მე-2 სახლი

მე-2 სახლი

ფლობის, მატერიალური რესურსების სახლი

მატერიალური ინტერესები, ფინანსური საქმეები, ფინანსური პერსპექტივები, მოგება ლატარეაში ან სხვა თამაშებში, მატერიალური ღირებულებების დაკარგვა. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგები. ინდივიდის სულიერი მიღწევები, სულიერი კაპიტალი.

მე–2 სახლი დაკავშირებულია იმ მატერიალურ და სულიერ რესურსებთან, რომელიც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება. ნებისმიერი სახლის ფლობა დაკავშირებულია მე–2 სახლთან. ჩვენ ვფლობთ მატერიალურ ნივთებს, უძრავ ქონებას, შესაძლებლობებს და ა.შ. ის ასევე მოიცავს, ჩვენს უზრუნველყოფილ მდგომარეობას. მეორე სახლთან დაკავშირებულია ღირებულებები, მატერიალური მიღწევები, რას ვფლობთ, რა გაგვაჩნია, რა ხერხით შევძლებთ გამომუშავებას, დაგროვებას, პიროვნული თავისუფლება ფინანსური კეთილდღეობიდან გამომდინარე, მატერიალური სტატუსი.

მე–2 სახლი მიანიშნებს იმ მატერიალურ რესურსებზე, რომელსაც ვიღებთ მშობლებისგან ან საკუთარი მიღწევებით.

პირველი მესამედი – საკუთრება, მიღებული მემკვიდრეობა, შემოსავლის ძირითადი წყაროები, პერსპექტივები დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, სოციალური დამოკიდებულება ან დამოუკიდებლობა, მტრების ძმები, მეგობრების მამები, მეუღლის სიკვდილი, შვილების წარმატება, განსაკუთრებით პირველი შვილის. მატერიალურ და სულიერ ღირებულებებთან დამოკიდებულება ცხოვრების პირველ მესამედში.

მეორე მესამედი – მოგება მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით, შემოსავლის გამო სამსახურეობრივი ცვლილებები, შვილების პროფესიები, განსაკუთრებით პირველი შვილის, კომპანიონ(ებ)ის სიკვდილი. მატერიალურ და სულიერ ღირებულებებთან დამოკიდებულება ცხოვრების მეორე მესამედში. პროფესიის ან სამუშაოს შეცვლის ვარიანტები.

მესამე მესამედი – გამომუშავება და შედეგები იდეოლოგიური, სულიერი საქმიანობით, საკუთარი გამომუშავება ცხოვრების ბოლო მესამედში. გამოკვეთილი, აშკარა მტრის სიკვდილი. მატერიალურ და სულიერ ღირებულებებთან დამოკიდებულება ცხოვრების ბოლო მესამედში

მე–2 სახლის ჩართვა ნიშნავს ადამიანის თვალის „ახელას“. საკუთარი თავის გარდა, ის აფიქსირებს, რომ არსებობს მატერია, გარკვეული სუბსტანცია, რომელიც ერთის მხრივ მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს,სიამოვნების წყაროა, მეორეს მხრივ კი ზღუდავს და აშინებს. „სუბსტანცია“ აღნიშნავს გარე სამყაროს, მატერიალურ ცხოვრებას, ეს სახლი „მე“ზე და გარემოდან სარგებელზე ორიენტირებას გამოხატავს. მეორე სახლმა შეიძლება მოიტანოს როგორც დადებითი (სიამოვნება), ასევე უარყოფითი (შეზღუდვა), თუმცა რა შედეგიც არ უნდა იყოს, ადამიანი მის მიმართ სუბიექტურად, ეგოცენტრულადაა განწყობილი. ინდივიდი ორიენტირებულია მასსა და სამყაროს შორის ურთიერთობაზე (მე–7 სახლის შემთხვევაში სამყარო და გარემო აღიქმება როგორც დამხმარე, პარტნიორობა, შუამავალი).

მეორე სახლი ასევე აღნიშნავს ინდივიდის დამოკიდებულებას საკუთრებისადმი. ისეთი საკუთრებისადმი, რომლის გამოყენება, ფლობა შეუძლია. საკუთრების გრძნობა შესაძლოა ახლობელი ადამიანებისადმიც იყოს.

