მერკური – ცხოვრების, ენერგიის მაცნე, აღიქვამს ძალებისა და სულის გავლენას და მიმართავს მათ ყოფით უნარებზე. მეტაფიზიკაში ის სულსა და მატერიას შორის, არსსა და სახების შუამავალია.
ასტროლოგიაში აზროვნების, ჭკუის, მოძრაობის და სიცხოველის სიმბოლიზებას ახდენს. მას საკუთარი ენერგია არ აქვს, მხოლოდ სხვისი ენერგიის ფორმირებას ახდენს. ამიტომ მას ანდროგენს (ჰერმაფროდიტს) და ღმერთების ელჩს უწოდებენ. ჰოროსკოპში აღნიშნავს ინტელექტუალურ თვისებს და ხარისხს, მოხერხებულობას, კარგ ფიზიკურ მონაცემებს; ის არის ახალგაზრდობის სიმბოლო მთელი თავისი სილამაზით და შეცდომებით, ცხოვრებისეული გამცდილებით, შეთვისების უნარით და გონებახვილობით.
ჰერმეტიკის სიგნატურები
სტიქია: წყალი-მიწა, ცივი-მშრალი.
ზოდიაქო: ტყუპები, ქალწული.
ტონი: Е.
ფერები: ცვალებადი (გარდამავალი), შერეული, ჭრელი.
რიცხვები: 8, 64, 260, 2080.
ჰორიზონტის მხარე: ჩრდილოეთი.
დღე: ოთხშაბათი.
გემო: განსაკუთრებული, ერთი შეხედვით უგემოვნო.
ადგილი: ბაზრის მოედანი, სკოლები, სასამართლოები, დუქნები.
ქვეყნები: ეგვიპტე, საბერძნეთი, ბელგია და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც მართავს ქალწული და ტყუპები.
ლითონი: ვერცხლისწყალი, ბისმუთი.
მინერალები: ზურმუხტი, აქატი, პორფირი, ტოპაზი, მინა, სერდონიქსი.
მცენარეები: რეჰანი, ჯონჯოლი, ოხრახუში, მაიორანი, კაკლის ხე, ნიახური, ძირტკბილა, ფოლორცი, ანისული, კამა (ცერეცო), ორფერი (კოკოჩი), კატაბალახა. ფიზიოლოგიაში მცენარეები იძენენ თესლს და ქერქს.
ცხოველები, ფრინველები, თევზები: მელია, მაიმუნი, დედოფალა (თრითინა, სინდიოფალა), წერო, თუთიყუში, ლოსი, ბულბული, შაშვი, ტოროლა, ძაღლი, კურდღელი, გიენა, იბისი, პოლიპი, სკაროსი (თევზის სახეობაა), მფრინავი თევზი.
დრო: ათწლეული.
ადამიანზე გავლენა
ასაკი: მოზარდობისას 14 წლამდე.
ორსულობა: მეექვსე თვე, როცა ყალიბდება ხმოვანი ორგანოები, თვალები, წარბები, თმები და ფრჩხილები.
ტემპერამენტი და სხეულის სითხეები (იგულისხმება: ლიმფა, სისხლი და სხვა): სანგვინიკი, ცხოველური სული, შერეული სითხეები.
გრძნობა: მეტყველება.
ტვინი: ცენტრი, რომელიც პასუხს აგებს სიდიდეზე, ფორმაზე, წონაზე, ფერზე, თვლასა და მეტყველებაზე.
უმანკოება და ცოდვა: გულმოწყალეობა, შეწყალება, მოწყალება, ლმობიერება, კეთილმოწყალება., სიძუნწე, ხელმოჭერილობა; სიმართლისმოყვარეობა, ტყუილი.
ხასიათი (მახასიათებლები): ჭკუა, გონება, ინტელექტი, შეგუების უნარი, მახსოვრობა, მოძრაობა, წარმოსახვა, გონებახვილობა, ინტელიგენტურობა, სოფისტიკა, მოხერხებულობა, მჭერმეტყველება, კამათის ხელოვნება.
უარყოფითი თვისებები: ინოვაციებით უგუნური გატაცება, სიეშმაკე, არამუდმივობა, ტყუილისმოყვარეობა, ნიშნის მოგება, ღვარძლიანობა. ქურდობისა და მოტყუებისკენ მიდრეკილება. საკმაოდ ცვალებადი ხასიათი, ჩვეულებრივ იღებს და სახეობრივად ცვლის სხვა პლანეტის ხასიათს/თვისებებს.
გარეგანი სახე და წარმომქმნელი შთაბეჭდილება: ცოცხალი, მოუთმენელი; წაბლისფერი თმა (თმის იშვიათი ზრდა); არცისე დიდი (უფრო პატარა) თავი; დაბალი; წაგრძელებული (ოვალური) სახე; მაღალი შუბლი; სწორი, გამოყვანილი ფეხები, გრძელი ხელები და თითები.
