XI სახლი

XI სახლი

კოლექტიური შემოქმედება

პოლიტიკის, იდეალების, სურვილებისა და იმედების სახლი

ნებაყოფლობითი პარტნიორობა, მეგობრობა, კავშირები; კონტაქტი თანამოაზრეებთან; ჯგუფები, კოლექტივი, ორგანიზაციები, საზოგადოება; რუკის სულიერი დონე; სულიერი პერსპექტივები, სულიერი მეგობრები და მტრები, მათი ერთგულება და ღალატი; მეურვეები, სპონსორები, მეცენატები, მფარველები; თანადგომა, მფარველობა და დაცვა; გეგმები (მათ შორის შორეული მომავლის), ცხოვრების ორიენტაციის ცვლილებები; დამოკიდებულება ავტორიტეტებისადმი (განსაკუთრებით სულიერი); პოლიტიკური პარტიები და კავშირები, დემოკრატიულობის დონე, რევოლუციური ქმედებების მიღება-მიუღებლობა, რეფორმები, რეფორმატორობის დონე; იდეალურ სამყაროში თავის წარმოდგენა; ინსაითი; შინაგან დონეზე ორგანიზაციებისა და მოყვარულთა კლუბების გაფორმების, დაარსების სურვილი (სახლის მდებარეობა განსაზღვრავს რამდენს ქმნის და შლის); წინათგრძნობა, წინასწარგანჭვრეტა, შიშები, იმედების განხორციელება.

იდეალებისა და იდეალური მიზნების კუთხით სახლი გვიჩვენებს, ინდივიდი როგორ ახდენს ჯგუფებთან იდენტიფიცირებას. ადამიანის სარკედ მეგობრების ჯგუფი და წრე გვევლინება.

მე-11 სახლის მიხედვით მეგობრობა სულიერ მეგობრობასა და ერთიანობას მოიცავს. ძლიერი სახლის მქონე ადამიანი ხშირად მეგობრებს და ადამიანებს საერთო იდეისა და პროექტების განსახორციელებლად კრებს. ხშირად მას უფრო ანდობენ კოლექტიური ინტერესების დაცვას.

სახლის უარყოფითი მხარე: უტოპიურობა, არარეალურობა, გულუბრყვილობა, რაც ადამიანს ადვილად მანიპულირებადს, პირად მიზნებში საერთო ინტერესების გამტარებელს ხდის.

სინათლის (სიკეთის) ან სიბნელის (ბოროტების) არჩევანის სახლია. ადამიანის ამოცანა კი შინაგანი თავისუფლების მოძებნაა მოვალეობისა და ადგილის გაცნობიერების დროს. გარდაუვალობის წრიდან გამოსვლა; აქ შეცდომის უფლება არ არსებობს. მე-11 სახლის ცხოვრების მიზანი მერვე სახლშია – ტრანსფორმაცია (ამ ვერსიის ავტორი უცნობია).

 პირველი მესამედი – პირადი მეგობრები, მფარველები ( და მფარველობა), მრჩევლები, შემოსავალი პროტექციისა და მეგობრებისგან, პირველი ძმის/დის რელიგიურობა, მეხუთე ძმა ან და, მამის სიკვდილი, გერები, შვილების ღია მტრები, შვილების მეუღლეები, შვილების კამათი, შვილების მოკავშირეები, ძმების ან დების ხანგრძლივი მოგზაურობები.

მეორე მესამედი – იმედები, სურვილები, აქციონერულ საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკუთარი ძალისხმევით შემოსავალი, კავშირები ცხოვრების მეორე მესამედში

მესამე მესამედი – სულიერი გეგმების (მიმართულების) იმედები და სურვილები, სულიერი მისწრაფებები 60-66 წლის ასაკისთვის. მტრული გავლენა პირად ბედზე.

მეთერთმეტე სახლი ასახავს ადამიანის ცხოვრებასა და როლებს კოლექტივსა და ჯგუფებში, მის მონაწილეობას ჯგუფურ საქმეებსა და მისდამი დამოკიდებულებას. ამ სახლის მიხედვით, ჯგუფში მოიაზრება კოლექტივი, საზოგადოება, რომელიც რაიმე მოქმედების შესასრულებლად იქმნება, საკმაოდ აბსტრაქტული მიზანი და იერარქიული სტრუქტურა გააჩნია. ამიტომ, მე-11 სახლის გამოვლენის ორგვარი ფორმა შეიმჩნევა: ნაკლებგამოკვეთილი მიზნების მქონე ჯგუფური საქმიანობა და მკაცრი დაქვემდებარების არიდება.

