წყარო: www.aquarun.ru
აზროვნება+გულმოდგინება=შეცნობის წყურვილი
ეს მდებარეობა მიანიშნებს კონცენტრაციის გამძაფრებული უნარის სიუხვეზე. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას შეიძლება ჩამოყალიბდეს გესლიანობა, დამცინავობა, არაკეთილმოსურნეობა და ხედვის შეზღუდულობა. ამ მდებარეობის მერკურის დაზიანებას თან ახლავს გაგების სივიწროვე, მთავარის მეორეხარისხოვანისგან გამიჯვნისა და პრობლემის მთლიანად, მასშტაბურად აღქმის შეუძლებლობა. ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში ინტელექტი ივსება სითბოთი და კეთილმოსურნეობით, ყალიბდება ყველა შესაძლებელი დეტალისა და წვრილმანის ფაქიზად „დაჭერის“ შესანიშნავი უნარი და შეუძლია საკითხის ყოველმხრივი, დეტალური კვლევა-ძიება. ადამიანს საფუძვლიანი და კირკიტა ინტელექტი აქვს, აზროვნება _ მეთოდური და გულმოდგინე, შესანიშნავადაა განვითარებული მოწესრიგებულობისა და ორგანიზებულობის გრძნობა. ფლობს ენის (სიტყვების, ლექსიკის) კარგ შეგრძნებას, მათემატიკისა და გრამატიკული დავალებების შესრულების უნარს, იქმნება ბაზისი კომერციის, სამეცნიერო და ხელსაქმით საქმიანობაში, შემდგომი წარმატების მისაღწევად.
გონებისთვის დამახასიათებელია ამტანობა, მოთმინება და მახვილი დაკვირვებულობა. საკუთარ თავში დარწმუნებულია, რაც განისიზღვრება იმით, რომ არაფერი ავიწყდება და არ რჩება მხედველობიდან. ინტელექტი ასევე ხასიათდება ლოგიკურობით, თანმიმდევრულობით, ობიექტზე მკაფიო მიმართულობით. აღინიშნება მიღებული ინფორმაციის ზუსტად გააზრების შესაძლებლობა, ორიენტაციას აკეთებს ინფორმაციის დეტალურ დამუშავებაზე. შესაძლებელია ჩამოყალიბდეს კრიტიკისკენ მიდრეკილება და ჭორებისადმი ინტერესი. აზროვნება ანგარიშიანი და წინდახედული, ფრთხილი და აკურატულია, მოწესრიგებული და მწყობრია. ლოგიკურობა და დეტალების მიმართ ყურადღების მიპყრობა საშუალებას აძლევს მიაღწიოს დიდ წარმატებებს სააზროვნო ოპერაციებში.
ასაკთან ერთად ცნობისმოყვარეობა ტრანსფორმირდება ცოდნის დაუოკებელ წყურვილად. ადამიანი ზუსტად თვლის გადარჩენის შანსებსა და საქმიანი წარმატების მიღწევისთვის საუკეთესო სვლებს. ძალიან მკაცრად აანალიზებს პროფესიულ ჩვევებს და ცოდნას, ყურადღება მიმართულია ნაკლის დაჭერაზე და ქმედების დეტალების მეთოდურ დაზუსტებაზე. შესაძლებელია ბუზღუნის, სიანჩხლის განვითარება და ხშირად ღიზიანდება გარშემომყოფების არააკურატულობასა და უყაირათობაზე. აზროვნებისთვის დამახასიათებელია ანალიტიკურობა, წვრილმანების სკრუპულოზური კვლევა-ძიება და ფაქიზი გათვლა. განსაზღვრულ სფეროში დაგროვილმა ცოდნამ შეიძლება მიიღოს ენციკლოპედიური სახე. საუბრის დროს აზრების დაუდევარ გამოხატვას მოჰყვება მისი მხრიდან განსაკუთრებული შარიანობა. ურთიერთობა განსაზღვრული, ზუსტი და მოწესრიგებულია, მობილიზებული და ტევადია.
