მერკური ტყუპებში

მერკური ტყუპებში

წყარო: www.aquarun.ru

აზროვნება+მრავალმხრივობა= მრავალმხრივი აზროვნება

ეს მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს შესანიშნავი მეტყველება, მრავალსიტყვიანი ორატორული ნიჭი, მჭერმეტყველია; აქვს მწერლობის უნარი. ინტელექტის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში ყალიბდება ლაქლაქის (ლაყბობის) სიყვარული, ზედაპირულობა და ზეპირი თუ წერილობითი სახის საუბრებში გაურკვევლობა და არამკაფიოობა. ასევე, დამახასიათებელია კონცენტრაციის უნარის უქონლობა, აზროვნების ზედაპირულობა, შეხედულებათა არამყარობა და არამუდმივობა, არგუმენტაციის არაკორექტულობა, გონების გაფანტულობა (დაბნეულობა) და არასამართლიანი გადაწყვეტილებებისკენ მიდრეკილება. პიროვნების ჰარმონიული განვითარებისას ყალიბდება: გონებამახვილობა, მოხერხებულობა, საზრიანობა, აღმომჩენობა, მეტყველების სიცხადე, გარემოში ინფორმაციიზე მორგების მაღალი უნარი და გონების მრავალმხრივობა. სულიერი ინტერესები არამუდმივია, მაგრამ სხვადასხვასახეობრივი და მრავალმხრივია. ვითარდება კომერციული ნიჭი, ჩნდება უცხო ენების სწავლის/ათვისების უნარი და ბეჯითობა სწავლაში. დამახასიათებელია აზროვნების მოქნილობა და სიზუსტე, ასევე, რთული და ზუსტი მენტალური მოდელების შექმნის უნარი. მეტყველება სწრაფი, სწავლება მსუბუქი და ეფექტურია, სამყაროს ხედვა ლოგიკური და რაციონალურია. აღქმელობა მაღალია, რეაქცია სწრაფია.

ინტელექტუალურ ლიტერატურას მსუბუქად და სიღრმისეულად ითვისებს, შესაძლებელია ჟურნალისტისა და ლექტორის უნარები. დაუსრულებლად ჩნდება ახალი იდეები, საქმეში სხვებზე ცხადად ხედავს ძლიერ და სუსტ მხარეებს, წარმატებებსა და დაუმუშავებელ მხარეებს (ხარვეზებს). მერკურის ეს მდებარეობა შესანიშნავია საშუამავლო და ინფორმაციული საქმიანობა-სამუშაოსთვის. იდეების შესანიშნავი გენერაცია ეხმარება სწრაფ ქმედებებსა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში. გონება ცოცხალი, მისწრაფებები მოფიქრებული, მოხერხებული. აქვს ურთიერთობისა და ახალი ინფორმაციების მუდმივად მიღების მოთხოვნილება. საუბრები და კითხვა განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრის. ეს ადამიანი ფლობს მოსმენის შესაშურ უნარს (კულტურას), იშვიათ სიეშმაკეს და მოძრავ, მოქნილ აღქმას. მისი იუმორი უბოროტოა, ის, შეიძლება ითქვას, „ჰაერშივე“ ითვისებს შინაგან კავშირებს, ხედავს და ავლენს ინფორმაციულ ნაკადებში არსებულ ყველა სახის ნაკლოვანებას. ფლობს ინტერპრეტაციის უდიდეს უნარს, სწრაფად და მსუბუქად ცვლის საკუთარ შეხედულებებს, ხშირად მიდრეკილია კრიტიკისკენ და ფარისევლობისკენ.

