მერკური მშვილდოსანში

მერკური მშვილდოსანში

წყარო: www.aquarun.ru

აზროვნება+გულწრფელობა(გულღიაობა)=ფილოსოფია

ეს ფაქტორი გვაუწყებს, რომ ადამიანის ინტელექტს ახასიათებს მაღალი ენერგეტიკულობა, უნივერსალურობა, მიზანსწრაფულობა და მებრძოლობა. ხასიათის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში ყალიბდება მენტალური ტირანიისა და მოუთმენლობისკენ, ასევე, გარშემომყოფების აზრებისკენ მიდრეკილება. დამახასიათებელია გონების არამუდმივობა და შფოთიანობა, გაორება, ამტანობისა და კონცენტრაციის უქონლობა. ეს ადამიანი არასდროს დათანხმება არაპრესტიჟულ და მძიმე სამუშაოს, რის მიზეზადაც დაასახელებს თითქოსდა მისთვის მინიჭებულ რეპუტაციასთან და ავტორიტეტთან ამ სამუშაოს შეუთავსებლობას. შესაძლებელია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ მიდრეკილების განვითარება. ხასიათის ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში ადამიანი ისწრაფვის გარშემომყოფებს მზრუნველობით მოექცეს, შორსმჭვრეტელი და ჰუმანური ხდება, უყვარს სწრაფად ქმედება, თავდაჯერებულად ისახავს შორეულ მიზნებს. ამ შემთხვევაში დამახასიათებელია იდეების განსაკუთრებული სიუხვე, აბსოლუტური გულწფელობა, ღრმა და ჩამწვდომი აზროვნება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სოციალური და ფილოსოფიურ-რელიგიური გადახრებით.

ასეთი ადამიანი მართალი და გულღიაა, ფლობს სამართლიანობის განვითარებულ გრძნობას; მისთვის დამახასიათებელია მრავალმხრივი ინტერესები და თანამოსაუბრის მიმართ ყურადღების დათმობა. ის ტაქტიანი და ზრდილობიანია, გაწონასწორებული და კონტაქტურია, უყვარს ბუნება, აღმერთებს მოგზაურობას. ასეთი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ურთიერთობას, სოციალურ-მიღებულ კონსტრუქციებს. აზროვნება სინთეთიკური და მთლიანია, მაგრამ ანალიტიკურობა მართლა არ ჰყოფნით. მიღებული ინფორმაციიდან მთავარის, მნიშვნელოვანის გამოყოფა რთულად ხერხდება, რადგან მონაცემები აღიქმება გადაჭარბებული ემოციურობით, ამიტომაც შესაძლებლობას არიან  მოკლებულნი აზრები და მენტალური კონსტრუქციები გონიერ დასასრულამდე მიიყვანონ. აზროვნება შთამაგონებელი, სერიოზული, ფილოსოფიური შეფერილობით გამოირჩევა.

ასეთ პიროვნებას არ ეშინია ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვებზეც კი ეძიოს პასუხები. დიდ ინტერესს ავლენს რელიგისადმი, (არამხოლოდ რიტუალების, არამედ ღვთიმსახურებისადმიც კი). ადამიანი მიდრეკილია იფიქროს სოციალურ კატეგორიებზე, აღმერთებს მასწავლებლობას და დარიგებას, არცთუ იშვიათად მოქმედებს როგორც მისიონერი და მქადაგებელი. უყვარს სწავლება და სწავლა, განუწყვეტლივ ისწრაფვის შორს, ჰორიზონტს მიღმა, ოცნებობს თავგადასავლებზე ზღვისპირა ქვეყნებსა და თვალით უნახავ მიწებზე. აზროვნებისთვის დამახასიათებელია დამოუკიდებლობა, რასაც თან ახლავს ცხოვრების ფართო სფეროებზე ფიქრი. სიმართლე უნდა ითქვას, ხშირად კონკრეტული ცოდნის და ფაქტების, მონაცემების, ასევე ადამიანებთან დიპლომატიური გამოცდილების უკმარისობა შეინიშნება.

მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი ცნობისმყვარეობისა, მაინც აუცილებლად სჭირდება სასწავლო უნარების სრულყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათობაა განვითარდეს ზედაპირულობა და არასაფუძვლიანობა. ურთიერთობა ატარებს პათეთიკურ, სადღესასწაულო და ამაღლებულ ხასიათს, ამასთან ერთად მეტყველება უბრალო და მისაღები, დამაჯერებელი და შთამაგონებელი აქვს. მის მიერ წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობაზე ყოველთვის დარწმუნებულია, რის გამოც ზუსტად არჩევს მეტ-ნაკლებად წონიან და უნაკლო გამოხატვის ფორმებს. ფლობს ორატორისა და დამცველის ნიჭს. როგორც წესი, საკმაოდ ტრადიციული აზროვნება აქვს, ეყრდნობა საერთო-საკაცობრიო ფასეულობებს. რაციონალური კრიტიკის საშუალებას მოკლებულია.