ხშირად სიტყვაძუნწები არიან, სიტყვების, აზრების ფორმულირება შეუმცდარი და სტრუქტურულია. ადამიანი მიმდევარია “ოკკამას სამართლებლის” პრინციპისა (ლათინურად:lex parsimoniae – მეთოდოლოგიური პრინციპი, რომელმაც მიიღო სახელი ინგლისელი ფილოსოფოს-ნომინალისტი, ფრანცისკანელი ბერის სახელისგან უილიამ ოკკამისგან – 1285-1349წ.წ. ეს პრინციპი ახდენს მეთოდოლოგიური რედუქციონიზმის ასევე, ე.წ. ეკონომიის პრინციპი _ ფორმირებას). ის ატარებს საკმაოდ პრაქტიკულ ხასიათს, არაა მიდრეკილი ზედმეტი ფილოსოფოსობისკენ და ფანტაზიისკენ. საერთოდ, ამ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ რაციონალური და მკაცრად მოწესრიგებული. შესანიშნავი მახსოვრობა განსაკუთრებულად მკვეთრად ვლინდება ფაქტების, ფორმულებისა და სიტყვიერი გამოხატულების დაფიქსირებისას. ყველაფერი დანახული (ნანახი), გაგონილი ანდა სხვების მიერ აღმოჩენილი, შეუძლია მკაცრად ფორმულირებული და ზუსტად ჩამოყალიბებული სახით გადმოსცეს.
ანალიტიკურ უნარებზე აქცენტირებისას ხშირად აღინიშნება სინთეტიკური ხედვის უკმარისობა. პედანტიზმი და გადაჭარბებული აკურატულობა ხანდახან გონების პატივმოყვარობის ფორმირებას იწვევს. ადამიანები ასეთი მერკურით, ხშირად აკრიტიკებენ ყველაფერ იმას, რაც უბრალოდ ვერ შეძლეს გაეგოთ. გამძაფრებულად განვითარებულია კლასიფიკაციისა და თეორიზირების უნარი. უეჭველად აქვს სამუშაოს სხვადასხვა მეთოდების ფლობის შესაძლებლობა და საქმიანობაში წარმატებას აღწევს. განვითარებულია კვლევა-ძიების ნიჭი, განსაკუთრებით ფილოლოგიისა და ფინანსების სფეროში. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება შეხედულებების არამუდმივობა, სარკაზმი, მდაბიო, მეწვრილმანე ეგოცენტრიზმი, საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა და მენტორობისა და სწავლების წყურვილი.
ასეთი ადამიანი გამგებია, თავაზიანია, ფრთხილი, გარკვეული, პრაქტიკული, არამუდმივი, გამომგონებელი, ინტუიციური და აღქმელი. მას შეუძლია თანამოსაუბრე დაარწმუნოს იმ უდაო ლოგიკური დასკვნებით, რომლებსაც ერთი მეორეს მიყოლებით წარუდგენს. ყოველთვის კარგადაა ინფორმირებული, დეტალებში ზუსტია, კონკრეტულია გამოხატვისას, შეუდარებლად თანმიმდევრული და მოწესრიგებულია. ფურცელზე ადვილად და სხარტად ალაგებს და გამოხატავს საკუთარ აზრებს. ეს – წყნარი და სერიოზული ბუნების ადამიანია, ხშირად კრიტიკული ანდა სკეპტიკური ბაზისით. მან ჯერ თავიდან უნდა დაინახოს, გაიგონოს, მოისმინოს და გაიგოს, შემდეგ კი საბოლოოდ დარწმუნდება შემოთავაზებული დასკვნების სიმართლესა და სისწორეში. მოხერხებული და ეშმაკია, ზუსტი და ყაირათიანია. მათემატიკაში ანდა ლიტერატურაში აღწევს განსაკუთრებულ წარმატებას. ასევე, წარმატებულია ხელსაქმეში. გონება ხშირად სავსეა სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნების საკითხებით. ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია განათლებულ ადამიანებთან მეგობრობა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობა.
თითქმის იმის ალბათობაა, რომ ეს ადამიანი გამუდმებით ისწრაფვოდეს უმაღლესი განათლების მიღებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია დაამახინჯოს ან დაფაროს ინფორმაცია, ასეთი ადამიანი მაინც შეიძლება დასახელდეს, როგორც მენტალურად უმწიკვლო. ის არა მხოლოდ კარგი კრიტიკოსია, არამედ შესანიშნავი მრჩეველიცაა, ამასთან, ყველა მისი რჩევა უკიდურესად კონკრეტული და შესრულებადია. გონება ფხიზელი და ცივი, გამგები და გამრკვევი. მრავალმხრივობის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ადამიანს უყვარს მხოლოდ ერთი საქმის კეთება. ინტელექტი ყოველთვის ემყარება მყარ მეთოდოლოგიურ საფუძველს, ვლინდება იშვიათი ჭვრეტის უნარი და ფხიზელი მსჯელობა. უეჭველად გამოვლინდება მიზანდასახულობა და მიზანმიმართულობა როგორც სულიერი, ასევე მატერიალური ფასეულობებისა და კეთილდღეობის სარგებლიანობის ძიებასა და მიღებაში.