ორგანიზაცია, ჯგუფი, კოლექტივი, რომელსაც კონკრეტული, ფორმირებული მიზანი და როლები გააჩნია, მე-10 სახლს შეესაბამება; მე-11 სახლის მიხედვით კი მიზანი, რომელსაც ჯგუფი ემსახურება, შესაძლოა კონკრეტულ დროში მიუღწეველი, ირეალური ან ფართო მნიშვნელობის იყოს. მაგ: ჯანმრთელობასა და დასვენებასთან, სამყაროს შეცნობასთან, გარემოს დაცვასთან, ჰუმანისტურ მიზნებთან დაკავშირებული ჯგუფები.

მე-11 სახლის ჯგუფს ახასიათებს ადამიანის, როგორც მისი ნაწილის „შესრუტვა“, თავად კოლექტივი კი ცოცხალ ორგანიზმად აღიქმება. მე-10 სახლის ჯგუფებისგან განსხვავებით, ადამიანი ბევრის, ჯგუფის წევრების, ეგრეგორის წინაშეა ვალდებული და არა კონკრეტული უფროსობისადმი. მე-8 სახლის ჯგუფებს უკავშირდება, თუმცა ინდივიდს მხოლოდ მარგინალურ ან ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს გაწევრიანება. მე-11 სახლის შემთხვევაშიკი მუდმივადაა და რაიმე მიზანს, ფუნქციას ემსახურება.

მე-11 სახლს უკავშირდება:

1)დღესასწაულები, აღნიშვნები – როგორც კოლექტიური, ნაციონალური, ასევე პირადი (დაბადების დღე).

2)პოპულარული, მასობრივი კულტურა;

3)სამოყვარულო კლუბები, სტუდიები

4)სახალხო (მასობრივი) განათლების ფორმები,

5)მასობრივი/პოპულარული ხელოვნება, რომელიც ეროვნული ეგრეგორითაა გამყარებული. მოკლედ, ყველაფერი, რაც მასობრივ, სახალხო, კოლექტიურ მოძრაობებსა და აღნიშვნებს ეხება, მე-11 სახლს უკავშირდება.

6)ჯგუფურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება – ნებისმიერი ჯგუფი, ორგანიზაცია, რომელიც საერთო მიზანს, იდეას ემსახურება, მე-11 სახლს უკავშირდება.

7)შესაბამისი ქცევები – ნორმები, კორექტული ქცევა, რომელიც ჯგუფებს შეესაბამება

8)მეგობრობა, სოციალური წრე – მეგობრების ძიება, სოციალური წრის ჩამოყალიბება. მეგობრობას ხელს უწყობს სულიერი ნათესაობა, საერთო იდეები, გაგება. წრის რაოდენობაზე პასუხს მე-11 სახლის ნიშანი გვცემს.

9)ერთობლივი შემოქმედება – ჯგუფური მუშაობა, კოლექტიური/საერთო მიზნების ერთგულება.

10)სიყვარულის მიღება – ადამიანი საყვარლის (შეყვარებულის) როლში; იმ ადამიანთა ქცევის ხარისხობრივი მხარე, რომლებიც სიყვარულის შემთავაზებლებად აღიქმებიან (ანუ სიყვარულს სთავაზობენ, უხსნიან და ა.შ.). მე-5 სახლი ნიშნავს, როგორ გავცემთ სიყვარულს, ხოლო მე-11 – როგორ ვიღებთ. მე-11 სახლის მდგომარეობა მიანიშნებს რას იგებს „სიყვარულის მიღებად“; ურთიერთობას და ქცევას, რომლებსაც განმარტავს როგორც „სასიყვარულოს“.

ზოგიერთი ასტროლოგი მე-11 სახლს გამოცდების სახლს უწოდებს. მეხუთე სახლით თუ მოგვეწოდება ინფორმაცია, რას ვიღებთ, რა გვებოძება, მე-11 სახლით, პირიქით – რას გავცემთ, თავად რას ვუბოძებთ სხვას. ასევე, მიანიშნებს იმ კეთილ საქმეებზე, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებთ; რას გავცემთ.