ვლინდება კვლევა-ძიების სიყვარული და მგზავრობისკენ მიდრეკილება. ყველაფერში აქვს შესაშური მოხერხებულობა და გაწაფულობა. ასეთი ადამიანი ყველაზე რთული სიტუაციებიდან ადვილად პოულობს გამოსავალს (უხეშად რომ ვთქვათ: გამოძვრება გამოუვალი სიტუაციებიდან თუ მათი თავიდან არიდება დაგვიანებული ანდა შეუძლებელია). შესაძლებელია გამოვლინდეს აჩქარებულობა და წინდაუხედაობა და ამაო სიჩქარე მსჯელობისას. ადამიანს თამამად შეიძლება ეწოდოს ჭკვიანი და მგრძნობიარე. ისწრაფვის იაზროვნოს მიუკერძოებლად და თითქოსდა ცდილობს გაემიჯნოს განხილვის საგანს. ყოველთვის სურს დარჩეს მოვლენების კურსში, პრაქტიკულად მოკლებულა ცრურწმენებსა და წინააღმდეგობრიობებს. დებატებში დაკვირვებული და საფუძვლიანია.  ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს ცოდნის შეძენას და გარშემომყოფთა აზრების, შეხედულებების კვლევა-ძიებას. უყვარს მოგზაურობა, აღმერთებს თამაშს, სიახლეს და ცვლილებებს. განსაკუთრებულ მიდრეკილებას ავლენს მეცნირებებისა და ლიტერატურის მიმართ.

ასეთ ადამიანს ბევრი მეგობარი ჰყავს და თითქმის ყოველთვის მრავალი პროფესია აქვს. საუბრობს ზრდილობიანად, მაგრამ ყოველთვის არ ამბობს სიმართლეს, აღმერთებს ხმაურიან გართობებს და სხვადასხვაგვარ სიამოვნებებს. ხელოვნებაში ყოველთვის აქტიურია და გასაოცრად პროდუქტიულია. ინტელექტი მოქნილი, გაქნილი და მოხერხებული, სწრაფი რეაქცია აქვს გარეგან გამაღიზიანებლებზე. გონება არცთუსაკმარისად ღრმაა, მაგრამ ყოველთვის ფხიზელია და გამჭრიახი. ადამიანი ფლობს რაციონალიზატორისა და კომენტატორის ნიჭს. ხშირად აქვს მოულოდნელი წამიერი იდეები, შეუძლია მათი დოკუმენტურად გაფორმება და სხვებს ამით პრაქტიკაში რეალიზების საშუალებას უმსუბუქებს. ხშირია, როცა საუბარში დამცინავი და თავხედია, მაგრამ აუცილებელი სიფრთხილის პირობით და ფარგლებში. შესაძლებელია გამოკვეთილი იყოს ანგარება, თავქარიანობა და ფუქსავატობა, ავანტიურიზმი და სპეკულაციებისკენ მიდრეკილება. აზროვნებისა და ქმედებების სფეროში  არცთუ იშვიათად ვლინდება ზედაპირულობა და დაუდევრობა.

ნიკოლა ტესლა - მერკური ტყუპებში

ასეთი ადამიანი ინტერესდება უფრო ფაქტებით, ვიდრე სუბიექტური პოზიციებითა და გარშემომყოფების მიკერძოებულობით. ერკვევა მრავალ საგანში, ეფექტური სამეცნიერო აზროვნების უნარი აქვს. საკუთარ პოზიციებს გამოხატავს მსუბუქად და ზუსტად, სხარტად და მარჯვედ. მისი ნერვიული სისტემა უკიდურესად მგრძნობიარეა, შეუძლებლობამდე ცდილობს გაემიჯნოს გარეგან გამაღიზიანებლებს (რაც სამწუხაროდ, ხშირად არ გამოსდის). ამ ადამიანის გარშემო ყველაფერი, რაც ითქმება და კეთდება, აღიქმება წამიერად სხვადასხვა აზრებითა და შთაბეჭდილებებით. შეუძლია სინქრონულად აღიქვას ორმაგი შთაბეჭდილება და გადახარშოს ორმაგი სიტყვები, აზრები. ხანგრძლივი, მრავალსიტყვიანი და მოსაწყენი საუბრის ან ურთიერთობისას დაძაბული ნერვები იწყებენ მოდუნებას, დგება გადაღლის, გაღიზიანებისა და ჭკუიდან შეშლის პერიოდი. ამიტომ მისთვის აუცილებელია პერიოდული განმარტოება, რათა დაწყნარდეს. ადამიანები თვლიან არამუდმივ, არამყარ ადამიანად; ასეთ სუბიექტს აქვს გაუმაძღარი, დაუოკებელი ცნობისმოყვაროება – სურს ყველაფერი იცოდეს ყველაფრის შესახებ. არის იმის საშიშროება, რომ  ყურადღება გაეფანტოს და ძალები დაკარგოს.