რთულია მე–2 სახლის სრულად აღწერა, რადგან ყველაფერთანაა დაკავშირებული: სოციალურობასთან (მე–3 სახლი), აგრესიულობა/ჰარმონიულ ურთიერთობებთან (მე–7 სახლი), მეგობრობასთან (მე–11 სახლი)…

მეორე სახლი მიანიშნებს მიწასთან, მატერიალურ სამყაროსთან, მატერიალურ ფორმებთან (ფული, ქონება, დამგროვებლობა…) ჩვენს კავშირზე. ეზოთერულად ითვლება „ქვედა კარიბჭედ“, „ჯოჯოხეთის კარიბჭედ“ და მიიჩნევა, რომ ეს სახლი გვაწვდის ინფორმაციას ჩვენს დამოკიდებულებაზე, „მიწებებაზე“ მატერიალური რესურსების მიმართ. ამ ვერსიით, შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზეც, რაც ადამიანის განვითარებას ანელებს და მატერიალური რესურსებისადმი ყურადღებას აპყრობინებს (ყურადღების გადატანა). ზოგიერთი ვერსიით, სწორედ მე-2 სახლი იძლევა მიწიერი გეგმის დამუშავებას მატერიალურ სამყაროში არსებობისთვის.

მეორე სახლს ასევე უკავშირდება:

თვითშეფასება – ფსიქოლოგიური შეფასება საკუთარი თავის მიმართ. საკუთარ თავზე წარმოდგენები და აღქმა პირველ სახლს უკავშირდება, ხოლო საკუთარი თავის შეფასება, რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი თავის მიმართ – მეორე სახლს. ესაა რეაქცია აღქმულზე. მეორე სახლი მიანიშნებს თუ როგორ ფორმირდება თვითშეფასება.

საკუთრება – პირადი, საკუთარი ქონება, დამოკიდებულება საკუთრების მიმართ, „ჩემი“-ს გაგება, ესაა თვითრეალიზების საშუალებები, როგორიცაა ჩემი სახლი, ჩემი ჭიქა, ჩემი….

ფული – პირადი რესურსების მოხმარება, გამომუშავება, ფულის ხარჯვის საშუალებები, ფულის მიმართ დამოკიდებულება (რა არის ფული, რისთვის უნდა…)

თვითორგანიზება – საკუთრების, საკუთარის ორგანიზება, წესრიგში მოყვანა, მიზნები, რომელიც ორგანიზებულობასა და სტაბილურობას უკავშირდება. რეალური სამუშაოს სტილი და მისდამი დამოკიდებულება.

მგრძნობელობა – სუფთა, ეგოისტური, ფიზიკური შეგრძნებები, სასიამოვნოს მიღების შესაძლებლობები, სექსუალურობის პირველი გამოვლინება (სიამოვნების მიღება)

ძლიერი მე–2 სახლი მიგვანიშნებს ადამიანზე, რომელიც გარემოში არსებული მოვლენებით ძლიერადაა დაინტერესებული, მისი აქტიურობა დამოკიდებულია გარემოზე, მნიშვნელობა არ აქვს მოსწონს თუ არა აქტიურობა, მის გარეშე თავს მოწყენილად გრძნობს. ამ ადამიანისთვის მნიშნელოვანია მოქმედება. თუ მე–2 სახლი არაა დამწვარი, მისთვის საინტერესოა ცხოვრება და უამრავი საინტერესო მოვლენითაა დატვირთული. ხშირად ამ ადამიანს ქუჩაში აჩერებენ სხვადასხვა კითხვით, თხოვნით. ყოველთვის აინტერესებს რა ხდება გარშემო, ინტერესების სფეროს კი მე–2 სახლის ნიშანი, მისი ასპექტები და მასში მდებარე პლანეტები განსაზღვრავს.