საკუთარი ბედის კორექცია საუკეთესოდ გამოდის, როდესაც პლანეტები პირად რუკაში მე-11 სახლის პირველ ან ბოლო მესამედში გადადიან.

მე-11 სახლის ნიშნის მმართველი (და ასევე, პლანეტა მე-11 სახლში) მიანიშნებს მეგობრებსა და თანამოაზრეებზე, მეურვეებზე, სპონსორებზე, მეცენატებსა და კეთილისმსურველებზე.

მეგობრობის ხარისხზე მიანიშნებს მეგობრობაზე პასუხისმგებელი პლანეტა და მე-11 სახლის დასაწყისის (კუსპიდის) ასპექტები, მმართველის ასპექტები. თუ სახლში პლანეტაა, მისი როლიც მნიშნელოვანია, ხოლო თუ მე-11 სახლი ცარიელია, მმართველის მდებარეობა ნიშანში, ასპექტებია საყურადღებო – განსაკუთრებით რუკის მმართველთან რა ასპექტს ქმნის (რუკის მმართველად ითვლება ასცენდენტის ნიშნის მმართველი).

როგორები იქნებიან მეგობრები, პასუხს გვცემს მე-11 სახლის ნიშანი.

კარდინალური ნიშანი – მეგობრები საქმიანობებიდან გამომდინარე იცვლებიან. იცვლება საქმე – იცვლება თანამოაზრეებიც.

ფიქსირებული ნიშანი – საიმედო და ერთგული მეგობრები

მუტაბელური ნიშანი – თანამოაზრეების მუდმივი ცვლა, სუსტი ან არასტაბილური მეგობრობა

თუ მე-11 სახლში იუპიტერი ან ვენერა მდებარეობს უარყოფითი ასპექტების გარეშე, ნიშნავს, რომ ადამიანს საიმედო და ერთგული მეგობრები ეყოლება. უარყოფითი სტატუსის მქონე პლანეტების შემთხვევაში – სასურველია მეგობრები ფრთხილად შეირჩეს.

მარსი და სატურნი არ იწვევენ უმეგობრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი მათი კოსმიური სტატუსისა და ასპექტებიდან გამომდინარეობს.

მე-11 სახლთან შეერთებული სატურნი სხვა ე.წ. „ბოროტ“ პლანეტებთან უარყოფითი ასპექტებით შესაძლოა მიანიშნებდეს მეგობრების მხრიდან გამყიდველობასა და ღალატს.

 ძლიერი სახლის შემთხვევაში ადამიანს კოლექტივის, საზოგადოების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სადაც არ უნდა წავიდეს, მის გარშემო ყოველთვის აქტიური ცხოვრებაა. ჯგუფებში მოქცევის თავისებური მეთოდი აქვს. სუსტი მე-10 სახლის შემთხვევაში კოლექტივსა და ჯგუფებში კონკრეტული მიზნების მიღწევა არ უყვარს. ჯგუფური სიტუაციები, ატმოსფერო უფრო მეტად იზიდავს, ახარებს, აშფოთებს. განვითარების დაბალ დონეზე ერთი ჯგუფიდან მეორეში გადადის, სარგებლის მიღებას ცდილობს. დამუშავების შემდეგ ჯგუფის სულიერი „მფარველი“ ხდება – ჯგუფსა და მის წევრებს ინტიმური და რთული პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება. მე-11 სახლის ადამიანი მე-10 სახლის ინდივიდისგან სწორედ ამით განსხვავდება: მეორე ბრძანებას იძლევა, ხოლო პირველთან პრობლემით მიდიან და მისი ნებისმიერი ქმედება ჯგუფის მოღვაწეობას შეესაბამება. თუნდაც, დაბალ დონეზე, ჯგუფში შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება დაიწყოს, უზურპატორად კი არ გარდაიქმნება, არამედ პარაზიტად. სუსტი მე-5 სახლის შემთხვევაში, ინდივიდისთვის რთულია ჯგუფისგან გამოცალკევება და საკუთარი როლის შესრულება. მუდმივად სხვების მუშაობას, როლს, ქმედებებს აკვირდება, გულის სიღრმეში კი სურს კოლექტივმა დაინახოს და მისი როლი დააფასოს.