ხშირად არ ჰყოფნის ამტანობა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. იგი ყველაფერს ერთდროულად ეჭიდება, მაგამ იშვიათად თუ ახერხებს ერთი საქმე მაინც მიიყვანოს ბოლომდე, რადგანაც საგანს ერთდროულად სხვადასხვა კუთხიდან და მხრიდან ხედავს, ხშირ შემთხვევაში ამიტომაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მიდრეკილია საკუთარი შეხედულების საკმაოდ სწრაფად ცვლისკენ, რაც არცთუ იშვიათად უხერხულ სიტუაციებში აგდებს სხვებს. ამ ადამიანისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება, რათა მოახერხოს საკუთარი ინტელექტის მაქსიმალურად გამოყენება. იდეების სიმდიდრე საშუალებას აძლევს იპოვოს პრობლემის ახალი, მოულოდნელი გადაწყვეტილება და ჩიხში შესული სიტუაციიდან გამოსავალი. აზროვნებისთვის დამახასიათებელია სინთეთიკურობა და წინააღმდეგობრიობა, ის კონტაქტებისგან არასდროს იღლება, ფლობს პოლემიკის ნიჭს, წამიერად აფასებს ნებისმიერ ინფორმაციას.

წყარო: პ. გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მერკური იმყოფება საკუთარ სამყოფელში, ჰარის ნიშანში. ასეთი მდებარეობა, თავის თავად მოიაზრებს კონტაქტების, ურთიერთობებისა და ინფორმაციების სიუხვეს. ტყუპები _ ეს ნიშანია, რომელიც ითხოვს გარემოს (ატმოსფეროს) მოწყობასთან დაკავშირებულ განახლებას, ნიშანია მოძრავი ჯვრისა.

როგორც ჩანს, ამ ადამიანს ძალიან მოძრავი, სწრაფი ინტელექტი ექნება, რომელიც მსუბუქად და თავისუფლად „დაიჭერს“, მიიღებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას. ჩვეულებრივ, უყვარს სწავლა, მაგრამ ხანდახან მისი ყურადღება გაფანტულია და გადატანილია სხვა საგნებსა თუ საკითხებზე. გატაცებულია, როცა იწყებს რაიმეს სწავლას, მაგრამ იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა სწავლის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს (ანუ აითვისოს, დაიმახსოვროს და კარგად შეინახოს ესა თუ ის საგანი, ინფორმაცია თუ დისციპლინა) საჭიროა ხანგრძლივი დრო, რაც მისთვის არაა დამახასიათებელი, რადგან როცა წარმოიშვება ახალი გატაცება, იგი მიაგდებს დაწყებულ საქმეს და ხელს ჰკიდებს ამ მეორე საქმეს _ ახალ გატაცებას. შედეგად კი ადამიანმა ბევრი იცის, მაგრამ არა საფუძვლიანად და სიღრმისეულად.

უფრო ხშირად, ძალიან საინტერესო ადამიანია, ამიტომაც მუდმივად იმყოფება ონფორმაციული ნაკადების ეპიცენტრში, და საერთოდ, ჩვეულებრივ ძალიან ონფორმირებულია. თუ სადმე რაღაც ახალი ხდება, მაშინ მას ყოველთვის ეცოდინება ამის შესახებ. უფრო ხშირად, მას ძალიან ფართო სანაცნობო წრე ჰყავს.

როგორც წესი, კარგად ითვისებს სხვის აზრებს, მაგრამ შეიძლება, საკუთარ აზრებთან დამოკიდებულება მთლად სერიოზული არ იყოს, ანუ აზრები ბევრია და ზუსტად ამ სიმრავლის გამო მისთვის დიდ ფასეულობას არ წარმოადგენდეს. როგორც წესი, ის  მათ არასდროს ამუშავებს. შეიძლება მან იდეების მარცვლები დათესოს, მაგრამ მომკისას „მოსავლის ამღები“ ყოველთვის სხვაა. იგივე შეიძლება გამოვლინდეს კონტაქტების დროსაც: ეს კონტაქტები იმდენად ბევრია, რომ არ აფასებს. მისი ორატორული მჭერმეტყველება და მოსმენის უნარი, ესადაგება ჟურნალისტის პროფესიას; სიეშმაკე და გამომგონებლობა ურთიერთობაში, უბოროტო იუმორი, შესანიშნავი, დიდებული ინტერპრეტაციის უნარი (განსაკუთრებით საუბრისას), თანდათანობით უზრუნველყოფს საზოგადოებაში მისთვის „კომუნიკატორის“ ფუნქციის მინიჭებას.