ასეთი ადამიანები იუმორის გრძნობას ხშირად არ ფლობენ. არ ჰყოფნით კონცენტრაციისა და გამჭრიახობის, ჭვრეტის უნარი; აღენიშნებათ გონებაში უწესრიგობა (მრავალი, ქაოტური და მოუწესრიგებელი აზრები), შესაძლებელია საკუთარ მენტალურ ქმნილებებში (კონსტრუქციებში) ჩაიკარგონ და იხეტიალონ ამ ლაბირინთებში. დამახასიათებელია მსოფლხედველობის გაფართოებისკენ დაუცხრომელი და დაუსრულებელი მისწრაფება, რომელსაც ახერხებენ სპეციალისტებთან ერთად კითხვის, მგზავრობის და კონტაქტების მეშვეობით.

ისააკ ნიუტონი - მერკური მშვილდოსანში

იგი სერიოზული და ტაქტიანია, მისი პერსონა ადმინისტრაციულ სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობას მთლიანად ესადაგება. ამავ დროს, ეს ფაქტორი არაა კეთილგაწყობილი თვითშემოქმედებით საქმიანობაში წარმატების მისაღწევად: აღინიშნება მუდმივობის, სიმყარისა და მობილიზებულობის უკმარისობა. მეტყველება ხანდახან დაუფიქრებელი და აღგზნებული აქვს, ის სწრაფად და ადვილად აღფრთოვანდება, მაგრამ ზუსტად ასევე სწრაფად ცივდება. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება ფანატიზმი, ანარქიულობა, სექტანტობა, მოუსვენრობა, დაუდეგრობა, დაუდგრომლობა და გაღიზიანებულობა. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა. მისი ხასიათის გათვალისწინებით ადამიანს შეიძლება ეწოდოს _ პატივმოყვარე, გულწფელი, სამართლიანი, კეთილშობილი და ძალიან დამოუკიდებელი, ამბოხებულობამდე მისულიც კი.  აღინიშნება მეტყველებასა და ქცევებში უკმეხობისა და იმპულსურობის ტენდენცია. ჰარმონიული განვითარებისას ყალიბდება წინასწარმეტყველური, ბრძნული ინტელექტი, აზრებთან და მეტყვლებასთან თავისუფალი მოპყრობა, ვითარდება გასაოცარი მენტალური და ფიზიკური შრომისუნარიანობა.

ეს ადამიანი ცვალებადია, მაგრამ პროგრესიული. ყველაფერი უყვარს, სამყაროს საკუთარ სურათში (სამყაროს მისეული აღქმა) ყველაფრისთვის პოულობს ადგილს. აინტერესებს განათლება და მეცნიერებები, თითქმის ყოველთვის ჩაფლულია სულიერ ძიებებში, მნიშვნელოვან პერსონებთან ხშირად სარგებლობს პატივისცემით. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აზროვნების განვითარებსა და სამყაროსეულ ხედვას. შეუძლია სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედება, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, წინდახედული ყოველთვის არაა. ახასიათებს მუდმივი ცვლილებესკენ, გარდატეხებისკენ და გადაადგილებებისენ, მასიური ღონისძიებებისკენ და სარიტუალო ქმედებებისკენ მიდრეკილება. აღინიშნება მომეტებული წყენიანობა და აღგზნებულობა, ნევროზულობა და სწორხაზოვნება, აგრესიულობა და მოუსვენრობა. სახიფათოა გადაჭარბებული გულახდილობა და დაუფიქრებელი გულწრფელობა. ასეთი ადამიანის თავში ხანდახან იბადება მრავალი მოულოდნელი და უეცარი აზრი თუ იდეა, მაგრამ თითქმის ყველა გეგმა არამყარ ხასიათს ატარებს და შეიძლება განხორციელების პროცესში ადვილად შეიცვალოს.

მათი მთვარი პრობლემა _ საუბრისას თავშეუკავებლობას, გამოხატვისას მოუფიქრებელ და ზედმეტად სწორხაზოვნებას შეუძლია წამში გაანადგუროს ყველაფერი, რაც შექმნეს წლების განმავლობაში. უეჭველია, მიდრეკილება ექნებათ უცხო ენების შესწავლისკენ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთბისას მოხერხებულნი იქნებიან. თუმცა, ასეთი ადამიანები გულწრფელად ისწრაფვიან მაღალი იდეალებისკენ და შეცნობის (მსოფლმხედველობის) ჰორიზონიტის გაფართოებისკენ, მთელი ცხოვრება პირადი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მაინც უწევთ.