სახიფათოა გადაჭარბებული პედანტიზმის გამოვლინება, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებობის გამოჩენა. გადაჭარბებული გულმოდგინების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ძლიერი გადაქანცვა და ნერვული სისტემის ბალანსის დარღვევა. გონებას შეიძლება ეწოდოს ანალიტიკური, პრაქტიული ცოდნის სფეროსკენ ძლიერი მიდრეკილებით. ასეთი ადამიანი არცთუიშვიათად უწვრილეს დეტალებზე ყურადღების მიქცევას ითხოვს, რამაც შეიძლება გარშემომყოფებისთვის მეწვრილმანე ანჩხლ ადამიანად აქციოს. მას სჭირდება მოწესრიგებული გარესამყარო და სამუშაოს ეფექტური რაცინალური მეთოდები. ასეთი ადამიანები პროფესიულ და ფინანსურ წარმატებას აღწევენ კარგი განათლებისა და წერითი ფორმით საუბრის წყალობით.
ჩვეულებრივ, ის ყურადღებას აქცევს იმ იდეებს, რომლებიც შესაძლებელია პრაქტიკაში განხორციელდეს, განსაკუთრებით თუ იდეები ფინანსური წარმატებისა და კარგი მდგომარეობის მიღწევის იმედს იძლევიან. ასეთი ადამიანები ორიენტირებას აკეთებენ კონკრეტულ შრომაზე და უპირატესობას ჩაკეტილი ცხოვრების სტილს ანიჭებენ; ისინი უკიდურესად ღიზიანდებიან უაზრო ლაყბობის გამო. მათი სამუშაო ზუსტია და იუველურია. ხანდახან ძალიან ბევრ დროს უთმობენ ბავშვებს, რაც გაუმართლებელია, რადგანაც ამის გამო შეიძლება დაკარგონ სტრატეგიული ხაზის მიღწევები. ინტელექტი დაჟინებულია, ზუსტი და პოლემიკურია. აღინიშნება ასოციაციური მოქმედების უკმარისობა. ასეთი ადამიანები საკმაოდ დეტალურები არიან არამარტო სამუშაოში, არამედ კავშირებსა და გაგებაშიც.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მერკური ქალწულში იმყოფება მიწის ნიშანში, საკუთარ სახლში, პროზერპინასთან სტუმრად. ეს, შეიძლება ითქვას, მერკურისთვის ყველაზე ძლიერი მდებარეობაა.
როგორც ჩანს, ეს ადამიანი ფლობს ძალიან მკვეთრ, ლოგიკურ, თანმიმდევრულ აზროვნებას, ხშირად _ პრაქტიკულ ინტელექტს, ძუნწია კატეგორიებსა და აგებებში, შეუძლია წარმატებით გააკეთოს ფორმულირება და გამოხატოს აღქმული. იგი თითქოსდა ინფორმაციით სავსეა, მუდმივად ეძიებს მას. ეს არის მერკურისა და პროზერპინას სამუშაო. პროზერპინას პრინციპი _ დაყოფა, ინფორმაციის დეტალიზება და იმის მოთხოვნილება, რომ ყველაფერი იყოს თავის ადგილზე, წვრილმანებისგან და დეტალებისგან შესაძლებელი იყოს მთლიანი კონსტრუქციის აგება. ხოლო მერკური მიუთითებს _ ამ ელემენტებს შორის ურთიერთკავშირზე, კონტაქტებზე. სამყაროს მთლიანი სურათის სინთეზისთვის საჭიროა ცალკეული ნაწილების დამუშავება და ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, ამ ადამიანს არ ჰყოფნის.
უფრო ხშირად, მახსოვრობა შესანიშნავი აქვს, ამასთანავე მიღებული ინფორმაცია, სიტყვა, კონსტრუქცია, ფურმულები და წვრილმანი დეტალები ახსოვს ზუსტად და სრულად, ისიც კი ახსოვს თუ რა თქვა ერთი წლის წინ. ანუ პროზერპინას იგი მიჰყავს დეტალებამდე, კარნახობს, როგორ და რომელი ფუნქციით შეიძლება გაყოს და გამოყოს, ამიტომ შეიძლება ჰქონდეს შესანიშნავი ანალიტიკური უნარები, მაგრამ სინთეზის უნარი შეიძლება არ ეყოს. ჩვეულებრივ, ის ძალიან ზუსტად ხედავს წვრილმანს, იგებს მის მნიშვნელობას და აუცილებლობას.