კარმულად ამ ადამიანმა უნდა მოახერხოს აღიქვას და გადასცეს ახალი ინფორმაცია, გაიცნოს და გააცნოს ერთმანეთს ადამიანები. თუ ის დაკავებულია სულიერი სამუშაოებით, მაშინ თვითდაკვირვების დროს მის თავს შემდეგი რამ ხდება: ამჩნევს, რომ გამუდმებით ვიღაცას გაიცნობს, უსმენს და/ან საუბრობს. თუ კარგად ასრულებს საზოგადოებაში კომუნიკატორის ფუნქციას, მაშინ მას გუმართლებს ცხოვრებაშიც და ყველაფერი ადვილად გამოუვა.

ცუდ შემთხვევაში („ბოროტი მერკური“) შეიძლება ისე მოხდეს, რომ იყოს გამავრცელებელი: ჭორების, მოსმენილი, მაგრამ გადაუმოწმებელი ამბების ანდა გამუდმებით ილაქლაქოს, ილაყბოს და იჭორაოს. თუ დიდი ხნით არ საუბრობს და დუმს, უჩდება ისეთი შეგრძნება თითქოს რაღაც არ ჰყოფნის და აკლია. უკეთესია თუ მეგობრებს გააფრთხილებს, რომ საიდუმლოებების ნდობა მისთვის არ შეიძლება, რამეთუ თავისდაუნებურად წამოსცდება სხვებთან, და თან ბოროტი განზრახვით არ აკეთებს ამას. გარდა ამისა, მისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს შემდეგი თვისებები: აზრებისა და შეხედულებების ძალიან სწრაფად და ადვილად ცვლილება, შესაძლებელია კრიტიკულობა (და თან გამუდმებული), ხანდახან კი ფარისევლობაც კი ახასიათებდეს.

დიდი ალბათობაა, ამ ადამიანს ჰქონდეს უცხო ენების ათვისების კარგი უნარი. ახალ ენებს უფრო ადვილად სწავლობენ (შეიძლება ითქვას „ხმით-სმენით“) ურთიერთობის მეშვეობით. ენების სტანდარტული სწავლა _ „კითხვის მეშვეობით“ _ იმდენად ეფექტური არაა. თუ ის მოხვდება სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთა წრეში, მაშინ სწავლა მნიშვნელოვნად სწრაფად მიდის წინ. შეუძლია ცხოველების ენის გაგებაც და „მათთან საუბარიც“ კი. სრულიად შესაძლებელია, ურთიერთობის სტანდარტული უნარების სრულყოფილად ათვისების შემდეგ, მერკური-ტყუპებმა ურთიერთობის და ინფორმაციის გაცვლა და კავშირების დამყარება „არასტანდარტული“ არხებით სარგებლობა შეეძლონ.

დალაი ლამა - მერკური ტყუპებში

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

მერკური ხაზს უსვამს ტყუპების თვისებებს _ როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ის იძლევა: გამოხატვაში არაჩვეულებრივ სიმსუბუქეს, გონების მოქნილობასა და მოძრაობას, ფართო ინტერესებს და ურთიერთობის წრეს, საერთო სემიოტიკურ  (სემიოტიკა (ბერძნულად sēmeiotikon < sēmeion – ნიშანი), ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყოველნაირი ტიპის ნიშნები (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით) უნარებს.