სხეულის ნაწილები: ფეხები, ხელები, ენა, ნერვები, ტუჩები, კბილები, შინაგანი ორგანოები.
ავადმყოფობები: თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ჭლექი, ენის და ნერვების პარალიჩი (დამბლა), ფეხებსა და ტერფებზე აბცესები, ფსიქიური დაავადებები.
შტრიხები: მოკლე, მკვეთრი ხაზები; თხელი, სიფრიფანა, ფაქიზი მომრგვალებები.
მერკური როგორც სიგნიფიკატორი (მანიშნებელი)
ბედი (ბედისწერა): გონებრივი ინტერესები და საქმეები; ვაჭრობაში, მგზავრობისას და მეცნიერებში წარმატება; აზრების სვლისას ცვალებადობა, რაც დამოკიდებულია გარემოსა და მათი რეალიზების შესაძლებლობებზე.
ქმედებები და მოვლენები: სასამართლოები, გამოგონებები, ინტუიცია, ნათელმხილველობა, გონებრივი შრომა, მოტყუება, ტყუილი, ძარცვა, ქურდობა, ვარდნა, მოლაპარაკებები, რიტორიკა, სატირა, მოძრაობა, პრაქტიკული გეგმები და ქმედებები, რეფორმები, გზაზე თავდასხმები, ტყვედ აყვანა.
პიროვნებები: უმცროსი ძმა, სწავლული, ვაჭარი, ხელოვნების მოღვაწე, ბავშვი, ექსპედიტორი, ელჩი, მერკურისეული პროფესია. მამაკაცი: მოხერხებული, ინტელიგენტი, ინტუიციური, ეშმაკი/გაქნილი, ვაჭრობის ნიჭი აქვს. მერკურის ცუდი ასპექტაციისას: ქარაფშუტა, მატყუარა, არაერთგული, სარკასტული, თავგზააბნეული, უთავბოლო.
პროფესიები: ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი, სწავლული, მწერალი, რედაქტორი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, ვაჭრობის მოსამსახურე, კომისიონერი, მოსამსახურე, იურისტი, ფოსტის და რკინიგზის მუშაკი, აღმზრდელი, აფთიაქარი, მექანიკოსი, კანცელარიის მუშაკი, კრედიტორი, მათემატიკოსი, მდივანი, მხატველი/მხაზველი, ელჩი, გრავიურის სპეციალისტი, ვაჭარი, მეწარმე, მსახიობი, მხატვარი, ცხოველების მომთვინერებელი, აკომპანიატორი.
სიკვდილი/გარდაცვალება: გარდაცვალება შეშლილობაში, მელანქოლიაში; ტვინის დაავადებები, ეპილეფსია. მნათობთან (მზესთან) კონიუნქციისას(შეერთებისას): გველის ნაკბენი, სატურნთან შეერთებისას: ძალადობრივი სიკვდილი. კუროში, მორიელში: ცეცხლის ან ოპერაციის გამო სიკვდილი. თუ ასპექტების გარეშეა: შინაგანი დაავადებები, გადატვირთვა პროფესიაში, შეშლილობა. თუ დაზიანებულია, განსაკუთრებით მთვარით 1,4,12 სახლებში, ვერძში, ლომში, მშვილდოსანში: სამართლიანობის აღდგენის გამო სიკვდილი. მეოთხე ანდა მეთორმეტე სახლში _ სახჩობელაზე სიკვდილი. 2,3,10 სახლებში ანდა კუროში, ტყუპებში, თხის რქაში: ცხენიდან ან ეტლიდან ვარდნისას სიკვდილი.
ეზოთერიკა (ტ.პ.)
მერკური – მბრძანებლობს ტყუპებსა და ქალწულის ნიშნებზე.
ძვირფასი ქვები:
ყვითელი ცირკონი; ქარვა;
ბროლი (ტარებისას – ვერცხლში ჩასმული).
ზოგადი დახასიათება
იმის გამო, რომ ასტროლოგთა მცირე გამონაკლისის გარდა, არავის შეუსწავლია პლანეტების გავლენები და უბრალოდ მათ ახასიათებენ და მართავენ ძველი ჩანაწერებისა თუ წყაროების მიხედვით, მერკურის დახასიათება (და არამარტო მერკურის, არამედ, ზოგადად, პლანეტების დახასიათებები) ცოტათი მოძველებულია. მითუმეტეს, რომ სწავლულებისა და მეცნიერების მიერ ამ – ეზოთერული – მიმართულებით კვლევები ჩატარებული არაა. ამიტომაც შეზღუდული და მცირეა ის ინფორმაციები, რომელიც პლანეტების ეზოთერულ კვლევა-ძიებასა და შემდეგ, მათი სიზუსტის დამოწმებას ახდენენ.