სუსტი სახლის შემთხვევაში ინდივიდს ნაკლებად აქვს კოლექტივისადმი მიდრეკილება. მეგობრების საქმეებში ჩართულობა ნაკლებია, თუმცა თუ თანამოაზრეები გამოუჩნდება, არ გააპროტესტებს. ადამიანის კოლექტივზე დამოკიდებულების იდეა დიდად არ ხიბლავს. თუმცა ესმის კოლექტივის არსებობის იდეა, განსაკუთრებით გონებრივი (მენტალური) და მატერიალური მხარდაჭერის სახით. ასევე ესმის კოლექტივის პასუხისმგებლობა მისდამი: პრაქტიკული და განსაზღვრული – ზუსტად იმდენი, რამდენის განაცხადა და უნდა. კოლექტივი მას დიდ პასუხისმგებლობას არც ანიჭებს. მეორეს მხრიც, იშვიათ სიტუაციებში, როდესაც ინდივიდს კოლექტივის დახმარება სჭირდება, გარკვეული ძალისხმევით მას იღებს, თუმცა განსაკუთრებულ ემოციურობას კოლექტივთან ურთიერთობაში არ გრძნობს ისევე, როგორც ჯგუფი მისდამი. ჯგუფური განხილვები და ენთუზიაზმი მასზე სუსტად ვრცელდება (გამონაკლისია მარგინალური სიტუაციები). თვითგამოხატვა ჯგუფურ მუშაობასა და მეგობრობაში რთულად ხდება და მე-11 სახლის დამუშავებისთვის აუცილებელი ხდება პირადი პასუხისმგებლობის განვითარება ჯგუფის გარე და შიდა ქმედებებზე, საქმეებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების მეორე ნახევარში შესაძლოა კოლექტივთან მუდმივი პრობლემები შეექმნას, რომლის მიზეზის მიხვედრაც გაუძნელდება. ძლიერი მე-5 სახლის შემთხვევაში ნებისმიერი ჯგუფისა და პოზიციის მიმართ შინაგანი უპატივცემულობა ვლინდება.

 ჰარმონიული სახლის შემთხვევაში ინდივიდი ბუნებრივად და ძალდაუტანებლადაა ჯგუფებში გაერთიანებული, კოლექტივის წევრი. ჯგუფებში მას აფასებენ, უყვართ და სარგებლის/მოგების განაწილების დროს არ ივიწყებენ. მის მიმართ ბევრად მეტ ჯგუფურ სიყვარულს გამოხატავენ, ვიდრე ჯგუფის საშუალო წევრისადმი. ინდივიდის ჯგუფში მუშაობა პროდუქტიულია. დაბალ დონეზე საერთო საქმეების გასაკეთებლად თითქმის არაფერს აკეთებს. დამუშავების შემდეგ ჯგუფის ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობას იღებს. ამ ადამიანთან მუშაობა, მეგობრობა ადვილად გამოსდით. როგორც წესი, ბევრი მეგობარი ჰყავთ. ხშირად იწვევენ ჰარმონიულ და დადებით ჯგუფებში. ჯგუფურ სირთულეებს მარტივად, მშვიდად ეკიდება და დარწმუნებულია, რომ თავისთავად მოგვარდება და შედეგებსაც მიიღებს.

 დაზიანებული სახლის შემთხვევაში ადამიანს ჯგუფური საქმიანობები და მეგობრებთან ურთიერთობა რთულად გამოსდის. მისი სურვილის გაუთვალისწინებლად, ჯგუფში ყველაზე სუსტად ან კონფლიქტურად ჩანს. ხშირად ჯგუფის პრობლემებისა და სირთულეების შემქმნელადაც გვევლინება. ეს ადამიანი ხშირად ჯგუფურ სიტუაციებში სირთულეების შემტანად გვევლინება, რადგან მარტო ან მშვიდი ჯჯგუფური სიტუაციების დროს მოწყენილია. დაზიანებული სახლის შემთხვევაში დამუშავება მოითხოვს ეგოცენტრულ პოზიციაზე უარის თქმას (რაც ეგრეგორთან „ურთიერთობას“, ჯგუფის წევრებთან საერთო ენის გამონახვას ხელს უწყობს), ჯგუფური სიტუაციების ანალიზს, პრობლემების მოგვარებას, ჩიხში შესული სიტუაციების გამოსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შესაძლოა წლებიც გაგრძელდეს. მეგობრებთან ურთიერთობა ხშირად დაძაბულია, ურთიერთგაგება კი ნაკლებია. განცალკევების პერიოდი ხანგრძლივია, რაც დადებითი კუთხით, ორივე მხარეს (ინდივიდსა და მეგობარსაც) საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებას აძლევს; და თუ მეგობრობა ისევ აღდგა – ნამდვილი, გამოცდილი და საიმედო მეგობრობა დგება.