ადამიანი მიდრეკილია ოპერირება მოახდინოს რწმენაზე და არა ფაქტებზე. თუმცა, ასეთი ოპერაციების შედეგი კონსტრუქციულია, რადგან აზროვნება ორიენტირებულია სოციალურ ინტერესებზე. მისთვის ადვილია ჭეშმარიტების გრძნობის დაკარგვა თუ ყურადღებას არ მიაქცევს დეტალებსა და წვრილმანებს. რაღაც პარანორმალური უნარი შესაძლებლობას აძლევს ინტუიციურად აღიქვას სხვა ადამიანების აზრები _ ამის წყალობით ადვილად ახდენს პიროვნების ინტერესის, მასის მისწრაფებებისა და მოლოდინების რეზონირებას. შეიძლება ითქვას _ ასეთი ადამიანები ყოველთვის კოლექტიური კარმის საკითხებითა და სახალხო ბედის ამოცანების შესრულებით არიან შეფიქრიანებულნი. ისინი ჩვეულებრივ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ითხოვენ საკუთარი აზრების თავისუფლებას.

ხშირად პოპულარულები და მრავალი ადამიანის მიერ მიღებულნი (აღიარებულნი) ხდებიან. მათი მიზანი _ ავტორიტეტის და მაღალი სოციალური მდგომარების მიღწევაა, რასაც აღწევენ კიდეც შთამაგონებელი გამოთქმებისა და გარშემომყოფებში ენთუზიაზმის გაღვივების მეშვეობით. საკუთარ თავს უყურებენ როგორც გულახდილობის ეტალონს. უყვართ გაწერილ ჭეშმარიტებებზე მორალის კითხვა, ხანდახან იშვიათი პედანტებიც კი არიან. მიდრეკილებაა გაფანტული ყურადღებისკენ და დროისა და საშუალებების მფლანგველობისკენ. ხანდახან ასეთი ადამიანები იმდენად ღრმად და ინტიმურად აკავშირებენ საკუთარ აზროვნებას მაღალ მიზნებსა და შორეულ იდეალებთან, რომ მთლიანად ივიწყებენ იმ არსობრივს, მატერიალურს (ანუ მყარ მიწას), რომელიც მათ ფეხქვეშ არის.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მერკური იმყოფება ცეცხლოვან ნიშანში, სტუმრად იუპიტერთან.

ეს მერკურისთვის ერთ-ერთი სუსტი მდებარეობაა, რამდენადაც აზროვნება იდეოლოგიური მოწყობის (რომელსაც იუპიტერი იძლევა) დიდი გავლენის ქვეშაა, ის ხდება ტრადიციული, მასში ნაკლებია კრიტიკულობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სინთეზის (განსაკუთრებით ფილოსოფიური განზოგადებისას) განსაზღვრული უნარები, მაგრამ იმაზე ნაკლები, ვიდრე ექნება იმ ადამიანს, რომლის მერკურიც ვერძში ან ლომში მდებარეობს. საერთოდ, ცეცხლის სტიქია შეიძლება იძლეოდეს ასეთ თვისებებს, მაგრამ მშვილდოსანი – ეს ე.წ. მესამე ზონაა და აქ შინაგან დონეზე ვლინდება მიწის სტიქია (თხის ნიშნიდან გამომდინარე), ამიტომაც ეს უნარები სუსტია. მერკურის მშვილდოსანში მდებარეობა შეიძლება მეტყველებდეს იმაზეც, რომ ამ ადამიანს აქვს ინფორმაციის დიდი მოთხოვნილება, რადგანაც გაფართოებისას (მსოფლმხედველობის, ინფორმაციული ბაზის) იუპიტერი (მშვილდოსნის ზოდიაქოს მმართველი) წარმოადგენს შესაძლებლობას. უფრო ხშირად, ის ისწრაფვის იყოს ძალიან ინფორმირებული, ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცოდეს, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში.