მერკური, როგორც ვენერა, მზის გარშემო დედამიწის ორბიტის შიგნით ტრიალებს (ანუ მოქცეულია მზისა და დედამიწას შორის), რომლისგანაც დაშორებულია არაუმეტეს 28 გრადუსით. ამიტომაც დილით და საღამოს მცირე ხნით თუ ჩანს ცაზე. თუ მერკურის კვლევა მოხდება გრაფიკულ ეფემერიდზე, მაშინ მრავალრიცხოვანი კვანძების (მისი ხილული წინსწრება-დირექციულობა და ჩამორჩენა, დამუხრუჭება-რეტროგრადულობა) ხილვისას ადამიანი შეიძლება დარწმუნდეს, რომ მერკური სხვა პლანეტებისგან განსხვავებით ძალიან სწრაფად მოძრაობს, და სხვა მნათობებთან მიმართებაში თავისი მუდმავად ცვალებადი ხასიათით, პლანეტების ურთიერთგავლენისას, ასე ვთქვათ, თავისებური სახის შუამავალია. ამიტომ ძველად ის ითვლებოდა ღმერთების ელჩად და ბერძნულ-ელინურ მითოლოგიაში ატარებდა ჰერმესის, ხოლო ლათინურ მითოლოგიაში – მერკურის სახელს.
ამიტომაც ითვლებოდა, რომ დედამიწაზე მერკური თამაშობს შუამავლის როლს, და კერძოდ: აზროვნებაში, ადამიანთა და ნივთების ერთმანეთთან დაკავიშრება-გაერთიანებაში. მაგრამ ეს კავშირები ხორციელდება სრულიად განსხვავებულ ფორმაში, ვიდრე ეს ხდება “მზის სულის” ანდა “მთვარის სულის” დახმარებით. ჩვენი ცნობიერისა და გონების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ გრძნობების ანდა აღქმის საშუალებით შევიქმნათ შთაბეჭდილება და მიღებული შთაბეჭდილება გადავამუშაოთ ლოგიკით, რათა შემდეგ მივიღოთ დახასიათებები, დასკვნები და გაგება. ეს ფუნქციები დაკავშირებულია ადამიანის თავის დიდ ტვინთან, იმ დროს, როცა მთვარე დაკავშირებულია თავის ტვინის ნათხემთან.
სხეულის შიგნით დამაკავშირებელ ფუნქციას ნერვები ასრულებენ, ხოლო გარესამყაროსთან ურთიერთობა ხდება გრძნობითი ორგანოების მეშვეობით, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევს: დაინახოს (მხედველობა), სუნი შეიგრძნოს (ყნოსვა), იგრძნოს გემო, მოისმინოს (სმენა) და შეიგრძნოს შეხება (მგრძნობელობა). გონების მეშვეობით, აზროვნებითა და ინტელექტით შეიძლება აზრების გაზიარება და გაცვლა სხვა ადამიანებთან, სამეცნიერო კვლევა-ძიებითა და ვაჭრობით დაკავება.
ამასთან, ადამიანთა უარყოფით თვისებებს შეუძლია ისინი მიიყვანონ ტყუილამდე, მოტყუებამდე ანდა სიეშმაკემდე.
ფილიპ მეტმანი მერკურზე შემდეგს წერს: “არც აპოლონმა, არც ზევსმა არ იციან გზები, რომელზეც ჰერმესი (მერკური) დადიოდა. იმიტომ, რომ ის არის გზების აღმომჩენი, გამხსნელი და დამფარავი (ჩამკეტი). მართალია, მერკურმა იცის და აცხადებს კიდეც ღმერთების საიდუმლოებებს, ემსახურება გამოთქმულ გრძნობებს, საგანთა შორის კავშირის გამომვლინებას, მაგრამ არის კიდევ გასაღებთა მცველიც, იმ შესასვლელის გამხსნელი და დამხურველი, ჩამკეტი, რომელიც თავისი ცოდნით ნივთებისა და სამყაროების შესაბამისობებსა და დანიშნულებას თან ახლავს. ამიტომაც ის, ასევე არის სიეშმაკისა და მოტყუების ღმერთიც, რომლის იუმორიც აღაფრთოვანებს ღმერთებს და შოკს ჰგვრის ადამიანებს; მერკურის მუდმივქმედითი და მარადიული გონის სიღრმისეული შესატყვისობა უფლებას აძლევს მას ჩაერიოს შემთხვევითი მომენტის თამაშში, და თან მორცხვ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ის საფუძველთა საფუძველსა და ამკრძალავ კანონებს არცხვენს, არღვევს კანონებს და ხელს უწყობს თავგადასავლებს. ამიტომაც ვაჭრები, ქურდები და ყაჩაღები მას სთხოვენ მფარველობას, ხოლო ორატორები და ფილოსოფოსები თაყვანს სცემენ”.