თუ ეს ადამიანი დაკავებულია მეცნიერებით, მაშინ სხვებზე უკეთესად შეუძლია აზრებისგან და ელემენტებისგან შეადგინოს თეორიები და ინტელექტუალური კონსტრუქციები, რომლებიც განსხვავდებიან დეტალების დამუშავების განსაკუთრებული სიზუსტით. მისთვის მნიშვნელოვანია, ყოველი წვრილმანი თავის ადგილზე განლაგდეს და არაფერი იყოს ზედმეტი, რადგანაც ყოველი დეტალი აუცილებლად თავის ფუნქციას ასრულებს.
თუმცა აქ მერკური საკუთარ სახლშია, მაგრამ მისი გავლენა შეიძლება არამხოლოდ სასიამოვნო იყოს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს რამდენადმე მშრალი ინტელექტი. უარეს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერია დეტალებზე ფიქსირებულობა, ანუ ეს ისეთი ჩაკირკიტება და დაწვრილმანებაა, როცა „ხეებს ხედავს ტყეს კი ვერა“. ხანდახან შეიძლება იკამათოს წვრილმანების გამო, მაგრამ სულაც არაა მოკამათე ტიპაჟი, პირიქით _ ის სიტყვაძუნწია, არაა განწყობილი ბევრი საუბრისთვის, რადგან მისი პრინციპია _ „ყოველი სიტყვა უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას და იყოს თავის ადგილზე“. მაგრამ თუ ხედავს, რომ რაიმე დეტალი არ ემთხვევა მიზანს, ამის გადატანა ძალიან უჭირს, რამეთუ მისთვის ყველა დეტალს უნდა ჰქონდეს სიზუსტე.
ამ შემთხვევაში მასთან კამათს აბსოლუტურად არ აქვს აზრი, რამდენადაც ინფორმირებულობის კუთხით და ერუდიციით, აღემატება ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც მერკური სხვა ნიშნებში აქვს. შედეგად, კამათისას შეუძლია უბრალოდ დაივიწყოს ინფორმაცია ანდა დაუსრულებლად არკვიოს დეტალები. მასთან ურთიერთობა-კამათი შეიძლება, მხოლოდ მაშინ თუ საუბრისას აპელირება მოხდება ავტორიტეტებზე, იმიტომ რომ ქალწულებს აშინებთ ავტორიტეტები (გაძევებული იუპიტერის გავლენა). მაგალითად, თუ კამათისას მოკამათე დაეყრდნობა ავტორიტეტს, მაშინ დიდი ალბათობაა ადამიანმა მერკურით ქალწულში, შეწყვიტოს კამათი, თუმცა კი მაინც საკუთარ აზრზე დარჩება.
ალბათ, საკმაოდ თავშეკავებული იქნება ურთიერთობებში და ეს იმ შეგრძნების გამოა, რომელიც მოდის ქალწულისგან: „მე – მხოლოდ მთელის ნაწილი ვარ“, ამიტომაც ის მხოლოდ საკუთარ ადგილზე შეასრულებს კარგად თავის ფუნქციას. გარდა ამისა, მას შეუძლია იყოს: ნაწილობრივ დაფარული, მობილიზებული ფიქრისას და ზუსტი ურთიერთობისას. მაგალითად, საუბარში, უფრო ხშირად, განსაზღვრულ დისტანციაზე იმყოფება, რადგანაც მისთვის ცხოვრებაში ბევრს ნიშნავს პირობითობა, ქცევის წესები.
