის იდელოგია, სწავლული_თეორეტიკოსი.

შორეული კომუნიკაცია. საერთაშორისო სატელეფონო კავშირები. ელექტრონული ფოსტა.

ბილ ჰერბსთი

კონცეპტუალური სტრუქტურები. მერკურის მეცხრე სახლში მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი აბსტრაქტული სისტემების კოლექციას ახდენს (იმის მსგავად, როგორც სხვა ადამიანები აგროვებენ მარკებს კოლექციისთვის) და კონსტრუირებას უკეთეს წყაროებს, რომლებიც მთლიანობაში ამ სისტემებს ერთმანეთთან აერთებენ. უყვარს ძველი კეთილი ოჯახური დისკუსიები, მიზანშეწონილია და უპირატესობა ენიჭება დებატებს. სანამ საუბარი ინარჩუნებს სიცხოველეს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას, რომელსაც იცავს. ხაფანგები მრავალრიცხოვანია. მისი აზროვნება გადაჭარბებულად მოძრავია, მაგრამ ყოველთვის ლოგიკური არაა, და, არცთუ იშვიათად, ახდენს ფართო მასშტაბიან დასკვნების გენერირებას, ემყარება მხოლოდ მწირ, გამოცდილ ცოდნას. სურს, იცოდეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში არაა იმ მდგომარეობაში, რომ მოიცვას ყველა სფერო, და, ის კიდევ და კიდევ, დაუსრულებლად „ღეჭავს“ განსაზღვრულ თემას. ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაზე აქვს პასუხი. როგორც რაციონალიზაციის ოსტატს, შეუძლია ექსპრომტად „გასცეს“ მოსახერხებელი და გამოსადეგი “ფილოსოფია”. ამოცანა _ გახდეს ფილოსოფიური ცოდნის ნამდვილი ბიბლიოთეკა.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. არ შეუძლია ძალიან ჯიუტად არ ისწავლოს, ხედვით არ შთანთქას ძალიან ბევრი, არ იმოგზაუროს ძალიან შორს. ყველაფერი, რასაც შეეხება, აღმოჩნდება კიდევ რაიმესთან დაკავშირებული _ მისი ცნობიერება გადაიქცევა ცენტრალურ კომპიუტერად. მოსწონს კომუნიკაცია შორ მანძილზე; ნაწილობრივ, ტელეფონით კონტაქტიც საკმარისი იქნება. მისთვის კავშირის ყველა საშუალება საინტერესოა: ჟურნალები, ტურისტული ბუკლეტები, უცხოური ფილმები _ ყველაფერი, რასაც მისი გონების ცნობისმოყვარეობა შეუძლია გამოკვებოს. აინტერესებს დედამიწის “ტვინი”, სურს დარწმუნდეს, რომ მისი ნერვიული სისტემა მჭიდროდაა შეერთებულ-დაკავშირებული იმ კავშირის წყაროებთან, რომლებიც მთელი სამყაროს მოიცავს.

უცხოელებს განიხილავს როგორც პოტენციურ მეგობრებს, როგორც თავის ახალ კვების წყაროს. ერთდროულად ყველაფერში ისწრაფვის ექსპანსიისკენ და თან ნაწილობრივ _ არაფერში.

უმაღლესი განათლება. ალბათობაა, ის ისწრაფვოდეს ცოდნის (ოღონდაც, მხოლოდ განსაზღვრულ საგანმანათლებლო სტრუქტურაში) შეძენისკენ; არაა მიდრეკილი იკვლიოს რაიმე სპეციფიკური ცოდნის სფერო. უფრო მეტად იმის ალბათობაა, რომ განათლების სფეროს მრავალსახეობის მიმართ გამოავლინოს ინტერესი, აიღოს ცოტა ერთი სფეროდან, ცოტა _ მეორედან; ეს უფრო ჰგავს ზოგადად თვალის შევლებას, ვიდრე სიღრმისეულ შესწავლას. მრავალსახეობრივი განათლებისაკენ მსგავსი მისწრაფება მოდიფიცირდება ნათალურ რუკაში მზის მდებარეობით. თუ მზე იმყოფება მეათე სახლში, მაშინ შესაძლებელია უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ამ ადამიანის სწავლის სურვილის დაქვემდებარება მხოლოდ ერთ მიზანზე მოხდეს, ცოდნა მხოლოდ კარიერულ სფეროში იქნეს გამოყენებული. თუ მზე იმყოფება მეცხრე სახლში, მაშინ მისი მენტალური ინტერესები უფრო ფართოა. თუ მზე მერვე სახლშია, შესაძლებელია, ერთიც და მეორეც, ყველაფერი განისაზღვრება სხვა ფაქტორებით. ამოცანა _ ახსოვდეს, რომ დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა სწავლება. სწავლება უფრო მეტად ურთიერთქმედებისა და ორმხრივი კომუნიკაციისას, ცხოვრებისეულ გაცვლაში შთაგონებით და სურვილით გამოსდის.