ამ სიტყვებში არის თითქმის ყველაფერი ის, რაც დღესაც შეიძლება მიეწეროს მერკურის, მაგრამ ამასთანავე ყოველთვის საჭიროა ყურადღება მიექცეს იმას, თუ კიდევ რომელ მნათობებთან (პლანეტებთან) არის დაკავშირებული მერკური; არის კი იუპიტერთან ერთად ბედნიერების შუამავალი და მაცნე, ხოლო ნეპტუნთან ერთად – მატყუარა და ცრუ, ხოლო სატურნთან კი – მოაზროვნე და ფილოსოფი?!
ასტროლოგიური მნიშვნელობა
მერკური ეკუთვნის იმ კოსმიურ ძალებს, რომელთა ფსიქოლოგიური შესაბამისობა საკმაოდ სხვადასხვასახოვანია. ის ითვლება პლანეტად, რომელიც ადასტურებს გაგების უნარებს, გონებას და გამომგონებლურ ნიჭს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მისი არსებობა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანში, ამა თუ იმ სახლში შესაძლებელია შეფასდეს მეტად ბანალურად: როგორც სიეშმაკეზე, ცბიერებაზე, მზაკვრობაზე, გაიძვერობაზე, გაქნილობაზე მანიშნებელი.
მისი ბუნება არამუდმივი და არამდგრადია, და კარგი ასპექტაციის შემთხვევაშიც კი შეიძლება ადამიანი ელოდოს სულიერი მოღვაწეობის სხვადასხვა გამოვლინებებს, რომელიც ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ადამიანები მერკურის ძლიერი გავლენით მიდრეკილნი არიან არამუდმივობისკენ და ჭკუამხიარულობისკენ, მიუხედავად მთელი თავისი ჭკუისა და გაგების უნარისა, არალოგიკურები არიან.
დაბადების მომენტში ჰოროსკოპში მერკურის პოზიციის განსაზღვრა და მისთვის ხაზგასმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ერთდროულად შეიძლება იმ მონაცემების განსაზღვრა, რაც დაკავშირებულია თავისფლობის უნართან, კონცენტრაციასა და განცდილში ჩაღრმავებასთან, მაგალითად, სატურნის მმართველობის წყალობით (მერკური ტყუპების ანდა ქალწულის ნიშანში, სატურნი _ თხის რქის ნიშანში), მოცემული პირისთვის აუცილებელია წონასწორობა.
ხანდახან მერკური განასახირებს ძმებსა და ვაჭრობით დაკავებულ ადამიანებს, ასევე ორაზროვან თვისებებს, მორალურ წესებს, რომელიც უფრო უკეთესის სურვილს ტოვებს. ამასთანავე, ყოველთვის საჭიროა ზუსტად აიწონოს ის, თუ პირად ჰოროსკოპში, ამა თუ იმ დონეზე, სად წარმოიშვება მისი მდგომარება და მისი კავშირი სხვა პლანეტებთან – მერკურთან ურთიერთკავშირში მყოფ პლანეტებთან ჰარმონიზაციისას – მბრძანებლური მოტივების ხარისხში.
ამ შეხედულებით, მას საერთოდ დიდი მნიშვნელობა უნდა მიეწეროს მაშინ, როცა ის იმყოფება სახლებში, რომლებიც უთითებენ ადამიანებთან ურთიერთობაზე, გარემოცვაზე და სხვა ადამიანებზე (მესამე, მეშვიდე და მეთერთმეტე სახლი).
შენიშნულია ისეთი შემთხვევები, როცა დაზიანებული, ცუდად/მძიმე ასპექტაციის მერკური ადამიანს მეტყველების დეფექტით, წონასწორობის დარღვევებით, სიყრუით “აჯილდოებს” და არცთუიშვიათია, როცა ასეთი ასპექტის მქონე ადამიანს მეტნაკლებად გამოკვეთილი ნერვიული დაავადებები აქვს.
ფსიქოლოგიური ექვივალენტები
აზროვნება, გონება, ინტელექტი, შემოქმედება, ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა, მოტყუება, ტყუილი, ჭკუამხიარულობა, არაკონცეტრირებულობა, თვითფლობის უკმარისობა.
ფიზიოლოგიური ექვივალენტები
მეტყველებისა და სმენის ორგანოები, წონასწორობის გრძნობა, თავის დიდი ტვინი, ნერვების ფუნქციები, ნერვიული სუბსტანცია.
ლ. ვინკლერი
მერკური – ინტელექტის, უმაღლესი გონის, ადაპტაციის პლანეტაა. მისთვის მახასიათებელია სწრაფი მოძრაობა და მზის სინათლისგან მიღებული უდიდესი ძალა. ის დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან, ურთიერთობასთან, გაცვლასთან, ინტელექტუალურ უნარებთან.
მისი თვისებები: მჭერმეტყველება, მოქნილობა, სიმახვილე; სიფაქიზე, სინატიფე, დახვეწილობა, გამჭვრეტელობა და გონების მოხერხებულობა/მოქნილობა, გაწაფულობა, სიმკვირცხლე, დიპლომატიურობა.