მას შეუძლია ეს ცნობები გამოიყენოს საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის გასამყარებლად. ამასთან ერთად, საკმაოდ კარგადაა გათვითცნობიერებული ნებისმიერი სოციალური სისტემის ურთიერთკავშირში: ვინ არის პატივში, ვის აქვს ავტორიტეტი, ვის აქვს ძალაუფლება, ვინ რას ფიქრობს. ეს ინფორმირებულობა წარმოიშობა იმიტომ, რომ ინტელექტი მიმართულია ასეთი სახის ინფორმაციებზე. მაგრამ ეს ადამიანი მიღებული ცნობების ანალიზს თითქმის ვერ ახერხებს, რადგან, შეიძლება, არ ჰყოფნიდეს კონცენტრაცია. ხანდახან შესაძლებელია საკუთარ გონებრვ ლაბირნთებში ჩაიკარგოს. „ბოროტი“ მერკური მშვილდოსანში შესაძლებელია იძლეოდეს აზრონებაში მოუწესრიგებლობას და გამჭრიახობის უქონლობას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ ეს პიროვნება დაკავებულია საზოგადოებრივი საქმიანობით, მაშინ, დიდი ალბათობაა, მისთვის დამახასიათებელი იყოს სხვადასხვა სახის სოციალური პროექტების შედგენა, და, თუმცა მათი თანაურთიერთობის ძალა გათვალისწინებული იქნება ძალიან ფაქიზ დონეზე, მაინც ხშირად რეალობას მოწყვეტილია, რამდენადაც დამოკიდებულია იმ იდეოლოგიაზე, რომელსაც ეს ადამიანი ემხრობა. თუ აღმოჩნდება, რომ იდეოლოგია რეალურ ცხოვრებასაა მოწყვეტილი, მაშინ პროექტებიც, რა თქმა უნდა, ავტომატურად რელობისგან შორს დგანან და საყრდენი არ ექნებათ, თუმცა კი შესაძლებელია ლამაზად და მიმზიდველად გამოყურებოდნენ.

უფრო ხშირად, მას შეუძლია ჰქონდეს ნაცნობებების ფართო წრე. ურთიერთობაში, ალბათ, ძალიან საინტერესო, ინიციატურია, შეიძლება წამიერად გაეცნოს ქუჩაში, დაამყაროს კავშირი და, ამასთან ერთად, ერთდროულად ურთიერთობის ძალიან ფართო სპექტრში: სისხლის სამართლის დამნაშავედან (კრიმინალიდან) მინისტრამდე. მაგრამ ამასთანავე, ურთიერთობაში ორიენტაცია შეიძლება აღებული ჰქონდეს ზემდგომ პირებზე და/ან იმ ადამიანებზე, ვინც მისთვის საინტერესო ანდა ავტორიტეტულია. თანასწორ ადამიანებთან ანდა მასზე დაბლა მდგომებთან (სოციალურ იერარქიაში) შეიძლება საკმაოდ უცერემონიოდ იქცეოდეს.

შეიძლება, ის საუბრობდეს რიხით ანდა ძალიან თავდაჯერებულად. შეიძლება ურთიერთობა ატარებდეს რამდენადმე პათეთიკურ და ამაღლებულ ხასიათს, მაგრამ შერწყმული იყოს მეტყველების უბრალოებასთან და დარწმუნების უნართან. სხვა ადამიანებს შეიძლება შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მან იცის – „როგორ უნდა იცხოვრო“, და ხშირად ცხოვრებას ასწავლის სხვებს. როგორც ჩანს, ის დარწმუნებულია წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობაში და წინასწარ, ზუსტად არჩევს მათ. საერთოდ, მერკურის მდებარეობა მშვილდოსანში კეთილგანწყობილია მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, მისიონერების ანდა მქადაგებლებისთვის. თუ რომელიმე ზემდგომი მოხელე/უფროსი ნებას მისცემს მის დონეზე დადგეს, მაშინ შეუძლია დაკარგოს საკუთარ თავზე კონტროლი და დაიწყოს შინაურულად, „ძმაბიჭურად“ მოქცევა. ასეთი ქცევა კი ბევრ უფროსს (და არამხოლოდ უფროსს) აბსოლუტურად არ მოსწონს და ამის საფუძველზე შეიძლება კონფლიქტებიც კი წარმოიშვას.

ხანდახან მიცემული პირობის შესრულება არ შეუძლია, მაგრამ ეს ბოროტი განზრახვით სულაც არ ხდება, უბრალოდ ავიწყდება ან საქმეების გამო იღლება. მშვილდოსანი _ მოძრავი ჯვრის ნიშანია, და თუ ამ ადამიანს შეეცვალა გარემოება ანდა გაუჩნდა სხვა ინტერესები (რამდენადაც მისი ურთიერთობის წრე ფართოა), პირობის შესახებ ივიწყებს. ერთი მხრივ, ეს არის პირდაპირი ადამიანი, რომელიც ზურგსუკან „დანას არ მალავს“, მეორე მხრივ კი _ ყველაფერს საკმაოდ უტაქტოდ გამოთქვამს და არ ითვალისწინებს გარემოებებს, ხანდახან შეიძლება არ ჰყოფნიდეს იუმორის გრძნობა, მაგრამ ურთიერთობაში, უფრო ხშირად, მეგობრულია, არაა წყენია, გახსნილია, ხშირად  მზადაა დახმარები გასაწევად.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