ჰარმონიულ ვარიანტში ადამიანს ამასთანავე უმართლებს ცხოვრებაში; მხოლოდ ერთია, ის მიდრეკილია აღიქვას ყველაფერი ისე, როგორც მოცემული (თითქოს სხვაგვარად არც შეიძლება რომ იყოს) და საკუთარ საინფორმაციო არხებს პასიურად მოეკიდოს, ახდენს მათზე (საინფორმაციო არხებზე) პარაზიტირებას (და შედეგად, დეგრადირდება). დაზიანების შემთხვევაში იგივე ინფორმაციული არხები უკვე დისჰარმონიულია და ადამიანს იმ წამსვე ჩაიჭერენ მარწუხებით, რის გამოც არ შესწევს ძალა გაიგოს საერთოდ სად იმყოფება და რა ხდება მის გარშემო. აქ მერკურის მმართველობა უფრო ხშირად ხელს უშლის მოვლენების გაცნობიერებაში, ანუ მერკური (თუ არაა ტრინი ანდა სექსტილი სატურნთან), საკუთარი ძალების შეგრძნებით,  იხეტიალებს ადექვატური სიტუაციის მოდელის ძიების ლაბირინთებში, მაგრამ მის აშენებას ვერ შეძლებს – აქ საჭიროა სატურნის, ქირონის, იუპიტერის ანდა მაღალი ოქტავის პლანეტების დახმარება (დადებითი ასპექტები). თუ ადამიანს არხებთან გამკლავება მაინც გამოუვა, მაშინ ის ტყუპების პროგრამის რეალიზებას ბრწყინვალედ მოახდენს. ხოლო თუ ვერ ახერხებს _ მაშინ საკუთარი მახვილი გონებით ამაო გათვლებს გააკეთებს, ხოლო ცხოვრება, ქაოტური, ზედაპირული, პატარა მენტალური დინებით წავა; ანდა არხები საერთოდ დატოვებს ადამიანს და ტყუპები მერკურთან ერთად „გამოირთვება“, და ადამიანს ისღა დარჩენია მხოლოდ ბავშვობაში შესანიშნავი უნარების და ყმაწვილობის ბრწყინვალებაზე მოგონებებით ისაზრდოოს.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

ეს მერკურის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდებარეობაა. იგი იმყოფება საკუთარ ნიშანში და ჰარმონიული ასპექტებისას იძლევა არაჩვეულებრივ სწრაფ, მოძრავ, ყურადღებიან, დამკვირვებელ, მოფიქრების უნარიან, ინტუიციურ გონებას. ადამიანი მოხერხებული, გამგონებელი, გემოვნებიანი, გათვიცნობიერებული, ონფორმირებული, ძალიან კონტაქტური, არაპროგნოზირებადია (მოულდონელობებით სავსეა); მიდრეკილია იუმორისკენ, ღიაა, აღმქმელია, დიპლომატიურია, დაკვირვებულია, ყურადღებიანია; ცვლილებების, კითხვის, ლიტერატურის, მეცნიერების, ბიზნესის, იურისპრუნდენციის, მოგზაურობის მიმართ სიყვარულსა და ინტერესს ავლენს. ხშირად აქვს კარგი ორგანიზატორული უნარები, ფართო კავშირები და ჰყავს მრავალი მეგობარი, ავლენს ხატვის ნიჭს, საკმაოდ კარგი ორატორია.

დაძაბული ასპექტებისას: ეშმაკი, მოლაყბე, უწესრიგო, ნერვიული, ქურდი, მოუსვენარი, მატყუარა, ჭირიკანა, კრიტიკულია.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სწრაფი რეაქცია და აღქმელობა. ჟურნალისტური უნარები, ხელოვნების განხრით კარგი კრიტიკა, შუამავლობისა და აგენტორული სამუშაოს უნარები.  უმაღლესი მარკის მჭერმეტყველი, მაგრამ გონებამახვილობასთან ერთად კარგი მოლაყბეცაა. ბრწყინვალვე იდეები, მახვილი სამეცნიერო აზროვნების უნარი. უკიდურესად მგრძნობიარე ნერვიული სისტემა, გარეგანი გამაღიაზიანებლებისგან თავის დაცვის უუნარობა, ორაზროვნების უნარი (კი-ც და არა-ც ერთდროულად). მათ პერიოდულად განმარტოება სჭირდებათ, რათა დაიწყნარონ ნერვიული სისტემა. ცნობისმოყვარენი, დაწყებულის საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ.