უარყოფითი თვისებები: იდეების არამუდმივობა, ტყუილი, სიეშმაკე, ნევროზულობა. მერკური განაგებს ნერვიულ სისტემას, ტვინს, სუნთქვას, ფილტვებს.
იგი ტყუპების და ქალწულის, ასევე მესამე და მეექვსე სახლების მართველია.
ტ.გ. ბურგონი
პლანეტა მერკური თავის სიმბოლურ ასპექტში გამოსახულია როგორც „ღმერთების ელჩი“. „ფრთოსან მერკურზე“ ათასი მითია შექმნილი. პირველი ელინების-ბერძნების ნაყოფიერ წარმოსახვაში მერკურის ჭკუა-გონება ყოველთვის სიფხიზლით და გამჭრიახობით ხასიათდებოდა. მართალია, ხანდახან, მერკურის ქმედებები ეშმაკობითა და მოხერხებულობით გამოირჩევა, მაგრამ ეს იმისთვის სჭირდება, რომ შესაძლებლობების სრული გამოვლინება მოახდინოს. ეს კი ხშირად კეთილგონიერი, ხელსაყრელი და შედეგის მომტანი იყო და არის. თითქოსდა ძველი ადამიანების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ: მერკურის საკუთარი მშფოთვარე სულის აქტიურობის სიმბოლიზირება მოეხდინა, ანუ გარეგან ფორმაში გამოხატულიყო, რის გამოც იგი ადამიანებმა გამოსახეს თავსა და ფეხებზე ფრთებით.
კაბალაში პლანეტა მერკური ნიშნავს გაგებას და ამიტომ ზეციური ადამიანის სხეულში მხედველობით ძალას (ხარისხს) ესადაგება. ეს – კაცობრიობის თვითშეცნობის აქტიური ძალაა, ასევე გრძნობაა და დანახვის/ხედვის _ აღქმა და გააზრება _ უნარია. ეზოთერულ სწავლებაში მერკური გარდაისახება და ასოცირდება მთავარანგელოზ რაფაელთან, სიბრძნისა და ხელოვნების გენიასთან. და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა მოდგმას ამ გენიის ეზოთერული ძალა ხელს უწყობს ცხოველური საწყისიდან, მდგომარეობიდან ადამიანურ მდგომარეობამდე გადასვლა-ამაღლებაში.
ასტროლოგიურად განხილვისას მერკურის ძალა – ინტლექტუალური, მოუსვენარი და მოძრავია. არანაირ სისტემას, თუნდაც ადამიანის მიერ გამოგონილს, არ შეეძლო მიეწერა მისთვის _ დიდი პლანეტებიდან ყველაზე პატარა და უმნიშვნელო თითქმის უხილავი მნათობისათვის (მერკურისთვის) _ ადამიანის ბუნების ინტელექტის მართვა. ყველაზე ფანტასტიკურ სისტემასაც კი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას შეეძლო შეექმნა, ადამიანის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანის – გონებრივი თვისებების – მართვის ფუნქცია, წესით, შეიძლება მიეწერა მზისთვის ანდა დიდებული, ყოვლისშემძლე იუპიტერისთვის, მაგრამ ძველი ადამიანების დაკვირვებებმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ არც მზეს და არც იუპიტერს არ აქვთ ეს გავლენა. აქედან კი დაასკვნეს, რომ მხოლოდ საუკუნეების გამოცდილებაზეა დაფუძნებული ასტროლოგიური სიმართლე და კონკრეტული პლანეტების დახასიათების, მდგომარეობისა თუ ურთიერთგავლენის სისწორე. მერკურის თვისებები კარგად გამოხატულია წმინდა ამერიკულ ანდაზაში: „სწრაფად ადექით და თამამად შეუდექით საქმეს“. გონება, ენერგია და თავხედობა წმინდა მერკურის მთავარი და ძირითადი მახასიათებლებია, არაფერია არც ძალიან თამამი და არც ძალიან მძიმე მისი გამომგონებელი და გამჭრიახი გონებისთვის და არაფერია მისთვის ძალიან დიდი, რისი დაძლევაც მერკურის გონებას არ შეუძლია და რომლის შესრულებაც მას არ ხელეწიფება. ამერიკის შეერთებული შტატები განიხილება როგორც ერთი მთლიანობა (ერთი მთლიანი სახელმწიფო მისი მოწყობის მიუხედავად), რომელსაც მართავს ტყუპები (ტყუპების მმართველი კი მერკურია). მოძრავი ენერგია, კომერციული საქმიანობა და მოხერხებულობა წმინდა ამერიკულ პროექტებსა თუ ამერიკელთა ცნობიერებაში შესანიშნავად არის გამოხატული.