მერკურისთვის ეს იმედის მომცემი და მრავლისმეტყველი მდებარეობაა. მისი განვითარების შემთხვევაში ადამიანი შესაძლებლობას იღებს მაღალი დონის ენერგიები გამოხატოს სიტყვებში ანდა სხვა ნიშნების სისტემებში და იპოვოს შუალედური დონე და კავშირი მაღალ რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ იდეალებსა და ცხოვრების გამაერთიანებლებს შორის. მერკური ეხმარება მშვილდოსანს იმ კონკრეტული დეტალებისა და კომუნიკაციის საშუალებების პოვნაში, რომლებიც რეალობასთან აკავშირებენ მის აბსტრაქტულ ხედვასა და შთაგონებას.

ამავ დროს, დაბალ დონეზე მერკურის დამუშავება ნიშნავს ამაღლებული შეხედულებების, იდეებისა და შესაძლებლობებისადმი სუფთა მენტალურ ინტერესს; მერკური მშვიდოსანს პატარა ნაჭრებად და მარცვლებად ანაწევრებს; ახალი აღთქმის წაკითხვისას, მერკური-შვილდოსანს შეუძლება თქვას აღმაშფოთებელი მოხერხებულობით: „ჩემთვის საინტერესო იყო“; ცხოვრების განმავლობაში მან ზუსტადაც რომ უნდა გაიაროს გზა მენტალური ცნობისმოყვარეობიდან შინაგან მოკრძალებულობადე, რომელიც საბოლოოდ გაუხსნის უმაღლეს ხედვას.

ამ მდებარეობის სხვა საშიშროება – მერკურის სრული დამორჩილება იუპიტერისადმი (განსაკუთრებით თუ ჰოროსკოპში მეორე – იუპიტერი _ ძლიერია). მაშინ ადამიანის მიერ დეტალების აღქმა მთლიანის ხედვაზე დამოკიდებული ხდება და ამას ხშირად მიჰყავს დეზინფორმაციამდე, განსაკუთრებით მერკურის დაზიანებისას, როცა არასწორად ხდება იდეისა და მშვილდოსნის ქმედებების ინტერპრეტირება, იგივე ხდება ამ უკანასკნელის მიერ რეალობის აღქმისასაც: ნებისმიერ შემთხვევაში (გარდა სატურნთან ასპექტისას) მერკური აქცენტს აკეთებს ზედაპირულობაზე, მოძრაობასა და მშვილდოსნის არათანმიმდევრულობაზე.

სატია საი ბაბა - მერკური მშვილდოსანში

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

რამდენადაც ამ ნიშანში მერკური იმყოფება დანაკარგებით, ამიტომ მისი დადებითი თვისებები რამდენადმე შესუსტებულია, მაგრამ ჰარმონიული ასპექტებისას ეს მდებარეობა ადამიანს ანიჭებს დიდ მოძრაობას, მგზავრობის, მივლინებების, თავგადასავლების სიყვარულს, დიპლომატიურობას, სამართლიანობას, კეთილშობილებას, გახსნილობას, გულახდილობას, დამოუკიდებლობას, მჭერმეტყველებას (სწრაფი, ენერგიული მეტყველება), იმ აზრების გამოთქმის ნიჭს, რომლებიც პირდაპირ მიზანში ხვდებიან, პატივმოყვარეობას და კარგ ორგანიზატორულ უნარებს, ინტერესს ლიტერატურის, ენების, მეცნიერებების და მედიცინის, განათლების, გამომცემლობითი საქმიანობის, ჟურნალისტიკის, რელიგიის, სულიერი საკითხების, საგარეო (იმპორტი) ვაჭრობის მიმართ. გონება აქტიური, წარმოებული, იმპულსური, დაჯილდებულია წინასწარგძნობის ნიჭით.