აქვთ გამოკვეთილად სწრაფი, ცოცხალი, ყოვლისმომცველი გონება, ფართო ინტერესების წრე. ცხოვრების მიმართ ფლობენ ხარბ, ამოუწურავ ინტერესს; ახალი იდეების ათვისებისას მიზანსწრაფულები არიან, მაგრამ როგორც კი ცნობისმოყვარობა დაკმაყოფილებულია, ისევე სწრაფად ქრება ინტერესი, როგორც ჩნდება. არ შეუძლიათ ყურადღების მოკრება და მეთოდურობა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა და რაღაცით დაკავება არ განეკუთვნება ამ ადამიანთა თვისებებს. მოუსვენარი გონება აქვთ, და ალბათ ამიტომაც ხშირად იცვლიან სამსახურს ან საცხოვრებელ ადგილს, ანდა მუშაობენ იქ, სადაც საჭიროა მოძრაობა, გადაადგილებები, მრავალფეროვნება. მათთვის საკმარისია ყველაფერი ცოტ-ცოტა მიიღონ.

ძლიერ აქვთ განვითარებული ენის, სტილის გრძნობა, გრძნობენ სიტყვების თამაშს, საინტერესოდ საუბრობენ, წერენ, გადასცემენ. მათ კითხულობენ და უსმენენ. სიამოვნებით ხვდებიან ახალ ადამიანებს, საუბრობენ მათთან. აუდიტორიასთან კარგი ურთიერთგაგება მყარდება. ვაჭრობა, რეკლამა, ყველა სახის კონტაქტები, ჟურნალისტიკა, ლიტერატურული აგენტის ანდა იმპრესარიოს სამუშაო – ეს არის ის სფეროები, სადაც წარმატების მიღწევა შეუძლიათ. სიტყვის ფლობის უნარი, ადამიანებთან ურთიერთობა – ერთ-ერთი მათი ძლიერი მხარეა. დამახასიათებელი დაავადებები: ნერვების ტკივილი ბეჭებში, მხრებში ხელებსა და კიდურებში, ბრონქიტი, სასუნთქი ორგანოების დეფექტები.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

მერკური იმყოფება საკუთარ ნიშანში, ამიტომაც საკმაოდ ძლიერია. ასეთ ადამიანებს აქვთ ლიტერატურის, საბეჭდ მანქანაზე (კომპიტერში) ბეჭვდის ანდა სხვა რაიმე მსგავსი საქმიანობის (რომელსაც მერკური წარმართავს) უნარები.  კარგი მოსაუბრეები, მოძრავნი არიან, ჰყავთ ბევრი მეგობარი და აქვთ ბევრი პროფესია. ერთი ძველი ტექსტის თანხმად, განწყობილნი არიან „ჰქონდეთ ხელოვნებისა და მეცნიერების უნარები, ისაუბრონ ზრდილობიანად, მაგრამ ხანდახან არ თქვან სიმართლე, უყვარდეთ გართობა, იუმორი და სიამოვნება“. თავის სამუშაოში, საქმიანობაში შემოქმედებითნი და პროდუქტიულები არიან. შეუძლიათ რამდენჯერმე იქორწინონ.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

კარგი ასპექტის შემთხვევაში და მნიშვნელოვან სახლში _ ლოგიკური აზროვნება ყველაზე მაღალ ფორმაში ვლინდება. მრავალმხრივობა ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, უფრო მეტად ფაქტებით დაკვება, ვიდრე საკუთარი შეფასებით. კარგად აღზრდილნი, ერუდირებულნი, მჭერმეტყველნი. უკიდურესად მგრძნობიარე ნერვიული სისტემა აქვთ, არ შეუძლიათ თავი დაიცვან გარეგანი გამაღიზიანებლებისგან. ნერვების ხანგრძლივი დაძაბვისას, ეშვებიან, დგება გადაქანცვის, გადაღლის, გაღიზიანების პერიოდი. მათ სჭირდებათ პერიოდულად განმარტოება, რათა ნერვიული სისტემა დაიწყნარონ. შეიძლება არ ჰყოფნიდეთ ამტანობა, რათა დაასრულონ დაწყებული საქმე. უძნელდებათ გადაწყვეტილების მიღება: მიდრეკილნი არიან ხშირად ცვალონ საკუთარი აზრი. თუმცა, იდეების სიმდიდრე ეხმარებათ გამონახონ მოულოდნელი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობდან და სიტუაციებიდან. ცუდი ასპექტაციისას _ ლაყბობა, თავის მობეზრება.