ინტელექტუალურ დონეზე ეს ნამდვილად სიბრძნის გენიაა და მართავს ერთიან გონებრივ თვისებებს. ორატორულ თვისებებსაც ეს პლანეტა მართავს (მჭერმეტყველების ღმერთი). ვისაც მმართველობს მერკური (ანუ ვისი რუკის მმრთველიცაა), მას აჯილდოებს: გონებახვილობით, გამომგონებლობით; ისინი ჭკვიანები, სარკასტულები, მეცნიერებებისკენ მიდრეკილნი არიან და ფლობენ შესანიშნავ ძლიერი დაკვირვებისა და ჭვრეტის უნარს. ისინი ყველა მეცნიერებებში სიღრმისეული მკვლევარები და გამომძიებლები არიან; ასევე იმ მეცნიერებებში კარგად ერკვევიან, რომლებიც ვაჭრობის განვითარებას უწყობენ ხელს.
ფიზიკურ დონეზე მერკური მართავს ტვინსა და ენას. როდესაც მისი მდებარეობა ადამიანის დაბადების მომენტში ძლიერია, მაშინ ინდივიდი ფლობს ცოცხალ წარმოსახვას და შესანიშნავ მახსოვრობას; ის, ასევე, შესანიშნავი ინტელექტუალური უნარებით გამოირჩევა და აქვს სხვათა დარწმუნების ძალა. თუ მერკურის ასეთ მდებარეობას აქვს რაიმე კონფიგურაცია (ასპექტი) მთვარესთან, მაშინ იგი იძლევა დაუშრეტელ ფანტაზიას და გონებას მძლავრად მიმართავს ბუნების იდუმალ, ოკულტურ მხარეზე. თუ მერკური არაკეთილგანწყობილია (ან დაზიანებულია) და სხვა ორბისებთან მიმართებაში მოკლებულია დადებით ასპექტებს და, ამავ დროს, მარსის უარყოფით გავლენას განიცდის, მაშინ ადამიანს აქვს ცრუ, უპრინციპო, ეშმაკური ბუნება, მას არ აქვს შეფასებისა და უმაღლეს ინტელექტუალურ დონეზე წვდომის უნარი და მორალური, ზნეობრივი სიმყარე. თუ მერკური ძლიერია და, ამასთანავე, კარგი ასპექტაციითაა, მაგრამ მდებარეობს ჰორიზონტს ქვემოთ (უხეშად, ასცედენტისა და დესცედენტის დამაკავშირებელი ხაზის ქვემოთ, ანუ ნათალური რუკის სამხრეთ ნახევარსფეროში), მაშინ ინდივიდი მიდრეკილია მისტიკური და ოკულტური მეცნიერებებისკენ; თუ ის (მერკური) კეთილგაწყობილია (დადებითია), მაგრამ იმყოფება ჰორიზონტს ზემოთ (ანუ ნათალური რუკის ჩრდილოთ ნახევარსფეროში), მაშინ უფრო გარეგნულ გავლენას ასახავს და ადამიანს აჯილდოებს ორატორული ნიჭით. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები არიან: ორატორები, სახელმწიფო მოღვაწეები და პროფესორები. როცა მერკური არის განთავსებული ჰორზონტს ქვემოთ და აქვს დადებითი მუხტი, ამ პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია ლიტერატურული სფერო. ყველა, ვინც დაიბადა ამ პირობებში, ფლობს ლიტერატურისთვის საჭირო ბუნებრივ ნიჭს. ამიტომაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ, როცა ადამიანის დაბადების მომენტში მერკური:
1) ასცედენეტს ქვემოთ იმყოფება – იდეალისტური ბუნებით გამოირჩევა ადამიანი,
2) ხოლო როცა ასცედენტს ზემოთ იმყოფება _ პრაქტიკული ბუნებით.
ფიზიკურად მერკური ადამიანს აძლევს: საშუალო სიმაღლეს, სხეულის სიმკვრივეს, მაგრამ ადამიანი მაინც თხელი, სიფრიფანაა (გამხდარია); თვალები უჩვეულოდ ცოცხალი, გამჭოლი, მახვილი აქვს; ტუჩები თხელი, სახის ნაკვთები სწორი, გარეგნულად სასიამოვნო შესახედავია; კანის ფერი დამოკიდებულია ადამიანის რასობრივ კუთვილებაზე.