ძლიერ განვითარებული აქვს ვალდებულების გრძნობა. შეუძლია შეინარჩუნოს კონტაქტები ვალდებულების გამო, მაგალითად, არასასიამოვნო ნათესავებთან ანდა ურთიერთობას გულმოწყალების გამო ინარჩუნებს. ამასთან ერთად, როგორც წესი, ის არავისგან არაფრით არის დავალდებული, ეს კი ვალდებულების გრძნობის გამოვლენის ძალიან მაღალი დონეა. ქალწულში „ბოროტი“ მერკურისას, უფრო ხშირად, არაფერს ამბობს უბრალოდ ისე; ზედმეტად რაციონალური, რამდენადმე ბუზღუნა და ანჩხლი, რადგანაც შეუძლებელია სამყაროში ყველა წვრილმანი თავის ადგილზე იყოს და ამასთანვე სამყაროში იდეალური წესრიგი სუფევდეს (რისი დაუოკებელი სურვილიც აქვს, მაგრამ ამ სურვილს ობიექტური მიზეზების გამო ვერ იკმაყოფილებს). ამ შემთხვევაში მასთან ურთიერთობა, მოსაწყენობისა და მომაბეზრებლობის გამო, ძალიან ძნელია. შეიძლება მიდრეკილი იყოს პედანტიზმისკენ, გონების პატივმოყვარეობისკენ ანდა აკრიტიკოს ის, რაც არ ესმის.
ქალწულში მერკურის კარგი მდებარეობისას _ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაციაა ადამიანისთვის მრავალი საქმიანი კონტაქტებით. ის ძალიან საიმედო, ჭკვიანი და ვალდებულების გრძნობით სავსე პარტნიორია და მასთან ძალიან კარგია საქმის დაჭერა, იმიტომ რომ თუ პირობას დადებს, შეასრულებს კიდეც, და თან წინასწარ, დეტალურად მოიფიქრებს ყველაფერს.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მერკური ქალწულს გარკვეულ ელფერს, ბრწყინვალებას სძენს.
მერკურის განვითარების შემთხვევაში ეს განსაკუთრებული ნიჭია ორიგინალური რთული სტურქტურების ფომრების შექმნისას და ელემენტებს შორის კავშირის გასამყარებლად, ასევე ხელს უწყობს ადექვატური მოდელების აწყობას, ანუ ობიექტის არსებითი ელემენტების გამორიცხვა-გამოყოფა არაარსებითისგან; და ერთიც და მეორეც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.
ამავ დროს ქალწულში დაუმუშავებელი მერკური იძლევა გადაჭარბებულ მიდრეკილებას ზედაპირულად აღიქვას წმინდა მენტალური ფორმები და იდეები, მოხერხებულად მოახდინოს მათით მანიპულირება. ეს არის შეუმჩნეველი დემაგოგის მერკური, რომელსაც რთულად დაიჭერთ ლოგიკურ შეცდომებზე და შეუძლებელია მისი კამათში დამარცხება, და რომელიც ამავ დროს ვერაფერს იგებს, თუმცა კი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ყველაფერი იცის და თან ძალიან კომპეტენტურია. მხოლოდ ერთია, აქ მენტალური დაცვა, როგორც წესი, სრულყოფილია, და მოითხოვს ქმედებების სხვა საშუალებებს (მაგალითად, წათაქება ანდა განქორწინებით დამუქრება).
ეს მდებარეობა იძლევა იმის დიდ საშიშროებას, რომ რეალურ ცხოვრებას მოსწყდეს და ის შეცვალოს, მერკურიანული ქალწულის მიერ ხელოვნურად შექმნილი სიმბოლური სისტემების თამაშით, რომელსაც უფრო ადვილად, მარტივად თამაშობს, ვიდრე რეალურად ცხოვრობს.
წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)
ეს საუკეთესო მდებარეობაა მერკურისთვის, რადგანაც ქალწულში მას აქვს სამყოფელი და ეგზალტაციის ადგილი. ჰარმონიული ასპექტებისას: განსაკუთრებულად ძლიერი ინტელექტი; ლოგიკური, ფორმალური და პრაგმატული გონება; კარგი მახსოვრობა, აღმქმელობა, გამჭრიახობა, მჭვრეტელობა, ტექნიკურობა, პრაქტიკულობა, დეტალებში ჩაღრმავების უნარი, ინტერესი _ ლიტერატურის, წიგნების, ტექნიკის, მედიცინის (ჰიგიენა, დიეტა, გამაჯანსაღებელი პრაქტიკა). კარგია ისეთი პროფესიითვის, როგორიცაა: ჟურნალისტი, რედაქტორი, წიგნის საქმე, ბუჰღალტერი, მოანგარიშე, კომერსანტი.