თუ მერკური დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება წინდაუხედაობა და ნევროზულობა, არამუდმივობა, მოუსვენრობა, ეშმაკობა, მერკანტელიზმი, სოციალური პირობითობისა და საერთო-საზოგადოებრივი წესების იგნორირება, აზრების გამოხატვისას არათანმიმდევრულობა, ერთიდან მეორეზე გადახტომა, მჭერმეტყველების შადრევანი, მიდრეკილია მრავალსიტყვიანი გამოსვლებისკენ, აქვს უნარი შეიტანოს ქაოსი და დეზორგანიზება, მიდრეკილება _ ავანტიურზმისა და თავგადასავლებისკენ, მკვეთრი, სწორხაზოვანი გამოთქმებისკენ, თაღლითობისა და მოტყუებისკენ, სიცრუისკენ, თვალთმაქცობისკენ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სერიოზული ფილოსოფიური აზროვნება, რელიგისადმი დიდი ინტერესი, ხშირად მოქმედებენ როგორც მისიონერები. უყვართ ცოდნის გადაცემა, სწავლა და ოცნებობენ უცხო ქვეყნებზე. ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ფაქტებს, მაგრამ შეიძლება იყვნენ ნათელმხილველები, გახსნან მასების ბედი. გამოხატავენ ზუსტად და ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ მათი აზრები იშვიათად ემთხვევა ტრადიციულ შეხედულებებსა და საერთო-საზოგადოებრივად მიღებულ მორალს, ამიტომ მათ პატივს სცემენ კოლექტივში. თუმცა ამან შეიძლება მიიყვანოს თვალთმაქცობამდე. უყვართ მუშაობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ეკლესიებში, ხელისუფლებაში. მათი მიზანი _ მიაღწიონ ავტორიტეტს და მდგომარეობას. მიდრეკილნი არიან იკითხონ ქადაგებები დაწერილ ჭეშმარიტებეზე. ხანდახან მიდრეკილნი არიან ოცნების კოშკების აგებისკენ.

ფლობს წინასწარ ხედვის და წინასწარ გრძნობის უნარებს. მისი გონება, ნაწილობრივ დაკავებულია დიდი იდეებით, გეგმებით, მიზნებით, მიმართულია მომავლისკენ. მას აინტერესებს ის, რაც შეიძლება, რომ ჰორიზონტს მიღმა იყოს, და არა ის, რაც უკვე გაკეთდა. მას აინტერესებს ფილოსოფია, რელიგია, პოლიტიკა, სწავლა-განათლება. უფრო მეტად აინტერსებს თეორიები და იდეები, ვიდრე მათი პრაქტიკაში გამოყენება. არაა მიდრეკილი საკუთარი ყურადღების ფოკუსირება მოახდინოს რომელიმე ერთ პრაქტიკაზე, კონკრეტულ სფეროზე, მისთვის მოსაწყენია დეტალები და წვრილმანები _ მათზე ფაქიზი მუშაობა. აზარტულ თამაშებში მოთამაშის ინტუიცია აქვს. იღებს სიამოვნებას სარისკო წამოწყებებიდან და უცნობ სფეროში სამუშაოდან. კერძო, პირადი მეწარმეობა, რეკლამა, ლიტერატურული აგენტის საქმე ანდა იმპრესარიო – ეს ის სფეროებია, რომელშიც შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩინება.

ტიპიური დაავადებები _ იშიაზი, ნევროზები.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

განათლებული ადამიანები არიან: ინტერესდებიან ყველა სახის ცოდნის ფორმით, რის შედეგადაც მნიშვნელოვან ადამიანებში პატივისცემით სარგებლობენ. შეუძლიათ იყვნენ თავშეკავებულნი, თქვან მხოლოდ ის, რაც აუცილებელია, მეგობრობენ რელიგიურ ადამიანებთან, მოგზაურობენ აღმოსავლეთში, განათლების სფეროში წარმატებული კარიერა აქვთ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავისუფლებასა და აზროვნების პროგრესს. შეუძლიათ იმოქმეონ სწრაფად, ტექნიკასთან მოპყრობა იციან.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

თეორეტიკოსები. კავდებიან ფილოსოფიის, რელიგიის რაიმე საკითხების სიღრმისეული სფეროებით, უპირატესობას ანიჭებენ კონცეფციებზე ოპერირებას და არა ფაქტებზე დაყრდნობას. ამაში კი ის საშიშროებაა, რომ შეიძლება წავიდნენ ძალიან შორს, იმ ჭეშმარიტებას აცდნენ, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ფაქტებს ეყრდნობა. მაგრამ ამავე დროს შეუძლიათ გააკეთონ წარმოუდგენელი აღმოჩენები.

ეს ადამიანი მიდრეკილია დაწერილი ჭეშმარიტების შესახებ მორალის კითხვისკენ, შეუძლია იყოს პედანტი. ხანდახან იმდენად დაკავებულია ამაღლებული იდეალებით, რომ ივიწყებს იმას, რაც უფრო ახლოსაა, ასევე გარშემომყოფებს.