ვ. ზაპრაგაევი
მერკური – რაფაელი, სიბრძნისა და ხელოვნების გენია; მაგრამ სამყაროში ღვთაებრივი სიბრძნე და სიყვარული – ერთი და იგივეა. მერკური არის სამყაროს სულში ინტელექტუალური მოძრაობა. ეს – წმინდა ინტელექტუალურ ძალთა ოკეანეა, ისინი ფლობენ იმ სპეციალური სახის ვიბრაციას, რომლებიც წარმოიშვება შესაბამის გარემოში. ამ ძალების ფოკუსს, მთელი თავისი კონსტრუქციითა და ცხოვრების არსით, მართავს პლანეტა მერკური. მერკური ორბიტაზე იმყოფება იმ გარემოსთან მუდმივ თანამოქმედებასა და ურთიერთქმედებაში, რომელშიც მოძრაობს. ამ მოძრაობიდან წარმოშობილი ტალღები ძლიერი ორბისით სივრცეში გადაეცემა და წარმოქმნიან შესაბამის ქმედებებს ზნეობრივ, გონებრივ და ფიზიკურ დონეებზე. ცნობიერების/გაგების მოძრაობა, გარდაისახება და გარდაიქმნება უმაღლესიდან უმცირესისკენ, მაღლიდან დაბლა, რაც თანდათანობით აუხეშებს, აკარგვინებს თავის პირველსაწყის სუფთა თვისებებსა და ხშირად იღებს სრულიად დამახინჯებულ ხასიათს. გაგება/გაცნობიერება არის სრულყოფილი/იდეალური გონების მახასიათებელი, ის სრულყოფილად ფლობს გონებას და ინტუიციას. ღვთაებრივ სამყაროში გააზრება არის უშუალო ჭვრეტა, ღვთაებრივი ჭეშმარიტებების შეცნობა და მიღება; მაგრამ ინტელექტუალურ სამყაროში შეცნობა და მიღება იცვლება (მათ ადგილს იკავებს) გონებით და მისი (გონების) აქტიურობით, რომელიც წარმოიშვება (ქმედებაში აქტიურდება) ან სულიერი მოძრაობით, ან გარეგანი გრძნობების აღქმით, რომელთა შორის, მერკურის, როგორც აღქმისა და გაგების და, ასევე, ცნობიერების გენიას, ეკუთვნის მხედველობა. მერკური-ჰერმესი გამოისახება თავსა და ფეხებზე ფრთებით; მეტალებიდან მას შეესაბამება ვერცხლისწყალი, პირველი და მეორე სიმბოლოც უთითებს სისწრაფეზე, ენერგისა და მოძრაობაზე. და მართლაც სრულყოფილ გონებას ეკუთვნის შემდეგი თვისებები: აღქმისა და გაცნობიერების სისწრაფე, გამჭრიახობა, წარმოსახვა, დაკვირვებულობა; გაგების და ყველა მეცნიერებებში ცოდნის ადვილად ათვისების უნარი. მერკურის უწოდებენ ღმერთების ელჩს და მათი ნების მაუწყებელს. აქვე, ის ფლობს ყველა მათ თვისებას: მას ყველაფერი მიჰყავს კარგი დასასრულისკენ; ის ზევსის ნების აღმსრულებელი და შემსრულებელია. ეშმაკია, გამომგონებელია, აქვს თვითშეგნება, თვიშემეცნების უნარი; აქვს მისიის წარმატებით შესრულების უნარი, მოხერხებულია და ასრულებს დიპლომატიურ ამოცანებს; ფხიზელი, მჭერმეტყველი და აზრების ლამაზად გამომხატველია; მკვეთრად და გასაგებად ახდენს იდეების ფორმულირებას; ქმედებებში გაბედული, მტკიცე და შეუპოვარია. გონებრივ ძალებში ფლობს რწმენასა და იმედს. მოაზრების, დასახვის, აწონვის და გარემოებების სწრაფად შეფასების უნარით (დადებითი და უარყოფითი, კი და არა პრინციპი) გამოირჩევა. ამ ყველაფრიდან კი დასკვნების გამოტანა და სწორი გადაწყვეტილების მიღება _ აი, ეს არის სრულყოფილი გონების თვისებები. ზნეობრივ დონეზე მერკური ამ თვისებებით ადამიანს შთააგონებს, რომ ადამიანთა კეთილდღეობის მოსატანად, საჭიროა თავისი გონებრივი შესაძლებლობები და უნარები მიმართოს შრომისკენ და საქმიანობისკენ: აქ სიბრძნე სიყვარულთანაა ურთიერთკავშირში, რაც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის. სული, რომელიც ამ ევოლუციას მიაღწევს, დედამიწაზე მაშინ იბადება, როცა მერკური თავისუფალია მარსისა და სატურნის მავნე გავლენისგან და იმყოფება იუპიტერისა და ვენერის სიკეთით სავსე “სხივებში” (ენერგიაში), და დღის იმ დროს, როცა ასცედენტი იძენს დადებით მუხტს. როცა მერკური იმყოფება უარყოფითი, არაკეთილგანწყობილი გავლენის ქვეშ, მაშინ გონების ყველა ზემოთმითითებული თვისებები დამახინჯებულად ვლინდება: გამომგონებლობა, ჭვრეტის უნარი, ხელოვნება, მოხერხებულობა, გამჭრიახობა მიმართულია ეგოისტური მიზნებისკენ: მერკური ხდება ქურდობისა და ვაჭრობის ღმერთი. ის ამორალური და უზნეოა, მაგრამ მოუხელთებელია როგორც ვერცხლისწყალი.