დაზიანებისას: სუბიექტი ეშმაკია, გულღრძოა, კრიტიკული, კირკიტა, ბუზღუნა, ჭირიკანა, სკეპტიკოსი, ფორმალისტი, ასოკირკიტა, პედანტი, მშიშარა, ჯუჯღუნა, თაღლითი, ინტრიგანი.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)
ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნება. ჩაჰკირკიტებენ უწვრილეს დეტალებს. მათ სჭირდებათ მოწესრიგებული გარემო, მუშაობის ეფექტური მეთოდები. მჭერმეტყველნი ზეპირ და წერით მეტყველებაში. აქვთ კვლევა-ძიებითი საქმიანობის ინტერესი, მათემატიკური უნარები; გადარჩენის შანსების გათვლა, მახვილი დაკვირვებულობა, კრიტიკულობა, მაგრამ ასევე შეინიშნება აზროვნების შეზღუდულობისა და ხისტობის საფრთხე.
ეს არის კირკიტა ადამიანი, რასაც მოკიდებს ხელს, ამუშავებს მანამ, სანამ არ მიიღებს სრულ ბრწყინვალებას. ზუსტი, ლოგიკური, ანალიტიკური გონება აქვს, შრომისუნარიანია, რომელიც ხელს უწყობს დეტალების მიმართ სკრუპულოზური ყურადღების გამოჩენას; აქვს იდეალური ორგანიზაციული ნიჭი. ის მყარად დგას მიწაზე, პრაგმატისტია, ჩვეულებრივ იძენს სპეციალურ სიახლეებს და ტექნიკურ გამოცდილებას რომელიმე პრაქტიკულ სფეროში. არსით საქმე, იდეები, მეცნიერება, თეორები არ აინტერესებს, თუ არ მოაქვთ რეალური, საგრძნობი სარგებელი. მიდრეკილია ყველა დეტალის ანალიზისკენ, ცვლილებისკენ, დალაგებისკენ. მისი ძალა აზროვნების სიზუსტეშია, აკურატულ ოსტატობაშია, ტექნიკური სიახლეების ფლობაშია. თუ სამუშაო, რომელსაც სხვა ადამიანებთან ერთად ასრულებს, არ შეესაბამება მისთვის დამახასიათებელ მაღალ კრიტერიუმებს, მაშინ მის მიმართ კრიტიკულად განეწყობა. შესაძლებელია ნაწლავებში სპაზმები, ჭიები.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)
აქ მერკური ეგზალტირებულია, სხვაგვარად რომ ითქვას, ქალწულის ზოდიაქოში ძლიერი პოზიცია უკავია. ეს წარმატებული მდებარეობაა, რომელიც უთითებს გონებაზე, სისუფთავეზე, ადამიანზე მიმზიდველი გარეგნობით, რომელიც კარგად იცვამს, ბიზნესის, ლიტერატურის და ურთიერთობის, განათლებულ ადამიანებთან მეგობრობის შესაძლებლობებით. შეიძლება შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს კარგი განათლება. ეს ადამიანები არიან მჭერმეტყველები, რელიგიურები, სუფთები და უმანკოები, შეუძლიათ რჩევების მიცემა; კარგი კრიტიკოსები არიან.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ანალიტიკური გონება პრაქტიციზმისკენ ძლიერი მდირეკილებით. უწვრილეს დეტალებამდე ჩამძიებელნი, შეიძლება სხვებს მეწვრილმანეებად მოეჩვენოთ. მათ სჭირდებათ მოწესრიგებული გარემო. ეს მდებარეობა _ ყველაზე კარგია კირკიტა სამეცნიერო საქმიანობისთვის. კარგად და გამართულად წერენ. უპირატესობას ანიჭებენ ჩაკეტილი ცხოვრების სტილს.
ცუდი ასპექტებისას _ სუსტი ჯანმრთელობა, უმნიშვნელო დეტალების გადაჭარბებულად შეფასება, ყველაფრის მიმართ უნდობლობა.
წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)
ანალიტიკურობა, თანმიმდევრულობა, დეტალების სკრუპულოზური კვლევა-ძიება და მათი ფაქიზი გათვლა. შესაძლებელია კარგი სამეცნიერო შესაძლებლობები და რომელიმე სფეროში ენციკლოპედიური ცოდნა. საუბრისას უყაირათოდ გამოთქმული აზრების გამო შეუძლია იჯაჯღანოს.
წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)
ანალიტიკური უნარი, წესრიგის სიყვარული, დეტალების მიმართ გამძაფრებული ყურადღება: შეიძლება ხე დაინახოს, ტყე _ ვერა. მსჯელობის აგების და მისი უსასრულობამდე განვითარების სიყვარული. ინტუიცისა და წარმოსახვისადმი უნდობი დამოკიდებულება: რაციონალიზმი, ვიწრო აზროვნება. გეგმებისა და სქემების აგებისკენ, სისტემატიზაციისკენ, კლასიფიკაციისკენ, გამორიცხვისკენ მიდრეკილება. ყველაფერ იმის აღიარება, რაც მათემატიკურადაა დამტკიცებული. იუმორის გრძნობა შეიძლება არ ჰქონდეთ; განსაკუთრებული წარმოდგენები მორალზე. აკურატულობა, თანმიმდევრულობა. განსჯის, თეორიზების უნარები. ასპექტების უარყოფითი გავლენისას _ იდეებში მეწვრილმანეობა, საკუთარი აზრების გამოხატვის შეუძლებლობა.
წყარო: მარია კეი სიმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
მე ათჯერ მოვიფიქრებ
და კიდევ ოცჯერ შევამოწმებ,
სანამ ჩემს აზრებსა და გეგმებს
ვინმეს ვანდობ.
ეს აკურატული და ფრთხილი მოაზროვნეა. სანამ თქვენ პატარას არ ეცოდნება, რომ ყველაფერი სწორია, მანამ არ გამოთქვამს აზრს ან არ დაიწყებს წერას. ხოლო როცა ამას აკეთებს, მისი იდეები შენდება ყველა ფაქტის საკმაოდ ლოგიკურ ანალიზზე, შესაძლებლობასა და არჩევანზე. ის ორგანიზებას გაუწევს საკუთარ სამუშაოს, დეტალურად ყოველ პუნქტს დაგეგმავს. თუ ეს წერითი სამუშაოა, მაშინ იმის ალბათობა იქნება, რომ აკურატულად, სუფთად, დეტალურად და გამართულად გამოყვანილი ასობგრებით დაწერილ ტექსტს ჩაგაბარებთ. ეს ბავშვი სრულყოფისკენ ისწრაფვის და ძალიან დაძაბულად შრომობს. ფლობს ძლიერად განვითარებულ კრიტიკის უნარს, რომელსაც შეუძლია სხვის მიერ შესრულებული სამუშაოს გამჭოლად გაკრიტიკება., მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი საქმიანობისკენაა მიმართული. ის არ დაკმაყოფილდება მანამ, სანამ ყველაფერი სწორად არ იქნება გაკეთებული. ბავშვი მერკურით ქალწულში, ალბათ, საგნებს საკუთარი ხელით შექმნის (გააკეთებს). შეიძლება მიიზიდდოს იმ მოდელებთან ანდა მინიატურულ ფიგურებთან მუშაობამ, რომლებსაც მოთმინების უნარის გამოყენებით სჭირდებათ შექმნა და/ან გამოძერწვა. გამოვა ყველაზე სრულყოფილად საქმის კეთება დეტალებზე მუშაობისას გამოსდის, მაგრამ შესაძლებლია, მიდრეკილება ჰქონდეს მექანიკური და ტექნიკური საქმიანობისკენ. პატარას მოსწონს საგნების წესრიგში მოყვანა, შეკეთება. თუ ბავშვს მზეც ასევე ქალწულში ეყოლება, მაშინ ის უპირატესობას მიანიჭებს მარტო მუშაობას. მისი სტილი _ ძალიან რაციონალური და ნაწილობრივ ცივი, კარგი ჯანსაღი აზროვნებით გამოირჩევა.
არ შეგეშინდეთ ანდოთ თქვენი ხელსაწყოები და ინსტურმენტები, ის მათ პატივისცემით და მზრუნველობით მოეპყრობა.
წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია, ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)
საგასაღებო სიტყვა: ორგანიზება, ანალიზირება, წესრიგი, ფაქიზად დამუშავება, ფიქრი, ხედვა/ყურება, განსაკუთრებული, მცოდნე, ფაქტები, დეტალები, ოსტატობა, პრაქტიკული.
ქალწულის ნიშანში მერკური საკუთარ სახლშია. ასეთი ბავშვები ფლობენ გადაჭარბებულად განვითარებულ ანალიტიკურ და ლოგიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც ვლინდებიან ინფორმაციის აღქმისა და მისი გადაცემისას. მათ მახვილი და მოქნილი გონება აქვთ, ელვისებურად ისრუტავენ და ახარისხებენ ფაქტებს. სისულელეების მიმართ მოუთმენლები არიან, მიდრეკილება აქვთ კრიტიკულად მიუდგნენ ყველაფერს, მათ შორის საკუთარ თავებსაც კი. მოგიწევთ უთხრათ პატარას, რომ მხოლოდ ლოგიკაზე არაა ყველაფერი დაქვემდებარებული – ასეა სამყარო მოწყობილი. აუხსენით, ჯანსაღად აზროვნების საშუალება, რომელიც მას ახასიათებს, ყველა ადამიანს არ აქვს. ასწავლეთ ბავშვს ცხოვრება მიიღოს ისეთად, როგორიც არის და მოეპყროს გარშემყოფებს მოთმინებითა და კეთილგაწყობით.