წყარო: სერმია და ვ. ვეტეში (პროგნოზირების ხელოვნება)

ცოცხალი გონება, მოფიქრების უნარი, მეტყველების ადრე დაწყება (ლაპარაკის ადრე დაწყება). აქვთ ურთიერთობისა და მუდმივად ახალი ინფორმაციების მიღების მოთხოვნილება, რომელიც ასევე იძლევა კითხვის სიყვარულსა და უცხო ენების სწავლის უნარს.

საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეის სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ასე ბევრი დაინახო!

ასე ბევრი გაიგო!

მე ყველაფერს გავაკეთებ!

დროა დავიწყოთ!

ამ ჭკვიან, ცნობისმოყვარე, გამომძიებელ, ნათელ ცნობიერებას სჭირდება ბევრი მასტიმულირებელი მასალა. მიეცით რაც შეიძლება ბევრი წიგნი, დიდი ადგილი, თავისუფლება და მრავალფეროვნება, რათა დააცხროთ მისი გაუმაძღარი ცნობისმოყვარეობა. ის ფლობს ენების ათვისების კარგ უნარს. ალბათობაა, ადრე ალაპარაკდეს და, თუ გარშემომყოფები საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, ადვილად შეძლებს მათ ერთდროულად სწავლას. ეს შეიძლება უდიდეს უპირატესობად იქცეს მომავალში. ასე რომ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, დატოვეთ ბავშვი იმ ადამიანების გვერდით, ვინც საუბრობს სხვა ენაზე.

თქვენს პატარას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ინტერესი, ის შეიძლება იყოს გაფანტული, რადგანაც არსებობს ამდენი საინტერესო ნივთი და საგანი, რომელიც ძალიან უნდა რომ დაინახოს, გააკეთოს ანდა შეიცნოს, რის გამოც უჭირს გადაწყვიტოს, რა აირჩიოს.

სკოლაში ის სწრაფად აითვისებს საგნებს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაეხმაროთ გამოიმუშაოს თვითდისციპლინა, რამეთუ მას არ შეუძლია ერთი და იგივე საგანზე დიდ ხანს მუშაობა, ამიტომ შეაჩვიეთ ერთ საგანზე საკმაოდ დიდხანს მუშაობას და საგნის მყარად ათვისება. საგნის ახალ მხარეებსა და ასპექტებზე მინიშნებისას შეიძლება ინტერესი განუახლდეს. დავალების შესრულების სასარგებლოდ დამაჯერებელი იქნება ლოგიკური დასკვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმეორებითი დავალება ბეზრდება და მხოლოდ ყურადღების გადატანას გამოიწვევს.

ეს ბავშვი გამოკვეთილად გამოთქვამს აზრს და არასდროს არ ერიდება საუბარი. წააქეზეთ ასეთი ფორმები, გამოსვლებით, დებატებით, სპექტაკლებში მონაწილეობით, შემოქმედებითი, წერილობითი საქმიანობით. ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ რომ გადასცეთ მას, უნდა იყოს აზრიანი. ემოციურ გამოვლინებას მცირე შედეგი ექნება, ლოგიკური მოტივაცია კი უფრო ეფექტრია.

წყარო: სამანტა დევიდსი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: ჭკვიანი, გამგები, მოფიქრების უნარიანი, რაციონალური, ფიქრი, ყურება, მოსმენა, ლოგიკური, სწრაფი, გონებრივი, შეხედულება, საინტერესო.

მერკური ამ ნიშანში აღვივებს სწრაფ გონებას. ასეთი ბავშვები ჰაერშივე იჭერენ ინფორმაციას და ყოველთვის მზად არიან უფრო და უფრო მეტი აღიქვან. მათი ინტელექტუალური უნარები საჭიროა განვითარდეს საფუძლიანად, ძირფესვიანად. რაც შეიძლება ადრე ასწავლეთ კითხვა, უყიდეთ ბევრი წიგნი და მიეცით შესაძლებლობა ყოველდღე იკითხონ. ძალიან მნიშვნელოვანია _ რაც შეიძლება სწრაფად ისწავლონ წერა. ამ პატარებს ურთიერთობის, საკუთარი განცდების სიტყვებით გამოხატვის მუდმივი მოთხოვნილება აქვთ. თუ პატარას არ ასწავლით საკუთარი აზრებისა და გრძნობების ჩაწერას, მაშინ ის უბრალოდ არ მოგცემთ მოსვენებას და მთელი დღეები საუბრებით ტვინს „წაგიღებთ”.