ინტელექტუალურ დონეზე, მერკური ჭეშმარიტი გაცნობიერებაა. თუ პირად რუკაში მისი მდებარეობა კეთილგაწყობილი და დადებითია, მაშინ ჭკუა-გონება ინტუიციასთან ურთიერთკავშირით ადამიანს ნივთების სიღრმეების წვდომის, მათი არსის შეცნობის და ამ მეთოდებით ცოდნის შეძენის, შემდეგ კი ამ შეძენელი ცოდნის სხვების სასიკეთოდ და კეთილდღეობის მოსატანად გამოყენების უნარებს სძენს. თუ მერკურის მდებარეობა არაკეთილგანწყობილია და ის მარსისა და სატურნის ბოროტი/უარყოფითი გავლენის ქვეშ იმყოფება, მაშინ გონება ვერცხლისწყალივით მოძრავი და მოუხელთებელი იქნება, მაგრამ ნებისმიერი გამჭრიახობა, მოფიქრებულობა, ნებისმიერი სიეშმაკე და მოხერხებულობა მიმართული იქნება იმაზე, რომ ადამიანმა ყველაფერი თავის სასარგებლოდ წარმართოს და ამ მიზნის მისაღწევად სხვათა მოტყუებაზეც არ იტყვის უარს.
ფიზიკურ დონეზე მერკური ტვინისა და ენის მმართველია. ტვინი და ენა ძალიან ხშირად გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით: ტვინი – როგორც გონება, ჭკუა, ენა როგორც მეტყველება. როგორც გონება/ტვინი არის ძალის გენერატორი, გარდამქმნელი თავისი მოძრაობის დაბალ დონეზე; ხოლო ტვინის ნივთირებები არის იმ სუბსტანციის სახეობა, რომელშიც ვიბრირებს ეს ძალა, რათა გამოვლინდეს როგორც აზრი. ენა, როგორც მეტყველება, ბგერის, ხმის გარდამქმნელი _ არის სიტყვა. აზრი და სიტყვა არსით ორი ძალაა, რომელთა უდიდესი მნიშვნელობა თანამედროვეობისთვის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ყოვლისშემძლეობის მაგიურ იარაღს. პირად რუკაში მერკურის მთვარესთან ასპექტები უთითებს ჭკუასა და ცოდნაზე. ამის საფუძველი კი არის ის, რომ მზე და მთვარე განსაზღვრავენ ტვინის პოლარობას, ხოლო მერკურის სხვა პლანეტებთან ასპექტები უჩვენებს ინტელექტუალურ მოდრეკილებებსა და უნარებზე; ამიტომ, როცა სურთ ადამიანის ევოლუციის დონის განსაზღვრა, პირველად განიხილავენ მერკურის ურთიერთკავშირს მზესთან და მთვარესთან, და მათ ასპექტებს სხვა პლანეტებთან. მერკურის ასპექტი მთვარესთან უთითებს იმაზე, თუ რა სახის ცოდნას შესძენს ადამიანს მისი გონება და უნარები და, შეუძლია თუ არა, სხვას გადასცეს ეს მიღებული ცოდნა; მერკურის ვენერასთან ასპექტი უთითებს გონების დამოკიდებულებას სიყვარულის საკითხთან; მარსთან ასპექტი – გონებაზე, რომელსაც აქვს უნარი ნებისმიერი სახის ბრძოლა აწარმოოს; იუპიტერთან ასპექტი – ზნეობრივი, ფასეულობათა და გონებრივი იდეალებისკენ სწრაფვაზე; სატურნთან ასპექტი – უდიდეს იდეურ, აზრობრივ უნარებზე და სამართლიანობის გრძნობის განვითარებაზე. ყველა ეს თვისებები წარმოადგენს პიროვნების ღირსებას, რომელიც ადამიანში ინდივიდუალობას აყალიბებს. გარეგან დონეზე მერკური ისწრაფვის განსხეულდეს – როგორც ტემპერამენტში და მის გამოვლინებებში, ასევე მთლიანად ადამიანის გარეგნულ, ფიზიოლოგიურ შტრიხებში – თავისი თვისებებით. როცა სისწრაფე და მოძრაობა ადამიანს აჯილდოებს მოქნილობითა და მოძრაობით, ენერგიის დაუშრეტელობით – ამბობენ: „ადამიანი კი არა ვერცხლისწყალია“. სხეული ძლიერი, გამხდარი, თხელი/სიფრიფანა; სახის ნაკვთები სწორი; ტუჩები თხელი. გამჭრიახობა და სიმკვირცხლე იძლევა ცოცხალ, მახვილ, გამჭრიახ მზერასა და თვალებს. სიბრძნის ფერია ყვითელი, და ეს ფერი აისახება ადამიანის სახესა და თმაზე; და ევოლუციის რაც უფრო მაღალ საფეხურს აღწევს ინდივიდუალობა, სიყვითლე (ყვითელი ფერი) მით უფრო სუფთა, მშვენიერი და სულიერებით სავსე იქნება.
სტატიის ავტორი: ნინო
მერკურის ფუნქციები, დამუშავება და მახასიათებლები
მერკური ნიშნებში
მერკური სახლებში