სუსტი მე–2 სახლი მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც უმეტესად ვაკუუმში ცხოვრობს, თუმცა ამის გამო არ წუხს. ხშირად ცვალებად გარემოში ცხოვრობს, ბევრი საქმე აქვს, არაპროგნოზირებადი გარემოს გამო უჭირს ერთ სფეროში კონცენტრირება. ხშირად ქუჩაში ვერ ამჩნევენ. მისთვის კარგი პროფესია იქნება საიდუმლო აგენტობა ან მონადირეობა. მისი ფასეულობათა სისტემა არცთუ დიდია, ეთიკური იდეები ნაკლებად აწუხებს. ეთიკური ღირებულებების დაუცველობას ხშირად მიჰყავს პრობლემებამდე. სუსტი მე–2 სახლის შემთხვევაში, ინდივიდები უმეტესად გულგრილები რჩებიან ფულისა და მატერიალური ფასეულობების მიმართ, თუმცა ამავე დროს, მათ დანაკლისსაც შეიძლება განიცდიდნენ.

ჰარმონიული მე–2 სახლის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ადვილად შეეგუოს ნებისმიერ გარემოს, კარგად ეგუება და ეწყობა გარშემომყოფებს, უადვილდება მატერიალური ქონების დაგროვება, აქვს მაღალი ღირებულებათა სისტემა, უყვარს ლამაზად ჩაცმა, საწინააღმდეგო სქესის ადამიანთა ყურადღების მიქცევა. სამყაროსა და გარემოში იზიდავს ჰარმონია და სილამაზე. იზიარებს საერთო, პატრიოტულ შინაგან ეთიკას, თუმცა, უარყოფითი კუთხით, უძნელდება საკუთარ პოზიციაზე ყოფნა, რადგან გარემო ადვილად იყოლიებს.

დაზიანებული მე–2 სახლის შემთხვევაში ადამიანი მუდმივად გრძნობს გარემოდან საფრთხეს, აგრესიას, უძნელდება ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება გარშემომყოფებთან, შეიძლება ჰყავდეს ღიად დაპირისპირებული მტრები. უძნელდება:მატერიალური ქონების დაგროვება, თანხის ადვილად გამომუშავება. ხშირად თავადაც აგრესიულადაა განწყობილი გარემოს მიმართ, მოულოდნელი აფეთქებები ახასიათებს. ღირებულებათა სისტემა მოუწესრიგებელია და ხშირად აქვს უსამართლობის, უსამართლო სისტემის განცდა, ჰგონია, რომ რაც სხვებს ადვილად ეძლევა, ის მან მუშაობითა და სიძნელეებით უნდა მიიღოს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ღირებულებათა სისტემის ცვლილება, მე–2 სახლზე მუშაობა. დამუშავება იძლევა კოსმიური სიყვარულის შინაგან იდუმალ გააზრებასა და მის გამოყენებას რთულ სიტუაციებში.

მე–2 სახლი აღნიშნავს დაბადების შემდგომ ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ/მყოფ მატერიალურ სისტემას, ნივთებს, რაც აუცილებელია ცხოვრების გაგრძელებისთვის. მე–2 სახლი არის მესაკუთრეობის, ფლობის, უსაფრთხოების, სილამაზისა და კომფორტისადმი მიდრეკილების, „ჩემი“ და „სხვისი“ ტიპის დაყოფის აღმნიშვნელი.

მეორე სახლის მდებარეობა, ასპექტები გვიჩვენებს ინდივიდის დამოკიდებულებას მატერიალური სამყაროსთან, მის ღირებულებებთან. მე–2 სახლი გვაწვდის ინფორმაციას გამომუშავებისადმი დაინტერესებასა და საკუთარი მატერიალური რესურსების ფლობაზე. თუ ამ სახლში ბევრი პლანეტაა, ადამიანი დაინტერესებულია სტაბილურობის მიღწევით, მისთვის სტაბილურობა (როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალურიც) მნიშვნელოვანია, აქვს მიდრეკილება დაგროვებისკენ.

რამდენად ადვილად აგროვებს და გამოიმუშავებს ადამიანი მატერიალურ რესურსებს, დამოკიდებულია მე–2 სახლის ნიშანზე, მის მმართველზე, მასში მდებარე პლანეტებზე, ასპექტებზე (მე–2 სახლის, მისი მმართველის, მასში მდებარე პლანეტების).

წყარო: Astrology.com,Подводный,Эзотерика. Т. II, კეფერი, ვრონსკი, მარკინა, ჰერბსტი

სტატიის ავტორი: თამთა

საინტერესო ლინკი:

მე–2 სახლის მმართველი 


About Rusa

Scroll To Top