ასწავლეთ იმის გარკვევა და გარჩევა, ამბობენ კი რაიმეს საქმესთან დაკავშირებით თუ უბრალოდ ლაქლაქებენ ლაქლაქის გამო. ისინი ფლობენ იმის უნარს, რომ ზუსტად ფორმულირებული აზრები წარმოსთქვან. ასეთ ბავშვებს შეუძიათ ჭკუიდან გადაგიყვანონ ახალ-ახალი ინფორმაციებით. საჭიროა სათანადო მიაგოთ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა. მხოლოდ ერთია, გაითვალისწინეთ, რომ თუ საუბრისას გაიელვებს ისეთი სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ გრძნობასთან, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ _ ეს სიტყვები თქვენი პატარების ყურს აცილებლად „მოხვდება“. ამ პატარა ლოგიკოსებთან მოქცევისას არ ღირს ემოციებზე დაყრდნობა. უკეთესია საუბარი დაიწყოთ შემდეგი ფრაზებით _  „მე ვფიქრობ…“ ანდა, პირიქით, შეკითხვით „რას ფიქრობ შენ?“  ეს ბავშვები აღმერთებენ თამაშებს, ამიტომ მათი ყურადღების მისაპყრობად საკმარისია თქვათ: „ახლა კი მოდი ვითამაშოთ ასე…“ ანდა „მოდი, შევხედოთ,  ვინ უფრო სწრაფია…“.

თუ თქვენი პატარა დაიბადა იმ დროს, როცა მერკური იმყოფებოდა ტყუპებში, ერთი პრობლემა გექნებათ _ მას ყველაფერი წამში ბეზრდება. მისი აზრები ძალიან სწრაფად კვეთენ ერთმანეთს, არ ჩერდებიან რომელიმე ერთ კონკრეტულზე. ყველა თავის იდეაზე ბოლომდე არ დაფიქრდება და არ ჩაწვდება საგნების არსს. შეეცადეთ ბავშვობიდანვე ასწავლოთ დისციპლინა და გაწონასწორებულობა.

ბავშვები, მერკურით ტყუპებში, ენერგიულები არიან, მათ მოქნილი გონება აქვთ, უყვართ ცვლილებები. მაგრამ შეიძლება ნერვიული დაზიანებებისკენ ჰქონდეთ მიდრეკილება – რამეთუ მთელ თავის ენერგიას უკონტროლოდ ხარჯავენ, არ უფრთხილდებიან საკუთარ თავებს. შეეცადეთ შთააგონოთ, რომ აუცილებელია სრულყოფილი დასვენებისთვის, ყოველ დღე, რაღაც დროის მონაკვეთი გამოყონ. გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ: ნივთების მოწესრიგება მათ გონებაშიც წესრიგს დაამყარებს, ასე რომ, შეეცადეთ ასწავლოთ აკურატულობა და ორგანიზებულობა.

მათ არ აქვთ პრობლემა სწავლასთან ანდა ურთიერთობაში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათთან მისადგომი ხერხები არ უნდა ეძიოთ. მათი ტვინი, როგორც კომპიუტერი ისეა მოწყობილი, მაგრამ კომპიუტერს ხომ სჭირდება პროგრამა?

შეეცადეთ, თქვენი საუბარი პატარებთან იყოს ცოცხალი და მრავალფეროვანი, სცადეთ ერთი და იგივე საგანს სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ და მოიყვანოთ რაც შეიძლება მრავალი სხვადასხვა მაგალითი. დაე, თქვენი საუბარი იყოს ცოცხალი და საინტერესო. იუმორი არასდროსაა ზედმეტი _ ეჭვი არ შეგეპაროთ, მათ შეუძლიათ მისი შეფასება. გახსოვდეთ, ასეთ ბავშვებს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება უყვართ, ასე რომ, ძალიან კარგია მათთან საუბარი, როცა ერთად რაიმე საქმეს აკეთებთ. და რაც ყველაზე მთვარია _ ყოველთვის მიეცით შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი იდეები და აზრები.

სტატიის ავტორი: ნინო

 


About Tamta

Scroll To Top