დამუშავების დონეები

დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი ჯგუფს, რომლის წევრიცაა, ეპყრობა, როგორც პარაზიტს. ჯგუფურ საქმიანობებში მონაწილეობას არ იღებს და მის განვითარებაში წვლილი არ შეაქვს. ჯგუფში იზულებით მუშაობა არ გამოსდით, რადგან ნებისმიერ დაკისრებულ საქმეს თავს არიდებს ან „აგდებს“, ზოგჯერ სპეციალურადაც, რადგან ისევ არ დაავალონ. რა თქმა უნდა, კოლექტივმა იცის როგორც იქცევა, თუმცა მისი თავიდან მოშორება არ გამოსდით, რადგან ინდივიდი ან ა)მაშინვე აღიარებს ნაკლს და პირობას დებს, რომ გამოსწორდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში „დაცემულს არ ურტყამენ“ – თუ მე-11 სახლი ქალური ნიშნით (კურო, კირჩხიბი, ქალწული, მორიელი, თხის რქა და თევზები) იწყება ან ბ)ისეთ სკანდალს აწყობს და ჩივის, რომ ურჩევნიათ არც შეეხონ – თუ მე-11 სახლი კაცური ნიშნით (ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული) იწყება. ეს ადამიანი გულის სიღრმეში არცერთი კოლექტივის თუ ჯგუფის წევრად არ თვლის თავს, თუმცა შესაძლოა ბევრ ჯგუფში იყოს გაწევრიანებული. ის ჯგუფის ბედსა და განვითარებაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მეგობრები, როგორც ასეთი, არ ჰყავს. უმეტესად მცირე ალიანსებითა და დროის გასატარებლად შემოიფარგლება. შესაბამისად, კლუბებში, წრეებსა და განყოფილებებში ყოფნა მოკლებულია რაიმე საერთო იდეას, მიზანს და ინდივიდი კოლექტიურ ჯგუფებს საკუთარი მიზნებისთვის უკავშირდება…თუ დასჭირდა. ჯგუფიდან გამომდინარე თვითგამოხატვა ნაკლებად ან სულ არ გამოსდის. რის გამოც, ცდილობს ყურადღება ნაკლებად მიიქციოს, პიროვნულად ნაკლებად გამოიხატოს.

 მეორე დონეზე ადამიანს ჯგუფური ცნობიერება უჩნდება. აცნობიერებს ჯგუფის წევრობას, გავლენას; ჯგუფის პროცესებს ყურადღებას აქცევს და მის წინაშე პასუხისმგებლობასაც გრძნობს როგორც საკუთარ ქცევაზე, ასევე ჯგუფურ ქმედებებზეც. მისთვის ჯგუფური ქმედებები შეუმჩნეველი არ ხდება, უფრო მეტიც – თვითრეალიზების სიტუაციადაც აფასებს. კოლექტივის წევრებთან ურთიერთობა ჰარმონიული და მისაღებია, ინდივიდს მოსწონს მათთან მუშაობა, დროის გატარება, ერთიანობის განცდა. ამ დონეზე ადამიანი ხვდება, რომ ჯგუფთან შეგუება აუცილებლობას წარმოადგენს, რაც ყოველთვის არ შეუძლია. მეგობრული კავშირების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს; შესაძლოა მეგობრობა სიყვარულზე წინ დააყენოს, რადგან უფრო სუფთად და ამაღლებულად წარმოუდგენია. მეორე დონეზე, ინდივიდი ნამდვილ მეგობრობას აფასებს, ცდილობს მათ არ უღალატოს. მეგობრობის იდეა გაიგება, როგორც გამოყოფილი, თვითკმარი ღირებულება, რომელიც თავისუფალია საერთო საქმეებისა და პირადი დამოკიდებულებებისგან. მეგობრის ქმედებებსა და ევოლუციის დონეზე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს. კლუბებსა და სამოყვარულო ჯგუფებში ურთიერთობა, კავშირები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაძლოა პროფესიულ ქმედებებზე უფრო დიდსაც კი. ინდივიდი კოლექტიურ მოქმედებებში ხედავს თვითრეალიზების უფრო დიდ საშუალებას.