თუ რუკაში აქვს ნეპტუნის ძლიერი მდებარეობა _ მიდრეკილება „ოცნების კოშკების“ აშენებისკენ.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში ( (პროგნოზირების ხელოვნება)

აზროვნებისთვის დამახასიათებელია ფილოსოფიურობა, დამოუკიდებლობა, ფართო სფეროების ჩაჭერა, მხოლოდ ერთია, ხანდახან აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული ცოდნისა და ადამიანებთან ურთიერთობის უკმარისობა.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

გონების გახსნილობა, აზროვნების დამოუკიდებლობა, ინტერესი ახალი ანდა ორიგინალური მრწამსისადმი. გულწფელი დიადი შეხედულებები, პირდაპირობა და გახსნილობა, ფხიზელი სინთეტიკური გონება, ფილოსოფიის უნარები. პლანეტების ასპექტების უარყოფითი გავლენისას _ ზედაპირული აზროვნება, მიამიტობა, გულუბრყვილობა, მზა იდეებზე გადამეტებული მიჯაჭვულობა, მოუსვენარი, დაუღალავი ცნობიერება. გონებისა არასაკმარისი სიმკაცრე: მსჯელობები ცრუ, ტყუილ იდეებზე ანდა წარმოდგენებზე დაფუძლებული ანდა არასწორი მსჯელობები, რომელიც გამომდინარეობს სწორი იდეებიდან.

საბავშვო ჰოროსკოპი

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

რა საოცარი იდეაა!

როგორი მართალი და ლამაზია!

მხოლოდ მომისმინეთ და დაიჯერეთ _

უცბად ყველასთვის ნათელი გახდება!

ეს ცოდნის მოყვარული, ყველაფრის მსრუტავი გონებაა; ამ პატარამ, შესაძლებელია, დაგისვათ უფრო მეტი „რატომ?“, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ბევრ მათგანზე ძალიან რთული იქნება პასუხის გაცემა, რამეთუ ისინი ეხება ისეთ საგნებს, როგორიცაა: ეთიკა, ღმერთი და საგნების ბუნება. ნაწილობრივმა პასუხებმა შეიძლება არ დააკმაყოფილონ, არამედ პირიქით, ახალი კითხვებიც კი წარმოშვას. ამიტომ ბავშვისთვის აუცილებელია ისეთი გარემო, რომელშიც  შეძლებს ნებისმიერი კითხვა თავისუფლად დასვას, იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე. ხისტი და მკაცრი სასკოლო ჩარჩოები და მასწავლებლები მასზე დამახრჩობლად იმოქმედებენ.

ამ ბავშვის აზროვნების მანერაში ერთი შესაძლებელი პრობლემა იქნება ის, რომ ეს პატარა მიდრეკილია იხტუნოს დასკვნიდან დასკვნაზე. ახალი იდეა უცბად დაიპყრობს მის წარმოსახვას, პატარას ისარი პირდაპირ ცენტრში ხვდება და თავისკენ როგორც თოკს, ისე იზიდავს. ის აკეთებს „ნახტომს რწმენაზე“ და სრულიად დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი ასეც არის“, შესაძლებელია, ამ დროს ვინც მოუსმენს, მისი საკუთარ რწმენაზე მოქცევა დაიწყოს. დეტალები? შესაძლებელია იყოს საპირსპირო მხარე? – ეს ყველაფერი დაკარგულია სიჩქარეში. თუმცა, დიდი ალბათობაა, ეს ბავშვი, იყოს ბრწყინვალე მოწაფე, რომელიც იჭერს იდეების მაქსიმუმს მინიმალური მეცადინეობით, მან შეიძლება დაუშვას შეცდომები საკუთარი მიდრეკილების გამო _ უყვარს „წინ გაიჭრას წინ“. პატიოსნება და სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, თქვენი პატარა ნებას დაგრთავთ იცოდეთ ის, რაც მას თავში აქვს, – და საკმაოდ პირდაპირ. ის ხანდახან ამბობს მანამ, სანამ დაფიქრდება. თქვენ, შეიძლება, დაგჭირდეთ მისთვის დიპლომატიის ხელოვნების სწავლა.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: ბრძენი, სარგებელი, სიმართლე, გაგება, პატიოსანი, გახდე გულახდილი, სიუხვე, ოპტიმისტური, რწმენა, ცოდნა, აღქმა და შესაძლებლობა.

ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ მერკურით მშვილდოსანში, უყვართ ურთიერთობა მისი ყველა სახის გამოვლინებაში. ისინი მუდმივად იმყოფებიან ჭეშმარიტების ძიებაში, ანუ მათი მისწრაფებაა ჩაწვდნენ მსოფლმხედველობის გლობალურ პრინციპებს: ვინ შექმნა სამყარო, რატომ არის იგი მოწყობილი ასე და არა სხვაგვარად, სად მიდის კაცობრიობა და რა ელოდება მას მომავალში. როგორც ჩანს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოიმუშაონ ცხოვრებისა და სიკვდილის მწყობრი ფილოსოფია. ისინი სწავლის, საკუთარი ცოდნის გასამყარებლად მუდმივად ავლენენ და ეძიებენ ახალ ფაქტებს. მიდრეკილნი არიან ყველაფერს შეხედონ შორი მანძილიდან, მთლიანობაში, არ ჩაუღრმავდნენ დეტალებს. ისწრაფვიან შორს, მათი ხედვა ხშირად დაცურავს ზედაპირზე, არსს არ უღრმავდებიან. ისინი ძალიან ბევრს გვერდზე სტოვებენ. შეაჩერეთ, ასწავლეთ ყურადღების მიქცევა არასაჭიროზე (მათი შეხედულების მიხედვით) წვრილმანებზე, უყურონ ცოტა ღრმად, რათა დაინახონ და გაიგონ უფრო მეტი. ყველაფერში იდეალისტები არიან, საყოფაცხოვრებო წვრილმანებშიც კი, და სხვებისთვის ძალიან ადვილია მათი მოტყუება. ასწავლეთ პატარას იყოს ფრთხილად და ყველაფრის მიმართ გონივრული სკეპტიკურობა გამოიჩინოს. აუხსენით, რომ გარდა სიმართლისა, სამყაროში არის ეშმაკობა, ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა, და ამისთვის მზად უნდა იყოს. ასეთი ბავშვები სწორხაზოვნები არიან აზრებსა და ურთიერთობებში, ხოლო მათი გულწრფელობა ხანდახან სიუხეშემდე დადის. უთხარით, რომ ეს სხვების გრძნობებს ეხება და მათ ასე აწყენინებს. აუხსენით, რომ საჭიროა არამარტო პატიოსნები იყვნენ, არამედ ტაქტიანებიც, და რომ ხანდახან საჭიროა სიტყვების შერჩევა.

ბავვშვებს მერკურით მშვილდოსანში უყვართ საზოგადოება. ყოველთვის ენთუზიაზმით არიან სავსე, მუდამ ამაღლებულ განწყობაზე არიან, ყოველთვის ისწრაფვიან რაღაც ახლისკენ. ისინი ადვილად შედიან ნებისმიერ კომპანიაში, ერთმნიშვნელოვნად მეგობრულები და კეთილგაწყობილები არიან. ამ ბავშვებს უყვართ მოგზაურობა, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გააფართოვონ საკუთარი მსოფლმხედველობა. უყვართ ადამიანები და ზრუნავენ მათზე, მაგრამ ეს უფრო მეტად ეხებათ ზოგადად, საერთოდ ადამიანებს, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, ვინც მის ახლოს იმყოფება, და შეიძლება, ნამდვილად საჭიროებს მათ დახმარებას. ასწავლეთ პატარას იყოს ყურადღებიანი მათ მიმართ, ვინც იმ წუთას, მოცემულ წამში მის ახლოსაა – საკუთარ ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს., დაიმახსოვრეთ _ ის ვერ გადაიტანს ტყუილს. ასე რომ, თუ ეტყვით ტყუილს, თქვენ დაკარგავთ მის პატივისცემას.

ეს ბავშვები ყველანაირი სიახლისთვის გახსნილები არიან. ისინი ოპტიმისტები არიან, ისინი გულწფელნი და უშუალოები არიან. მათ სიტყვებსა და ქცევებში არასდროსაა დაფარული აზრი, არაა უთქმელი და დაუსრულებელი ფრაზები და სიტყვები, რასაც ფიქრობენ და ხედავენ, იმასაც ამბობენ ანდა აკეთებენ.

რაც შეეხება სკოლას და წარმატებას, ყველაზე მთავარია, ასწავლოთ ყოველთვის ყურადღებით შეამოწმონ შესრულებული დავალებები, რადგან ყველაფერს ისეთი სისწრაფით აკეთებენ, რომ შეუძლიათ დაუშვან შეცდომები.  შეიძლება იყვნენ უზრუნველები, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ამართლებენ ასეთ თვისებას. ასეთ ბავშვთან ურთიერთობისას დაიმახსოვრეთ, ის ფეთქებადია და ამბობს იმას, რაც თავში პირველად მოუვა. იყავით მომთმენნი, არ გაბრაზდეთ, მას მხედველობაში არაფერი ცუდი არ აქვს და არ უნდა თქვენი წყენინება. ყოველთვის გამოხატეთ საკუთარი იდეები ენთუზიაზმით, ეცადეთ დააინტერესოთ პატარა. და კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი _ ყოველთვის იყავით პატიოსანი და გულღია, ყველაფერი უნდა მოდიოდეს გულიდან.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top