ჭეშმარიტების ძიება. ხიბლავს ჭეშმარიტების განსხავებული და მრავალსახოვანი ფორმები. მისთვის ბუნებრივია გამოიკვლიოს მდინარის ყველა განშტოება, იმის შეცნობა, რომ ყოველი მათგანი საბოლოო ჯამში ჩაედინება ზღვაში. ინფორმაციას გონების თვალით იჭერს, განიხილავს და უყურებს მას სხვადასხვა მხრიდან, ავიწროებს და აფართოებს, იკვლევს ცვლილებს მის ფორმაში, ანაწევრებს ათას ნაჭრად, ეძიებს განსხვავებებს, წინააღმდეგობებსა და პარადოქსებს. ამით აღწევს რა საბოლოო პროდუქტს, დასრულებულ ჭეშმარტიებას, ისევ ლაბორატორიაში რჩება, ამოწმებს, ასუფთავებს, ექსპერიმეტს ატარებს. მისთვის უფრო ბუნებრივია იმსჯელოს ჭეშმარიტების ძიებაზე, ვიდრე პირდაპირ გამოხატოს და გამოთქვას. ამოცანა _ გადასცეს ადამიანებს ის სტრუქტურები, რომელთა მეშვეობითაც და დახმარებითაც თავად შეძლებდა სიბრძნის შეძენას. ჭეშმარიტება – ეს დაუსრულებელი წყაროა ცნობისმოყვარეობისა, უწვეტი კვლევა-ძიებაა.

იდეალური საზოგადოება. აიდიალებს საზოგადოებას, სადაც ადამიანები სწავლობენ საკუთარი აზრების ეფექტურად გამოხატვას. იმ ნიშანზეა დამოკიდებული, რომელშიც მერკური იმყოფება, ანდა მზის მდებაროების მიხედვით, სჯერა თუ არა ინფორმაციის საჯაროება, ან მყარ კონტროლს ექვემდებარება თუ არა ინფორმაცია; თუმცა პირველი (ანუ ინფორმაციის საჯაროობა) უფრო შესაძლებელია, ვიდრე მეორე (ანუ ინფორმაციის კონტროლი). მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის ნებადართულია თავისუფლად გადაადგილება. მაშინ სრულყოფილი საზოგადოება იქნებოდა მუდმივი ცვლილების მდგომარეობაში. როგორც სამყაროს მმართველი, მერკურის ამ მდებარეობის მქონე ადამიანი იქნებოდა ძირითადი იფორმაციული კვანძი, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან და ყველასთან, მაგრამ ამავ დროს, საკუთარი “სამეფოს” მობილური მკვლევარია.

ნეტ მონსტერი

მასწავლებლები, პროფესორები, კარგი ისტორიკოსები, ასტროლოგები. უყვართ შორეული ქვეყნები, მათი კულტურა. მერკურის უარყოფითი გავლენისას _ დოგმატიზმი, ქედმაღლობა, “სამეცნიერო სექტანტობა”. კარგი ასპექტებისას, განსაკუთრებით უმაღლეს პლანეტებთან _ წინასწარმეტყველების ნიჭი.

ინდუბალა

ამ ადამიანს საქმიანობაში წარმატება თან სდევს, ეყოლება მაღალი მდგომარეობის მქონე მეგობრები. შეუძლია პრაქტიკა მიიღოს ვაიშნავების რელიგიაში (კრიშნას თაყვანისმცემლები). მისი სახელი მოხსენიებული იქნება ბეჭვდით გამოცემებში და რეკლამის წყალობით მიიღებს ფულს. ასეთ ადამიანებს ფულის გამომუშავება შეუძლიათ მოგზაურობის ანდა ზღვით ტვირთის გადატანის საშუალებით. კარგად საუბრობენ, მიდრეკილება აქვთ ქველმოქმედებისკენ. ასეთი ადამიანის მამა შეიძლება იყოს ცნობილი ადამიანი.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top