ბავშვები მერკურით ქალწულში დეტალურად აანალიზირებენ აბსოლუტურად ყველაფერს, იმასაც კი, რაც შეიძლება დაუფიქრებლად გაკეთდეს. აუხსენით, რომ ხანდახან საჭიროა საკუთარ გულს დაუგდონ ყური. დაანახეთ, რომ ზოგიერთი ადამიანის აზრები ემოციებთანაა დაკავშირებული. მათ იდეალს წარმოადგენს გრძნობებისა და აზრების თანაფარდობა და თანასწორობა. ასევე აუხსენით, რომ გადაჭარბებული თვითკრიტიკულობა შეიძლება არამარტო საკუთარ თავში დაურწმუნებლობამდე მივიდეს, არამედ ხელიც კიNშეუშალოს გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში. მათ სჭირდებათ აითვისონ მარტივი ჭეშმარიტება: სამყარო ისეთია, როგორიც არის, და ყველაფერს აქვს თავისი განუმეორებელი ხიბლი და სილამაზე.
ბავშვები მერკურით ქალწულში, როგორც წესი, აკურატულები და სისუფთავის მოყვარულები არიან, ხანდახან კირკიტები, და ძალიან ფაქიზები კვებაში (საჭმლის შერჩევა იციან). ისინი სიამოვნებით კითხულობენ წიგნებს სწორი და რაციონალური კვების შესახებ და ყოველთვის ინტერესდებიან რომელი პროდუქტია სასარგებლო და რომელი _ არა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა. ამ პატარებს მარჯვე ხელები აქვთ, შესანიშნავად ასრულებენ უზუსტეს სამუშაოს. მაგრამ გახსოვდეთ: საქმის პრაქტიკული მხარე მათთვის პირველხარისხვანი მნიშვნელობის იქნება.
კარგად ისწავლიან სკოლაში, სკუპულოზულად და მეთოდურად შეასრულებენ დავალებებს, მაგრამ ერთ პრობლემასთან მოგიწევთ გამკლავება: მათ ძალიან ურთულდებათ საკუთარი თავი აიძულონ ისწავლონ ისეთი საგნები, რომლებსაც მათი შეხედულებით პრაქტიკული აზრი არ აქვს. მათთვის მძიმეა დაიმახსოვრონ უსარგებლო (მათი აზრით) ფაქტები. შეეცადეთ აუხნათ, რომ ცოდნა, რომელიც მათთვის უმნიშვნელოდ ჩანს, შეიძლება ძალიან გამოადგეს მომავალში.
მათი გამორჩეული ანალიტიკური შესაძლებლობები სწორ გზაზე მიმართეთ _ ასწავლეთ გაიგონ განსხვავება სარგებელსა და უსარგებლოს შორის. აუხსენით, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სარგებელი შეიძლება მიიღონ, თუ გააწონასწორებენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს.
ასწავლეთ, პირველ რიგში, ადამიანებში დაინახონ ძალიან კარგი, დადებითი, ხოლო ურთიერთობაში გამოავლინონ გულისხმიერება და სითბო.
ასეთ ბავშვთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ააწყოთ და მიუდგეთ რეალისტური პოზიციიდან. საერთოდ არ შეეხოთ ემოციებს. წვრილმანამდე მოიფიქრეთ და აწონეთ ყველა სიტყვა. ზუსტად ახსენით, რატომ იქცევით ასე და არა სხვაგვარად. ჩაწერეთ ყველაზე მთვარი ანდა სთხოვეთ ბავშვს ეს თავად გააკეთოს. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია, შეიძლება ასევე შესასრულებელი საქმეების სია ჩამოკდოთ კედელზე, რაც ასეთი პუნქტუალური და მეთოდური ბავშვებისთვის საკმაოდ მისაღებია. არ დაივიწყოთ შეაქოთ იგი, ამის შემდეგ სიამოვნებით დაგეხმარებათ ყველა საქმეში.
სტატიის ავტორი: ნინო