 მესამე დონეზე ინდივიდი ჯგუფებსა და კოლექტივში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და კარგად გრძნობს ჯგუფურ ეგრეგორს, ანუ ჯგუფის განწყობას, აქტუალურ პრობლემებსა და მათ გადაწყვეტილების გზებსაც კი შეიძლება გრძნობდეს. ჯგუფის წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს არამხოლოდ საკუთარი ქმედებების გამო, არამედ ჯგუფური სიტუაციების ხედვასა და ინფორმაციის გადაცემაშიც კი. რის გამოც, ცდილობს ინფორმაციის მიწოდების სწორი გზა შეარჩიოს. ინდივიდი არანაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობს გარე მოვლენების გავლენაზე ჯგუფსა და თითოეული წევრის ქცევაზე. ამ დონეზე, ადამიანი ნათლად ხედავს ჯგუფში საკუთარ ადგილს და მის დაკავებას ცდილობს, თუმცა შესაძლოა ადაპტაციაზე გარეგანი და შინაგანი ძალების გაერთიანება დასჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ქმედებებზე პასუხისმგებლობას გრძნობს, ძალადობრივ კორექტირებაზე უარს ამბობს. მეგობრებისა და მეგობრობის ცნებას სერიოზულად უდგება. შინაგანად პასუხს არამხოლოდ მეგობრებთან საკუთარ ურთიერთობაზე აგებს, არამედ მათზეც. მათ ცხოვრებას შესაძლოა საკუთარივით აღიქვამდეს. ცდილობს მორალური ურთიერთობების შენარჩუნებას. მასთან ურთიერთობაში მეგობრები სულიერად იზრდებიან, რაშიც საკუთარ ვალდებულებას გრძნობს.

 მეოთხე დონეზე ადამიანი კარგად ხედავს ჯგუფის ეგრეგორს, რომლის წევრადაც ითვლება. ჯგუფურ სამუშაოს ნაზი (სულიერი) და მკვრივი სამყაროების ევოლუციის ნაწილად თვლის. მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება არამხოლოდ იმ ჯგუფის მიმართ, რომელშიც გაწევრიანებულია, არამედ ყველა ხილული ეგრეგორის მიმართ, რომელიც მის ძალაუფლებასა და პროგრამებს შეესაბამება.ვალდებულებას მხოლოდ ჯგუფური მუშაობის წინაშე არ გრძნობს, ის უფრო ფართო დონეზე, მოქმედებებით ნატიფ სამყაროს ეხება, რომელიც დანარჩენი წევრებისთვის შესაძლოა ინტუიციური ან ბუნდოვანი გაგების იყოს. ამ დონეზე, მთავარი არა ჯგუფური მოქმედებების შედეგება, არამედ ხარისხი, კოლექტივის ევოლუციური დონე, რაც სულიერ ზრდასა და წევრების კარმული პრობლემების მოგვარებას ხელს უწყობს. როდესაც კოლექტივი განვითარების შინაგან პრობლემებს წყვეტს, გარეგანი პრობლემები ადვილად, თავისთავად წყდება. ამ დროს ადამიანმა ჯგუფი უნდა დატოვოს, რათა კოსმიური პროგრამის დამუშავების შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგრეგორისა და ჯგუფის განცდა დიდხანს გაყვება და პირად თვითგამოხატვად გადაიქცევა. მეგობრებთან ურთიერთობა ადვილი არ იქნება; მისი ენერგეტიკისა და მოთხოვნილებების ატანა ადვილი არ იქნება, მეგობრობის ფორმაზე/სტილზე მე-11 სახლის დასაწყისის ნიშანი გვიჩვენებს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს, ადამიანს დიდი ძალიხმევა და ცნობიერების მუდმივი გაფართოება დასჭირდება, რათა ევოლუციურ მუშაობაზე, რა ფორმითაც არ უნდა მუშაობდეს, დადუმდეს და ხმა არ ამოიღოს.

 

წყარო: პოდვოდნი, მარკინა, კეფერი, ვრონსკი, ჰერბსტი, გლობა

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top